ისევ ვერძზე
მარსით მართული ადამიანი პირდაპირ თვალებში შემოგხედავთ, უშიშარი პატიოსნებითა და უფრო გულში ჩამწვდომი რწმენით. მისი მეგობარი ხართ, ხომ ხართ? მოგწონთ, ხომ მოგწონთ? არა? მაშინ ცრემლის ღვრა დაიწყება, მაგრამ შინაგანად. არასდროს გიჩვენებთ ამას გარეგნულად, თუ გამოუვა. თუ ღიად მტირალს ხედავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რაღაც უკიდურესად სულის სიღრმემდე ეტკინა. ვერძი ამჯობინებს მკვდარს წაასწრონ, ვიდრე სუსტს – და ზოგიერთი მათგანი, ზუსტადაც პირველზე (სიკვდილზე) წავა, ოღონდ მეორე(სისუსტე) აიცილოს.
ვაცი იშვიათად დაიწყებს ოთახის აღელვებით თვალიერებას. როცა იწყებს, ის უკვე აღარაა თქვენით დაინტერესებული. რაღაც სხვამ მიიპყრო მისი ყურადღება და იმ წუთისთვის, თქვენ უკვე დაგივიწყათ. ასევე, ისიც, რასაც ეუბნებით. შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. გაიხსენეთ ბავშვი და მისი თითები.
ის, უეჭველად, ან თავის არჩეულ კარიერაში პირველ თანამდებობაზე იქნება ან საკუთარ საქმიანობაში ჩართული. თუ ასე არაა, მაშინ იოლად შეგიძლიათ იცნოთ იმ უკმაყოფილებით, რომელსაც ნათლად გამოხატავს, როდესაც სხვებზე დამორჩილება უწევს. უნდა ელოდოთ თავისუფალ დამოკიდებულებას, უხვ ხელგაშლილობას ორივე – დროსა და მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით და გამოკვეთილ სურვილს, ყოველ მარშს თვითონ წარუძღვეს – დაფდაფების ხმამაღალი რახუნით. მაგრამ არ ელოდოთ სიფაქიზეს, ტაქტსა და თავდაჭერილობას. რიგითი ვერძი გომურის კარს უკან იდგა, როდესაც ამ თვისებებს ასწავლიდნენ. ცოტა მოუთმენლობაც ახასიათებს, ასევე. ყავახანაში სწრაფად გააკრიტიკებს ოფიციანტ ქალსა და სენდვიჩს, თუ პირველი მათგანი ქორფაა, მეორე კი ხმელი. მაგრამ სავარაუდოდ, საჭიროზე მეტ მომსახურების ქირას დატოვებს, თუ სერვისი კარგია.
ვერძი ძალიან პირდაპირია, რბილად რომ ვთქვათ. მოტყუება და შემოვლითი გზები მარსის ბუნებისათვის სრულიად უცხოა. გულწრფელობა და საოცარი პატიოსნება ვერძის საფირმო ნიშნებია და მაინც ისინი საუკეთესონი არ არიან მათ შორის, ვიზეც საკრედიტო რისკის გაწევა შეიძლება. ზოგიერთ მათგანს აკლია სტაბილურობა და ბავშვურ პასუხიმგებლობის ნაკლებობას ავლენს. მათაც კი, რომლებიც უკვე მომწიფდნენ, შეუძლიათ დაივიწყონ ვალები მუდმივად ახლოს მყოფი წუთიერი ახალი გამოწვევის ეიფორიაში. საბოლოოდ, თავიანთ გადასახადებს მხიარულად და მონდომებით გადაიხდიან, მაგრამ თქვენ შეიძლება სუნთქვა ძლივსღა გყოფნიდეთ, როდესაც მოახერხებთ და დაეწევით.
მათი უბოროტო ბუნების გამო, სტრატეგიის ეშმაკური ხრიკები წარმოუდგენელია ამ ადამიანებისათვის. ერთმა ვერძმა, რომელსაც კარგად ვიცნობ, თავისი ცეცხლოვანი, გადამდები ენთუზიაზმით, დამფინანსებელი ანგელოზი იპოვა, რომელიც მის ორიგინალურ იდეებს ზურგს გაუმაგრებდა. ზუსტად მაშინ, როდესაც გარიგება უნდა დასრულებულიყო და ამ ვაცსაც თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნებები უნდა განეხორციელებინა, ანგელოზმა, ლოგიკურად, შესთავაზა, კარგად ცნობილ ექსპერტს გადაეხედა ოპერაციებისათვის.
ვერძი დარწმუნებული იყო, რომ მასზე უკეთ ვერავინ შეძლებდა მათ წარმართვას და ეშინოდა ვინმე ისეთი ჩაერთო, რომლისგანაც შემდგომში შესაძლოა ბრძანებების მიღება გამხდარიყო საჭირო, ასე რომ, სწრაფად უპასუხა, ჩვეულებრივი ვერძული თავდაჭერილობით. სიგარა ჰაერში გაიქნია უფროსის მანერით და უკმეხად ჰკითხა: „როგორ გსურთ უარის მოსმენა, სწრაფად თუ ნელა?“ ფინანსურმა ანგელოზმა ასევე სწრაფადვე თქვა უარი მხარდაჭერაზე და საბრალო ვერძ პრომოუთერს მალე საქმოსნური კეთრის უმძიმესი შემთხვევა განუვითარდა. ბევრი უიმედო თვის მანძილზე, ასი პროცენტი იმათგან, ვინც თავდაპირველად მხარში ედგნენ, ახლა იდუმალად ან ლანჩზე იყვნენ წასული ან ევროპაში, რამდენჯერაც დაურეკავდა.
ცოტა ტაქტიან დიპლომატიურობას შესაძლოა მისი ოცნება განადგურებისაგან ეხსნა, მაგრამ რიგით ვერძს ბევრი წელი სჭირდება, რათა ვერძი დინ რასკის მსგავს დიპლომატიურობას მიაღწიოს. ადამიანებს, რომლებმაც სათავეს მძიმე შრომითა და მოთმინებით მიაღწიეს, მართებულად აღიზიანებთ აგრესიული ვერძი, რომელიც ფიქრობს, რომ ბევრად უკეთესად იცის, ბევრად ნაკლები გამოცდილების ხარჯზე. იგი თავმდაბლობასა და თავდაჭერილობას მხოლოდ მრავალი სამწუხარო მარცხის შემდგომ სწავლობს. მაგრამ რაკიღა ერთხელ ისწავლის, შეუძლია ისეთი პროექტი შექმნას, რომელსაც ნავთობის ჭაბურღილის უკუგება ექნება, დაუმატოს გროვა შემოქმედებითი იდეები და ინტუიციურად გადადგას სწორი ნაბიჯები.
იგი წინამძღოლობას, პირველ რიგში, მხოლოდ დამსახურებისა და გამოცდილებით მასზე ზემდგომების პატივისცემით აღწევს, მაგრამ წარმატება, როდესაც მოდის, ჩვეულებრივ უზარმაზარი და შთამბეჭდავია ხოლმე. უცნაურია, რომ ვერძი ადამიანები ხშირად სიმდიდრეს უფრო სხვებისათვის აგროვებენ, ვიდრე თავისთვის. ბევრი ვაცი თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ქირით ცხოვრობს და იშვიათად ფლობს საკუთარ სახლს. როგორც ჩანს მის მარსიანულ სულს ის ვერ ტეხავს, რომ ფული ყოველთვის ზედ არ ეკვრის, შესაძლოა იმიტომ, რომ ის რასაც თვითონ ეძებს, მაინცდამაინც ბანკში არ დევს.
მიუხედავად იმისა, რომ ვერძი წინ თავდაჯერებით მიიწევს, ოდნავ თუ ადარდებს სხვების გრძნობები და მისი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, „პირველ რიგში, მეა“, შეუძლია ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის უთბილესი და ყველაზე გულუხვი იყოს. ბოროტი არაა. უბრალოდ, მართლა გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება ნებისმიერ სხვა ადამიანზე უკეთესად ძალუძს და ფსიქოლოგიურად არ შეუძლია უმოქმედოდ იდგეს, როცა სხვები უნიათოდ მოქმედებენ და მარცხდებიან.
წამოუყენეთ არჩევანი ფულსა და დიდებას შორის და ნებისმიერ დროს დიდებას აირჩევს. მას ისევე უყვარს ფული, როგორც ყოველ მორიგ ადამიანს, მაგრამ სულ ოდნავ მეტად ხოტბა და სახელი ურჩევნია. ვაცს ახასიათებს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება მასზე ზემდგომების რწმუნებულების გარეშე. მისი მეტყველება შესაძლოა სატირული იყოს და ლანძღვა-გინებასაც მოიცავდეს. ვერძის ბრაზი ბგერის სიჩქარით მიელავს წინ, მაგრამ, ჩვეულებრივ, უკვე გადავლილია, სანამ მსხვერპლი გაერკვევა, საერთოდ, რისთვის მოხდა ეს და ბედნიერი, ბავშვური ღიმილიც სწრაფად უბრუნდება. არ შეიძლება, არ გაგახსენდეს, ერთი კონკრეტული იმპულსური ვერძი – ნიკიტა ხრუშოვი, რომელმაც ერთხელ, თავისი ფეხსაცმელი, ბავშვური მრისხანებით გაკაპრიზებულმა, მაგიდაზე აბრახუნა გაეროში, ტელევიზიის მაყურებელთათვის სრულიად დასანახად და შეწყალებას არც მოელოდეთ. მას ყურადღებას არ აქცევდნენ და რომელი ვერძი დაგიდევთ ტაქტს, როდესაც ყურადღებას არ აქცევენ? სამაგიეროდ, სწორედ ამ ვერძს, მართლა გული დაწყდა, როდესაც დისნეილენდის ჯადოსნური სანახაობებით სიამოვნების მიღებას ასცდა.
მარსიანელებს ხშირად ედებათ ბრალი, რომ საშინელი ხასიათის მქონეები არიან. არიან კიდეც. მაგრამ, ასევე, სრულიად უუნარონი არიან გაბრაზებულები დარჩნენ და როგორც კი დამშვიდდებიან, მრისხანების მიზეზებიც, როგორც წესი, დამარხული და დავიწყებულია. გული სტკივა და გაკვირვებულია, კიდევ რომ გახსოვთ ის წინდაუხედავად ნათქვამი რამეები, რომლებიც თქვა, მაგრამ არ გულისხმობდა. თუ შანსი მიეცემა, ვერძი თავის ყველაზე დიდ მტერსაც კი მოუბოდიშებს, მიუხედავად ემოციურ წვაში წამოსროლილი ყველა საშინელი მუქარისა. იგი აღიარებას ეძებს, მაშინაც კი, როცა უყურადღებოდ და განზრახ იზიდავს უარყოფას. ვერძი ადამიანები იშვიათად ბრაზდებიან პიროვნებებზე. შესაძლოა ნაპერწკლების წვიმაში მოყვეთ, მაგრამ ცეცხლი სინამდვილეში აზრისკენ ან იმ მდგომარეობისაკენაა მიმართული, რომელიც მას მიუღებლად მიაჩნია.
ვაცს შეუძლია პატარა თეთრი ტყუილის თქმა ცადოს, თუ ეს წინ დააყენებს ან მის ხელის გულზე ნატარები იდეალებიდან ერთერთს გადაარჩენს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ტყუილებს ოდნავ თუ მიმართავს, თავისდა საბედნიეროდ, რადგანაც ტყუილში ყოველთვის იჭერენ. უხეში პირდაპირობა უფრო სწრაფია და რაც მისი მთავარი ინტერესი საკითხზე დროულად გადასვლაა, არჩევს სიმართლე თქვას. საერთოდ არ აქვს დრო ჭორაობისათვის. ამაში შედის სხვების განხილვაც და ვერძი ზედმეტად დაინტერესებულია საკუთარი თავით, რომ ზედმეტი ენერგია ხარჯოს ნებისმიერი სხვა ადამიანის შიდა საიდუმლოებებზე, ქცევებსა ან მამოძრავებელ ძალებზე ფიქრში. გარდა ამისა, ხალხი მისთვის, ჩვეულებრივ, ან შავია ან თეთრი. ნაცრისფერ ტონებზე თავს არ იწუხებს.
თუმცა, არ გეგონოთ, რომ ვინმეს წინასწარ არაკეთილგონივრულად აითვალწუნებს. თუ მძიმე პლანეტარული დაზიანებები აქვს პირად რუკაში, ფაქტებისადმი ვერძისეული იმპულსური უყურადღებობა შესაძლოა შეუბრალებლობისა და წინასწარი არაკეთილგონივრული დასკვნების სახით გამოვლინდეს; მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათია. ტიპური ვაცი მათხოვრებთანაც და მეფეებთანაც ერთნაირი სილაღითა და წრფელი სიყვარულით ისადილებს. ნებისმიერი სახელი, რასაც ადამიანების ნაჩქარევად განსჯასთან დაკავშირებით იღებს, მომდინარეობს მის მიერ ადამიანების ორ უკიდურეს ჯგუფად დაყოფისაგან – მეგობრები და მტრები – და თქვენგანაც მოელის იმავენაირ დაჯგუფებას, თუ მისთვის ახლობელი ხართ.
მიუხედავად მისი შოკისმომგვრელი კადნიერებისა, ვაცს ასევე შეუძლია საზოგადოებაში მოხდენილობის განსახიერება იყოს. შეუძლია საათობით ილაპარაკოს აღტყინებითა და საინტერესოდ ისეთ საგნებზე, რაზეც აბსოლუტურად არაფერი იცის. ბევრი ზედაპირის საპრიალებელი საცხი მოეძევება იმ აგრესიული მარსიანული დრაივის დასაფარად. წვრილმანების მიმართ მოთმინება მისი ძლიერი მხარე არ არის. ურჩევნია მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო სტატისტიკური მონაცემები სხვებს დაუტოვოს. საკმაოდ გონივრულიცაა. ვიღაც სხვა ბევრად უფრო უკეთესად მოუვლის ამ საკითხს. ფაქტების ახსნაზე დაკარგული დრო მისთვის გამაღიზიანებელია, რადგანაც ვაცს არაფრად ადარდებს გუშინდელი დღის გაკვეთილები, ხვალინდელი დღე კი ზედმეტად შორსაა, რომ მასზე იდარდო. დღეს – ჩვულებრივ ესაა მისი საცხოვრებელი. ეს საათი და ეს წუთი. მთლიანად ჩაფლულია აწმყოს მიმდინარეობაში.
რეალისტი, და მაინც გაბედული იდეალისტი, ვერძი ხშირად ეწინააღმდეგება მის ემოციურ აღწერას. არავის შეუძლია ასეთი მტკიცე, ძლიერი ქცევა გამოიჩინოს. და მაინც, ზოგიერთ დანარჩენს ძალუძს ასეთი გულჩვილობა, სევდიანი უმანკოება და სასწაულებისადმი რწმენა. მარსიანელებს, პირდაპირი გაგებით, არ შეუძლიათ მარცხთან შეგუება. მარცხს არ ცნობენ – მაშინაც კი, როცა სახეში უყურებენ. გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან ნებისმიერი რამის საბოლოო შედეგის მიმართ, სასიყვარულოდან ბეისბოლის თამაშებამდე. არიან რა ძალიან საზრიანი მოჩხუბრები, ვერძები საუკეთესოდ თავებით ჩხუბობენ, ვგულისხმობ გონებით. მოსწონთ დაპირისპირება გამოწვევის გამო, რომელსაც ის შეიცავს და გზიდანაც გადაუხვევენ, რათა პირდაპირ შეხვდნენ და დასძლიონ დაბრკოლება დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის წინ დაუხვდებათ – და ხშირად მაშინაც, როცა ის შესაძლოა საპირისპირო მიმართულებით წასულიყო. არ უცდიან როდის დაეცემათ წარმატება თავზე, ფიცხი ნაბიჯით გამოედევნებიან მას, რის გამოცაა, რომ ბევრ ვერძს იპოვნით შეძლებულთა სიაში.
მარტო ვაცის ენერგიაზე ფიქრი ღლის ხალხის უმეტესობას. მაგრამ ვერძები მშვიდები, ბრძენი და სერიოზულებიც არიან როცა უნდათ. საუბედუროდ, ჩვეულებრივ, მანამ არ უნდათ, სანამ ახალგაზრდობა არ ჩაივლის და მოწიფულობა მათ წინდაუხედავ იდეალიზმსა და მოძრაობის სისწრაფეს არ შეარბილებს. შეუძლიათ იოლად გამოიწვიონ პოპულარობის სიმპატიები, და მაინც, მაინცდამაინც კარგ პოლიტიკოსებად არ დგებიან. თომას ჯეფერსონი და ეუჯინ მაქართი ამ წესის იშვიათი გამონაკლისები არიან. ყველა იმ ვერძთაგან, რომელთაც ამ გამოწვევის მიღების სურვილი გამოუთქვამთ, უმეტესობას შედარებით ხანმოკლე და რთული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა. შეერთებულ შტატებში ვერძი პრეზიდენტი ჯონ ტაილერის (1840 წ.) მერე აღარ გვყოლია. პოლიტიკის სფერო რიგითი ვერძისათვის რთულია. ჯერ ერთი, ის არაა მსოფლიოს ერთერთი ძალიან კარგი ეკონომისტი. მერე მეორეც, იმპულსურია სიტყვით გამოსვლებისას და ვერ იტანს პირდაპირი პასუხისაგან თავის არიდებას – ორივე მომაკვდინებელი ჩვევა პოლიტიკოსისათვის. პოლიტიკოსების უმრავლესობა უცდის ნახოს, რა სურს ხალხს, სანამ საკუთარ პოზიციას გამოხატავს. რიგით საშუალო ვაცს საკუთარი მოსაზრებები აქვს იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ხალხს, რა სურთ ყურადღებას არ აქცევს და იზრუნებს იმაზე, რომ ეს მათაც გაიგონ, უფრო მალე, ვიდრე ეს შესაძლოა პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყოს. მაინც, იგი იმდენად იდეალისტია, რომ როგორც კი საზოგადოების წინაშე წარდგება, მათ წარმოსახვას აღანთებს და თავიანთი თავების რწმენას უღვივებს. მარსის პირდაპირობა ქარივით ფანტავს პოლიტიკური უკანა კულისების კვამლს.
მაგრამ, ვერძების უმეტესობა ჩვეულებრივ უფრო ბედნიერები საქმიან სფეროში ან შემოქმედებით ხელოვნებებში არიან, სადაც ისინი ასე ძალიან სჭირდებათ. სხვებმა შესაძლოა დაგეგმვის სტრატეგიაში მოიპოვონ წარმატება. უფრო მშვიდი თავები და უფრო პრაქტიკული გონება შესაძლოა ორგანიზაციისათვის მეტად მოსახერხებელი იყოს. მაგრამ პირდაპირი ქმედების, ენერგიისა და ვერძების ორიგინალურობის გარეშე, ყველაზე სასურველი პროექტებიც მიწაზე დაეცემოდა ან ცოტათი წაიწევდა წინ.
შესაძლოა იპოვოთ შემთხვევითი ვერძი, რომელიც მორცხვია, მაგრამ ვერასდროს წააწყდებით ისეთ მათგანს, რომელმაც არ იცის სად დგას. რთულია ამ ხალხთან ყოფნისას თქვენი საკუთარი ინდივიდუალურობა გამოხატოთ. ვერძი ბევრად უფრო ბედნიერია, როცა საკუთარ თავზე და გეგმებზე საუბრობს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ვინმეზე ან რამეზე (გარდა საყვარელი ადამიანისა, როცა სიყვარულის ბრჭყალებშია მოქცეული). რაკი ერთხელ დააინტერესებთ – და გაგიმართლებთ – ყურადღებიანი მსმენელი იქნება, განსაკუთრებით თუ თქვენი მოსაზრებები ამაღელვებელი და პროგრესულია. ცამდე აგიყვანთ და შემოგთავაზებთ თავის დროს, ფულს, თანადგომასა და ერთგულებას. თუ საავადმყოფოში მოხვდით, შესაძლოა ბარათის გამოგზავნა დაავიწყდეს, მაგრამ ასევე შესაძლოა თვითონ აარჩიოს საავადმყოფო, თვითონ მიგიყვანოთ იქ და თავის ექიმთან გაგგზავნოთ (რომელიც პასტორსა და ორივე ძმა მაიოზე უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა). როცა ძნელბედობის ჟამს თქვენთვის დახმარებას გადაწყვეტს, ვერძი ზედმეტ გზასაც უყოყმანოდ გაივლის. მაგრამ დაანახეთ მადლიერება, თუ შეიძლება. იგი ღრმად გულნატკენი იქნება, თუ პირდაპირ გაბრაზებული არა, როცა მის ენერგიულ მოქმედებებს არ დააფასებთ, რაც მოვალეობის ძახილსაც გასცდა და ასევე, ალბათ, იმასაც, რაც გჭირდებოდათ ან გინდოდათ. მოსწონს ადამიანისთვის სიკეთის გაკეთება; მაგრამ ვერძს სურს თავისი დამსახურების აღიარება, როცა ამის დრო მოვა. თუმცა, თუ მადლობის გადახდაზე უარს ეტყვიან, ეს ვერ შეაჩერებს ხელახლა დახმარებისაგან. მისი გასაოცარი რწმენა საკუთარი თავისადმი, მხოლოდ მისსავე გულუბრყვილო ნდობას თუ შეედრება სხვების მიმართ, რის გამოცაა, რომ თითქმის მუდმივად გულგატეხილია და წუწუნებს, რომ ვიღაცამ იმედი გაუცრუა. რა თქმა უნდა, დამწუხრებული დიდხანს არ დარჩება. თავს ხელში აიყვანს, მტვერს დაიბერტყავს და მალე მზად, მონდომებული და უნარიანი იქნება ისევ იხმაუროს, ძლიერი მაგრამ ხანმოკლე დეპრესიის ტიპური შემოტევის შემდეგ.
ვაცი ისეთი პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შემაძრწუნებელია იმის დანახვა, როგორ აცხადებს ფაქტზე, რომელიც თვითონაც იცის, ან უნდა იცოდეს, არ არის მართალიო. დაადანაშაულეთ უპატიოსნობაში და განცვიფრებული შემოგხედავთ, მეტისმეტი თავზარდაცემისაგან გაფართოებული მართალი თვალებით შემოგხედავთ, რომ მასში ეჭვის შეტანა შეძელით. შეუძლია ატაროს თვალსაფარი და ყურის საცობები, რომ ნებისმიერი რამ არ მიიკაროს, რისი დაჯერებაც არ უნდა. მაშინაც კი, როდესაც მისი პოზიცია სრულიად არალოგიკური და წამგებიანია, გამბედავად მიეწებება თავის იარაღებს და წაგებული საქმისათვის იმუშავებს გულწრფელი რწმენით. მაინც, შეუძლია აზრი შეიცვალოს წამში სწრაფი გადაწყვეტილების შედეგად ისეთ მოსაზრებაზე, რომელთანაც ერთად გეგონათ რომ დაიბადა და როცა ასე ხდება, მისთვის შეუძლებელია ხელახლა დაიბრუნოს წინა შეხედულება, მის გახსენებაზე კი რამეც კი არ თქვათ. მისი ძლიერი სწრაფვა ურნაში ჩატენოს წარსული და წინ წავიდეს მთელი სიჩქარით (ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ახალ ადგილებსა და ხალხს ასე უმტკივნეულოდ ეგუება) აფიქრებინებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც განხილვასა და მის დარწმუნებას ცდილობენ, მის პროგრესს ხელს უშლიან. ამ დროს, მოსალოდნელია, რომ იმ ცოტაოდენ ტაქტსაც, რაც გააჩნია, ოთხპირ ქარს გაატანს. ულტრა ზომიერი მოსაუბრე, რომელიც ყოველ სიტყვასა და გადაწყვეტილებას ზომავს, მარსიანელი სულებისათვის გამაგიჟებელია, რომლებმაც თავიანთი თავგაბეზრება და გაჯავრება შესაძლოა განმარტებების ნათელ და მდიდარ მარაგს შეურწყან. ასე რომ, იოლია მიხვედრა რატომ იძენენ ასეთ მწარე მტრებს უფრო ასაკოვანი, უფრო ბრძენი თავების სახით.
დასკვნა:
ვერძის ბუნებას უმანკო ფიქრიანი მხარე აქვს და მარადიული, მხიარული, გულუბრყვილო სახის რწმენა, შერწყმული დაბადებიდან ჯვაროსნის ბრმა თავგამოდებასთან. ბრილიანტის მსგავსად, მისი მარსიანული რქები მტკიცეა და ძნელი გასაბზარად.
ხშირად დიდი ბრაზისაგან წითლდება, მაგრამ როდესაც ნაპერწკლები ქრება, ვერძის ყვავილ – ნათელი გვირილასავით, მხიარული და გახსნილად მეგობრული ხდება. მისი მეტალი ფოლადია და მისი უდრეკი სიმტკიცე ცხრაჯერ მეტ მხნეობას აძლევს, ვიდრე სხვებს აქვთ; ცხრაჯერ მეტ შანსს ბრძოლა მოიგოს. ცეცხლი, რომელიც მის სულში ანთია, შესაძლოა ალმოდებულ ჩირაღდნად იქცეს, რომელიც ნებისმიერს, ვინც ვერძის დიად იდეალიზმს ცნობს, გზას გაუნათებს სიმამაცისაკენ.
იგი პიონერია, ყოველთვის მიუძღვება სხვებს აქამდე შეუძლებელი მიზნისაკენ. მისი ლამაზი რკინის რწმენა წმინდაა – სიხარბისა და ფარისევლობის მინარევების გარეშე. იშვიათად აგროვებს ქონებას და თუ აგროვებს, ზედმეტად დაკავებული იქნება, რომ შეჩერდეს და დათვლა დაუწყოს. იმედი გქონდეთ მისი ფულის, ტანსაცმლის ან დროის. ყოველთვის აქვს რაღაც ზედმეტი, რამდენად შეჭირვებული და ხელმოკლეც უნდა იყოს იმ დროისათვის. ვაცმა იცის, რომ „წარეც პური შენი პირსა ზედა წყლისასა…“ არამხოლოდ მის ეგოს კვებავს და უკან უფრო მეტად ბრუნდება, არამედ ხალხსაც აბედნიერებს – ერთერთი რამ იმათგან, რაც ყველაზე მეტად მოსწონს ცხოვრებაში. ვერძისათვის სასწაულები უამრავია. თქვენ თუ შემოგაკლდათ, იგი შეგიქმნით მეტს, გახვეულს მამაც, ალისფერ ოცნებებში.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…