არტ-თერაპიის შესახებ
ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარებისთვის, დაძაბულობის მოხსნისთვის ან საკუთარი თავის თამამად რეალიზებისთვის, აუცილებელი არ არის ყოველთვის ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. რთული მდგომარეობის გასაღები როგორც წესი, ყოველთვის თან გვაქვს, ან სადმე გვერდით – ფერის, ბგერის, ტექსტის, პლასტიკის თუ მოძრაობის სახით …
აბა გაიხსენეთ რამდენჯერ გიგრძვნიათ სიმსუბუქე თუნდაც მარტივი მელოდიის მოსმენისას ან გათავისუფლებულხართ ემოციური ტვირთისგან ფურცელზე გრძნობების გადატანით… გიწერიათ ლექსები მონატრების დროს და გიცეკვიათ დილამდე, ემოციებისგან დასაცლელად …
თავის გამოსახატად ხელოვნებას ამა თუ იმ დარგის გამოყენება ჯერ კიდევ პირველყოფილი წყობილებიდან მოგვდევს… შემოქმედებისა და ხელოვნების გავლენაზე ჩვენს ყოფით ცხოვრებაზე ფსიქოლოგებიც დიდი ხანია საუბრობენ…
რამაც დასაბამი მისცა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებას – ხელოვნების ფსიქოლოგიას. რომელიც დღეს
აქტიურად იკვლევს არა მარტო ხელოვანის შინაგან სამყაროს, მის შემოქმედებასა და ნამუშევრებში ჩაშიფრულ სამყაროს, არამედ იმასაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელოვნება კონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში განტვირთვის, ან რიგითი სტრესის მოხსნის დროს.
სწორედ ხელოვნების ფსიქოლოგიის პირმშოა ე.წ არტ-თერაპია (Art-therapy), რომელიც დასავლურ ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია და ეფექტური, საქართველოში კი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. არტ-თერაპიაში შედის ცეკვითი თერაპია, მუსიკა-თერაპია, ფსიქო-დრამა და სხვა. ამგავრი თერაპიები ადამინებს ეხმარება, ერთმანეთთან დაახლოებაში, საკუთარი თავის ძიებაში, პრობლემების გადაჭრასა და პოზიტიური ემოციით დატვირთვაში.
ამბობენ, ადამიანი საკუთარი თავის ფსიქოლოგი ადამიანი თვითონ არისო… და რატომაც არა? გამოვიყენოთ ხელოვნება, როგორც თვით-თერაპიის იარაღი. ხშირად მოვუსმინოთ სასიამოვნო, საყვარელ სიმღერებს, მელოდიებს, თუ ცეკვაც გვიყვარს, ვიაროთ ცეკვის წრეზე და დავიხარჯოთ უარყოფითი ემოციისგან.
ხშირად ვიაროთ თეატრში, კინოში, გამოფენებზე თუ კონცერტებზე… ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისდამიუხედავად, საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი კულტურული ღონისძიება ტარდება, რომლებზე დასწრებაც ყველასთვის თავისუფალია.
ყოველდღიურ კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობით, იქნებ თქვენშიც აღმოაჩინოთ უნარი, რომელიც საკუთარი განცდების, შეხედულებების რეალიზებაში დაგეხმარებათ და გაგათავისუფლებთ იმისგან რაც გაწუხებთ…
მოამზადა ანი რაინაულმა
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ვაღიარებ, ჩემი შვილია 🙂
მაგარი ხარ ანიიიი… სალბუნი ამაყობს შენით 🙂
ჩემო სულის მალამო, ფაქიზო და ძალიან ღრმა ადამიანო, უზომოდ მიყვარხარდა ვამაყობ, რომ შენი დედიკო ვარ……