კუროს ჯანმრთელობა
რიგით ხარს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს, ძლიერი აგებულებით. ბევრი რამაა საჭირო, რომ ზურგზე დასცე, მაგრამ რაკიღა ერთხელ დაეცემა, გამოჯანსაღების პროცესი ნელა მიმდინარეობს, ნაწილობრივ, მისი ექიმისადმი ჯიუტად დაუმორჩილებლობის გამო.
არც მისი ბუნებრივი მიდრეკილება ოპტიმიზმის მიმართ უნდობლობისაკენ უწყობს ხელს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ასევე. საშიში შემთხვევებისა და ინფექციებისათვის მგრძნობიარე ადგილი კისერი, ფეხები, კოჭები, რეპროდუქციული ორგანოები, უკანა და ზურგის ზონაა.
გაციებები ხშირად გადასდით ანგინაში და ჭარბწონიანობამ, გამოწვეულმა კუროსეული ლეგენდარული სიყვარულისაგან ჭამისა და სმისადმი, უმეტესად ჭამისადმი, შესაძლოა გულს შეუქმნას საფრთხე და საბრალო კურო სისხლის ცუდი მიმოქცევით, სუსტი კოჭებით, ვარიკოზული ვენებითა და სხვა ქრონიკული ჩივილებით დააავადოს. ნიკრისის ქარები მორიგი შესაძლებლობაა.
მაისის ადამიანების უმეტესობას, თუმცაღა, შეუძლია ყველა დანარჩენ ჩვენგანზე უფრო ჯანმრთელი დარჩეს, თუ თავიდან აირიდებენ სიმსუქნეს, მოდუნებულობას (ძილიანობას) და თირკმლების ინფექციებს. მოდით პირდაპირ ვთქვათ. თუ რქიანი უკიდურესად ბევრს სვამს და სივდება და ზარმაცობს, თავის შესანიშნავ ფსიქიკასა და საღ, კარგ ჯანმრთელობას დაკარგავს. მისი დაავადებების ერთერთი მთავარი მიზეზია სოფლის ჰაერისა და ვარჯიშის ნაკლებობა. მისი სისტემა ყოველთვის საჭიროებს ამას, მიუხედავად თავისი ჯიუტი სურვილების წინააღმდეგობისა.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…