ლილიტი ნიშნებში – სექსუალური გარყვნილების კუთხით
ლილიტის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია მთლიან რუკაზე და ამ სტატიაში მხოლოდ ექსტრემალურად ბნელი მხარეა წარმოდგენილი.
ვერძი
ვერძი ლილიტი სექსუალურად თავაშვებული და კადნიერია, კარგად იყენებს საკუთარ სხეულს. ეგზოტიკური ცეკვებს, პორნოგრაფიას და სხვა ურცხვ აქტივობებს, რომელიც მის სიშიშვლეს აცხადებენ ძალიან იხდენს. მაცდურია. იტანჯება თაყვანისცემის საკითხებით, სურს მოხიბლული იყოთ მისი ფიზიკური სხეულით. თუმცა ამის შენიღბვას ცდილობს. მალავს მის ლიდერობისკენ მიდრეკილებას და გარყვნილ ინსტიქტებს. ის სასტიკია და სისხლზე წამსვლელი სიყვარულში. ის შტორმია, ომის კულმინაცია და სიბრაზე მის ირგვლივ. ბავშვური ტემპერამენტისა და ტყუილებისკენ მიდრეკილია. როგორც დედა -მთლიანად საკუთარი თავით მოცული, მრისხანე და ფიზიკურ ძალადობაზეც კი წამსვლელი როცა დისციპლინას ეხება საქმე. საშიში და ხანდახან მომაკვდინებელი საყვარელიც კია. დიასახლისის ამპლუაში ოჯახში მთავარი მავნებლის როლს თამაშობს.
კურო
ის სექსუალურად ბინძურია, ნატურალიზმით გარშემორტყმული. არ მეგობრობს საპონთან და წყალთან. სექსში სიამოვნებას იღებს მისი ექსტრემალურად მიწიერი, ცხოველური ფორმებით. გიჟდები სექსის და ფულის სუნზე. მასაც მაცდური სუნი უდის, ნატურალური მუშკის თუ ხელოვნური სიტკბოების. ჯიუტია და რთულია მისი კონტროლი. თავხედურად ხარჯავს. მალავს საკუთარ ფინანსებს და მკვლელობაზეა წამსვლელი ფულის გამო. ლილიტის ეს მდებარეობა ურცხვობასა და გაუმაძღრობაზე მიუთითებს სექსში თუ ფინანსებში. როგორც დედა – შვილებს საკუთრებად აღიქვამს და მკაცრად აკონტროლებს. როგორც საყვარელი – თქვენი ჯიბის ,,დამლაგებელი“. როგორც დიასახლისი – ოჯახში ყველას ფულის და საკუთრების მიმთვისებელი. ის მეძავია.
ტყუპები
გამოხატულია გაორებასა და მუდმივად სექსუალურად დაუკმაყოფილებლობაში. ორი განსხვავებული ადამიანი ერთი ნიღბის მიღმა. გიჟდება თავის მეიქაფზე, რადგან მშვენივრად ახერხებს მისი მეშვეობით დამალოს ,ვინც არის სინამდვილეში. დაჯილდოებულია გველის ენით და ცბიერი გონებით. თავის სასარგებლოდ იყენებს სხვის აზრებს და საყვარლებსაც შთააგონებს რომ რაც თვითონ მას აწყობს, იმათი იდეაა. ლაპარაკობს ბინძურად. გაცდუნებს სიტყვებით და გინერგავს ბინძურ აზრებს. სექსუალური ხმა აქვს. რყვნის ახალგაზრდობას. როგორც დედა – ასწავლის შვილს სხვებით მანიპულირებას. ამხედრებს მას ნათესავების წინააღმდეგ. აწვდის მათ შეუფერებელ ინფორმაციას. როგორც საყვარელი – უწესო მატყუარაა. როგორც დიასახლისი – მომლოდინე. ურცხვად ამჟღავნებს ყველაზე ინტიმურ დეტალებს და ავრცელებს მანკიერ ხმებს.
კირჩხიბი
უიღბლო მდგომარეობაა, დაფარული ემოციებისა და ტრამვირებული ბავშვობის მაჩვენებელი, რომელიც ზედაპირზე გამოდის არაჯანსაღი ემოციური აფეთქებების სახით. სექსუალური დამცირება ბავშვობაში ხშირია ამ პოზიციაზე. იყენებს სხვის გრძნობებს თავის სასარგებლოდ. მისი მოჩვენებითი უმანკოება აცდუნებს პოტენციურ საყვარლებს. როგორც დედა – თავადაც ბავშვურია და იქეთ ითხოვს შვილებისგან მოვლას და განებივრებას. შესაძლოა უარყოფდეს მათ მოთხოვნილებებს ადრეულ ასაკში, რადგან საკუთარი მოთხოვნილებებით იყოს გართული. ხშირად მშობიარობისას პრობლემებია, შესაძლოა სუროგატი დედის მიერ იყვნენ გაჩენილები, ან გაშვილებულები, ან უბრალოდ მის მშობლებს არ ეცალოთ და სხვები ზრდიდნენ. ხშირად თავადაც აქვთ სურვილი იშვილონ ვინმე და თუ ამას ვერ აკეთებენ , საშინელი ემოციური შფოთვა ეწყებათ. ბავშვობის სახლი ხშირად საიდუმლოებებითაა მოცული. როგორც საყვარელი – ემოციურ ტკივილს აყენებს სხვებს და შესაძლოა ამისთვის ბავშვებსაც იყენებდეს. როგორც დიასახლისი – მსხვერპლს თამაშობს და განწირული ითხოვს შველას.
ლომი
ის სექსუალობას ცხოველივით გამოხატავს და ყველანაირად ცდილობს სხვისი ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მალავს შინაგან მსახიობს და არჩევს მბრძანებლური ტირანული ხასიათის გამოვლენას. უყვარს კონტროლი. ის შეურაცხმყოფელი და მატყუარა ბავშვია. შემოქმედებითი ტიპია, თუკი ნიჭს გამოვლენის საშუალება აქვს და თუკი ამ ნიჭს კრეატივში არ ხარჯავს, მაშინ ეგოიზმში ვლინდება. როგორც დედა – შვილებს მის ჩრდილში ტოვებს. მალავს ბავშვებს. მათ არსებობას ჩქმალავს, არასოდეს ეკითხება აზრს და აგრძნობინებს რომ არც ისე მნიშვნელოვნები არიან. როგორც საყვარელი – შესანიშნავ ფენტეზს ქმნის. როგორც დიასახლისი – ყურადღების ცენტრში ყოფნისგან განძარცვულია და სცენას, პროჟექტორების შუქს უარყოფს, ასე რომ აღმერთებს ლომი.
ქალწული
ის სექსუალობას უჩვეულოდ გამოხატავს, ან მალავს – მგელი ცხვრის ტყავში! აცდუნებს სიტყვებით, ლაპარაკობს ბინძურად. იყენებს საკუთარ მზადყოფნას ასიამოვნოს და ემსახუროს სხვებს. ისე სექს მუშაკია, რომელსაც უყვარს როცა ამცირებენ. სიამოვნებას იღებს სექსის ყოველგვარი გაუკუღმართებული სახეობისგან, არის რაღაც კავშირი მასსა და ანალურ სექსს შორის. რყვნის ახალგაზრდებს. როგორც დედა – ულტრა კრიტიკულია, ასწავლის ბავშვებს ჰიგიენასა და სისუფთავეს. შესაძლოა სულ არ მიაქციოს ყურადღება მათ ყოველდღიურ მოთხოვნებს. შესაძლოა ავადმყოფი ბავშვის მოვლით დაისაჯოს, ან თავად იტანჯებოდეს ჯანმრთელობის პრობლემებით. შესაძლოა ბავშვობაშიც, მისი ყოველდღიური საჭიროებები უარყოფილი იყო ძიძის ან მომვლელის მიერ. როგორც საყვარელი – კრიტიკულია და ენამახვილი. როგორც დიასახლისი -მკაცრი და ენამწარე.
სასწორი
სასწორი ლილიტი თავის თავს სხვა ადამიანის მეშვეობით გამოხატავს. ურთიერთობებმა შესაძლოა ცოდვის ჩადენისკენ უბიძგონ, შეცდომაში შეიყვანონ. პარტნიორის არჩევანმა შესაძლოა პრობლემებამდე მიიყვანოს. შესაძლოა პარტნიორმა ზიანი მიაყენოს. მისი სანდომიანობა მაცდურია. ის ნამდვილი ქალია – კეკლუცი და საყვარელი. მაგრამ ამ ექსტერიერის მიღმა ეჭვიანი და ბრაზიანი საყვარელი იმალება, გამუდმებით ბობოქარი ურთიერთობებისა და ქორწინებების ქარიშხალში გახვეული. ლილიტი სასწორში განქორწინებაზე მიუთითებს, განშორებაზე, იმიტომ რომ მას მორჩილებაში ყოფნა არ ძალუძს. ქორწინების გარეშე სასიყვარულო ურთიერთობები, ძალადობა ქორწინების თანმდევია. როგორც დედა – უსამართლოა და სასტიკი დისციპლინის საკითხებში. დავა ბავშვების მეურვეობისა თუ კანონიერების საკითხებში. როგორც საყვარელი – აგრესიული და დამოკიდებული. როგორც დიასახლისი – განქორწინების გამომწვევი მიზეზი.
მორიელი
ლილიტი მორიელში ინკარნინებული ეშმაკია. იყენებს სხვის სექსუალობას. სიამოვნებას იღებს სხვა ადამიანების ბნელი საიდუმლოებების ცოდნით და მონდომებით მალავს საკუთარს. ვერაფრით გამოტეხავთ მის აურაცხელ ურცხვ ქცევებში. მისი მაგნეტიზმი და სექსუალობა ყველა სხვა ლილიტზე მაცდურია. ის სუკუმბია. როგორც დედა – სადისტი და შეურაცხმყოფელი. ზოგადად ეს პოზიცია ასოცირდება ბავშვების სასტიკ დამცირებასთან, ცემასთან და ბავშვობაში სექსუალურ ძალადობასთან. შესაძლოა თავად იყვნენ ამის მსხვერპლი. შესაძლოა ბავშვების სიკვდილიც. როგორც საყვარელი – მანიპულატორია, იყენებს თავის სექსუალობას ურთიერთობებში სიტუაციის გასაკონტროლებლად. სექსი მისი მთავარი იარაღია. ეჭვიანობა და აკვიატებები საშიშს ხდის სიყვარულში. მკვლელობაზე წამსვლელიცაა. როგორც დიასახლისი – ოჯახში ყველას საკუთრების მითვისებას ცდილობს. ის მეძავია.
მშვილდოსანი
სულელურ გადაწყვეტილებებს იღებს და შეცდომებით ვერ სწავლობს. თავს უძღვნის მის ფარულ ფილოსოფიას და მკაცრად განსჯის. იყენებს საკუთარ გამოცდილებას, აიძულებს საყვარელს რომ გამოცდები მოუწყოს. რყვნის ახალგაზრდობას, როგორც დედა – არ იძლევა რჩევებს, არ აძლევს ბავშვებს განათლებას. მათ თავიანთ თავს თვითონ უნდა მიხედონ, რადგან დედა გზას არასოდეს აჩვენებთ. ატყუებს შვილებს. როგორც საყვარელი – სულიერად და სექსუალურად თავისუფალია, შეზღუდვებისგან გათავისუფლებას გვთავაზობს. შესაძლოა უყვარდეს მისგან შორს მყოფი ადამიანი. როგორც დიასახლისი – თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ ბოლოს მაინც თავს იკავებს.
თხის რქა
ეს პრაქტიკული მდებარეობაა. ლილიტი ამბიციურია და მიზანმიმართული ყველას გზიდან ჩამოცილებაზე. არასწორი არჩევანის გამო ხშირად ვარდება ზევიდან, ასე ძალიან რომ სურს ყოფნა. რეპუტაცია ხშირად უფუჭდებათ სექსუალური სკანდალების გამო. იყენებს საკუთარ ძალას და სექსს იარაღად. მისი გარეგნობა აცდუნებს საყვარლებს. ხანდახან ძალიან უცოდველადაც შეუძლია თავის მოჩვენება. როგორც დედა – შვილების პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფაზე თავს არ იწუხებს – შეუძლია შიმშილისა და სიცივისთვის გაწიროს ისინი. ცივი დედაა და არამოსიყვარულე. როგორც საყვარელი – ემოციების დაფარვას ცდილობს, ცივად და სასტიკად წარმოაჩენს თავს. თავშეკავებულია სიყვარულში და გრძნობებს არ გამოხატავს. როგორც დიასახლისი – ძალით ცდილობს ხალხის დამორჩილებას.
მერწყული
მერწყული ლილიტი გაცრუებული იმედებითა და ჩაშლილი გეგმებით იტანჯება. ცხოვრებისეული მცდარი არჩევანი კატასტროფულ ცვლილებებსა და არასტაბილურობას იწვევს. უსახლკარობის პრობლემაც ხშირია. წლების განმავლობაში მეგობრებსაც კარგავენ არასწორი არჩევანის გამო. ბავშვებისგან განცალკევება, კანონიერი ურთიერთობების რღვევა. ის ჯიუტია და არასწორ წრეში ტრიალებს. სექსში ექსპერიმენტატორია და ამ ექსპერიმენტების სააშკარაოზე გამოტანით აცდუნებს. საწოლში ურცხვი და თავხედია, ყველაფრის გამკეთებელი. ის უწესოა! როგორც დედა, ჩანასახშივე სპობს შვილების იმედებსა და ოცნებებს. ცივია და ბავშვებსაც ემოციური შიმშილისთვის იმეტებს. როგორც საყვარელი თავისუფლების მოყვარე და მრავალფეროვანი. მისი შეზღუდვა შეუძლებელია. როგორც დიასახლისი – იწვევს ქაოსს.
თევზები
ლილიტი თევზებში იდუმალებით მოცულია და ტანჯულია. მუდმივად მსხვერპლის როლში მყოფი, რომელიც სხვების თანაგრძნობაში სიამოვნებას ნახულობს. ის ქვეცნობიერი ავადმყოფობებით და მენტალური დაავადებებით იტანჯება. ის მალავს ბავშვობაში მიღებული ტრავმებისგან დარჩენილ მოუშუშებელ იარებს. სექსუალობის ჩახშობა და ამ სფეროში მოუწესრიგებლობა ხშირია. ის საზოგადოების მდაბიო ფენასთან იჭერს კავშირს, უფლებას აძლევს საკუთარ თავს იყოს დამცირებული, და გამოყენებული კაცობრიობის უმდაბლესი ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად. ცდუნება მისი ჰიპნოზირებისა და სრულყოფილ სექსუალურ ფანტაზიებშია. ის საყვარლების თასს მათი საყვარელი შხამით ავსებს. როგორც დედა მიდრეკილია ნარკოტიკებისკენ და უსუფთაობისკენ. არ ზრუნავს შვილების ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე. როგორც საყვარელი იდუმალებით მოცული და უწესოა. ფარული სასიყვარულო კავშირები აქვს. როგორც დიასახლისი – გაურკვევლობის ბურუსითაა გარემოცული.
მოამზადა დოჩი გოგოხიამ
6 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
dochi rtas merchi :D:D:D:D ))))))))))))
es saidan daaskvnes an vin daaskvna movkvdi sicilit 😀
karoche )) me vkofilvar vinc vkofilvar 😀
merwyulze ragac sashinelebebi ceria,arasworia!!!!!!!!!!!!!
ს ი ს უ ლ ე ლ ე ! ! !
ra marazmi weria kirchxibze