დაუსვი საკუთარ თავს 15 კითხვა და გაიგე შენი მისია დედამიწაზე
როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა ამ მასალასთან შემთხვევით მოხვდით? იქნებ ამ წამის სიღრმეც იგრძნოთ.
ჩვენ დედამიწას არა შემთხვევით, არამედ კონკრეტული მიზეზით და გარკვეული მიზნისთვის მოვევლინეთ. ეს მისია რომ ვიპოვნოთ, საკუთარ თავს საკმარისად კარგად უნდა ვიცნობდეთ.
სინამდვილეში ამ მიზნის პოვნის სურვილი ყველა ჩვენგანს წყურია. ამის განცდა სიღმიდან არ ასვენებს ადამიანს, რადგან სწორედ ის სძენს ცხოვრებას აზრს.
როდესაც ადამიანები ამ მიზანს აგნებენ, თავიანთ გზაზე ისინი შეუჩერებელნი არიან. უზარმაზარ ძალას, ენერგიას და რესურსს გრძნობენ საკუთარ თავში, თითქოს მთელი სამყარო ეხმარება მათ ბედის წარმართვაში.
თქვენს გაოცებას გამოიწვევს რომ იცოდეთ, რამდენად მკაფიო და გამოკვეთილია ყველა ადამიანის ფუნქცია ამ სამყაროში. უბრალოდ მათი გაცნობიერება და გამოაშკარავებაა საჭირო. თუმცა არც ეს მისიაა სტატიკური, იგი ადამიანის ცხოვრების მიხედვით იცვლება და პირდაპირპროპორციულად რეაგირებს მასზე. ჰერაკლიტემ ზედმიწევნით გამოხატა ეს აზრი შემდეგ ფრაზაში: ,, არცერთი ადამიანი არ შედის ერთ მდინარეში ორჯერ,რადგან მეორედ შესვლისას მდინარეც სხვაა და ადამიანიც.”
აქ მოცემულია 15 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ და გულწრფელად უპასუხოთ თქვენი ცხოვრებისეული მისიის გასარკვევად.
1) რა მაძლევს ენერიას?
აქ უნდა დაასახელოთ ის აქტივობები, რომლებიც ენერგიით გმუხტავთ და გააცნობიეროთ ის საქმიანობაც, რაც ენერგიისგან გცლით. ამის გააზრება თქვენი სასიცოცხლო ენერგიის სწორად მართვაში დაგეხმარებათ
2) რა იწვევს ჩემს აღფრთოვანებას?
არ ჩაანაცვლოთ ეს კითხვა შემდეგი კითხვებით: რა მინდა? რა არის ჩემი მიზანი? უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს თავს რა იწვევს თქვენს აღტაცებას ბუნებრივად, მასში ყოველგვარი მატერიალური გათვლების ჩართვის გარეშე. სიტყვა ,,აღფრთოვანება” ყველაზე მარტივი აღსაქმელია, რომ კითხვის შინაარს სწორად ჩაწვდეთ.
3) რა ტიპის იდეები მომდის, როდესაც შხაპს ვიღებ?
შხაპის მიღების დროს ადამიანი დუნდება და ისვენებს, ეს ნამდვილი რელაქსაციაა. შთაგონება კი სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხართ, ამ დროს თქვენ სრულიად ღია ხართ ინფორმაციის მისაღებად. ამიტომ დააკვირდით რა იდეები მოგდით თავში.
4) რა სახის კითხვებს მისვამენ ყველაზე ხშირად ადამიანები?
დააკვირდი რა რჩევების მიღება სურთ შენგან. ეს შეიძლება იყოს იმ ფასეულობის მთავარი ინდიკატორი, რომელიც შენი სახით მოევლინა დედამიწას. >>>>> მეტის წაკითხვა >>>>>>