cyperus papyrus დაგიცავთ მოლაყბეთაგან
განუწყვეტლივ ლაპარაკს, როგორც მოსაუბრესთვის, ასევე მსენელისთვისაც ბევრი ზიანისმოტანა შეუძლია. ხმას ჰაერი მოძრაობაში მოჰყავს. თუ ხმა ცარიელია, მოძრაობაც არაფრის მაქნისი იქნება და ატმოსფეროს ენერგიას გამოაცლის. ციპერუს პაპირუსის ასტროლოგიური ნიშანია თევზები.
სახლის გარემო
ამ მცენარის გარეგნობიდან გამომდინარე, უკვე ნათელი ხდება როგორ ზეგავლენას იქონიებს ის სახლზე. ციპარუსს საინტერესო, ძაფისებრი ფოთლები აქვს. სხვა მცენარეების ფოთლების მსგავსად, მათაც ენაწყლიანი მერკური მართავს. მაგრამ ციპარისის ფოთლებში დასახლებული მერკურის ენა, უკლებლივ ყველაფერზე, განუწყვეტლივ მოლაპარაკეს მოგვაგონებს.
ციპარის პაპირუსი კარგია იქონიოთ სახლში, სადაც მოსახლეები და ხშირი სტუმრები გაუჩერებლად საუბრობენ და ლაპარაკი თვითგამოხატვის ძირითადი წყაროა.
სახლში, სადაც უაზრო ლაპარაკის მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ, ენერგეტიკა შეიძლება ძალიან „გადაღლილი“ იყოს, რაც საბოლოოდ მოსახლეების ემოციანალურ და ფიზიკურ გადაღლას იწვევს. სწორედ ამისთვისაა კარგი ციპერუს პაპირუსი, რომელსაც გარემოს, ცარიელი ხმებისგან დაცვა შეუძლია.
ის ახშობს ხმაურს და მოსახლეებსა და ატმოსფეროს გამოფიტვისაგან იცავს.
ფოთლების განმგებელი მერკური, ენის მართვის გარდა, თავისი ბუნებით საკმაოდ ცბიერი და მატყუარაა, პაპირუსის წვრილი ფოთლები მერკურის მეწვრილმანეობას უსვამს ხაზს. ამიტომაც პაპირუსი, ცბიერი ადამიანების აზრობრივი ენერგეტიკის და სიტყვებისაგან ატმოსფეროს საუკეთესოდ იცავს.
ემოციური მდგომარეობა
ფოთლებს არა მხოლოდ ატმოსფეროს განწმენდი თვისება გააჩნია. მათი განმგებელი მერკური, ჩვენი ყოფის მრავალ თემას განაგებს, მათ შორის საწყის განათლებასაც.
რადგან პაპირუსის მრავალრიცხვოვანი ფოთლები ძალიან წვრილია, მცენარე ეხმარება ადამიანს მრავალმხრივი (თუმცა ზედაპირული) განათლების მიღებაში.
შიძლება ითქვას, პაპირუსი ერთგული მეგობარია, მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში რამდენიმე მეცნიერებაზე შეიქმნას წარმოდგენა.
პაპირუსის ქონა კარგია იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ ყოფნის დრო საგნის სიღრმეების შესასწავლად, მაგრამ საქმიანობიდან გამომდინარე მრავალფეროვანი დისციპლინების შესწავლა და ინფორმაციის კურსში ყოფნა უწევს.
პაპირუსი ინფორმაციის სწრაფად მიღებაში ეხმარება.
საინტერესოა, რომ პაპირუსი სხვა ციპერუსების მსგავსად, ნიადაგის მუდმივ დანოტივებას მოითხოვს. მისი ფესვები ყოველთვის წყალში უნდა იყოს. ასეთი გარემოებით მცენარე წლის სტიქიასთან კავშირის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ ამ თვისებაში პაპირუსის ადამიანზე ზეგავლენის სიმბოლოც იმალება. ფესვი მიწის სტიქიასთანაა დაკავშირებული, წყალი კი ემოციების სიმბოლოა. ამიტომაც პაპირუსი ყოველდღიური რუტინისგან გაქცევის მსურველის კარგი დამხმარეა. ციპერუსი მკვეთრად ანვითარებს რეალური, ფიზიკური მოვლენების წინათგრძნობის განცდას.
ჯანმრთელობა
თევზები სისხლის პლაზმას, ლიმფურ და ენდოკრინოლურ სისტემას მართავს. პაპირუსი მის წვრილ ფოთლებში „მაცხოვრებელი“ ზემსუბუქი მერკურის წყალობით, განმწმენდად მოქმდებს თევზების მიერ მართვად სისტემებზე, რაც ორგანიზმის სისუფთავეს განაპირობებს. პაპირუსი იგივე მერკურის დახმარებით ძილსაც ამსუბუქებს და ადამიანს რელაქსაციაში ეხმარება. მცენარის ქონა კარგია საძინებელში მათთვის ვისაც გამოსაძინებლად ათზე მეტი საათი ჭირდება, ხვრენს ან ძილში ლაპარაკობს.
მოამზადა: გივი მატებამ