აზრი, როგორც დაავადების მიზეზი
ჯანმრთელობაზე საუბრისას, სასურველია, გავერკვეთ, რამდენად ჯანსაღი აზრები გვაქვს… ცხოვრებისეულ მოვლენებს თურმე ჩვენი აზრებით ვაყალიბებთ, მათგან მომდინარეობს ჩვენი დაავადებებიც, რადგან ცუდი აზრები – შიში, გრძნობები, ემოციები(გაბოროტება, ეჭვიანობა, დანაშაულის გრძნობა, სასოწარკვეთა და უკმაყოფილება) ძალიან სახიფათოა. ფიქრიც კი „მე არავის ვუყვარვარ‘‘ – შეიძლება მძიმე დაავადებების მიზეზი გახდეს, რადგან ეს შიში ბლოკავს კუდუსუნს – ჩაკრას,სადაც ცხოვრებისეული ენერგიის წყაროა.
თუ ადამიანი ვერ გრძნობს სიყვარულს, მისი იმუნიტეტი ძალიან სუსტდება – იწყება სექსუალური პრობლემები, კონფლიქტი ადამიანებთან ურთიერთობისას. შიში – „მე არავის ვუყვარვარ‘‘ – ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩნდება. თუ ქალი ორსულობისას არ არის დარწმუნებული, უნდა თუ არა შვილის გაჩენა, ეს აისახება ბავშვზე. ფსიქოლოგთა ნაწილი თვლის, რომ როცა ქალი თუნდაც აზრის დონეზე უარს ამბობს ბავშვზე ორსულობის პირველ თვეში – იბადება პოტენციური მწეველი, აბორტის გაკეთების სურვილი მეორე თვეში იწვევს პოტენციური ლოთის დაბადებას, თუ ასეთი სურვილი ორსულობის მესამე თვეში უჩნდებათ, იბადება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, მეოთხე თვეში თუ მოისურვა დედამ ბავშვის მოცილება, ჩნდებიან ნარკომანები,მეხუთე თვეში – დამნაშავეები და მანიაკები, ხოლო მეექვსე თვეში – თვითმკვლელები. დედის აზრობრივი ან სიტყვიერი ცოდვის განეიტრალება მხოლოდ ბავშვს ძალუძს, დედას შეუძლია დაეხმაროს შვილს იმით, რომ სთხოვოს პატიება თავისი შიშის გამო, რომ ვერ შეძლო სიყვარულით შემოეშვა სამყაროში პატარა არსება.
დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეპიდემიის დროს ზოგი მყისიერად ავადდება, ზოგს კი ვირუსი არ ეკარება? ანდა, მიუხედავად წამლების მიღებისა დაავადებები, განსაკუთრებით ქრონიკული, მხოლოდ დროებით იკურნება, ხან კი ახალიც ჩნდება? ხალხური სიბრძნე გვამცნობს, რომ ყვლა დაავადება ნერვული სისტემის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩნდება, კარმული მედიცინა კი თვლის, რომ ადამიანები საკუთარი შიშების გამო ავადმყოფობენ, შეშინებული ადამიანი ხომ მთელი ცხოვრება თავისი შიშების კონცენტრირებას ახდენს, პატარა წყენას დიდ, დამანგრეველ ღვარძლად, ბოღმად აქცევს.
ავთვისებიანი და სხვა სახის სიმსივნეები ჩნდება კონცენტრირებული ღვარძლის შემთხვევაში. სასქესო ორგანოების სიმსივნე უჩნდებათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სძულთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ღვარძლი აქვთ ან უგულებელყოფენ მათ. საშვილოსნოს დაავადებები უჩნდებათ ისეთ ქალებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ ცუდი დედები იქნებიან. მუცლისა და კუჭის დავადებები აწუხებთ იმ შემთხვევაში თუ ძალაუფლების წყურვილი აქვთ ანდა უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ არა აქვთ ძალაუფლება. ბრმანაწლავი იმ დროს ღიზიანდება, როცა ადამიანი ნაღვლობს ან თავს დამცირებულად გრძნობს. სიმსუქნის მიზეზი განუხორციელებელი მიზნებისადმი სწრაფვაა ან დაუცველობის შეგრძნება.ქალთა უმრავლესობა იმიტომ იმატებს წონაში, რომ ეცოდება საკუთარი თავი, ფიქრობს, რომ არავის უყვარს. არის შემთხვევები, როცა ადამიანს მშობლების მისამართით დათრგუნული ბრაზი, ბოღმა აქვს, რაც იწვევს ნივთიერებათა არასწორ ცვლას, ამას კი შედეგად მოჰყვება წონაში მომატება. კენჭები ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში უჩნდება ისეთ ადამიანს, რომლებსაც მტრული გრძნობა აქვთ ვინმეს მისამართით. გულის დაავადებებს იწვევს დანაშაულის შეგრძნება მუდმივად, უიმედობა, შიში იმის გამო, რომ არ ხარ სიყვარულის ღირსი, რომ შენს სიყვარულს ვიღაც არ იზიარებს ან როცა თავად თრგუნავ საკუთარ გრძნობას. ინფარქტი და ინსულტი ცხოვრებასთან მებრძოლ ადამიანებს ემართებათ, ამიტომ ამ მიზეზით გარდაცვლილთა უმეტესობა არიან მამაკაცები, რომლებიც მთელი ცხოვრება ნებისმიერი საშუალებებით წინ მიიწევენ. ასეთები ხშირ შემთხვევაში არ აძლევენ თავს ტირილის უფლებას და რაიმე სხვაგვარი გზითაც ვერ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს გაჭირვების ჟამს. ყელის დაავადებები, ბრონქიტი ან ასთმა აწუხებთ იმ შემთხვევაში, როცა წყენის დავიწყება, პატიება არ შეუძლიათ. ბავშვს ყელი ხშირად სტკივა მაშინ, როცა მშობლები ყვირიან და ჩხუბობენ, მას კი არ შეუძლია ამის გამოსწორება. კონფლიქტი გონებასა და გრძნობებს შორის წარმოშობს ტვინის დაავადებებს, მათ შორის ფსიქიკურ დაავადებებსაც. ფეხები სტკივათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ თავიანთი მატერიალური მდგომარეობა, აგრეთვე მათაც, რომლებსაც ცხოვრებაში გზა ვერ უპოვიათ, მაგალითად, არ მოსწონთ საკუთარი სამუშაო. ფეხების შეშუპება ღარიბებისა და ძუნწების დაავადებაა. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, თავისი ძალებისადმი რწმენა არა აქვთ და უიღბლონი არიან. ხერხემლის გამრუდება ისეთ ბავშვებს აქვთ, რომლებსაც სუსტი, უნებისყოფო მამა ჰყავთ.
ნათელია, რომ სულიერი მდგომარეობა მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ, იფიქრეთ კარგზე განეწყვეთ ოპტიმისტურად და დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
თარგმნა ეკა ჭუმბურიძემ