ზეციური იერუსალიმის კედლის ამბები თორმეტი პატიოსანი ქვა
ზაურ ქოქრაშვილი
ბიბლია – უპირველესთა შორის უპირველესი
როგორც იტყვიან ხოლმე – „ბიბლია უპირველესთა შორის უპირველესი წიგნია, მასში ყველაფერი წერია“. რომ წარმოვიდგინოთ მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი საზოგადოების რა ნაწილი სარგებლობს ბიბლიით, დამეთანხმებით, ჩემთვის სასიხარული აღმოჩენა კი არა, არამედ ღვთის წყალობა იყო ის, რომ გავარკვიეთ – ახალ აღთქმაში, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების 21-ე თავის მე-19-20 მუხლებში ჩამოთვლილი , ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები თორმეტი პატიოსანი ქვა ეტლთა (ზოდიაქოთა) შესაბამისი ქვები აღმოჩნდა. თუ რის საფუძველზე გამოვიტანეთ ეს მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა, ქვემოთ მოგახსენებთ.
ახალი აღთქმა – ზეციური იერუსალიმის კედლის ამბები თორმეტი პატიოსანი ქვა
იმის გასარკვევად არის თუ არა ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები თორმეტი პატიოსანი ქვა ეტლთა (ზოდიაქოთა) შესაბამისი ქვები, აიღეთ ახალი აღთქმა, გადაშალეთ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების 21-ე თავი, რომლის მე-13 მუხლში წერია, რომ „ზეციურ იერუსალიმის კედელს ჰქონდა სამი კარიბჭე აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე ჩრდილოეთიდან, სამი კარიბჭე სამხრეთიდან და სამი კარიბჭე დასავლეთიდან“.
ასტროლოგიაში ცნობილია და ყოველთვის ეტლთა (ზოდიაქოთა) აღწერაში ხაზგასმით აღინიშნება, რომ აღმოსავლეთის მხარისაა ცეცხლის სტიქიის ეტლები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ჩრდილოეთის მხარისაა წყლის სტიქიის ეტლები – კირჩხიბი, ღრიანკალი, თევზები. სამხრეთის მხარისაა მიწის სტიქიის ეტლები – კურო, ქალწული, თხის რქა და ბოლოს, დასავლეთის მხარისაა ჰაერის სტიქიის ეტლები – ტყუპები, სასწორი და მერწყული.
მეთორმეტე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ „ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი (ე.ი. ეტლთა შესაბამისი თორმეტი საძირკველი) და მათზე იყო კრავის (ანუ ქრისტეს) თორმეტი მოციქულის სახელები.
დღეს, ბიბლია, შეიძლება სიამაყით ითქვას, თითქმის ყველას აქვს წაკითხული და დამემოწმებით, რომ ქრისტიანული, მითუმეტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით, მიღებულია თორმეტი მოციქულის მჭიდრო კავშირი თორმეტ ეტლთან (ზოდიაქოსთან), მათი გაიგივების საშუალებით. ამის საფუძვლად მოციქულ თომას ზეწოდებას მიიჩნევენ, რაც დამოწმებულია სახარებაში: „თომა, რომელსაც ერქვა მარჩვიბი“ (ი. 21:2)
ამ ურთიერთობის ერთ-ერთ დამამტკიცებელ წყაროდ შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს ეკლესიის 1981 წლის კალენდრის 99-100-ე გვერდებზე გამოქვეყნებული ფაქტიური მასალა, რომელიც კალენდარში კალენდარში შეტანილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია IIის ლოცვა-კურთხევით.
ამის დამამტკიცებელი უტყუარი საბუთია, აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტაძრის, სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე წარმოდგენილი ქრისტეს, თორმეტი მოციქულის და თორმეტი ეტლის (ზოდიაქოს) ფრესკული გამოსახულება.
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მეცხრამეტე მუხლში კი წერის: ქალაქის გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყველანაირი ძვირფასი (პატიოსანი) ქვებით“.
პირველი საძირკველი იყო იასპი და შემდეგ თანმიმდევრობით, მეოცე მუხლის ჩათვლით, თორმეტი პატიოსანი ქვა არის ჩამოთვლილი, რომლებიც 12 ეტლის (ზოდიაქოს) საძირკვლის ამგები ქვებია.
რუსული ბიბლიის ახალ აღთქმაში ჩამოთვლილი პატიოსანი ქვების დასახელებებში შეცდომები ჯერ კიდევ 1979 წელს, ალჟირში შევამჩნიეთ. ანალიზი დასტურდა იმის შემდეგ რაც შევისწავლეთ სხვადასხვაენოვანი ბიბლიები და მოვახდინეთ მათი შეჯერება. მათ შორის აღსანიშნავია ებრაული, ბერძნული, ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, არბული და სომცურიც. ამ ბიბლიების გარდა, შევისწავლეთ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული, საეკლესიო ფონდის თითქმის ყველა გამორჩეული უძველესი ბიბლია, რომელთა შორისაც აღსანიშნავია: A-179, H-1207, K-28, A-51 და მეფე ვახტანგ VIის ვაჟის, ბაქარ ბატონიშვილის მიერ, 1743 წელს დაბეჭდილი ბიბლია…
ზემოთჩამოთვლილი მასალების შეჯერებით, ახალ აღთქმაში, იოანე ღვთისმეტყველის გამპცხადების 21-ე თავის მე-19-20 მუხლებში ჩამოთვლილი ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები, ეტლთა (ზოდიაქოთა) შესაბამისი შემდეგი პატიოსანი ქვები დადგინდა:
- პირველი – იასპი – ვერძის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეორე – საფირონი – კუროს ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მესამე – ქალცედონი – ტყუპების ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეოთხე – ზურმუხტი – კირჩხიბის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეხუთე – სარდონიქსი (ძველ ქართულაფ – სარდიონის ფრცხილი) – ლომის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეექვსე – სარდიონი – ქალწულის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეშვიდე – ქრიზოლითი – სასწორის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მერვე – ბივრილი – ღრიანკლის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეცხრე – ტოპაზი – მშვილდოსნის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეათე – ქრიზოპრასი – თხის რქის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეთერთმეტე – იაგუნდი – მერწყულის ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
- მეთორმეტე – ამეთვისტო – თევზების ეტლის საძირკვლის ამგები პატიოსანი ქვა.
ავტრი: ზაურ ქოქრაშვილი