Font Size

SCREEN

Profile

Menu Style

Cpanel

23May2013

Notice
  • There is no category chosen or category doesn't contain any items

ასტროლოგის ფოსტა; 16 მარტი, 2012

dsopo gamarjobat davibade 1989 wlis 29 oqtombers dilis 12is naxevarzeda chemi rcheuli ki 1988 wlis 4 ivliss dilis 10stze mainteresebs urtiert shetavseba da ascendenti,da mainteresebs wels daojaxeba bednierebis momtaniikneba tu ara,gtxovt mipasuxot

 

 

 

 

თქვენი ასცედენტი – მშვილდოსანია. თქვენი რჩეული მართლაც გეკუთვნით მეუღლედ, ვინაიდან არის ამის მინიშნებები. რაც ეხება დაოჯახებას – ამის გაკეთება უმჯობესი იქნება კუროს ზონაში – აპრილის 22-დან, უმჯობესია 26 დან 20 მაისამდე (კარგი დღეა 19 მაისი). გისურვებთ ბედნიერებას

 

mirame გამარჯობათ, ძალიან გამიხარდა თქვენი აღმოჩენა არ ვიცოდი. ვარ მერწყული ხარი , პირადი რუქაც მაქვს, ასე თუ ისე ვერკვევი ჰოროსკოპიაში.. მაქვს უამრავი კითხვა... ნელნელა დავსვავ და ბელი თგვენგან პასუხებს. მადლობთ მაინტერესებს სიყვარულში მომავალი თუ აქვთ მერწყულს (ხარს)და მორიელ (ტახს), მერწყული-ვენერა ვერძი, მთვარე მშვილდოსანი, ლილიტი ვერძი, თეთრი მთავრე სასწორი, ასცედენტი მორიელი მორიელი-  ლილიტი მერწყული, მთვარე ვერძი, ვენერა-სასწორი, ასცედენტი- კიბო საოცარი ურთიერთ მიზიდულობა და პატივისცემა , მოწონება გვავქვს მადლობა წინასწარ ვიცი პასუხი ვერ იქნება მაინც საბოლოო, მაგრამ მიანც მაინტერესებს ძალიან

 

კარგია რომ ასტროლოგიაში ერკვევით. და მართალიც ხართ, რომ იცით, რომ ეს პასუხი ვერ იქნება საბოლოო. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კლასიკურ ასტროლოგიაში, ეს სეუთავსებელი წყვილია. ეს არ არის პრობლემა ძლიერი სიყვარულის შემთხვევაში, მაგრამ მაინც მინდა თქვენი ყურადღება ერთ ფაქტორზე გავამახვილო – მორიელის ლილიტი – მერწყულშია. ურთიერთმიზიდულობა, მართლაც იქნება, თუმცა ეს საფრთხილო კავშირია.

 

kokrochina ქალბატონო ქეთი გამარჯობა, მაინტერესებს რას განსაზღვრავს ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში,მე-3 სახლში, სამხრეთის_ლომში, მე-9 სახლში. ლილიტი მშვილდოსანში, მე-2 სახლში, სელენა ლომში,მე-9 სახლში.. რას უნდა მივაქციო ყურადღება? მადლობა

 

უნდა ისწავლოთ მეგობრობა, კოლექტივში Gთანაარსებობა და ამასთანავე, უნდა დაიგროვოთ ცოდნა, ქრონიკულად უნდა ისწავლოთ. თქვენ გეკრძალებათ ვინმესთვის ჭკუის დარიგება და მასწავლებლის როლში გამოსვლა. უნდა გაიფართოვოთ მსოფლმხედველობა, სიფრთხილე გამოიჩინოთ ყველაფერ უცხოურთან და მათ შორის უცხოეთთან მიმართებაშიც. უარი უნდა თქვათ ზედმეტ მატერიალისტურ მიდგომაზე ცხოვრებაში, ისწავლოთ გაცემა.

 

shotamainteresebs chemi horoskopis dadebiti da uaryofiti. wlevandeli weli rogori iqneba chemtvis? davibade 1976.23. 12. 18saatze.

 

ვრცლად ვერ განვიხილავთ აქ თითოეული ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებს, ამისთვის პირადი კონსულტაციაა საჭირო. ამიტომ საიტზე არსებულ თხის რქის დახასიათებას გაეცანით, იქ ვრცლადაა ინფორმაცია. რაც ეხება როგორი იქნება ეს წელი – არის სასიკეთო მაჩვენებლები, მითუფრო წლის პირველ ნახევარში, ასე რომ, გამოიყენეთ ეს პერიოდი

 

ninola 1961 wlis 12tebervali ra aris chemi agmavali kvandzi?

 

თქვენი აღმავალი კვანძი არის ქალწული, დაღმავალი, შესაბამისად თევზები

lali83 mogesalmebit qalbatono qeti. msurs agfrtovanebis gamoxatva tkveni statiebis da saertod, saitis mimart.erti kitxva makvs, problemad qceuli principshi. me 30 noembers dabadebuli mshvildosani gogona var. chemi mamakaci morielia. dalian gvikvars ertmaneti, tumca ar gvesmis ertmanetis titkos. me verafrit vxvdebi mis sikvarulis gamoxatvis limitirebul da tavshekavebul maneras, mashin roca me dalian gamomxatveli var grznobebshi(sul vechxubebi amaze, magram jiutia). mas arc komunikacia xiblavs rodesac problema chndeba urtiertobebshi. gtxovt mitxrat morieli mamakcis susti certilebi da misi "gaxsnis" ra perspeqtiva sheizleba qondes qal mshvildosans. ugrmesi madloba cinascar

 

ლალი. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენს სტატიებს კითხულობთ.

რაც ეხება თქვენს ამბავს- აი, სწორედ ამას ვგულისხმობთ ხოლმე ასტროლოგები, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც წყვილი არ შეეფერება ფსიქოტიპით ერთმანეთს.

თქვენ- ცეცხლი ხართ, თქვენი შეყვარებული კი – წყალი. ჯერ მარტო აქედან გააკეთეთ დასკვნა რამდენად განსხვავებულები ხართ და რამდენად განსხვავებულად აღიქვამთ სამყაროს!

მორიელს – ნუ მოთხოვთ ზედმეტ ემოციურობას, გახსნილობას, მაინც ვერ შეძლებს, ეს მის ბუნებაში არ არის, მაგრამ, თუ თქვენს გვერდითაა – თქვენიანად იგულეთ! მას არ შეუძლია სახალხოდ გრძნობების გამოფენა და ურჩევნია თავისთვის, ჩუმად უყვარდეთ, მშვილდოსნისგან განსხვავებით. მოგიწევთ შეგუება, თუ ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანია. და, მაინც, მთავარი ხომ სიყვარულია? და თუნდაც ნუ ექნება ისეთი გამოხატულება, როგორიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, მთავარია - უყვარდეთ ..:)

 

ana.sengeo გამარჯობა.დავიბადე 1991 წლის 1 იანვარს დილის 4ის ნახევარზე, ქუთაისში.
მაინტერესებს რომელი პროფესიაა ჩემთვის უფრო მისაღები და რომელ სფეროში მაქვს წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი. განათლებით ფინანსისტი ვარ და ახლა ვაბარებ მაგისტრატურაზე. სიამოვნებით გავითვალისწინებდი თქვენს რჩევას სამაგისტროდ პროფესიის არჩევისას. ადამიანებთან ურთიერთობისათვის რა რჩევებს მომცემდით. წინასწარ გიხდით მადლობას

 

 

ფინანსისტობა თქვენთვის მისაღები პროფესიაა. თქვენთვის აუცილებელია ძალიან კარგი განათლების მიღება, პროფესიონალიზმი, შემდეგ კი კარგი კარიერა, ვინაიდან აღმავალი კვანძი თხის რქაში გაქვთ. ადამიანებთან ურთიერთობაში კი შეეცადეთ არავის მოახვიოთ თქვენი იდეოლოგია თავს, მიცით მათ მოქმედებისა და არჩევანის თავისუფლება, ნუ გამოხვალთ ჭკუის დამრიგებლის როლში, ეს თქვენთვის არ შეიძლება და ისწავლეთ გადაწყვეტილების მიღება, ერთ რამეზე კონცენტრირება, მთავარის მეორეხარისხოვნისგან გამოყოფა.

 

dolidze გამარჯობათ, ძალიან მაინტერესებს, რა არის ჩემი კოსმიური მისისა...თუკი ეს ბევრ დროსა და ენერგიას არ მოითხოვს, იქნებ მითხრათ...1985 წლის 6 ნოემბერს, დილის 11 საათზე ქალაქ თბილისში დავიბადე.პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, სხვა პროფესია არც მდომებია არასოდეს, ჩემი მეუღლე ტყუპებია, ალბათ ჩემზე უკეთ იცით რა უცნაური და მძიმეა ეს კავშირი, მაგრამ სიყვარული გვაძლებინებს.. არ ვიცი რამდენად არის ეს ყველაფერი კოსმიურ მისიასთან კავშირში მაგრამ მაინც დავწერე. იმედია, არ მეტყვით თქვენი მისია ტყუპების გაძლებააო წინასწარ გმადლობთ...

 

 თქვენი რუქების შეთავსებას თუ გავაკეთებთ და იქ კონკრეტულ მაჩვენებელს აღმოვაჩენ, რა იცი, იქნებ მართლაც გითხრათ ეს მისია გაქვთ-მეთქი??:) ხოლო რაც ეხება თქვენს კარმულ მისიას – ეს მართლაც უკავშირდება მყარი ოჯახური კავშირის შექმნას, ასევე, თქვენ უნდა შეძლოთ მატერიალურ სამყაროში ფეხის მოკიდება – ანუ, უნდა შეგეძლოთ დამოუკიდებლად არსებობა (ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით), უნდა ისწაფვოდეთ სილამაზისა და კომფორტისკენ, თქვენს ირგვლივ უნდა შექმნათ ჰარმონიული გარემო და გააკეთოთ ყველაფერი, რომ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოთ. თქვენს ვარიანტში ეს აუცილებელია.

 

 

viinii დავიბადე 1993 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით თუ შეგიძლიათ მითხრათ რა არის ჩემთვის საუკეთესო პროფესია?ანუ რა სფეროში მექნება წარმატების ყველაზე დიდი შანსი??.

 

ამ კითხვაზე უფრო ზუსტი პასუხისთვის აუცილებელი იყო დაბადების საათის მითითებაც. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი შემიძლია გითხრათ, რომ თქვენთვის წარმატებული იქნება: საპარფიუმერიო ბიზნესი, დიზაინი, მოდისა და სილამაზის ინდრუსტრია (სილამაზის სალონი), ხელოვნების სფერო, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, ვაჭრობა (ძვირფასეულობის მაღაზია). წარმატება მოსალოდნელია მოსამართლის, ადვოკატის, კონსულტანტის, ფსიქოლოგის, პედაგოგის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სფეროშიც.

 

viniii gamarjobat, mainteresebs sakeisro kveta ramdenad gamartlebulia astrologiashi. da cvlis tu ara bevrs bavshvis bediswerashi mshoblebis chareva mis xelovnurad movlinebastan dakavshirebit?

 

ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით თუ მშობლები საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით წყვეტენ როდის უნდა მოევლინოს მათი ბავშვი ქვეყანას, ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ასტროლოგთან საუკეთესო დროის გამოთვლის შემთხვევაში, ვინაიდან ბავშვი – მათი ერთგვარი გაგრძელებაა, მათი ინდივიდუალური და საგვარეულო კარმის შესაბამისი და მშობლებმა ინტუიტიურად უკეთ იციან როდისაა ამ ქმედებისთვის საუკეთესო დრო. და ისედაც, სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით. თუ რომელიმე ადამიანი რაღაც გარკვეული მეთოდით და კონკრეტულ დროს მოევლინა ქვეყანას, ესე იგი ეს უკვე ჩედებული იყო მის პირად კარმაში და სამყარომ დაუშვა სწორედ დაბადების ასეთი ფორმა და დრო.

 

nataliko გამარჯობა. დავიბადე 25 აგვისტოს 1980 წელს 06:15სთ.მიმუშავია საქმისმწარმოებლად და ოფისის მენეჯერად.მაინტერესებს არის თუ არა ეს მიმართულება ჩემთვის სწორი და თუ არა, რომელი სფეროა ჩემთვის მართებული და წარმატებული.
მადლობა წინასწარ

 

დიახ, თქვენთვის ეს სავსებით მისაღები სფეროა. თქვენ კიდევ შესაძლოა მოგიწიოთ მუშაობა დახურული ტიპის სამსახურებში. რაც ეხება წარმატებას, წარმატება გაქვთ შემდეგ სპეციალობებში: მეცნიერი, ლიტერატორი, აღმზრდელი, მასწავლებელი, გამომგონებელი, ექიმი, ლინგვისტი, ფილოლოგი, ფსიქოლოგი, ჟურნლალისტი

 

anabana gamarjobat .. tu sheizleba shemidginet piradi horoskopi.. davibade 1990 wlis 1 noembers dilis 10 is naxevarze ...aseve mainteresebs ramdenad gamova urtieroba kurostan 1987 wlis 8 maiss dabadebultan didi madloba:)

 

ანა, აქ ვერ შევძლებ შენი ჰოროსკოპის მთლიანად გაშიფრვას. სჯობს კონკრეტული კითხვა გამომიგზავნო. რაც ეხება კუროსთან ურთიერთობას – გეტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო ნიშნებს წარმოადგენთ, (რაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობას ქმნის ურთიერთობაში), მაინც შესაძლებელია ეს კავშირი, ვინაიდან ბევრი სასიკეთო მაჩვენებელი არსებობს. მთავარია, კომპრომისები

 

 

anabana gtxovt mipasuxot 1990 wels 1 noembers dilis 9;30 ze dabadebul qals ra sferoshi elis warmateba da iqneba tu ara 2012 weli karieristvis warmatebuli... didi madloba

 

თქვენთვის წარმატებული სფეროებია: ხელოვნება, გასარობი შოუ ინდუსტრია, თეატრი, სამსახიობო და დიპლომატიური კარიერა, კაზინო და სათამაშო ბიზნესი. თქვენგან გამოვა რაიმე გაერთიანების კარგი ხელმძღვანელი, ძვირფასეულობის მაღაზიის მეპატრონე (კონსულტანტი, მენეჯერი,). სფერო, სადაც ლიდერული თვისებების, ბოჰემური ცხოვრების, ყურადღების ცენტრში ყოფნის საშუალება მოგეცემა

 

 

lado-ladogamarjobat didi pativiscemit , gtxovt mipasuxot: pirad horoskposhi verdzshi myavs marsi msame gradushi , kuroshi myavs venera meeqvse gradusshi da merkuri meoceshi, tyupebshi mze , kirchxibshi ki iupiteri mecamete gradusshi xironi metxutmete gradusshi da selena mecxramete gradusshi , lomshi myavs daxmavali kvanzi merve gradushi , morielshi myavs prazerpina meore gradushi mtvare meotxe gradushi plutoni metxutmete gradusshi da liliti 23 gradusshi  , txis rqashi myavs uranimerve gradusshi neptuni mecamete gradusshi saturni ocdameotxe gradusshi . axmavali kvandzi ki merwyulshi . didi madloba

 

ლადო, და რაში მდგომარეობს კითხვა? კონკრეტულად, რა გაინტერესებთ??

 

pusuna361 გამარჯობათ,დავიბადე 1969 წლის 29 აგვისტოს,დილის6–8 საათზე.გთხოვთ მომწეროთ რა არის ჩემი მისია? რომელი პლანეტა სად მყავს? ზოგადად. რატომ მაქვს პრობლემები ხშირად?წინასწარ დიდი მადლობა.ნინო

წინასწარ დიდი მადლობა.ნინო

 

ძალიან დიდი დროის შუალედი მომეცით და შესაძლოა ზუსტი პასუხი ვერ გაგცეთ. ერთს კი გეტყვით , რომ თქვენი აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ტქვენთვის აუცილებელია სულიერების გაზრდა, სულიერი გამოცდილების, ცოდნის დაგროვება, ინტუიციის განვიტარება, ქველმოქმედება და ა.ს.

რაც ეხება პლანეტებს მზე – ქალწულში, მთვარე - თევზები , მერკური – სასწორი, ვენერა - ლომი, მარსი - მშვილდოსანში, იუპიტერი – სასწორში, სატურნი- კურო,  ნეპტუნი – ღრიანკალი, პლუტონი – ქალწული. აღმავალი – თევზები, ლილიტი- კირჩხიბი, სელენა- ლომი

რაც ეხება პრობლემებს – ეს უნდა ვიცოდე როგორ ცხოვრობთ, რას აკეთებთ და მერე უფრო შემიძლია გითხრათ რატომ გაქვთ კონკრეტული პრობლემა. სჯობს ასტროლოგთან კონსულტაციაზე მიხვიდეთ და საფუძვლიანად გაანალიზოთ თქვენი რუქა

 

sascori gamarjoba keti:) pirvel rigShi madlobt rom arsebobs es saiti Zalian sainteresoa.zalian mainteresebs rogor Seizleba gavigot an mivxvdet meramdene reinkarnaciaSHi vimyopebit axla?da saertod ramdenjer ibadeba adamiani?12jel?Semdeg ra xdeba tu Sezlo misma sulma ganvitarebaa? madlobt

 

გამარჯობა

გმადლობ თბილი სიტყვებისთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია თვითონ დედამიწაზე არის 15 ინკარნაცია (ისედაც, ნუმეროლოგიურად 1+5=6, 6 კი - მიწის ციფრია). ზოგიერთი ასტროლოგი და ნუმორელოგი ინკარნაციების რაოდენობას ნუმეროლოგიური გამოთვლების შედეგად ადგენს. აი, რაც ეხება კითხვის მეორე ნაწილს, მე ყოვლისმცოდნეობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შემიძლია გაგიზიარო ჩემი ცოდნა, რომ როდესაც სული ამთავრებს თავის მიწიერ ინკარნაციებს (ანუ, მატერიალურ სამყაროში თავისი განვითარების პიკს მიაღწევს) ის უკვე სხვა გალაქტიკაში ხვდება და განაგრძობს განვითარებას. ეს ინფორმაცია მაქვს. ას პროცრენტიან ჭეშმარიტებაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა, ეს ვერსია, პირადად მე, ლოგიკურად და სარწმუნოდ მეჩვენება

 

moskowie didi madloba qeti pasuxistvis, zalian grma xar da nateli gonebit, didi madlobaaa :*,ertic unda gkitxo kido ,genetika ro gamovricxot..mshoblebis horoskopi axdens rame zemoqmedebas sheizleba ro gadmovides rame qceva chvenze? da is ascedanti lomshi ki emtveva memgoni rac pexi avidgi tavaceuli davdivar,trabaxis gareshe .

 

) აბა, ასცედენტით ლომს ეგღა აკლია თავჩაქინდრულმა იაროს

გმადლობთ სასიამოვნო შეფასებისთვის.

რაც ეხება კითხვას - ბავშვი შემთხვევით არ იბადება კონკრეტულ ოჯახში და კონკრეტულ მშობლებთან. როგორც ეზოთერიკაშია ცნობილი _ სული თვითონ ირჩევს მშობლებს. ის თვითონ ირჩევს რომელ ოჯახში, რომელ საგვარეოლო ხაზში დაიბადოს.

გეთანხმები, ხშირად ბავშვებზე მშობლების ან წინაპრების რაიმე კონკრეტული თვისდება ან ჩვევა გადადის და არც ესაა გასაკვირი, ვინაიდან გენეტიკასთან ერთად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა წინაპრების გარკვეული კარმული პროგრამები. ადამიანი რომ არ ყოფილიყო ამ ოჯახის, საგვარეულო კარმის შესაბამისი, სწორედ ამ ოჯახში - არ დაიბადებოდა. ხშირად მშობლების რუქის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი შვილების რუქებშიც მეორდება, მითუფრო თუ ეს მაჩვენებელი მშობლების მიერ არ არის სათანადოდ `დამუშავებული~, `გაკეთებული~. ასეთ შემთხვევაში ესტაფეტას თითქოს ბავშვი იღებს თავის თავზე და ახლა უკვე მას უწევს ამ თვისების შეძენა-გამოსწორება, გარკვეული გამოცდილების დაგროვება ან კარმული ვალის გასტუმრება, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, რომ თუ ეს მის ინდივიდუალურ კარმასთან არ მოდის თანხვედრაში, მაშინ მას ამის გაკეთება არ მოუწევს (ამიტომაც, ერთ დედ-მამიშვილების შესაძლებელია სრულიად განსხვავებული ბედი და ცხოვრება ჰქონდეთ).

 

Salome_123 Gamarjoba, tu ar shecuxdebit mec mipasuxot. Davibade 21.02.1984 19 saatze ( absoluturad zusti dro araa) Tbilisshi. oriod sitkvit ra shegidzlia mitxrat. Aseve misiis sheseaxeb, maincdamainc realizebul pirovnebad ver vtvli tavs,.meugle 10.10.1976 zusti dro ar vicit (shuadgeso) tan 7 tviania  Chemi shvili Luka daibada 07.09.2010 22:23 st-ze ( samzshobiaros saatis mixedvit  ) specialurad davimaxsovre. p.s. bavshvis piradi rukis shedgena ra girs?

 

სალომე, შენი უმთავრესი მისია უკავშირდება შენს პროფესიულ ზრდას. შენთვის აუცილებელია კარიერის გაკეთება! უნდა გამოიჩინო მოთმინება, ძალისხმევა და მთელი აქცენთი პროფესიულ სფეროზე გადაიტანო. და რა გაინტერესებთ მეუღლესა და ბავშვთან დაკავშირებით? თქვენი მეუღლისთვის აუცილებელია ეზოთერული, სულიერი განვითარება. მატერიალურზე მეტად  სულიერი სიმდიდრეები უნდა აგროვოს, რაც ვხედავ, მისთვის ცოტა რთული შესასრულებელია. რომ იცოდეთ დაბადების უფრო ზუსტი დრო, უფრო კონკრეტულ პასუხებს გაგცემდით.

და შვილზე რა გაინტერესებთ? ძალიან მგრძნობიარე პატარა გყავთ. მისთვის ყოველთვის პირველ ადგილას ოჯახი იქნება. ჯანმრთელობის მხრივ - არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ ჩანს, თქვენი პატარას ორგანიზმს  შხამების  დაგროვების  მიდრეკილება ა ქვს ამიტომ  ბევრ ქიმიურ წამალს ნუ მისცემთ. და  მოერიდეთ ისეთ საკვებს, რაშიც ბევრი ემულგატორი ან ქიმიური შემადგენლობაა.

 

sharia gamarjobat, qalbatono qeti...davibade 1990 wlis 24 ivliss samshabat dges gamis oris naxevarze, mainteresebs chemi karmuli misia aseve romel nishanshi myavs ascedenti,tu sheidzleba aseve mitxrat chemi ascedenti ra gavlenas axdens chems pirovnebaze...winaswar gixdit madlobas

 

თუ ზუსტად ორის ნახევარზე ხართ დაბადებული – მაშინ თქვენი ასცედენტი ტყუპებია, თუ ცოტა ადრე – კურო. საიტზე დევს მასალა ტყუპების ასცედენტზე და გადაათვალიერეთ.

რაც ეხება თქვენს კარმულ მისიას- თქვენი მისია რეფორმატორულობაში, სიახლეების ძიებაში, ახალ ხედვაში და მეგობრობის განვითარებაში გამოიხატება (გაეცანით აღმავალ კვანძს მერწყულში, საიტზე დევს). უნდა ისწავლოთ კოლექტივებთან ერთად მუშაობა. უნდა გახდეთ არაფორმალური ლიდერი. თვენთვის აუცილებელია, კარიერული აღმასვლა (დღეს რაღაც სულ ასეთი კვანძებით მწერენ). უნდა გახდეთ ნამდვილი პროფესიონალი. მერწმუნეთ, კარგად გამოგივათ

 

rusudani gamarjobat  moxaruli var rom gachnda pirveli astrologiuri qartuli
saiti.madlobas mogaxsenebt qalbatono qeti chvens kitxvebs rom pasuxobt.davibade 1976 wlis 17 noembers dilis 10saatsa da 15 cutze.davibade tyupiscal dastan ertad,romelic chems shemdeg 15 cutit mogvianebit daibada.bevrs vshromob da vscavlob,magram ratomgac arc samsaxurishi mimartlebs da arc pirad cxovrebashi.mitxarit ra aris chemikarmuli movaleoba da ratom ver vagcev carmatebas cxovrebashi? gmadlobt Re

 

რუსუდან…თქვენც და თქვენი დაც ასცედენტით მშვილდოსანი ხართ.

 

ახლა რაც ეხება რატომ ვერ აღწევთ წარმატებას.  მე არ ვიცი თქვენ რა სფეროში მოღვაწეობთ, ხართ კი იქ, სადაც უნდა იყოთ და რაც უკეთ გამოგივათ?

 

აღმავალი კვანძი ღრიანკალში გაქვთ , თქვენთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითრეალიზება. მიზანმიმართულად და დაუნდობლად უნდა გაანადგუროთ თქვენში ხასიათის უარყოფითი, მახინჯი მხარეები. შიშის გარეშე უნდა ისწრაფვოდეთ წარმატებისკენ, არ უნდა გეშინოდეთ საფრთხის, ცხოვრებაში მსხვილი ფსონის დადების, მაშინ თავისთავად მოვა მატერიალური კეთილდღეობა და ფიზიკური ენერგია. უნდა შეიცნოთ სამყაროს იდუმალი მხარე. სასურველია ეზიაროთ ეზოტერიკას, იკითხოთ ეზოთერული ლიტერატურა, სულიერად უნდა განვითარდეთ.  გაეცანით თუ შეიძლება და ასევე გაეცანით აღმავალ კვანძს თხის რქაში, ესეც გასათვალისწინებელია (http://astrologia.ge/index.php/2011-06-30-17-26-54/648-2012-03-03-15-27-47 უფრო ვრცლად წერია).

 

მართალია, არ მიყვარს საჯაროდ ლილიტზე, ე.წ. მაცდუნებელ ენერგიაზე საუბარი, მაგრამ თქვენს შემთხვევაში აუცილებელია აურის სისუფთავეზე ზრუნვა, წინაპრების მიმართ დავალიანების გასტუმრება, პატრიოტიზმი, თქვენი გვარის, ტრადიციების გაგრძელება და ა.შ.

 

სამწუხაროდ ამ ფორმატში უფრო ვრცელი რეკომენდაციების მოცემა ვერ ხერხდება, თუმცა თუ ზედმიწევნით შეასრულებთ მითითებულ რეკომენდაციებს, ესეც შედეგს მოგცემთ.

 

cunculika gamarjobaT, patara nikolozi daibada 2011.31.05 foTSi dilis 5 saaTze, aqvs Tandayolili iSviaTi da sayuradRebo daavadeba, ras metyodiT sagulisxmos da gasaTvaliswinebels. winaswar didi madloba

 

იცით, დიდი ხანი ვაკვირდები პატარას ჰოროსკოპს და მინდა გითხრათ, რომ ამ ჰოროსკოპში არ არის გამოკვეთილი რაღაც განსაკუთრებული ჯამრთელობის პრობლემები. არის ალბათობა, რომ რაიმე დაავადება დაკავშირებული იყოს სახისა და თავის არესთან, თირკმელებთან, მაგრამ ის, რომ მთლიანად ბავშვის  ჯანმთელობას  სამომავლოდ განსაკუთრებული პრობლემები ექნება, ასეთს ვერ ვხედავ. ასეთი ალბათობა კი ბევრს აქვს ჰოროსკოპში. წმინდა ბარბარეს სთხოვეთ ბავშვის მფარველობა, წმინდა ნიკოლოზს, ასევე მთავარანგელოზ რაფაელს. ისინი დაგეხმარებიან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ პატარას!

 

bachia29 Gamarjoba, davibade 1989 clis 29 aprils, dilis 5 saatze mainteresebs chemi piradi horoskopi.

 

გამარჯობა. თუ რაიმე კონკრეტული კითხვა გაქვთ, შემიძლია აქ გიპასუხოთ. ხოლო თუ ჰოროსკოპის სრული გაშიფრვა გსურთ, გამოაგზავნეთ წერილი ზემოთ მითითებულ მისამართზე

 

manaveli gamarjobat da cinascar gmadlobt, var 1987 clis 3 tebervals dabadebuli dxis samis naxevarze, mainteresebs zogadad chemi piradi horoskopi, cxovrebshi ras mivaxcev da chemi karmuli misia ra aris? ra saqmeshi viqnebi carmatebuli da sad? mokled yvelaperi mainteresebs, cinascar kidev gixdit madlobas

 

 

 

ცხოვრებაში რას მიაღწევთ- ნამდვილად არ ვიცი, ვინაიდან ჰოროსკოპში ჩანს მხოლოდ პოტენციალი და არა აუცილებლობა. აი, რას გამოიყენებთ თქვენი პოტენციალიდან – ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

რაც ეხება კარმულ მისიას- საკუთარ ხასიათში უნდა გამოიმუშაოთ ვერძისეული თვისებები- ანუ, უშიშარი ხასიათი, მიზანსწრაფვა, ლიდერული თვისებები, ასევე უნდა იყოთ რეფორმატორული, უნდა შეგეძლოთ ახლის დანერგვა, იყოთ მაქსიმალურად თავისუფალი და თავისუფლებას უნდა აძლევდეთ ყველას. რაც ეხება წარმატებას, თქვენი იუპიტერი, გამარჯვების პლანეტა, თევზებშია. თქვენთვის სასურველი პროფესიებია: ხელოვნება, დიზაინი, მოდელირება. ფსიქოლოგია, მედიცინა, ქველმოქმედება, რელიგია. დასაშვებია საკუთარი ბიზნესი, სამხედრო ფორმირებები, სპეც. დანიშნულების ჯგუფები, საგამოძიებო და დაცვის სამსახური, ოპერატიული ორგანოები, პოლიცია, მეცნიერებისა და ტექნიკის სფერო, ქირურგია, სპორტი.

 

mila davibade 1985 wlis 14 dekembers sagamos rva saatze. rogorc vici chemi horoskopis mixedvit maqvs natelxilvis garkveuli viWi. mainteresebs rogor sheiZleba is ganvavitaro. amjamad mxolod sizmrebit vigeb gakveul informacias. aseve maqvs meore shekitxva adamianis pirad horoskopshi saidan chans meramdenedaa reinkarnirebuli. didi madloba winaswar.

 

მილა…... ინკარნაციის გამოთვლა ხდება ნუმეროლოგიურადაც (ერთ-ერთი მეთოდი). რაც ეხება იმას, თუ როგორ უნდა განავითარო ნათელხილვის ნიჭი- უნდა ისწავლო მედიტაციური ტექნიკები, სასურველია დაეუფლო იოგას (არის შესაბამისი ვარჯიშები), უნდა იკითხო შესაბამისი ლიტერატურა, ისწავლო სამყაროს ენისა და მინიშნებების კითხვა. კიდევ არის ინტუიციის გასავითარებელი მრავალი ვარჯიშიც. დიდი მასალაა თუნდაც ინტერნეტში და თუ სურვილი მართლაც გაქვს, სავსებით შესაძლებელია ამ ნიჭის უფრო ღრმად განვითარება

 

tata გამარჯობა,ქალბატონო ქეთი.თუ შესაძლებელია თქვენთვის და ძალიან არ შეგაწუხებთ,მაინტერესებს ჩემი შვილის წარმატების ქვეყანა არის საქართველო თუ ჩემი აკვიატებაა,რომ მან საზგვარგარეთ სცადოს ბედი,არც თუ ცუდი კალათბურთელია   მისი დაბადების თარიღია 1991 წლის 14 თებერვალი,გამის 12საათი და 15 წუთი,ანუ 14 რიცხვი რომ დაიწყო.წიწნასწარ გიხდით მადლობას.

 

 

ტატა, მე არ გირჩევდით ბავშვი დიდი ხნით რომ იყოს უცხოეთში, ვინაიდან თქვენს შვილს საზღვარგარეთ ლილიტი აქვს,…ანუ…ცუნების და შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი ლილიტით – უცხოეთში წარმატების მიღწევა რთულია

 

 

 

ხუტუსა გამარჯოაბა ქალბატონო ქეთი, უკვე მესამედ ვსვავ კითხვას და გთხოვთ მიპასუხოთ:

დავიბადე 1985 წლის 2 დეკემბერს, დილის საათებში, მაინტერესებს საზღვარგარეთ

წასვლის შემთხვევაში თუ მივაღწევ წარმატებას და რა სფეროში, წინასწარ დიდი მადლობა

 

ნამდვილად პირველად ვხედავ თქვენს მესიჯს. ხანდახან არ ჩანს ხოლმე. რაც ეხება საზღვარგარეთ გამგზავრებას- თქვენთვის შეიძლება. სასურველი იყო უფრო კონკრეტული დროის მითითება რომ სასურველი სფეროები გამოგვეყო…2 საათი – უზარმაზარი დროა. დილის საათები ეს რომელია???...6, 7, 8, 9, 10 11????

არც ის ვიცი – გოგო ხართ თუ ბიჭი,…არც ის – რისთვის მიდიხართ?? სასწავლებლად თუ სამუშაოდ?

საერთოდ წარმატების შანსი კომპიუტერებში, ახალ ტექნოლოგიებში, ავიაციაში, რეჟისურასა და დრამატურგიაში უფრო გაქვთ. ასევე, გუნდურ და კოლექტიურ საქმიანობაში. მთავარია, სადაც არ უნდა მოხვდეთ – იყოთ ორიგინალური და რეფორმატორული. შეგეძლოთ გუნდური მუშაობა - მაშინ წარმატება უფრო ადვილად მისაღწევი იქნება

 

kopi gamarjobat qalabatono keti...mainteresebs chemi ascendenti romel nishanshia da rogor aisaxeba chems xasiatze.1989.07.24...madlobt

 

კოპი…იმისთვის რომ ასცედენტის ნიშანი გითხრათ – აუცილებელია დაბადების ზუსტი დროისა და ადგილის მითითება. მარტო ეს მონაცემები – არ კმარა. თავიდან გამოაგზავნეთ შეკითხვა

 

mari1 გამარჯობათ ! მაინტერესებს როგორ ეწყობიან ერთმანეთს ბიჭი დაბადებული 1988 წლის 18 აპრილს და გოგო დაბადებული 1993 წლის 25 აგვისტოს? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ურთიერთობა იყოს ჰარმონიული? და ქალწული და ვერძი როგორ ეწყობიან ერთმანეთს?

დიდი მადლობა წინასწარ

 

 

ზოგადად ქალწული და ვერძი – ვერ ეწყობა ერთმანეთს. ეს რთული კავშირია პირადი მონაცემების მიხედვითაც. თქვენთვის უფრო სასურველი და გამარჯვების მომტანია კურო, შეგიძლიათ კირჩხიბი, ღრიანკალი...

 

tornike 1994 მოგესალმებით, დავიბადე 1994 წლის 12 ნოემბერს დილის 5 საათზე მაინტერესებს ყველაფერი ჩემი თვისებების შესახებ და ასევე იმ სფეროთა შესხებ სადაც შევძლებ წარმატების მიღწევას პროფესიულ ცხოვრებაში. წინასწარ გმადლობთ

 

წარმატების მომტანი სფეროებია: საბანკო-ეკონომიკური სისტემა, საგადასახადო და მაკონტროლირებლი ორგანოები, სადაზღვევო კომპანიები, გინეკოლოგია. დასაშვებია ფსიქოლოგია, პედიატრია, ვაჭრობა (სასურსათო პროდუქტებით). წარმატების მისაღწევად აუცილებელია მიზანსწრაფვა, მოთმინების უნარი, უშიშარი ხასიათი. საიდუმლოს დაცვა, საქმის ბოლომდე მიყვანა!

 

 

anabana გამარჯობათ .. დავიბადე 1990 წლის 1 მოემბერს დილის 9:30 წუთზე.. მაინტერესებს მორიელის რომელ ტიპს მივეკუთვნები.. და იქნება თუ არა 2012 წელი ჩემი კარიერისთვის წარმატებული   დიდი მადლობა (დავიბადე ქუთაისში

 

ანა…რომ გიცნობდე პირადად- უფრო გეტყოდი მორიელის რომელ ტიპს მიეკუთვნები. თუ ხარ აქტიური, უშიშარი, მებრძოლი, მაღალსულიერი – მაშინ შესაძლოა არწივი, ან მტრედიც კი იყო,…ხოლო თუ მორიელის უარყოფითი თვისებები გახასიათებს მოჭარბებულად, მაშინ – მორიელი, ან გველი

 

n-it-a  გამარჯობა, დავიბადე 1981 წლის 1 მარტს დაახლოებით 5-6 საათის შუალედში საღამოს. მაინტერესებს ორიოდე სიტყვით ჩემს შესახებ.. ძალიან შორს ვარ ტიპიური თევზობისგან  )) :

ძალიან საკვირველია რომ ვერ გრძნობთ საკუთარ თავში თევზების თვისებებს…რადგან 4 პლანეტა – სწორედ მაგ ნიშანში გაქვთ.

 

თქვენში ბევრი იქნება ქალწულის თვისებები. ასცედეტი კი ლომშია – და საკმაოდ ამბიციურ, ამაყ, მედიდურ შთაბეჭდილებას ტოვებთ ადამიანებზე. გიყვართ ხალხში ტრიალი, ყურადღების მიქცევა და ხართ მეგობრული. ამ მონაცემებმა განაპირობა ასეთი ფსიქოტიპი, თუმცა, შინაგანად, მაინც თევზები რჩებით

 

კითხვის დასატოვებლად საჭიროა საიტზე დარეგისტრირება.


გისურვებთ წარმატებას!

 

 

გაიარე ავტორიზაცია!