თქვენ გჭირდებათ მალაქიტი?

მალაქიტიმალაქიტი ცნობილია, როგორც ძლიერი დამცავი მინერალი, რომლის ტარებაც ხელს უშლის უარყოფით ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლაში, გვათავისუფლებს ძველი სასიყვარულო “ტრამვებისგან” და ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების მოზიდვას როგორც სასიყვარულო, ისე სამეგობრო, თუ კარიერულ სფეროში.

თუ ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ და აქამდე ეს იშვიათად გამოგდიოდათ, მალაქიტი უპრობლემოდ დაგეხმრებათ საზოგადოების თვალის თქვენზე მოპყრობაში. ეს მინერალი კარგია ყველასთვის, ვისაც საზოგადოებაში ტრიალი უწევს, დადის მოლაპარაკებებზე, აგვარებს საქმეებს და წყვეტს საჭირბოროტო საკითხებს საზოგადოების სასარგებლოდ.
მალაქიტს ატარებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ცნობილები და დაფასებულები იყვნენ.

მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

მალაქიტი პატრონს ჩუქნის საჭირო ძალას არა იმდენად მიზნის მისაღწევად, რამდენადაც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეფერხებების ადვილად გადასალახად. მაგალითად: თქვენ მუშაობთ, მუშაობთ და მთელ რესურსს დებთ საქმეში, მაგრამ სასურველი რეზულტატი მაინც არ ჩანს, რადგან თქვენ სავსე ხართ შიშებით, შფოთითა და ეჭვებით – “რომ არ გამოვიდეს?” რაც უკვე დიდი ბარიერი ხდება სასურველი მიზნის მისაღწევად, მალაქიტი სწორედ ამ შიშების, შფოთისა და ეჭვებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება, არა მხოლოდ კარიერულ, სასიყვარულო სფეროშიც. ამყარებს მშვიდობისა და ჰარმონიას ოჯახში სადაც კონფლიქტი და დაძაბული სიტუაციაა.

ეს ტრანსფორმაციის მინერალია. სულიერ დონეზე ადამიანს ეხმარება ძველი წყენების, ბრაზისა და ტრამვების სუბლიმაციაში. მოაქვს ჰარმონია, სიყვარული და თაგრძნობის, გაგების უნარი.

                                   მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებას, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ეხმარება ღვიძლს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. აძლიერებს იმუნურ სისტემას. რეკომენდებულია სახსრებისა და არტერიული წნევის დასაწევად. მენტალურ დონეზე ხელს უწყობს ინფორმაციის ადვილად მიღებასა და გადამუშავებას.

მალაქიტის ტარებისას სასურველია ის ეხებოდეს უშუალოდ კანს, ყელსაბამისა და სამაჯურის სახით.

სახელი მალაქიტი ბერძნული სიტყვა Malache-დან მოდის და მწვანე ბალახს ნიშნავს.

მალაქიტი

მალაქიტის შესახებ ლეგენდები ძველ საბერძნეთში აფროდიტეს – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთს, ეგვიპტეში – ატორს – სექსუალობის, ოცნებისა და სილამაზის ქალღმერთს, ხოლო ევროპაში სიყვარულისა და ომის ქალღმერთ ფრეიას სახელებს უკავშირდება.
ეგვიპტეში მას მხოლოდ მაღალი წრის ხალხი იყენებდა, როგორც ავეჯის, ისე სამკაულისა და ფარაონთა თავსაბურავების შესამკობად. მათ სჯეროდათ, რომ მალაქიტს მოჰქონდა სიბრძნე და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ამ მინერალს აქვს უნარი შეაღწიოს ადამიანის ყველაზე დაფარულ შრეებში და დაანახოს მას რეალური ეგო, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებით, ამის გამო მას “სულის სარკესაც” უწოდებენ.

                                            მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

მალაქიტი
კრისტალოთერაპია:

აქვს ანტი სპაზმური, ანტი დეპრესიული ეფექტი, ხსნის დაძაბულობასა და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ბალიშის ქვეშ დადებული მალაქიტის ქვა ეხმარება მშვიდ ძილში.
ხელს უწყობს სექსუალური, რეპროდუქციული და გინეკოლოგიური დარღვევების მოწესრიგებას. ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციონირებასა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ პათოლოგიებს.
შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ მენსტრუალური ტკივილების მოსახსნელად.
ძველ ეგვიპტეში მალაქიტის მტვერით მკურნალობდნენ თვალებს, ასევე გამოიყენებდნენ როგორც კოსმეტიკურ საშუალებას თვალების შესაღებად.

მოამზადა ია იამ

                                            მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

თქვენ წინაშეა მისტერ სიმდიდრე

თქვენ წინაშეა მისტერ სიმდიდრე, ხვავი, ბარაქა, ნაყოფიერება, პოზიტივი, ოპტიმიზმი, ენერგია, ტრანსფორმაცია და სილაღე ?

კრისტალიზაცია-ტრიგონალური სისტემა
ოჯახი-კვარცი
ფერები-გარდამავალი. ღია, გაუმჭვირვალე ლიმნისფერიდან, მუქ ყავრისფრამდე.
ასტროლოგია-შეესაბამება ლომის ზოდიაქოს.
სტიქია, ელემენტი-ცეცხლი
სახელწოდება-ციტრინი
პასუხობს მესამე ჩაკრას-მანიპურა (მზის წნული)

სახელწოდება-ციტრინი მოდის ფრანგული სიტყვიდან-citron, რაც ნიშნავს ლიმონს. ნატურალური ციტრინის ფერი კი ღიიდან მუქ ლიმნისფერამდე ვარირებს .

ლეგენდის თანახმად, მას მოჰქონდა ნაყოფიერება უშვილო ქალებისთვის, უხვი მოსავალი მიწათმოქმედებისთვის. ციტრინს მიიჩნევდნენ მაგიურ ქვად-სასურველი მამაკაცის დასაპყრობად. (ეს უკანასკნელი წინადადება გააქრობს ციტრინს მაღაზიის თაროებიდან-მთარგმნელის ცხენტავრული კომენტარი ?)

პირადი რუკის მიხედვით მინერალების შესაძენად გადმოდით ბმულზე

16-ე საუკუნემდე ტერმინი ციტრინი გამოიყენებოდა ნებისმიერი ყვითელი მინერალის აღსანიშნავად. მისტერი იმიტომ, რომ მამაკაცური ენერგიის მატარებელია და მასთან ერთად ბალანსისთვის, ამეთვისტოს ტარებაა რეკომენდებული, თუ პირადი რუკის მონაცემები ხელს გვიწყობს.

ეს მზის, სინათლისა და სითბოს მინერალია. ხელს უწყობს მატერიალურ წინსვლას, ფინანსების ზრდას, ახალი საქმეების წამოწყებასა და მათ წარმატებას. დაუსრულებელი საქმეების დასრულებას.
პატრონს აჯილდოვებს სტიმულით, ენერგიითა და ოპტიმიზმით. ციტრინს აქვს უნარი ნებისმიერი ნეგატიური ენერგია გარდაქმნას პოზიტიურად. გვეხმარება პოზიტიურ აზროვნებაში და დადებითად მოქმედებს ნდობის აღდგენის ან მოპოვების საკითხში.

კრისტალოთერაპია

ციტრინი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მწყობრში ჩაყენებას, დადებითად მოქმედებს კუჭზე, ელენთაზე, თირკმელზე, ღვიძლზე. ორგანიზმს ეხმარება ინსულინის გამომუშავებაში.

ამცირებს ტკივილს ყაბზობისა და შეკრულობის დროს. ხელს უწყობს A, C, E ვიტამინების ათვისებას.
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ჰორმონალურ სისტემას, განსაკუთრებოთ მენოპაუზისა და ჩიყვის დროს-ციტრინი შეუცვლელი მინერალია.

კრისტალოთერაპიაში ციტრინს “ნიშნავენ” კანის ალერგიებისა და ქრონიკული დაღლილობის დროს. კატარაქტისა და გლაუკომისას. ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსინებისგან.

ხელს უწყობს მატერიალურ და სულიერი მდგომარეობის ბალანსს, თუმცა…მას შეუძლია კრახიც კი მოიტანოს, თუ ძუნწი, მოხვეჭელი და ხარბი პატრონი ჰყავს ?

დაკვირვებიხართ? როცა ბრაზობთ თითქოს კუჭზე რაღაცამ მუშტი მოგიჭირაო, შეკუმშვის შეგრძნება კუჭის არეში…და უპს…შეიძლება კუჭიც აიშალოს, ნაწლავებმა მიიღეს ბრძანება გარეთ გამოიტანონ ბრაზიანი ფეკალიები იმისთვის, რომ შიგნით ჩამშვიდდეს გაღიზიანებული ენერგო ველი…

ადამიანები, რომლებიც გამუდმებული სტრესის ქვეშ არიან და ცხოვრობენ ნევროზულ გარემოში, იტანჯებიან ხშირად განმეორებადი ტკივილებით კუჭის არეში. ექიმთან ვიზიტის შემდეგ კი ხშირად დასმული დიაგნოზი-სტრესიდან გამომდინარე მუცლის ტკივილია.

სწორედ კუჭის მიდამოებშია განლაგებული მესამე ჩაკრა-მანიპურა, რაც პასუხს აგებს ადამიანის ემოციებზე… სწორედ მისი დისბალანსი იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ არასრულ პათოლოგიებს.

ციტრინი ეხმარება ადამიანს გაღიზიანების, დაღლილობისა და დაძაბულობის მოხსნაში, თუმცა არაა რეკომენდებული ანჩლი, კაპარჩხანა, ბრაზიანი, ცხარე და ფიცხი ხასიათის მქონეთათვის.

მინერალის ტარება შესაძლებელია სამაჯურის, ყელსაბამის, ამულეტის, ბეჭდის სახით, ასევე საფულით ან ბუნებრივ ქსოვილში გამოხვევით.

შესაძლებელია მისი “დასკოჩვა” მესამე ჩაკრის ადგილასაც. (ოღონდ უნდა მოიხსნათ ერთი ორი საათის შემდეგ ? )

შეგიძლიათ ძმრიანი, სოდიანი, მარილიანი, ან ჩვეულებრივი სუფთა წყლით გაწმინდოთ მხოლოდ ერთი წუთის მანძილზე.

ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
დამუხტვისთვის კი მზისა და მთვარის ნათელია რეკომენდებული, ოღონდ არა პირდაპირი სხივები. მეგობრობს ამეთვისტოსთან და მასთან სიახლოვით იმუხტება პოზიტიური ენერგიით. შესანიშნავია მედიტაციისას.

ფენ-შუის მიხედვით ციტრინის დადება სახლის/ოთახის ცენტრშია რეკომენდებული, რათა შეძლოს ყველა მხრიდან ხვავის, ბარაქისა და წარმატების მოზიდვა.

ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
როცა ციტრინი ამოწურავს მის ყველა ენერგო რესურსს, ის კვდება ? ხდება მყიფე და მტვრევადი. შეიძლება დაიმტვრეს კიდეც, რაც ნიშანია, რომ მან ამოწურა მისი რესურსები. თუ ეს მოხდა, რეკომენდებულია მისი ზღვისთვის, ან მდინარისთვის გატანება.

არაა რეკომენდებული ციტრინის სამკაულთან, ან ქვასთან ერთად ძილი, მისი ძლიერი ენერგიიდან გამომდინარე შესაძლებელია დაარღვიოს ძილის რიტმი.

მოკლედ ასე…ვეცადე მოკლედ დამეწერა ის ცხრა ფურცელი რვეულში ნაჯღაბნი, სამასზე მეტი ნასწავლი ახალი სიტყვა…

ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
და ბოლოს – მინერალები ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებიც “ითვისებენ” პატრონის ენერგიას, ანუ-მაჩვენე შენი მინერალი და გეტყვი ვინ ხარ შენო ?

იმეგობრეთ და გიყვარდეთ ? უანგაროდ!

სიყვარულით-თქვენი ანცი ცხენტავრი ?

მოამზადა ცხენტავრმა იამ

რატომ ვატაროთ ვარდისფერი კვარცი?

ვარდისფერი კვარცივარდისფერი კვარცი ქალებისთვის გამორჩეული მინერალია. მისი ფერის გრადაცია ღია, წყალწყალა ვარდისფერიდან ინტენსიურად მუქ ვარდისფერამდე ადის. ჯერ კიდევ ძველ დროში, მას სამყაროს სიყვარულის, ქალური საწყისის, მიწისა და ჰაერის სტიქიის მატარებელ ქვად მიიჩნევდნენ, რომელიც ააქტიურებს ქალურ ენერგიას, გვკვებავს მიწის ენერგიით, გვაძლევს შინაგან სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, ჰარმონიასა და სიმშვიდეს.

ვარდისფერ კვარცს პირდაპირ სიყვარულის ქვასაც უწოდებენ, რომლის ტარება გულსაკიდის სახით, უშუალოდ ანაჰატა (გულის) ჩაკრაზეა რეკომენდირებული. სამაჯურის შემთხვევაში კი სჯობს მარცხენა ხელზე ატაროთ.

ვარდისფერი კვარცი არა ერთი ქალი ყვება იმ საოცარი ცვლილებების შესახებ რომლებიც მათ ცხოვრებაში ვარდისფერ კვარცთან დამეგობრების შემდეგ იწყება. ყვებიან როგორ განიცდიან აუხსნელ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს. როგორ უბზინავთ კანი და ეფაკლებათ ღაწვები, როგორ გრძნობენ მამაკაცებისა და სხვა ქალების დაჟინებულ მზერას ქუჩაში სიარულისას, როგორ დღითი დღე მატულობს კომპლიმენტები, კეთილი განწყობა და ურთიერთობის სურვილი სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი… ამ შედეგს ვარდისფერი კვარცის ენერგეტიკა იძლევა რომელიც გვკვებავს და უხვად გვაძლევს თავის პოზიტიურ თვისებებს.

შეიძლება ითქვას, ეს მინერალი უნივერსალურია ყველა ქალისთვის. მათ ვინც შეყვარებულია – ეხმარება სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობის წარმართვაში;
ვისაც “არავინ ჰყავს” – პირდაპირი სიტყვითაც კი შეიძლება ითქვას, რომ “მოუზიდავს” ახალ და ახალ მამაკაცებს რომელთა შორისაც საუკეთესო არჩევანის გაკეთებაშიც ეხმარება;
დაოჯახებულებს – თანაცხოვრებაში, ისევ და ისევ, სტაბილურობას, სიმყარესა და სიმშვიდეს აძლევს;
ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის დროს და ლაქტაციის თვეების განმავლობაში კი – დამცავისა და ქალური ენერგიის გამაძლიერებელის ფუნქციას ააქტიურებს  რაც ორსულობამდელი და მომდევნო პერიოდის მშვიდ, უსაფრთხო და აუღელვებელ მდგომარეობაში გატარების საშუალებას იძლევა.

ვარდისფერი კვარცი
საქმიან ქალბატონებს ვარდისფერი კვარცი ახალ პარტნიორებთან სტაბილური, ღია და სანდო ურთიერთობების დამყარებასა და წარმატებული ხეთანხმებების მიღწევაში ეხმარება.

ხშირად გვეხმარება მტკივნეული ურთიერთობის დავიწყებაში ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი სიყვარულის მოზიდვასა და მშვიდ ცხოვრებაში, რომელზეც არა ერთი ვოცნებობთ …

ეს მინერალი განსაკუთრებული საჩუქარია ყველა ქალისთვის, ვისი გახარება და გაბედნიერებაც გულით გინდათ <3
მინერალებისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე >> “ლაქშმი / მხოლოდ კეთილდღეობისთვის”

 

ვარდისფერი კვარცი სიყვარულისთვის

ვარდისფერი კვარცივარდისფერი კვარცი ნამდვილად ჯადოსნურია სიყვარულისთვის, სულიერი ჰარმონიისთვის, ორსულებისთვის და დასაოჯახებელი ქალებისთვის.
სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ეხმარება სტაბილური ურთიერთობის წარმართვაში. ნაჩხუბარ წყვილს – წყენის დავიწყებაში და სტრესის მოხსნაში. აძლიერებს მოთმინების უნარს, აღვიძებს შემოქმედებით სულს და თვითრწმენას ადამიანებში.

ხელს უწყობს ოჯახური ბედნიერების, ურთიერთ ზრუნვის და სიყვარულის შენარჩუნებას, ამაღლებს მამაკაცურ პოტენციას, ეხმარება ორსულებს, ქალებს დაორსულებამდე და ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეკეთათ ეს მინერალი. ვარდისფერი კვარცი კარგია მათთვისაც, ვისაც ჯანრთელობის პრობლემები აქვთ. ხოლო, დასაოჯახებელ ქალებს, რომლებიც მუდმივად ატარებენ ამ ქვას, ეხმარება, ბედნიერი ოჯახის შექმნაში.

ყოველდღიურად მარტივია ვარდისფერი კვარცის კულონის, ამულეტის ან სამაჯურის სახით ტარება.
 
ფასი: 15 ლარი.
 
შეკვეთის განსათავსებლად გადადით ბმულზე >> ინბოქსში შეკვეთის დატოვება:
დაბადების ადგილი:
დაბადების თარიღი:
დაბადების ზუსტი ან დაახლოებითი დრო:
ტელეფონის ნომერი:
სახელი:
 
***
შეუკვეთეთ ვარდისფერი კვარცის ამულეტი 15 ლარად და მიიღეთ სპეციალური 50 % ფასდაკლება პირადი რუკის მიხედვით შედგენილ სამაჯურზე.
(ინდივიდუალური სამაჯური იქნება განსხვავებული დიზაინის; ვამზადებთ როგორც ქალის ასევე მამაკაცის სამაჯურებს) 

ლაქშმი – მხოლოდ კეთილდღეობისთვის >>

 

 

რა ზეგავლენას ახდენს ვერცხლი ადამიანზე

il_340x270.582356024_muoiვერცხლის ფარული ძალა

 

ვერცხლი ახდენს თავისი პატრონის ნებისნიერი ინფორმაციისა და ემოციის კონცენტრირებას, მუქდება, როცა გროვდება დიდი ოდენობით უარყოფითი ინფორმაცია და განცდა, ასევე, როდესაც ეხება ავადმყოფი ადამიანის კანს. სამაგიეროდ, გაშავებული ვერცხლი ყოველთვის გამოიყენებოდა თილისმად, მისგან აკეთებდნენ ასევე ყველანაირი ელექსირის შესანახ ჭურჭელს. ამალგამა, (ვერცხლის წყალი), რომლითაც ადრე აკეთებდნენ სარკეებს, საოცარ თვისებებს ფლობს, რისი მეშვეობითაც სარკე მაგიურ ძალას იძენდა. ძველ დროში ვერცხლისგან აკეთებდნენ სათითურებს, რომელშიც  ძვირფას ქვებს დებდნენ ,,გასაცოცხლებლად,,.

 

 ვერცხლის ენერგეტიკა.

სხვა და სხვა ადამიანებთან ვერცხლი სხვა და სხვა სიჩქარით შავდება. ეს დამოკიდებულია მეპატრონის ასტრალურ ბუნებაზე, მის სულიერ თვისებებზე. ეზოთერიული თვალსაზრისით ვერცხლი სულის სისუფთავის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ძალიან სანუკვართან.

 

ვერცხლის თვისებაა – შეინარჩუნოს ფაქიზი ასტრალური გამოსხივება გამოიყენება ასტრალურ ძალებთან კონტაქტისას. ეს კონტაქტი შეიძლება დამყარდეს ვერცხლის მეშვეობით. ვერცხლი დაკავშირებულია ლოცვასთანაც – აი ამიტომაა, რომ ხშირად ხატების ჩარჩოები სწორედ ვერცხლისგან კეთდება. გარდა ამისა, ვერცხლი ეხმარება ადამიანებს გარდაცვლილ სულებთან კავშირის დამყარებაში, ანუ აქვს სპირიტუალური თვისებები.  ვერცხლის ჭურჭელში ინახავენ წმინდანთა ნეშთებსს. ითვლება, რომ ვერცხლის ზარები დევნიან დემონებს.

 

ვერცხლის სამკაულები

ვერცხლის სამკაული განსაკუთრებით სასიკეთოა  ქალებისთვის.

ვერცხლის ჯაჭვი ეხმარება ადამიანს ორიენტირებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერცხლის ბეჭედი ეხმარება სიბრძნის მოპოვებაში.

ვერცხლის საყურე კი მაინცდამაინც სასიკეთო არ არის, ანუ რაღაცწილ დაბნეულობა შემოაQვს. სამაჯურში ვერცხლი ნაკლებად ავლენს თავს. მისი შეძენა უმჯობესია მთვარის მეთორმეტე დღეს. ამ დღესვე სასიკეთოა მისი ჩადება  წყალში და შემდეგ, ამ წყლის დალევა.

 

საერთოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ვერცხლი ეჩვევა პატრონს, უყვარდება ის  და არ უყვარს პატრონის ცვლა. ამიტომ ვერცხლის შეძენისას ამის გათვალისწინება კარგი იქნება.

 

ვერცხლის წმენდა

 

იმის გარდა, რომ ზოგადად სამკაულს ჭირდება დრო და დრო გაწმენდა და დასვენება, ვერცხლი ან ოქრო უნდა გაწმინდოთ მხოლოდ მაშინ,, როდესაც „სამკურნალო მიზნებისთვის“ იყენებთ, ოქროსა და ვერცხლის ,,დასვენების,, მეთოდი ერთნაირია – ჩადეთ სამკაული წყალში, შემდეგ კი საყინულეში, რომ გაიყინოს, შემდეგ გამოიღეთ და აცალეთ თავისით გადნეს – ასე იშლება სამკაულიდან ნეგატიური ინფორმაცია. ჩვეულებრივი ტარების დროს  ამის გაკეთება საჭირო არაა.

 

მოამზადა მერო მერომ

ჭრელი იასპი

ჭრელი იასპი ხელს უწყობს ადამიანის დღეგრძელობას და ეხმარება პირადი ურთიერთობების დალაგებაში. ამკვეძრებს პასუხისმგებლობის გრძნობას და მობილიზებულს ხდის ადამიანს. ხელს უწყობს ახალ სიტუაციაში ადაპტაციას, საკუთარი თავის დამკვიდრებას და ადგილის პოვნას. მასთან ერთად მარტივია ახალი კონტაქტების დამყარება, ძველის გამხარება და ახალ სფეროში გარკვევა. ეს მინერალი სიკეთის მომტანია საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც პირადი ცხოვრებაც არასოდეს ავიწყდებათ.

იასპი ვერძის ქვად ითვლება, თუმცა პირადი რუკიდან გამომდინარე, მას სხვა ნიშნებიც წარმატებით ატარებენ.

ჭრელი იასპი
ჭრელი იასპის სამაჯური ფასი – 20 ლარი
ჭრელი იასპი
ჭრელი იასპის სამაჯური სტაფილოსფერში ფასი – 20 ლარი 

ფირუზი

ფირუზი ყველა დროსა და სივრცეში სიყვარულის თილისმად მიიჩნეოდა. ამ ქვას მოაქვს სიყვარული და ურთიერთნდობა ახლად დაქორწინებულთათვის, ხოლო შეყვარებულებსა და ოჯახში მცხოვრებ წყვილებს ჩუქნის ბედნიერებას, ურთიერთგაგებას, სიმშვიდეს.
ძველი სპარსელებისთვის ის სიკეთისა და გამარჯვების სიმბოლო იყო.
მასთან ერთად არა ერთი გამარჯვების მიღწევაა შესაძლებელი <3 განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც წინ ამდენი ახალი ნაცნობობა, ერთად გატარებული ბედნიერი დღეები და სიყვარულია <3

ფირუზი
ფირუზის და მთვარის ქვის სამაჯური ფასი – 20 ლარი
1fir
ფირუზის და მარჯნის სამაჯური ფასი – 20 ლარი
3 fir
ფირუზის და მთის ბროლის სამაჯური  ფასი – 20 ლარი

 

2 fir
ფირუზის გულსაკიდი ფასი – 10 ლარი

პირველი მღვდელმთავრის სამკერდე მოსასხამის 12 პატიოსანი ქვა

აარონიზაურ ქოქრაშვილი
ძველი აღთქმის, მოსეს მეორე წიგნის, გამოსვლის 28-ე თავის მე-17-18-19 და მე-20 მუხლებში, აგრეთვე 39-ე თავის მე-10-11-12 და მე-13 მუხლებში მოყვანილია პირველი მღვდელმთავრის – აარონის (აჰრონის) სამკერდე მოსასხამზე განლაგებული თორმეტი ცალი პატიოსანი ქვა, სამ-სამი ოთხ რიგად, რომლებზეც ამოტვიფრული იყო ებრაელთა თორმეტი შტოს, ანუ იაკობის თორმეტი ძის სახელები.

ალჟირში, 1979 წელს, რუსულენოვანი ბიბლიის მიხედვით, რომელიც ჩვენთვის პირველწყაროს, პირველ ბიბლიას წარმოადგენდა, აღმოვაჩინეთ, რომ აარონის სამკერდე მოსასხამის მე-6 ქვად ალმასი იყო დასახელებული. ალმასი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ, როგორც ძვირფასი ქვა, ლიტერატურის მიხედვით, X-XIII აღიქვა. თანაც, ამოტვიფრავდნენ კი ალმასზე პირველ საუკუნეში, იაკობის მეექვსე ძის ნეფთალემისის 10 მარცვლიან სახელს?

დაშვებულია საკმაოდ დიდი შეცდომა. გასაკვირი იყო რუსულენოვანი ბიბლიისათვის, ანუ რუსებისათვის, რომლებიც, მართალია ქრისტიანები XI საუკუნეში კი გახდნენ, მაგრამ ძვირფასი ქვების დამუშავებაში პრიორიტეტულად მიაჩნიათ თავიანთი თავი.

ახალი აღთქმის განხილვისას, ზემოთ ჩამოთვლილი ლიტერატურის გარდა, კიდევ აღმოჩნდა მეტად საინტერესო, უნიკალური, უძველეს ხელნაწერებში მოყვანილი, შეიძლება ითქვას საამაყო ფაქტიური მასალა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეზუსტებინა პირველი მღვდელმთავარის- აარონის სამკერდე მოსასხამზე განლაგებული 12 პატიოსანი ქვის როგორც დასახელებები, ისე მათი განლაგების თანმიმდევრობა.

964 წლით დათარიღებული ქართული ხელნაწერი “თვალთაი”                

ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება 964 წლით დათარიღებული იოანე-ბერის მიერ შედგენილი ე.წ. “შატბერდის კრებული”, რომელშიც შესულია IV საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მწერლისა და ღვთისმეტყველის, ეპიფანე კვიპრელის (314-403 წწ.) მიერ დაწერილი ტრაქტატის – “თვალთაი’’-ს თარგმანი. იგი წარმოადგენს იმ თორმეტი პატიოსანი ქვის აღწერას, რომლებიც პირველი მღვდელმთავრის – აარონის (აჰრონის) გულმკერდის მოსასხამზე იყო განლაგებული, სამ-სამი ოთხ რიგად და რომელიც ჩვენი გამოკვლევის ერთ-ერთ ძირითად საკითხად გამოიკვეთა.

აღნიშნული “თვალთაი”-ს ქართული ტექსტი, 1934 წელს მთლიანად გამოაქვეყნა ცნობილმა ქართველოლოგმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ბლეიკმა. ჩვენ ვისარგებლეთ აკადემიკოს მზექალა შანიძის რედაქტორობით გამოცემული შრომით (1979, გვ. 127-175).

რობერტ ბლეიკი თავის შრომაში აღნიშნავს, რომ დღეისათვის (ე.ი. ორმოცდაათიანი წლებისათვის) ამ თხზულების დედანიდან, ე.ი. ეპიფანე კვიპროსელის  IV საუკუნის ბერძნული ტექსტიდან, არაფერია დარჩენილი, ხოლო ლათინური თარგმანიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ქართულმა ტექსტმა, რომელიც დღეს მთელი საქრისტიანოსთვის ერთადერთ ძირითად დასაყრდენ ხელნაწერს წარმოადგენს პირველი მღვდელმთავრის – აარონის სამკერდე მოსასხამზე არსებული 12 ცალი პატიოსანი ქვის გასარკვევად.

აღნიშნული “თვალთაი”-ს ქართული ტექსტი “შატბერდის კრებულში” ორია. პირველი, 127-იდან 137 გვერდამდე, ეპიფანე კვიპროსელის ნარკვევის თარგმანს წარმოადგენს. მეორე, 137-იდან 175 გვერდის ჩათვლით, რომელიც ოთხჯერ მეტია პირველზე, ქართული ერუდიციით არის გაჯერებული. “თვალთაი”-ში დეტალურად არის დახასიათებული აარონის 12 პატიოსანი ქვა შემდეგი დასახელებებით და თანმიმდევრობით:

   პირველი რიგი:

1.  სარდიონი – რუბენისი – იაკობის პირველი ძის სახელი;აარონის მოსასხამი

2.  ტბაზიონი ანუ ტოპაზი – სვიმეონისი – იაკობის მეორე ძის სახელი;

3.  ზმური ანუ ზურმუხტი – ლევისი – იაკობის მესამე ძის სახელი;

  მეორე რიგი:

4.  იაკინთე ანუ იაგუნდი – იუდაისი – იაკობის მეოთხე ძის სახელი;

5.  საფირონი – დანისი – იაკობის მეხუთე ძის სახელი;

6.  იასპინი ანუ იასპი – ნეფთალემისი – იაკობის მეექვსე ძის სახელი;

მესამე რიგი:

7.  ლიგვირიონი ანუ ქარვა – გაადისი – იაკობის მეშვიდე ძის სახელი;

8.  აქატი – ასერისი – იაკობის მერვე ძის სახელი;

9.  ამეთვისტონი ანუ ამეთვისტო – იზაქარისი – იაკობის მეცხრე ძის სახელი;

  მეოთხე რიგი:

10. ძოწეული ანუ მარჯანი – ზაბილოვნისი – იაკობის მეათე ძის სახელი;

11.  Bივრილიონი ანუ ბივრილი – იოსეფისი – იაკობის მეთერთმეტე ძის სახელი;

12. Fრცხილი ანუ ონიქსი – ბენიამენისი – იაკობის მეთორმეტე ძის სახელი.

თვალსაჩინოებისთვის ჩვენ შევადგინეთ ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით, რადგანაც დასაყრდენს ქართული “თვალთაი” წარმოადგენს, მას შევაჯერებთ, პირველ რიგში, 1877 წელს ვენაში გამოცემული ებრაული ბიბლია, შემდეგ ბერძნული, ლათინური და რაც მთავარია 978 წლის უძველესი ქართული ბიბლია.

ამ ოთხი ბიბლიის და “თვალთაი”-ს შედარებით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და სომხურ ბიბლიებთან, მაპატიებს ღმერთი და მეტად სავალალო შედეგები მივიღეთ. რუსულ (1901, 1973, 1989, 1990, 2000 წწ.), ინგლისურ (1977, 1989 წწ.) და ესპანურ (1960 წ.) ბიბლიებში 7-7 შეცდომა დაფიქსირდა; გერმანულ (1901, 1969 წწ.) და 1989 წელს გამოცემულ ქართულ ბიბლიებში 6-6 შეცდომა. 5 შეცდომაა 2000 წ. ფრანგულ ბიბლიაში. რაც შეეხება 1999 წლის სომხურ ბიბლიას, მასში შეცდომების ქაოსია. Gამოსვლის 28-ე თავში ერთი ქვების დასახელებებია შეცდომით, ხოლო 39-ე თავში კი აბსოლუტურად განსხვავებული ქვების სახელწოდებებია ასევე შეცდომით.

შესწავლილ ბიბლიებში მოყვანილ მასალათა შეჯერებით, რაც ჩვენს მიერ შედგენილ ცხრილში კარგად არის გამოსახული, დავრწმუნდით, რომ სხვადასხვაენოვან ბიბლიათა უმეტესობაში, პატიოსან ქვათა ბერძნული ან მისი დამახინჯებული დასახელებებია შემორჩენილი. ყველაზე მეტი შეცდომები რიგითობით – პირველი, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე და მეათე ქვების დასახელებაში ფიქსირდება.

პირველი მღვდელმთავრის – აარონის სამკერდე მოსასხამის პირველ ქვად “თვალთაი”-ში ბერძნულ, ლათინურ და მითუმეტეს ქართულ ბიბლიებში “სარდიონია” დასახელებული, გარდა რუსულენოვანი ბიბლიისა, სადაც პირველ ქვად რუბინია დაყენებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 1989 წლის ქართულ ბიბლიაში პირველ ადგილზე მინერალი ლალია დაფიქსირებული.

ებრაულ ბიბლიაში (ვენა, 1877 წ.) პირველ ქვად “ოდემ”-ია მითითებული. თუ ავიღებთ აბრამ ევან-შოშანის ( იერუსალიმი, 1963 წ.) ებრაული ენის განმარტებით ახალ ლექსიკონს (მილლიონ ხადაშ), მასში “ოდემ”-ის შემდეგი განმარტებაა მოყვანილი: 1. სიწითლე; 2. შახელწოდება ძვირფასი ქვისა, მკვრივი, ხორცისფერი – ჩარნეოლ (რაც სარდიონია). ერთ-ერთი იმ 12 ქვათაგანი, რომელიც დიდი მღვდელმთავრის აარონის სამკერდე მოსასხამზე იყო და 3. ზოგიერთი რუბინსაც ეძახის (1963, ტ. I გვ 13). ცნობისთვის, ამ ზოგიერთს ფ. შაპიროს (1963) ებრაულ-რუსული ლექსიკონი წარმოადგენს.

აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ აარონის პირველი ქვა სარდიონია, რაც “თვალთაი”-ს ბერძნული, ლათინური, უძველესი ქართული და ებრაული ბიბლიაში მოყვანილი “ოდემ”-ის განმარტებიდანაც მტკიცდება. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ რუსულენოვან ბიბლიაში რუბინი სერდოლიკად (სარდიონის რუდული დასახელება) უნდა შეიცვალოს.

აარონის მოსასხამირაც შეეხება ქართულ ბიბლიაში (1989 წ., გვ. 82) აარონის მოსასხამის პირველ ქვად მოყვანილ ლალს, ეს დაუდევრობაა. ჩვენი აზრით, იგი სამმაგ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.

პირველ რიგში, არ გაითვალისწინეს, რომ ყველა უძველეს ბიბლიაში, მითუმეტეს ებრაულში “ოდემ” და რაც მთავარია, “თვალთაი”-ში პირველი ქვა სარდიონია.

მეორე, XIII საუკუნის ცნობილი ირანელი მეცნიერი აბულ ყასემ აბდოლაჰ ქაშანი (მერი ჩიქობავა, 1986 წ.) თავის ტრაქტატში – “ძვირფას ქვათა შესახებ”, აღნიშნავს, რომ პატიოსანი ქვა – ლალი აღმოჩენილია VII-VIII  საუკუნეებში და როგორც დამოუკიდებელი მინერალი გამოყენებულ იქნა X  საუკუნეში. ამ დროს, დღეს ყველამ კარგად იცის ბიბლია როდის დაიწერა.

მესამე შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ ლალი ამ შემთხვევაში რუსული რუბინიდან არის ნათარგმნი, რადგანაც დღეს საქართველოში რუბინს ქართულად შეცდომით “ლალს” უწოდებენ. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ რუბინი მინერალ კორუნდის (Aლ2O3) წითელი სახესხვაობაა, ხოლო კორუნდის მეორე ლურჯი სახესხვაობა კი საფირონია. მინერალ კორუნდს მოოსის ცნობილ მინერალთა სიმაგრის ცხრილში მე-9 ადგილი უკავია.

რაც შეეხება ლალს, იგი მინერალი შპინელია – MგAL2O4.  რუბინის შესატყვისი ქართული დასახელება კი იაგუნდია, რაც ქართველებმა ჯერ კიდევ XII საუკუნეში უკვე კარგად იცოდნენ. ამიტომაცაა, რომ ენციკლოპედიური განათლების მქონე შოთა რუსთაველი, თავის უნიკალურ “ვეფხისტყაოსანში”, ასე ხატოვნად აღნიშნავს – “იაგუნდი და ლალები”. ასე რომ, თუ რუბინიდან ითარგმნა, რაშიც დარწმუნებული ვართ, მაშინ ლალი კი არა იაგუნდი უნდა დაეწერათ. ეს ისე, ცნობისთვის. ამ დროს, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ აარონს სამკერდე მოსასხამზე პირველ ქვად სარდიონი ჰქონდა.

მეოთხე ქვად “თვალთაი”-ში ბერძნული ტერმინოლოგიით იაკინთია დასახელებული, რომლის ქართული შესატყვისი სულხან-საბას მიხედვით (1991, ტ. I გვ. 320) იაგუნდია, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. მისი რუსული შესატყვისი რუბინია ანუ კორუნდის წითელი სახესხვაობა. Mხოლოდ გერმანულ ბიბლიაშია ღუბინ, ყველა დანარჩენ ბიბლიებში უნდა შესწორდეს და მითუმეტეს, 1989 წლის ქართულ ბიბლიაში, რომელშიც ინგლისურ ბიბლიასთან ერთად ფირუზია მითითებული.

რაც შეეხება მეექვსე ქვას, ყველა ძირითად ბიბლიაში იასპით არის განმარტებული, გარდა რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ბიბლიებისა, სადაც მე-6 ქვად ალმასია მოყვანილი. მრავალი მკვლევარი (გ. სმიტი 1984, გვ.22) ამტკიცებს, რომ ალმასი მხოლოდ X საუკუნეში დააყენეს როგორც ძვირფასი ქვა მარგალიტის, ზურმუხტის და იაგუნდის შემდეგ. სხვა მასალითაც ალმასი არაბიბლიური ქვაა. ჯერ ერთი, ძნელად წარმოსადგენია იმხელა ალმასი, რომელზედაც იაკობის მე-6 ძის ნეფთალემისის ათმარცვლიანი სახელი დაეტეოდა ამოსატვიფრად და მეორეც, ამოტვიფრავდნენ კი სახელს ალმასზე იმ დროს? ამიტომ, რადგანაც საფუძვლად ებრაულ ბიბლიას და “თვალთაი”-ს მონაცემებს ვიღებთ, ბუნებრივია, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ბიბლიებში მე-6 ქვად ალმასის მაგივრად იასპი, ანუ რუსულად – იაშმა უნდა იყოს.

მეტად საინტერესოა მე-7 ქვის – ლიგვირიონის საკითხი. მისი შესაბამისი ქვა ებრაულ ბიბლიაში (ვენა, 1877წ.) ლეშემად არის წოდებული. Aბრამ ევენ-შოშანის ებრაული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: “ლეშემ” – მკვრივი გაქვავებული ფისი, გამჭვირვალე, გამოიყენება მოსართავად, მისი ფერი არის ღია ყვითლიდან წითლამდე. ეს არის ერთ-ერთი ქვა იმ თორმეტიდან, რომელიც იყო მღვდელმთავარის გულის მოსასხამზე” (1963, ტ. I, გვ.680). აქედან გამომდინარე, ლიგვირიონის ქართული სახელწოდებაა ქარვა. საგულისხმოა, რომ ბერძნულ, ლათინურ და ყველა ძველ ქართულ ბიბლიაში მე-7 ქვად ლიგვირიონი არის აღნიშნული, მაშინ, როდესაც დანარჩენ ბიბლიებში ქაოსია: რუსულში – იახონტ-I, ინგლისურში – ჟაცინტჰ , გერმანულში -LLყნფურერ  , ფრანგულში კი -OOპალე. დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და ამიტომ, ვფიქრობთ, ყველა ბიბლია უნდა შესწორდეს თანამედროვე დასახელებებით.

“თვალთაი”-ს მე-10 ქვა ძოწეულია ანუ ძოწი. მისი ებრაული შესატყვისია – თარშიშ-ი. აბრამ ევენ-შოშანის ებრაული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: – “თარშიშ – ბერძნული თალასის-იდან მოდის და ნიშნავს ზღვიდან მოსულს, ერთგვარად დამუშავებულ ნიჟარას (სადაფი), რომელი მარგალიტის დედაა და მარჯანისაც, ეს არის თორმეტ ქვათაგანი, რომელიც არის პირველი მღვდელმთავრის მკერდის მოსასხამზე” (1963, ტ.IV, გვ.182.)

აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ძოწეული ზღვიდან მოსულ, ზღვაში წარმოქმნილ პატიოსან ქვებს აერთიანებს. დღეს საქართველოში მცდარი შეხედულებებია გავრცელებული: ზოგიერთნი ძოწს გრანატს უწოდებენ. საქართველოს უდიდედი ლექსიკოგრაფის – სულხან-საბა ორბელიანის განსაზღვრებით, ძოწი – მარჯანია. მის “სიტყვის კონა”-ში ვკითხულობთ: – “ძოწი არის მსგავსი რამე გენუას ზღვასა შინა, ვითარცა რქანი შვლისანი, ბროწეულის ყვავილის ფერი, არამედ შავი და თეთრი იპოვების. რა სიღრმით ამოიღების უმაგრეს იქმნების ყოველთა ქვათასა. კრიალოსნად დასთლიან, სამკაულადაც იხმარენ და სხვა რიგადაც მრავლად სახმარ არს” (1949, გვ.440; 1993, ტ.II, გვ.357).

ბერძნულ, ლათინურ და სხვა ბიბლიებში მე-10 ქვად ქრიზოლითია მოხსენიებული, ოქროს ქვა, თუმცა ინგლისურში – Bერყლ – ბივრილი, გერმანულში – თურტის – ფირუზი, მაგრამ ჩვენი აზრით ყოველგვარი უფლება გვაქვს დავეყრდნოთ “თვალთაი”-ს ებრაული ბიბლიის მონაცემებს და მე-10 ქვად ძოწეული ანუ მარჯანი ვაღიაროთ.

მეტად საგულისხმოა მე-11 და მე-12 ქვების საკითხი. ყველაენოვან ბიბლიაში

ამ ქვების დასახელებებში და მათ თანმიმდევრობაში, ანუ რიგითობაში დაშვებულია შეცდომები. ამ დროს “თვალთაი”-ში ებრაულ, ბერძნულ, ლათინურ და უძველეს ქართულ ბიბლიებში მე-11 ქვად ბივრილია დასახელებული, რომლის რუსული შესატყვისი ბერილლ-ია. მის ადგილს ყველაენოვან ბიბლიაში შეცდომით ონიქსი იკავებს, რაც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გასწორდეს.

რაც შეეხება მე-12 ქვას, “თვალთაი”-ში და უძველეს ქართულ ბიბლიებში ფრცხილი წერია, მაშინ როცა ებრაულ, ბერძნულ და ლათინურში შესაბამისად ონიქსია. ისე, ცნობისათვის, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით (1993, ტ.II, გვ.201) ფრცხილი თვალია პატიოსანი და ონიქსს შეესაბამება.

ზემოთ განხილული მასალის საფუძველზე დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირველი მღვდელმთავარის – აარონის სამკერდე მოსასხამზე შემდეგი პატიოსანი ქვები იყო განაწილებული სამ-სამი ოთხ რიგად. ესენია:

 პირველი რიგი                მესამე რიგი

1.  სარდიონი                 7. ქარვა

2.  ტოპაზი                      8. აქატი

3.  ზურმუხტი              9. ამეთვისტო

 მეორე რიგი                  მეოთხე რიგი

4.  იაგუნდი                  10. ძოწეული (მარჯანი)

5.  საფირონი                11. ბივრილი

6.  იასპი                     12. ფრცხილი (ონიქსი)

აარონის ამ დაზუსტებულ 12 ქვას თუ ჩამოვუწერთ ახალი აღთქმის ზეციური იერუსალიმის კედლის ამგებ ეტლთა შესამაბის, აგრეთვე, დაზუსტებულ 12 პატიოსან ქვას, დავინახავთ, რომ საერთოდ ბიბლიაში, ძველ და ახალ აღთქმაში ერთად, 16 პატიოსანი ქვა დგინდება, რომლებსაც ჩვენ ბიბლიურ ქვებს ვუწოდებთ, რაშიც, იმედია, თქვენც დამეთანხმებით. ბიბლიური ქვებია:

1.  იასპი – 80-95%; Al2O3, Fe2O3 – 10-15%, CaO3 6%,

2.  სარდიონი – SiO2,

3.  ქალცედონი – SiO2,

4.  სარდონიქსი – SiO2,

5.  ქრიზოპრაზი – SiO2,

6.  ამეთვისტო – SiO2,

7.  აქატი – SiO2,

8.  საფირონი – A Al2O3,

9.  იაგუნდი – A Al2O3,

10. მარჯანი (ძოწი) – CaCO3,

11.  ონიქსი (ფრცხილი) – CaCO3,

12. ქარვა – C10H16O,

13. ზურმუხტი – B Be3Al2 [Si6O18],

14. ბივრილი – B Be3Al2 [Si6O18]

15. ტოპაზი – A Al2[SiO4](OHF2,

16. ქრიზოლითი – (MgFe)2[SiO4]

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ბიბლიაში პატიოსან ქვათა განაწილების საკითხზე აკადემიკოს მზექალა შანიძეს შევხვდით. მან შემდგომ ხელნაწერებიდან თავისი ხელით ამონაწერი დასაბუთებები გადმოგვცა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.

მანვე აღნიშნა, რომ ბერძნულის სრული დედანი, ისეთი, როგორიც “თვალთაი”-ა, აღარ არსებობს, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის რობერტ ბლეიკის (1934წ.) მონაცემების დადასტურებად უნდა მივიჩნიოთ.

 ზაურ ქოქრაშვილი

 

პატიოსან ქვათა განაწილება ასტროლოგიური ნიშნით

მინეროლოგიაზაურ ქოქრაშვილი
არსებობს ერთადერთი შრომა ე. ლაზარევისა (1991 წ) რომელსაც, როგორც ძველ აღთქმაში პირველი მღვდელმთავარის – აარონის სამკერდე მოსასხამზე განლაგებული პატიოსანი ქვები, ისე ახალ აღთქმაში მოყვანილი ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები პატიოსანი ქვები, დანაწილებული აქვს ეტლთა ნიშნის მიხედვით, რაც გამოიხატება შემდეგნაირად:

ძველი აღთქმის ქვები

სარდიონი – სასწორი +

ტოპაზი – ღრიანკალი –

ზურმუხტი – მშვილდოსანი +

ქალცედონი – თხის რქა +

საფირონი – მერწყული +

იასპი – თევზები +

გიაცინტი – ვერძი –

აქატი – კურო –

ამეთვისტო – ტყუპები –

ქრიზოლითი – კირჩხიბი –

ბივრილი –  ლომი +

ონიქსი – ქალწული –

ახალი აღთქმის ქვები

იასპი – თევზები +

საფირონი – მერწყული +

ქალკინდონი – თხის რქა +

სმარაგდი –  მშვილდოსანი +

სარდონიქსი – ღრიანკალი –

სარდიონი – სასწორი +

ქრიზოლითი – ქალწული –

ვირილლი – ლომი +

ტოპაზი – კირჩხიბი –

ქრიზოპრასი – ტყუპები –

გიაცინტი – კურო –

ამეთვისტო – ვერძი –

აარონის ქვების შესახებ ე. ლაზარევი აღნიშნავს, რომ თორმეტი რიცხვი დაკავშირებულია ებრაელთა თორმეტ შტოსთან და ზოდიაქოთა ნიშნებთან. იწყებს სასწორიდან, რადგან ებრაელთა უძველესი კალენდარი სასწორიდან იწყებოდა.

რაც შეეხება ახალი აღთქმის ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები პატიოსანი ქვების განლაგებას ეტლთა ნიშნებზე, იგი აგებს პირამიდას, რომლის ძირში ვერძია და თავზე კი თევზები. ამიტომ, პირველ საძირკველს, აგებულს იასპით, უკავშირებს თევზებს.

ამ დაკავშირებებით გამოდის, რომ ორივე სქემაში თევზებს, მერწყულს, თხის რქას, მშვილდოსანს, სასწორსა და ლომს ერთნაირი ქვები აქვთ. აღვნიშნეთ + -ით. დანარჩენ ეტლებს კი სხვადასხვა ქვები შეესაბამებათ. ამ სქემის შესახებ თუ რაიმე ინფორმაციას მოიპოვებთ, გთხოვთ, ჩვენც შეგვატყობინოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტად საყურადღებოა ფრანგების იუველირთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული პატიოსანი ქვების განლაგება: 1 – ეტლთა ნიშნის მიხედვით; 2 – თვეების მიხედვით და 3 – პლანეტების მიხედვით

ეტლთა ნიშნის მიხედვით

ვერძი – წითელი იასპი,

კურო – ყვითელი სარდიონი, ვარდისფერი კვარცი,

ტყუპები – ოქროსფერი ტოპაზი ვეფხვის თვალი,

კირჩხიბი – ქრიზოპრაზი, ავატიურინი,

ლომი – მთის ბროლი, კვარცი,

ქალწული – ტოპაზი, ყვითელი აქატი,

სასწორი – ნარინჯისფრი ტოპაზი, ბოლისფერი ტოპაზი,

ღრიანკალი – წითელი სარდიონი,

მშვილდოსანი – ქალცედონი,

თხის რქა – ონიქსი და კატის თვალი,

მერწყული – ფირუზი,

თევზები – ამეთვისტო

თვეების მიხედვით

იანვარი – გრანატი, ვარდისფერი კვარცი,

თებერვალი – ამეთვისტო, ონიქსი,

მარტი – იასპი, აქვამარინი,

აპრილი – ალმასი, მთის ბროლი,

მაისი – ზურმუხტი, ქრიზოპრასი,

ივნისი – მარგალიტი, მთვარის ქვა,

ივლისი – იაგუნდი, სარდიონი,

აგვისტო – პერიდოტი, ავანტიურინი,

სექტემბერი – საფირონი, ლაზურიტი,

ოქტომბერი – ტურმალინი, ოპალი,

ნოემბერი – ტოპაზი, ვეფხვის თვალი,

დეკემბერი – ცირკონი, ფირუზი.
პლანეტების მიხედვით

მზე – 5.  ლომი – ქრიზობერილი, ალმასი,

მთვარე – 4. კირჩხიბი – მარგალიტი, მთვარის ქვა.

მარსი – 1. ვერძი – იაგუნდი,

8. ღრიანკალი – გრანატი,

მერკური – 3. ტყუპები – ტოპაზი,

6. ქალწული – საფირონი,

იუპიტერი – 9. მშვილდოსანი, ლაზურიტი,

12. თევზები – ამეთვისტო,

ვენერა – 7. სასწორი – გიაცინტი,

2. კურო – გიაცინტი,

სატურნი – 11. მერწყული – აქვამარინი,

10. თხის რქა – შპინელი ცისფერი.

აქ კომენტარი ზედმეტია. ასეთია საფრანგეთის იუველირთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული პატიოსან ქვათა დანაწილება. ჩვენ გავაკეთეთ სქემა, სადაც თვეები შევუფარდეთ ზოდიაქოებს, ამ უკანასკნელებს კი – პლანეტები. სულ სხვადასხვა ქვები უკავშირდება ერთმანეთს.

სულ სხვა ასპექტში არის წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთის იუველირთა ნაციონალური ასოციაციის მიერ წარმოდგენილი პატიოსან ქვათა განლაგების სქემა თვეების შესაბამისი ფერების მიხედვით:

იანვარი – მუქი (თალხი) წითელი – გრანატი,

თებერვალი – იისფერი – ამეთვისტო,

მარტი – მკრთალი ცისფერი – აქვამარინი ან პელიოტროპი,

აპრილი – უფერო – ალმასი ან მთის ბროლი,

მაისი – ხასხასა მწვანე – ზურმუხტი ან ქრიზოპრაზი,

ივნისი – კრემისფერი – მარგალიტი ან მთვარის ქვა,

ივლისი – წითელი – იაგუნდი ან კარნეოლი,

აგვისტო – მკრთალი მწვანე – ქრიზოლითი ან სარდონიქსი,

სექტემბერი – მუქი (თალხი) ლურჯი – საფირონი ან ლაზურიტი,

ოქტომბერი – ნაირფერი – ოპალი,

ნოემბერი – ყვითელი – ტოპაზი,

დეკემბერი – ცისფერი – ფირუზი.

მოყვანილი სქემა, რომელიც დაბადების დროსთან დაკავშირებით ცალკეული თვეების შესაბამისი ფერებისა და ამ ფერების შესაბამისი პატიოსანი ქვების განაწილილებით არის წარმოდგენილი, განხილულია ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, პემოლოგიის ფუძემდებლის, გ.სმიტის შრომებში (1980-1984 წწ.)

იგი აღნიშნავს, რომ ქვების განაწილება თვეების მიხედვით ძირითადად ეყრდნობა მათ ფერს, რის მიხედვითაც გარკვეული თვის ფერს შეესაბამება ამავე ფერის მქონე პატიოსანი ქვა, რომელიც ამ თვის ქვად ითვლება. რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მას შესაბამისად ცვალებადად მიაჩნია.

არ შეიძლება არ გაგაცნოთ ჩვენი აზრი ამ სქემის მიმართ. აპრილის თვეზე გ. სმიტს უფერო უწერია და ამ თვის ქვა ალმასი და მთის ბროლია, მაშინ, როცა აპრილში ბუნება ფერების კორიანტელით ხასიათდება. ამიტომ, რამდენადმე გამართლებულია ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი აღქმის ზეციური იერუსალამისი კედლის ამგები პატიოსანი ქვების განაწილება ეტლთა ნიშნების მიხედვით, სადაც ვერძის ქვა იასპია. იასპი, რომელიც ყველა დანარჩენ პატიოსან ქვებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, ყველა ფერისაა – შავიდან თეთრამდე.

საკმაოდ საინტერესოა ცნობილი რუსი მეცნიერის აკადემიკოს ა.ფერსმანის შრომა (1967 წ.) „ქვები და ცრუმორწმუნეობა“, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არ შევიდა მის ფუნდამენტურ ნაშრომში – „ნარკვევები ქვის ისტორიის შესახებ“, ა. ფერსმანი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საუკუნეებში, სხვადასხვა ერები, ხშირად ქვათილისმებად თვლიდნენ დაბადების თვის მიხედვით განაწილებულ შემდეგ ქვებს:

იანვარი – გრანატი,

თებერვალი – ამეთვისტო,

მარტი – იასპი,

აპრილი – საფირონი,

მაისი – აქატი და ზურმუხტი,

ივნისი – ზურმუხტი და აქატი,

ივლისი – ონიქსი,

აგვისტო – სარდიონი,

სექტემბერი – ქრიზოლითი,

ოქტომბერი – ბივრილი და აქვამარინი,

ნოემბერი – ტოპაზი,

დეკემბერი – რუბინი.

თუ დავაკვირდებით ეს სქემა ეშმაკურად არის შედგენილი. მართალია ამ უნიჭიერეს ებრაელს ერთი სიტყვა არ აქვს ნათქვამი არც ბიბლიაზე და არც ეტლებზე, მაგრამ აქ ჩამოთვლილია ბიბლიის ახალი აღქმის, ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები 12 ქვა ეტლთა ნიშნის მიხედვით, ქვათა დასახელებაში მცირე შეცდომებით.

უნდა დავუშვათ, რომ იანვარი მერწყულის ეტლის შესაბამისია, თებერვალი – თევზების, მარტი – ვერძის, აპრილი -კუროსი და ა.შ. სინამდვილეში ასეც არის, თვეების და ეტლების დაკავშირებას ზოგჯერ ასე აკეთებენ, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. გამოდის, რომ ა.ფერსმანმა თავის სქემაში ბიბლიური ქვების განლაგება მოგვცა ეტლთა ნიშნის მიხედვით, რაც ჩვენი სქემის სისწორეზე მეტყველებს.

ზაურ ქოქრაშვილი

ამეთვისტოსა და სერდოლიკის ჯადოსნური ძალა

ამეთვისტოამეთვისტო – კვარცის ნაირსახეობაა. მისი დამახასიათებელი იისფერი ხან მოწითალო იერს იღებს, ხანაც კი – ვარდისფერს. მიუხედავად შეფერილობის ცვალებადობისა, ამეთვისტო ერთგულებისა და მყარი ნებისყოფის სიმბოლოდ ითვლება. მას ასევე “ბახუსის ქვასაც” უწოდებენ.

მაგიური თვისებები:

ამეთვისტო – სისუფთავისა და უბიწოების ქვაა. შუა საუკუნეებში სიყვარულის ქვად მიიჩნეოდა. ძველ ეგვიპტეში ამეთვისტო ჯანმრთელობისა და იღბლის მომტანად ითვლებოდა, ევროპაში – გულწრფელობისა და სათნოების, ინდოეთში კი – მშვიდობიანობის.

ინდოეთში ამეთვისტო ძლიერ მაგიურ ქვადაც მიიჩნეოდა. წარბებს შუა მოთავსებული ამეთვისტოს კრისტალი, ამშვიდებს გონებას, ხელს უწყობს შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას. ითვლება, რომ ამ ქვას მესამე თვალის ახელის უნარიც აქვს – ანუ შეუძლია ადამიანს ქვეცნობიერი აუმუშაოს.

ამეთვისტოს განსაკუთრებული მაგიური თვისება იმაში გამოიხატება, რომ ის აჯილდოებს ადამიანს გამჭრიახობით და ბოროტი აზრების განდევნაში ეხმარება. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ქვას სპორტულ შეჯიბრებებში წარმატების მოტანაც შეუძლია. თუ ამეთვისტოს სამკაულს ბალიშის ქვეშ დაიდებთ, ფერადი სიზმრები დაგესიზმრებათ.

სამკურნალო თვისებები:

ამეთვისტოს სიკაშკაშე ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ამშვიდებს და ებრძვის
უძილობას. წყალი, რომელშიც ამეთვისტოს ქვას გააჩერებთ, სხვადასხვა ინფექციას აგარიდებთ. იმისათვის, რომ ნეგატიური ენერგია აიცილოთ თავიდან, ქვა რეგულარულად უნდა წმინდოთ.


სერდოლიკისერდოლიკი

სერდოლიკი – ქალცედონის ერთი-ერთი სახესხვაობაა. მისი სახელწოდება ბერძნულიდან მოდის და ითარგმნება, როგორც “სარდინიული ქვა”.

ძველი ბერძნები სერდოლიკს ქალღმერთ ისიდას (ყველა ღმერთის დედა) ქვად მიიჩნევდნენ. მათ სჯეროდათ, რომ სერდოლიკს შეეძლო დაეცვა ადამიანი ბოროტი ძალებისგან როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც.

ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ სერდოლიკის უამრავი სამკაული იქნა აღმოჩენილი ტუტანჰამონის აკლდამაში.

უხსოვარი დროიდან სერდოლიკი ერთგულ სიყვარულს ემსახურებოდა, სწორედ ამიტომ ძველ საბერძნეთში სერდოლიკისგან საქორწინო ბეჭდებს ამზადებდნენ.

თუ ამ ქვას თილისმად გაიხდით, იშვიათად განსრისხდებით და კარგ განწყობას შეინარჩუნებთ.

ასევე, მიიჩნევა, რომ სერდოლიკი მფლობელს ანიჭებს შემოქმედებით ნიჭს, ეხმარება სიმდიდრის მოხვეჭაში. ოქროს ბეჭედში ჩასმული სერდოლიკის დიდი თვალი რუსი პოეტის, პუშკინის საყვარელი სამკარული იყო.

სამკურნალო თვისებები:

სამკურნალო მიზნით სერდოლიკს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ. ეგვიპტელები ქვას ერთ-ერთ ყველზე ძლიერ მაგიურ და სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ – დანაყილ სერდოლიკს უმატებდნენ სპეციალურ ფხვნილსა თუ მიქსტურას, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა.

ამ ქვას სამკურნალოდ იყენებდნენ ასევე ცენტრალური აზიის ხალხი: ჩინელები, ჰუნები, მონღოლები. განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ სერდოლიკს ინდოეთში. “აურვერდში” ნათქვამია, რომ ნარინჯისფერი სერდოლიკი ხელს უწყობს ნერვული უჯრედების აღდგენას, ეხმარება შარდსაწვეთი გზების მუშაობას, ასტიმულირებს ენდოკრინულ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის ფერს, ამტკიცებს იმუნურ სისტემას, ხსნის თავის ტკივილს.

თანამედროვე ლითოთერაპევტები თვლიან, რომ სერდოლიკი ფლობს იანის ენერგიას. მას უნარი აქვს, არეგულიროს სისხლის მიმოქცევა თავში. ყვითელი სერდოლიკი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, თირკმელებზე.

ქვით მკურნალობის ცალკე თერაპიაც კი არსებობს – სერდოლიკოთერაპია. შესაძლოა, ამ ქვის სამკურნალო თვისება, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, იმით აიხსნება, რომ ზოგიერთი ქვა მსუბუქად რადიაქტიულია. ბიოლოგიასა და მედიცინაში კი ცნობილია რადიაციის მცირე დოზის მასტიმულირებელი ეფექტი.

მოიძია თამთა გელაშვილმა