კატა/კურდღელი – ზოგადი დახასიათება
კატა ყოველთვის თათებზე ეცემა. ის იღბლიანია, ნიჭიერი, ზომიერად პატივმოყვარე, კარგი კომპანიონი, თავშეკავებული და დახვეწილი. კარგად საუბრობს და იცის საკუთარი თავის ფასი, თუმცა ამდენი დადებითის ფონზე აქვს ერთი ნაკლი, მართალია მცირე, მაგრამ მაინც ყურადღება მისაქცევი: კატა ზედაპირული ადამიანია და ყველა მისი დადებითი თვისებაც, ასევე ზედაპირულია.
მას უყვარს საზოგადოება და საზოგადოებას უყვარს ის. გიჟდება გლამურულ საზოგადოებაზე და ხანდახან ჭორაობს კიდეც, თუმცა ამას აკეთებს ტაქტიანად, ძალიან ფრთხილად.კატას უყვარს სტუმრების მიღება და მასთან სახლში ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებითაა შერჩეული. ის მაღალი წრის ადამიანია, ბევრმა შეიძლება სნობიც უწოდოს. ძალიან პედანტურია.
კატა იშვიათად გამოდის წყობიდან, ის წყნარი და მშვიდობისმოყვარეა. მასში მეტი სენტიმენტალიზმია, ვიდრე ნამდვილი მგრძნობელობა. საკუთარი უმნიშვნელო უსიამოვნებები უფრო აწუხებს, ვიდრე სხვების დიდი უბედურება. ომი და შიმშილი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აწუხებს, თუკი ეს ყველაფერი მასაც ეხება. კატას შეუძლია უმნიშვნელო რამის გამო ატირდეს, თუმცა მალევე წყნარდება. ამ ნიშნის ქალთა სევდიანობა მათ მხოლოდ მიმზიდველობას მატებს.
კატა კონსერვატორია, მას ეზიზღება ყველაფერი, რაც აშფოთებს მის ცხოვრებას, ქმნის პრობლემებს. ის ისწრაფვის კომფორტისა და უსაფრთხოებისკენ. არ ღებულობს გადაწყვეტილებას მანამ, სანამ ყველაფერს კარგად და საფუძვლიანად არ აწონ-დაწონის. ამ სიფრთხილის გამო მას აფასებენ და ენდობიან.
ფინანსურ საქმიანობებში ის ყოველთვის წარმატებულია. ის კარგი საქმოსანია და მომგებიანი საქმეების კეთების ნიჭი აქვს. მშვიდი კატა საშიში საქმიანი პარტნიორია. ის ადვილად მიაღწევს წარმატებას ვაჭრობაში. კარგი გემოვნების პატრონია და შეიძლება იყოს ანტიკვარული მაღაზიის მეპატრონე, ან კარგი იურისტი, დიპლომატი, თუ რა თქმა უნდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალი იბრწყინებს საქმიანობის ყველა სფეროში, სადაც საჭირო იქნება კარგი გემოვნება, სტუმართმოყვარეობა და კარგი წარმომადგენლობის ქონა. პოლიტიკოსებისთვის კარგი იქნებოდა კატა-მეუღლის ყოლა, ერთდროულად მაღალი წრის წარმომადგენლისა და თან მოკრძალებულის, მას თავისი არსებობით ბევრი კარგის მოტანა შეუძლია.
კატა მოსიყვარულე და დამთმობია მათთან ვინც უყვარს, თუმცა ზოგჯერ, თუ ახლობლებსა და მეგობრებს შორის არჩევანის წინაშე დადგა, მეგობრებს აირჩევს. მას საერთოდ არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ნათესავებისა და ოჯახის წინაშე და ოჯახის წევრებს, ხშირად, როგორც უცხოებს ისე ექცევა. დედური ინსტინქტი მასში ძალზე შეზღუდულია, მაგრამ კატა, მაინც კარგად ასრულებს მშობლის მოვალეობებს.
კატა კარგად პატრონობს თხის ნიშნის ადამიანს, რომელშიც არტისტულ გემოვნებას აფასებს. ასევე კარგი ურთიერთობა ექნება მას ძაღლთან და ღორის ნიშნის ადამიანებთან. მამალი კი ახერხებს მის წყობიდან გამოყვანას. ხოლო ვეფხვთან, ყველანაირი ურთიერთობა – სასიყვარულოც და საქმიანიც, დაძაბული იქნება. კატისთვის ასევე სასურველია მოერიდოს ვირთხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებსაც.
კატის ცხოვრების სამივე ფაზა მშვიდი და უპრობლემო იქნება, თუკი ის არ მოხვდება განსაკუთრებულ სითუაციაში: ომი, კატასტროფა და ა.შ.
აზიური ქვეყნები ეჭვის თვალით უყურებდნენ კატებს, ამბობდნენ, რომ ჯადოქრები კატებად იქცეოდნენ ხოლმე, ევროპაში მათ წვავდნენ, ეშმაკთან გარიგების გამო, ეგვიპტეში კი აფასებდნენ, როგორც ღმერთს, თუმცა მიუხედავად იმისა, კატა ღმერთია თუ ეშმაკი, მათ მზერაში არის რაღაც მისტიური და მათი უსუსურობა ნებისმიერ დროს შეიძლება საშინელ ძალად გადაიქცეს.
მოამზადა მერი გოგებაშვილმა