ასტროლოგიური მაღაზია

არყის ხე (24 დეკემბერი – 20 იანვარი) – დრუიდების ჰოროსკოპი

არყის ხეკელტურ მითებში მზე გაიგივებული იყო არყის ხესთან. ეს ხე პირველი ირთვება ფოთლებით და ამით გვამცნობს ახლის, ახალი ციკლის დასაწყისს. არყის ხის ტოტი დრუიდების და ბარდების განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომლებიც მას თავიანთ ტუნიკაზე ამაგრებდნენ. კელტურ მთვარის ზოდიაქოში უსახელო დღე იმყოფება არყის ხესა და ანწლს შორის, სიმბოლურად – დაბადებასა და სიკვდილის დაუსრულებელი ციკლის გუშაგებს შორის.

არყის ხესთან დაკავშირებული თეთრი ირემი – ყველა კელტური მითების პერსონაჟი, მზის მეფეების შვიდთვიანი მეფობის სიმბოლოა.

არყის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ორ ტიპად იყოფიან. ადამიანების ხასიათი, რომლებიც დაბადებულნი არიან ამ ნიშნის პირველ ორ კვირაში, განისაზღვრება ახალი მთვარის დროს, ხოლო ბოლო 2 კვირაში დაბადებულების – სავსე მთვარის პერიოდში.

ახალ მთვარეზე დაბადებული ხალხი უფრო იმპულსური და ემოციურია, მაგრამ ამავე დროს,  სუბიექტურობისა და ინტრავერტობისკენ  მიდერკილი. მათი ხასიათის დადებითი თვისებებია: სიმტკიცე და თავდაჯერებულობა. ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დიდ სიჯიუტეს და მიზანსწრაფულობას იჩენენ მიზნის მიღწევისას.

სავსე მთვარის დროს დაბადებულმა კი ზუსტად იციან, რა უნდათ. მიდრეკილნი არიან ობიექტურობისკენ და ერთგულებისკენ. თუმცა აქვთ უარყოფითი ნიუანსი – არ უწევენ  რეალობას ანგარიშს.

დრუიდებს სჯეროდათ, რომ არყის ხე არის ხე, რომელსაც შეუძლია ძალიან მაღალი გაიზარდოს და ამიტომ, ასტროლოგიური გაგებით, ადამიანები, დაბადებულნი არყის ხის ნიშნის ქვეშ კელტურ ღმერთს, ,,ტალეზინს,, ჰგვანან და უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, თუმცა ცხოვრების გზაზე დიდი სიმტკიცის გამოჩენა მოუწევთ არსებული სირთულეების გადასალახად.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი