ვარსკვლავებს რომ მიწვდეთ… რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს!
თითოეულ ჩვენგანს მიუხედავად სქესისა, პროფესიისა და რელიგიური აღმსარებლობისა გვაქვს მისწრაფება, ვარსკვლავებს მივწვდეთ. ალბათ ყველასათვის ნაცნობია განცდა, როდესაც ენერგიით აღსავსეები და შთაგონებულები მზად ვართ მთები გადავდგათ და მდინარეებს მიმართულება შევუცვალოთ. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.. ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიასა და თანხმობაშია, სამაგიეროდ დიდხანს გვამახსოვრდება.
გინდათ გაიგოთ თქვენი “გულის ძახილი”? გინდათ იყოთ ყველაზე ბედნიერი ადამიანი? დაიწყეთ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა დღესვე… გაიგეთ, რისი შეცვლაც გსურთ და იმოქმედეთ მიზანმიმართულად ამ სფეროში..
ახლა კი მოკლედ იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მოდის შთაგონება ზოდიაქოს ნიშნებთან :
ვერძი: შთაგონება მასთან მოდის მაშინ როცა უჩნდება იდეა. ვერძი – პიონერია, ავატიურისტი, მუდამ მოძრაობს, ეძებს თავგადასავლებს. ის ალმასია, საიდანაც დამუშავების შემთხვევაში ბრილიანტი მიიღება. მის “დათესილს” ზოდიაქოს სხვა ნიშნები იმკიან. ვერძებმა უნდა იპოვონ თანამოაზრეები, რომლებიც მათ იდეებს რეალობად აქცევენ ცხოვრებაში და ბედნიერების განცდა სიბერემდე არ გაუნელდებათ. მათთვის ნაყოფიერი იქნება კავშირი თევზებთან და თხის რქასთან.
კურო: რას ვიზამთ, კუროს ზედმეტად მიწიერი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. გგონიათ ეს ცუდია? ეს არაჩვეულებრივია! როდესაც სხვები ღრუბლებში დაფრინავენ და ციხე-კოშკებს აშენებენ ის ჰაერისგან ფულს აკეთებს. მან ისიც კარგად იცის, როგორ დახარჯოს ჭკვიანურად ის, რაც არც თუ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისი ნაყოფიერი ენერგეტიკა ვლინდება დიიდი კერძო სახლით, ბევრი ბავშვებით, მეზობლების გულის გასახეთქად გაშენებული ბაღით, ამ ბაღში დარგული ისეთი მცენარეებით, რომლის დასახელებაც კი არ იციან სხვებმა… მშვიდობა და ჰარმონიაა მის სახლ-კარში. აი, კუროს იდილია! იგი სიმშვიდეშია ბედნიერი ..
ტყუპები: ბედნიერება მათ სტუმრობს, მაშინ როცა ენერგიის ფუჭად ხარჯვას თავს ანებებენ. უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ტყუპების ენერგიას სხვა ზოდიაქოს ნიშნები ვამპირებივით ეტანებიან და სათავისოდ იყენებენ. ნუ დაწვრილმანდებით, ეცადეთ სიღრმისეულად ჩაწვდეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს- სწორედ ეს არის უმოკლესი გზა შთაგონებისაკენ. ახალი ცხოვრების დასაწყებად აუცილებელია მკაცრი გრაფიკის მიხედვით მოქმედება, წინასწარ დაგეგმვა თითოეული ნაბიჯისა.
კირჩხიბი: მგრძნობიარე, გულისხმიერი და ექსტრავაგანტული ნიშანია, თუმცა გამოცდილება აკლია. 28-29 წლამდე მის ცხოვრებაში სერიოზული მნიშვნელობის არაფერი ხდება. ან ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა ცხოვრების პირველ ფაზაში საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებს, ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების, ცხოვრების მეორე ნახევარი კი სრულიად საპირისპიროდ ვითარდება.. ბედნიერებისაკენ სვლა კირჩხიბისათვის საკუთარი თავის შეცნობით, ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილად დაფიქსირების შედეგად ხდება. “შენ თუ კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები”- ეს კირჩხიბების დევიზია.
ლომი: თქვენ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწევთ ფილოსოფიური დოქტრინების შესწავლით, რელიგიური ცოდნის გაღრმავებით, მცენარეული საშუალებებით მკურნალობით, მკითხაობითა და ტაროს გამოყენებით. ლომებს მთელი მსოფლიოს დაპყრობის, მისი წარმოშობის საფუძვლების ჩაწვდომის სურვილი გამუდმებით აწუხებს, ამიტომაც გვირილაზე მკითხაობის მსგავსი – “უყვარს-არ უყვარს”, მას არ გამოადგება. მისთვის უფრო სერიოზული და ღრმა აზრის მატარებელი რამ არის საჭირო. მოუსმინეთ იმპულსებს, ლომებს შინაგანი ხმა ყოველთვის სწორ მიმართულებას კარნახობთ. გამოიყენეთ ძველი გამოცდილება, გადახედეთ ძველ სკივრში შემონახულ ფოტოებს, აღმოაჩინეთ მათში ენერგია და დაიმუხტეთ დადებითად.
ქალწული: მათთვის თანდაყოლილი ნიჭის განვითარებისთვის აუცილებელია : ცოტა წაიზარმაცოს, დარეკოს სამსახურში, თქვას რომ ავადაა და მთელი დღე გაატაროს კომპიუტერთან სულელური თამაშების თამაშში. ქალწულისაგან ნამდვილი გენიოსი უაზრო, პრიმიტიული მოქმედებებისაგან დგება.
საათის ისრებივით აწყობილი ცხოვრება ქალწულებისათვის მოსაწყენი და მომაბეზრებელია. მუდმივად საქმეში ჩაფლულები კი უმეტესწილად სხვების დასანახად არიან. შეჩერდით! .. გადადეთ რამოდენიე დღე გვერდზე.. წაიკითხეთ დეტექტივები, უყურეთ “საპნის ოპერებს” და გენიალური იდეები თავისით გაჩნდება თქვენს გონებაში. დასვენებით დაგროვილი ენერგია კი მათ განხორციელებას მიუძღვენით.
სასწორი: შემოქმედებითი სასწორებისათვის შთაგონება არანაკლებ მნიშვნელოვანია რამ არის, რადგან ხშირად ეს პირდაპირ უკავშირდება მათ კარიერულ ზრდას. მუზა კი როგორც ტაქსი შეკვეთებით არ მოდის, ის რთული და მონოტორული სამუშაოს შესრულების შემდეგ , მოულოდნელად , არსაიდან , თავისით ჩნდება. სამსახურში, კოლეგების მიერ თქვენმა შექებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თქვენში ენერგიებისა და ძალის მოზღვავება. სასწორებს კატეგორიულად ეკრძალებათ კამათი მოკავშირეებთან. მათ შთაგონებასა და ახალგაზრდულ იერს სისტემატურად დიეტის დაცვა შეუნარჩუნებთ.
მორიელი: მათ რიგებში ყველაზე მეტი გენიოსი ადამიანია. მათი ცხოვრება – მრავალუცნობიანი განტოლებაა !… მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ეს არის სპონტანურობა და სწრაფი რეაქციები მოვლენებზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვივით მოუხერხებელი და უსუსური ხართ, სამაგიეროდ ხანძრისას, ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც სხვები უკან იხევენ და თავქუდმოგლეჯილნი გარბიან, თქვენ არ იბნევით და წინ გარბიხართ სხვების დასახმარებლად. რთული თქვენთვის მარტივია, მარტივი კი – რთული. თქვენ სხვებზე ნაკლებად უნდა გრცხვენოდეთ თქვენი ქმედებების, გულის სიღრმეში მაინც ნუ დათმობთ თქვენს პრინციპებს. ერთი წამისთვისაც კი გიღირთ ცხოვრება…
მშვილდოსანი: შთაგონება შეიძლება ეწვიოთ ხელოვნებიდან, მაგრამ არა როგორც სამუშაო არამედ როგორც ჰობი. მშვილდოსანი რაც უფრო ღარიბია, მით უფრო ნიჭიერია. ისინი შედევრებს „მიწისქვეშეთში“ ქმნიან, მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად უჭირთ, როცა გარშემო მტრები ახვევიათ და არავინ არ ეხმარებათ. თუ თავს არ შეიქებ არავინ არ შეგაქებს – ერთგვარი დევიზია მათთვის. ძალისა და ენერგიის აღდგენას ახერხებენ თავიანთი კაპრიზების და სურვილების დაკმაყოფილებით.
თხის რქა: ნებისმიერ შეზღუდვას შეუძლია თქვენი დაკომპლექსება. მშობლები თხის რქის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.. ზოგი მადლიერია მათი, ზოგიც კი გამუდმებით ცდილობს თავი დააღწიოს მშობლების გავლენას. თხის რქის შებოჭილობა მთავრდება იქ, სადაც ძალაუფლებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი ჩნდება. ეცადეთ ცხოვრებისეულ დევიზად აქციოთ გამოთქმა „ ვინც ეძებს, პოულობს“ და არა „ჭკვიანი ადამიანი მთას გვერდს არ აუვლის“. გამოიმუშავეთ სამართლიანებობის გრძნობა, შეისწავლეთ სხვა ხალხთა კულტურა და უფრო ობიექტური გახდებით საკთარი თავის მიმართ. სპროტი დაგეხმარებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამოვლენაში.
მერწყული: შემოქმედებითი აღმასვლის პერიოდი იწყება მაშინ, როცა გეგმებისა და მიზნების რეალიზების რეალური შანსი ჩნდება. თუ მერწყული შეიგრძნობს „ცხოვრების მაჯისცემას“, მაშინ ის ნამდვილად ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება, არა მხოლოდ ზოდიაქალურ წრეში, არამედ მთელი დედამიწის ზურგზე. მერწულისათვის ცხოვრებაში მთავარი ფაქტორები არის რწმენა, იმედი და სიყვარული. რწმენა – საკუთარი თავის, იმედი – მომავლისა და სიყვარული- წარსულის.
თევზები: ზოდიაქოს უკანასკნელი, ყველაზე გაქნილი და ჭკვიანი ნიშნისათვის ცხოვრებაში მთავარია ვინმესთვის საჭირო იყოს. ენერგია კოსმოსიდან სიყვარულის და ერთგულების გავლით შემოედინება მათში, თუმცა შემეცნების ფორმაც მნიშვნელოვანია.მაგალითად, თევზებმა შესაძლოა მორალური კმაყოფილება იგრძნონ იმ ფაქტით რომ საყვარელი წიგნი შესთავაზეს წასაკითხად საყვარელ ადამიანს, ან ფული ასესხეს. სიყვარული თევზებზე სასწაულებრივად მოქმედებს, მათ ეს გრძნობა ასაზრდოებთ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ არც წარსულის გამოცდილებას და არც აწმყოს არ ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა თქვენს ცხოვრებაში, როგორც მომავალზე ფიქრს. როგორც კი თევზები მომავლით ცხოვრებას იწყებენ, მათთან შთაგონება მოდის. ასე რომ გახსოვდეთ თქვენი მიმართულება – წინ, მომავალში!
მოამზადა კატუშა კატიმ