დღეს ვარდისფერი სავსემთვარეობაა!
ქეთი ვაწაძე
1 აპრილი ე.წ. ვარდისფერი სავსემთვარეობაა!
ეს მეტაფორა გამოიყენება გაზაფხულის ყვავილის ველური ფლოქსის შეფერილობის გამო. ეს ყვავილი აპრილში ხარობს. ვინაიდან გაზაფხული ახალი სიცოცხლის, ახალი სუნთქვის და ბუნების გამოღვიძების დროა, ამიტომ ვარდისფერი სავსემთვარეობა უკავშირდება სიახლეს, სიხარულს, მოძრაობას, სიცოცხლეს, მშვენიერებას, გამოღვიძებას. თუმცა ამავე დროს 5 პლანეტა რეტროგრადულ ფაზაშია და ამიტომ ცოტა განსხვავებულ ვითარებაში დაიწყო აპრილი.
ვენერა 15 აპრილამდე იქნება რეტროგრადული, იუპიტერი 9 ივნისამდე და მერკური 2 მაისამდე, სატურნი 26 აგვისტომდე, ამ ჯგუფს პლუტონის რეტროგრადულობაც ემატება.
სავსემთვარეობა სასწორის ზოდიაქოში ხდება, ეს კი ნიშნავს, რომ მომავალ სავსემთვარეობამდე ჩვენი მამოძრავაბელი დაბალანსებული ემოციები, რაციონალობა, ჰარმონიულობა და დიპლომატიურობა უნდა იყოს, წინა პლანზე წამოიწევს ყველა პარტნიორული ურთიერთობები.
ამ პერიოდში არ გირჩევთ ურთიერთობებში დაძაბულობის გაღრმავებას, კამათის წამოწყებას, ახალი ურთიერთობების დაწყებას, არამედ საჭიროა უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავება, გაჰარმონიულება, არსებულ პრობლემებზე მუშაობა. არასაჭირო ურთიერთობები კი ისედაც ჩამოგშორდებათ ვენერას რეტროგრადულობის ფაზის დასრულებისთანავე.
სასწორის სწრაფვა ჰარმონიისა და მშვიდობისკენ თავის შტრიხებს შემოიტანს ამ პერიოდში. ადამიანები მეტად დაინტერესდებიან სასწორის სფეროებით. სასწორის ზოდიაქო ეს არის გონიერი გული, რომელიც ეძებს ყველანაირ ურთიერთობაში ბალანსს.
ძველი ეგვპიტელების რწმენით, სწორედ გული იყო გონიერების სამყოფელი ადგილი და არა ტვინი და ეს გული იდგა ადამიანის ყველა ორგანოზე მაღლა.
ეგვიპტუირ სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნის მიხედვით ანუბისი გარდაცვალების შემდეგ სასწორზე დებდა ბუმბულს და ადმაიანის გულს, თუ გული ბუმბულზე უფრო მსუბუქი იყო, ეს ნიშნავდა, რომ ადამიანმა სუფთა გონებითა და სულით იცხოვრა. ამ შემთხვევაში გარდაცვლილს შეეძლო თავისუფლად შესულიყო მიღმა სამყაროში, ხოლო თუ გული უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა ვიდრე ბუმბული ანუბისი ნიანგების შესაჭმელად მიაგდებდა გარდაცვლილს.
სავსემთვარეობისას მთვარე და იუპიტერი შეერთებაში იქნებიან, რაც ნიშანავს რომ სასწორის პრინციპები კიევ უფრო გაძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში, თუ თავად არ ვეძებთ ჰარმონიასა და მშვიდობას, მაშინ ქაოსის და გაურკვევლობის მორევში აღმოვჩნდებით, სატურნის რეტროგრადულობა ყველა დაუსრულებელი საქმის ბოლომდე მიყვანას, დალაგება -მოწესრიგებას ითხოვს. ორივე სოციალური პლანეტა – იუპიტერი და სატურნი რეტროგრადულ მოძრაობაში დაულაგებელი სოციალური სფეროების დალაგებას, ხარჯების სწორად განაწილებას, დროის მართვას და საქმეების პირნათლად დასრულებას მოითხოვენ.
აპრილის 5 დან აპრილის 25 მდე არის პერიოდი, როცა სამყარო თითოეული ჩვენგანისგან ითხოვს ყველფრის თავის ადგილზე დალაგებას. სატურნი, როგორც ინსპექტორი და მთავარი შემმოწმებელი თავისი რეტროგრადული მოძრაობის დროს მიგვითითებს სად გვაქვს რეალური პრობლემები და სწორედ იმ ნაწილში გვაიძულებს ყველაფრის გამოსწორებას.
რეტროგრადული ვენერა და რეტროგრადული იუპიტერი ალბათ ბევრის შემოსავლებზე ცუდად აისახა, რა თქმა უნდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ ამ პერიოდის ბიუჯეტის გარღვევამ იქნებ დაგაფიქროთ იმ საკითხზე, როგორ ანაწილებთ საკუთარ შემოსავლებს?
როგორც ვიცით მშვილდოსანი მართავს რელიგიას, გლობალურ პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს. რეტროგრადული სატურნი მშვილდოსანში ადამიანებისგან, ასევე სახელმწიფო მმართველებისგან მოითხოვს მართვის საქმეების გადახედვას, სახელმწიფოში არსებული ძირეული პრობლემების აღმოფხვრას, რეტროგრადული იუპიტერი სასწორში კი მშვიდობას, კულტურულ თუ პოლიტიკური სარბიელზე ბალანსის შენარჩუნება/აღდგენას.
რეტროგრადული სატურნი გარკვეულწილად შეაჩერებს დესტრუქციულ ტენდენციებს საერთაშორისო ასპარეზზე და ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროებზე, რელიგიურ თავისუფლებაზე და შესაბამის მშვილდოსნურ-სასწორულ სფეროებზე
გისურვებთ მშვიდობიან პერიოდს <3