ასცედენტი სასწორში
სასწორის ესცედენტები ყველას ხიბლავენ. ისეთ მშვიდ, წყნარ და სასიამოვნო ადამიანებად გვაჩვენებიან, პირდაპირ გაოცებული დარჩებით, როცა ცოტა ახლოს გაიცნობთ და გაიგებთ, რომ უსიამოვნებები აქვთ ადამიანებთან. ხშირად დაძაბული ურთიერთობები აქვთ, და რთული გამოსაცნობია, რატომ. ისინი პასიურობით ხიბლავენ სხვებს და არც კი იციან რას იზამდნენ სხვების გარეშე. მათ მომხბლავი ღიმილი აქვთ, ზრდილობიანი მიმართვები და იოლად საურთიერთობო, ადვილად დასაყოლიებელი ადამიანის იმიჯი.
თუნდაც კარგი გარეგნობით არ იყვნენ დაჯილდოებულნი, მაინც მიმზიდველები არიან. ძალიან დიდ დროს უთმობენ გარეგნობას, იმ ფერებს რასაც ატარებენ, თმებს, სიარულის მანერას. ძალიან დამაჯერებლები არიან, კარგი დიპლომატები, შესანიშნავი მედიატორები და დამხმარეები.
მოსწონთ აქტიური თავდაჯერებული პარტნიორები და თუ უნდათ რომ პრობლემები არ ჰქონდეთ ურთიერთობაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ ამ ,,კრავის“ იმიჯის მოხსნა და მოიშალონ ყველაფრის პარტნიორზე გადაბრალება. ფსიქოლოგიური თავისებურებები – ტაქტი და დელიკატურობა, ხიბლი და სილამაზე, დიპლომატიურობა და ხალხის დარწმუნების უნარი.
ფიზიკური თავისებურებები – სასწორის ასცედენტ კაცებს ხშირად ქალური სილამაზე აქვთ, ქალებს კი პირიქით, რაღაც მაინც ურევიათ გარეგნობაში საპირისპირო სქესის.
გემოვნებით იცვამენ და განსაკუთრებულ მნიშვნელობა ფერთა შეხამებას ანიჭებენ. ხშირად მათი ფავორიტი ცისფერი და წითელი ფერებია.
ინტერესები – სიყვარული, რომანტიკა, დეკორაციული ხელოვნება, პოპულარული მუსიკა. უმაღლესი ღირებულებები – სილამაზე, სიყვარული, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მშვიდობა.
სასწორის ასცედენტი ცნობილი ადამიანები – მაიკლ ჯექსონი( ქალწული), ლეონარდო დიკაპრიო (მორიელი), ალენ დელონი (მორიელი), ადოლფ ჰიტლერი (კურო), ავრილ ლავინგი (სასწორი), ჯენიფერ ლოპეზი(ლომი), ბრიტნი სპირსი(მშვილდოსანი), ჯენიფერ ანისტონი (მერწყული), აიშვარია რაი(მორიელი) და სხვა.
მოამზადა დოჩი გოგოხიამ