ენერგეტიკული მიჯაჭვულობა: როგორ აღმოვაჩინოთ და გავნთავისუფლდეთ
მიჯაჭვულობა- ენერგეტიკული არიხია, რომელიც ყალიბდება ადამიანებს (ასევე ობიექტებსა და ეგრეგორებს) შორის ურთიერთობისას. მოდი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი ცნება: ენერგეტიკული არხი და ენერგეტიკული მიჯაჭვულობა.
ენერგეტიკული არხები წარმოიშვება ორ ადამიანს შორის ურთიერთობისას და ამ არხებს შორის მიმდინარეობს ენერგიების ურთიერთგაცვლა. ენერგეტიკული კავშირების გარეშე ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია, მისი აკრძალვა დაანგრევს ადამიანურ ბუნებას.
მიჯაჭვულობა–ესეც არხია, მაგრამ აქ საქმე გვაქს ენერგეტიკულ დარღვევასთან.
მიჯაჭვულობა დაფუძნებულია ადამიანის რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებულებაზე, ეს კი ეწინააღმდეგება სამყაროს კანონს რომელის თანახმადაც: ყველა ადამიანი თავისუფალია.
ენერგეტიკული მიჯაჭვულობის ქმნის ადამიანის განვითარების შეფერხების საშიშროებას, ამ შემთხვევაში ჭკვიან მანიპულატორს ამ მიჯაჭვულობით შეუძლია გამოიწვიოს ნეგატიური ემოციები, რომელთა მიმდინარეობის შემჩნევაც რთული იქნება.
ცხოვრების განმავლობაში, გაუცნობიერებლად თითქმის ყველა ადამიანი ქმნის ენერგეტიკულ მიჯაჭვულობას, ხანდახან ეს ხელს უშლის ადამიანებს სრულყოფილ განვითარებაში. ადამიანი კი თუ არ ვითარდება დეგრადაციას განიცდის. მიჯაჭვულობების გაჩენის მიზეზი ადამიანის მიერ სამყაროს კანონების დარღევაა.
ნეგატიური ემოციები აყალიბებს მიჯაჭვულობას შესაბამისი ჩაკრებით:
მულადხარა (საბაზისო ჩაკრა)- შიში და აგრესია
სვადხისტარა (სასქესო ჩაკრა)- ვნება, აკვიატებული იდეა.
მანიპურა (ჭიპის ჩაკრა)- მორჩილება ან პირიქით ძალაუფლებისკენ სწრაფვა.
ანახატა (გულის ჩაკრა)- სიყვარული და სიძულვილი.
ვიშუდხა (ყელის ჩაკრა)- თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა.
აჯნა (შუბლის ჩაკრა)- პრინციპებზე და წესებზე მიჯაჭვულობა
საჰასრარა (კორონარული ჩაკრა) -ეგრეგორებთან მიჯაჭვულობა.
სახიფათოა არა თვითონ მიჯაჭულობა, რადგან ეს მხოლოდ ენერგეტიკული არხია, არამედ გარკვეული ენერგეტიკული აშლილობა ურთიერთქმედებისას – როდეს ადამიანი არაა თავისუფალი და იტანჯება სხვისი დამორჩილებით. მიჯაჭვულობა ამძიმებს ურთიერთობას. ამასთანავე ადამიანი განიცდის ძლიერ მიზიდულობას იმასთან რაზეც მიჯაჭვულია, ეს ყოველივე ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და აფერხებს სულიერ განვითარებას.
მიჯაჭვულობა შეიძლება გაჩნდეს უნებლიედ, მაგალითად მაშინ როცა ხდება ასტრალური თავდასხმა მიჯაჭვულობა ყალიბდება თავდამსხმელს და დაზარალებულს შორის, ეს ურთიერთმოქმედების შედეგია. მიჯაჭვულობა შეიძლება შეიქმნას ხელოვნურადაც, (მაგ. შავი მაგიის რიტუალები)
მიჯაჭვულობები შეიძლება იყოს აქტიური და პასიური, რომელიც დამოკიდებულია ენერგიაზე. მიჯაჭვულობის მაგალითები:
• სიბრალული, დახმარების სურვილი, გადარჩენა. ბევრი შეიძლება წამოეგოს ანკესზე, როცა ფიქრობს რომ აკეთებს სიკეთეს, ადამიანი შეიძლება წლების განმავლობაში კვებავდეს ენერგეტიკულ პარაზიტს, ამასთანავე ფიქრობდეს რომ მისი დახმარების გარეშე ვიღაც ვერ გაძლებს. ეს პარაზიტული ურთიერთობაა.
• წყენა, ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი გრძნობა, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.საქმე იმაშია, რომ ადამიანი ყოველი წყენის გახსენების დროს ბრუნდება წარსულში და ამ დროს გულუხვად გადასცემს სასიცოცხლო ენერგიას წყენის ობიექტს.
• შურიძიება, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი. რთულია დაივიწყო და გაუშვა ადამაინი რომელმაც გული გატკინა, ამ დროს თავში მუდმივად ტრიალებს აზრები, თუ როგორ გადაუხადო სამაგიერო, წარმოიდგენ სიტუაციას როცა რაღაცას ეტყვი და თვალწინ გიდგება თუ როგორი სახე ექნება მას.
• დანაშაულის გრძნობა. აქ საქმე გვაქვს აგრესიასთან საკუთარი თავის მიმართ. ეს ნიშნავს საკუთარი თავისთვის შეცდომის დაშვების უფლების შეზღუდვას. დანაშაულის გრძნობა- არაპროდუქტიული ემოციაა, ადამიანისთვის ჩადენილის გამოსწორება ძნელია, ამ დროს აქვს დანაშაულის შეგრძნება და ხშირად ფიქრობს იმაზე თუ როგორ სთხოვოს პატიება და როგორ გამოასწოროს დანაშაული. რისი შედეგიცაა ძლიერი მიჯაჭვულობა.
• მაერიალური დანაკარგი. დაუბრუნებელი ვალი ადამიანს აკავშირებს დიდი დროის განმავლობაში, ამასთან რაც მეტია თანხა, მით მეტი და მყარია მიჯაჭვულობ. გამსესხებელი მის წარმოსახვაში უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე რომ მან ეს ფული დაკარგა და მიუტევოს მევალეს, მან უნდა წარმოიდგინოს რომ ეს თანხა აჩუქა მაგალითად დაბადების დღეზე. ამ შემთხვევაში , მსესხებლის სიტუაცია უფრო რთულია, რადგან მას არასოდეს დაავიწყდება რომ ვიღაცასთან ვალშია და ამიტომაც ის ვალდებულია ეს ფული ან დააბრუნოს ან გამოიმუშაოს მსესხებლის კონკრეტული დავალებების შესრულებით. ქურდობა, ძარცვა, თაღლითობა- ასევე აყალიბებს მიჯაღვულობას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის. აქედან დასკვნა: განთავისუფლდით ფულზე და ნივთებზე დამოკიდებულებისგან.
• გაწეული დამხმარებისთვის სამაგიეროს გადახდა. აქაცაა ვალდებულების შეგრძნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალი არამატერიალურია. „მე შენთან ვალში ვარ“- ეუბნება ერთი ადამიანი მეორეს, ამ დროს თვად ქმნის ადამიანი მყარ მიჯაჭვულობას მეორეზე. ვალები უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ არუნდა დაგვავიწყდეს რომ იმ ადამიანმა მისივე სურვილით გაგვიკეთა კეთილი საქმე, და ამ შემთხვევაში ყველაზე გულახდილია ხოლმე მადლიერების გრძნობა.
• ხდება ისეც რომ ადამიანაები ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ფაქტიურად უკვე უცხო არიან ერთმანეთისთვის, მათ გაიარეს ეს ეტაპი და წინ წასვლა აღარ შეუძლიათ რადგან გადაჯაჭვულნი არიან ერთმანეთზე. ან შესაძლოა ერთერთ პარტნიორს უკვე დიდი ხანია უნდა წინ წასვლა, განვითარება და მეორე არ აძლევს მას ამის საშუალებას. ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობას იწვევს ვალდებულების გრძნობა, ბავშვებზე მზრუნველობა, მიჩვევა საერთო ქონებაზე , პარტნიორის სიბრალული (როგორ იქნება ის უჩემოდ). მაგრამ ეს უკვე სიყვარული აღარაა.
• მოთხოვნილება ფლობდე სხვა ადამიანს, დამოკიდებულება მასზე, ვნება, ეჭვიანობა და ასე შემდეგ, ადამიანი ისევ და ისევ ფიქრობს მისი ტრფობის ობიექტზე, ოცნებობს მასზე, მიისწრაფვის მისი მოპოვებისკენ. ემსგავსება ბავშვს, რომელსაც არ აძლევენ საყვარელ სათამაშოს, ის ითხოვს მას და ვერაფერს ამჩნევს გარშემო. არ აგერიოთ ეს ყოველივე სიყვარულში, შეიძლება გიყვარდეს ისე რომ არ შეზღუდო ადამიანის თავისუფლება.
• გაუზიარებელი სიყვარული. ეს იმდენად ხანგრძლივი, სათუთი სტრუქტურაა, რომ შესაძლოა ძლიერ დააზარალოს ადამიანის ჯანმრთელობა. გამოფიტოს ადამიანი. ასეთი სიყვარული ძალას აცლის არა მხოლოდ იმას ვისაც უყვარს არამედ, იმასაც ვინც უყვართ. ეს არის ძლიერი ვამპირული მიჯაჭვულობა. ასევე შეუძლებელია ადამიანს ეწვიოს ახალი სიყვარული, რადგან მისი ენერგია ამ დროს მიდის მხოლოდ იმაზე, რომლისგანაც გრძნობს უპასუხო სიყვარულს.
• ყველაზე მყარი მშობლების მიჯაჭვულობაა. ხშირად მშობლები ცდილობენ სრულიად აკონტროლონ შვილები (განსაკუთრებით დედები), ახშობენ მათ განვითარებას მისი გადამეტებული ყურადღებით და ზრუნვით. აქ სიყვარულზე არაა ლაპარაკი, ეს არის ადამიანის სურვილი დაიმორჩილოს სხვა ადამიანი. ამ ყოველივემ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. ბავშვი ან იპოვის საკუთარ თავში ძალას გაწყვიტოს ეს კავშირი, რომელიც გამოიწვევს მშობლებთან ურთიერთობის სრულიად გაწყვეტას, ან დარჩება არასრულფასოვან პირვნებად.მაგალითად როცა დედა გარდატეხის ასაკში შვილს არ უყურებს ისე როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, ამ შემთხვევაში იბლოკება მისი ძირითადი ჩაკრები, რაც შემდგომში იწვევს დიდ უიღბლობას პირად ცხოვრებაში. გოგომ უნდა მიაქციოს ყუირადღება მამასთან ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს რომ მიჯარვულობა მამას (და შვილს (გოგო) შორის უფრო იშვიათია ვიდრე დედასა და შვილს შორის (ბიჭი)
• ფარული გრძნობები სხვა ადამიანის მიმართ. ადამიანიმა ყოვლთვის უნდა მოუსმინოს საკუთარ გულის ხმას და უგულებელყოს სტერეოტიპები. ხანდახან ადამიანები მალავენ სიყვარულს მეორე ადამიანის მიმართ, ეშინიათ არ გახდნენ დაცინვის ობიექტი ან უარყოფილი, ან ჩუმად არიან მხოლოდ იმიტომ რომ „ასე არაა მიღებუული“, სიყვარული უნდა გამოუშვა, გასცე უთხრა მეორე ადამიანს, უთხრა თუ როგორი კარგია და როგორ აფასებ მას.
მნიშვნელოვანია!
მიჯაჭვულობა ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივია. და თუ უარყოფითი ემოციები ძლიერია, ის რამოდენიმე ინკარნაციაში ადამიანის თანმდევია. ადამიანიმები ისევ და ისევ იზიდავენ ერთმანეთს სხვადასხვა განსხეულებაში, და ეს გრძელდება მანამ სანამ არ განთავისუფლდებიან თავიანთი მიჯაჭვულობისგან. პაქტიკულად ყველა კარმული კავშირები დაფუძნებულია მიჯაჭვულობაზე.
არსებობს მიჯაჭვულობისგან განთავისუფლების საშუალებები, ეზოთერულად მიღებულია გაწყვიტო, დაწვა, დაანგრიო, მაგრამ ამისათვის საჭიროა ექსტრასენსული მონაცემების ქონა.
იმისთვის რომ ადამიანმა მასში აღმოაჩინოს მიჯაჭვულობის ნიშნები უნდა გააცნობიეროს თუ რა ემოციებით წარმოშობს და კვებავს ამ მიჯაჭვულობას.
აუცილებელია აღმოიფხვრას ნეგატივი, უნდა მიიღო ადმიანი ისეთი როგორიც არის, აპატიო და სიყვარულით გაუშვა, ამის შემდეგ უნდა გაწყვითო მიჯაჭვულობა. თუკი თქვენთვის ამის გაკეთება რთულია მაშინ დაფიქრდით გინდათ თუ არა ცხოვრების ბოლომდე, ან სულაც მომდევნო რამოდენიმე ასწლეულების განმავლობაში განიცდიდეთ ნეგატიურ გრძნობებს ამ ადამიანის მიმართ? თქვენ მასთან მრავალი ცხოვრების განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა მანამ სანამ არ გადაწყვეტთ ამ პრობლემას.
მიჯაჭვულობის გაწყვეტა არ მოიაზრებს ენერგეტიკული კავშირის გაწყვეტას. მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებულებით არ ვწყვეტთ ერთმანეთის სიყვარულს! ჩვენ მოვიპოვებთ თავისუფლებას და მივცემთ იგივეს სხვას, ამით ადამიანს ეძლევა შანსი თავად მართოს მისი ბედი, სწორედ ესაა უანგარო სიყვარული.
შესაძლებელია გვიყვარდეს ყველაფერი რაც კი გვიყვარს და ამასთანავე თავისუფალი ვიყოთ მასზე დამოკიდებულებისგან.
როგორ აღმოვაჩინოთ და გავწყვიტოთ ჯაჭვი:
განმარტოვდით ოახში სადაც სიმშვიდეა, კარგად მოთავსდით, დახუჭეთ თვალები და ყურადღების ფოკუსირება მოახდინეთ პირველ ჩაკრაზე, შეირძენით და შეეცადეთ ფიქრებში გახსნათ ის, ისე როგორც იშლება ყვავილი. მიჯაჭვულობის არსებობის შემთხვევაში ჩაკრის გაშლა მოხდება ცუდად ან არ დაიხურება.
გაასუფთავეთ ჩაკრა ხელით ან წარმოიდგინეთ თუ როგორ შედის თქვენი ხელები აურაში, ჩაკრაში და გამოაქვს იქედან ყოველივე საუკეთესო. მიჯაჭვულობა შეიძლება აღმოჩნდეს დიდი, წვრილი, სქელი, მყარი, ეკლიანი. მთავარია არ ინერვიულოთ, იმუშავეთ მშვიდად. ფიქრებში გააგზავნეთ მიჯაჭვულობა იქ საიდანაც ის მოვიდა. შესაძლოა თქვენს ქვეცნობიერში ამოტივტივდეს ადამიანი, რომელსაც ეკუთნის ეს მიჯაჭულობა.
ეს ადამიანი შესაძლოა იყოს ახლობელი, მეგობარი ან კოლეგა, ცოცხალი ან მკვდარი. შეხედეთ მას ყურადღებით და შეძლებისდაგვარად უემოციოდ.თუკი შეამჩნიეთ რომ მიჯაჭვულობა არსებობს არა ერთ არამედ ორ ადამიანთან, მაშინ თქვენ მუშაობთ ორი ჩაკრით (რიგრიგობით) როდესაც იგრძნობთ რომ მიჯაჭვულობა გაქრა, შეუდექით მეორე ჩაკრაზე მუშაობას, შემდეგ მესამეზე და ასე შემდეგ, არ დაგავიწყდეთ ხელის და ფეხის ჩაკრები.
მას შემდეგ რაც გაწყვიტეთ ჯაჭვები წარმოიდგინეთ ჩანჩქერი, რომლის წყალვარდნილიც გაივლის თქვენი პირველი ჩაკრიდან მეშვიდემდე და ჩარეცხავს ნეგატივს, (არ დაგავიწყდეთ ხელის და ფეხის ჩაკრებიც) შემდეგ ეს წყალი მიმართრთ დედამიწის ცენტრისკენ განეიტრალებისთვის, ამის შემდეგ კი წარმოიდგინეთ მზის ოქროსფერი სხივები რომლებიც გაივლს მეშვიდე ჩაკრიდან პირველისკენ, დააფიქსირეთ მზის სხივი თქვენს აურაზე და ცნობიერებაში მიეცით მას კვერცხოს ფორმა. ამის შემდეგ გააკეთეთ მუცლის პრესის ვარჯიშები და მიირთვით ბალახეულის ჩაი.
„ურთიერთობების საკუჭნაო“
ეს მეთოდი დგეხმარებათ შეწყვიტოთ უსარგებლო ენერგეტიკული არხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენთვის არასასიამოვნო ადამიანებთან ან მოვლენებთან.
განთავისუფლდით ყველა აზრისგან და ემოციისგან, უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ისინი მხოლოდ ენერგიის წყაროა, რომლებისც არსებობს თქვენგან დამოუკიდებლად და თავისუფლად მიედინება თქვენი სხეულის გავლით. ისუნთქეთ ღრმად და მშვიდად, მუცლით. იჯექით ასე 7-9 წუთი.
წარმოიდგინეთ რომ თქვენი თავი ოთახია, სადაც აწყვია სხვადასხვა ნივთები, თითოეული მათგანი დაკავშირებულია ისეთ მოვლენასთან რომელიც თქვენში იწვევს ნერვიულობას, მაგალითად უსიამოვნო მოვლენა ან ადამიანი. ვთქვათ კარადა სამსახურია, სავარძელი უფროსი, საწოლი-ცოლი და ასე შემდეგ. რიგრიგობით გამოიტანეთ ნივთები ოთახიდან.
ამის შემდეგ კი თქვენ გამოდით ოთახიდან თვქვენს წარმოსახვაში, მაგალითად გამოიხურეთ კარები. ოთახი (თავი) უნდა დარჩეს სრულიად ცარიელი. მასში არ უნდა დარჩეს არც ნივთები და არც მათთან დაკავშირებული მოგონებები, დროდადრო შეიხედეთ ოთახში წარმოსახვითი ფანჯრიდან და გადმოყარეთ იქედან გაჩენილი მოგონებები.
დაიმახსოვრეთ: თქვენ ხართ დამკვირვებელი რომელიც გვერდიდან უყურებს იმ მოვლენებს რაც ხდება თქვენს თავში, არაფერში არ ერევა და არაფერს არ აფასებს. ამ მდგომარეობაში იმყოფებით 15-20 წუთი.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ წარმოთქვით დაახლოვებით შემდეგი შინაარის ტექსტი „ამის შემდეგ ესე იქნება სულ, მე თავისუფალი ვარ უსარგებლო მიჯაჭვულობებისგან, მე თავისუფალი ვერ, მე ვარ მე!“
მიჯაჭვულობების დაწვა:
ძალიან მოქმედი ხალხური მეთოდი მიჯაჭვულბებისგან გასათავისუფლებლად უმეტეს შემთხვევაში მათი დაწვაა. ამ შემთხვევაში ერთჯერადი პროცედურა საკმარისია მაგრამ, თავის დაზღვევის მიზნით შეგიძიათ ყოველდღე გაიმეოროთ 1 კვირის განმავლობაში.
იყიდეთ ტაძარში სანთლები, დადექით მხრებში გამართული.
ანთებული სანთელი დაჭირეთ ხელში, ისე რომ ხელი გქონდეთ დაახლოვებით ბოქვენთან და დაიწყეთ სხეულის პარალელურად სანთლის გადაადგილება ზევით. იქ სადაც სანთლის ალი დაიწყებს რხევას ან შეამჩნევთ რომ ხელის გადაადგილბა გიჭირთ გააჩერეთ მეტხანს.ამ დროს წარმოიდგინეთ ის ადამიანი ვინც გაწყენინათ ან საყვარელი ადამიანი რომელმაც მიგატოვათ და წარმოთქვით: „მე ვთავისუფლდენი შენზე დამოკიდებულებისგან, მე მინდა ვიყო თავისუფალი შენგან! მაპატიე და გამიშვი!“ როდესაც სანთელი აღმოჩნდება თქვეს თავს ზემოთ პროცედურა დასრულებულია.
კავშირის გაწყვტა, დაწვა:
ეს პროცედურა გაგანთავისუფლებთ იმ ადამიანისგან რომელმაც გული გატკინათ ან მიგატოვათ, მაგრამ არა იმისგან ვინც თქვენზე შეყვარებულია. ერთი პროცედურის დროს მხოლოდ ერთი ადამაინისგან განთავისუფლებაა შესაძლებელი.
პატარა თასში ჩაასხით წყალი და დაიდგით გვერდით, აანთეთ სანთელი, წინ დაიდეთ სუფთა ფურცელი და ფანქარი, დაიწყეთ ფიქრი იმ ადამიანზე ვისთანაც გსურთ კავშირის გაწყვეტა, წარმოსახვაში წარმოიდგინეთ ამ ფურელზე რომელ ადგილასაა ეს კავშირი, შემდეგ ფანქრით მონიშნეთ. (დახატეთ წერტილი ან ისეთი ფიგურა რომელსაც უკავშირდება თქვენს წარმოსახვაში ეს კავშირი). ამის შემდეგ ფურცელს სანთლის საშუალებით ცეცხლი წაუკიდეთ იმ ადგილას სადაც ეს კავშირია დახატული, როგორცკი ის ადგილი ამოიწვება ფურცელი ჩააგდეთ წყლიან თასში. შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა.
ენერგეტიკული არხების დახურა მათთვის ვინც გაწყენინათ:
როდასაც ადამიანები ურთიერთობენ მათ შორის ჩნდება ენერგეტიკული არხი. თუ ადამიანთან (რომელმაც გაწყენინათ ან რომელიც უსიამოვნია უბრალოდ თქვენთვის) კონტაქტის შემდეგ მოხდება არხების ჩაკეტვა, მძიმე ნარჩენი სულში ადამიანს არ დარჩება.
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ არხი რომელიც ორი მილისგან შედგება, ერთიდან მოედინება ენერგია თქვენსკენ იმ ადამინიგან რომელიც თქვენთვის უსიამოვნოა და მეორედან მიედინება ენერგია ამ ადამინისკენ თქვენგან. წარმოიდგინეთ მაკრატელი რომლითაც ამ არხებს გადაჭრით, ორი ნაწილი დაიტოვეთ თქვენთვის და კარგად დალუქეთ და დანარჩენი ორი მიეცით მას. ამ პრცედურის ჩატარებისას შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ ნამდვილი მაკრატელი.
მოამზადა ეკა ლეჟავამ