რა არის ასცედენტი?
ქეთი ვაწაძე
ასტროლოგის ფოსტიდან
მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მითხარით, რას განსაზღვრავს პირად ჰოროსკოპში ასციდენტის და მთვარის მდებარეობა სხვადასხვა ნიშნებში? მაგალითად, მე ვარ მორიელი, ასციდენტი მაქვს მშვილდოსანში, მთვარე კი ვერძში.
ასტროლოგიაში ასცედენტი, ან აღმავალი ვარსკვლავი, თქვენი ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ელემენტია.
ის განსაზღვრავს თქვენს გარეგნულ მხარეს, ანუ, თქვენს დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ და ასევე, როგორ აღგიქვამს თქვენ გარესამყარო. ადამიანები, გაცნობის პირველი ათი წუთის მანძილზე, თქვენში სწორედ თქვენი ასციდენტის ნიშანს ხედავენ და მის მიხედვით ექმნებათ შთაბეჭდილება თქვენზე. ეს ერთგვარი თქვენი იმიჯია.
ბევრი ასტროლოგი მას შესასვლელ კარს ადარებს, რომელიც პირველი გხვდება ზღურბლზე სანამ შიგნით, ბინაში, ანუ ადამიანის შიდა სამყაროში შეხვიდოდე. ეს ერთგვარი ნიღაბია, რომელსაც გარესამყაროსთან საურთიერთოდ ატარებთ. როგორც ნებისმიერ ნიღაბს, მასაც შეუძლია ჭეშმარიტი სახის დამალვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ნამდვილი სახის შემადგენელ ნაწილად გვევლინება. ეს ის სახეა, რომელსაც ასე თავისუფლად და ბუნებრივად წარუდგენთ ხოლმე ირგვლივმყოფებს. რამდენადაც ასცედენტი _ ეს არის ნიშანი, რომელიც ამოდის ჰორიზონტზე თქვენი დაბადების მომენტში (აქედან მომდინარეობს ტერმინი “აღმავალი ნიშანი”), ის ასახავს იმ მომენტს, როდესაც დაიწყო თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრება ამქვეყნად.
მას თქვენი `მეს~ ნიშანსაც უწოდებენ. მოკლედ, შემიძლია ვივარაუდო, რომ ადამიანები თქვენ აღგიქვავენ როგორც კომუნიკაბელურ, აქტიურ, ოპტიმისტ ადამიანს (ასცედენტი მშვილდოსანში), რომელსაც უყვარს პირველობა, ლიდერობა, ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი და უხეშია (მთვარე, ანუ ემოციური ცენტრი ვერძში), ამასთან, არის საკმაოდ დაკვირვებული, მიზანსწრაფული, მებრძოლი ბუნების ადამიანი. უყვარს საიდუმლოებების ამოხსნა და აინტერესებს სამყაროს ეზოთერული მხარე. კიდევ ბევრი ინფორმაციის დაწერა შეიძლება თქვენი პლანეტების და თქვენს შესახებ, მაგრამ ამის საშუალებას გვერდის ფორმატი არ გვაძლევს. წარმატებები!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
gmadlobt saintereso impormaciistvis.