ახალი, მამლის წელი მოდის !
ქეთი ვაწაძე
2017 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით წითელი ცეცხლოვანი მამლის წელს განეკუთვნება.
რა შეიძლება ვთქვათ კონკრეტულად ცეცხლოვანი მამლის ხასიათზე?
ცეცხლოვან მამალს უყვარს უფროსობა, გამოირჩევა ფიცხი ხასიათით და თავის აზრს, დაუფარავად, ყველას სახეში ახლის. ეს თვისება ხელს უშლის წარმატებისა და კარიერის გზაზე, მას უჭირს იმის გაცნობიერება, რომ თუ რეალური წარმატების მიღწევა სურს, ექსცენტრულობა და აგრესიისკენ მიდრეკილება უნდა მოთოკოს. ეს მისი აქილევსის ქუსლია.
სტიქია – ცეცხლი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შინაგანი ენერგია, მოძრაობა, სიცოცხლისმოყვარეობა, შთაგონება, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გარდაქმნების მოთხოვნილება, მოულოდნელობა და სიკაშკაშე. ცეცხლი ძლიერი სტიქიას წარმოადგენს და თუ მასთან ურთიერთობისას წინდახედულებასა და სიფრთხილეს გამოვიჩენთ, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის.
ფერები – ამ წლის ფერებია ყველა ის ფერი, რომელიც ცეცხლს უკავშირდება – წითელი, ალისფერი, ნარინჯისფერი და ყველა მათი ტონალობები, ასევე ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, ოქროსფერი. მამალს უყვარს სიკაშკაშე, საზოგადოებაში თავის გამოჩენა, გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და ფერთა შეხამების უნარით, ამიტომ ამ წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ესთეტურობა, დახვეწილობა, როგორც ჩაცმაში, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში.
ქვები – ცეცხლოვანი მამალი უპირატესობას ანიჭებს მბზინავ, თვალში მოსახვედრ საშუალო ზომის ქვებს. ამ წელს წარმატებას მოიტანს ქვები და მინერალები, რომელსაც კაშკაშა ანარეკლი აქვთ. საუკეთესო ვარიანტი იქნება ქვების ტარება გულსაკიდის, საყურის და საკიდის (,,ბრელოკი,,) სახით. კატის თვალი, ხარის თვალი, ზურმუხტი, ძოწი – ეს ქვები 2017 წელს სიყვარულში წარმატების მომტანია.
ეს არის ჩინური ზოდიაქოს მეათე ნიშანი და დასავლურ ჰოროსკოპში შეესაბამება მეათე ზოდიაქოს, თხის რქის ნიშანს.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
მამლის შესაფერისი პარტნიორებია: გველი, ხარი და დრაკონი. სამივე ჯეროვნად აფასებს მამლის კაცთმოყვარეობას, გულუხვობას, პატიოსნებას და ნაკლებად ღიზიანდება მისი ექსცენტრულობის გამოვლენისას.
მამალის დადებითი თვისებებია: სულის სიმტკიცე, სიმამაცე, რაინდული ბუნება, პრინციპულობა, ორგანიზატორული ნიჭი, პროფესიული ალღო, რისკიანობა, შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, მიზანდასახულობა, გულწრფელობა, ესთეტიზმი, შინაგანი წესიერება.
უარყოფითი მხარეები: ექსცენტრულობა, ეგოცენტრულობა, აგრესიულობა, გადაჭარბებული სიჯიუტე, სიფიცხე, ბაქიობა. ხშირად მეტისმეტად კონსერვატორი და მკაცრია. მოიკოჭლებს დიპლომატიაში.
მამლის წელი ჩინური კალენდრის მიხედვით 2017 წლის 28 იანვარს შემოდის.
მამლის წლებია: 1945, 1957, 1969, 1981, 2005, 2017, 2029.
მამლის ზოგადი დახასიათება
აღმოსავლურ ზოდიაქოში მამალი ნიჭიერ, არასტანდარტულ, კაშკაშა, დახვეწილ და კომუნიკაბელურ ნატურად მოიაზრება. მოსწონს, როცა ყურადღებას აქცევენ, უყვარს კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები.
საზოგადოებაში ყოველთვის გამოირჩევა ინდივიდუალობით, ყველასთვის თვალში საცემი და დასამახსოვრებელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნიშან-თვისებებით. ეს შეიძლება იყოს მისი დახვეწილი გარეგნობა, გამორჩეული ინტელექტი და თანდაყოლილი არისტოკრატიზმი, ან სულაც, გამორჩეული ჩაცმის სტილი, ხასიათის ექსცენტრულობა, სიფიცხე, ლიდერობის სურვილი და საუბრის გამომსახველობითი მანერა.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
მებრძოლი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ამბიციური, ასევე გამოირჩევა გულწრფელობითა და პირდაპირობით. ის ერთგული და საიმედო მეგობარია.
საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში მამალი წარმატებით სარგებლობს, მომხიბლავია, არასდროს განიცდის თაყვანისმცემელთა ნაკლებობას, თუმცა ძალიან უჭირს პარტნიორის შერჩევა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ამ თვისების გამო, შეიძლება ითქვას, ერთგულებით არ გამოირჩევა. მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა, შინაგანად ბევრს ორჭოფობს სიყვარულში, რაც საპირისპირო სქესის გულის ტკენის საბაბი ხდება. დაკვირვებულია პირად ურთიერთობებში და ადვილად არ ებმება სიყვარულის მახეში, მაგრამ თუ არჩევანი გააკეთა და შეუყვარდა, თავისი სიყვარულის ერთგული რჩება. და მაინც, მამალი შესანიშნავი მეოჯახეა, ის ღირსეულად და ამაყად იცავს თავის ქათმებს და ურჩევნია მყარი ურთიერთობა კარიერის აწყობის შედეგ დაიწყოს, რაც მას მეტ თავდაჯერებას მატებს მას.
მამლის ცხოვრებაში არის აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები ცხოვრების სამივე ფაზაში, თუმცა თანდაყოლილი შინაგანი სიძლიერის წყალობით მას შეუძლია ნებისმიერი მარცხის შემდეგ ისევ მტკიცედ დადგეს ფეხზე. საბოლოო ჯამში, მამალი, როგორც კარიერაში, ისე სიყვარულში, საკმაოდ წარმატებულ ნიშნად ითვლება.
მას შეიძლება გაუმართლოს ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში, ნებისმიერ საქმიანობაში, რასაც ხელს მოკიდებს. უნარი აქვს გამოჩენილი და სახელგანთქმული გახდეს. როგორც ჩინელები ამბობენ, მამლის მტერი მხოლოდ სიზარმაცე და ზედმეტი პირდაპირობაა, რის გამოც პოლიტიკური კარიერის აწყობა უჭირს, თუმცა ამ უკანასკნელს მის ექსცენტრულ ბუნებას მიაწერენ და აგრესიაში არ უთვლიან.
სინამდვილეში მამალი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა და შეუძლია აგრესიულიც იყოს, განსაკუთრებით ცეცხლოვანი მამალი. ეს ნიშანი ასევე დამკვირვებლური ხასიათით, მაღალი ერუდიციითა და გონებამახვილობით გამოირჩევა. თუ ვინმე მოინდომებს მამლის უთანასწორო ბრძოლაში გამოწვევას ან ზურგიდან მოვლას, არაფერი გამოუვა, რადგან ყველა წვრილმანს ამჩნევს. ის აუცილებლად ღია ბრძოლაში გამოიწვევს მეტოქეს და დაამარცხებს კიდეც. ღირსეულად იბრძვის და ცდილობს თავისი სიმართლის ბოლომდე გატანას.
მამლის ზოდიაქო გამოჩენილი სარდლების, სამხედრო პირების ნიშნადაც მოიაზრება და სწორედ აქ, უშიშარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებში ვლინდება მისთვის დამახასიათებელი რაინდობა. მას ბოლომდე შეუძლია ბრძოლა საკუთარი პრინციპების დასაცავად და სიკვდილსაც კი ღიმილიანი სახით ხვდება. ის ჯეროვნად აფასებს როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ისე მოსალოდნელ საფრთხეებს, თუმცა რისკის მიუხედავად, მაინც უკან არ იხევს. ერთ წამს მშვიდი და დინჯი, მეორე წამს თავგანწირვით უშიშრად იწყებს ბრძოლას.
ეს ნიშანი მახვილი გონების, გამჭრიახობის და პიროვნული მომხიბლველობის წყალობით ახერხებს საჭირო კონტაქტების დამყარებას, რაც ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში, მნიშნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაში, მთავარია არ გაზარმაცდეს და ცხოვრების ბეც ფილოსოფიას არ მიყვეს, თორემ მოხეტიალე, არაპრაქტიკულ მოაზროვნედ ყალიბდება, რომელიც ამაოდ ცდილობს ყველგან საკუთარი წესრიგის დამყარებას.
მას არ უყვარს არაფერი დაფარული, ამიტომ ძალიან მომთხოვნია გულწრფელობის თვალსაზრისით. იმისთვის, რომ მამალი მუდამ თავდაჯერებული იყოს თავის თავში, მას სტიმულისთვის კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები სჭირდება, ოღონდ თავისი გულუბრყვილო ბუნების გამო სიფრთხილის გამოჩენაა მუდამ საჭირო პირფერი ადამიანების მახეში რომ არ გაებას. მამალმა ზომიერება უნდა დაიცვას, რათა ბაქიაობაში არ გადავარდეს.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>