დაიცავი და დაგიცავს <3
ბალუ კარდონის ყუთში კიარას ეხუტება და გელოდება შენ, ერთგულ მეგობარს.
ეს ამბავი სწორედ ახლა, ჩვენ გვერდით წინასაახალწლო დღეებში მოხდა…
დაიბადა ქუჩაში, დედიკო კი აჭმევდა, მაგრამ ერთ დღესაც საჭმლის საძებნელად წასული ვეღარ დაბრუნდა. ბალუ და მისი 7 და-ძმა სითბოს და საკვების გარეშე დარჩნენ.
თოვლიან ღამეს ბევრი იტირეს, მაგრამ ახალი წლის სამზადისში ქალაქი დაყრუვდა. შიმშილიში,სიცივეში, დაღლილებს და დაკარგულებს იქვე დათოვლილ ქვებზე ჩაეძინათ. ცივი მტვრევადი ღამის შემდეგ, მხოლოდ სამმა გაიღვიძა, დანარჩენებს კი უხმოდ ნაწყენებს და გაყინულებს სამუდამოდ ჩაეძინათ. ეხლა ბალუ და პატარა გოგო კიარა შეფარებულ ადგილას კარდონის ყუთში ცხოვრებენ. რწყილები მოაშორეს და დღეში ოთხჯერ აჭმევენ, სათამაშოებიც კი აჩუქეს, მაგრამ ეს არ არის გამართლება და გადარჩენა!
როცა გტკივა მიდიხარ დასასრულისკენ, სადაც რაღაც ახალს კეთილს და თბილის დაიწყებ. შენ შენ ხარ, შეგიძლია მართო და გადაარჩინო შენი შენ. აი ბალუს არ შეუძლია, არც კიარას და არც მათ დედიკოს შეეძლო. ჩვენს გარეშე დასასრულისენ სამუდამოდ იკარგებიან და ვეღარ დგებიან.
ბალუ კარდონის ყუთში კიარას ეხუტება და გელოდება შენ, ერთგულ მეგობარს.
ელოდება სითბოს.
აღარ შეეშინდება.
დაიცავი და დაგიცავს .
595 67 30 62
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
:* :*
ra sakvarlebi arian. 🙂
rogori saocari tvalebi aqvs 🙂 ra sayvarlebi arian