დიეტა მთვარის კალენდრის მიხედვით

 დიეტა მთვარის კალენდრის მიხედვითძალიან მარტივია კვების პრინციპი დაუკავშირო ბუნებრივ რითმს. ეს ერთადერთი დიეტაა ხანგრძლივი ეფექტით.ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და არ ახდენს არანაირ ნეგატიურ ზემოქმედებას. არ ვნებს ორგანიზმს, ვინაიდან არ ერევა მის შინაგან პროცესებში.

ყველამ ვიცით, რომ დიეტის შეწყვეტის შემთხვევაში სხეული კვლავ იმატებს წონაში.ასეთ დიეტას ახასიათებს უკუჩვენება, რაც სხვადასხვა დაავადებების სახით ვლინდება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს, არ უნდა დაკარგოს გონივრულობა – არ შეიძლება ბრმად ენდო ათასობით დიეტას, მხოლოდ იმიტომ, რომ გახდე.

ამას სჯობს დაიცვათ დიეტა მთავარის კალენდრის მიხედვით!

 ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

დიეტის დროს იკვებეთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. თქვენი ძირითადი სასმელი უნდა გახდეს ჩვეულებრივი, ონკანის წყალი (თუმცა ზოგიერთ რეგიონში მინერალური, უფრო გაზგასული წყლის გამოყენებაა სასურველი).

მზა პროდუქი წარმოუდგენელია კონსერვანეტების გარეშე. ხოლო ის საკვები, რომელიც კონსერვანტებს შეიცავს, – დაბალხარისხიანი პროდუქტით მზადდება, ამიტომ აუცილებელია ვიკვებოთ მხოლოდ ახალი პროდუქტით, ყველანაირი კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლეს ხარისხის ნაწარმს.

საკვები მოამზადეთ დიდი სიყვარულით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: სასურველია მივიღოთ მოხარშული ბურღულეული, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ინელებს, ამიტომ შუალედური წახემსებების გარეშე უფრო მშვიდად შეგიძლიათ დაელოდოთ სადილს ან ვახშამს.

მთვარის დიეტის საშუალებით შეგიძლიათ აყვეთ ბუნების რიტმს, წონაში დაიკლოთ ზედმეტი სირთულეების გარეშე და ამასთანავე, მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან (შლაკებისგან) გათავისუფლდეთ.

თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმ წონას, რომლის დროსაც უბრალოდ თავს იგრძნობთ კარგად. არ დაგავიწყდეთ, მთვარის დიეტის დროს შიმშილი არ არის აუცილებელი. 14 დღე მთვარე არის კლებადი. 14 დღე მზარდი. მთვარის დიეტა მაქსიმალურად იყენებს ამ ციკლს.

იკვებეთ მთვარის ფაზების შესაბამისად :

ახალმთვარეობა: ახალმთვარეობამდე 2 – 3 დღით ადრე აუცილებელია შედარებით ნაკლები საკვები მიირთვათ. ამ დღეებში მიიღეთ დღეში 1,5-2 ლიტრი სითხე. ასევე, სასურველია ახალმთვარეობამდე 2 დღით ადრე და შემდეგაც, მივიღოთ ჩვეულებრივზე მეტი ხილი და ნატურალური წვენი.

 ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

მზარდი მთვარე: განსაკუთრებით ამ პერიოდშიაც აუცილებელია ნაკლები საკვების მიღება, ხოლო 18 საათის შემდგომ კვება- საერთოდ არ არის სასურველი. ეცადეთ მიიღოთ ბევრი სითხე მხოლოდ 19 საათამდე (19 საათის შემდეგ მიიღეთ სითხე მხოლოდ ძლიერი წყურვილის შემთხვევაში). ამ დროს სასურველია ასევე მსუბუქი მასაჟი.

ახალმთვარეობიდან სავსე მთვარეობის პერიოდამდე ადამიანი ყველაზე ადვილად იმატებს წონაში, ამიტომ – აუცილებელია საკვებისა და გაზიანი სასმელების შეზღუდვა.

სავსემთვარეობა: 18 საათამდე ასევე სასურველია, ნაკლები მივირთვათ . უნდა მივიღოთ დიდი ოდენობით წყალი და ხილი.

კლებადი მთვარე: კლებად მთვარეზე შეგიძლიათ თავისუფლად იკვებოთ და არ შეგეშინდეთ გასუქების, მაგრამ თუ გახდომა გსურთ 17 საათის შემდეგ არ არის სასურველი საკვების მიღება. მიაქციეთ ყურადღება საკვების ხარისხს. სასურველია ყოველდღიური მასაჟი, რასაც გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი წიდები.

სავსე მთვარეობიდან კლებადი მთვარის პერიოდში ადვილდება წონაში კლება. ასევე, ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგა (შლაკები) და მავნე ნივთიერებიბისგან.

სწორედ კლებად მთვარეზე , ანუ მთვარის მე-3 და მე-4 ფაზის დროსაა ყველაზე სასარგებლო ყოველგვარი ,,ზედმეტობისგან,, გათავისუფლება.

გამოიყენეთ ეს ორკვირიანი პერიოდი!

მოამზადა თიკო ჩხაიძემ

ნათია ჩანგელიას კაბინეტი

ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი Astrologia.geს მკითხველს 50 %იანი სპეციალური ფასდაკლებით და მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოემსახურება

ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 568 75 77 88
მის: ბუდაბეშტის ქ. 2 (გაგარინის მოედანზე)

[message_box title=”გაეცანით მომსახურებას და სპეციალურ ფასებს პირადად თქვენთვის ” color=”red”]

  • სახის კანის ულტრაბგერითი წმენდა– 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • უმტკივნეულო ელექტრო ეპილაცია– 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი  
  • მექანიკური პილინგი– დერმააბრაზია- 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • პიგმენტური ლაქების მოცილება აპარატურით- 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • ულტრ. ფონოფორეზი (გელის,შრატის შეყვანა)- 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი 
  • ელექტროფორეზი-ვიტამინ. და შრატის შეყვანა- 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი
  • პარაფინოთერაპია + კოსმეტიკური მასაჟი – 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი
  • უმტკივნეულო წარბების კორექცია – 14 ლარის ნაცვლად 7 ლარი

[/message_box]

 

კვების რაციონი ნიშნების მიხედვით

komp

      თითოეულ ნიშანს შესაბამისი კვების რაციონი გააჩნია… “სჯობს ასე იკვებოთ” პრინციპით გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მენიუს, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ ლამაზები, ჯანმრთელები და ბედნიერები იმ გემრიელობით, რასაც მიირთმევთ <3

 

 

ასტროლოგია და … კულინარია

კულინარიაქეთი ვაწაძე

შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ცოტათი უცნაურად ჟღერდეს ამ ორი სიტყვის შეთავსება. ბევრს ხომ საერთოდ ,,ეს ყველაფერი~ სისულელე და საღ აზრს მოკლებული ჰგონია.
იმისთვის, რომ გავარკვიოთ, მართლაც რა კავშირია ამ სიტყვებს შორის, გთავაზობთ მოკლე ასტრო-მიმოხილვას.

მაშ, ასე:

ვარსკვლავები ზემოქმედებენ არამარტო ჩვენს ხასიათზე, ტემპერამენტსა და ჯანმრთელობაზე, არამედ კვებით პრიორიტეტებზეც. თითოეულ ნიშანს თავისი გასტრონომიული ჩვევები, სისუსტეები და კულინარიული მიდრეკილებები აქვს. ასტროლოგიის თანახმად თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად უხდება ის საკვები, რომელიც ასე თუ ისე ასახავს მის ხასიათს. მას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. სასიკეთო იქნება მოკლედ განვიხილოთ ეს შესაბამისობა:

პროდუქტებისა და ოთხი სტიქიის შესაბამისობა

ადამიანების ფსიქოტიპი სტიქიების მიხედვით

ცეცხლი – იმპულსურები, გამორჩეულები, აქტიურები
მიწა – მშვიდები, პასუხისმგებლიანები, მგრძნობიარენი
ჰაერი – მსუბუქები, კომუნიკაბელურები
წყალი – რბილები, მოქნილები, ნაზები

 

გემოვნება:

ცეცხლი – გამოკვეთილი, ცხარე, მარილიანი, მჟავე
მიწა – ტკბილი, მწარე
ჰაერი – მსუბუქი, სხვადასხვა გემოს ნაზავი
წყალი – ნაზი, მრავალფეროვანი

საკვები:

ცეცხლი – ცხელი, ცხარე
მიწა – მყარი, უფრო შესქელებული
ჰაერი – მსუბუქი, თბილი
წყალი – თხევადი, ცივი

აი, ასეთი განსხვავებული გემოვნება შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სტიქიის წარმომადგენლებს. თუ ცეცხლს ცხარე და ცხელი საკვები უყვარს და შეესაბამება, წყალს – უფრო თხევადი.

მაგრამ, ხშირად, ადამიანი არ წარმოადგენს რაფინირებულად მხოლოდ ერთ სტიქიას!

მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ვიღაც ვერძია, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, შესაძლოა მასში თევზების, წყლის სტიქიის დიდი გავლენაა, თუ მის პირად ჰოროსკოპში მნიშვნელოვანი პლანეტები სწორედ თევზების ზონაშია მოქცეული, სხვასთან – შესაძლოა მიწის სტიქიის გავლენა უფრო იყოს გამოკვეთილი და სხვ. და რომელი სტიქია ჭარბობს ადამიანში, ეს მხოლოდ პირადი რუქის შედგენის შედეგად ხდება ცნობილი.

ყოველთვიურად შემოგთავაზებთ იმ ზოდიაქოს ნიშნის კვებასა და დიეტასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელ ზოდიაქოს ნიშანსაც გადის მზე.

იმედი მაქვს, რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ მეტი სარგებელი მიიღოთ კვების პროცესისგან, ვინაიდან როგორც ცნობილია ნებისმიერ საგანს, მათ შორის საკვებს, გარკვეული ენერგეტიკა გააჩნია და საკვები – მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს ერთგვარი ენერგეტიკაა, რომელსაც შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა თითოეულ ჩვენგანზე. ამიტომ, გაითვალისწინეთ ასტრო – რჩევები, რათა საკვებიდან მიიღოთ არა მარტო სიამოვნება, არამედ – სარგებელიც.

წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე

სასარგებლო ვიტამინები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველამ იცის, რომ ხილი სავსეა ვიტამინებით და ის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ვიტამინები კი გვეხმარება სილამაზის და ჯამრთელობის შენარჩუნებაში. ხილის მიღება ყველა ადამიანისთვისაა აუცილებელი.

გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელშიც მითითებულია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად, რომელი ხილი და ვიტამინებია თქვენთვის ყველაზე სასარგებლო და აუცილებელი ჯამრთელობის გასაუმჯობესებლად.

ვერძი – მართველი – მარსი.
ვიტამინები: A, B1, C
ხილი: ვაშლი, ლიმონი, ფინიკი.

კურო – მმართველი – ვენერა;
ვიტამინები: A, E
ხილი: ალუბალი, მსხალი, საზამთრო.

ტყუპები – მმართველი – მერკური;
ვიტამინები: B, C, E, D.
ხილი: ნებისმიერი.

კირჩხიბი – მმართველი – მთვარე;
ვიტამინები – B2, E, C
ხილი: ყველა სახის ციტრუსი.

ლომი – მმართველი – მზე;
ვიტამინები: C, E
ხილი: შავი ქლიავი, ვაშლი, ლეღვი, ციტრუსები.

ქალწული – მმართველი – მერკური;
ვიტამინები: B ჯგუფის
ხილი: ბანანი, ციტრუსები.

სასწორი – მმართველი – ვენერა;
ვიტამინები: A, E
ხილი: ლეღვი, მარწყვი, ციტრუსები.

ღრიანკალი – მმართველი – მარსი;
ვიტამინები: B, C, E
ხილი: ქლიავი, ლეღვი და ასევე, ყველანაირი ხილი (რაც მეტი – უკეთესი).

მშვილდოსანი – მმართველი – იუპიტერი;
ვიტამინები: C, E
ხილი: ჟოლო, ციტრუსები.

თხის რქა – მმართველი – სატურნი;
ვიტამინები: A, C, E
ხილი: ალუბალი, ქლიავი, მაყვალი, მარწყვი, ციტრუსები.

მერწყული – მმართველი – ურანი
ვიტამინები: B 12, D
ხილი: ციტრუსები, კივი

თევზები – მმართველი – იუპიტერი;
ვიტამინები: E, D, C
ხილი: ვაშლი, ყურძენი.

მოამზადა თიკო ჩხაიძემ

დიეტა მთვარის ფაზების მიხედვით

ქვემოთ მოყვანილი მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით ბევრად ადვილად გამოგივათ წონაში დაკლება. მთავარია დაიმახსოვროთ ძირითადი პრინციპები და იცოდეთ, მთვარის რომელი ფაზაა:

სავსემთვარეობა
ამ პერიოდში სასურველია საკვები გაჯერებული იყოს ნახშირწყლებით

დიეტა: წიწიბურა, ქერი, ბრინჯის ფაფა და რძის პროდუქტები.

კლებადი მთვარე
ეს პერიოდი საუკეთესოა გახდომის დასაწყებად. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი აქტიურად კარგავს სითხეს. ამისთვის საჭიროა მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი.

დიეტა: შევზღუდოთ კალორიები. უარი ვთქვათ ცომეულზე და ტკბილზე.

ახალმთვარეობა.
ახალმთვარეობაზე არ არის აუცილებელი რამე ვაკეთოთ. კარგია დასვენება როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური.

დიეტა: საკვები გაჯერებული ცილებით და ვიტამინებით. თევზი, მოხარშული ხორცი. ხაჭო, არაჟანი.

მზარდი მთვარე.
მზარდი მთვარის დროს ადამიანს უძლიერდება მადა.ეცადეთ ამ პერიოდში ნაკლები მიირთვათ.

დიეტა: უმარილო საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ ხილს და ბოსტნეულს.

გისურვებთ წარმატებებს:)

მოამზადა რუსკა მერწყულმა