21 ივნისი – ზაფხულის ბუნიობა 

მზე ზენიტში დგება და იწყება მცხუნვარე დღეები. ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცა იცვლება და ცაზე დავინახავთ ზაფხულის ე.წ სამკუთხედს: ალტაირი (არწივის თანავარსკლვავედი), ვეგა(ლირას თანავარასკლვავედი), დენები(გედის თანავარსკვლავედი).

ეს მაგიური სამკუთხედი დედამიწაზე თავისებურ ენერგეტიკულ გავლენას ახდენს, მართალია დღე იკლებს, მაგრამ იმატებს სასიცოცხლო ენერგია.

ზაფხული განკუთვნილია დასვენებისთვის, სასიცოცხლო ენერგიის აღდგენისთვის, ასეთ დროს მიზანშეწონილია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევია სხეულში ნივთიერებათა ბალანსის აღდგენაზე, ნაყოფიერია ვარჯიშები, მედიტაციები.

ლეგენდის თანახმად, სამყაროს კეთილი ძალები ზაფხულის ბუნიობას ადამიანების დასახმარებლად მოდიან, მაგრამ ამ დახმარების მიღება დამოკიდებულია თავად ინდივიდის მზაობაზე, მიმღებლობაზე.

ზოგადად, ეს დღე ,,ჯადოსნურ,, დღედ ითვლება! ამიტომ მრავალ ქვეყანაში სწორედ ამ დღეს ოდითგანვე ტარდებოდა სხვა და სხვა რიტუალები სამყაროდან ამ ,,ჯადოსნური,, ენერგიის მისაღებად..)

გაუხსენით გული სამყაროს! გაეცით რაც შეიძლება მეტი სიყვარული და ჰარმონია დაისადგურებს თქვენს სულში 

მართალია ზაფხულში მზე მთვარის დაბნელებებია მოსალოდნელი, შესაძლოა რაღაც წილ დაძაბული პერიოდებიც იყოს, მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის! 

უდარდელ ზაფხულს გისურვებთ!   
ქეთი ვაწაძე

მზეზე ჩიტები აანთებენ წითელ ნათურებს

mzeმზეზე ჩიტები აანთებენ წითელ ნათურებს…
თვალებს აცეცებ-დააცეცებ ხელებს სილაში…
მლაშე ცრემლებში ჩამახედე -თუ აგატირე-
-შიში შემინდე…
-ხო, მეშინია- დრო-უსაზღვროში დავიკარგები.
`…მე… ო, მე მომენატრე!..~- მოგპარავ სიტყვებს…
…და შევინახავ
ამ ნაწვალებ და ნისლისფერ ფურცელს
იმ ოცნებამდე,
ვიდრე ჩიტები აანთებენ ზღვის მზეზე მწვანეს… <3

მზე ქალწულის ნიშანში გადავიდა

ქალწული23-ში, დილის 8:46 წუთზე მზე ქალწულის ნიშანში გადავიდა:)!   

ეს პერიოდი, პირველ რიგში, სასიკეთო იქნება რასაკვირველია ქალწულისთვის, თუმცა არანაკლებ სასიკეთო პერიოდია მიწის სხვა ნიშნებისთვისაც – კუროსა და თხის რქისთვის, ასევე, წყლისთვისაც (კირჩხიბი, მორიელი)..

რაც ეხება თევზებს – მათთვის შესაძლოა ცოტათი დაძაბული პერიოდი იყოს, ასე რომ ცოტა გაუძელით..

ქალწულის პერიოდს განსაკუთრებით ვულოცავ თხის რქას, რომელსაც მაისის შემდეგ ნორმალური ,,ასპექტი,, არ ღირსებია:))))

ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებმა კი მოითმინეთ 23 სექტემბრამდე:)) თქვენი დროც მალე მოვა..
თუმცა, ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და სწორედ მათ, ვისაც კარგი პერიოდის იმედი არ აქვს, ყველაზე მეტად შეიძლება გაუმართლოს 

აბა, წარმატებები:))!
მოვიდა შრომის, წესრიგის, სრულყოფილების, გონიერების გამოჩენის დრო
ქეთი ვაწაძე

მზე

მზემზეს 365 დღე სჭირდება ციკლის გასავლელად და 30 დღეს ატარებს თითოეულ ნიშანში. ის ერთი სისწრაფით მოძრაობს და როგორც დედამიწიდან ჩანს რეტროგრადული არასდროს არ არის (არც მთვარე). ეს ორი მნათობი უკან არასოდეს იხევს უკანასკნელი ცეკვის დროს იმ ზოდიაქოში, საიდანაც გამოდის.

ის 150 მილიონი კილომეტრითაა დედამიწიდან დაშორებული.
ელემენტი: ცეცხლი.
ბუნება: ცხელი და მშრალი.
მართავს: ლომს და ეგზალტირებულია ვერძში.
გამოხატავს: მამას, ქმარს და წინამძღოლს.
ტემპერამენტი: ქოლერიკი.
ხასიათის თავისებურება: ემოციურობა, აქტიურობა, გზნება.

მზე არის ადამიანის ეგო, მისწრაფებები, შინაგანი სამყაროა, სურვილი თუ როგორი უნდა რომ იყოს, განსხვავებით ასცედენტისგან, რომელიც სხვების მიერ შედგენილი იმიჯია.
მზე პიროვნების მამაკაცური საწყისია (იანი), მამრობითი სქესის ფიგურებს გამოხატავს და სწორედ ამ როლს აკისრებს ადამიანს სქესის მიუხედავად. თუმცა უფრო მნიშვნელოვან როლს მამაკაცის რუკაზე თამაშობს.

ის სითბოს სიცოცხლისა და სინათლის ვარსკვლავია. თავის შვილებს სიმამაცეს, ლოიალობას, კეთილშობილებას და სულგრძელობას, მაგრამ ამავე დროს სიამაყეს, ამპარტავნებასა და ეგოიზმსაც ანათლავს.

ქალის რუკაში მზე ყოველთვის მამის სიმბოლოს, და მოგვიანებით ქმრის სიმბოლოდ წარმოგვიდგება. მზე- ეს ქალის მამაკაცის იდეალია.
ასოცირდება ახალგაზრდობასთან – ცხოვრების იმ პერიოდთან, როცა სავსე ვართ ამბიციებით, იმედებით, ცოდნის წყურვილით…

დედამიწის ცენტრის საიდუმლო ქალაქი – ,,აგარტა,,

დედამიწა

ის, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და მიკრო სამყარო მაკრო სამყაროს იდენტურია, ამას დიდი ხანია ამტკიცებს როგორც კვანტური ფიზიკა და სხვა მეცნიერებები, ასევე ეზოთერიკა და ასტროლოგია… მეცნიერთა ყველაზე სენსაციური აღმოჩენა გახდა ის, რომ მატერია, როგორც ასეთი, არ არსებობს და ისიც მიკრო დონეზე ენერგიაა, უბრალოდ მატერია არის ენერგიის კრისტალიზება და უხეში გამოვლენა და რომ მართლაც მიკრო დონეზე არის მოლეკულა, მერე ატომი, მერე ატომის ბირთვი, რომლის გარშემო არის სიცარიელე და ბრუნავს ელექტრონი და ეს ატომის ბირთვიც არის ენერგია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით არსებობს თეორია, რომ თავად პლანეტასაც – როგორც დიდ მაკრო ორგანიზმს, აქვს ატომის სტრუქტურა, ანუ ის შიგნიდან ცარიელია, რომლის ცენტრშიც ბირთვია.

ანუ დედამიწის შიგნით არსებობს შიდა კოსმოსი… მიწისქვეშა სამყარო, სულიერი ცენტრი, რომელიც ინახავს დასაბამ სიბრძნეს, სადაც დიდი ხნის წინ  დედამიწაზე დაეშვნენ სამყაროს სრულყოფილი და განვითარებული არსებები. მათი დავალება იყო –  შეექმნათ შესაბამისი პირობები  და მოემზადებინათ  პლანეტა ადამიანთა საცხოვრებლად. მათ, (დედამიწის ისტორიაში პირველად) დედამიწის შიგნით გააშენეს ქალაქი სახელად “აგარტა” და იქ დასახლდნენ.
აგარტაში შესასვლელი  რამოდენიმე გზა გადის დედამიწის ქერქში, გვირაბების სახით, თუმცა თავისუფლად ვერავინ შევა და არც ვინმეს  შეუშვებენ. როგორც ცნობილითითოეული  კონტინენტიდან თითო ჩასასვლელია არსებობს, თუმცა ყველაზე გასაოცარი და შეუცნობელი შესასვლელები  პოლუსებიდანაა… არის ერთი უზარმაზარი ხვრელი ჩრდილო პოლუსზე, რომელიც ხანდახან ყინულით იფარება, ხოლო მეორე ხვრელს – ანტარქტიდის ყინულები ფარავს.  ფაქტია, რომ ორივე შესასვლელი შიგნიდან არის ჩაკეტილი და უცხოების მიერ ნებისმიერი შიგნით შეღწევის მცდელობა კრახით სრულდება.

საყურადღებოა ისიც, რომ დედამიწის მაგნიტური ველის წყარო, რაც მას უამრავი კოსმოსური რადიაციისა და მზის ქარიშხლისგან იცავს, შიგნით მდებარეობს. იგივე ჩრდილოეთის ციალი, რომელიც ქმნის რკალს  ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ირგვლივ, ზუსტად იმ ადგილიდან ამოდის, სადაც რამდენიმე ინფორმაციის მიხედვით აგარტაში შესასვლელია დაფარული.

არის ინფორმაცია, რომ დედამიწის შიგნით დღემდე, ახლაც  არსებობს და ცხოვრობს ,,ზე,, განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც კონტაქტში ძალიან იშვიათად შემოდის და  ჩვენი ცივილიზაციის საქმეებში მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს ერევა.

ზოგი მკვლევარის აზრით პირველად ედემი სწორედ იქ გაშენდა  და დღემდე ფიზიკურ დონეზეც კი არსებობს… იქნებ ვეშაპის მუცელიც, სადაც იონამ  სამი დღე და ღამე დაჰყო, სწორედ დედამიწის შუაგულში მდებარე ქალაქი აგარტაა? … შესაძლოა ეს იყოს  ადამისა და ევას პირვანდელი სამყოფელიც, საიდანაც გამოაძევეს
გადმოცემით აგარტის ბინადარნი ცხოვრობდნენ პლანეტა ლუციფერზე, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერსს შორის და განადგურდა ან გაანადგურეს. ახლა ამ ადგილას ასტეროიდების სარტყელია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ამ ადგილას ოდესღაც მე-5 პლანეტა იყო.

როგორც ვიცით თითოეული პლანეტა ასოცირდებოდა მთავარანგელოზთან, ამჟამად ცნობილია 9  პლანეტა, ასევე, ბიბლიაში არის 9 ანგელოზი.

ამ პლანეტაზე ნათქვამია, რომ ის  ძალიან დიდი მოცულობის იყო და გრავიტაციული ველიც, შესაბამისად, დიდი ჰქონდა, ჰყავდა უამრავი თანამგზავრი, მათ შორის ასევე ბევრისთვის კარგად ცნობილი ..ლილიტი,,. სხვა და სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ  მისი განადგურება რომ არა, მას შეიძლება მზის სისტემა დაეშალაო, ანუ მისი გრავიტაციული ველი სხვა პლანეტებსაც თავის გარშემო მოაქცევდაო და ფაქტიურად, მეორე მზესავით იქნებოდაო. თუმცა, თუ სამყაროსეულ კანონებს გავითვალისწინებთ პლანეტასაც აქვს რამოდენიმე სხეული, მათ შორის არამატერიალურ დონეზე, ანუ ზემოთნახსენები პლანეტა ლუციფერი, ასტრალურ დონეზე, დღესაც განაგრძობს არსებობას…

…  სწორედ ამ ცნობებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწის შუაგულში, აგარტის მცხოვრებნი არიან დემონები (დაცემული ანგელოზები), რომლებიც ფლობენ ყველანაირ ტექნოლოგიას და დრო და დრო ამოდიან დედამიწის ზედაპირზე.  ხოლო სხვა ვერსიის თანახმად, მათ პირიქით, ნათლის მსახურებს, ანგელოზებს ეძახიან.

ახლა კი ისევ დედამიწის ცენტრს დავუბრუნდეთ. სიცოცხლე დედამიწის ცენტრში სულაც არ უარყოფს ცენტრული გრავიტაციის თეორიას, რომლის თანახმად გრავიტაცია ცენტრისკენ არის მიმართული, ეს მართლაც ასეა, მაგრამ რას წარმოადგენს დედამიწის ცენტრი?

მეცნიერთა გადმოცემით ეს არის ბირთვი, გავარვარებული მასა, თუმცა,  ბევრი მეცნიერის მტკიცებით ეს ასე არ არის, დედამიწის ცენტრს წარმოადგენს ე.წ. “ცენტრული მზე”, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვენი მზისგან. “ცენტრული მზე” – ეს არის უდიდესი ენერგია, რომელიც აწვდის სითბოსა და სინათლეს ცენტრში არსებულ სიცოცხლეს.

იქნებ სწორედ ამაზეა საუბარი ქართულ ლექსშიც  „მზე შინა და მზე გარეთა…“?

შიდა მზეში მოიაზრება დედამიწის შუაგულში არსებული უდიდესი ენერგია, სინათლე, ხოლო გარე მზეში კი ჩვენი გალაქტიკის მზე… ამ ორ მზეს შორის კი,  გრავიტაციულ – ენერგეტიკული გაცვლა, მათი ენერგიების მუდმივად გადინება – შედინება ხდება, ისევე, როგორც ჩვენი დედამიწის ზედაპირსა და დედამიწის შიგნით მცხოვრებლების ენერგიის გაცვლა აზრობრივ დონეზე…

მოამზადა მეგი ნინიკაშვილმა

მზის ასპექტები

მზე ადამიანშიმზე ჩვენი ეგოა, ნება, კრეატივი, ჩვენი ზრდასრული ,,მე”, პიროვნება, რომელიც ჩვენში ბავშვს აკონტროლებს. ის ჩვენი ძირითადი იდენტობაა და როცა გვეკითხებიან ვინ ხარ შენ, პასუხებიც მზის შესაბამისი გვაქვს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია მასთან ნებისმიერი ასპექტი. 

 

მთვარის  მზესთან ასპექტები: 

განწყობის ადამიანს ქმნის, როგორ ხასიათზეც ხართ, ისეთი ხართ. თუკი შეერთებაა, ყველაფერი კავშირშია, ყველა კვერცხი ერთ კალათში დევს და საკმარისია ერთი ფეხის გადაბრუნება ყველაფერი ერთად იმსხვრევა.

ბევრი ასტროლოგი მათ შორის ასპექტებს მოიაზრებს როგორც მესიჯს მშობლებისგან, ჰარმონიული ასპექტებისას (შეერთებაც ჰარმონიულად ითვლება ამ შემთხვევაში), მესიჯიც ჰარმონიულია, რაც არ უნდა ხდებოდეს მშობლებს შორის, ეს ნეგატიურად არ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. არ არის სავალდებულო სახლში მძიმე ან იდეალური სიტუაცია იყოს. ერთ ოჯახში, ერთი მშობლების შვილებს შორისაც კი ერთს შესაძლოა ტრინი ან სექსტილი ქონდეს, მეორეს კვადრატი, ოპოზიცია, ან საერთოდ არ ქონდეს ასპექტი. მესიჯი ერთი და იმავე მშობლებისგანაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა მზე მთვარის ოპოზიციაა ნატალურ რუკაზე, თუნდაც ბავშვის გული ხედავს დაპირისპირებას და არ იცის რომელ მშობელს მიემხროს, ან სხვადასხვანაირ მესიჯებს იღებს მათგან, თითქოს სხვადასხვა რამეს ითხოვენ მისგან და რომელს დაუჯეროს ვერ ხვდება, რის შედეგადაც შემდგომში ყალიბდება კონფლიქტი გრძნობებსა და სურვილებს შორის.ჰარმონიული ასპექტების (განსაკუთრებით შეერთებისას) დროს კი როცა ბავშვობაზე შეეკითხებით ადამიანს, დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და მშობლებიც მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი სხვადასხვა ისტორიების მოსმენის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ყველაფერი იდეალურად სულაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს თქვენი შეხედულება იქნება, ჩვენ კი მის მიერ მიღებულ მესიჯზე ვსაუბრობთ მხოლოდ.

ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანებმა იციან რა უნდათ, სურვილები და ემოციები საერთოა, გადაწყვეტილებას შინაგანი კონფლიქტის გარეშე იღებენ, ყოველგვარი მერყეობის გარეშე იციან რა ჭირდებათ, აქვთ ჰარმონიული ურთიერთობები, არიან თავდაჯერებულები და საწინააღმდეგო სქესში პოპულარობით სარგებლობენ, მაშინ როცა ოპოზიციისას ან კვადრატისას ადამიანმა არ იცის რა გზას დაადგეს ბედნიერების საძებნელად, რადგან მშობლებმა რადიკალურად განსხვავებული მესიჯები ჩადეს მის ქვეცნობიერში იმის შესახებ თუ როგორ უნდა ეცხოვრა. ამიტომ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ძიების პროცესს, ერთვებიან ურთიერთობებში, განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, ხსნიან ადამიანთა მოტივაციებს, მათგან კარგი ფსიქოლოგები დგებიან, მაგრამ რეალურად ესეც თავის შესწავლის ერთერთი ფორმაა. ის ცდილობს სწორი არჩევანი გააკეთოს ბავშვობაში მიღებულ მესიჯებს შორის და მუდმივი კონფლიქტი ემოციებსა და სურვილებს შორის თან სდევს. რა სახის არის ეს კონფლიქტი მეტ ინფორმაციას მოგცემთ ასპექტების ნიშნებსა და სახლებში მდებარეობა. მაგალითად, როცა ერთი ვერძშია, მეორე სასწორში აქ ბრძოლაა დამოუკიდებლობასა და დამოკიდებულებას შორის.

 193080_1180812449_largeმარსის მზესთან ასპექტები:

როცა შეერთება აქვს ადამიანს, რთულია მის მიმართ გულგრილი დარჩე.  უჩვეულო წარმოსადეგობა აქვთ. ძლიერი დრაივი. ბრწყინვალე აურა, რაღაც ვაჟკაცური ჰაერი ტრიალებს მათ გარშემო, ასხივებენ ნდობას, საიმედოობას, თუნდაც რეალურად ასე არც იყოს. თუნდაც მაღლი აქტივობის და ენერგიული ხალხი არ იყვნენ, აუცილებლად კონფრონტაციულები იქნებიან. მიზნისკენ პირდაპირ მიდიან, უბოდიშოდ აკეთებენ იმას, რაც სურთ, მათ მართლა შეუძლიათ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაზე წასვლა და სიტუაციის მართვა, ისინი აიძულებენ მოვლენებს ისე განვითარდნენ როგორც მათ სურთ. მოუთმენლებიც შეიძლება ვუწოდოთ. მაგრამ არა ნერვულ ნიადაგზე, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ელოდონ მშვიდად როდის მოხდება რამე. მათ რაღაც სურთ და სურთ დაუყოვნებლივ. პიონერებს საკუთარი თავის, იმპულსების  გამოხატვა სურთ და თუ ამას ვერ ახერხებენ, თუკი მჯდომარე ცხოვრებას და გატკეპნილი გზებით სიარულს დაიწყებენ მერე პრობლემები ეწყებათ.  სტრესის დროს აუცილებელია მათთვის უვნებელი ფიზიკური აქტივობით დაკავება.

მათ უზარმაზარ ტემპერამენტს, უჩვეულო ჯანმრთელობას, მოჭარბებულ ენერგიას გამოსავალი სჭირდება, რეკომენდირებულია სპორტი, სამხედრო საქმე და ყველა ის სფერო რომელიც რისკთან და ძალასთან და საფრთხესთან არის კავშირში. აზარტულები არიან, გამარჯვება მოსწონთ. სპორტსა თუ თამაშებში საზარელი მეტოქეები არიან, მაგრამ სპორტი სადაც სტრატეგიაა საჭირო არც ისე ძლიერი მხარეა მათთვის, უბრალოდ იმიტომ რომ მიდრეკილნი არიან მიზნის მისაღწევად ძალა გამოიყენონ. თუ ამ კუთხით არ იყენებენ თავიანთ ენერგიას, მაშინ საშინელ ოპონენტებად იქცევიან  და თუ საერთოდ ვერ ნახა ამ ენერგიამ მიმართულება, მაშინ ჩხუბისთავები ხდებიან, კონფლიქტებს დაეძებენ, ქარის წისქვილებს ებრძვიან, ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ და სულ ფათერაკებში ეხვევიან. თუმცა სწორი მიმართულების პოვნის შემთხვევაშიც ძლიერი და უშიშარი ადამიანები არიან, არასოდეს უფრთხიან კონფლიქტს და თუ ამ ზედაპირს მოაშორებთ აღმოაჩენთ არც ისე საიმედო ხალხს, რომლებიც ყველა ძალას იყენებენ, რათა საკუთარ თავს დაუმტკიცონ რაღაც.  ამ უზარმაზარ ენერგიას სუბლიმაცია და რეჟიმი სჭირდება.

რადგან აქ ორი მამრობითი სქესის პლანეტის შეერთება გვაქვს, ამ ასპექტით დაბადებული ხალხი განსაკუთრებით მამაკაცურად ამჟღავნებენ თავს მიუხედავად სქესისა. სიყვარულში მონადირეობა უყვართ, უნდათ თავად აირჩიონ და თავად დასდევდნენ პარტნიორს. გიჟდებიან მოპოვების პროცესზე და თუ გინდათ რომ ყურებით დაიჭიროთ, მუდმივად უნდა დაბრკოლებები შეუქმნათ და მუდმივად ეშინოდეთ თქვენი დაკარგვის. თუკი სულაც არ მოგწონთ, ეს მათთვის პრობლემა კი არა გამოწვევაა.

რაც შეეხება დაძაბულ ასპექტებს, როცა მზეს რომელიმე პლანეტა ოპოზიციაში ან კვადრატში ჰყავს, გამოხატავს ხასიათის იმ შტრიხებს, რომელსაც უარვყოფთ და არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ ხასიათში ზის. არადა ზის! მარსი სიბრაზე და ენერგიაა, თუმცა მხოლოდ პირდაპირი გზით არ ვლინდება.

მაგალითად, ერთ ქალს, მზე მარსის დაძაბული ასპექტით, ჰყავდა მამა, რომელიც ბავშვების თვალწინ სცემდა ცოლს, როდესაც ეს ქალი გაიზარდა მუდამ ხვდებოდნენ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. პრობლემა კი მდგომარეობდა იმაში, რომ მან საკუთარ თავში ჩაკეტა ენერგია და ექშენი. მაგრამ არავის ძალუძს პლანეტის ,,მავნე” თავისებურებების მოშორება და მხოლოდ კარგის დატოვება. ეს შენი ბარგია.

მან ბავშვობაშივე ნახა აგრესიის ცუდი მაგალითი და გადაწყვიტა მოძალადე მარსის გზით არ ევლო, ჩაკეტა მარსის ენერგია, პლანეტამ პირდაპირი ფუნქციონირება შეწყვიტა და ირიბი გზით, გარშემომყოფებისგან აგრესიის მიზიდვა დაიწყო. სხვა შემთხვევაში თავად პიროვნება იქნებოდა ადვილად ფეთქებადი.

როგორც არ უნდა ეცადოთ ამ კომბინაციასთან გამკლავება, მისი ენერგია ულევია. შეერთება უფრო ნაკლებად დაძაბულია. შეერთების შემთხვევაში პროექციის მეთოდი იშვიათად ვლინდება – ადამიანი აქტიური, აგრესიული და ვერძული ტიპაჟია. ჰარმონიული ასპექტებისას კი ნაკლები სიფიცხე, მეტი ექშენი და მიზნის იოლად მიღწევის პოტენციალს ვიღებთ.

 

ვენერას მზესთან ასპექტები:

ვენერას მზესთან ასპექტირების ერთადერთი შესაძლო ვარიანტი არსებობს, რადგან ის ყოველთვის ახლოსაა მზესთან და ეს არის შეერთება. ნებისმიერი პლანეტა რომელიც მზეს უერთდება იმ ნიშნის ხასიათს გვაძლევს, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ვენერას შემთხვევაში ეს იქნება სასწორის შარმი და კუროს სენსუალობა. ეს დიპლომატი, ტოლერანტი, სოციალური და მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომელთაც ძალიან მოსწონთ პოპულარობა და სიამოვნებთ, როცა კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ, ხომ არ გავიწყდებათ ვენერა – სხვების მოხიბვლის ნიჭი დაკავშირებულია მზესთან – ეგოსთან და ნეგატიურ გამოვლენაში ეს პირფერობაშიც შეიძლება გადაიზარდოს, ანუ იმდენად უნდოდეთ მასზე კარგი იფიქროთ, პატიოსნების ხარჯზე ყველაფერში დაგეთანხმოთ და ყველაფერი დაგითმოთ. არსებობს გაზარმაცების საფრთხეც.  მათ უყვართ კარგი ცხოვრება, შესანიშნავად გრძნობენ სტილს და კარგად იცვამენ.

 

მერკურის მზესთან  ასპექტები:

როცა მერკური მზესთან შედის კონტაქტში, ერთადერთი შესაძლო ასპექტი შეერთებაა, რადგან 28 გრადუსზე შორს ვერ მიდის მზისგან. როცა მზეს რომელიმე პლანეტა უერთდება იმ ნიშნის გავლენას აძლევს ადამიანს, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ანუ თუკი თქვენ მზე მერკურის შეერთება გაქვთ, ეს ნიშნავს რომ ტყუპების და ქალწულის მახასიათებლებსაც ფლობთ, განსაკუთრებით ინფორმაციასთან დამოკიდებულებაში.

ზოგადად მზე ადამიანის ეგოა, ნება,  მერკური კი  კომუნიკაცია, ინფორმაციის აღქმა და გონება. მათი ერთმანეთთან შერწყმით, ვიღებთ ექსტრა მენტალურ სტაბილურობას და კარგი კომუნიკაციის უნარს. ასეთი ადამიანები გამუდმებით ფიქრობენ, რა სურთ და ხშირად ამ ფიქრით უგულებელჰყოფენ საკუთარ ნებას. მერკურს უნდა რომ რასაც შეეხება, ყველაფერს თავისი  სახელი დაარქვას, ყველაფერი ახსნას, დეფინიცია მოუძებნოს საკუთარ სურვილებს, ნებას, ნება კი მაშინ უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას, როცა უბრალოდ არის და არა მაშინ როცა მისი ლოგიკის ჩარჩოებში მოქცევას და  გაანალიზებას ცდილობენ.

ადამიანები მზე მერკურის შეერთებით აზროვნებაში დამოუკიდებლები და როგორც წესი, ყოველთვის საინტერესო და ცხოველი მოსაუბრეები არიან.  კომუნიკაციის პროცესში მათთვის არსებითად  მნიშვნელოვანია აქტიური როლის დაკავება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, სემინარზე ყოფნა და გამომსვლელის მონოტონური მონოლოგის მოსმენა,  კოშმარად შეიძლება ექცეს.  ამიტომ მაშინ უფრო უკეთ ითვისებენ მასალას როცა კითხულობენ, ვიდრე მაშინ როცა მასწავლებელს უსმენენ.

როგორც ვიცით, მზე პიროვნების პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში უპირველესია და შესაბამისად მათთვის ყველაზე მთავარი მათი ინტელექტუალური  შესაძლებლობებია. ისინი ამაყობენ საკუთარი  მოსაზრებებით და შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, როცა არ უსმენენ,  ყურადღებას არ აქცევენ ან აკრიტიკებენ. ხშირად მოგეჩვენებათ რომ საკუთარი მოსაზრების გადმოცემა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი მოსმენა. ეს იმიტომ ხდება რომ ლაპარაკის მომენტში გამუდმებით ფიქრობენ, ამის შემდეგ რა თქვან.

ურანის ასპექტები მზესთან:

ურანი სხვა პლანეტებს აგიჟებს. საკმარისია მასთან ნებისმიერი სახის ასპექტი, რომ პლანეტამ შეწყვიტოს ფუნქციონირება საზოგადოებისთვის მისაღები ნორმალური გზით. მზესთან მისი ასპექტები,  დამოუკიდებელ პიროვნებას გვაძლევს, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ყველაფერი განსხვავებულად აკეთოს. პოზიტიურ გამოვლინებაში ეს ბრწყინვალე ასპექტია, გენიოსობის მაჩვენებელი. უარყოფითი ასპექტისას კი ექსცენტრულ პიროვნებას ვიღებთ, რომელიც გატაცებულია ხალხის შოკში ჩაგდებით, ან უბრალოდ თავს იგიჟიანებს.

შეერთება ინდივიდუალისტებს გვაძლევს, მეამბოხეებს და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლებს. ისინი ვერ იტანენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს, წესებს და ჭკუიდან შლით რუტინა. არასოდეს ყოფენ ხალხს კატეგორიებად და ვერ იტანენ ვინმესთვის იარლიყის მიკვრას. მისი წყობილებიდან გამოყვანა თუ გნებავთ მის სტერეოტიპებში მოქცევას შეეცადეთ. საოცარი ის არის, რომ ამ პროგრესული და რევოლუციონერი ბუნების მიუხედავად საშინლად ჯიუტები არიან. როგორც წესი იმაზე მოქნილები და იოლი საურთიერთობოები ჩანან, ვიდრე არიან. თეორიულად ძალიან გონებაგახსნილები და ლიბერალები,  პრაქტიკაში, როცა ვინმე მის პირად სივრცეში შემოდის, სულ სხვანაირები ხდებიან. მათთვის უმთავრესი ღირებულება მისი პირადი თავისუფლებაა და უნიკალურობა. არიან ძალიან პატიოსნები და მართლა გულწრფელად სჯერათ ადამიანთა თანასწორობის. ეს იმ კატეგორიის ხალხია, დედოფალს და მათხოვარს ერთნაირად რომ ელაპარაკება (თუმცა ორივეს პატივისცემით, თუ ორივეს მოკრზალებით ეს უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული)

დაძაბული ასპექტები ამ ყველაფერს ამძაფრებს. ადამიანი შესაძლოა ცოტა განიცდიდეს კიდეც თავის ორიგინალურობას, ან პრობლემებს უქმნიდეს თავის განსხვავებულობა. მისთვის კოშმარია 9-დან 6- ამდე სამსახური და რუტინული სამუშაო. ვერ ერგებიან სტრუქტურას და თუკი რაიმეს აკეთებენ, კეთების ხასიათზე უნდა იყვნენ. მათი ქმედებები ყოველთვის შიგნიდან გამომდინარეობს. რასაც შიგნიდან ვერ გრძნობს, იმას ვერაფრით გააკეთებინებთ. ამიტომ ძირითადად მათ სამსახურად მათივე ჰობი იქცევა ხოლმე.

ნეპტუნის  ასპექტები მზესთან :

ნეპტუნის მზესთან (ეგოსთან, სურვილებთან, დრაივთან) ნებისმიერი დაძაბული თუ ჰარმონიული ასპექტი წარმოსახვას ზრდის. მათ იმაზე მეტის გამოცდა სურთ ვიდრე საკუთარი თავი და ცხოვრებაა. მიიჩნევენ რა, საკუთარ თავს რჩეულად, საკუთარ როლსაც ამ სამყაროში ცოტათი აბუქებენ და ცდილობენ უმაღლესთან კავშირის დამყარებას.

მათ იმდენად სურთ ყოფიერებაზე მაღლა მდგომი გამოსცადონ, საშინლად იმედგაცრუებულად გრძნობენ თავს ჩვეულებრივ რუტინაში. რეალობისგან შორს არიან და თუ მაინც უწევთ მასთან შეჯახება, ზე-მგრძნობიარეები, ხელოვნური სამოთხის, ალტერნატიული რეალობის შექმნას იწყებენ. განსაკუთრებით დაძაბული ასპექტებისას. ნეპტუნის წარმოსახვა ამ დროს ნეგატივზე აკეთებს აქცენტს.

არსებობს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საფრთხე. ნეპტუნი არბილებს ნებას (მზეს) რაც უარყოფით გამოვლინებაში უნებისყოფო ადამიანს გვაძლევს, დადებით გამოვლინებაში კი მოთხოვნილებების უარყოფის გზით სხვების გამო საკუთარი თავის მსხვეპლად შეწირვის ძალას. ისინი ან ღვთის გზას ადგანან ან თავის მოტყუების.

თქვენ ცხოვრებაში ყოველთვის უპასუხისმგებლო მამაკაცები შეიძლება გამოჩნდნენ. ამ ხალხს ხშირად მამა აკლიათ ბავშვობაში, ან ძალიან რელიგიური და სულიერად ღრმად განვითარებული ყავთ, რომელსაც ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვს, რასაც ხშირად შემდგომში მათ ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს. ისინი აიდეალებენ მამის და ზოგადად კაცის ხატს. შესაძლოა მამაც არ იყოს არაფერ შუაში… უბრალოდ ბავშვობაში აშკარად აკლდათ ვიღაც, ვინც მკაცრად განუსაზღვრავდა წესებს და მისცემდა მიმართულებას.

ალტრუისტებო, უფრთხილდით ,,მხსნელი-ხსნილის“ სინდრომს. ან ვიღაცის გადარჩენას ცდილობთ, ან თვითონ ხართ გადასარჩენი – და ასე დაუსრულებლად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ უფლება სიბრალულს თავის ჭკუაზე გათამაშოთ, თითქოს იზიდავთ ხალხს რომელიც თავის შეცოდებას ცდილობს თქვენთვის. ჯობია ნეპტუნის ჟინი საქველმოქმედო აქტივობებით დაუკმაყოფილოთ. არ არის საჭირო ამის გამო პრობლემების შექმნა.
მუსიკა, ხელოვნება მათი სულის ნაწილია. შესანიშნავი ფანტაზიის და კრეატივის წყალობით მათგანაც შესანიშნავი ხელოვანი ხალხი დგება. კარგად განვითარებული ინტუიცია და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები აქვთ. მათგან კარგი ასტროლოგები (განსაკუთრებით პროგნოზებში) ბერები და ოკულტისტები დგებიან და თუ რაიმეს მოჰკიდეს ხელი მთელ ცხოვრებას უძღვნიან ხოლმე ამ საქმეს.

სატურნის მზესთან ასპექტები:

თუ ჰარმონიული ასპექტია, მიუთითებს, რომ ადამიანი პრაქტიკული, მოწესრიგებული და კონსერვატიულია, თუ დაძაბული – მაშინ მამასთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია – 1. ის თქვენთან არ არის, დატვირთული სამუშაო გრაფიკის, განქორწინების, გარდაცვალების ან რაიმე სხვა მიზეზით, 2. თქვენთან არის, მაგრამ მარტოსული, მიუწვდომელი, გულცივი და ისეთი უგრძნობი ადამიანია, ვერც გრძნობთ მის ყოფნას, 3. თქვენთან არის, მაგრამ სულ ავადმყოფობს, ან 4. თქვენთან არის მაგრამ ძალიან მკაცრია, მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს შემდგომში თქვენი ხასიათის თუ უხასიათობის ჩამოყალიბებაში.

შეერთების დროს ადამიანს თვითგამოხატვის კომპლექსი აქვს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდულ ასაკში. სავარაოდოა, რომ ადრეულ ასაკში მისი ბავშვური ეგოიზმის ჩახშობა მოხდა, ძალიან მტკივნეულად განიცადეს რომ რაც სურს, ყოველთვის იმას ვერ მიიღებს და ახლა საკუთარი ნების და პიროვნების ადეკვატურად გამოხატვა უჭირს. მუდმივად ცდილობს აკონტროლოს იმპულსები, არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თავს იტანჯავს ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობით და სხვების მიმართაც ასეთივე მომთხოვნია, რასაც სკეპტიციზმით, სარკაზმით და ცინიკოსობით გამოხატავს. არიან ძალიან სერიოზულები, მკაცრები და კონსერვატულები.

დაახლოებით იგივე პრობლემები დგას კვადრატისა და ოპოზიციის დროსაც. თავს უიღბლოებად და წარუმატებლებად გრძნობენ.განიცდიან გარშემომყოფების აზრს და უნდათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, გარშემომყოფების პატივსაცემი პიროვნებები და როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიონ, მაინც იმაზე ინერვიულებენ, მწვერვალზე აბიჯებისას ფეხი რომ წაუბორძიკდათ.

ნუ უყენებთ თავს ამხელა მოთხოვნებს. არავინ არ გაკვირდებათ მიკროსკოპით საკუთარი თავის გარდა. როცა თქვენს პროექტს საზოგადოება ტაშს უკრავსმ პატარა ხარვეზების გამო სირცხვილით დამწვარმა მიწის გახეთქვა და შიგ ჩატანა ინატროთ, სისულელეა. მოეშვით იმაზე ოცნებას, რომ შეგიძლიათ ოდესმე ვინმე შეუცდომელი შეიძლება იყოს, მათ შორის თქვენც. დაიმახსოვრეთ ამქვეყნად ორ რამეზე არ უნდა ინერვიულოთ : იმაზე რასაც ეშველება და იმაზე რასაც არ ეშველება!

პლუტონის ასპექტები მზესთან:

ძალასა და სიმძაფრეს გვაძლევს. ნეგატიური ასპექტები ( შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია) ნიშნავს, რომ სხვებს მძაფრი რეაქციები ექნებათ თქვენზე. პირველივე ნახვისას შუეყვარდებით ან შეგიძულებენ და ვერ ახსნიან რატომ. გაქვთ განკურნების უდიდესი ძალა. თქვენგან შესანიშნავი ფსიქოთერაპევტი, ექიმი, დეტექტივი დადგებოდა. ვერავინ შეედრება პლუტონს საიდუმლოებების ამოხსნაში.

როცა მზე-პლუტონის შეერთება აქვს ადამიანის მისი მთელი დრაივი მიმართულია საკუთარი თავისა და ზოგადად ადამიანის შემეცნებისაკენ. ისინი მუდმივად ტრანსფორმირების, განახლების პროცესში არიან. აქვთ ნიჭი წაიკითხონ ხაზებს შორის და ამოიცნონ ადამიანების ფარული ზრახვები, მათი ქმედების მოტივები, მაგრამ სამწუხაროდ უფრო ნეგატივზე კონცენტრირდებიან ვიდრე პოზიტივზე. ჭეშმარიტების ძიება, ყველაფრისთვის ნათელის ახდა, მათთვის ყველაზე მთავარია. მაგალითად, როცა ეჭვი უჩნდება რომ პარტნიორი ღალატობს, როცა ყველაფერს გამოიძიებს და დარწმუნდება რომ არ ცდებოდა(ანუ მართლა ღალატობდნენ) შვებას უფრო გრძნობს, ვიდრე ტკივილს.იმის თქმა კი არ მინდა რომ არ ტკივათ, ტკივათ და მერე როგორ! მაგრამ  მისთვის გაურკვევლობით გამოწვეული ტკივილი უფრო აუტანელია, ვიდრე ფაქტის ცოდნით. ეჭვებით უფრო იტანჯებიან, ვიდრე მომხდარით.

 

იუპიტერის მზესთან ასპექტები:

მზესთან მის ასპექტებს ბედის ნებიერი, სოციალური, გულღია და სიამოვნების, გართობის მოყვარული ადამიანების შექმნის რეპუტაცია აქვს, წვეულებებისთვის მუდმივად რომ მზადყოფნაში არიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, როკფელერს ქონდა მზე იუპიტერის კვადრატი და აქ ის გამოვლინდა როგორც მოტივატორი მეტის და მეტის წყურვილისა. როკფელერს სატურნიც ძალიან ძლიერი ჰყავდა და სწორედ ის არ აძლევდა საშუალებას გაეფლანგა, რასაც შოულობდა.

იუპიტერი მიდრეკილია ოპტიმისტური ,,რა თქმა უნდა ყველაფერს შევძლებ“ დამოკიდებულებისადმი. მაგრამ ხომ იცით, ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამსო, ცდა ბედის მონახევრეაო და იუპიტერიც სწორედ იმ თავდაჯერებას გაძლევთ ცდისთვის, რომ განგაწყობთ. მეტი მცდელობა კი მეტი შანსია, თუმცა ძალიანაც ნუ გაუთამამდებით და იღბლის მოლოდინში თითის განძრევა ნუ დაგეზარებათ.

მოამზადა დოჩი გოგომ

 

3 ნოემბერი – მზის დაბნელება

მზის დაბნელებაქეთი ვაწაძე

2013 წლის ბოლო მზის დაბნელება ა.წ. 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16:04 წუთზე დაიწყება (მაქსიმალური ფაზა 16:48 ). დაბნელება ხდება მორიელის ნიშანში. ეს დაბნელება ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს მორიელის, კუროს, ლომისა და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის.

მისი თემებია: სექსი, ფინანსები, ჯანმრთელობა.

ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება 29 ოქტომბრისა და  – 7  ნოემბრის შუალედში, არ იქნება შემთხვევითი. ამ დაბნელების დროს აქცენტირებული იქნება სატურნის გავლენა (ვინაიდან სწორედ მორიელის ზონაში ხდება სატურნისა და მზის შეერთება).

სატურნი – დროისა და პასუხისმგებლობის პლანეტაა. სიზარმაცე, დროის ფლანგვა და გადავადებული საქმეები მას არ უყვარს და ვინაიდან მკაცრ, მომთხოვნ პლანეტად ითვლება, მოსალოდნელია, შეგახსენოთ მისთვის ჩაუბარებელი   ,,ვალები,, –  ანუ შესაძლოა   ყველა პრობლემამ, რაც ბოლო თვეების მანძილზე არ დაასრულეთ, სწორედ ამ პერიოდში იჩინოს თავი და მოგიწიოთ ყველაფერ ამასთან გამკლავება, დასრულება, სრულყოფა.

ხოლო მათ, ვინც ძალისხმევას არ იშურებს და თავდაუზოგავად შრომობს – სატურნი ბევრ საინტერესო სიურპრიზს ჰპირდება. ხოლო როდესაც სატურნი ვინმეს ასაჩუქრებს – ეს ნამდვილად ძალიან კარგ ნიშნად უნდა ჩაითვალოს

ეს საკმაოდ ემოციური პერიოდია. იზრდება სექსუალური მოთხოვნილება, მწვავდება ვნებები. შესაძლოა ბევრში გაურკევეველი შიშები, ფობიები გამოიწვიოს, მათ შორის სიკვდილის შიშიც.

აუცილებელია თავშეკავებისა და გონიერების გამოვლენა.

ასევე, ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით – არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება, მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთება (მით უფრო, რომ ამჟამად რეტროგრადული მერკურის პერიოდია), სჯობს 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები.

ასევე, არ არის რეკომენდებული არანაირი მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, ხელშეკრულებების გაფორმება და სხვ. ეს პერიოდი სასიკეთოა სულიერი ტრანსფორმირებისთვის, განწმენდისთვის – ყოველგვარი უარყოფითისა და დამრთგუნველი გრძნობებისგან სულის გასათავისუფლებლად.

ლოცვა, უანგარო სიკეთე, ადამიანების თანადგომა – ყოველივე ეს დაგეხმარებათ გაიხსნათ და დაამყაროთ ჰარმონიული დამოკიდებულება როგორც საკუთარ თავთან, ასევე მთლიანად, სამყაროსთან.

ეს დაბნელება, მოგვიწოდებს ვაშენოთ ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტი შინაგანი თვისებების ტრანსფორმირების მეშვეობით, სულიერი ზრდით, ცნობიერების გაფართოებით. სწორედ ასეთ ტრანსფორმირებას ელოდება ჩვენგან სამყარო, ამ ეტაპზე სწორედ ეს თვისებებია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენში.

საერთოდ, ახალმთვარეობის ზონა, ისევე როგორც სავსემთვარეობა და მით უფრო მზის ან მთვარის დაბნელება, რთულ პერიოდებად ითვლება, მაგრამ, თუ თადარიგს დავიჭერთ, მარტივად შევძლებთ ამ პერიოდის გავლას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულ – სისხლძარღვოვანი სისტემით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს.. .

შესაძლოა ბავშვებში მოიმატოს ჭირვეულობამ, გაღიზიანებადობამ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან… ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს.. გაეცალეთ კონფლიქტებს.. (რაც ადვილი მოსალოდნელია) თუ თქვენ თვითონ გრძნობთ თავს აგრესიულად – სჯობს მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დღეებში კონტაქტები… უფრო პასიურად, მშვიდად იყავით.. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ! გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და უპრობლემოდ შეძლებთ ამ რთული პერიოდის დაძლევას

სამყარო სავსეა სიყვარულით…

ყველაფერი კარგად იქნება!:))

წარმატებები:)

ქეთი ვაწაძე:)

მზე სახლებში

წაიკითხეთ ასევე:
მზე ასტროლოგიურ სახლებში

მზე ნიშნებში

 

10 მაისი – მზის დაბნელება

მზის დაბნელებაქეთი ვაწაძე

2013 წლის პირველი მზის დაბნელება ა.წ. 10 მაისს, გრინვიჩის დროით 00:26 წუთზე მოხდება (მაქსიმალური ფაზა).
მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის აკვატორიიდან.

ეს დაბნელება თავისებურ აქცენტებს დასვამს, მისი თემაა – ფინანსები

დაბნელება ხდება კუროს ნიშანში (19° 21`).

საერთოდ, მთვარეს კუროში ყველაზე ,,სარფიანი,, პოზიცია უკავია, ეგზალტირებულია, ანუ მაქსიმალურად ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის დაბნელების პერიოდში გაიზრდება მგრძნობელობა, სენსიტიურობა, კომფორტის, დაცულობის, სიმშვიდის მოთხოვნილება, ჰარმონიული ურთიერთკავშირებისკენ სწრაფვა.

ვინაიდან ეს დაბნელება ხდება კუროს ნიშანში, პირველ რიგში ის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვინც 8-12 მაისის შუალედში არიან დაბადებულნი, ასევე ნოემბრის 8-12 რიცხვში დაბადებულთათვის).

ამ პერიოდში დაბადებულები და სხვებიც, თუ ზედმიწევნით სიფრთხილეს, წინდახედულობას გამოიჩენენ და სარისკო მოქმედებებს მოერიდებიან – ეს მოვლენა შესაძლოა ძალზე პოზიტიურადაც კი აისახოს მათ ცხოვრებაზე (მით უფრო იმ სფეროებში, სადაც ხდება დაბნელება ადამიანის ნათალურ რუქაში).

ვინაიდან კურო ასტროლოგიაში ფინანსებს განაგებს – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იქნება სავალდებულო სწორედ ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში – ნუ აიღებთ 7-15 მაისის შუალედში სესხს, კრედიტებს, ფინანსურ ვალდებულებებს, სჯობს 15 მაისის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები. ასევე, არ არის რეკომენდებული არანაირი მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, ხელშეკრულებების გაფორმება და სხვ.
სასიკეთო იქნება ვალის დაბრუნება, ძველი ვალებისგან გათავისუფლება, – ეს შეუმჩნეველი არ დარჩება სამყაროს მხრიდან . და საერთოდ, მას შესაძლოა აინტერესებდეს ასევე – ზედმეტად დიდი ადგილი ხომ არ უკავია ფულს თქვენს ცხოვრებაში? შეგიძლიათ იყოთ უანგარო, ალტრუისტი?

კურო – ღრიანკლის ოპოზიცია, რაც ამ დაბნელებისთვისაა დამახასიათებელი, მოგვიწოდებს ვაშენოთ ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტი შინაგანი თვისებების ტრანსფორმირების მეშვეობით, სულიერი ზრდით, ცნობიერების გაფართოებით.

სწორედ ასეთ ტრანსფორმირებას ელოდება ჩვენგან სამყარო, ამ ეტაპზე სწორედ ეს თვისებებია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენში.

საერთოდ, ახალმთვარეობის ზონა, ისევე როგორც სავსემთვარეობა და მით უფრო დაბნელება, რთულ პერიოდებად ითვლება, მაგრამ, თუ თადარიგს დავიჭერთ, მარტივად შევძლებთ ამ პერიოდის გავლას

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ისევ და ისევ გულ – სისხლძარღვოვანი სისტემით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს..
შეეცადეთ ამ დღეებს არ დაემთხვას დაგეგმილი ოპერაციები (განსაკუთრებით 9-11 მაისი)

სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან… ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს..
გაეცალეთ კონფლიქტებს.. (რაც ადვილი მოსალოდნელია)
თუ თქვენ თვითონ გრძნობთ თავს აგრესიულად – სჯობს მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დღეებში კონტაქტები… უფრო პასიურად, მშვიდად იყავით.. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ!

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და უპრობლემოდ შეძლებთ ამ რთული პერიოდის დაძლევას

სამყარო სავსეა სიყვარულით…

ყველაფერი კარგად იქნება!:))

წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე:)