დღეს ახალმთვარეობაა!
დღეს, 15 მაისს ახალმთვარეობაა კუროს ზოდიაქოს ნიშანში (თბილისის დროით 15:46 წუთზე)
ახალმთვარეობას წინ უძღვის მთვარის 30-ე დღე, რომელიც ტრადიციულად, მადლიერების დღედაა მიჩნეული
გამოიყენეთ ეს დღე მადლობის სათქმელად, მადლიერების გამოსახატავად ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს ცხოვრებაში კარგი ხდება.. მიმართეთ სამადლობელი სიტყვებით სამყაროს
კარგი იქნება თუ დახურავთ შეძლებისგვარად ვალებს, მოაწესრიგებთ და დაასუფთავებთ სახლს…გაიტანთ ძველ, უსარგებლო ნივთებს, გაწმინდავთ ენერგეტიკას სახლში
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, ყელის ზონას. ბევრ ადამიანს შესაძლოა უენერგიობა, აპათია ჰქონდეს, იყოს გაღიზიანებული. ნუ აყვებით ემოციებს
მარსი ურანისა და მარსი მერკურის კვადრატული დგომის გამო შესაძლოა აგრესიულობასთან, უცაბედ აფეთქებებთან, იმპულსურობასთან გვქონდეს საქმე…ამიტომ, მაქსიმალური თავდაჭერა გვმართებს ყველას…!
ნუ აყვებით პროვოკაციებს…მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას და დაძაბულ, კონფლიქტურ სიტუაციებს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ საჭესთან ყოფნისას! მაღალია ავარიულობის მაჩენებელი….
ასევე, მოუფრთხილდით ტექნიკას..ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, ყურადღებით იყავით მოლაპარაკებების და ზოგადად, საუბრის დროს….გააკონტროლეთ სიტყვები…ახალი საქმეების წამოწყება სჯობს ახალმთვარეობიდან რამდენიმე დღის შემდეგ განახორციელოთ… ახალმთვარეობის ზონა კი მიმდინარე მოვლენებს დაუთმეთ
16 – ში, პლანეტა ურანი ვერძის ზოდიაქოდან კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რასაც ცალკე პოსტში განვიხილავთ
წარმატებები თქვენ!
ქეთი ვაწაძე