დრაცენა დათრგუნულობას ხსნის
დრაცენა ატმოსფეროს უხილავი მტვრისგან ასუფთავებს, რაც მშფოთვარე, აღგრძნებული ადამიანის გარშემო იკრიბება. ასეთი უხილავი მტვერი ყველაზე მეტად ოფისებშია. ის ატმოსფეროს ამძიმებს, უშლის ადამიანებს ურთიერთგაგებასა და გულწრფელობაში.
დრაცენას ასტროლოგიური ნიშანია თხის რქა.
სახლის გარემო
სურათზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დრაცენაა გამოსახული. მისი ფოთოლი 50 სმ. აღწევს, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება, რაც მისი თხის რქის სიმბოლოს ქვეშ გაერთიანებითაა განაპირობებული. თხის რქის მმართველი სატურნი ნათლად არის გამოხატული მცენარის სწორ ლულაში.
დრაცენას სატურნი მჭიდროდ არის გარემოცული მერკურით – ფოთლებით. სატურნი მიწის სტიქიის პლანეტაა, რაც ფოთლის დიდ ზომასა და ზრდის ტემპებშია გამოკვეთილი.
მცენარეს მიწიერი, აუჩქარებელი და მშვიდი ხასიათი აქვს. მას სახლის ატმოსფეროს ენერგეტიკის, აზრებისა და გრძნობებისგან გაწმენდა შეუძლია. ამშვიდებს აღგძნებულ, სტრესში მყოფ ადამიანებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი ხართ, დაიდგით დრაცენა სახლში ან სამსახურში.
ემოციური მდგომარეობა
როგორ შეუძლია ადამიანზე მშვიდ, აუღელვებელ დრაცაენას ზემოქმედება? რა თქმა უნდა ძლიერ დამამშვიდებელ სატურნსა და აშკარად გამოკვეთილ მიწის სტიქიას შეუძლიათ ადამაინს შებოჭილობის გრძნობაც კი გაუჩინონ, მაგრამ დრაცენას ფოთლებში ასევე ძლიერია მერკურიც.
მერკურის მეშვეობით დრაცენა ადამიანში დათრგუნულობას ხსნის. მისი ქონა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხოვრება აიძულებს გააკეთოს რაღაც მისი ნების საწინააღმდეგოდ და ამის გამო ემოციურად იტანჯება.
დრაცენასთან ერთად ადამიანი მსუბუქად ეგუება მორჩილებას. შეიძლება მისი ქონა არმიაში ან საპატიმროში უკეთესიც იყოს. მცენარის გავლენით ადამიანი გარემოს ზეწოლის განცდას ამსუბუქებს და მარტივად იღებს ყველაფერს ისე, როგორც არის.
მისი ქონა განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც თქვენ წინაშე მკაცრად შეზღუდულ ვადებში შესასრულებელი დავალებაა.
ჯანმრთელობა
თხის რქა ძვალ-კუნთოვან სისტემას მართავს, ამიტომაც დრაცენა ნებისმიერი ძვლის ტკივილს ამშვიდებს. მშვიდი დრაცენა ადუნებს ადამიანს. სახლში მისი არსებობით მოსახლეები ოსტეოქონდროზული და კუნთოვანი ტკივილებისაგან არიან დაცულნი.
მოამზადა: გივი მატებამ