კურო – ორსულობა

ორსული კურომომავალი დედა კურო საკმაოდ პასუხისმგებლობით ეკიდება ორსულობას. პირველ რიგში, ცდილობს დასვენებისა და კვების საკითხი მოაგვაროს, რეჟიმში ჩაჯდეს.

კუროებს ხშირად აწუხებს ტოქსიკოზი. უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად გირჩევთ განსაკუთრებული დიზაინით მორთოთ ხოლმე ნებისმიერი კერძი და დაარწმუნოთ თქვენი თავი რომ უგემრიელეს და არაგამაღიზიანებელ საკვებს იღებთ, რომელიც აუცილებლად შეგერგებათ.

მომავალ ბავშვს და კურო დედას მზრუნველი მამის სითბო სჭირდება. თქვენი პარტნიორი ხშირად უნდა გეფერებოდეთ და ეკონტაქტებოდეს დღითიდღე მზარდ მუცელს .

ვერძი – ორსულობა

ორსული ვერძიდაფეხმძიმებისთანავე, ვერძი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. არანაირად არ ანელებს ცხოვრების ტემპს. პირიქით, უფრო აქტიური ხდება და მაქსიმალურად იტვირთება საქმით. ხშრად იგნორირებას უკეთებს ექიმებისა და ახლობლების რჩევებს. ძალის აღდგენას კი სპორტის – ცურვისა და სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით ახერხებს.

მნიშნელოვანია, რომ ორსულმა ვერძმა ფრთხილად იაროს და არ იმოქმედოს წინდაუხედავად. რადგან წინდაუხედავობის გამო, ხშირია სხეულის დაზიანებები, დაჭიმულობა, დამწვრობა.

სასარგებლო იქნება უსაფრთხო ტრანსპორტით მოგზაურობა და ბევრი სეირნობა. ადგილის ხშირი გამოცვლა ახალი შთაბეჭდილებებით და ენერგიით აავსებს მომავალ დედას.