მადლობა – ჯადოსნური სიტყვაა!

batterგადაიხადეთ მადლობა ყველაფერი კარგისთვის და ცუდისთვის რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. სამყაროში შემთხვევითი არაფერია და ყველა მოვლენას მხოლოდ სიკეთე მოაქვს თქვენთვის. თუმცა, ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ დღეს თვითონ სიტყვა “მადლობა” იქნება ჩვენი თემა.

„მადლობა“ მხოლოდ ზრდილობის გამოსახატად არ არსებობს – ეს საოცარი სიტყვა მართლაც ჯადოსნური თვისების მატარებელია, რადგან სერიოზული კორექტივებისა და დადებითი მუხტის შეტანა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. სიტყვა „მადლობა“ დადებითად აღიქმება ადამიანების მიერ რადგან თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ თუ ვინმე მადლობას გვიხდის ესე იგი ის მადლიერია ჩვენი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგები ვართ და ამ ფაქტის გაანალიზება ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ ვინც მადლიერებას გამოხატავს.

                    სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან

მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ თათბირზე ხელმძღვანელმა თქვენს არაპროდუქტიულობაზე და უარყოფით თვისებებზე ისაუბრა, გაუსვა ხაზი ბოლო თვის განმავლობაში თქვენ გამო წარმოქმნილ ხარვეზებს და საჯარო გახადა პრობლემები რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ გეხებოდათ მაინც თქვენ გადმოგატეხათ.

თქვენ კი თანამშრომლების თანდასწრებით და ხელმძღვანელის პოსტიდან გამომდინარე, მისი უპირატესობის გამო საშუალება არ გაქვთ რეალურად დაიცვათ და გაიმართლოთ თავი და ეს რა თქმა უნდა, გიფუჭებთ ხასიათს. სცადეთ შეხედოთ ხელმძღვანელს პირდაპირ თვალებში და წარმოთქვათ ასეთი ფრაზა: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ობიექტური კრიტიკისთვის, თქვენს შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვასწორებ ხარვეზებს, გმადლობთ“.

– რა რეაქციას გამოიწვევს მსგავსი მოულოდნელი განცხადება თქვენზე უპირატესობის ქონით გაზულუქებულ შეფში ან თქვენი დატუქსვით გულაჩუყებულ/ გახარებულ თანამშრომლებში წარმოგიდგენიათ?! როდესაც ვინმე ბოროტი უტიფრად მოგახლით თუნდაც იმას, რომ ახალი ვარცხნილობა საერთოდ არ გიხდებათ რა სჯობს უპასუხოთ სანაცვლოდ? – „მადლობა რომ ჩემი ახალი ვარცხნილობა შეამჩნიეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრი საერთოდ არ ემთხვევა სხვებისას“. როდესაც ვინმეს არ სჯერა თქვენი და საქმეს არ განდობთ იმის შიშით რომ თავს ვერ გაართმევთ: – „მადლობა რომ ჩემზე ზრუნავთ, მე აუცილებლად ვცდი და თავს არ დავზოგავ დავალების შესრულებისას“.

                      სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან

თუ „არას“ თქმა არ გეხერხებათ ჩაანაცვლეთ ის „მადლობით“!

თუნდაც მაშინ, როდესაც დიეტაზე ხართ და სტუმრად ყოფნის დროს შოკოლადის ნამცხვარი ან ტკბილეულით სავსე კალათი მოგაწოდეს პასუხი მარტივია: – „ მადლობა, ცოტა ხანში გეახლებით“… – როდის დადგება ეს „ცოტა ხანი“ კი არავინ იცის. როდესაც გთოვენ რამე ისეთის გაკეთებას რაც არც სიამოვნებას მოგანიჭებთ და არც თქვენს გეგმებში შედის მარტივად მიაგებეთ: „მადლობა ნდობისთვის, მაგრამ ვერ დაგეხამრებით, დაკავებული ვიქნები“.

რატომ მოქმედებს ეს სიტყვა ჩვენზე დადებითად?

საიდუმლოს გასაღები ჩვენს აღქმაში და სტერეოტიპულ აზროვნებაშია. ჩვენ ხომ ბავშვობიდანვე ვიცით და მიჩვეულნი ვართ რომ „მადლობა“ და „გეთაყვა“ დადებითი და კარგი დამოკიდებულების აღმნიშვნელი სიტყვები, ერთგვარი საპასუხო გადასახადია კეთილი საქმისთვის. პატარა ბავშვს ბებიასთვის წყლის მიწოდებისთვის ან ნებისმიერ საქმეში „დახმარებისთვის“ პირველ რიგში „მადლობა, რა ყოჩაღი და კარგი ხარს აგებებენ ხოლმე“. „ჯადოსნური სიტყვების“ გაგონებისთანავე, ჩვენს ქვეცნობიერში ჯაჭვი იბმება: კარგი საქციელი–>მადლობა–>მე კარგი ვარ–>კომფორტი. სხვანაირად არც შეიძლება. ჯაჭვის არასრულობა ხომ შემაწუხებელ დისკომფორტს გამოიწვევს. უარყოფით ემოციას დაბადებს ის აზრიც რომ რაღაც ცუდისთვის გადაგიხადეს მადლობა. საიდუმლო სწორედ ამაშია! დაუმსახურებელი მადლიერება ვინმეს მიმართ საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს, რადგან ჯაჭვის რგოლი „მე კარგი ვარ“ არა რეალურია და ვერ ებმება სიგრძეში. ადამიანისთვის მადლობის გადახდა იმისთვის, რაც რეალურად არ არის კარგი მას თავის თავში ჩაახედებს და რეალურად დაანახებს თავის შეცდომებს თქვენ კი ამ ყველაფრის მიღმა აღზრდილი, კეთილგანწყობილი და საქმისმოყვარული პიროვნების სახელს ინარჩუნებთ.

                   სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან

მადლობაზე იშვიათად თუ ვინმე უპასუხებს გაღიზიანებითა და აგრესიით.

რაც უფრო ხშირად ვიტყვით მადლობას მით უფრო დადებითი და კეთილგანწყობილი გახდება სამყარო ჩვენ ირგვლივ. მადლობა თქვენ, რომ სტატიის ბოლომდე წასაკითხად დრო გამოყავით… თანამედროვე ადამიანებს ხომ ხშირად, არ გვიყვარს ქსელში რაღაცის კითხვა.

მოამზადა ლუჩო ვაშამ

   სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან

ურთიერთობების პოტენციალი რუკაზე

short-love-storiesანუ რა გვჭირდება ურთიერთობისგან?

როცა ურთიერთობების ანალიზს ვიწყებთ, აუცილებელია ჩავხედოთ წყვილის რუკებს და ურთიერთობების პოტენციალს დავაკვირდეთ ცალ-ცალკე. ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ, თუ გინდათ რომ სხვისი ჯანმრთელი სიყვარული შეძლოთ. უნდა ვნახოთ თითოეული ინდივიდის რუკაზე, რას ითხოვენ ისინი ურთიერთობებისგან და რა ხიბლავთ სხვებთან ურთიერთობაში.

ჩვენი ხასიათის ბევრი თვისება, რომლებიც უხილავია ზედაპირულ ურთიერთობებში, პირადულ ურთიერთობებში ვლინდება, რადგან შემთხვევით ურთიერთობებში საკუთარი თავის ღრმა ინვესტიცირებას არ ვახდენთ. ხელოვნურ ურთიერთობებში არ არსებობს რისკი, საკუთარი დაკარგვის შიში. ამიტომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზოგიერთი საკითხი, რომელიც მხოლოდ პირადულ ურთიერთობებში ვლინდება. ერთ-ერთი თემაა პროექცია.

ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით ეს არის ადამიანის თავდაცვითი მექანიზმი – ცნობიერებიდან განდევნილი მიუღებელი სურვილების, გრძნობების თუ თვისებების მიწერა სხვაზე. (მაგალითად, გოგონა, რომელსაც ჰგონია რომ ყველა ბიჭი მასზე გიჟდება, რეალურად თავისი სექსუალური სურვილების პროექცირებას ახდენს ბიჭებზე, ან კიდევ ქალი, მკაცრი მორალური ეგოთი, რომელიც ზედ არ უყურებს მამაკაცებს, მაგრამ ყველა ქალი, რომელსაც მამაკაცთან ერთად ხედავს, ამორალური ჰგონია). ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მზად არ ვართ თვალი გავუსწოროთ ამ თვისებებს, დამოკიდებულებებსა თუ ქცევებს, პროექცია კი საშუალებას გვაძლევს სხვებს დავაკისროთ პასუხისმგებლობა. ჩვენ გადავდივართ პასივში, ადამიანი კი რომელზეც პროექცირებას ვახდენთ, ინიციატორი ხდება.

მაგალითად, ეჭვიანი მეუღლე – როცა მამაკაცი ხედავს თავის ცოლს საწინააღმდეგო სქესთან მოსაუბრეს, შეიძლება წარმოიდგინოს, რომ საუბარი იმაზე უფრო ინტიმურია, ვიდრე რეალურად არის – ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად ეშინია ასეთ სიტუაციაში არ იცუღლუტოს. მას ამის აღიარება არ სურს, ამიტომ ორგულობის პროექცირებას ახდენს ცოლზე.

ახლო ურთიერთობებში ჩვენ ვიხიბლებით ადამიანებით, რომლებიც ავლენენ თვისებებს, რომელსაც ჩვენ საკუთარ თავში უარვყოფთ. ყველა მშვენივრად იგრძნობდა თავს, თუკი შევწყვეტდით ფიქრს იმაზე, თუ რა გვაღიზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს პარტნიორში. ჩნდება კითხვა: ჩვენ ვეძებთ ადამიანს ხასიათის იმ შტრიხებით, რომელიც გვაკლია, კომპენსირების მიზნით, თუ უბრალოდ პროექცირებას ვახდენთ? ურთიერთობები ყველაზე მეტად გვეხმარება საკუთარი თავის შესწავლაში, თუკი ღია ვართ სწავლისთვის და თუკი პატიოსნად შეგვიძლია გავუსწოროთ თვალი საკუთარ თავს. დრო და დრო ყველანი ვიყენებთ პროექციას. ჩვენ უარვყოფთ რაღაც ნაწილს საკუთარი თავისას და ეს უარყოფილი ნაწილი კარგად ჩანს ჩვენს ნატალურ რუკაზე.

პროექცია უმეტეს შემთხვევაში დესცედენტზე ჩნდება ოპოზიციებით და ხანდახან სატურნთანაც, დესცედენტი და მეშვიდე სახლი ავლენენ რას ვეძებთ სხვებში და ეს შესაძლოა სწორედ ის თვისებები იყოს, რომელსაც უარვყოფთ და მერე სხვებზე ვახდენთ პროექცირებას.

ამის მანიშნებელია ვენერას ოპოზიციაც ნატალურ რუკაზე, პლანეტა, რომელიც ვენერასთან ოპოზიციაშია პროეცირდება სასიყვარულო პარტნიორზე. მაგალითად, მთვარის ოპოზიცის შემთხვევაში შესაძლოა მოვახდინოთ ემოციური მდგომარეობის პროექცირება სხვებზე, რის შედეგადაც სხვა პლანეტა გავატაროთ ინტიმურ ურთიერთობებში.

პროექციის ხასიათზე მიუთითებს მეთორმეტე სახლიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ავლენს პიროვნების იმ ნაწილს, რომელსაც თვითონ პიროვნებაში ინტეგრირება უჭირს, ვინაიდან არ არის ადვილი მისაღები. მეთორმეტე სახლის ჩახშობა კიდევ შეიძლება, მეშვიდესგან განსხვავებით, რომელიც არც ისე პირდაპირი გზით ვლინდება. მაგალითად, როცა მეთორმეტე სახლს ვხვდებით სხვებში, ნაკლებად მიდრეკილი ვართ გამოვაცხადოთ ეს ადამიანი ,,იმ ერთადერთად”, როგორც ხდება ხოლმე მეშვიდე სახლის შემთხვევაში. მათი არსებობა დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ მაინც ვურიგდებით, რასაც განვიცდით, იმიტომ, რომ როცა ადამიანი მეთორმეტეს გვიაქტიურებს, ჩვენშივე აქტიურდება ეს დამალული ხასიათის შტრიხები და გრძნობები. ეს ჩახშული ,,მასალა” შესაძლოა არ გამოვლინდეს თავდაცვითი მექანიზმების მეშვეობით. ის ვლინდება არა პირდაპირი, არამედ ფანტაზიებისა და დამოკიდებულებების მეშვეობით.

რეპრესიების დიდი მოყვარულია სატურნიც, მაგრამ სატურნი წარმოადგენს სირცხვილს, რომელსაც განვიცდით სრულყოფილებასთან, სტანდარტებსა და მკაცრ წესებთან შესაბამისობაში ვერ მოსვლის გამო, მეთორმეტე სახლი კი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც ჩავახშვეთ ადრეულ ასაკში მშობლების ,,დახმარებით”, ან თუკი რეინკარნაციის გვჯერა, წინა ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების შედეგად. ეს უარყოფილი ნაწილი შესაძლოა ძალიან ადვილად დამახინჯდეს და საზიანო შეიქმნას სხვებისა და საკუთარი თავისთვის. სატურნის მდებარეობა რუკაზე გასაღებია სფეროსი, სადაც საშინელი კომპლექსებით ვიტანჯებით და ზე-კომპენსირებას ვცდილობთ. თუკი ამ სირცხვილს თვალს ვერ გავუსწორებთ, ურთიერთობებში გადავიტანთ. ხანდახან ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვტანჯავთ, რათა ამ სირცხვილს გავუმკლავდეთ.

პლუტონი, როცა ურთიერთობებების სიგნიფიკატორია ნატალურ რუკაზე, შესაძლოა მიუთითებდეს ადამიანზე, რომელიც საკუთარი თავის სრულ იდენტიფიცირებას ახდენს ურთიერთობასა და ხშირად, აკვიატებებთან. მცდელობით – მართონ ურთიერთობის განვითარება, ქმნიან დამოკიდებულებებს ურთიერთობებსა თუ პარტნიორებზე. ასეტ ადამიანებს შესაძლოა ეშინოდეთ მიტოვების და ყოველგვარი საშუალებით ცდილობდენ მიიწებონ მეორე ნახევრები. ,,რაც გელანდებოდეს, ის გემართებოდესო,, – სწორედ ეს მცდელობა შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოხდეს ის, რისიც ეშინია – მიატოვონ საბოლოო ჯამში.

მათ დაუოკებელი სურვილი აქვთ, პარტნიორს მათ გარეშე არსებობა არ შეეძლოს და მანიმპულატორობასაც არ ერიდებიან მიზნის მისაღწევად. როცა მანიპულაციას მიმართავს ადამიანი, საკუთარ თავს აშკარად ეუბნება, რომ გარემოზე ზემოქმედება არ ძალუძს ნორმალური, პირდაპირი გზით და ამით ძირს უთხრის როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავს. ეშინია, რომ მისი მცდელობა ფუჭად ჩაივლის. როცა ადამიანი ძალაუფლებისთვის იბრძვის, ჰგონია რომ ეძებს პარტნიორთან დაახლოების გზებს, რეალურად კი შორდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პოზიტიურ გამოვლინებაში პლუტონი სიახლოვის და სიღრმის მიღწევის შესაძლებლობაა, ყოველგვარი გამანადგურებელი ტაქტიკის გარეშე.

როცა პერსონალური პლანეტებს, განსაკუთრებით მთვარეს და ვენერას ასპექტი კვინკონსი აქვს, ადამიანს ნდობის პრობლემა აქვს. ეს ადამიანები ადვილად იქცევიან ხოლმე ფეხშესაწმენდ ტილოდ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ სხვებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. პრობლემების გადაჭრის გზები ჩაღრმავებაა. მაგალითად, როცა მთვარე ვენერას აქვს ერთმანეთში კვინკონსი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცხოვრებისგან იღებენ იმას, რასაც ითხოვენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათ არ სურთ ის, რასაც ითხოვენ. როცა მეშვიდე სახლის მმართველს აქვს კვინკონსი, შესაძლოა იყოს მიდრეკილება, რომ ადამიანი ვერ აფასებდეს საკუთარ თავს სათანადოდ და ამას პარტნიორი თავის სასარგებლოდ იყენებდეს.

ახლა კი ვენერას ასპექტები, როგორც ურთიერთობების გასაღები:

ვენერა – მზე : ზედმეტად იდენტიფიცირდებიან ურთიერთობებში. ძალიან მომხიბლავები და რომანტიულები არიან და ღიები სიყვარულისთვის.

ვენერა – მთვარე: ზედმეტად კაცთმოყვარე ხალხია, რასაც ბევრი სათავისოდ იყენებს. ძალიან ცდილობენ არ ითამაშონ ადამიანის გრძნობებზე, არ ატკინონ გული.. ზედმეტად სენსიტიურები არიან და პარტნიორზე დამოკიდებულებები.

ვენერა – სატურნი : სიყვარული ასოცირდება პასუხისმგებლობასთან. ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობას, ზედმეტ ვალდებულებებს იღებენ პარტნიორთან მიმართებაში, ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. უჭირთ სიყვარულის გამომჟღავნება. შესაძლოა მიუწვდომელი ადამიანებით იხიბლებოდნენ და ა.შ. ამ ასპექტის მოქმედება ბევრნაირად მჟღავნდება. მაგალითად, მამაკაცი ვენერა სატურნის შეერთებით (ვერძში) 20 წელია დაქორწინებულია და არც აპირებს განქორწინებას, მაგრამ აცხადებს რომ არასოდეს ყოფილა შეყვარებული და არც არასოდეს იქნება, მისი აზრით.

ვენერა – ურანი: ძალიან ახირებულები არიან პარტნიორობაში. ძალიან აღაშფოთებთ ნებისმიერი ჩარევა მის ცხოვრებაში პარტნიორის მხრიდან ხოლმე. იხიბლებიან უცნაური და არატრადიციული ურთიერთობებით, არიან სექსუალურად ცნობისმოყვარეები და ექსპერიმენტულები.

ვენერა – ნეპტუნი: რომანტიკული შეხედულებები აქვთ სიყვარულზე. ეძებენ იდეალურ ურთიერთობას და იმედოვნებენ, რომ ეს ურთიერთობა ყოველდღიურობაზე მაღლა იდგება, მაგრამ ხშირად უცრუვდებათ იმედები, რადგან მიდრეკილება აქვთ შეალამაზონ თუნდაც ყველაზე თვალშისაცემი პრობლემები ურთიერთობებში. როცა დაძაბული ასპექტია, მაშინ ან ზედმეტად ეჭვიანობენ ან ზედმეტად ენდობიან ხოლმე. უჭირთ პარტნიორის ისეთად დანახვა, როგორიც რეალურად არის, იმიტომ რომ არაამქვეყნიური მოთხოვნებიდან ამოდიან.

ვენერა – პლუტონი: მთლიანად ეფლობიან ურთიერთობაში. ცდილობენ აკონტროლონ პარტნიორები, ან კიდევ იზიდავენ პარტნიორებს, რომლებიც მათ გაკონტროლებას ცდილობენ. ზედმეტად დრამატულები არიან სიყვარულში.

როცა ურთიერთობების მაჩვენებლები მეთორმეტე სახლთან არიან კავშირში, ჩნდება ტენდენცია, რომ ადამიანები მალავდნენ და აპრივატულებდნენ ურთიერთობას, ან კიდევ საიდუმლო ურთიერთობებით იყვნენ მოხიბლულები.

მათ აქვთ ძალიან დიდი შინაგანი მოთხოვნილება ეძიონ მხარდაჭერა პარტნიორში და სიამოვნებთ შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი ძალიან პრივატულია. ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა მეშვიდეს ან მეხუთე სახლის მმართველი არის მეთორმეტეში, ან კიდევ ძლიერი ასპექტი აქვს მეთორმეტე სახლის პლანეტასთან ან მმართველთან. როცა მეთორმეტეს მმართველია მეშვიდეში, მაშინ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ეს ადამიანები ხიბლავენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენენ მისი ხასიათის უარყოფილ შტრიხებს. შედეგად კი საკმაოდ რთულ ურთიერთობას ვიღებთ, განსაკუთრებით თუ ამ ტენდენციის შესახებ არაფერი იცით.

ძალიან სერიოზული თემაა ამ კუთხით რეტროგრადული ვენერაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობების ერთ-ერთი სიგნიფიკატორია (მაგალითად მეშვიდე სახლშია, ან მეშვიდეს მართავს). ამ დროს ჩნდება ტენდენცია, რომ შეზღუდული იყოს სიყვარულის პოვნის შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა და ამიტომაც სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. მას უჭირს ობიექტურობა, როცა საქმე სიყვარულს ეხება და ზოგადად ურთიერთობებს და ზედმეტად სენსიტიურია პარტნიორობაში ნებისმიერი აღმართ-დაღმართის მიმართ. ზედაპირული ურთიერთობები არც ისე ღირებულია მისთვის და პირადულ ურთიერთობებშიც იშვიათად არიან მსუბუქები.

რაც შეეხება მეშვიდე სახლს, ჩვენ უკვე ვახსენეთ რომ ის წარმოადგენს ,,სხვებს”, ის არის პირველი სახლის (ამომავალი ნიშნის) ოპოზიცია, რომელიც ჩვენს ,,მეს” წარმოადგენს. დესცედენტი არის სარკე, რომელიც პირველი სახლის იდენტობას ირეკლავს. სწორედ მისი მეშვეობით ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი, თანამშრომლობისა თუ შეჯიბრის გავლით.

მეშვიდეს მმართველი და მისი მდებარეობა სახლებში აჩვენებს თუ სად შეიძლება შეხვდეს ის თავის პარტნიორს. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, მეშვიდეს მმართველი მეექვსეში ნიშნავს რომ ადამიანი მომავალ მეუღლეს (ან მასთან გათანაბრებულ პირს ) სამსახურში შეხვდება. მეცხრე სახლში – სკოლაში, უნივერსიტეტში, უცხოეთში, ან უცხოელზე დაქორწინდება და ასე შემდეგ. თუმცა მეშვიდეს მმართველი უფრო ხშირად ავლენს მნიშვნელოვან ინფორმაციას ურთიერთობების ხასიათზე, პარტნიორის ხასიათზე და საერთოდ, ზოგადად პარტნიორულ მოთხოვნებზე. ასე რომ ადამიანი მეშვიდეს მმართველით მეექვსეში, შეიძლება მოიხიბლოს ურთიერთობებით, რომელიც აშკარად შეუფერებელია, იმიტომ, რომ ეს არის მეექვსე სახლის ბუნება. მაგალითად, ხიბლავდეს ადამიანი ,,გაძაღლებული ცხოვრებით”. მეშვიდე სახლის მმართველი კარგად აჩვენებს პიროვნების იმ ასპექტებს, რომლებიც მხოლოდ პარტნიორობაში იჩენს ხოლმე თავს. გადაამოწმეთ მეშვიდე სახლის მმართველის ასპექტები, ეს არის სწორედ ის დინამიკა, ურთიერთობაში რომ ჩნდება.

პერსონალური პლანეტებით მეშვიდე სახლში, ადამიანს ძლიერი მოთხოვნილება აქვს პარტნიორის, რათა საკუთარი პიროვნების რაღაც ნაწილის რეალიზაცია მოახდინოს, მაგრამ საბოლოოდ პარტნიორობა დაზარალდება თუკი ეს ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებს საკუთარი პიროვნების ამ ნაწილზე.

მზე მეშვიდე სახლში მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც მოლაპარაკებები მოსწონს და კომპრომისზე წასვლა ურჩევნია კონფლიქტებს. მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პარტნიორობა, სხვა ადამიანი სჭირდება, რათა ეგოს რეალიზება მოახდინოს. ის იმდენად შთანთქმული პარტნიორობაში, რომ არსებობს იდენტობის დაკარგვის საფრთხე.

მთვარე მეშვიდე სახლში, საოცარი ემოციური დამოკიდებულებაა პარტნიორზე, უკიდურესი მოთხოვნილება – ჰყავდეს პარტნიორი. დრაივი – იზრუნოს ვინმეზე, ან იზრუნონ მასზე, იმდენად ძლიერია, რომ თუკი ეს ურთიერთობა მის ემოციურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, აუცილებლად განწირულია.

მერკურით მეშვიდეში ადამიანის თვითგამოხატვა და კომუნიკაციის უნარები იღვიძებენ პარტნიორობაში. ამ ადამიანს სჭირდება რომ უსმენდნენ და უგებდნენ, კმაყოფილი რომ იყოს ურთიერთობით.

ვენერა მეშვიდეში ჰარმონიის და ბალანსის საჭიროებას გრძნობს. ძალიან უჭირს უგულო და არასტაბილურ ურთიერთობებთან გამკლავება და იბრძვის პარტნიორთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ. დაძაბული სიტუაციები ძალიან აშინებს.

მარსი მეშვიდე სახლში პარტნიორის მეშვეობით კვებავს დრაივს და ურთიერთობებიდან იღებს ენერგიას. მას მხოლოდ პარტნიორობაში ახერხებს იცოცხლოს და ზედმეტად მშვიდობიანი და წყნარი ურთიერთობა ნამდვილად არ დააკმაყოფილებს. მას აქტიური ცოცხალი ურთიერთობა სურს, და შესაძლოა ზედმეტად დამოკიდებული იყოს პარტნიორზე მოტივაციის მისაღებად სწორედ რომ პროექციის მეთოდით. წინ დიდი რბოლა გელით.

კოლექტიური პლანეტები მეშვიდეში უფრო იმას გვიჩვენებენ, რას ვეძებთ პარტნიორობაში, ვიდრე საკუთარი ხასიათის უარყოფილ თვისებებს.

იუპიტერით მეშვიდეში ადამიანი ეძებს გონებაგახსნილ, კეთილშობილ სულიერად განვითარებულ ადამიანს. მას უნდა რომ იზრდებოდეს პარტნიორობაში და უჭირს იპოვოს პარტნიორი, რომელიც შეძლებს რომ მუდმივად მოახერხოს ეს.

სატურნი მეშვიდეში – მინდა დაგამშვიდოთ… გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, გაუთხოვრობის ან გვიანი გათხოვების პრობლემა სულაც არ არის ეს. ბევრი ადამიანი არსებობს ამქვეყნად სატურნით მეშვიდეში, რომლებიც ახალგაზრდები გათხოვდნენ და არც ბევრად უფროსი პარტნიორები ყავთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ ადამიანს იზიდავს მოწიფული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე პარტნიორი და გაცილებით უფრო მძიმედ და სერიოზულად უყურებს პარტნიორობას, ვიდრე სხვები. უჭირს პარტნიორის მეტისმეტი საჭიროებასთან გამკლავება და ძალიან იტანჯება პარტნიორობაში. თუნდაც ნდობის კომპრომისზე წავიდეს, სიყვარულის გამომჟღავნების პრობლემა დგება. შეიძლება მექანიკურად აკეთებდეს, რასაც თვლის რომ ევალება, ყოველგვარი ინტერესის გარეშე, მაგრამ ემოციებს ხურავს, როცა შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ან გული აქვს ნატკენი.

ურანს მეშვიდეში ხიბლავს ყოველგვარი დოგმების, საზოგადოებაში მიღებული წესებისგან და ტრადიციებისგან თავისუფალი პარტნიორობა. მას სული ეხუთება საზღვრებში, დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, რათა განსაკუთრებული და არასტანდარტული ურთიერთობების დაუოკებელმა წყურვილმა ნორმალური კავშირი არ დააკარგვინოს მეწყვილესთან.

ნეპტუნი მეშვიდეში მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც სჭირდება ,,მხსნელი”, ან ,,მსხვერპლი”. სულიერი კავშირის მოთხოვნილება აქვს მეორე ნახევართან, მაგრამ უჭირს პარტნიორის რეალურად აღქმა და თუ სხვა ასპექტები რუკაში ღრუბლებიდან მიწაზე არ ჩამოახედებს ბევრი გამოიყენებს ამას თავის სასარგებლოდ.

პლუტონი მეშვიდეში ითხოვს ადამიანს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. თუნდაც არ აღიარებდეს, ქვეცნობიერად ეშინია ურთიერთობის რღვევის და ამიტომ მესაკუთრე პარტნიორები მოსწონს, რომელზეც მოახდენს თავისი განდევნილი სურვილების და მიტოვების შიშის პროექცირებას.

ქირონი მეშვიდეში კრიტიკისადმი ზედმეტად მგრძნობიარეს ხდის ადამიანს პარტნიორობაში. შესაძლოა უჭირდეს ურთიერთობის მიღება, მაგრამ საკუთარი ტყავიდან ძვრება, რომ პარტნიორთან მართალი იყოს. თუკი რაღაცის გაფუჭების შიშს მოიცილებს, ძალიან დიდი გავლენის მოხდენას შეძლებს პარტნიორობაზე.

სამხრეთის კვანძი მეშვიდეში აყალიბებს ურთიერთდამოკიდებულებას პარტნიორობაში, რადგან ჰგონია რომ მარტო არაფერი გამოუვა. ეშინია საკუთარი თავისთვის პრეტენზიების წაყენების, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლოს, დამოუკიდებლობის, მაგრამ მოუწევს ამ შიშისთვის თვალის გასწორება და სხვისი დახმარების გარეშე საქმისთვის თავის გართმევა. თუკი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე უფრო მეტს იფიქრებს, ვიდრე მშვიდობიან ურთიეთობებსა და ბალანსის დაცვაზე, უკეთესი ურთიერთობები ექნება, თუმცა როგორც წესი ამისთვის ცოტა ბრძოლა უწევთ ხოლმე.

ჩრდილოეთის კვანძი ამის საწინააღმდეგო სიტუაციას გვაძლევს, ასეთი მდებარეობისას ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა და ამის გამო უუცხოვდება მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. ის მოუთმენელია, იმპულსური და ,,პირველ რიგში მე” – დამოკიდებულებით პირად ბედნიერებას კარგავს. აუცილებელია გაიაზროს სხვა ადამიანების მნიშვნელობა და პარტნიორის საჭიროებისგან და მოთხოვნილებებისგან თავის არიდებას მოეშვას, რადგან სწორედ პარტნიორობაში და თანამშრომლობაში შეუძლია მოიპოვოს შინაგანი ბალანსი, მაგრამ მასაც ბრძოლა მოუწევს ამისათვის.

ურთიერთობაში ასევე მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორია მზე და მთვარის ასპექტები, ვინაიდან ეს ასპექტებია სწორედ მესიჯი, რომელიც გვამცნობს, როგორ აღიქვამდა ადამიანი ბავშვობაში დედის და მამის ურთიერთობას. ეს აღქმა კი უდიდეს როლს თამაშობს შემდგომში უკვე ჩამოყალიბებული პიროვნების პარტნიორულ ურთიერთობაზე.

დაძაბული ასპექტებით დაბადებული ადამიანები თავიანთ ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ მზისა და მთვარის პრინციპების დაბალანსებისთვის ბრძოლაში და ეს ბრძოლა რაღაც დოზით ურთიერთობებშიც გადააქვთ. აზრიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ჟინი ძლიერია, მაგრამ შინაგანი კონფლიქტების ხარჯზე ხერხდება მხოლოდ. ეს შინაგანი კონფლიქტებია კვადრატი, ოპოზიცია და კვინკონსი. ასეთ დროს უფრო ძლიერია სურვილი მნიშვნელოვანი ურთიერთობების ძიებისა, ვიდრე ეს ტრინის, ან სექსტილის დროს და განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ურთიერთობის აწყობა პარტნიორთან გაცილებით რთულია ხოლმე, ვიდრე ეს დაძაბული ასპექტები შინაგან დაძაბულობად იცნობა.

მაგალითად, ქალი მზე- მთვარის ოპოზიციით, რომლის მშობლები საკმაოდ პრობლემურად დაშორდნენ მის ბავშვობაში, ძალიან წუხდა, რომ მისი მეუღლე გულდამშვიდებული ხვდებოდა ქორწინებას და ეგონა, რომ ყველაფერი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაივლიდა. მის ქმარს მზე-მთვარის ტრინი ჰქონდა. როცა ურთიერთობაში სირთულე გაჩნდა – ქალის ინსტიქტი მოითხოვდა ქმედებას რაღაცის შესაცვლელად, მისი ქმარი კი საერთოდ ვერ ხედავდა ამის საჭიროებას. ის პრობლემასაც კი ვერ ხედავდა ამაში. მოკლედ, ქმარს ეგონა რომ ცოლი განგებ ართულებდა ყველაფერს, ცოლს კი ეგონა რომ ქმარს ყველაფერი ,,ფეხებზე ეკიდა”

დაძაბული მზე მთვარის ასპექტები აისახება ადამიანის (ხშირად ქვეცნობიერ) მოლოდინზე, რომ ურთიერთობები ადვილად შეიძლება დაირღვეს, რომ აუცილებლად იქნება კონფლიქტები და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.

სწორედ ზედმეტი მგრძნობიარობა და შიშები არის ამ დაძაბული ასპექტის თანმდევი. ისინი მართლა მთელი გულით ცდილობენ, იმუშაონ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე და თუ ხვდებიან პარტნიორს, რომელიც ამ პრობლემების არსებობას საერთოდ უარყოფს, იმედგაცრუებული რჩება. ეს იმიტომ ხდება, რომ სწავლა და ზრდა ურთიერთობაში მისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ისინი საკუთარ თავს ურთიერთობაში სწავლობენ და პარტნიორადაც სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ პროცესის ნაწილი იქნება.

მზე მთვარის კვადრატი კონფლიქტი კი არა უკვე ომია ორი ერთნაირად ძლიერი სურვილისა: ემოციური დამოკიდებულებისა და ავტონომიის სურვილს შორის. ის მუდმივად თავდაცვის პოზიციაშია, ზედმეტად მძაფრად აღიქვამს ყველაფერს, მუდმივად მზად არის ომისთვის, რასაც თავისი წვლილი შეაქვს პირად ურთიერთობებშიც. მის პარტნიორებს ხშირად ჰგონიათ, რომ განგებ იწყებს ჩხუბს, მოსწონს კონფლიქტები და სანამ კომპრომისს არ ისწავლის, მანამდე სულ ასეთი აწეწილი პირადი ცხოვრება ექნება.

მზის კვინკონსი მთვარესთან ქმნის ადამიანის ფსიქოლოგიურ ხატს, რომელიც მთელ ცხოვრებას რაღაცის მოწესრიგებაში, დერეგულირებასა და შეღავათების კეთებაში ატარებს. ის სთავაზობს სხვებს ძალიან ბევრს, მაგრამ თან იმასაც გრძნობს, რომ ამით შესაძლოა ვინმემ ისარგებლოს. პასიური აგრესია – აი მისი პრობლემა. მას ჰგონია, რომ კომპრომისზე მიდის, რათა მიიღოს ის რაც სურს ცხოვრებაში, მაგრამ პროცესში სათანადოდ ვერ აფასებს საჭიროებებს. მისი პარტნიორები ხშირად წუხან მის გამუდმებულ ყოყმანზე, ჩამოუყალიბლებობასა და მკაფიო მიზნის უქონლობაზე. მან აუცილბლად უნდა მოახერხოს და მიიღოს როგორც მზე, ასევე მთვარე, რომ სრულყოფილ არსებად იგრძნოს თავი და მოეშვას დივერსიების მოწყობას ურთიერთობებსა თუ ცხოვრებისეულ მიზნებში თავდაცვითი დამოკიდებულებით.

რაც შეეხება ჰარმონიულ ასპექტებს ადამიანი აშკარად ტოლერანტია, მაგრამ ასევე საკმაოდ ნებისყოფიანი. ის ფიქრობს რომ მიიღებს იმას, რაც სურს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სურვილის ბუნება კონფლიქტში არ მოდის მასთან. მისი პარტნიორები ხშირად ამბობენ, რომ ზედმეტად გულარხეინია, თუმცა ურთიერთობაში მისი სიმსუბუქე აუცილებლად ღირსებაში უნდა ჩავთვალოთ.

შეერთება ძლიერი ნებისყოფის, მაგრამ სუბიექტურ ფსიქოტიპს გვაძლევს. მას ჰარმონია აქვს საკუთარ თავთან, რაც ეხმარება კონცენტრაციასა და ფოკუსირებაში, მაგრამ ჩაკეტილობა და ზედმეტი თავდაჯერებულობა ურთიერთობებში ხელს უშლის. მას აკლია ობიექტურობა და საკუთარ თავზეა ორიენტირებული. პირადულ ურთიერთობებში მოუქნელობა აკლია, რამაც იმედი შეიძლება გაუცრუონ პარტნიორებს.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

 

ვარსკვლავებს რომ მიწვდეთ… რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს!

შთაგონებათითოეულ ჩვენგანს მიუხედავად სქესისა, პროფესიისა და რელიგიური აღმსარებლობისა გვაქვს მისწრაფება,  ვარსკვლავებს მივწვდეთ. ალბათ ყველასათვის ნაცნობია განცდა, როდესაც ენერგიით აღსავსეები და  შთაგონებულები მზად ვართ მთები გადავდგათ და მდინარეებს მიმართულება შევუცვალოთ. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ იშვიათად ხდება..   ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიასა და თანხმობაშია, სამაგიეროდ დიდხანს გვამახსოვრდება.

 

გინდათ გაიგოთ თქვენი “გულის ძახილი”? გინდათ იყოთ ყველაზე ბედნიერი ადამიანი? დაიწყეთ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა დღესვე… გაიგეთ, რისი შეცვლაც გსურთ და იმოქმედეთ მიზანმიმართულად ამ სფეროში..

 

ახლა კი მოკლედ იმის შესახებ, თუ  როდის და როგორ მოდის შთაგონება ზოდიაქოს ნიშნებთან :

ვერძი

 

ვერძი:  შთაგონება მასთან მოდის მაშინ როცა უჩნდება იდეა. ვერძი – პიონერია, ავატიურისტი, მუდამ  მოძრაობს, ეძებს თავგადასავლებს. ის  ალმასია, საიდანაც დამუშავების შემთხვევაში ბრილიანტი მიიღება. მის “დათესილს” ზოდიაქოს სხვა ნიშნები იმკიან.  ვერძებმა უნდა იპოვონ თანამოაზრეები, რომლებიც მათ იდეებს რეალობად აქცევენ ცხოვრებაში და ბედნიერების განცდა სიბერემდე არ გაუნელდებათ. მათთვის ნაყოფიერი იქნება კავშირი თევზებთან და თხის რქასთან.

 

კუროკურო: რას ვიზამთ,  კუროს ზედმეტად მიწიერი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე.  გგონიათ ეს ცუდია? ეს არაჩვეულებრივია! როდესაც სხვები ღრუბლებში დაფრინავენ და ციხე-კოშკებს აშენებენ ის ჰაერისგან ფულს აკეთებს. მან ისიც კარგად  იცის,  როგორ დახარჯოს ჭკვიანურად ის, რაც არც თუ ისე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისი ნაყოფიერი ენერგეტიკა ვლინდება დიიდი კერძო სახლით, ბევრი ბავშვებით, მეზობლების გულის გასახეთქად გაშენებული ბაღით, ამ ბაღში დარგული ისეთი მცენარეებით, რომლის დასახელებაც  კი არ იციან სხვებმა…  მშვიდობა და ჰარმონიაა მის სახლ-კარში. აი, კუროს იდილია! იგი სიმშვიდეშია ბედნიერი ..

ტყუპები

 

ტყუპები: ბედნიერება მათ სტუმრობს,  მაშინ როცა ენერგიის ფუჭად ხარჯვას თავს ანებებენ. უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ტყუპების ენერგიას სხვა ზოდიაქოს ნიშნები ვამპირებივით ეტანებიან და სათავისოდ იყენებენ. ნუ დაწვრილმანდებით, ეცადეთ სიღრმისეულად ჩაწვდეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს- სწორედ ეს არის უმოკლესი გზა შთაგონებისაკენ. ახალი ცხოვრების დასაწყებად აუცილებელია მკაცრი გრაფიკის მიხედვით მოქმედება, წინასწარ დაგეგმვა თითოეული ნაბიჯისა.

 

კირჩხიბიკირჩხიბი: მგრძნობიარე, გულისხმიერი და  ექსტრავაგანტული ნიშანია, თუმცა გამოცდილება აკლია. 28-29 წლამდე მის ცხოვრებაში სერიოზული მნიშვნელობის არაფერი ხდება.  ან ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა ცხოვრების პირველ ფაზაში საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებს, ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების,  ცხოვრების მეორე ნახევარი კი სრულიად საპირისპიროდ ვითარდება.. ბედნიერებისაკენ სვლა კირჩხიბისათვის საკუთარი თავის შეცნობით, ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილად დაფიქსირების შედეგად ხდება. “შენ თუ კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები”- ეს კირჩხიბების დევიზია.

ლომი

ლომი: თქვენ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწევთ ფილოსოფიური დოქტრინების შესწავლით, რელიგიური ცოდნის გაღრმავებით, მცენარეული საშუალებებით მკურნალობით, მკითხაობითა და ტაროს გამოყენებით. ლომებს მთელი მსოფლიოს დაპყრობის, მისი წარმოშობის საფუძვლების ჩაწვდომის სურვილი გამუდმებით აწუხებს, ამიტომაც გვირილაზე მკითხაობის მსგავსი – “უყვარს-არ უყვარს”,  მას არ გამოადგება. მისთვის უფრო სერიოზული და ღრმა აზრის მატარებელი რამ არის საჭირო. მოუსმინეთ იმპულსებს, ლომებს შინაგანი ხმა ყოველთვის სწორ მიმართულებას კარნახობთ. გამოიყენეთ ძველი გამოცდილება, გადახედეთ ძველ სკივრში შემონახულ ფოტოებს, აღმოაჩინეთ მათში ენერგია და დაიმუხტეთ დადებითად.

 

ქალწულიქალწული:  მათთვის თანდაყოლილი ნიჭის განვითარებისთვის აუცილებელია : ცოტა წაიზარმაცოს, დარეკოს სამსახურში, თქვას რომ ავადაა და მთელი დღე გაატაროს კომპიუტერთან სულელური თამაშების თამაშში.  ქალწულისაგან ნამდვილი გენიოსი უაზრო, პრიმიტიული მოქმედებებისაგან დგება.

საათის ისრებივით აწყობილი ცხოვრება ქალწულებისათვის მოსაწყენი და მომაბეზრებელია. მუდმივად საქმეში ჩაფლულები კი უმეტესწილად სხვების დასანახად არიან. შეჩერდით! .. გადადეთ რამოდენიე დღე გვერდზე..  წაიკითხეთ დეტექტივები, უყურეთ “საპნის ოპერებს” და გენიალური იდეები თავისით გაჩნდება თქვენს გონებაში. დასვენებით დაგროვილი ენერგია კი მათ განხორციელებას მიუძღვენით.

სასწორი

 

სასწორი: შემოქმედებითი სასწორებისათვის შთაგონება არანაკლებ მნიშვნელოვანია რამ არის, რადგან  ხშირად ეს პირდაპირ უკავშირდება მათ კარიერულ ზრდას. მუზა კი როგორც ტაქსი შეკვეთებით არ მოდის, ის რთული და მონოტორული სამუშაოს შესრულების შემდეგ , მოულოდნელად , არსაიდან , თავისით ჩნდება. სამსახურში, კოლეგების მიერ თქვენმა შექებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თქვენში ენერგიებისა და ძალის მოზღვავება. სასწორებს კატეგორიულად ეკრძალებათ კამათი მოკავშირეებთან.  მათ შთაგონებასა და ახალგაზრდულ იერს სისტემატურად დიეტის დაცვა შეუნარჩუნებთ.

 

მორიელიმორიელი: მათ რიგებში ყველაზე მეტი გენიოსი ადამიანია. მათი ცხოვრება – მრავალუცნობიანი განტოლებაა !… მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ეს არის სპონტანურობა და სწრაფი რეაქციები მოვლენებზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვივით მოუხერხებელი და უსუსური ხართ, სამაგიეროდ ხანძრისას, ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც სხვები უკან იხევენ და თავქუდმოგლეჯილნი გარბიან, თქვენ არ იბნევით და წინ გარბიხართ  სხვების დასახმარებლად. რთული თქვენთვის მარტივია, მარტივი კი – რთული.  თქვენ სხვებზე ნაკლებად უნდა გრცხვენოდეთ თქვენი ქმედებების, გულის სიღრმეში მაინც ნუ დათმობთ თქვენს პრინციპებს. ერთი წამისთვისაც კი გიღირთ ცხოვრება…

მშვილდოსანი

 

მშვილდოსანი: შთაგონება შეიძლება ეწვიოთ ხელოვნებიდან, მაგრამ არა როგორც სამუშაო არამედ როგორც ჰობი. მშვილდოსანი რაც უფრო ღარიბია, მით უფრო ნიჭიერია. ისინი შედევრებს „მიწისქვეშეთში“ ქმნიან, მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად უჭირთ, როცა გარშემო მტრები ახვევიათ და არავინ არ ეხმარებათ. თუ თავს არ შეიქებ არავინ არ შეგაქებს – ერთგვარი დევიზია მათთვის. ძალისა და ენერგიის აღდგენას ახერხებენ  თავიანთი კაპრიზების და სურვილების დაკმაყოფილებით.

 

თხის რქათხის რქა: ნებისმიერ შეზღუდვას შეუძლია თქვენი დაკომპლექსება. მშობლები თხის რქის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.. ზოგი მადლიერია მათი, ზოგიც კი გამუდმებით ცდილობს თავი დააღწიოს მშობლების გავლენას. თხის რქის შებოჭილობა მთავრდება იქ, სადაც ძალაუფლებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი ჩნდება. ეცადეთ ცხოვრებისეულ დევიზად აქციოთ გამოთქმა „ ვინც ეძებს, პოულობს“ და არა „ჭკვიანი ადამიანი მთას გვერდს არ აუვლის“. გამოიმუშავეთ სამართლიანებობის გრძნობა, შეისწავლეთ სხვა ხალხთა კულტურა და უფრო ობიექტური გახდებით საკთარი თავის მიმართ. სპროტი დაგეხმარებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამოვლენაში.

მერწყული

 

მერწყული: შემოქმედებითი აღმასვლის პერიოდი იწყება მაშინ, როცა გეგმებისა და მიზნების რეალიზების რეალური შანსი ჩნდება.  თუ მერწყული შეიგრძნობს „ცხოვრების მაჯისცემას“,  მაშინ ის ნამდვილად ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება, არა მხოლოდ ზოდიაქალურ წრეში,  არამედ მთელი დედამიწის ზურგზე. მერწულისათვის ცხოვრებაში მთავარი ფაქტორები არის რწმენა, იმედი და სიყვარული. რწმენა – საკუთარი თავის, იმედი – მომავლისა და სიყვარული- წარსულის.

 

თევზები

თევზები: ზოდიაქოს უკანასკნელი, ყველაზე გაქნილი და ჭკვიანი ნიშნისათვის ცხოვრებაში მთავარია ვინმესთვის საჭირო იყოს. ენერგია კოსმოსიდან სიყვარულის და ერთგულების გავლით შემოედინება მათში,  თუმცა შემეცნების ფორმაც მნიშვნელოვანია.მაგალითად, თევზებმა შესაძლოა მორალური კმაყოფილება იგრძნონ იმ ფაქტით რომ საყვარელი წიგნი შესთავაზეს  წასაკითხად საყვარელ ადამიანს, ან ფული ასესხეს.  სიყვარული თევზებზე სასწაულებრივად მოქმედებს, მათ ეს გრძნობა ასაზრდოებთ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ  არც წარსულის გამოცდილებას და არც აწმყოს არ ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა თქვენს ცხოვრებაში, როგორც მომავალზე ფიქრს. როგორც კი თევზები მომავლით ცხოვრებას იწყებენ, მათთან შთაგონება მოდის. ასე რომ გახსოვდეთ თქვენი მიმართულება – წინ, მომავალში!

 

მოამზადა კატუშა კატიმ

როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და დავიბრუნოთ დადებითი განწყობა? რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს!

ნეგატივიდან პოზიტივამდე2თანამედროვე სამყაროს ტემპისთვის ფეხის აწყობა რთულია. მას თან ახლავს უამრავი პრობლემა, სტრესი, რომელიც თითოეულ ადამიანზე თავისებურად ახდენს გავლენას, მაგრამ ყოველ ინდივიდს შეუძლია იპოვოს გზა, რათა ნეგატიური ჩაანაცვლოს პოზიტივით. შესაძლოა გარკვეულ სიტუაციებში რჩევა წამალი ვერ აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს პატარა გამოსავალი შევთავაზოთ, რომელსაც კარგი იქნება თუ რთული დღის შემდგომ გაითვალისწინებს.

ვერძი: თქვენ დიდძალ ენერგიას ფლობთ, რომელიც სრულიად შესაძლებელია მძიმე დღისა და დატვირთული გრაფიკის  შემდეგ გაორმაგებული ოდენობით გამოგივლინდეთ. გირჩევთ ეს ენერგია თქვენს საყვარელ სპორტს დაუთმოთ, ირბინოთ, ივარჯიშოთ და ნეგატიური ენერგიისგან ფიზიკური აქტივობით გათავისუფლდეთ. ის ძალა და ენერგია, რაც ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლებს უხვად აქვთ, აუცილებლად მიმართულების მიცემას საჭიროებს.

კურო: ამ საქმიან ნიშანს ხშირად უდგას ცხოვრებაში დაღლილობის პერიოდი, რაც შეიძლება ხასიათის ცვალებადობის ერთგვარი მიზეზიც  გახდეს. რა მოქმედებს მათზე დადებითად? თბილი აბაზანა, სრული კომფორტი და გემრიელი საკვები ზუსტადაც, რომ კუროების ნეგატიურ განწყობას პოზიტიურით ჩაანაცვლებს.

ტყუპებს: მათ აქტიურ გონებას ხშირად სჭირდება გადართვა რაიმე პოზიტიურისკენ. გირჩევთ, წაიკითხოთ საიტერესო წიგნი, უყუროთ სასიამოვნო ფილმს, მოძებნოთ საინტერესო მოსაუბრე, დატკბეთ სილამაზით და აუცილებლად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.  მენტალური ენერგიის ფოკუსირება პოზიტივისადმი აუცილებლად განტირთავს და სასიამოვნო განწყობილებას შეუქმნის მათ.

კირჩხიბი: ოჯახურ გარემოში რელაქსაცია ზუსტად ისაა, რაც კირჩხიბებს სჭირდებათ. ისინი  ისვენებენ სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. შეიქმენით სიმყუდროვე და მშვიდი გარემო, მოიმარაგეთ საკვები და სახლის პირობებში ნებისმიერი რესურსი მოსინჯეთ, რაც წყლის სტიქიის ამ წარმომადგენლებს პოზიტივით ავსებთ, თუნდაც ჩაუჯექით ტელევიზორს.

ლომი: რთულ სიტუაციებში ლომებმა თვითგამოხატვის სხვადასხვა მეთოდებს უნდა მიმართონ. ახალ საქმიანობაზე ხელის მოკიდება და კრეატივის გამოვლენა მათ გააძლიერებს და დადებით განწყობას შეუქმნის. დამღლელი დღის შემდეგ დადებითად მოქმედებს მათზე გართობა. სასიამოვნო საზოგადოებაში ტრიალი, ცეკვა, სიმღერა, სიცილი, მისთვის საუკეთესო თერაპიაა.

ქალწული: რთული დღის შემდეგ შეუძლიათ საკუთარ თავს განსხვავებული და სასიამოვნო დავალებები შესთავაზონ. მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, სასმელის ზომიერად მიღება და ამ ყველაფრის გააანალიზება მათ დაეხმარებათ, რომ ყველაფერი ნეგატიური პოზიტიურით გადაფარონ.

სასწორი: ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებმა რთული დღე სასიამოვნო და ეფექტური გარემოებებით უნდა ჩაანაცვლონ. საკუთარ თავზე ზრუნვა მათ ამ დროს ძალიან დაეხმარებათ. შოპინგი, მასაჟი, ცურვა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მათ პოზიტიურ განწყობაზე დააყენებს.

მორიელი: სანამ მორიელი ნეგატიური დღის პოზიტიურით ჩანაცვლებას გადაწყვეტს, მათ ჯერ რელაქსაციამდელი განტვირთვა უნდა შეძლონ და საკუთარ თავს მოერიონ. საკუთარ თავში ჩაღრმავება და ნეგატიური განწყობის მიზეზების იდენტიფიკაცია, არავის ისე კარგად არ გამოსდის და არ ეხმარება როგორც მორიელს. სეირნობა და განმარტოება მათ დაეხმარებათ ამაში. მთავარია, გადაწყვიტონ რომ კარგად ყოფნა სურთ. შემდგომ, კი სხვა საშუალებებსაც შეუძლიათ მიმართონ. ერთი ჭიქა ღვინო და საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა ძალზედ ეფექტური იქნება მათთვის.

მშვილდოსანი: სოციალური და ფიზიკური აქტივობები მათ რთული დღის შემდგომ ძალიან დაეხმარებათ. მათ საკმარისი ოპტიმიზმი აქვთ, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ და ცუდი ჩაანაცვლონ დადებითით. ასეთ, დროს მათ ასევე დაეხმარებათ მეგობრების გარემოცვაში ყოფნა და გეგმების დალაგება.

თხის რქა: მათაც, სხვა ნიშნების მსგავსად, შეუძლიათ ყველა ის საშუალება მოსინჯონ, რაც მათზე სასიკეთოდ აისახება. ეს შეიძლება იყოს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა საშუალებებით თავის განებივრება. გამომდინარე იქიდან, რომ თხის რქები დეპრესიისკენ მიდრეკილნი არიან, მათი ანტიდეპრესიული რაციონი სრულიად მრავალფეროვნად უნდა გამოიყურებოდეს.

მერწყული: რა თქმაუნდა, მეგობრების გარემოცვა ეს ისაა, რაც მერწყულებს ყველაზე მეტად ეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლისას. ეს ადამიანები ხალხის გარემოცვაში საუკეთესოდ გრძნობენ თავს. მათი წამალი მეგობარია და საკუთარი თავის რეალიზებას ყველაზე საუკეთესოდ სოციუმში ახდენენ.

თევზები: პირველ რიგში გათიშეთ ტელეფონები და განმარტოვდით. სიმშვიდე ასეთ დროს თევზებს ძალიან სჭირდებათ. რელაქსაცია, ფინჯანი ცხელი ჩაი, ცხელი აბაზანა, მედიტაცია, სასიამონო მუსიკის მოსმენა და აზრების ფურცელზე გადმოტანა, თევზების ნიშნებს ძალიან დაეხმარებათ და მათ სასიამოვნო ენერგიით აღავსებს.

 

მოამზადა ლეო ფროიდმა

ნუ ვიქნებით “ვერტმფრენი დედები”

დედატექსასის შტატში, ერთმა გოგონამ თავის ჰიპერმზრუნველ დედიკოზე დაიწუწუნა: „თავს მუდამ ვერტმფრენივით დამტრიალებსო“. რის შემდეგაც, ტერმინი „ვერტმფრენი დედა“ იმ ჰიპერაქტიული დედების განსაზღვრებად იქცა, რომლებიც შვილებს მოსვენებისა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ.

მოდით, ერთად დავასახელოთ ”ვერტმფრენი დედისთვის” დამახასიათებელი ნიშნები და დავფიქრდეთ, იქნებ დედაჩვენც მათ რიცხვს ვეკუთვნით… : )
• ის შვილის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და რომ იტყვიან, მუდმივად კუდში დასდევს.
• თავს ახვევს შვილს საკუთარ სურვილებს.
• ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას იმ მოტივით, რომ უფროსები უფრო ჭკვიანები და გამოცდილები არიან.
• შვილს უამრავ აკრძალვას უწესებს.
• მზად არის, უმნიშვნელო ანცობისთვისაც კი დასაჯოს პატარა.

ყველა დედისთვის, შვილზე ზრუნვა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, ისეთებიც ხომ არსებობენ, ზედმეტად რომ ზრუნავენ ბავშვზე. ჰიპერმზრუნველი დედიკოები ზედმეტად ფორიაქობენ. ჰგონიათ, რომ შვილების სიცოცხლე მათი მეთვალყურეობის გარეშე უსაფრთხოა. ხშირად, ვერ აცნობიერებენ, რომ ადრეულ ასაკში გამოხატულ უპირობო სიყვარულს მშობლის მიმართ, თანდათან უნდა ენაცვლებოდეს სიყვარული, რომელიც ვალდებულებას აკისრებს პატარას და დამოუკიდებლობას აჩვევს.
ჰიპერმზრუნველობის სამი სახე არსებობს:

1.“პიროვნების კულტი“ – ძირითადად იმ ოჯახებში გვხვდება, სადაც ერთი ბავშვია. მშობლები ბავშვის ყველა სურვილს ასრულებენ და მის მაგივრად ცდილობენ ნებისმიერი პრობლების მოგვარებას.
2.“გადაჭარბებული კონტროლი“ – რთული ხასიათის მქონე მშობლები შვილს ისე ექცევიან, როგორც მძევალს. ბავშვს არ შეუძლია მშობლის გარეშე ნებისმიერი ”სერიოზული” ნაბიჯის გადადგმა.
3.“ბავშვის ყველასგან და ყველაფრისგან დაცვა“ – ბავშვის დაცვა აკვიატებულ აზრად არის ქცეული. ასეთი შემთხვევები ძირითადად ისეთ ოჯახებში გვხვდება, სადაც მშობლები გაყრილები არიან და შვილი მძიმედ არის ავად.

დედასამივე შემთხვევაში, მარტივად რომ ითქვას, ბავშვს არ აქვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი, თავად გადაჭრას წარმოქმნილი მცირე პრობლემები ან გადალახოს ბარიერები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში შესაფერისი დოზითა და სირთულით გვეძლევა… საფრთხე ექმნება ბავშვში საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას… არადა, მარტივი მისახვედრია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ყოველთვის სხვის იმედზე ყოფნა მხოლოდ მეტი პრობლემისა და სირთულის წინაშე აყენებს ადამიანს. ორი-სამი წლიდან, პატარას უკვე უჭირს კონტაქტი თანატოლებთან, უყალიბდება ფობიები…

ყოვლისშემძლე მშობლის გარეშე, დაუცველად გრძნობს თავს, დაბნეულია და იძულებული ხდება ისევ უფროსების ზედამხედველობის ქვეშ, მხოლოდ მათი აზრის გათვალისწინებით იცხოვროს. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს მდგომარეობა მტკივნეულიც იყოს მისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის… ასე გაზრდილ პატარებში ფსიქოლოგიური პრობლემები ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მათთვის დამახასიათებელი დაავადებებია: გასტრიტი, ნევროზი, კუჭის წყლული…
დამოუკიდებლობა ის თვისებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში აუცილებელია ადამიანის ზრდისა და განვითარებისთვის, მისი ხასიათის, მომავლის, ურთიერთობებისა და სიცოცხლისადმი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისთვის. ენდეთ საკუთარ შვილებს და მიეცით უფლება გააკეთონ ის, რაც შეუძლია. რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ ისინი…

რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ჰიპერმზრუნველობა ? ეს მთლიანად დამოკიდებულია ბავშვის ხასიათზე. პატარა, რომელიც მუდმივად კონტროლის ქვეშაა, ბრმად მორჩილი ხდება. ის მუდმივად უფროსების მითითების მოლოდინშია. ასეთ დედაბავშვებს არ აქვთ მისწრაფებები, ინტერესები და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. თუ ბავშვი ზედმეტად გათამამებულია, ის მუდმივად ჯიუტობს, მშობლებს წინააღმდეგობას უწევს. ასეთი ბავშვები ტყუილისკენ არიან მიდრეკილები.

ჰიპერმზრუნველი დედები უნდა ეცადონ თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერებას, აღზრდის მეთოდების გადახედვას და ზომიერების დაცვას ყველაფერში…

რა თქმა უნდა, კარგია თუ ყოველთვის გვეცოდინება რა ხდება ჩვენი პატარას ცხოვრებაში, მაგრამ მისი ცხოვრებით ცხოვრება და ყველაფრის ბავშვის ნაცვლად კეთება მხოლოდ ზიანს აყენებს მის განვითარებას…

მოამზადა ნინი ჩხეტიანმა
გააზიარეთ ეს სტატია თქვენს კედელზე თუ ერთი ვერტმფრენი დედა მაინც გყავთ სანაცნობოში <3
დედაპირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge

არტ-თერაპიის შესახებ

არტ-თერაპიაფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარებისთვის, დაძაბულობის მოხსნისთვის ან საკუთარი თავის თამამად რეალიზებისთვის, აუცილებელი არ არის ყოველთვის ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. რთული მდგომარეობის გასაღები როგორც წესი, ყოველთვის თან გვაქვს, ან სადმე გვერდით – ფერის, ბგერის, ტექსტის, პლასტიკის თუ მოძრაობის სახით …

აბა გაიხსენეთ  რამდენჯერ გიგრძვნიათ სიმსუბუქე თუნდაც მარტივი მელოდიის მოსმენისას ან გათავისუფლებულხართ ემოციური ტვირთისგან ფურცელზე გრძნობების გადატანით… გიწერიათ ლექსები მონატრების დროს და გიცეკვიათ დილამდე, ემოციებისგან დასაცლელად …

თავის გამოსახატად ხელოვნებას ამა თუ იმ დარგის გამოყენება ჯერ კიდევ პირველყოფილი წყობილებიდან მოგვდევს… შემოქმედებისა და ხელოვნების გავლენაზე ჩვენს ყოფით ცხოვრებაზე ფსიქოლოგებიც დიდი ხანია საუბრობენ…

რამაც დასაბამი მისცა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებას – ხელოვნების ფსიქოლოგიას. რომელიც დღეს
არტ-თერაპიააქტიურად იკვლევს არა მარტო ხელოვანის შინაგან სამყაროს, მის შემოქმედებასა და ნამუშევრებში ჩაშიფრულ სამყაროს, არამედ იმასაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელოვნება კონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში განტვირთვის, ან რიგითი სტრესის მოხსნის დროს.

სწორედ ხელოვნების ფსიქოლოგიის პირმშოა ე.წ არტ-თერაპია (Art-therapy), რომელიც დასავლურ ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია და ეფექტური, საქართველოში კი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. არტ-თერაპიაში შედის ცეკვითი თერაპია, მუსიკა-თერაპია, ფსიქო-დრამა და სხვა. ამგავრი თერაპიები ადამინებს ეხმარება, ერთმანეთთან დაახლოებაში, საკუთარი თავის ძიებაში, პრობლემების გადაჭრასა და პოზიტიური ემოციით დატვირთვაში.

ამბობენ, ადამიანი საკუთარი თავის ფსიქოლოგი ადამიანი თვითონ არისო… და რატომაც არა? გამოვიყენოთ ხელოვნება, როგორც თვით-თერაპიის იარაღი. ხშირად მოვუსმინოთ სასიამოვნო, საყვარელ სიმღერებს, მელოდიებს, თუ ცეკვაც გვიყვარს, ვიაროთ ცეკვის წრეზე და დავიხარჯოთ უარყოფითი ემოციისგან.

ხშირად ვიაროთ თეატრში, კინოში, გამოფენებზე თუ კონცერტებზე… ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისდამიუხედავად, საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი კულტურული ღონისძიება ტარდება, რომლებზე დასწრებაც ყველასთვის თავისუფალია.
ყოველდღიურ კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობით, იქნებ თქვენშიც აღმოაჩინოთ უნარი, რომელიც საკუთარი განცდების, შეხედულებების რეალიზებაში დაგეხმარებათ და გაგათავისუფლებთ იმისგან რაც გაწუხებთ…

მოამზადა ანი რაინაულმა

ტესტი: როგორი ნერვები გაქვთ

ტესტები
შეავსეთ ტესტი და შეგვატყობინეთ ჩვენც, როგორი ნერვები გაქვთ 🙂

Astrologia.geს პარტნიორიაwww.Testebi.Com

რატომ განსხვავდებიან ზოგიერთი ტყუპები ერთმანეთისგან?

ტყუპებიავტორი: ქეთი ვაწაძე

ასტროლოგის ფოსტიდან:
“ქალბატონო ქეთი, ტყუპებზე მაინტერესებს რაღაც (ზოდიაქოთი ტყუპები არა)…ერთ ძმებს ვიცნობ, ტყუპები არიან, ზოდიაქოთი ლომები. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ხასიათითაც და გარეგნობითაც. ერთი ჭკვიანია ძალიან,ლომური თვისებები აქვს. მეორე კიდე ჩვეულებრივი აბეზარი ბიჭია… რატომ? ერთნაირები არ უნდა იყვნენ? ერთნაირი რუკები ხომ ექნებათ?..”

ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. ადრე მომმართა ერთმა ადამიანმა, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

როდესაც ჰოროსკოპი გავუკეთე და მისი ხასიათის შტრიხები განვიხილე, მითხრა, რომ ეს თვისებები მაინცდამაინც არ ახასიათებდა. ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან შესაძლებელია ადამიანის ხასიათში არ ვლინედბოდეს პირადი ჰოროსკოპის ყველა მაჩვენებელი, მაგრამ თითქმის არცერთი? – ეს უკვე გამორიცხულია.

აღმოჩნდა, რომ მას ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც მასზე 5 წუთით ადრე დაიბადა და ჩემს მიერ გაკეთებული დახასიათება სწორედ მასზე იყო `ზედგამოჭრილი!~ როგორც მან მითხრა: `უფროსი~ ძმა იყო – აქტიური, შეუპოვარ, ძლიერი, ყოველთვის ადვილად აღწევდა საწადელს (ასეთივე დახასიათება ჰქონდა ჰოროსკოპის მიხედვით), მას კი გაუთავებელი პრობლემები და მოუგვარებელი ცხოვრება ჰქონდა. `უფროსი~ ძმა, მუცლადყოფნის პერიოდშივე ასეთი იყო: არავის დაუთმო პირველობა, იქვე გამოავლინა ლიდერული თვისებები და პირველი მოევლინა ქვეყანას.

მან დაბადებისთანავე გაიმარჯვა, რაც მის შემდგომ ცხოვრებაზეც აისახა! მეორე ძმა კი, მიუხედავად თითქმის ერთნაირი ჰოროსკოპისა, ბევრად სუსტი და უიღბლო აღმოჩნდა, რადგან დაბადებიდანვე შეეგუა ცხოვრებაში `მეორე ადგილის~ დაკავებას.

თითქოს ჰოროსკოპის ყველა დადებითი პოტენციალი, ძმამ წაიღო, მას კი მხოლოდ უარყოფითი დარჩა (დენი დევიტოსა და შვარცნეგერის ცნობილი ფილმის არ იყოს). ამის მიუხედავად, მათ შორის მაინც იყო გარკვეული მსგავსებები, მაგრამ ჰოროსკოპის დადებითი პოტენციალი, უფრო მეტად `უფროს` ძმაში ვლინდებოდა.

საერთოდ ასტროლოგიაში 10 წუთი და თუნდაც 5, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვინაიდან ყოველ 4 წუთში იცვლება ასცედენტის გრადუსი, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ზოდიაქოს ნიშანიც და სახლების მდებარეობაც ნიშნებში.

ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო 4 წუთი, მართლაც შესამჩნევ განსხვავებას იძლევა და შესაბამისად, განსხვავებულ ხასიათს, პოტენციალს, ბედს. ხშირად, სწორედ ამიტომ არიან ტყუპები ერთმანეთისგან განსხვავებულნი მიუხედავად თითქმის იდენტური ჰოროსკოპებისა.

და კიდევ, უმთავრესი: არ უნდა დაგვავიწყდეს იმის გათვალისწინება, როგორია ადამიანის სულიერი გამოცდილება, სულიერი `ბაგაჟი`. შეუძლებელია, თუნდაც ტყუპებს, სრულიად ერთნაირი სიმწიფის სული ჰქონდეთ! მიუხედავად იდენტური ჰოროსკოპებისა, თუნდაც მრავალი მსგავსებისა, ეს არის ორი დამოუკიდებელი სული, ერთმანეთისგან განსხვავებული ამოცანით, კარმით, მისიით.

კიდევ, მნიშვნელოვანია რომელ გვარში იბადება ადამიანი, როგორი ენერგეტიკა და კარმა აქვს გვარს, რა ამოცანა აქვს სამყაროს წინაშე, რა უნდა გამოასწოროს, რა მისია უნდა შეასრულოს თვითონ ამ გვარმა.

ვინაიდან ტყუპები ერთ გვარში მოევლინენ ქვეყანას, მათი მისიაც, მთლიანობაში, ამ გვარის პრობლემებისა და დანიშნულების შესაბამისი იქნება (ასევე ხდება არატყუპი და-ძმების შემთხვევაშიც). მაგრამ, შესაძლოა ერთში გამოვლინდეს მოდგმის თვისებების რაღაც გარკვეული შტრიხები და ამოცანები, მეორეში კი – საერთოდ განსხვავებული (ორივესთან პირადი კარმის შესაბამისად).

საბოლოო ჯამში, ორივე ერთი და იმავე საქმეს, _ საკუთარი და თავისი მოდგმის მისიის შესრულებას ემსახურება, თუმცა შესაძლოა, ეს განსხვავებული სიმძიმის და განსხვავებული პასუხისმგებლობის ამოცანა იყოს.

სწორედ ამით აიხსნება ერთი და იმავე დაბადების მონაცემების დროს ადამიანების ხასიათსა და ცხოვრებაში გარკვეული განსხვავებაც. ჯერ ერთი, გასათვალისწინებელია სასტარტო მონაცემები (ანუ, რომელ ქვეყანაში, რომელ სოციალურ ფენაში, როგორი მატერიალური უზრუნველყოფის ოჯახში იბადება ადამიანი).

ვინაიდან, როგორც ავღნიშნე, გარდა საკუთარი კარმისა, თითოეული ადამიანი საკუთარი გვარის, მოდგმის კარმასაც ქმნის. მას ეკისრება იმ გამოცდილების დაგროვება, რაც სხვადასხვა მიზეზთა გამო მისმა წინაპრებმა ვერ დააგროვეს, ასევე ევალება იმ დადებითი ტენდენციების გაგრძელება-გაძლიერება, რაც მისმა გვარმა არსებობის მანძილზე დააგროვა, ასევე, მანვე უნდა გამოასწოროს ბევრი შეცდომა (ცოდვა), რაც მისმა მოდგმამ (დედისა და მამის მხრიდან) დაუშვა სამყაროსა და ადამიანების მიმართ.

სწორედ ამიტომ ამბობენ: `ცოდვა შვიდ თაობაზე გადადისო~. სწორედ ეს იგულისხმება, _ თუ წინაპართაგან ვინმემ უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა, ამაზე პასუხს (მასთან ერთად) მისი შთამომავლები აგებენ. ამ `შეცდომის~ გამოსწორება სწორედ მათ ეკისრებათ! ამას მოითხოვს კარმის, სამყაროსეული სამართლიანობისა და კანონზომიერების კანონი. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რას ვაკეთებთ, როგორ ვცხოვრობთ, რას ვტოვებთ ჩვენს შემდეგ.

ზოგი ამ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს, ან უფრო მეტიც, იმავე შეცდომებს უშვებს, რასაც მისი წინაპრები, რითიც კიდევ უფრო ამძიმებს საგვარეულო კარმას, ზოგი კი პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიხადოს მოდგმის `დავალიანება~, დააგროვოს დადებითი პოტენციალი,

გამოასწოროს შეცდომები და ა.შ. ამაში მას სულიერი სიმწიფე და მდიდარი სულიერი გამოცდილება ეხმარება, რაც პირველ ვარიანტში, ან ჯერ არ არის საკმაოდ დაგროვილი, ან სულიერი მზაობა არ აქვს, მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს (ძირითადად საკუთარ შეცდომებზე და მწარე გაკვეთილებზე).

არავინ იბადება რომელიმე ოჯახში `შემთხვევით~, უბრალოდ ვინც რისთვისაა მზად და რისი შესაბამისიცაა (კარმულად), იმას აკეთებს. თითოეული თავისი მოდგმის დადებით ან უარყოფით პოტენციალს აგრძელებს (ხშირად ორივეს ერთდროულად).

უბრალოდ, ვისაც გონიერება და სულიერება ჰყოფნის, ცდილობს საკუთარ თავში ნაკლოვანებების აღმოფხვრას, თვისებებში სასიკეთო კორექტირების შეტანას, მოდგმის ენერგეტიკის `გასუფთავებას~, სხვა კი, უბრალოდ იმეორებს და აძლიერებს უარყოფითს, კვლავ აბინძურებს როგორც საკუთარ, ისე მოდგმის კარმას.

ახლა ალბათ ხვდებით, რატომ არიან ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებულნი თქვენი მეგობარი ტყუპები. როგორც ჩანს, სხვადსხვა მისია და განსხვავებული სულიერი გამოცდილება აქვთ და შესაბამისადაც ავლენენ თავს, რომ არაფერი ვთქვათ დაბადების დროში თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან განსხვავებაზე.

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

qaliii

თუ კაცის შენარჩუნებაზე მიდგა საქმე, ასტროლოგიური ნიუანსები აუცილებლად გამოგადგებათ… თუმცა, მაინც დაფიქრდით, რამდენად ღირს ცხოვრება მასთან ერთად, ვისაც ოდესღაც წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი…

როგორ შევინარჩუნოთ ვერძი მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ კურო მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ ტყუპები მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ კირჩხიბი მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ ლომი მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ ქალწული მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ სასწორი მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ მორიელი მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ მშვილდოსანი მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ თხის რქა მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ მერწყული მამაკაცი
როგორ შევინარჩუნოთ თევზები მამაკაცი

2003 წლიდან დედამიწაზე იისფერი რასა შემოვიდა

ინდიგომ. ცაგარელი

კაცობრიობამ, დღემდე, 5 რასის გზა გაიარა..
ცისფერი რასა – ამ რასის წარმომადგენლები არიან სემიტური ხალხის წინაპრები, ანუ ასირიის, ბაბილონის, შუმერის მცხოვრებლები. მათ მოიტანეს საზოგადოებაში რიცხვთა ნუმეროლოგიის, მათემატიკის, ასტროლოგიის ცოდნა. ცისფერი _ ცოდნის, გაცნობიერებული ქმედების ფერია; ყველა რასამ გარკვეული შეცდომები დაუშვა _ მათი ცდუნება, შეცდომა, ცოდვა იყო ღმერთისა და შავი ძალებისადმი ერთდროული მსახურება.

იმ ქაოსიდან გამოსაყვანად, რაც ცისფერმა რასამ დედამიწის დამართა, საჭირო იყო სხვა ვარსკვლავთა სისტემიდან ახალი რასის შემოყვანა, ამიტომ დედამიწას მოევლინა ყვითელი რასა – ამ რასის წარმომადგენლები იყვნენ აღმოსავლელი ხალხის წინაპრები, რომლებიც დედამიწაზე გედისა და ლირას თანავარსკვლავედიდან მოვიდნენ. მათ თან მოიტანეს ჰარმონიისა და მთლიანობის შენახვის რიტუალები:

მანტიკა, მკითხაობა და ისეთი სხვა მიწიერი კანონები, რომლებიც ჩვენთვის დღესაც ცნობილია და დღევანდელი კოსმიური კანონების ანარეკლს წარმოადგენს. ისინი დადგნენ არჩევანის წინაშე – არ შეუერთდნენ არც ნათელ და არც ბნელ ძალებს, ამიტომ მათი განვითარება შეჩერდა, რის გამოც დაკარგეს კავშირი კოსმიურ კანონებთან.

შავი რასა – დედამიწაზე მოვიდა ყვითელი რასის შემდეგ. იგი დაკავშირებულია დედამიწის ცენტრთან, ლემურიასთან, რომელიც გადმოცემების მიხედვით დღეს ინდოეთის ოკეანის ფსკერზე იმყოფება. იგი მდებარეობდა მადაგასკარისა და შრილანკას კუნძულებს შორის. მათი წინაპრები დედამიწაზე მოვიდნენ ორიონის თანავარსკვლავედიდან. მათი შთამომავლები დღეს შავი რასის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკისა და ინდოეთის სამხრეთში, ასევე წყნარი ოკეანის დასავლეთით.

მათი სულიერი გზა _ სექსუალურ ენერგიებთან, სულებთან, სტიქიებთან მუშაობა, მაგიისა და ტანტრის შემოტანაა, ხოლო ცოდვა – ღმერთზე უარის თქმა და შავი ძალებისადმი მსახურება. შედეგად _ დაირღვა სამყაროს მთლიანობა, გაჩნდა შავი მაგია, კანიბალიზმი.

შავი რასის შემდეგ დედამიწაზე მოვიდა წითელი რასა. იგი უკავშირდება კასიოპეას თანავარსკვლავედს, საიდანაც მოვიდნენ ე. წ. ატლანტები და შექმნეს უზარმაზარი სახელმწიფო – ატლანტიდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე ძევს. მათი შთამომავლები ინდოელები და ძველი ეგვიპტელები არიან. ისინი ცხოვრების გახანგრძლივებას ალქიმიის გზით ცდილობდნენ. მათ თავიდან სინათლე ანუ ნათელი გზა აირჩიეს, შემდეგ კი ბნელეთისაკენ გადაუხვიეს. Aმის შედეგად გაჩნდა რთული დაავადებები, ხელოვნური ადამიანები – ე. წ. ზომბები.

მათ ისწავლეს სხვების დამორჩილება მაგიის გამოყენებით. Dამის სასჯელად დაიღუპნენ არამარტო კონკრეტული ადამიანები, არამედ დაისაჯა მთლიანად ატლანტიდა, საერთოდ `გაქრა~, ოკეანის ფსკერზე ჩაეშვა.

შემდეგ მოვიდა თეთრი რასა – ეს არის რასა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელსაც ჩვენ განვეკუთნებით. თეთრი რასა დედამიწაზე მოვიდა დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან. ეს რასა თავდაპირველად ცხოვრობდა არქტიკის კუნძულზე, რომელიც მაშინ თავისუფალი იყო ყინულისაგან. ამ რასის სულიერი ცხოვრება მთლიანობაში, ნათელი ძალებისკენაა მიმართული.

მათ მოიტანეს სიკეთისა და ბოროტების ცნება, ინფორმაცია დროის შესახებ, მაგრამ ასევე ჰქონდათ ცოდვები, ანუ ღვთიური კანონების დავიწყება, გადამეტებული სიამაყე, ამბიციები, სიჯიუტე, რამაც დააუძლურა ეს რასა და თანდათანობით წაართვა შავ ძალებთან ბრძოლის ძალა.

2003 წლიდან დედამიწაზე იბადებიან იისფერი რასის წარმომადგენლები. ეს არის რასა, რომელმაც გაიარა წინაპრების 5 გზა. ის აერთიანებს იმ ხუთ რასას, რომელიც აქამდე მოვიდა. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ 2003 წლის შემდეგ, უკვე შეესაბამებიან იისფერ რასას და ეს იქნება ყველაზე განვითარებული რასა დედამიწაზე, ვინაიდან მათში ისინი იცავენ წინა 5 რასის სიბრძნეს.

იისფერი _ ღვთიური ფერია, რომელიც კრავს 7 ძირითად ფერს. მომავალში კიდევ ერთი რასა მოვა. იისფერი რასის წარმომადგენლებს ახალი ფუნქცია ეკისრებათ. ისინი გააერთიანებენ იმ დადებითს, რაც წინა რასებს ახასიათებდათ, მაგრამ მათ შეიძლება ნეგატიურიც ჰქონდეთ, ამიტომ ეს საუკუნე ძალიან მნიშვნელოვანია _ რა გზით ივლიან, რა არჩევანს გააკეთებენ, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ანუ, საბოლოო ჯამში, დედამიწა გადარჩება თუ ატლანტიდის ბედს გაიზიარებს _ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება იისფერი რასა. სწორედ ამისდა მიხედვით ღმერთი ან დაგვსჯის, ან კიდევ მოგვცემს საბოლოოდ განთავისუფლების საშუალებას, რომელსაც მე-7 რასა დააგვირგვინებს.

ფაქტობრივად იისფერ რასას აქვს საშუალება, რომ მე-7 რასა აღარ მოიყვანოს. იისფერი მესამე თვალის ფენომენია, ანუ ის წერტილი, საიდანაც ადამიანს ყველაზე მეტად შეუძლია ღმერთთან დაკავშირება; ამიტომ ამ რასამ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი საკუთარ თავს, რომ მისი გზა იყოს არა სხვათა დამორჩილების, არა მაგიის, არა შავი ძალების, არამედ ღვთისკენ, ნათელისკენ მიმავალი გზა.

მალე ყველა დაინახავს, რომ იისფერი რასის წარმომადგენლები ჩვენგან ძალიან განსხვავებულნი არიან თავიანთი გონება-გამჭრიახობით, უნარებით, სულიერებით. უფრო სწრაფად ითვისებენ კოსმიურ ინფორმაციას. მათში დაბადებითაა ჩადებული საოცარი ინტუიცია და ნათელხილვის ნიჭი.

ეს, მართლაც, სუფთა და მაღალი სულიერი განვითარების და ადამიანები არიან, რომელთა მისიაც თეთრი რასის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ბოროტების დამარცხება, სინთლეზე, სიკეთეზე ორიენტირებაა. სწორედ ეს გადაარჩენს სამყაროს!