გველისმჭერის ზონა – სულიერი ტრანსფორმირების ეტაპი
ქეთი ვაწაძე
16 ნოემბერს იწყება ე.წ. უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რომელიც ასტროლოგიაში ცნობილია როგორც ,,დამწვარი გზა,,. მზე მოძრაობს ,,ფაეტონის დამწვარ გზაზე,, (მორიელის 24-30 გრადუსი). ეს პერიოდი მთავრდება 22 ნოემბერს.
როგორც ბევრისთვის უკვე ცნობილია ,,დამწვარი გზა,, მდებარეობს გველმჭერის ზონაში (ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანში, რომელიც მხოლოდ მისტიკური ხასითისაა. )
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ეს პერიოდი დაკავშირებულია მითთან ფაეტონის შესახებ, რომელმაც ვერ გაუძლო გამოცდას და ზეციდან მიწაზე ჩამოვარდა. გველისმჭერის სიმბოლო გველია, რომელიც თავის კუდს კბენს. ის შედგება ორი ნაწილისგან – ოქროსფერის და ვერცხლისფერისგან.
ვერცხლისფერი დაკავშირებულია მორიელის უკანასკნელ 7 გრადუსთან, ოქროსფერი კი – მშვილდოსნის პირველ 7 გრადუსთან. ზოდიაქოს სწორედ ეს ნაწილი (მორიელის 24-30 გრადუსი) მოიაზრება გაგებაში, რომელსაც Via combusta, ანუ ,,დამწვარი გზა,, და ფაეტონის მისტერია ჰქვია. ეს დღეები ასტროლოგიაში ცნობილია როგორც გზა, რომელზედაც რთული პერიოდი გველის.
16-დან 22 ნოემბრამდე დღეებში ყველა ადამიანი ერთგვარ გამოცდას გადის. ეს ,,გზა,, თვალნათლივ ანახებს ადამიანებს თავისივე შიდა ბუნებიდან მოსალოდნელ ცდუნებებს, შეცდომებს, რასაც სამყარო შვიდი ცოდვის მიხედვით გვიფასებს: ურწმუნოება, მრისხანება, სიძუნწე (მომხვეჭელობა), აღვირახსნილობა, შიში, სიცრუე, ამპარტავნება.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული – როგორ გაივლის ამ გამოცდებს. ამ პერიოდში აუცილებელია ყურადღების გამოჩენა, გაცნობიერება, რა და რატომ ხდება. ეს მნიშვნელოვანია მით უფრო მათთვის, ვისთანაც გველმჭერის გრადუსები (მორიელის 24 – დან მშვილდოსნის 7 გრადუსამდე) მკაფიოდაა გამოვლენილი პირად ჰოროსკოპში. ბევრი ადამიანისთვის ეს შესაძლოა ცოტა რთული პერიოდიც კი აღმოჩნდეს – შესაძლებელია დავადებების გამწვავება, ძველი პრობლემების გააქტიურება და სხვ.
გველისმჭერის ენერგია ზოდიაქოს წრეს სპირალად გადააქცევს, აჩვენებს რა განვითარების ახალ გზას ნაცვლად ჩაკეტილ ზოდიაქალურ წრეზე გამუდმებული მოძრაობისა სპირალი – ეს არის წრე, რომელიც უნდა გადაილახოს, გაიხსნას, რათა მოხდეს სულიერი ტრანსფორმირება, ბედისწერაზე გამარჯვება. გველისმჭერი – სულიერი აღორძინების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსთან, სხვა სამყაროებთან გვაკვშირებს.
ამ ორკვირიანი პერიოდის მსვლელობისას ადამიანებს მოუწევთ მხოლოდ თავიანთ იმედად ყოფნა. გველისმჭერი გვასწავლის, შიში – სიბოროტის მთავარი იარაღია, ხოლო მისი ყველაზე საშინელი გამოვლინება, სიცრუეა.
ის, ვინც შეძლებს ამის გაცნობიერებას და დაძლევს შიშს – გათავისუფლდება! სხვებს კი, უარეს შემთხვევაში, მოუწევთ მითოლოგიური ფაეტონის გზის გამეორება – სიცრუით ცდუნება, მარცხი და ,,დამწვარი გზა,, ფეხ ქვეშ.
მორიელიდან მშვილდოსანში გადასვლის მომენს (ანუ, მორიელის 30 გრადუსს (22.11) ან მშვილდოსნის ნულ გრადუსს) – გათავისუფლების წერტილი ეწოდება.
ეს არის სულიერი გამოღვიძების ნიშანი, რომელიც კოსმოსთან გვაკავშირებს, რომლის დროსაც თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ,,მოულოდნელობები, შემთხვევითი მოვლენები,,. დააკვირდით თქვენს ცხოვრებას – ამ დღეებში შესაძლოა ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ საკუთარი თავის შესახებ.
იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ჩვენგანში მთელი ზოდიაქოა მოცული, ნებისმიერმა ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს გველმჭერის ,,ჩართვა,, საკუთარ ცხოვრებაში. ეს ხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი მზადაა საკუთარ ხელში აიღოს თავისი ბედის სადავეები და განვითარების ახალ ეტაპზე სურს გადასვლა, როდესაც სუფთა ფურცლიდან სურს ცხოვრების დაწყება. სწორედ ასეთ დროს იხსნება ზოდიაქოს წრე და წრე გარდაიქმნება სპირალად.
ეს ხდება საკუთარ თავში მონის განადგურებით, ცნობიერების გაფართოებით, საკუთარ თავში ღვთაებრივი არსის გაცნობიერებით. ადამიანი თვითონ ირჩევს საუთარ მომავალს. განვითარების ამ საფეხურზე, გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შედეგად კარმის მარწუხები იმსხვრევა.
«Via Combusta» აჩვენებს გზას, რომელიც უნდა გავიაროთ ფატუმის გადასალახად. მართალია, ამ გზაზე ბევრი და მძიმე გამოცდა გველის, მაგრამ თუ ადამიანი მას წარმატებით აბარებს, მას შესაძლებლობა ეძლევა გაარღვიოს კარმული წრე და თავისუფლება მოიპოვოს. ამ ,,გზის,, გრადუსები მეტწილად დაკავშირებული არიან სატურნთან – დიდი უბედურების პლანეტასთან, რომელიც გვამოწმებს მდგრადობასა და გამძლეობაზე
,,დამწვარი გზის,, თითოეული გრადუსი სიმბოლურად დაკავშირებულია სეპტენერის 7 პლანეტასთან. ვნახოთ აბა, რაზე გვამოწმებს სამყარო:
მორიელის 24-ე გრადუსი (16.11.) – სატურნის ფუნქციების მიხედვით – ფასეულობათა სისტემაზე, ცდუნება ურწმუნოებით, ზედმეტი თავდაჯერებულობითა (ამპარტავნება) და თვითდამკვიდრებით.
მორიელის 25-ე გრადუსი (17.11.) – მარსის ფუნქციების მიხედვით – ნებისყოფაზე, აქტიურობაზე, გამბედაობასა და სიმამაცეზე. ცდუნება აგრესიაზე, უხეშობასა და ბრაზზე.
მორიელის 26-ე გრადუსი (18.11.) – მთვარის ფუნქციების მიხედვით – სულიერებასა და სულიერ სისუფთავეზე, ცდუნება შიშით, შურითა და გულღრძობის მიხედვით.
მორიელის 27-ე გრადუსი (19.11.) – ვენერას ფუნქციების მიხედვით – გრძნობებში ჰარმონიასა და მატერიალურ სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე, ცდუნება ვნებით, აღვირახსნილობითა და სიძუნწით.
მორიელის 28-ე გრადუსი (20.11.) – მზის ფუნქიების მიხედვით – თვითშეგნებასა და შემოქმედებით საწყისზე, ცდუნება ეგოიზმით, თვითგანდიდებითა და მანკიერი შემოქმედებით.
მორიელის 29-ე გრადუსი (21.11.) – მერკურის ფუნქციების მიხედვით – აზრებისა და კონტაქტების სისუფთავეზე, ცდუნება სიცრუით, ქურდობით, პლაგიატობითა და ჭორებით.
მორიელის 30-ე გრადუსი (22.11) – იუპიტერის ფუნქციების მიხედვით – საზოგადოებრივი კანონების დაცვაზე, ავტორიტეტის, კოლექტიური ნეგატიური ენერგიების გამოყენებაზე, ცდუნება ძალაუფლებით, სხვების ხარჯზე საკუთარი თავის დამკვიდრებითა და კანონების დამახინჯებით
თუ ადამიანი ღირსეულად გადის ,,დამწვარ გზას,, რომელიც დაკავშირებულია გველის წრის გარღვევასთან, ფატუმისა და ბედისწერისგან გათავისუფლებასთან, მორიელის 30-ე გრადუსის (22.11) შემდეგ, ის გადის ფაეტონის ნათელ გზაზე, რომელიც მშვილდოსნის 7 გრადუსისგან შედგება, მას ასევე «Via Vital» ჰქვია.
მორიელის ბოლო გრადუსები სიმბოლურად შეესაბამებიან ბრძოლას და ბნელ ძალებზე გამარჯვებას. ისინი დაკავშირებულნი არიან გველ – მაცდუნებელთან. ხოლო მშვილდოსნის პირველი შვიდი გრადუსი გვაძლევს მფარველი ანგელოზის დახმარებას და დაცვას.
ერთი სიტყვით, ,,დამწვარი გზის,, არსი მდგომარეობს ადამიანის ცოდვებისგან განკურნებაში, კომპლექსებისა და შიშებისგან გათავისუფლებაში. ის ადამიანს აძლევს გარდასახვის საშუალებას და ანიჭებს უზარმაზარ ძალას, რომელიც მან საზოგადოების, სხვების საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს
სასიკეთო ტრანსფორმაციას გისურვებთ
წარმატებები თქვენ! 🙂
ქეთი ვაწაძე
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
4 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
didi madloba qeti <3
zustad am periodshi 2007 moxda is risi shedegic exla maqvs saxeze. chemi ojaxi. 3 shvilit. aucileblad gavitvaliscineb. didi madloba.
ზუსტ დროს მომისწრებ ხოლმე,მაშინ როცა უამრავი კითხავ მებადება:* გაიხარე,რომ ასე გამახარებ ხოლმე.
ra gvian cavikitxe…morielis 25 gradusi ver gaviare(((