ზოგჯერ არის რაღაც გვიან…
დღეს დააფასეთ ის ვისაც უყვარხართ რომ ხვალ არ იყოს უკვე გვიანი…
მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე… უცნაურია და ნომერიც კი არ ჰქონდა შეცვლილი, თითქოს მელოდა… მიპასუხა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა… ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა… ბავშვების სიცილი და თამაშის ხმა ისმოდა…
არ ვიცოდი რა მეთქვა და გავთიშე.
გამიხარდა მისი ბედნიერება, მაგრამ ამავე დროს, გული მისკდებოდა დარდით. მაშინ, ხუთი წლის წინ, მეუბნებოდა რომ ყოველთვის ვეყვარებოდი… მე კი სიცილით ვპასუხობდი რომ დადგებოდა დღე და შეხვდებოდა თავის ნამდვილ ბედნიერებას.
თუმცა, შინაგანად, მესმოდა რომ ის არ ტყუოდა. ვიცოდი ეს და მაინც წავედი მისგან. და მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიგონე მისი „გისმენთ“… ვერ გავბედე ხმის ამოღება.
ესემესი მივიღე.
ის მწერდა: „ველოდი შენს ზარს. იმედი მქონდა ხმასაც მოვისმენდი. მაგრამ შენ შეგეშინდა. შეგეშინდა ზუსტდა ისე, როგორც მაშინ. გაინტერესებს მიყვარხარ თუ არა … კი, მიყვარხარ. არ მომიტყუებიხარ“.
მაშინვე ვცადე გადამერეკა, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო. ვცადე კიდევ და კიდევ… ყოველ დღე ვრეკავდი… უშედეგოდ.
ახლა 39 წლის ვარ. არავინ მყავს. არც ბავშვი და არც კნუტი. მხოლოდ იგივე ტელეფონის ნომერი… იქნებ როდესმე თვითონაც დამირეკოს
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
🙁 ra sashinelebaa :'(