ვისთვის იქნება 2017 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?
ქეთი ვაწაძე
2017 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება ამბიციური, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, ვისთვისაც უცხო არაა პატიოსნება, გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება.
კარგი პერიოდია ახალი გეგმებისთვის, ახალი წამოწყებისთვის.
ეს განსაკუთრებით კარგი წელია მამლის წელში დაბადებულთათვის.
აღმოსავლური ჰოროსკოპიდან ამ წლის უდავო ფავორიტები ასევე იქნებიან: დრაკონი, ხარი და გველი.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
მამალი შეძლებს დაასრულოს ყველა დაწყებული საქმე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს. მთავარია გამოიჩინოს შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და არ გადაუხვიოს თავის პრინციპებს. ამ წელს მას საშუალება მიეცემა თავის გამოჩენის, გაბრწყინების და საზოგადოებისთვის იმის დამტკიცების, რომ ის ძლიერი, ნიჭიერიდა ანგარიშგასაწევი პიროვნებაა.
გველი შეძლებს საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებას, მთავარია არ გაეხვიოს ინტრიგებში და იყოს რისკიანი. სასიყვარულო ფრონტზე ბევრი ხანმოკლე თავგადასავალი ელის. თუ გველი დაოჯახებულია, უნდა ეცადოს, თავი შეიკავოს რომანებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოქნილობა აღარ უშველის და გამოიჭერენ. ცეცხლოვანი მამალი მას ეჭვის თვალით უყურებს და გამოცდებს მოუწყობს ურთიერთობებში.
ხარისთვის როგორც ყოველთვის საქმეებით დატვირთული, მაგრამ ბევრად იღბლიანი წელი იქნება. მას თამამად შეუძლია ხელი ახალ საქმეს ან პროფესიას მოკიდოს, სულაც დაწყებული საქმეები დაასრულოს წარმატებით. სასიყვარულო ფრონტზე კონსერვატორი და დინჯი ხარი ცვლილებებს მოინდომებს. სჯობს არავის მოუსმინოს, ენდოს საკუთარ ინტუიციას.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
მამალს მოსწონს დრაკონის სიკაშკაშე და გულწრფელობა, ამიტომ ეს წელი დრაკონისთვისაც წარმატებული და შედეგიანი წელი იქნება. დისციპლინის, დიპლომატიურობის გამოვლენის შემთხვევაში მამალი დრაკონს მნიშვნელოვანი შედეგების მიღების და წინ წაწევის საშუალებას მისცემს. ეს წელი, სასიყვარულო ურთიერთობის მხრივ დრაკონისთვის ჰარმონიითა და სიამოვნებით იქნება სავსე.
სხვა ნიშნებისთვის მეტ- ნაკლებად კარგი წელია. 2017 შედარებით მკაცრი წელი იქნება კატისთვის. კატას მართებს მეტი გულწრფელობა, ნაკლებად უნდა ელოდოს სხვებისგან დახმარებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
რაც ეხება დასავლურ ნიშნებს წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგი იქნება ჰაერის ნიშნებისთვის – ტყუპების, მერწყულისა და სასწორისთვის. ცეცხლის ნიშნები: ლომი და ვერძი, – იგრძნობენ მეტ თავისუფლებას, გარდა მშვილდოსანისა, სადაც 2017 წლის ბოლომდე სატურნი იმოძრავებს. შემოდგომიდან კი წყლის (კირჩხიბი, მორიელი თევზები) და მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) ნიშნებისთვის დადგება კარგი პერიოდი.
ეს არის ზოგადი პროგნოზები და ბუნებრივია შეუძლებელია, ზედმიწევნითი სიზუსტით ახდეს. კონკრეტულად ვის ცხოვრებაში რა ტენდენციებია მოსალოდნელი 2017 წელს, ამის გაგება მხოლოდ ინდივიდუალური, პირადი რუქის მეშვეობითაა შესაძლებელი.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>