თქვენი ურთიერთობა
როგორ მოვაწესრიგოთ პირადი ურთიერთობები?
რა არის მარადიული სიყვარული და როგორ უნდა ვიპოვოთ ან შევინარჩუნოთ ის? რა ხდება როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, უყვარდებათ ერთმანეთი და თუ ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად? რატომ რთულდება ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში და რატომ ირღვევა სიყვარულზე დაფუძნებული კავშირები? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი იყოს განვითარების, სიმშვიდის და სიყვარულის ნავსაყუდელი და არა ღალატის, ჩხუბის და ომის პოლიგონი? რაც დრო გადის მით მატულობს დანგრეული ოჯახების რიცხვიც. რთულია ურთიერთბები, რთულია იმ ერთადერთის პოვნა ამ ჭრელ სამყაროში, რომელიც გაგიგებს, შეგიყვარებს როგორიც ხარ და თავადაც შესძლებ შეიყვარო და გაუგო. უამრავი სახის გაუგებრობებს ემატება ასევე სასიყვარულო სამკუთხედებიც და ყველაფერი გაცილებით იხლართება დ ბუნდოვანი ხდება ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უამრავი ფსიქოლოგიური დასკვნა არსებობს, თუ რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს და ასევე წყვილებიც ფსიქოლოგებს მიმრთავენ კრიზისულ სიტუაციებში დახმარებისთვის. არადა ეზოთერულ ლიტერატურაში უმარტივესი გზა არის აღწერილი, თუ როგორ უნდა მოიწესრიგო პირადი ურთიერთობები უბრალოდ მარტივი სამყაროსეული, ღვთიური წესების დაცვით და მინდა სწორედ ამ სტატიაში მიზეზებსა და იმ სავარაუდო გამოსავალზე ვისაუბროთ, რომელიც ოდნავ განსხავებული კუთხით დაგვანახებს ურთიერთობებს. ჩავიხედოთ საკუთარ გულებში და ჩვენს თავში ვეძებოთ პრობლემები და არა სხვა ადამიანებში, უსამართლობა არ დავწამოთ სამყაროს და ბედს. გარემო და ბედი ხომ ანარეკლია იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენს სულში და რასაც ვიმსახურებთ, ისეთივე ბედიც გვაქვს.
როდესაც ადამიანს შეუყვარდება მეორე ადამიანი, პირველ რიგში ავღნიშნოთ, რომ ეს შეხვედრა საინფორმაციო და შემდეგ ენერგეტიკულ დონეზე დიდი ხნის წინ უკვე მოხდა. ჩვენ ჩვენს მეორე ნახევარს შემთხვევით არ ვხვდებით. ეს ურთიერთობა ზოგჯერ წინა ცხოვრების კარმიდან მოდის ან როგორც სასჯელი, ან როგორც განვითარების აუცილებლობა. ხშირად მეორე ნახევრები ძალიან ახლო სულები არიან ჩვენთვის, რადგან მათთან ასტრალურ სამყაროშიც გვქონდა ურთერთობა და როგორც თეოსოფიურ ლიტერატურაში წერია წინა ცხოვრებებში დავუახლოვდით ამ ადამიანებს, ამ ცხოვრებაში კი მიზიდულობის კარმული ჯაჭვი მუშაობს. რაც მეტ ცხოვრებებში შევხვედრილვართ კონკრეტულ სულს, მით მეტი მიზიდულობაც არის.
ჯერ ასტროლოგიურად რომ ავიღოთ, სიყვარულის წარმატების თუ წარუმატებლობის ალბათობა პირადი რუკის მიხედვით ჩანს. წინა ცხოვრების შეცდომების თუ ღირსებების შესახებ პირად რუკაში მონაცემების მოძიება შეიძლება. თუ სიყვარულის ზონა დაზიანებულია პრობლემებს ამ ზონაში მიანიშნებს, თუმცა ამის გადალახვა თავისუფლად შეუძლია ადამიანს ინფორმაციის გააზრების და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად. ეზოთერულ ლიტერტურაში უფრო ღრმა ანალიზია გაკეთებული, თუ რატომ ირევა პირადი ურთიერთობები.
ეზოთერულად ურთიერთბებში პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანს ენერგეტიკულად თუ სულიერად ეჯაჭვება მეორე ნახევარი. ქალი ხშირად ქვეცნობიერ დონეზე აღმერთებს კაცს და ასევე ხშირად კაცებიც აიდეალებენ ქალებს, სამყაროს ცენტრად აღიქვამენ პარტნიორს და მეორე ნახევრისგან საპასუხო რეაქციაც არ აყოვნებს. სამყაროს კანონები ირღვევა, როდესაც არასრულყოფილ ადამიანს, რომელსაც უამრავი ნაკლი გააჩნია, ღმერთს ადარებენ და აქცევენ ღმერთად. ეს არის სხვათაშორის ერთ-ერთი მცნების დარღვევა. როდესაც ურთიერთობაში კერპთაყვანისმცემლობას აქვს ადგილი იწყება ურთიერთობის რღვევა და განადგურება. თვითონაც არ იციან რატომ ამცირებენ საყვარელ ადამიანებს, შეურაცჰყოფენ, ღალატობენ და გარბიან მათგან. მსგავსი ურთიერთობები საშიშია ორივე მხარისთვის რადგან ენერგეტიკულმა მიჯაჭვულობამ შესაძლოა ეს ადამიანები უბრალოდ ფიზიკურადაც გაანადგუროს. ასევე საშიშია სექსუალური მიჯაჭვულობაც, როდესაც მთავარი ორიენტირი ურთიერთობებში ვნება და ხორციელი ლტოლვაა. ამ დროს პარტნიორები ინტუიციურად გრძნობენ საშიშროებას, რაც მეტია სექსუალური მიჯაჭვულობა, მით მეტია ურთიერთბებშიც ჩხუბი და გაუგებრობები, თუმცა უმეტესად ან ვნება ქრება ანდაც წყვილები შორდებიან ერთმანეთს.
როდესაც ადამიანისთვის მთავარი მიზანი ღმერთია და მეორე ნახევარი კი ამ მიზნისკენ ერთ-ერთი საშუალება, მაშინ ურთიერთობა ჰარმონიული და უპრობლემო ხდება. წყვილი მთავარ სიყვარულს ღმერთს უნდა აძლევდეს და შემდეგ ერთმანეთს. ასე წერია საღვთო წიგნებშიც და ასე წერია სულიერ ლიტერატურაშიც. მიჯაჭვულობა კი ხშირად მიწიერი და ეგოისტური მოთხოვნილებების შედეგად ვლინდება და არა სუფთა სიყვარულით.
ეზოთერულად არამარტო მიჯაჭვულობა ქმნის ურთიერთობაში პრობლემებს, ასევე არის ზღვარგადასული სიამაყე, რომელიც შთამომავლობაზე გაორმაგებული ძალით შეიძლება გადავიდეს. სიამაყის სამკურნალოდ ასევე ირთვება ღალატის თემა, სასიყვარულო სამკუთხედები, რომელიც ხშირად ბავშვის დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ უფრო ხშირად ვლინდება. ბავშვის დაბადება კი პირდაპირ კავშირშია ხშირად პრობლემებთან და განვმარტავ საქმე რასაც ეხება.
ადამიანში, როდესაც სიამაყე ზღვარგადასულ ფორმებში ვლინდება ქვეცნობიერ დონეზე და ამავე დროს ელოდება შვილს, იწყება სხვადასხვა ფასეულობების რღვევა. ხშირად თუ ბიჭს ელოდება წყვილი სულიერი ფასეულობები ზარადლება, რადგანაც ბიჭი სულიერ სამყაროს სიმბოლოა. ღალატით, დამცირებით, უსამართლობით ცდილობს ცხოვრება დაამციროს სიამაყის შეგრძნება, რომ არ გადავიდეს ბავშვის სულზე ეს თვისებები. თუ გოგოს ელოდებიან მაშინ შესაძლოა სამსახურის დაკარგვა, მატერიალური სიდუხჭირე, სხვადასხვა სახის პრობლემები ურთიერთობებში, ანდაც ჯანმრთელობის პრობლემები ოჯახში. აუცილებლობას რათქმაუნდა არ წარმოადგენს, თუმცა თუ ასე მოხდა, წყვილმა უნდა იცოდეს, რომ შვილს მემკვიდრეობით არც თუ ისე კარგ თვისებებს გადასცემენ და სამყარო მათი სულებს წმინდავს პრობლემების მეშვეობით. ბავშვების ჯანმრთელობისა და სწორად განვითარების საკითხს დაწვრილებით სხვა სტატიაში შემოგთავაზებთ, მანამდე კი, რომ მივუბრუნდეთ ურთიერთობებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც ურთიერთობაში უკვე შვილი ფიგურირებს მათი ენერგეტიკა უკვე პასუხისმგებელია მომავალ თაობებზე, რაც გაცილებით ართულებს ქვეცნობიერ დონეზე ყველაფერს.
ცნობილ ეზოთერიკოსს და მკვლევარს სერგეი ლაზარევს თავის წიგნებში საინტერესო ნაშრომები აქვს ადამიანების ქვეცნობიერი და ენერგეტიკული კავშირების შესახებ. სინამდვილეში ცოლ-ქმარი ერთმანეთის სულის სარკეა. როდესაც ქალი ვიზუალურად არის მშვიდი და კაცი აგრესიული, ხშირ შემთხვევაში ქალის ქვეცნობიერ აგრესიულობას მეუღლე ფიზიკური აგრესიულობით პასუხობს. ადამიანები ვურთიერთობთ ერთმანეთთან მეტყველებით და გონებით, თუმცა ეს ალბათ მცირედია იმ უხილავი და უზარმაზარი სამყაროსი, რითაც ჩვენი ქვეცნობიერი და ენერგეტიკული სამყაროები ურთიერთობენ ერთმანეთთან. ჩვენს სურვილებს, გრძნობებს და ჩვენს იმპულსებს ხომ ის უხილავი და ამოუხსნელი ქვეცნობიერი მართავს, რომელსაც ვგრძნობთ მთელი სხეულით და არსებით, მაგრამ ვერ ვხსნით და ვერ ვხედავთ. ამიტომ ორი ადამიანი, როდესაც მარტონი რჩება სამყაროსთან პირისპირ, იქ სხვა კარმა ირთვება და სხვა ლოგიკა, სამყაროსეული ლოგიკა და არა მიწიერი. საყვარელი ადამიანების მთავარი მიზანი არის განვითარება, დახვეწა, სულიერი ზრდა და ამის მიღებაა საჭირო და დაფიქრება. მიწიერებას მიჯაჭვული ადამიანი სხვადასხვა მხრივ ავლენს თავს. ხშირად ეჭვიანი მეუღლე ენერგეტიკულად ანადგურებს მეორე ადამიანს და თავს გაქცევით შველის ეს უკანასკნელი. ეჭვიან ხალხს ხომ მოღალატე წყვილები ხვდებათ ხშირად.
რაც არ უნდა მოხდეს, როდესაც ტკივილი მოდის საყვარელი ადამიანისგან, ზოგჯერ აუტანელი და გადაულახავი ტკივილი, ეს არ უნდა იყოს სასოწარკვეთის მიზეზი. ყველაფერი რაც ხდება სამყარომ აუცილებლობად ჩათვალა და ადამიანური ლოგიკა ვერ ჩაწვდება ამ საიდუმლოს. ერთადერთი რაც დარჩენია ადამიანს, ეს არის დაფიქრება, შემდგომ მიღება სიტუაციის, როგორც აუცილებლობა და როგორც სამყაროდან წამოსული სამკურნალო გარდუვალობა, ასევე ანალიზი და ამის შემდგომ კი გამოსწორება და სწორი ორიენტაციის ჩამოყალიბება. ყველფერი ხომ იმისთვის ხდება, რომ ჩვენ განვითარდეთ, დავიხვეწოთ და წინ წავიდეთ. ხოდა არის ორი გზა სამყაროში, გააზრების, დაფიქრებისა და მსჯელობის და ასევე ტკივილის და ტანჯვის გზა. გააზრებისთვის მფარველი ანგელოზი იბრძვის, ტკივლითა და ტანჯვით მიხვედრისთვის კი ბნელი ძალა, რომელი გაიმარჯვებს ჩვენზეა დამოკიდებული.
ურთიერთბებში როდესაც პრობლემა იწყება ეს არის სამყაროდან მოსული სიგნალი, რომ რაღაც არ მიდის ჩვენს სულში კარგად. ღალატია? ესეიგი მიჯაჭვულობას, გაიდეალებას, ამპარტავნებას და სიამაყეს უნდა მივხედოთ, ან ყველა ერთად ვლინდება, ან ნაწილ ნაწილ. ესეიგი სამყარომ ჩვენი დამცირება გადაწყვიტა, რადგან ურთიერთობამ ჭეშმარიტებას დაგვაშორა, ღმერთის გზას ავცდით და მიწიერი სურვილების გაიდეალება დავიწყეთ. არის აგრესიული მეორე ნახევარი? ესეიგი საკუთარ თავში აგრესიულობა სამყაროს მიმართ უნდა შევამციროთ. პრეტენზიები გვაქვს საყვარელი ადამიანის მიმართ? კიდევ უფრო გავაუარესებთ მის თვისებებს, რადგანაც პრეტენზიებით გავაღვივებთ მასში იმ თვისებებს რაც არ მოგვწონს. სიყვარულით და შინაგანი სიმშვიდით შეიძლება შეცვლა ადამიანის და სწორ გზაზე დაყენება. რაც უფრო გავუშვებთ ადამიანს, მით მეტად მოვა ის ჩვენთან, რადგანაც ენერგეტიკული საფრთხე არ ემუქრება ჩვენგან. და თუ გავიდა წლები, ამოიწურა ურთიერთბები და გაგრძელება აღარ შეიძლება ესეიგი კარმული ურთიერთობები დასრულდა და არაფერია აქ საგანგაშო.
თუმცა ხდება ისეც, რომ მესამე ურთიერთობა აღმოჩნდება ის ნამდვილი სიყვარული, და რა ხდება ეზოთერულად ამ შემთხვევაში? ცხოვრება მიდის წინ და წარსული ურთიერთობა შესაძლოა უბრალოდ შეცდომა იყოს, ნამდვილი გრძნობები კი შემდგომ წარმოიშვას და აქ უკვე ნამდვილი დრამა თამაშდება. საერთოდ სიყვარულზე უარის თქმას გამორიცხავს სულიერი მეცნიერება. მარტივად რომ ვთქვათ სიყვარულის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია; სიყვარულზე უარის თქმა ფინანსური კეთილდღეობის გამო, ეს ფაქტი მომავალ თაობას წირავს სიყვარულში პრობლემებისთვის. ასევე სიყვარულზე უარის თქმა საკუთარი სტატუსის ანდა პატივმოყვარეობის გამოთუ მორალური გრემოებების გამო, და იდეა არა იმაშია, რომ საყვარელი ადამიანია ყველაფერი სამყაროში, არამეს თავად სიყვარულია ყველა მიწიერ თუ სულიერ ფასეულობებზე მაღლა და თავად სიყვარული კი ღმერთია. სულიერ მეცნიერებაში კი როდესაც ურთიერთობებში ახალი ჩნდება, და ეს ახალი თუ არ არის მხოლოდ ხორციელი ვნება, ჟინი, არამედ ნამდვილი გრძნობაა, მას უნდა გაჰყვეს ადამიანი.
და სულ ბოლოს მინდა ვთქვა ისიც, რომ ეზოთერულად არსებობენ ნამდვილი კოსმიური მეორე ნახევრებიც, რომლებიც სულ რამდენიმე ინკარნაციაში ერთხელ თუ შეიძლება გადააწყდნენ სადმე და მთელი ცხოვრებები ეძებენ ერთმანეთს. როდესაც შეხვდებიან მაშინ ხდება ის გაიდეალებული და ზღაპრული ნამდვილი კავშირი, რომელიც გულში ყველას ეოცნებება. მხოლოდ მძიმე ინკარნაციების შემდეგ ეძლევათ ამ სულებს ერთად ყოფნის საშუალება და ამ ტკბილად განვლილი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ისევ ჩაეშვებიან ევოლუციის და თვითგანვითარების დაუსრულებელ გზაზე. და ბოლოს ხომ ყველა სიყვარულზე მაღალი სიყვარული თავად სამყაროს მიმართ სიყვარულია, როგორც მთლიანობა და სრულყოფილება და ეს სიყვარული ხომ ყველას გულში აქვს და ამ სიყვარულით ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ. ყველაზე უსუსური და ამავე დროს ყველაზე ძლიერი ხომ ეს გრძნობაა ჩვენში? გვიყვარდეს სამყარო და ბედნიერებაც მუდამ ჩვენთან იქნება.
მოამზადა თამო აქუბარდიამ