ვაინახთა ასტრალური ღვთაებები, წმინდა მთები და ინგუშეთის უძველესი ტაძრები

მატ სელი
შალვა ნაკაიძე
მაღალმთიანი ინგუშეთის ულამაზეს მხარეში, დასახლება ოლგეთის სიახლოვეს, საქართველოს საზღვრის (ხადის ხეობა, ყაზბეგი) მიმდებარედ უძველესი ტაძრების ნაშთებია შემორჩენილი. ეს ჯეირახის რაიონია, ღლიღველთაგან დაცლილი თვალწარმტაცი ხეობების ზონა – 1000 კოშკის ქვეყანაში ისტორიულ ძეგლთა უმრავლესობა სწორედ აქაა განლაგებული. მთლიანობაში ინგუშეთში  1100 კოშკი ან მათი ნაშთია შემორჩენილი, თითქმის ამდენივე სამაროვანი და სამოცამდე მავზოლეუმიც გადარჩენილა სრულ განადგურებას. დამატებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი სამლოცველის ნათშია ცნობილი .

ინგუშებსვის მთები სიწმინდე იყო და საკულტო შენობებს ცასთან ახლოს აგებდნენ. ხევის და ხევსურეთის მიმდებარედ ცეი-ლოამ (ინგუშ: ლამაზი მთა) აღმართულა, კარგ ამინდში ამ ადგილიდან მყინვარწვერი მშვენივრად იმზირება – ყაზბეგიც საკრალური მთაა კავკასიელთათვის, ღლიღველთა წინაპრები მას თაყვანს სცემდნენ . ინგუშებში პოპულარული ლეგენდა, რომ მყინვარწვერზე პრომეთე მიაჯაჭვეს, ინგუშურ ვერსიაში მას პხარმატი ქვია და ეს გმირი ნართების სამყაროდანაა (სხვა ვერსიით პხარმატი ცეი-ლოამზეა მიჯაჭვული). მყინვარწვერს ინგუშები ბეშლამ-კორტს უხმობენ (მთა რომელიც დნება) [3] – მას უკავშირებენ ქალღვთაება დარზა ნანას სახელს (ინგუშ: ქარბუქთა დედაДа́рдза-на́нилгქარის და წყლის სტიქიონი) [4] . ღვთაებას შვიდი მითიური ძე ყავდა, რომლებიც ზეცად ავიდნენ და დიდი დათვის თანავარსკვლავედად იქცნენ. დარზა ნანას კერა არ ქრება, იქ მუდმივად არის პური და ცხვრის მოხარშული ხორცი. ქარბუქთა დედაუფალი ყოველთვის მოწყალე როდია – მან წრე შემოხაზა ყაზბეგის მწვერვალზე და იქ მოკვდავთ ასვლა აუკრძალა. ვინც გაკადნიერდება და ტაბუს დაარღვევს, ქალღვთაება მას დაღუპავს და ხრამში გადაჩეხავს, ზევიდან კი ზვავს დაუშვებს. მისი სამსხვერპლო მყინვარწვერის მასივის ძირში უნდა ყოფილიყო გამართული.

ლაქშმი – მხოლოდ კეთილდღეობისთვის>> შეუკვეთე ინდივიდუალური მინერალების სამაჯური

ვაინახთა მითოსში არსებობს ღმერთებთან მებრძოლი გმირის სახვა სახეც  – კურიუქოКурюко. მან ვაინახთა  მეხთამტეხ ღვთაებას და დარზი ნანას ქმარს, სელის  მოსტაცა ცხვარის ფარა, წყალი და ცოდნა ლერწამისგან სახლების ასაშენებლად (Се́ли ვაინახთა წარმოდგენით უზენაესი, შემოქმედი ღვთება დალა-ს/დიალას უმცროსი ძმა – ცისარტყელა მისი მშვილდია და ელვა კი ისარი) [4]. ეს ყველაფერი დარზი ნანას და სელის შვიდი ვაჟის საშუალებით ადამიანებს მიუტანა. განრისხებულმა სელიმ შვდივე ძე ზეცას გამოაკრა და დიდი დათვის ვარსკვლავთწყობა შექმნა (სელის შვიდი ვაჟი – ასე ითარგმნება ინგუშურუდან დიდი დათვის სახელი). სელიმ თავის ცოლოს დარზი ნანას,იგივე ფურკას დაავალა კურიუქოს დასჯა – ის მყინვარწვერს მიაჯაჭვეს და მკერდის საჯიჯგნად არწივი მიუჩინა. სწორედ ამიტომ მოხაზა წრე ბეშლამ-კორტზე ფურკამ (დარზი ნანა) და ადამიანებს მყინვარწვერზე ასვლის მცდელობა შეუძლებლად აქცია. საინტერესოა პხარმატი ლეგენდის ჩეჩნურ ვერსიაში (ჩეჩნ/ინუშ:пхьар – მჭედელი) [5] შედარეთ ქართველ მთიელებში მჭედელი პირქუშის სახეს – გმირი სელის კერიდან მყინვარწვერზე მუგუზალს იპარავს და ადამიანებისთვის მიაქვს. სელი ვერ ეწევა პხარმატს, მაგრამ სასჯელად ადამიანებს ყინვას უგზავნის. გმირს ეცოდება ხალხი და თავისი ნებით მიდის ღვთაების კარზე. მას სჯიან მყინვარზე მიჯაჭვით. ყოველ დილით მასთან მიფრინავს ფრინველთ ბატონი იდა და თავისი რკინის ნისკარტით ღვიძლს უკორტნის. იდა მონანიებას სთხოვის გმირს და სანაცვლოდ წამების შეწყვეტას პირდება, მაგრამ გმირი არ ეპუება განსაცდელს. დურძუკთა რწმენით ყინვა და თოვლი მყინვარწვერზე სელამ გააჩინა, რათა პხარმატს სითბო არ ეღირსოს – გმირს რომელიც უბრალო თხოვნით უმზადებდა ხალხს  ბრინჯაოს საჭურველს და სანაცლოდ არაფერს თხოულობდა. თავად ხალხი კი წარმოჩენილია ოსთხოელ ნართებს სახით – მათი მეთაურია სესკა სოლსა [6].

ლაქშმი – მხოლოდ კეთილდღეობისთვის>> შეუკვეთე ინდივიდუალური მინერალების სამაჯური

დარიალის ხეობაში, თამარის ციხის სიახლოვეს იყო ინგუშებით დასახლებული სოფელი გველეთი/გვილეთი [7] (ინგუშური ვერსეიით გელათე, გელათხოის ტეიპის სამშობლო) [8]. ინგუშური გადმოცემით ხევს ყაბარდოლეთა ჯარის დასხმია თავს და ხალხი ტყვედ წაუყვანიათ (მუსა ბუზურტანოვის სიტყვებიდან 1929 წელს) [7]. „ორი ინგუში სოფელი არზიდან გაზიკი და ჩერბიში ნადირობდნენ ჯიხვებზე. მეფე ირაკლიმ მადლობის ნიშნად ინგუშებს გაზიკს და ჩერბიშს მისცა სოფელ გველეთში დასახლების უფლება. მათგან წამოვიდა გაზიკოვების და ჩერბიშევების ორი ინგუშური გვარი. გაზიკმა და ჩერბიშმა თავისთან დაპატიჟეს ნათესავები არზიდან და გველეთში გადასახლდნენ დასხოევები, კოტიევები, ოზიევები“. ინგუშებმა აქ საბრძოლო კოშკები ააგეს და სამხედროს მოქირავნეები გახდნენ. გველეთის მოსახლეობამ, უკანასკნელებმა ინგუშებს ყველაზე ბოლოს, 1861 წელს ისლამი მიიღო. რაც რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო. 1888 წლის მაისში ინგუშები გველეთიდან აყარეს და  სამცხე-ჯავახეთში ჩაასახლეს არაკომპაქტურად. 1895 წელს ღლიღველთა ამ პოპულაციას ინგუშეთში დაბრუნების უფლება მისცეს, მამგრამ არა გველეთში. ისინი ცალკეული ოჯახების სახით სხვადასხვა ადგილებში დასახლდნენ.

ჯერახის რაიონის მთიან სექტორში ყველაზე გამორჩეული მაინც მაგიდა მთაა [გეოგრაფიული ტერმინია, თუმცა ამ კონკრეტულ მწვერვალსაც სწორედ ასე ქვია],  მისი სიმაღელე 3000 მეტრს სცდება. ამ მასივს ებმის მთა მათ-ლოამ, სადაც ზღვის დონიდან 2560 მეტრზე დგას მიატსელის (Святилище Мят- Сели) [9] სამლოცველო. გადმოცემით უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ მაიატ-სელის ღვთაებას. რომელიც ნაყოფიერების, ტაროსის და ზოგადად ოჯახის მფარველ კულტად ითვლებოდა. ვეინახების გარდა, აქ სალოცავად ქართველები და ოსებიც დადიოდნენ.  გასული საუკუნის 20-იან წლებშიც კი სრულდებოდა რიტუელები – 1925 წლის გვალვის დროს ჯეირახის რაიონის მოსახლეობა სალოცავს წყალობას სთხოვდა.  მაიატ-სელის სამლოცველოსთან სრულდებოდა ხარის მსხვერპლად შეწირვის რიტუალი. მთაზე მიმავალ პროცესიას წინ ქურუმი მიუძღვებოდა. აღმოსავლეთით პირშექცული უმაღლესი კულტმსახური, რქებზე თეთრდოლბანდშებმულ ზვარკს სწირავდა და ლოცვას აღავლენდა. ხორცი კი იქვე იხარშებოდა. გარდა ამისა საკურთხის ნაწილს ღვინო, ყველა და ხმიადიც შეადგენდა.

ლაქშმი – მხოლოდ კეთილდღეობისთვის>> შეუკვეთე ინდივიდუალური მინერალების სამაჯური

მაიატ-სელის სიახლოვეს იდგა მიატერ-დალა (ინგუშ: ღმერთების სატახტო,Мятер-дала) [10] საკულტო შენობა, თავისი შვიდ იარუსად აღმართული პირამიდისებრი სახურავით (ზომები 3,88X2,75+3 მეტრი სიმაღლეში) – საფიქრებელია, რომ ის გასული საუკუნის 70 წლებში განადგურდა. ძეგლის ფასადი მორთული იყო ირმის რქებით, ხოლო შენობის ინტერიერში შესაწირავისთვის რამდენიმე ნიში იყო მოწყობილი. ადრეულ ფოტოებზე შესავლელი კარიც ჩანდა. ეხლა მხოლოდ ქვების გროვაა – სახელდახელოდ კედლების წყობით დალაგებული. ადრე ნაგებობას კირის დუღაბი ქონდა და შელესილიც ყოფილა.

სუსონ-დელა (ინგუშ: Сусон-дэла – ბანოვანთა მფარველი) [10] კიდევ ერთი დანგრეული სამლოცველოა მაგიდა მთის სექტორში.  1925 წლისთვის პროფესორმა სემიონოვა  (Профессор Л. П. Семенов) მხოლოდ ქვის გროვა იპოვნა ამ ადგილებში. თუმცა ადგილოვრივ ინგუშ მოხუცებს ახსოვდათ, რომ ამ ძეგლსაც  ორფერდა, საფახურობრივი სახურავი ქონდა. თავად შენობას  მართკუთხედის ფორმა ქონდა.

ჯეირახის ამ მთიანი სექტორის დასახლებები უმთავრესად XIV-XVI საუკუნეებში გაშენდა. საფიქრებელია, რომ იმ დროს და მანამდეც ქართულ კულტურას დიდი გავლენა ექნებოდა ინგუშურ თემზე, არც ოსურ-ალანუირი ექსპანსიაა ნაკლებასავარაუდო. წარმართულ ტრადიციებს ქრისტიანული წესი-ჩვეულებები ეფინებოდა ზეივიდა და სინკრეტულ სამყაროს ქმნიდა. კავკასიაში სახელმწიოებრივი რეცესიის დროს კი პირუკო პროცესებიც განვითარდა და სასულიერო პირთა ნაკლებობის ფონზე, იმ დროს უნდა მომხდარიყო ქრისტიანობის პაგანიზაცია, ერთგვარი გახალხურება.
Syncretic/Pagan temples of Ingushetia, Jeirakh District  – Photos by Timur Agirov.

დასახლება ოლგეთი
დასახლება ოლგეთი
მატ სელი
მატ სელი
მიატერ-დალა,
მიატერ-დალა
მიატერ-დალა
მიატერ-დალა
მიატ-სელი და შორს მყინვარწვერი
მიატ-სელი და შორს მყინვარწვერი
მიატ-სელის ინტერიერი
მიატ-სელის ინტერიერი
ცეი-ლოამ ანუ ლამაზი მთა
ცეი-ლოამ ანუ ლამაზი მთა

 

 

წმინდა იოანე დამასკელი ასტროლოგიის შესახებ

damaskeliდღეს ხშირად გაიგონებთ სალანძღავ სიტყვებს ასტროლოგიის მისამართით საეკლესიო ცხოვრების გადასახედიდან და მათგან ვინც თვლის, რომ ასტროლოგია ეს არის ღვთისმგმობი მჩხიბაობა და სატანიზმი.  მაგრამ არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მართმლმადიდებელი, კათოლიკე სწავლულები ასტროლოგიაზე მეცნიერულად მსჯელობენ და სერიოზულად განიხილავენ. იოანელ დამასკელი წიგნში „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“  განიხილავს  მნათობების, ოთხი სტიქიის  მნიშვნელოვნობას და წერს შვიდი ძირითადი პლანეტის მოძრაობაზე ზოდიაქოს ნიშნებში. სანამ შევუდგებით იოანე დამასკელის მსჯელობის განხილვას, მანამდე მოკლედ გაგაცნობთ მის ბიოგრაფიას.

ის ქრისტიანი არაბების ოჯახში დაიბადა VII საუკუნეში. ამ დროს ბიზანტია ანგარიშგასაწევი იმპერია იყო მაშინდელ მსოფლიოში და ქრისტიანული ფორპოსტი არაბული სამყაროს გვერდით. იოანე დამასკელი გავლენიან ბიზანტიელ ღვთისმეტყველად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში, რომელმაც ბერძნული პატრისტიკის სისტემატიზაცია გააკეთა და არისტოტელეს ფილოსოფიის გამოყენებით შექმნა  მნიშვნელოვანი თხუზულებანი ქრისტიანული სწავლების გამყარებისთვის. იოანე დამასკელმა  გავლენა მოახდინა თომა აქვინელზე. სწორედ მისი შექმნილი იყო შუა საუკუნეებში თეოლოგიური სწავლებების ძირითადი საყრდენი თეზისი იმის შესახებ, რომ ფილოსოფია ექვემდებარება თეოლოგიას, რამაც საფუძველი ჩაუყარა სქოლასტიკის განვითარებას. ის იყო ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი და, ამასთანავე, პოეტი. ქმნიდა საეკლესიო საგალობლებს.

იოანე დამასკელი ცას შვიდ სარტყელად ჰყოფს და მიიჩნევს, რომ მათგან უზემოესი ანუ პირველი არის სატურნი. სატურნის პირველობა შემთხვევითი არ არის, თუ გადავხედავთ ბერძნულ მითოლოგიას, სწორედ სატურნი არის ოლიმპოს ღმერთების მშობელი მამა, რომელმაც ოლიმპოზე დადგა დიდი დრამა და შვილების ჭამა დაიწყო,  დიდი ძალისხმევის შედეგად გადაურჩა ზევსი (იუპიტერი) და შემდგომ ის გახდა ოლიმპოს მამა-ღმერთი. სატურნის პირველობას ეზოთერული დანიშნულებაც აქვს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ხოლო უქვემოესი ანუ  მეშვიდე სარტყელი ერგო მთვარეს. დამასკელი ლაპარაკობს შვიდ მნათობზე, რადგან მაშინ ურანი, ნეპტუნი და პლუტონი აღმოჩენილი არ იყო. პლანეტების მსგავსი კლასიფიკაცია კი  მოგვიანებით სამი პლანეტის აღმოჩენის შემდეგ შეიცვალა.

ZodiacMosaicTzipporiასტროლოგიაში მთვარეს პლანეტის სტატუსი აქვს, ხოლო ასტრონომიაში იგი როგორც თანამგზავრი ისე მოიხსენიება.  დამასკელი, აგრეთვე, ხსნის თუ რატომ ეძახიან ამ შვიდ მნათობს: სატურნი, იუპიტერი, მზე, მარსი, მერკური, ვენერა, მთვარე ცთომილებს. ცთომილი ნიშნავს, რომ ისინი ცის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ, რადგან ცა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს, ხოლო მნათობები კი, პირიქით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს  შესაქმის ტექსტთან მიმართებაში. იოანე დამასკელი თვლის, რომ უფალმა პირველქმნილი სინათლე მნათობებში დააუნჯა და უპირველეს ყოვლისა მეუფება მისცა მზეს, მას დაევალა სითბო და სინათლე მოეფინა მნათობებისთვის. ამიტომ მზე ქრისტიანულ სწავლებებშიც მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიება და დიონისე არეოპაგელთანაც აპოფატიკურ თეოლოგიაში ქრისტეს ერთ-ერთი ეპითეტი არის  მზე. ხატზე, სადაც  გამოსახულია  ქრისტე პანტაკრატორი (პატაკრატორი ბერძნულად ნიშნავს ყოვლის მეუფეს, გამგებელს) აქვს შემდეგი წარწერა: ego eimi to fos tou kosmou,  რაც ნიშნავს, მე ვარ სამყაროს სინათლე. სინათლე კი ჩვენთვის მზესთან ასოცირდება.

მნათობები განუწყვეტლივ მოძრაობენ,  მათ შორის, ყველაზე სწრაფად მოძრავი მთვარეა, ამიტომ 29,5 დღიანი ციკლის მანძლზე ეკლიპტიკაზე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს გაივლის და დამაკსელი თვლის, რომ მისი ბუნება ნოტიოა, ვინაიდან იგი კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველია, რომელიც წარმოადგენს წყლის სტიქიას. მოგეხსენებათ, დედამიწაზე მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული ნებისმიერი სახის სითხე, რაც არსებობს, წყლების, ოკეანეების, ზღვების მოქცევა-მიქცევა და სისხლის მიმოქცევაც.

დამასკელი წერს, რომ შვიდივე ცთომილი/მნათობი სხვადასხვაგვარად გაივლის თორმეტივე ზოდიაქოს. მზე თითოეულ ზოდიაქოში ერთი თვე არის დავანებული და ზოდიაქოს წრის შემოვლას ვერძით იწყებს. 21 მარტს მზე შედის ვერძის ზოდიაქოში, პირველ ნიშანში და სწორედ ამ დროს იწყება ბუნების გამოღვიძება. დამასკელი მიუთითებს რომ ბერძნებმა უწოდეს  ვარსკვლავთა შესახებ მოძღვრებას ასტროლოგია. რადგან თვლიან, რომ ცთომილები, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვგავარდ ეკლიპტიკაზე ზოდიაქოებში  გარკვეულად მიემართებიან ერთმანეთს და გავლენას ახდენენ მოვლენებზე, ადამიანებზე. აქ დამასკელი სვამს მნიშვნელოვან  კითხვას, თუ ყველა ცთომილი წარმართავს მოვლენებს და ადამიანთა ბედს, მაშინ სად არის ჩვენი თავისუფალი ნება? ვართ კი ჩვენივე საქმის გამგებელნი ჩვენ თვითონ?

ამ კითხვებზე მას გადაჭრით პასუხი არ აქვს. თითქოს ცდილობს უარყოს ცთომილთა გავლენა  თავისუფალი ნების სასარგებლოდ და, ამავე დროს, ახსენებს კომეტების გამოჩენის მნიშვნელოვნობას, რომელიც გარკვეულ მოვლენებს მოასწავებენ.

astrologyრა თქმა უნდა, აქ ჩნდება დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის საკითხი. ჩემი მოსაზრებით, დეტერმინისტული სამყარო განწირულია და თუ ყველაფერი წინასწარგანსაზღვრულია, მაშინ ჩვენი სულისთვის, ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანი რამისთვის, თავისუფალი ნებისთვის ადგილი არ რჩება და მაშინ კითხვის ნიშნის  ქვეშ დგება განვითარების შესასძლებლობაც სამყაროში. თუ არ გვაქვს არჩევანის უფლება, მაშინ როგორ შევძებთ შევიცალოთ?

ვფიქრობ, რომ ასტროლოგია არ მიეკუთვნება იმ მეცნიერების/პარამეცნიერების რიგს, რომელიც თვლის, რომ  რასაც ვარსკვლავები „გვიყვებიან“ ყველაფერი გარდაუვალია, არამედ მოგვითხრობს არსებულ შესაძლებლობებზე და როგორ წავრმართავთ ჩვენს ცხოვრებას სწორედ რომ ჩვენს თავისუფალ ნებაზე, არჩევანზეა დამოკიდებული.

შესაძლებლობა სამყაროში უთვალავია და ამიტომ ასტროლოგიაც ვერ შეძლებს შესაძლებლობათა უთვალავი რიგის  წარმოდგენას. ის არ არის ზუსტი მეცნიერება/პარამეცნიერება, თუმცა საფუძვლიანად იყენებს მათემატიკისა და ასტრონომიას.

წარსულში ცნობილი მათემატიკოსები, ასტრონომები ბრწყინვალე ასტროლოგები იყვნენ, მათ შორის  ბრწყინვალე მოზროვნე  და მცნიერი იოჰანეს კეპლერი. (სწორედ კეპლერის პატივსაცემად ჰქვია კოსმოსში გაშვებულ ტელესკოპს, რომელმაც ლირას, გედის და სხვა თანავარსკვალვედში უამრავი ახალი პლანეტა აღმოაჩინა ტრანზიტისა და დოპლერის მეთოდით, მათ შორის, ბევრია დედამიწის მსგავსი პლანეტაც, რომელთა რიცხვი დაახლოებით 200-ზე მეტს აღწევს).

იოანე დამასკელის ტექსტში ვფიქრობ არ არის საბოლოო პასუხი გაცემული ასტროლოგიისა და თავისუფალი ნების მიმართებაზე, მაგრამ პირდაპირ თუ ირიბად ის ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. დამასკელი თვლის, რომ სტიქიონებიდან სწორედ ცეცხლია უპირველესი,   ზეაღმავალი და დამწველი. სინათლის წარმომქნელი.

ფრესკა ასტრომან წამროგვიდგინა ცთომილთა განაწილება ზოდიაქოს მიხედვით: მარსის სახლი: ვერძი და ღრიანკალი. ვენერას ახლი: კურო და სასწორი. მერკურის სახლი: მარჩბივი და ქალწული. მთვარის სახლი: კირჩხიბი. მზის სახლი: ლომი. იუპიტერის სახლი: მშვილდოსანი და თევზები. სატურნის სახლი: თხის რქა და წყლის საქანელი (მერწყული). ეს კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, დღეს სხვაგვარად გამოიყურება ნეპტუნის, პლუტონის და ურანის აღმოჩენის შემდეგ და არსებობს რამდენიმე ვერსიაც კი, ვინაიდან ამჟამად ახალი პლანეტები ემატება მზის სისტემას, ერიდას, მაკემაკეს და ა.შ. სახით. დღეს უკვე ლაპარაკობენ ზოდიაქოს ნიშნების ეზოთერულ, ე.წ. სულიერ მმართველებზე, რომელიც ცალკე თემაა.

დამასკელმა ცთომილთა მაღლოვობის (ეგზალტაციის) შემდეგი სქემა მოგვცა:  მზის მაღლივობა – ვერძი,  მთვარის – კურო, იუპიტერის – კირჩხიბი, მარსის – ქალწული, სატურნის – სასწორი, მერკურის – თხის რქა, ვენერასი – თევზები.

ამდენად, როგორც ვხედავთ ქრისტიანული სწავლების ავტორიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ასტროლოგიაზე მსჯელობას და ბეცი ფილოსოფია იმის შესახებ, რომ ასტროლოგია არის ცრუ სწავლება ან/და უსაფუძვლოდ წარმოქმნილი მეცნიერება/პარამეცნიერება, სერიოზული განსჯის საგანი არ არის. იმისათვის, რომ თუნდაც ნეგატიურად ვიმსჯელოთ,  კარგად უნდა ვიცნობდეთ  ასტროლოგიას და მოაზროვნეებს, რომლებიც წერდნენ ამის შესახებ.

© თამ გეგეშიძე

 

საქართველო ლომია?

ლომიქეთი ვაწაძე
“ასტროლოგის ფოსტიდან”

ქალბატონო ქეთი, წინა კვირას წავიკითხე, რომ საქართველოს ასტროლოგიური ნიშანი ლომია. როგორ შეიძლება ამის გაგება და რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ?

ამის შესახებ არსებობს მრავალი მოსაზრება. ერთნი მას კუროს ნიშანს მიაკუთვნებენ, მეორენი ტყუპების, ზოგიც კი მშვილდოსნისას, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ზოდიაქოს ნიშანი _ ლომია. ამ მოსაზრებას მართლაც აქვს თავისი საფუძველი.

ამ სტატიაში შევეცდები მოვიყვანო რამდენიმე მსგავსება საქართველოს, ქართველების ფსიქო-ტიპსა და ლომის ზოდიაქოს ნიშანს შორის. არის თუ არა ეს მსგავსება მართლაც თვალსაჩინო, თავად განსაჯეთ..

თითოეულ ნიშანს აქვს მისთვის დამახასიათებელი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.

    პირადი რუკის შედგენა >>

ლომის დადებითი თვისებებია: დიდსულოვნება, მეგობრობა, ხელგაშლილობა, ენერგიულობა, გონიერება, მრავალმხრივობა, ნიჭიერება, შემოქმედებითი უნარები, ლიდერული მონაცემები (ქართველებისთვის, ნამდვილად ნაცნობი თვისებებია)

უარყოფითი თვისებებია: სიზარმაცე, სიჯიუტე, სულსწრაფობა, ტრაბახი, ბაქიაობა, გარეგნული ეფექტებისადმი ლტოლვა, მფლანგველობა, ამპარტავნობა, პატივმოყვარეობა, ამბიციურობა, ნარცისიზმი (ალბათ, ესეც გეცნოთ).

თუ ლომის დადებით თვისებებს განვიხილავთ, როგორებიცაა: უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭი, არტისტული ბუნება, ლიდერული მონაცემები, აღმოვაჩენთ, რომ ქართველებიც საკმაოდ განებივრებულნი ვართ ამ თვისებებით.

წლების მანძილზე არცერთი სხვა სფერო ისე არ ყოფილა განვითარებული საქართველოში, როგორც შემოქმედება, ხელოვნება, თეატრი, ერთ დროს კინოც.

საქართველო არაერთი მსოფლიო მასშტაბის მსახიობის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, დრამატურგის, მხატვრის, მუსიკოსის, მომღერლის, მრავალი შემოქმედი ადამიანის სამშობლოა. საქართველომ სწორედ ხელოვნებით, შემოქმედებით, ქორეოგრაფიით, ფოლკლორით, კულტურული მემკვიდრეობით გაითქვა მსოფლიოში სახელი და სწორედ ეს იყო (და ვიმედოვნებ დღესაც არის) საქართველოს ერთგვარი `სავიზიტო ბარათი~.

                                                        პირადი რუკის შედგენა >>

ლომის მსგავსად თითოეული ქართველი ბუნებით შემოქმედია. თითქმის ყველა მშვენივრად მღერის. თუ დროსტარებასა და ქეიფზე მიდგა საქმე (რისი კეთებაც ლომს და შესაბამისად, ქართველებს ყველაზე მეტად უყვართ), აქაც, ქართველები ცდილობენ, უბრალოდ კი არ დალიონ და დათვრნენ, არამედ შემოქმედებითად გაატარონ დრო – თავისი ცეკვით, სიმღერებითა და საგანგებოდ შერჩეული საინტერესო, მჭერმეტყველი თამადის დახმარებით, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა `კარგი დრო გაატარებინოს~, ასე ვთქვათ ვერბალურად გააფორმოს თავყრილობა თავისი ორიგინალური სადღეგრძელოებითა და მახვილგონივრულობით, რაც არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება.

ეს ერთგვარად სამეფო კარზე `მინი~ ნადიმს ჰგავს, თავისი მრავალფეროვანი, მდიდრული სუფრითა და თამადის მიერ სახელდახელოდ დადგმული (ზოგჯერ წინასწარ მომზადებული) მინი `სპექტაკლით~ (ზოგჯერ `მონო სპექტაკლითაც~, თამადას გააჩნია), რაც ლომისთვის, როგორც შემოქმედისთვის, დამახასიათებელია.

ლომს, როგორც ჭეშმარიტ მბრძანებელს, იმდენად უყვარს დროსტარება, მოლხენა, თამაში, არხეინი ცხოვრება (რაც ჩვენთვისაც საყვარელი `საქმიანობაა~), რომ ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის, რა დროსაც იწყება პრობლემები, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი `მბრძანებლის~, ლომის ცხოვრებაშიც.

ლომისა და ქართველების კიდევ ერთ, უმთავრეს საერთო თვისებაზე მინდა მიგანიშნოთ – ეს არის ემოციურობა, გულღიაობა, ცეცხლოვანი ტემპერამენტი. სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებენ უცხოელები ქართველებს. სწორედ ეს ხიბლავთ ჩვენში.

ლომს (ისევე როგორც ქართველ მამაკაცთა და ზოგჯერ ქალთა უმრავლესობასაც), უშიშარი, ვაჟკაცური ბუნება აქვს. გმირობის ჩადენა მისთვის ჩვეული მომენტია (რისი მაგალითიც მრავლად მოგვეპოვება საქართველოს არსებობის მანძილზე).

ის მუდამ მზად არის სუსტების დასაცავად და პირველიც, სწორედ ის გარბის დასახმარებლად, მით უფრო, თუ ვინმე თხოვნით მიმართავს. ეს ერთგვარად რაინდთა ნიშანია _ ძლიერი და უშიშარი, ამაყი და დიდსულოვანი (ასეთია ლომის დადებითი ტიპი, ეს თვისებები დევს თითოეული ქართველის ბუნებაშიც, მაგრამ მჟღავნდება თუ არა და რა უშლის ამას ხელს, ეს უკვე სხვა საკითხია).

                                                             პირადი რუკის შედგენა >>

საერთოდ, ლომს არ უყვარს კრიტიკა, მითუფრო თვითკრიტიკა და წარმომიდგენია, როგორი მრისხანება შეიძლება დამატყდეს თავს არამარტო ლომის ზოდიაქოს წარმომადგენელთა, არამედ ბევრი ქართველის მხრიდან, რადგან ამ სტატიაში მხოლოდ დადებითზე და `ამაღლებულზე~ არ იქნება საუბარი.

ჩემთვის და ალბათ ბევრი ადამიანისთვის `ცოდვა გამხელილი სჯობს~. ჩემი მიზანია გავაანალიზოთ ჩვენთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებები, გავარკვიოთ, სად ვცდებით, რას არ ვაკეთებთ სწორად, რა უნდა შევცვალოთ, რა გავაძლიეროთ, რათა საშუალება გვქონდეს უკეთესი მომავალი ვაშენოთ.

ბუნებრივია, რომ დადებითთან ერთად, ლომს უარყოფითი თვისებებიც აქვს, რომელიც ქართველებშიც საკმაოდ მკაფიოდ ვლინდება. უპირველესად ეს არის ზღვარგადასული სიამაყე (ამბიციურობა), ტრაბახი, ბაქიბუქობა, საკუთარი თავით ტკბობა (რაც კარგები ვართ…). ერთი სიტყვით `ვტრიპაჩობთ~! და ვინც უფრო მეტად `ტრიპაჩობს~, რატომღაც ჩვენში ის უფრო მეტად ფასდება!

საერთოდ ლომს არ უყვარს არაფერი მეორეხარისხოვანი. შეუძლია მას ეს თუ არა, შეეფერება თუ არა მის სტატუსს, მაინც ცდილობს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. შესაძლოა იშიმშილოს კიდეც, მაგრამ არაფრით იტყვის უარს ფუფუნების გამომხატველ საგნებზე, მანქანებსა და ცხოვრების წესზე, ამისთვის უზარმაზარი ვალების აღებაც რომ მოუწიოს.

   პირადი რუკის შედგენა >>

ამიტომაც არის, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები ვერ მალავენ თავიანთ გაკვირვებას, როდესაც ჩვენს რეალობაში ერკვევიან. მათ მართლა აინტერესებთ, როგორ ხდება, რომ უმძიმესი ეკონომიკური ფონის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ამდენი საუკეთესო, ზოგჯერ კი უკანასკნელი მოდელის ავტომობილი დადის? ან როგორ ახერხებენ ქართველები მათ შენახვას მაშინ, როდესაც ბევრი შეძლებული უცხოელისთვის ეს მიუწვდომელი ფუფუნებაა?!

მაგრამ, ყველაზე მეტად უცხოელებს ის აინტერესებთ _ მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა შიმშილის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, როგორ ხდება, რომ საღამოს ვერცერთ ძვირადღირებულ რესტორანში ვერ მოხვდები?!

რასაკვირველია, ვერ მოხვდები.. იქ, ხომ.. ქართველები ქეიფობენ!..

მართალია, უმეტესად ნასესხები ფულით, მაგრამ.. ხომ ქეიფობენ?! აბა, ვინმეს ხომ არ ათქმევინებენ, რომ სხვაზე უარესები არიან? (სუფთა ლომური თვისებაა, რომლისთვისაც `სახელის მოხვეჭა~,`გამარიაჟება~, ფულის ფლანგვა, დროსტარება – `წმიდათაწმინდა~ საქმეა. ამაში მას ბადალი არ ჰყავს! ასე ტაშ-ფანდურსა და დაუსრულებელ დროსტარებაში შეუძლია მთელი ქონების, და ასევე ცხოვრების განიავება)

საერთოდ, ქართველებს, ისევე როგორც ლომს, ქათინაურები, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა უყვარს. ქართველებს დაბადებით დაგვყვა `შოუს~ მოწყობის ნიჭი. ნებისმიერი ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენისგან შეგვიძლია ნამდვილი `შოუს~ მოწყობა! (ამის დამამტკიცებლად, თუნდაც ბოლოდროინდელი სატელევიზიო ეთერები გაიხსენეთ).

სწორედ ამტომ, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ნებისმიერ უცხოელს ფიანდაზად ვეგებით, საუკეთესო მხრიდან ვცდილობთ თავის წარმოჩენას, ერთგვარ სპექტაკლს ვდგამთ თავისი შემეცნებითა და გასართობი პროგრამით.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი _ ბრწყინვალედ გამოგვდის! მიზანი მიღწეულია _ სტუმარი აღფრთოვანებულია, უამრავ საქებარ სიტყვას და ქათინაურს გვეუბნება (იმედი ვიქონიოთ, რომ ალალად) და ჩვენც დაღლილი, მაგრამ კმაყოფილნი ვრჩებით, იმით, რომ თავი მოვაწონეთ, ქება-დიდება და სანუკვარი ქათინაურები დავიმსახურეთ, ჩვენი არნახული სტუმართმოყვარეობით `გავაგიჟეთ~!

მერე რა, რომ დავიღალეთ და უფულოდ დავრჩით? ან ახლო მომავალში კარგა ხანს ვალებიდან ვერ ამოვალთ და ოჯახის წევრებს ქამრების შემოჭერა მოუწევთ? მთავარია, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ!

გადავრიეთ! სამაგიეროდ, როგორ გაგვიხსენებენ?! როგორ სიტყვებს იტყვიან!? ნაცნობ-მეგობრებთან როგორ მოვიწონებთ თავს?!.. და.. რა მაგრები ვართ?! ეს ყველაფერი ნეტარებას გვგვრის და მხოლოდ ამის გამო მზად ვართ კიდევ მრავალჯერ გავიმეოროთ ეს `გმირობა~.

სწორედ ასე ფიქრობს ლომიც და გამუდმებით კომპლიმენტების, შექების მოლოდინშია. სწორედ ამ მოლოდინის გამო, უამრავ სისულელესა და თავისთვის საზიანო ქმედებას სჩადის, რაც სამომავლოდ სანანებელი უხდება (აქ პრობლემა მხოლოდ ზომიერების დაცვაში, წინდახედულებაშია, თორემ სტუმართმოყვარეობის საწინააღმდეგო არაფერია)

ლომები საკუთარი ბრწყინვალებით ბრმავდებიან, რა დროსაც ყველაზე ადვილია მათზე გამარჯვება მათთვის მაამებელი ტკბილი სიტყვებითა და ქათინაურებით.

   პირადი რუკის შედგენა >>

საერთოდ, ამ ნიშანს ყველაფერში მასშტაბურობა ხიბლავს. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: `ყველაზე-ყველაზე..~ ან `ძააან~… და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძაან პლიუს ნიშნითაა თუ მინუსით…

ქართველებისთვისაც, ყველაფერი ან `ძაააან კარგია~, ან ~ძააან ცუდი~,…საშუალო _ არ არსებობს!

ტელევიზორშიც, თუ დააკვირდებით თუნდაც უბრალო მოქალაქეების, პოლიტიკოსების ან `ბომონდის~ წარმომადგენელთა ინტერვიუებს, თითქმის ყველა ინტერვიუ სიტყვა `ძააან~-ით იწყება. ეს შესაძლოა `ძააან ცუდიც~ იყოს…მაგრამ.. მთავარია, იყოს `ძააან~!

სხვათაშორის, თუ ქართველები იწყებენ საქართველოსა და ქართველების კრიტიკას, ლანძღვას (ხდება ხოლმე ასეთებიც), აქაც, რადიკალიზმში ბადალი არ ჰყავთ! `მსოფლიოში ყველაზე-ყველაზე ცუდები~, `უვარგისები~ და ა.შ. .. თურმე ჩვენ ვართ! მართალია მინუს ნიშნით, მაგრამ, `მსოფლიოში~ პირველობას აქაც არავის ვუთმობთ! (ლომი, მაინც კმაყოფილი რჩება).

საერთოდ, ლომს მოვლენების დრამატიზირება უყვარს და თუ ერთხელ დაიწყო, მის წუწუნსა და უკმაყოფილებას ბოლო არ უჩანს. რაც მთავარია, ამაში მთელი ემოციებითა და გრძნობებით ეფლობა, იმდენად, რომ ცხოვრების ხალისი ეკარგება, ძალები ეცლება და რეალურ ტრაგედიამდეც შეიძლება მივიდეს!

ლომის კიდევ ერთი მინუსი, მისი სიზარმაცეა, რასაც ჩვენც ბეჯითად ვავლენთ. ოტია იოსელიანი ამბობდა: `კაცო, რომ გაიძახი სამუშაო არ იშოვება, რა.. ყანა არ იშოვება!?~..

ანუ, ლომის, ისევე როგორც თითოეული ქართველის (მათ შორის ჩემიც) სულიერი მოთხოვნილებაა ვცხოვრობდეთ მეფურად!

ოღონდ ამისთვის ნურავინ მოგვთხოვს შავი სამუშაოს შესრულებას, ვინაიდან ჩვენ ხელმძღვანელობა უფროO`გვიხდება~ და ჩვენი აზრით, ამისთვის დავიბადეთ!

(თუ არ გჯერათ, გააჩერეთ ნებისმიერი გამვლელი ქუჩაში და ჰკითხეთ, სურს თუ არა პრეზიდენტობა.. 10 დან 8 უყოყმანოდ დათანხმდება და თავის შესაფერის ადგილად მიიჩნევს, შესაძლოა საყვედურიც კი გითხრათ: `ამდენ ხანს სად ხართო?~). ნაკლებზე თანახმა არ ვართ!

ისევე როგორც მეფე-ლომი, ქართველთა უმეტესობაც, თუნდაც პატარა `სამფლობელოს~ შექმნაზე ოცნებობს (შესაძლოა ეს სულაც 3 კაციანი ფირმა, 15 კაციანი პარტია, ან რაიმე გაერთიანება იყოს, სადაც მას აუცილებლად აღმასრულებელი ან გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავება). მთავარია საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისა და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება ჰქონდეს.

მთავარია, სადღაც მაინც იმეფოს! (თუ სხვა სარბიელი არ აქვს, შესაძლოა ეს საკუთარი ოჯახი იყოს, სადაც ცხოვრებაზე განაწყენებული ეცდება თავისი `მეფური ძალაუფლების~ გამომჟღავნებას, ზოგ შემთხვევაში ტირანიის სახით).

                                                         პირადი რუკის შედგენა >>

საერთოდ ლომი, თავისი ბუნებით კონსერვატორია. უჭირს და არც სურს ახლის მიღება. სწორედ ასეთივე დამოკიდებულება აქვს სიახლეების მიმართ ქართველების უმეტესობასაც. ანდაზაც კი გვაქვს შესაფერისი: `შეჩვეული ჭირი გერჩივნოს შეუჩვეველ ლხინსო~…

ხოდა, ვართ ასე.. მდორედ, დროსტარებასა და მოლოდინში, თუმცა თუ ვინმემ ძალიან მოინდომა, შეუძლია ჩვენი `გამოღვიძება~. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვინმე ლომის თავმოყვარეობას ეხება! ეს ერთადერთია, რასაც შეუძლია ლომი გამოაფხიზლოს, აიძულოს ადგილი მიუჩინოს ყველას, ვინც უდიერად და უპატივცემულოდ ცდილობს მისი თავმოყვარეობის შელახვას!

ასეთ შემთხვევაში ლომი აუცილებლად გააკეთებს რამდენიმე შესაფერის ქმედებას და ყველას დაუმტკიცებს, რომ `მეფე ცოცხალია!~ დაიკმაყოფილებს რა თავის პატივმოყვარეობას .. კვლავ დამშვიდდება, დაწყნარდება და ზანტი მედიდურობით ისევ თავის არხეინ ცხოვრებას განაგრძობს.

საერთოდ, ლომი იმდენად კეთილშობილი და გულკეთილია, რომ ბევრი მას `ბრიყვად~ აღიქვამს,ამიტომაც მის `დაჩმორებას~ ცდილობს.

თუმცა ის ერთი შეხედვით ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, სინამდვილეში მას საკმაო სიძლიერეც აქვს და შინაგანი რესურსიც, რათა ვერავინ გაუბედოს უპატივცემულოდ მოქცევა, მაგრამ.. ამ ყველაფრის გამოხატვა…რომ ეზარება..? და თან… ეს ძიძგილაობა და `საქმის გარჩევა~ რა მეფის საკადრისი საქმეა? სწორედ ამით სარგებლობენ მისი `კეთილმოსურნენი~.

ამიტომაც არის, რომ საქართველოში, მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, ასე იშვიათად გამოდიან დემონსტრაციებსა და მიტინგებზე ადამიანები, რომლებიც სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ, ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვეულებრივ ადამიანებს სხვა `ნორმალურ~ ქვეყნებში (ფასების ზრდა, გაზრდილი გადასახადები, გაუსაძლისი

არა! ლომი ამას, არასდროს `იკადრებს~! განა იმიტომ, რომ არ აწუხებს?..

უბრალოდ, ეს მისთვის რაღაც წილ `დამამცირებელი~, `უხერხულია~, ამაზე სჯობს სხვამ იბრძოლოს, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში, იქ, სადაც მბრძანებლისთვის `საკადრისი~ საქმეები წყდება და შესაბამისი მოთხოვნებია, მაგ.: პოლიტიკური მოთხოვნები, `გადადექი, მე უნდა დავდგე~ და ა.შ.

ანუ, სუფთა ლომური გარემო და ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ეს მისთვის გასაგები და მისაღებია (აბა სად შეუძლია ახლა დაწვრილმანება: `გააიაფე გაზი, გააიაფე ტრანპორტი, დენი, მითუფრო ნაგავი?!~ რა ნაგავი??!~.. არაა!…ამაზე არც `იკადრებს~ საუბარს!…ეს სხვებმა აკეთონ! `Умри, но держи марку!!!~_ ესაა მისი დევიზი და შესაბამისად იქცევა.)

   პირადი რუკის შედგენა >>

ცხოვრებაში ლომები, როგორც წესი, თვითრეალიზების ადვილ გზებს ეძებენ ახასიათებთ მედიდური ტონით საუბარი. გიჟდებიან რჩევების მიცემაზე, დამოძღვრაზე, თუ როგორ უნდა, ან არ უნდა იცხოვრონ სხვებმა.. მაგრამ, საკუთარ ცხოვრებას ისე კარგად ვერ ალაგებენ, როგორი კარგი მრჩეველებიც თვითონ არიან, მაგრამ თითოეული თავის მოვალეობად თვლის სხვებს `ჭკუა~ ასწვლოს, მოუწოდოს (მგონი, ესეც საკმაოდ ნაცნობია)

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხვადი ლომის დამოკიდებულება ძუ ლომის მიმართ _

თავიდან მამრი მდედრს, როგორც დედოფალს, ისე ექცევა, ოღონდ, ეს ყველაფერი მანამ, სანამ ყველაფერს რომანტიკული ელფერი აქვს და სანამ სანატრელ მდედრს საბოლოოდ თავს მოაწონებს და დაისაკუთრებს. ხოლო მასთან ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ, რატომღაც დედალი, ძუ ლომი დადის სანადიროდ, მამალი კი არხეინად ნანადირევს შეექცევა!..რა ვიცი, ეს ყოველშემთხვევაში დავწერე… თუ ვინმეს ეცნო… ლომს დააბრალოს!

ლომი ასეთი ფსიქოტიპის იმ შემთხვევაშია, როდესაც ცხოვრებისეულად არ გაუმართლა, არ მიეცა `მეფობის~ საშუალება, ვერ გამოიყენა შანსები, ვერ გამოავლინა თავისი შინაგანი პოტენციალი. ასეთ ლომს ასტროლოგები ხშირად ხუმრობით `გაკრეჭილ~ ლომს ეძახიან, რომელსაც მართალია უდიდესი შინაგანი რესურსი და ძლიერი შემოქმედებითი უნარები აქვს, მაგრამ გარეგნულად, ცხოვრების ზეწოლის შედეგად გაწუწულ, საცოდავ კატას ემსგავსება, თუმცა დიდი ამბიციებით (ლომური ბუნება მაინც თავის სიტყვას ამბობს).

ასეთი ლომი, ყველაზე საცოდავი და საშიშია, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ვინაიდან გრძნობს რა შინაგან პოტენციალს, გამოსავალს ვერ უძებნის მას, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტად ითრგუნება და შინაგანად ინგრევა.

ლომი, ისევე როგორც ზოგადად ქართველები, საკმაოდ მეგობრული, კეთილგანწყობილი ადამიანები არიან. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით საქართველოში მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ უჩნდება თუნდაც ერთი დღით ჩამოსულ მრავალ სტუმარს სურვილი, აქ დარჩეს, სამუდამოდ აქ დაიდოს ბინა.

თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს: `ქართველები არაჩვეულებრივი, კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. საქართველოში ისეთი ადამიანური ურთიერთობები და გარემოა, რაც არსად გვინახავსო~. და ეს, საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და გასაკვირი არცაა, როდესაც ერთ მტკაველ მიწაზე ერთდროულად მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგაა განთავსებული.

ყოველშემთხვევაში ჩვენ არ გვიკვირს.

დიახ, ქართველები გულღიად ხვდებოდნენ და ხვდებიან ნებისმიერ ტომელს, მშვიდი და კომფორტული ცხოვრების საშუალებას აძლევენ მათ და რითიც შეუძლიათ, გვერდში უდგანან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს `სტუმართმოყვარეობა~ და `კეთილგანწყობილება~ სამომავლოდ სანანებელი უხდებათ _ ხშირად საკუთარ მიწაწყალზე უუფლებონი, სტუმრის სტატუსში აღმოჩნდებიან ხოლმე და გვიან იწყებენ `თავში ხელის შენას~.

მართალია, ამდენი გონიერება ჰყოფნით და წინასწარ იციან ამის შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგან ლომური `კეთილშობილება~ და ხშირად ბრიყვული `გულღიაობა~, ასევე დამახინჯებულად გაგებული `სტუმართმოყვარეობა~ და არაპრაგმატული აზროვნება, სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ აძლევს მათ, ამიტომაც, მუდამ მზად აქვთ _ `მობრძანდით!~

   პირადი რუკის შედგენა >>

(ამ თვისებაში ერთდროულადაა წარმოდგენილი ლომის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები, კერძოდ: მეგობრული, კეთილგანწყობილი, დიდსულოვანი, სტუმართმოყვარე ბუნება და ამასთანავე ლომური ზღვარგადასული, სიბრიყვემდე მისული ხელგაშლილობა, უყაირათობა, მფლანგველობა, სიცოცხლისა და ქონების განიავება, უდარდელობა).

იქნებ, არ არის საჭირო ასეთი `კომფორტული~ ვიყოთ ყველასთვის? იქნებ ჯანსაღი ეგოიზმისთვის მიგვემართა? რატომ ვართ ასე ზედმეტად დამოკიდებული სხვებზე, სხვების აზრებზე. რატომ გვაწუხებს ასე ჰიპერტროფირებულად რას იტყვიან, რას იფიქრებენ ჩვენზე? ვიღაცას არ მოვეწონებით და…

ნუ მოვეწონებით! არ შეგვაქებენ და არცაა საჭირო, ყოველ შემთხვევაში იმ ფასად, რასაც საუკუნეების მანძილზე ვიხდით!

მაინც და მაინც `ყველას უნდა მოვწონდეთ~? ნახეთ, რა კარგები ვართ?!და… რა მოვიგეთ ამით? (ესეც, სამწუხაროდ ლომის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება, ლომისეული პოზიორობაა). ახერხებენ სხვა ქვეყნები `ხოტბა-დიდების~ გარეშე ცხოვრებას და როგორმე, ჩვენც ვიცხოვრებდით, სამაგიეროდ ამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან.

როგორც ნახეთ საკმაოდ ბევრი საერთოა ლომსა და ქართველების ფსიქოტიპებს შორის. ჩვენ ბევრი დადებითი და უარყოფითი თვისება გვაერთიანებს. (არსებობს კიდევ სხვა მსგავსებები, რომელბსაც მოგვიანებით, სხვა სტატიაში განვიხილავთ).

ჩვენთვის, ქართველებისთვის, ისევე როგორც ლომის ნიშნის წარმომადგენელთათვის, კარგი იქნებოდა, თუ შევძლებდით ლომის უარყოფით თვისებებზე უარის თქმას, ან თუნდაც მათ შესუსტებას, ვინაიდან ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც გვასუსტებს, საკუთარი თავის რეალიზების, წინსვლის საშუალებას არ აძლევს.

სწორედ ამ უარყოფითი თვისებების გავლენით, როგორებიცაა: ამპარტავნება, მფლანგველობა, სიზარმაცე, ნარცისიზმი, კომპლიმენტების მოყვარეობა, გარეგნულ ეფექტებზე ორიენტირება, ლომი, რომელსაც წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს _ კეთილშობილება, პირადი შარმი, მომხიბვლელობა, შემოქმედებითი უნარები, ხელმძღვანელობის ნიჭი, ლიდერული თვისებები _ ვერ ახდენს თავისი მდიდარი პოტენციალის გამოვლენას, სამყაროში თავისი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას იმ დოზით, რამდენიც სინამდვილეში შეუძლია (არადა, შეუძლია მართლაც ძალიან ბევრი).

რომ არა ეს დამაბრკოლებელი თვისებები, ლომი, მეფობისთვის მართლაც საუკეთესო კანდიდატია!

   პირადი რუკის შედგენა >>

სამწუხაროდ ლომი არასდროს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და გაუთავებლად ერთი და იმავე შეცდომას უშვებს, სამაგიეროდ, უნარი შესწევს ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

ლომს, ისევე როგორც ქართველებს, სულ მცირედი გვჭირდება – საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, მეტი კეთილგონივრული ქმედებები, სიზარმაცის, უდარდელობის, ტრაბახის, ზღვარგადასული პატივმოყვარეობის თვისებებზე კონტროლის დაწესება, საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება (მაგრამ არა ამბიცია),

შინაგანი რესურსების რეალიზება, ლიდერული თვისებების გამოვლენა, მოკლედ, ლომის დადებითი თვისებების გაძლიერება, ანუ ჩვენი ილუზორული `კეთილდღეობიდან~ გამოღვიძება, თვითტკბობასა და ასევე, თვითგვემაზე უარის თქმა! სხვანაირად _ არასდროს გვეშველება! და ეს სხვამ კი არ უნდა გააკეთოს და კი არ უნდა მოგვართვას `ლანგრით~, რისი მოთხოვნილებაც თითოეულ ქართველს დაბადებით დაჰყვა, არამედ ჩვენ თვითონ, ყოველდღიური ცხოვრებითა და ქმედებებით უნდა მოვიპოვოთ.

იმედია, ლომს ეყოფა კეთილგონივრულობა და შეძლებს საკუთარ თავზე გამარჯვებას! ბოლოს და ბოლოს, ტყუილად ხომ არ ითვლება ლომი ცხოველთა სამყაროს უძლეველ მბრძანებლად, ლიდერად, ტიტულოვან მეფედ?!

ითვლება და სამართლიანადაც!

ანუ, უნდა მოხდეს ერის ფსიქოტიპის სასიკეთო ტრანსფორმირება, რის შედეგადაც ჩვენ ისევ ლომის ზეგავლენის ქვეშ ვიქნებით, მაგრამ ახლა უკვე დადებითი ნიშნით (ამ ეტაპზე უფრო უარყოფითს ვავლენთ), რაც მართლაც ძალიან დიდ მიღწევას და სულიერ ზრდას ნიშნავს. ეს სულიერი ევოლუცია აუცილებელია როგორც თითოეულისთვის, ასევე მთლიანად, მთელი ერისთვის. აი, მაშინ კი მართლა შეგვეფერება და შეგვეძლება კიდეც სიამაყით ვთქვათ: `რაც კარგები ვართ…~, თუმცა, სწორედ მაშინ, ამას, არ ვიტყვით!!!

სანამ სტატიას დავამთავრებდე, ლომის კიდევ ერთ დადებით თვისებაზე მინდა მიგანიშნოთ _ ეს არის სიყვარულის უნარი, ჭეშმარიტი სიყვარულის მოთხოვნილება. ლომს, ყველაზე მეტად, სწორედ სიყვარული ესაჭიროება. იმედს ვიტოვებ, რომ ქართველებსაც..

ქეთი ვაწაძე

ნაწილობრივ ლომი (მთვარე ლომში)

   პირადი რუკის შედგენა >>

ქართული ასტროლოგიური ტრაქტატი

ქართული ასტროლოგიური ტრაქტატიმიხეილ ცაგარელი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ძველ საეკლესიო ხელნაწერების ფონდში დაცულია 1188 წლით დათარიღებული ასტროლოგიური ტრაქტატი „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“ (ხელნაწერი
A – 65)

ტრაქტატი სამი ნაწილისგან შედგება: პირველი – საეტლო („ეტლი“ ძველქართულად „ზოდიაქოს“ შესატყვისი ტერმინია) – რომელიც ძირითადი ნაწილია და მასში დეტალურადაა განხილული თორმეტივე ეტლის ჰოროსკოპი; მეორე – სამთვარიო – სადაც მოყვანილია მთვარის კალენდარი და მესამე – მნათობთათვის – სადაც მოცემულია შვიდი მნათობის დახასიათება ნიშნების მიხედვით; თანმიმდევრობა შემდეგია: ზუალი (სატურნი), მუშთარი (იუპიტერი), მარიხი (მარსი), მზე, მთიები (ვენერა), ოტერიდი (მერკური), მთვარე. ტრაქტატი დასურათებულია თორმეტივე ეტლის მინიატურებით და დაწერილია ძველქართული ანბანის, ნუსხურის გამოსახულებით.

აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელმაც 1975 წელს, ეს ასტროლოგიური ტრაქტატი თანამედროვე ქართულად გადმოწერა, აღნიშნავს: ასტროლოგია სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენშიც იყო გავრცელებული. რაც „ვეფხისტყაოსნიდანაც“ ჩანს. ამასვე ამტკიცებს აქ გამოცემული ტრაქტატიც,

ქართველთა მართლმადიდებელ ეკლესიას შესაწყნარებლად მიაჩნდა ასტროლოგია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტრაქტატი მოთავსებულია კრებულში სადაც სხვადასხვა სახის სასულიერო თხზულებაა შესული. მათ შორის „წინამძღუარი“ ანასტასი სინელისა, თომა იერუსალიმელი პატრიარქის „წმ. სარწმუნოებისათუის“, ნიკიტას სტითატის „სიტყუანნი განსაქიქებელნი მგმობრისა მის წვალებისა სომეხთაისა“ და სხვა.

აქვე მშვილდოსნის ეტლზე ნათქვამია: „ესე ბურჯი კათალიკოზთა და ებისკოპოზთა და ბჭეთა (მოსამართლეთა) არისო“, „მონაზონთა სამყოფნი მთანი და ქუაბნი მისნი არიანო“ და „ადგილთაგან ეკლესია და მონასტერი და ბჭეთა საჯდომი მისიაო“. თევზების ეტლზე ნათქვამია: „ესე ეტლი მთავართა, მღვდელთა და საპატივოთა კაცთა არს და ადგილთაგან მონასტერნი მისნიაო“.

საქართველო უძველესი ასტრო-ეზოთერული წარსულის მქონე ქვეყანაა. აკადემიკოს პავლე ინგოროყვას მონაცემებით, რომელიც V-VIII საუკუნეების ხელნაწერებს ეყრდნობოდა, მტკიცდება რომ ქართველები ასტროლოგიური კალენდრით თვეთა ქართული დასახელებებით ჯერ კიდევ წარმართული ეპოქიდან სარგებლობდნენ. (ძვ. წ. X საუკუნიდან- ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის ჩათვლით. როდესაც საქართველოში ოფიციალურად  შემოვიდა რომაული კალენდარი, თუმცა, ისტორიული წყაროებით, ქართველები თავიანთ ასტროლოგიურ კალენდარს კომუნისტური რეჟიმის დამკვიდრებამდე იყენებდნენ. 

ხვამლის მთის იდუმალება

ხვამლიხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.
ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:
„რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი.; ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.“
[message_box  color=”red”]გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან ექპედიციის ხელმძთვანელ ბატონ გურამ გაბიძაშვილთან, ჟურნალი „თბილისელები“, ჟურნალისტი ანა კვატაშიძე:[/message_box]

– თქვენ გაშიფრეთ რა ინფორმაციას შეიძლება, გვაწვდიდეს ეს პიქტოგრამული ნიშნები?

– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს.

სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება.

აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. თუმცა, ექსპედიციის მუშაობის პროცესი ძალიან კარგად არის ასახული ფილმში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა.
ალბათ მეთანხმებით, რომ იდუმალებით მოცული ხვამლის მთა კიდევ არაერთ საიდუმლოს მალავს, რომელიც დღემდე შეუსწავლელია, ხოლო სანამ რომელიმე ექსპედიცია მაინც ამოხსნის მის საიდუმლოებას მანამდე დავჯერდეთ იმას რასაც მითები გვიყვებიან მასზე.

„აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

 

საინტერესო ფაქტები ასტროლოგიის ისტორიიდან

ასტროლოგიამას შემდეგ რაც ადამიანები სულ უფრო მეტი და მეტი ინტერესით შესცქეროდნენ ცას,იმ  იმედით, რომ მიიღებდნენ უფრო ღრმა და ამომწურავ პასუხებს მათ კითხვებზე, ასტროლოგიამ დაიკავა საკმაოდ დიდი ადგილი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ პასუხები სხვადასხვა კულტურის და არა მარტო მის შესახებ მიუთითებს ასტროლოგიის უნივერსალურობაზე.

ვიცით, რომ ასტროლოგიის განვითარება დაიწყო ერთი ნახევარსფეროს ერთი წერტილიდან და მოიცვა მთელი დედამიწა, რაღათქმა უნდა სხვადასხვაგვარად იყენებდნენ, ერთნი მხოლოდ კანონის და სასჯელების მზომად, მეორენი სიყვარულისა და სულიერების, ხოლო სხვანი მშვიდობის, ომის შიმშილის და სხვა მრავლის საზომად. მოცემულია რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ასტროლოგიის ისტორიიდან.

ასტროლოგიის წარმომავლობად იგულისხმება ძველი ბაბილონელები ქრისტეს შობამდე 2 საუკუნით ადრე. მათ აიღეს ციური მოვლენები, რისი მოწმენიც გახდნენ და შეუსაბამეს თავიანთი შესატყვისები, რომ გადმოეცათ ამა თუ იმ მოვლენის შესაბამისი ახსნა. ძირითად მოვლენებს, როგორიცაა, კომეტის გავლა, მეტეორების წვიმა ან დაბნელება მიენიჭათ უკიდურესი მნიშვნელობა, რომ ღმერთები იყვნენ აღშფოთებულები და საჭირო იყო მათი დამშვიდება. ადამიანის მსხვერპლშეწირვა მონაგონია იმასთან შედარებით, რასაც ბაბილონელები თვლიდნენ საჭიროდ, რომ შეემსუქებინათ „ღმერთების“ რისხვა…

პირველად ასტროლოგია გავრცელდა ჩინეთში, ინდოეთში და საბერძნეთში. თითოეული კულტურა მაინც საძირკველს იღებდა ბაბილონელების ასტროლოგირ რწმენიდან, მითებიდან, ლეგენდებიდან და მათ ინტერპრეტაციებიდან. საბერძნეთში ბევრ მითოლოგიის გმირს ქონდა შეთავსებული ვარსკვლავური დატვირთვა, რათა ასტროლოგიისთვის მიეცათ თავიანთი ინდივიდუალური სტილი. ასევე იგივე ხდებოდა ინდოეთში და ჩინეთში, თითოეულ ქვეყანაში აძლევდნენ სხვადასხვა დატვირთვას და ამით ხელს უწყობდნენ ასტროლოგიის პოპულარიზაციას.

ერთ ერთი პირველი მეცნიერები იყვნენ ასტროლოგები,ესენი იყვნენ ასტროლოგები, რომლებმაც შექმნეს პირველი ზუსტი რუქა ვარსკვლავების მოძრაობის, მთვარის ორბიტის და სხვა მრავალი დაკვირვებები აწარმოეს დედამიწაზე. დღესდღეისობით ძალიან ბევრი მეცნიერი უყურებს ასტროლგიას ეჭვის თვალით და აღიქვამს ფსევდო მეცნიერებად, მაგრამ რომ არა წლების წინ ასტროლოგების თავდაუზოგავი შრომა დღესდღეისობით ასტრონომიაც კი ძალიან შორს იქნებოდა ჩვენგან.

ასტროლოგები განა მხოლოდ პირველი მეცნიერები იყვნენ, არამედ რამოდენიმე მსოფლიო დონის ცნობილი მეცნიერი იყო ასტროლოგიის პრაქტიკანტი. მაგალითად: კეპლერი, იუნგა, გალილეო, კოპერნიკი და ბრაჰი. ჩამოთვლილთაგან ყველამ სათითაოდ თავიანთ მოღვაწეობის პერიოდში გარკვეული წვლილი შეიტანეს ასტროლოგიაში.  მარგენალიზაციის პერიოდშიც კი ამ ცნობილმა მოღვაწეებმა არა მხოლოდ წვლილი შეიტანეს ასტროლოგიაში, არამედ თავიანთ ნაშრომებშიც კი გამოიყენეს.

თანამედროვე ენაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასტროლოგიამ. სხვადასხვა სიტყვა, რომელიც გამოიყენება დღეს დღეისობით სათავეს იღებს წარსულის ასტროლოგიურ აზროვნებიდან. მაგალითად – გრიპი – ლათინური გავლენიდან მოდის და სახელი ეწოდა იმიტომ, რომ ჯეროდათ, რომ ეს ავადმყოფობა გამოწვეული იყო პლანეტების და ციური სხეულების ზემოქმედებით ცაში. ასევე სიტყვა კადასტროფა – უბედურება –  მოდის ლათინურიდან და ნიშნავს ცუდ ვარსკვლავს და ბოლოს ყველაზე გავრცელებული სიტყვა-შეშლილი წარმოშობილია ასტროლოგიიდან და მისი საწყისი ფესვი არის ლუნა ანუ მთვარე.

ასტროლოგიას ასევე დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ლიტერატურაზე, ისეთი მწერლები, როგორევიც არიან შექსპირი და ჩოსერი იყენებდნენ ასტროლოგიურ ახსნებს თავიანი გმირების ქცევებში რაღათქმა უნდა საკუთარ ნაწარმოებებში. იდეა რომ სავსე მთვარეს აქვს დიდი გავლენა ადამიანის ქცევაზე ისევე გავრცელებულია როგორც 500 წლის წინ იყო.

განათლებასაც ქონდა  ასტროლოგიასთან კავშირი. შუა საუკუნეების დროს ევროპაში უნივერსიტეტის განათლების ხარისხი გაიყო 7 ცალკეული კატეგორიის მიხედვით.თითოეული ცნობილი პლანეტების მიხედვით. დისციპლინა ცნობილი გახდა, როგორც ლიბერალური ხელოვნება, რომელიც დღესაც გამოიყენება ბევრ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, განვითარდა და დაინერგა თანამედროვე მეცნოერებაში, ხოლო მისი ფესვები მოდის ასტროლოგიიდან.

თითქმის ყველა კულკტურაში ფუნქციონირებდა ასტროლოგია ამა თუ იმ ფორმით. როცა ადამიანებს არ ქონდათ არაფერი კრისტალურად სუფთა ღამის ცის გარდა და რომელზედაც გამუდმებით ხდებოდა ცვლილებები, გარდაუვალი იყო, რომ მიანიჭებდნენ რაიმე მნიშვნელობას, რადგანაც მაშინ მათი ცხოვრება დამოკიდებული იყო მთვარეზე, მზეზე და წვიმაზე და იმდენად გაზარდეს მათი როლი კულტრებში,რომ ჩვენამდეც მოიტანეს.

სხვა სისტემების მსგავსად იყო რთული პერიოდებიც, სისხლისღვრა, ანარქია, მაგრამ ასტროლოგია ყოველთვის ინარჩუნებდა საკუთარ მნიშვნელობას იმ ხალხის სახით ვისაც ნამდვილად ესმოდა მისი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დასცინის და აქილიკებს ამ მეცნიერებას, ყოველთვის მოიძებნება ადამიანთა გუნდი, რომელთან ნამდვილად ესმით პლანეტების ზემოქმედების როლი ადამიანის ცხოვრებაში.

თარგმანი მოამზადა: თაკო ლომიძემ

წყარო: NewAgeArticles.com

საინტერესო ფაქტები ასტროლოგიის ისტორიიდან

ასტროლოგიამას შემდეგ რაც ადამიანები სულ უფრო მეტი და მეტი ინტერესით შესცქეროდნენ ცას,იმ  იმედით, რომ მიიღებდნენ უფრო ღრმა და ამომწურავ პასუხებს მათ კითხვებზე, ასტროლოგიამ დაიკავა საკმაოდ დიდი ადგილი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ პასუხები სხვადასხვა კულტურის და არა მარტო მის შესახებ მიუთითებს ასტროლოგიის უნივერსალურობაზე.

ვიცით, რომ ასტროლოგიის განვითარება დაიწყო ერთი ნახევარსფეროს ერთი წერტილიდან და მოიცვა მთელი დედამიწა, რაღათქმა უნდა სხვადასხვაგვარად იყენებდნენ, ერთნი მხოლოდ კანონის და სასჯელების მზომად, მეორენი სიყვარულისა და სულიერების, ხოლო სხვანი მშვიდობის, ომის შიმშილის და სხვა მრავლის საზომად. მოცემულია რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ასტროლოგიის ისტორიიდან.

ასტროლოგიის წარმომავლობად იგულისხმება ძველი ბაბილონელები ქრისტეს შობამდე 2 საუკუნით ადრე. მათ აიღეს ციური მოვლენები, რისი მოწმენიც გახდნენ და შეუსაბამეს თავიანთი შესატყვისები, რომ გადმოეცათ ამა თუ იმ მოვლენის შესაბამისი ახსნა. ძირითად მოვლენებს, როგორიცაა, კომეტის გავლა, მეტეორების წვიმა ან დაბნელება მიენიჭათ უკიდურესი მნიშვნელობა, რომ ღმერთები იყვნენ აღშფოთებულები და საჭირო იყო მათი დამშვიდება. ადამიანის მსხვერპლშეწირვა მონაგონია იმასთან შედარებით, რასაც ბაბილონელები თვლიდნენ საჭიროდ, რომ შეემსუქებინათ „ღმერთების“ რისხვა…

პირველად ასტროლოგია გავრცელდა ჩინეთში, ინდოეთში და საბერძნეთში. თითოეული კულტურა მაინც საძირკველს იღებდა ბაბილონელების ასტროლოგირ რწმენიდან, მითებიდან, ლეგენდებიდან და მათ ინტერპრეტაციებიდან. საბერძნეთში ბევრ მითოლოგიის გმირს ქონდა შეთავსებული ვარსკვლავური დატვირთვა, რათა ასტროლოგიისთვის მიეცათ თავიანთი ინდივიდუალური სტილი. ასევე იგივე ხდებოდა ინდოეთში და ჩინეთში, თითოეულ ქვეყანაში აძლევდნენ სხვადასხვა დატვირთვას და ამით ხელს უწყობდნენ ასტროლოგიის პოპულარიზაციას.

ერთ ერთი პირველი მეცნიერები იყვნენ ასტროლოგები,ესენი იყვნენ ასტროლოგები, რომლებმაც შექმნეს პირველი ზუსტი რუქა ვარსკვლავების მოძრაობის, მთვარის ორბიტის და სხვა მრავალი დაკვირვებები აწარმოეს დედამიწაზე. დღესდღეისობით ძალიან ბევრი მეცნიერი უყურებს ასტროლგიას ეჭვის თვალით და აღიქვამს ფსევდო მეცნიერებად, მაგრამ რომ არა წლების წინ ასტროლოგების თავდაუზოგავი შრომა დღესდღეისობით ასტრონომიაც კი ძალიან შორს იქნებოდა ჩვენგან.

ასტროლოგები განა მხოლოდ პირველი მეცნიერები იყვნენ, არამედ რამოდენიმე მსოფლიო დონის ცნობილი მეცნიერი იყო ასტროლოგიის პრაქტიკანტი. მაგალითად: კეპლერი, იუნგა, გალილეო, კოპერნიკი და ბრაჰი. ჩამოთვლილთაგან ყველამ სათითაოდ თავიანთ მოღვაწეობის პერიოდში გარკვეული წვლილი შეიტანეს ასტროლოგიაში.  მარგენალიზაციის პერიოდშიც კი ამ ცნობილმა მოღვაწეებმა არა მხოლოდ წვლილი შეიტანეს ასტროლოგიაში, არამედ თავიანთ ნაშრომებშიც კი გამოიყენეს.

თანამედროვე ენაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასტროლოგიამ. სხვადასხვა სიტყვა, რომელიც გამოიყენება დღეს დღეისობით სათავეს იღებს წარსულის ასტროლოგიურ აზროვნებიდან. მაგალითად – გრიპი – ლათინური გავლენიდან მოდის და სახელი ეწოდა იმიტომ, რომ ჯეროდათ, რომ ეს ავადმყოფობა გამოწვეული იყო პლანეტების და ციური სხეულების ზემოქმედებით ცაში. ასევე სიტყვა კადასტროფა – უბედურება –  მოდის ლათინურიდან და ნიშნავს ცუდ ვარსკვლავს და ბოლოს ყველაზე გავრცელებული სიტყვა-შეშლილი წარმოშობილია ასტროლოგიიდან და მისი საწყისი ფესვი არის ლუნა ანუ მთვარე.

ასტროლოგიას ასევე დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ლიტერატურაზე, ისეთი მწერლები, როგორევიც არიან შექსპირი და ჩოსერი იყენებდნენ ასტროლოგიურ ახსნებს თავიანი გმირების ქცევებში რაღათქმა უნდა საკუთარ ნაწარმოებებში. იდეა რომ სავსე მთვარეს აქვს დიდი გავლენა ადამიანის ქცევაზე ისევე გავრცელებულია როგორც 500 წლის წინ იყო.

განათლებასაც ქონდა  ასტროლოგიასთან კავშირი. შუა საუკუნეების დროს ევროპაში უნივერსიტეტის განათლების ხარისხი გაიყო 7 ცალკეული კატეგორიის მიხედვით.თითოეული ცნობილი პლანეტების მიხედვით. დისციპლინა ცნობილი გახდა, როგორც ლიბერალური ხელოვნება, რომელიც დღესაც გამოიყენება ბევრ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, განვითარდა და დაინერგა თანამედროვე მეცნოერებაში, ხოლო მისი ფესვები მოდის ასტროლოგიიდან.

თითქმის ყველა კულკტურაში ფუნქციონირებდა ასტროლოგია ამა თუ იმ ფორმით. როცა ადამიანებს არ ქონდათ არაფერი კრისტალურად სუფთა ღამის ცის გარდა და რომელზედაც გამუდმებით ხდებოდა ცვლილებები, გარდაუვალი იყო, რომ მიანიჭებდნენ რაიმე მნიშვნელობას, რადგანაც მაშინ მათი ცხოვრება დამოკიდებული იყო მთვარეზე, მზეზე და წვიმაზე და იმდენად გაზარდეს მათი როლი კულტრებში,რომ ჩვენამდეც მოიტანეს.

სხვა სისტემების მსგავსად იყო რთული პერიოდებიც, სისხლისღვრა, ანარქია, მაგრამ ასტროლოგია ყოველთვის ინარჩუნებდა საკუთარ მნიშვნელობას იმ ხალხის სახით ვისაც ნამდვილად ესმოდა მისი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დასცინის და აქილიკებს ამ მეცნიერებას, ყოველთვის მოიძებნება ადამიანთა გუნდი, რომელთან ნამდვილად ესმით პლანეტების ზემოქმედების როლი ადამიანის ცხოვრებაში.

თარგმანი მოამზადა: თაკო ლომიძემ

წყარო: NewAgeArticles.com

პატიოსან ქვათა განაწილება ასტროლოგიური ნიშნით

მინეროლოგიაზაურ ქოქრაშვილი
არსებობს ერთადერთი შრომა ე. ლაზარევისა (1991 წ) რომელსაც, როგორც ძველ აღთქმაში პირველი მღვდელმთავარის – აარონის სამკერდე მოსასხამზე განლაგებული პატიოსანი ქვები, ისე ახალ აღთქმაში მოყვანილი ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები პატიოსანი ქვები, დანაწილებული აქვს ეტლთა ნიშნის მიხედვით, რაც გამოიხატება შემდეგნაირად:

ძველი აღთქმის ქვები

სარდიონი – სასწორი +

ტოპაზი – ღრიანკალი –

ზურმუხტი – მშვილდოსანი +

ქალცედონი – თხის რქა +

საფირონი – მერწყული +

იასპი – თევზები +

გიაცინტი – ვერძი –

აქატი – კურო –

ამეთვისტო – ტყუპები –

ქრიზოლითი – კირჩხიბი –

ბივრილი –  ლომი +

ონიქსი – ქალწული –

ახალი აღთქმის ქვები

იასპი – თევზები +

საფირონი – მერწყული +

ქალკინდონი – თხის რქა +

სმარაგდი –  მშვილდოსანი +

სარდონიქსი – ღრიანკალი –

სარდიონი – სასწორი +

ქრიზოლითი – ქალწული –

ვირილლი – ლომი +

ტოპაზი – კირჩხიბი –

ქრიზოპრასი – ტყუპები –

გიაცინტი – კურო –

ამეთვისტო – ვერძი –

აარონის ქვების შესახებ ე. ლაზარევი აღნიშნავს, რომ თორმეტი რიცხვი დაკავშირებულია ებრაელთა თორმეტ შტოსთან და ზოდიაქოთა ნიშნებთან. იწყებს სასწორიდან, რადგან ებრაელთა უძველესი კალენდარი სასწორიდან იწყებოდა.

რაც შეეხება ახალი აღთქმის ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები პატიოსანი ქვების განლაგებას ეტლთა ნიშნებზე, იგი აგებს პირამიდას, რომლის ძირში ვერძია და თავზე კი თევზები. ამიტომ, პირველ საძირკველს, აგებულს იასპით, უკავშირებს თევზებს.

ამ დაკავშირებებით გამოდის, რომ ორივე სქემაში თევზებს, მერწყულს, თხის რქას, მშვილდოსანს, სასწორსა და ლომს ერთნაირი ქვები აქვთ. აღვნიშნეთ + -ით. დანარჩენ ეტლებს კი სხვადასხვა ქვები შეესაბამებათ. ამ სქემის შესახებ თუ რაიმე ინფორმაციას მოიპოვებთ, გთხოვთ, ჩვენც შეგვატყობინოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტად საყურადღებოა ფრანგების იუველირთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული პატიოსანი ქვების განლაგება: 1 – ეტლთა ნიშნის მიხედვით; 2 – თვეების მიხედვით და 3 – პლანეტების მიხედვით

ეტლთა ნიშნის მიხედვით

ვერძი – წითელი იასპი,

კურო – ყვითელი სარდიონი, ვარდისფერი კვარცი,

ტყუპები – ოქროსფერი ტოპაზი ვეფხვის თვალი,

კირჩხიბი – ქრიზოპრაზი, ავატიურინი,

ლომი – მთის ბროლი, კვარცი,

ქალწული – ტოპაზი, ყვითელი აქატი,

სასწორი – ნარინჯისფრი ტოპაზი, ბოლისფერი ტოპაზი,

ღრიანკალი – წითელი სარდიონი,

მშვილდოსანი – ქალცედონი,

თხის რქა – ონიქსი და კატის თვალი,

მერწყული – ფირუზი,

თევზები – ამეთვისტო

თვეების მიხედვით

იანვარი – გრანატი, ვარდისფერი კვარცი,

თებერვალი – ამეთვისტო, ონიქსი,

მარტი – იასპი, აქვამარინი,

აპრილი – ალმასი, მთის ბროლი,

მაისი – ზურმუხტი, ქრიზოპრასი,

ივნისი – მარგალიტი, მთვარის ქვა,

ივლისი – იაგუნდი, სარდიონი,

აგვისტო – პერიდოტი, ავანტიურინი,

სექტემბერი – საფირონი, ლაზურიტი,

ოქტომბერი – ტურმალინი, ოპალი,

ნოემბერი – ტოპაზი, ვეფხვის თვალი,

დეკემბერი – ცირკონი, ფირუზი.
პლანეტების მიხედვით

მზე – 5.  ლომი – ქრიზობერილი, ალმასი,

მთვარე – 4. კირჩხიბი – მარგალიტი, მთვარის ქვა.

მარსი – 1. ვერძი – იაგუნდი,

8. ღრიანკალი – გრანატი,

მერკური – 3. ტყუპები – ტოპაზი,

6. ქალწული – საფირონი,

იუპიტერი – 9. მშვილდოსანი, ლაზურიტი,

12. თევზები – ამეთვისტო,

ვენერა – 7. სასწორი – გიაცინტი,

2. კურო – გიაცინტი,

სატურნი – 11. მერწყული – აქვამარინი,

10. თხის რქა – შპინელი ცისფერი.

აქ კომენტარი ზედმეტია. ასეთია საფრანგეთის იუველირთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული პატიოსან ქვათა დანაწილება. ჩვენ გავაკეთეთ სქემა, სადაც თვეები შევუფარდეთ ზოდიაქოებს, ამ უკანასკნელებს კი – პლანეტები. სულ სხვადასხვა ქვები უკავშირდება ერთმანეთს.

სულ სხვა ასპექტში არის წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთის იუველირთა ნაციონალური ასოციაციის მიერ წარმოდგენილი პატიოსან ქვათა განლაგების სქემა თვეების შესაბამისი ფერების მიხედვით:

იანვარი – მუქი (თალხი) წითელი – გრანატი,

თებერვალი – იისფერი – ამეთვისტო,

მარტი – მკრთალი ცისფერი – აქვამარინი ან პელიოტროპი,

აპრილი – უფერო – ალმასი ან მთის ბროლი,

მაისი – ხასხასა მწვანე – ზურმუხტი ან ქრიზოპრაზი,

ივნისი – კრემისფერი – მარგალიტი ან მთვარის ქვა,

ივლისი – წითელი – იაგუნდი ან კარნეოლი,

აგვისტო – მკრთალი მწვანე – ქრიზოლითი ან სარდონიქსი,

სექტემბერი – მუქი (თალხი) ლურჯი – საფირონი ან ლაზურიტი,

ოქტომბერი – ნაირფერი – ოპალი,

ნოემბერი – ყვითელი – ტოპაზი,

დეკემბერი – ცისფერი – ფირუზი.

მოყვანილი სქემა, რომელიც დაბადების დროსთან დაკავშირებით ცალკეული თვეების შესაბამისი ფერებისა და ამ ფერების შესაბამისი პატიოსანი ქვების განაწილილებით არის წარმოდგენილი, განხილულია ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, პემოლოგიის ფუძემდებლის, გ.სმიტის შრომებში (1980-1984 წწ.)

იგი აღნიშნავს, რომ ქვების განაწილება თვეების მიხედვით ძირითადად ეყრდნობა მათ ფერს, რის მიხედვითაც გარკვეული თვის ფერს შეესაბამება ამავე ფერის მქონე პატიოსანი ქვა, რომელიც ამ თვის ქვად ითვლება. რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მას შესაბამისად ცვალებადად მიაჩნია.

არ შეიძლება არ გაგაცნოთ ჩვენი აზრი ამ სქემის მიმართ. აპრილის თვეზე გ. სმიტს უფერო უწერია და ამ თვის ქვა ალმასი და მთის ბროლია, მაშინ, როცა აპრილში ბუნება ფერების კორიანტელით ხასიათდება. ამიტომ, რამდენადმე გამართლებულია ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი აღქმის ზეციური იერუსალამისი კედლის ამგები პატიოსანი ქვების განაწილება ეტლთა ნიშნების მიხედვით, სადაც ვერძის ქვა იასპია. იასპი, რომელიც ყველა დანარჩენ პატიოსან ქვებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, ყველა ფერისაა – შავიდან თეთრამდე.

საკმაოდ საინტერესოა ცნობილი რუსი მეცნიერის აკადემიკოს ა.ფერსმანის შრომა (1967 წ.) „ქვები და ცრუმორწმუნეობა“, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არ შევიდა მის ფუნდამენტურ ნაშრომში – „ნარკვევები ქვის ისტორიის შესახებ“, ა. ფერსმანი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საუკუნეებში, სხვადასხვა ერები, ხშირად ქვათილისმებად თვლიდნენ დაბადების თვის მიხედვით განაწილებულ შემდეგ ქვებს:

იანვარი – გრანატი,

თებერვალი – ამეთვისტო,

მარტი – იასპი,

აპრილი – საფირონი,

მაისი – აქატი და ზურმუხტი,

ივნისი – ზურმუხტი და აქატი,

ივლისი – ონიქსი,

აგვისტო – სარდიონი,

სექტემბერი – ქრიზოლითი,

ოქტომბერი – ბივრილი და აქვამარინი,

ნოემბერი – ტოპაზი,

დეკემბერი – რუბინი.

თუ დავაკვირდებით ეს სქემა ეშმაკურად არის შედგენილი. მართალია ამ უნიჭიერეს ებრაელს ერთი სიტყვა არ აქვს ნათქვამი არც ბიბლიაზე და არც ეტლებზე, მაგრამ აქ ჩამოთვლილია ბიბლიის ახალი აღქმის, ზეციური იერუსალიმის კედლის ამგები 12 ქვა ეტლთა ნიშნის მიხედვით, ქვათა დასახელებაში მცირე შეცდომებით.

უნდა დავუშვათ, რომ იანვარი მერწყულის ეტლის შესაბამისია, თებერვალი – თევზების, მარტი – ვერძის, აპრილი -კუროსი და ა.შ. სინამდვილეში ასეც არის, თვეების და ეტლების დაკავშირებას ზოგჯერ ასე აკეთებენ, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. გამოდის, რომ ა.ფერსმანმა თავის სქემაში ბიბლიური ქვების განლაგება მოგვცა ეტლთა ნიშნის მიხედვით, რაც ჩვენი სქემის სისწორეზე მეტყველებს.

ზაურ ქოქრაშვილი

გრავირებული ქვა ჰავორიდან

ბორჯღალოგრავირებული ქვა ჰავორიდან, კუნძული გოთლანდი, შვედეთი. სკანდინავიური მითოლოგიით მგელი (Sköll) ყოველდღიურად ცდილობს მზის გადასანსვლას. ხოლო მისი ძმა (Hati), იგივეს ლამობს მთვარესთან მიმართებაში.

აღსანიშანია რომ გოთლანდი ქვის ხანაშიც იყო დასახლებული – გამოვლენილია მეთევზეთა უძველესი დასახლებები.
არსებობს ადგილობრივი დიალექტიც (Gutniska), ეთნო-სოციალური კლასიფიკაციით ის შვედური ენის ნაწილია.

თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ის პირდაპირ მომდიანრეობს ძველი გუთინური ენიდან (Forngutniska), რომელიც გერმანული ჯგუფის ცალკე ენა იყო და მხოლოდ XVII—XVIII საუკუნეებში შეავიწროვა უშუალოდ შვედურმა. არსებობს შვედური ენის გოთლანდური კილოც, რომელზეც კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობა მეტყველებს.

მოამზადა შალვა ნაკაიძემ

პირველი კოსმოგონია და კოსმოლოგია შუმერეთში

ენლილი
ენლილი (ჰაერის ღმერთი)

მართალია შუმერელებმა ვერ შექმნეს ფილოსოფია ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, მათ აზრადაც  არ მოსვლიათ  ეჭვის ქვეს დაეყენებინათ საგანთა ჭეშმარიტი ბუნება, ამიტომ მათ არ გააჩნდათ ფილოსოფიის ისეთი დარგი , როგორიცაა გნოსეოლოგია (შემეცნების თეორია). მიუხედავად ამისა, შუმერელები მაინც ფიქრობდნენ სამყაროს ბუნებასა და წარმოშობაზე, მის აგებულებაზე და მსოფლიოს სხვა კანონზომიერებებზე.

შუმერელი მოაზროვნესათვის სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს  „ან-ქი“-ს,  რაც  „ცა-მიწა“-ს ნიშნავს. მათი წარმოდგენით დედამიწა ბრტყელი დისკო იყო , ხოლო ცა – ცარიელი სივრცე, რომელიც ზევითაც და ქვევითაც მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა. რა მასალის იყო ეს ზედაპირი  დღემდე გაურკვეველია. მაგრამ რაკი შუმერელები კალას „ზეციურ ლითონს“ უწოდებდნენ , შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ზედაპირი კალისა ყოფილიყო. დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი-„ლილ“ ეს სიტყვა დაახლოებით ნიშნავს ქარს ( ჰაერს, ნიავს , სულს).

მაგრამ ის ვინღაა, ვინც სამყარო შექმნა და აიძულებს მას იმოძაოს, წლიდან წლამდე, საუკუნეთა განმავლობაში?

შუმერელთა აზრით არსებობდა გარეგნულად ადამიანთა მსგავსი ცოცხალ არსებათა მთელი პანთეონი. უკვდავობითა და ზეადამიანური ნიჭით დაჯილდოებულნი,  ეს არსებები სამყაროს მტკიცე და ურყევი კანონების შესაბამისად  წარმართავდნენ. თითოული ეს ანთროპომორფული, მაგრამ ზებუნებრივი არსება სამყაროს ამა თუ იმ ნაწილს განაგებდა მკაცრად განსაზღვრული წესების შესაბამისად. შუმერელთა პანთეონი რაღაც შეკრებილობას წარმოადგენდა  უმაღლესი მმართველის თავჯდომარეობით, მას რანგით მოყვებოდა შვიდი ღმერთი. რომლებიც  „განაგებდნენ ბედისწერას“ და ორმოცდაათი „დიდი ღმერთი“. ეს ღმერთები იყოფოდნენ შემოქმედ და არაშემოქმედ ღმერთებად.

მაინც როგორ წარმოედგინათ შუმერებს სამყაროს შექმნა? ამას ჩვენ ვიგებთ პოემა “გილგამეში, ექინდუ და ქვესკნელის სამეფოს“ შესავალში არსებული სტრიქონებიდან :

ოდეს ცა მიწისაგან განეშორა,

ოდეს მიწა ცისაგან განცალკევდა,

ოდეს კაცობრიობის სახელი დამკვიდრდა,-

მაშინ ანმა ცა წაიღო,

ენლინმა მიწა წაიღო…

თუ ამ სტრიქონებს გავაანალიზებთ დავასკვნით რომ მოცემულია შემდეგი კოსმოგონური წარმოდგენები:

1)      ოდესღაც  ცა და მიწა ერთიანი იყო;

2)      ზოგი ღმერთი ცისა და მიწის გაყოფამდეც არსებობდა;

3)      ცისა და მიწის გაყოფის შემდეგ ცის ღმერთმა  ანმა „წაიღო“ ზეცა, ხოლო ჰაერის  ღმერთმა ენლილმა „წაიღო“ მიწა.

მაგრამ პოემის ეს ნაწილი არც პასუხს იძლევა  და გარკვევითაც არ ეხება შემდეგ ძირითად საკითხებს:

1)      თუ შუმერელთა წარმოდგენით, ცა და მიწა ყოველთვის არ არსებობდა და ოდესღაცაა შექმნილი, ვინ შექმნა ისინი?;

2)      როგორი ფორმის იყო ზეცა და  მიწა მათი წარმოდგენით;

3)      ვინ დააშორა ერთმანეთს ცა და მიწა;

შუმერული ტექსტების შესწავლის შემდეგ ამ კითხვებს პასუხი ეცემა:

1)      ფირფიტაზე, რომელშიც ჩამოთვლილია შუმერელთა ღმერთების სახელები, ქალღმერთ ნამუს სახელი პირველქმნილი ოკეანე აღინიშნება ერთი და იმავე პიქტოგრაფიული ნიშნით, ქალღმერთი მოიხსენიება როგორც ცისა და მიწის დამბადებელი დედა.

2)      მითში „საქონელი და მარცვლეული“ აღწერილია, როგორ იშვნენ ზეცად საქონლისა და მარცვლეულის ღმერთები , შემდეგ კი დედამიწაზე დაეშვნენ.

3)      ენლილმა,-რათა ქვენყნის თესლი სახლიდან აღმოცენებულიყო

მიწისაგან ცის ანშორება გადაწყვიტა,

ცისაგან მიწის განშორება გადაწყვიტა…

„საქონლისა და მარცვლეულის“ პირველ სტრიქონებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ რომ ცა და მიწა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა და  განაშორა  ჰაერის ღმერთმა ენლილმა.

 

ახლა კი შესაძლებელი ხდება შევაჯამოთ შუმერელთა კოსმოგონური წარმოდგენები ანუ წარმოდგენები სამყაროს შექმნაზე.

1)      თავდაპირველად ყოფილა პირველქმნილი ოკეანე, მაგრამ მის გაჩენაზე არაფერია ნათქვამი.

2)      პირველქმნილმა ოკეანემ წარმოშვა კოსმიური მთა. რომელიც შედგებოდა ზეცასთან შეერთებული მიწისაგან.

3)      ადამიანის მსგავსი ღმერთებმა ანმა (ცამ) და ქალღმერთმა კიმ( მიწამ) შვეს ჰაერის ღმერთი ენლილი.

4)      ჰაერის ღმერთმა ენლილმა განაშორა ერთმანეთს ცა და  მიწა.

რაც შეეხება ციური სხეულების -მთვარის, მზის და ვარსკვლავების წამოშობას, ამის თაობაზე არავითარი პირდაპირი ცნობა არ

ინანა.
პლანეტა ვენერას ქალღმერთი ინანა.

არსებობს. მაგრამ  თუ შუმერები მთვარის ღმერთს, რომელსაც ორი სახელი ქონდა- სინი და ნანა- ჰაერის ღმერთ ენლინის შვილად მოიხსენიებენ, შეიძლება ვიფიქროთ რომ  მთვარე მიაჩნდათ კაშკაშა ჰაერის მაგვარ სხეულად, რომელიც  შეიქმნა ჰაერისგან. ხოლო მზის ღმერთი უთუ და  პლანეტა ვენერას ქალღმერთი ინანა ყველა  ტექსტში მთვარის ღმერთის შვილებად მოიხსენიებიან.

შუმერელთა აზრით, ღმერთები ცხოვრობდნენ „ცისა და მიწის“ მთაზე, იქ საიდანაც მზე ამოდის. ან მანამ იმყოფებოდნენ იქ. ვიდრე სამყაროს რომელიმე განსაზღვრულ ადგილას, რომელზეც ისინი ზრუნავდნენ , მათი თავი არ დასჭირდებოდათ. წყაროებიდან ვგებულობთ. რომ მთვარის ღმერთი ნავით მოგზაურობდა, მზის ღმერთი- ეტლით, ქარიშხლის ღმერთი-ღრუბლებით.

შუმერელთა აზრით კოსმოსური და საზოგადოებრივი მოვლენებიჰარმონიულ და განუწყვეტლივ მოქმედებაში იყვნენ ერთი მეორეზე, ისე რომ ერთმანეთს სრულიად არ ეწინააღმდეგებოდნენ. ამგვარ წარმოდგენას შეესაბამებოდა შუმერული სიტყვა „მე“, რომლის ზუსტი აზრი დღემდე არ არის დადგენილი. შეიძლება ვივარაუდოთ. რომ  ამ სიტყვით აღინიშნებოდა წესების და კანონზომიერებათა მთელი კომპლექსი, რომელიც განკუთვნილი იყო ღვთაებათა მიერ შექმნილი საზოგადოებისა და ბუნების ყოველი მოვლენისათვის, ვინაიდან ეს მოვლენები ყოველთვის ემორჩილებოდნენ წინასწარ დასახულ გეგმას.

მოამზადა მარიამ კახიძემ