ინდიელთა სიბრძნე
უარყავი შიში ვინაიდან ადამიანის სული არ კვდება, ის მარადიულია. მეგობრობა არის სამყაროს ღრმა ერთიანობა ურომლისოდაც ვერ იარსებებდა ხილული სამყარო. ის იქცეოდა არარაობად რაც არის უსინათლობა. ადამიანს სამყაროს დასაწყისიდანვე მიცემული აქვს ფრენის,სხვა სამყაროს მონახულების, მომავლის წინასწარმეტყველების, მკურნალობის უნარები.
თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია მათი გამოყენება და ეს სტანჯავს მას…მისი სასოწარკვეთილება არის ნებისმიერი ცეხლის ჩამქრობი ფერფლის წვიმა. დაიბრუნე ეს უნარები და ყური დაუგდე სამყაროს,შემდეგ ჩაუღრმავდი შენს სიზმრებს და ზმანებებს და ისწავლე ნიშნების კითხვა შენი გულის შუქზე. უდიდესი ძალაუფლება რომელიც მიენიჭა ადამიანს არის ძმათა განკურნების უნარი. ეს ძალა არის შენი სულის ცენტრში.
სწორედ ის აწესრიგებს ვარსკვლავების ცეკვას,ბუნების ციკლს,ადამიანთა ტანჯვას და სიხარულს.მისდიე მედიტაციას შენი თავის ცენტრში,ე.ი.ფიქრებისა და წადილების იქით,მაშინ ეს ძალა გახდება ცნობიერი და ის იქნება შენი ძალა. სხვის განკურნება არაა ძნელი. საკმარისია მისი შეყვარება, მისი გადაქცევა სამყაროში უძვირფასეს არსებად, მისი გადაქცევა ჩვენს მთავარ საზრუნავად. შენ გინდა სხვა მხარეს ან სულაც სხვა სამყაროს ნახვა? წარმოიდგინე ის და დაივიწყე დანარჩენი სამყარო.
დააკვირდი ყურადღებით შენს ხილვას. ყოველ დღე გარკვეულ საათებში გააკეთე ეს. მიეცი ფრთები შენს წადილს. შამანებმა იციან რომ არსებობს სულის გარკვეული დონე რომელიც ადამიანს აძლევს მისი სხეულის გარეთ გადაადგილების საშუალებას. ძალაუფლების პირველი ფორმაა წადილი. ღრმა მედიტაციაში წადილი არაა ზმანების ჭვრეტიდან გაჩენილი უბრალო გრძნობა. ის სწყდება ზმანებას და თან იყოლიებს სხეულს. წადილი და სხეული უნდა აქციო საკუთარი თავის მცნობ სულად თუ კი გინდა რომ ის რეალურად მოქმედებდეს. უნდა გავიაზროთ ჩვენი საკუთარი თავი,ჩვენი ურთიერთობა საგნებთან, პიროვნებებთან, იდეებთან, უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები და სამყაროს ჩვენეული აღქმა.
მხოლოდ უკან იწყება რეალური. ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ აწმყოში,დაუყოვნებელში და ამიტომ დღეს ჩვენ გვეშინია ცხოვრება,სიკვდილი. აზრი გვაშორებს ჩვენს ცენტრს და გვითრევს საშიშ,სასოწარმკვეთელ სამყაროებში. სული როგორც მოჩვენებად გადაცმული მსახიობი თამაშობს შიშის შექმნით და ჩვენ ვცახცახებთ მისი გამოჩენისას. მეგობრობა: არ განიკითხო ძმები. თქვენ ეკუთვნით ერთსა და იმავე სულს. შენი ძმების თვალები შენი სულის სარკეა. ისწავლე მათში შენი შფოთის, სიხარულის, წადილების კითხვა. ისწავლე მათი სიყვარული. ბრძენი არ აქცევს ზურგს თავის ძმებს. ის მათ თვლის თავის ნაწილად. ძმების გარეშე ის ემსგავსება უფრთო ფრინველს, მდინარის მიერ უარყოფილ და ნაპირზე მომაკვდავ თევზს. უნდა გიყვარდეს სხვა სახეობათა ძმებიც-ცხოველები, მცენარეები. ისინიც ცოცხლები არიან და თქვენ ეკუთვნით ერთსა და იმავე ქმნილებას. მაგალითად აიღე ველების ინდიელი.
მას უყვარდა ბუნება,უთანაგრძნობდა მას. მას უყვარდა მიწა და ყველაფერი რაც უკავშირდება მიწას. და მისი სიყვარული ძლიერდებოდა ასაკთან ერთად. მოხუცები ჯდებოდნენ და წამოწვებოდნენ მიწაზე და გრძნობდნენ დედის ძალებთან სიახლოვეს. მათ უყვარდათ ფეხშიშველა სიარული წმინდა მიწაზე. ძმობა არ შემოიფარგლება ადამიანთა საზოგადოებით, მისი უშუალო გარემოთი, ის მიდის უშორეს ვარსკვლავებამდე.
მიუახლოვდი ძმას მეგობრობის და თაყვანისცემის გრძნობით. ის არაა უბრალოდ შენი ძმა ტკივილში და მარტოობაში. ისაა სიცოცხლის სასწაულის მოწმობა. ის შენსავით ატარებს სუნთქვას და სულს,არის სამყაროს დიდი სულის ხატი. ნუ განიკითხავ,ნუ გადაწყვეტ თუ რაა ცუდი და კარგი შენი გულისგან რჩევის მიღების გარეშე. მეგობრობა არაა ხმაურიანი. სიყვარულის ან მეგობრობის დემონსტრაცია მოწმობს გრძნობათა არასტაბილურობაზე,საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშზე.
ჭეშმარიტი გრძნობა ჰგავს მდინარეს. ის მიედინება მზეშიც და ღამის წყვდიადშიც იგივე ხალისიანი ჩურჩულით. ისწავლე სიცილი, იქეცი მზედ მეგობრებისთვის. ნუ ელი ნურაფერს სხვებისგან თუ კი არაფერი გაგიღია. მიბაძე წმინდა მიწას რომელიც მუდამ გაიღებს,განუწყვეტლად აახლებს,აღადგენს და არაფერს იტოვებს. ნუ დარჩები მარტო. შენ გჭირდება ძმები სულის გასაძლიერებლად. ერთი ქვის დაკარგვა და შენობა ინგრევა,მზეები ქრება. ბნელ ჩრდილში ძმა ხუჭავს თვალებს და აღარ ლაპარაკობს. უშიში,ის გჩუქნის თავის გვერდით ყოფნას. ის ანათებს და აბრწყინებს შენს საკუთარ დუმილს. მაშინ სული ელაპარაკება სულს.
წყვდიადიდან გამოდის,სინათლემდე მაღლდება,სიყვარულს და გონიერებას აძლიერების ის ვის მეგობრებს შორისაც ადამიანების გარდა არის ყვავილები, ოკეანეები და ვარსკვლავები. გაზარდე შენს მეგობართა წრე ხეებამდე,მთებამდე,ვარსკვლავებამდე. აღიარე ყველაფერში იგივე კუთვნილება,იგივე ოჯახი რომელიც გიცავს და გაცოცხლებს,იგივე სული,ესე იგი იგივე სიყვარული. სული ადამიანის შიგნით არასოდეს ეძებს კონფლიქტს,ძალადობას, დაპირისპირებას. ის არ უცხადებს ომს თავის თავს. ის არის ადამიანის პრობლემების მიღმა,მუდამ ახალ უმანკოებაში,გარიჟრაჟის სინათლეში. ნუ დარჩები საგანთა ხმაურიან ზედაპირზე.
შენს შიგნით არის მშვენიერების და სიყვარულის თავისუფალი, უძლეველი სამყარო რომელზეც დრო ვერ მოქმედებს. უარყავი შიში ვინაიდან ადამიანის სული არ კვდება, ის მარადიულია. არასოდეს დარჩე მეტისმეტად დიდხანს შენს თავში, შენ გჭირდება სხვა რათა გააცხადო შენი სიცოცხლის რწმენა,გაიღო სიყვარული,იმოქმედო ადამიანთა სამყაროში. თქვენ ხართ ერთსა და იმავე გზაზე,ეძებთ ერთსა და იმავე მზეს. აღიარე სხვაში, როგორიც არ უნდა იყოს ის, დაკარგული და მზის მაძებარი ძმა. მეგობრობა არის სამყაროს ღრმა ერთიანობა ურომლისოდაც ვერ იარსებებდა ხილული სამყარო. ის იქცეოდა არარაობად რაც არის უსინათლობა.
თარგმანი მოამზადა ირაკლი კუკავამ