ოთხი სტიქიის ნიშანი სამყაროში

სტიქიებიადამიანში ყველა ელემენტი იყრის თავს. ისინი ინდივიდუალურად ნაწილდება. პიროვნება სრულყოფილი მათი მეშვეობითაა. სტიქიები ერთმანეთს აბალანსებენ, მამოძრავებელ ძალად გვევლინებიან. სამყარო მათ გარშემოა, ჩვენ კი სამყაროს ნაწილი ვართ.
სამყაროში სამი მიწის სტიქიის ნიშანია – თხის რქა, კურო და ქალწული.

თხის რქა მოქმედებს, კურო მყარად დგას, ქალწული ადაპტირებს. თხის რქა აქტიურად მიილტვის მატერიალიზმის კუთხით აღიარებისკენ და სტატუსის გამყარებისთვის ყველა ღონეს ხმარობს, ის წარმატების მწვერვალზე მიმავალი არსებაა, რომელიც ჯიუტად მიიწევს წინ, მიუხედავად უამრავი სირთულისა. კურო ზრუნავს მატერიალური მხარის გამყარებაზე. ის სამყაროსგან იღებს იმ რაოდენობის ქონებრივ ძალაუფლებას, რამდენადაც თავად საკუთარი ღირსებისთვის ემეტება. ეს გამაძღარი ნიშანია, რომელიც არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და მაქსიმალისტად გვევლინება.

ქალწულის ნიშანი კი მუდმივ ადაპტაციას განიცდის. წინ უამრავი სირთულე ეღობება, მაგრამ ანალიტიკური აზროვნების მეშვეობით და სწორი ნაბიჯებით ცხოვრებაში ხშირად ყველაზე ადვილად იღებს წარმატებას და აღიარებას. შრომის ფასი მათზე უკეთ არცერთმა სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელმა იცის. შესაბამისად, მათი შრომა და საქმისადმი სიყვარული ფასდება.

ჰაერის ელემენტები ემყარება ლოგიკას. ამ სტიქიაშიც სამი ზოდიაქოს ნიშანი იმყოფება – სასწორი, მერწყული და ტყუპები.

სასწორი ვენერასეული ლოგიკით მოქმედებს, მერწყული ურანისეული, ხოლო მერკურისეულ ლოგიკას ტყუპების ნიშანი განაგებს.

სასწორი ამბობს: ” მე მაქვს იდეა, რომელიც უნდა განვახორციელო. ვფიქრობ, ყველა მოიწონებს! თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება ყველაფერმა შეუფერხებლივ განვლოს…

მოდით, მგონი აჯობებს ერთად მოვაგვაროთ ეს საქმე, ხო? ამისთვის არ ვართ?”

მერწყული არ ეთანხმება და პასუხობს: ” იდეის მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ დავალების შესრულება… თავად იდეაში დევს ძალაუფლება! მე ყვალაზე რეალური იდეა მაქვს! იცით, მე უბრალოდ იდეაზე მაქვს საუბარი… ცოტა უცნაურად ჟღერს რასაც ვამბობ, მაგრამ თუ თქვენ ჩემი არ გესმით, ეს იმას ნიშნავს, რომ გიჭირს ამ იდეის აზრს ჩაწვდეთ! არ გინდათ ერთად განვახორციელოთ იგი? დარმუნწბული ვარ ბედნიერების მომტანი იქნება ეს ყველასთვის! ის მასისთვისაა განკუთვნილი, მთელ კაცობრიობას წაადგება!”

– “მეც საქმისყურში ჩამაყენეთ! – გაიძახის ტყუპები. ეს უკანასკნელი აპირებს, რომ თავი მოუყაროს მისი ორი წინამორბედის იდეებს. თუმცა, ჯერ არ იცის რომელია მართალი, გაურკვევლობაში იმყოფება. რომელიმე მხარემ მიაღწია კომპრომისს? იქნებ რამე გამოვტოვე?”

მერწყული და სასწორი მისკენ მიბრუნდნენ და მისი ვარიანტიც აინტერესებთ, თუმცა ტყუპების ნიშნის წარმომადგენელი იქ აღარ იმყოფება… ალბათ სხვა საქმე გამოუჩნდა… ფაქტია, რომ წავიდა!

O.K. მთავარია მშვიდობაა, არავინ ნერვიულობს… ვინ შეძლებს იდეის სამართლებრივად წარმართვას? აუცილებლად ლოგიკაზე დაყრდნობით და მყარი არგუმენტებით…

ემოციის მდინარეში შევცუროთ… აქ წყლის სტიქიის ნიშნები გვხვდებიან – კირჩხიბი, ზოდიაქოს მასაზრდოებელი, წყლის ელემენტებში ყველაზე მოქმედი ნიშანი. ის ჰუმანურობის მხარდამჭერია. იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ხან სენტიმენტალურობის მსხვერპლად გვევლინება, ხან კი დიდებით შემოსილი. მორიელი, ფიქსირებული და გრძნობებში ყველაზე გამჭრიახი ნიშანი, რომელსაც ძალუძს გააპოს თქვენი სული, სანამ ის სამყაროს სიღრმეებში ჩავა. ერთადერთი ნიშანი ტყუპებია, რომლის იმუნიტეტს მორიელი ვერ ამარცხებს, ხოლო ყველა სხვა ნიშანი მისთვის იოლად ხელმისაწვდომია.

ნეპტუნი – პლანეტა, რომელიც წყლის ნიშნის უკანასკნელ წარმომადგენელს ერთნაირად ძლიერად მართავს ხელოვნებასა და რელიგიაში, ამავდროულად ავლენს მავნე ჩვევებისადმი ძლიერი დამოკიდებულებაში ( ალკოჰოლიზმი და ნარკომანია) ეს თევზების ნიშანია, სადაც ყველანაირი სული ერთ მშვენიერებაში იყრის თავს.

ბოლოს ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან მივიდეთ. აქ ტემპერამენტი, ცეცხლი, აფეთქება და ძალაუფლება მეფობს. სამ ზოდიაქოს ნიშანში ნაწილდება. სამივე ინდივიდუალურად გამოხატავს პატივმოყვარეობას, სიამაყეს და ძალაუფლებას. ესენია მშვილდოსანი, ლომი და ვერძი.

მაშინ როდესაც მშვილდოსანი სწავლა-განათლებას უთმობს დროს და ცოდნას თაობებს უნაწილებს, ლომს და ვერძს ჯერაც ვერ გაუყვიათ პირველობა, თუმცა მათ ვერ დავწამებთ უმეცრებას… მათ უბრალოდ ყველაფერი აქვთ გარდა ძლიერი გონებისა, თუმცა ამის კონფისკაციას სამყაროსეული ფორტუნა ახდენს მათი მისამართით.

ადამიანში ყველა ელემენტი იყრის თავს. ისინი ინდივიდუალურად ნაწილდება. პიროვნება სრულყოფილი მათი მეშვეობითაა. სტიქიები ერთმანეთს აბალანსებენ, მამოძრავებელ ძალად გვევლინებიან. სამყარო მათ გარშემოა, ჩვენ კი სამყაროს ნაწილი ვართ.

უნდა გავუფრთხილდეთ…

მოამზადა ლეო ფროიდმა,

დრაცენა დათრგუნულობას ხსნის

დრაცენადრაცენა ატმოსფეროს უხილავი მტვრისგან ასუფთავებს, რაც მშფოთვარე, აღგრძნებული ადამიანის გარშემო იკრიბება. ასეთი უხილავი მტვერი ყველაზე მეტად ოფისებშია. ის ატმოსფეროს ამძიმებს, უშლის ადამიანებს ურთიერთგაგებასა და გულწრფელობაში.

დრაცენას ასტროლოგიური ნიშანია თხის რქა.

სახლის გარემო

სურათზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დრაცენაა გამოსახული. მისი ფოთოლი 50 სმ. აღწევს, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება, რაც მისი თხის რქის სიმბოლოს ქვეშ გაერთიანებითაა განაპირობებული. თხის რქის მმართველი სატურნი ნათლად არის გამოხატული მცენარის სწორ ლულაში.

დრაცენას სატურნი მჭიდროდ არის გარემოცული მერკურით – ფოთლებით. სატურნი მიწის სტიქიის პლანეტაა, რაც ფოთლის დიდ ზომასა და ზრდის ტემპებშია გამოკვეთილი.

მცენარეს მიწიერი, აუჩქარებელი და მშვიდი ხასიათი აქვს. მას სახლის ატმოსფეროს ენერგეტიკის, აზრებისა და გრძნობებისგან გაწმენდა შეუძლია. ამშვიდებს აღგძნებულ, სტრესში მყოფ ადამიანებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი ხართ, დაიდგით დრაცენა სახლში ან სამსახურში.

ემოციური მდგომარეობა

როგორ შეუძლია ადამიანზე მშვიდ, აუღელვებელ დრაცაენას ზემოქმედება? რა თქმა უნდა ძლიერ დამამშვიდებელ სატურნსა და აშკარად გამოკვეთილ მიწის სტიქიას შეუძლიათ ადამაინს შებოჭილობის გრძნობაც კი გაუჩინონ, მაგრამ დრაცენას ფოთლებში ასევე ძლიერია მერკურიც.

მერკურის მეშვეობით დრაცენა ადამიანში დათრგუნულობას ხსნის. მისი ქონა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხოვრება აიძულებს გააკეთოს რაღაც მისი ნების საწინააღმდეგოდ და ამის გამო ემოციურად იტანჯება.

დრაცენასთან ერთად ადამიანი მსუბუქად ეგუება მორჩილებას. შეიძლება მისი ქონა არმიაში ან საპატიმროში უკეთესიც იყოს. მცენარის გავლენით ადამიანი გარემოს ზეწოლის განცდას ამსუბუქებს და მარტივად იღებს ყველაფერს ისე, როგორც არის.

მისი ქონა განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც თქვენ წინაშე მკაცრად შეზღუდულ ვადებში შესასრულებელი დავალებაა.

ჯანმრთელობა

თხის რქა ძვალ-კუნთოვან სისტემას მართავს, ამიტომაც დრაცენა ნებისმიერი ძვლის ტკივილს ამშვიდებს. მშვიდი დრაცენა ადუნებს ადამიანს. სახლში მისი არსებობით მოსახლეები ოსტეოქონდროზული და კუნთოვანი ტკივილებისაგან არიან დაცულნი.

მოამზადა: გივი მატებამ

იპოვნეთ თქვენი ქვა!

qvaჯერ კიდევ ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულოქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, არამედ ატარებდნენ როგორც თილისმას. დღესაც ბევრს სჯერა ამის, სჯერათ რომ ქვები ზემოქმედებენ ადამიანებზე, მათ აურაზე და შეუძლიათ გადასცენ თავისი ძალა ადამიანებს. ნებისმიერი ზემოქმედება კი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

ამიტომ, საჭიროა იპოვნოთ ზუსტად “თქვენი ქვა”, რომელიც თქვენი თილისმა გახდება და დაგეხმარებათ ცხოვრებაში. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის იუველრთა ასოციაციამ შეადგინა რეკომენდაციები, რომელთა ხელმძღვანელობითაც შეძლებთ სასურველი ქვის პოვნას.

აქვამარინი

აქვამარინი შეიძლება იყოს თილისმა ოქტომბრის თვეში დაბადებულთათვის. ეს ქვა დაიცავს მის მფლობელს საშიშროებებისაგან და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან, ავითარებს გაბედულებას. აქვამარინი აცოცხლებს გონებას, კურნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერებისა და ორატორული ხელოვნების განვითარებას. აქვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან იგი აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, ანეიტრალებს კამათს და ჩხუბს. გადმოცემის თანახმად, მისი შეფერილობა იცვლება მფლობელის გუნება-განწყობის მიხედვით.

ალმასი

ეს ქვა მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. მას განსაკუთრებული, უჩვეულო ძალა აქვს! ალმასი ადამიანს დაუმარცხებელს ხდის, გულადობასა და გამბედაობას მატებს. ითვლება, რომ ადამიანს, რომელიც ალმასს ატარებს, შეუძლია მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ეს ქვა ანელებს დაბერების პროცესს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი – ერთ-ერთი მფარველია დედობისა, დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქტიულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ალმასი დაგეხმარებათ გონიერების შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ აბსტრაქტულ აზროვნებას, სულიერ განვითარებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისმა ძლიერმა ენერგეტიკამ შეიძლება ზიანო მოგიტანოთ, თუ თქვენი სულიერი თვისებები და ჩანაფიქრები არ შეეფერება ალმასის სისუფთავეს.

ამეთვისტო

მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, ურჩევენ ატარონ ამეთვისტო. მას კიდევ მოიხსენიებენ “სულიერ” ან “დალოცვილ” ქვად. ამეთვისტოს გამუდმებული ტარება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სულიერი ტკივილებისაგან, მოიპოვოთ სიმშვიდე, წონასწორობა და ჰარმონია. იგი გულწრფელობისა და მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა. ზოგიერთი მას განშორების ქვად თვლის, მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ამეთვისტო ფარდას ხდის სიცრუესა და ღალატს. იგი დაგეხმარებათ ძველი, უბედური სიყვარულის დავიწყებაში და გულს ახალი სიყვარულისათვის გადაგიშლით. ეს ქვა თავის მფლობელს დაიცავს ლოთობისგან და ცდუნებისაგან. თუ თქვენ ფარული ნაკლოვანებები გაქვთ, ამეთვისტო არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას.

ფირუზი

ეს ქვა დეკემბერში დაბადებულთათვისაა. სპარსულიდან იგი “ბედნიერების ქვას” ნიშნავს. მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. იგი შეარიგებს მტრებს, ოჯახში დაამყარებს მშვიდობას, ამას გარდა ფირუზს შეყვარებულების ქვასაც ეძახიან. იგი მუდმივი ახალგაზრდობისა და იმედების სიმბოლოა და სიყვარულში ბედნიერება მოაქვს.

ძოწი

თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი – თქვენი თილისმაა. ეს ქვა აღვიძებს მგრძნობელობას და ვნებას. ასე რომ, თუ თქვენ სიმშვიდე გჭირდებათ, უმჯობესია არ ატაროთ ძოწი, იგი მეტისმეტად აგაფორიაქებთ. მისი ტარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც გადაღლილია ან დეპრესიაშია – იგი დაგიბრუნებთ ცხოვრების ინტერესს, შეგმატებთ სიმხნევესა და ოპტიმიზმს, აგარიდებთ საშიშროებას(განსაკუთრებით მოგზაურობისას), უბედურ შემთხვევებს, დაგიცავთ ღალატისაგან, გათვალვისაგან და ჯადოსაგან(თუ მისი გჯერათ).

მარგალიტი

მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. საერთოდ, იგი ითვლება მხოლოდ ქალურ ქვად. იგი სიწმინდის, სულიერი სისუფთავის, ერთგულებისა და წმინდა სიყვარულის სიმბოლოა, აძლიერებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს და იცავს ნაღველისა და მელანქოლიისაგან. მარგალიტი დაეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ფანატიურად ერთგულ ადამიანებს – აძლევს მათ საშუალებას იაზროვნონ ობიექტურად და ეხმარება შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში. მარგალიტი შეიძლება იქცეს ადამიანის ჯანმრთელობის ან ხასიათის ბარომეტრად. უწესო, ბოროტი ადამიანის ხელში იგი მუქდება ან სულაც იმსხვრევა. ქვის გამუქება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების სიგნალიც.

ზურმუხტი

თუ მაისში დაიბადეთ, თქვენი თილისმა ზურმუხტი შეიძლება იყოს – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძვირფასი ქვა. ამ ულამაზეს მწვანე ქვას ბედნიერების თილისმასაც უწოდებენ. ზურმუხტი დაგიცავთ ყველაფერი ცუდისაგან, მოგანიჭებთ მხიარულებასა და სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიას და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. ამას გარდა ზურმუხტი – ნამდვილი მკურნალია. იგი აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს და მწყობრში მოყავს ორგანიზმის ყველა სისტემა.

ოპალი

ეს ქვა მარტის თვეში დაბადებულთათვისაა. მან თავისთვის წყლის მაცოცხლებელი ძალა აირჩია, ამიტომ ყველაზე მეტად გამოადგებათ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ოპალმა წყლისგან არა მხოლოდ ენერგეტიკა აიღო, არამედ საოცარი ფერებიც. არსებობს ოპალი შავი, თეთრი და მოცისფრო ელფერით. ამასთან, ქვას შეუძლია ფერის შეცვლა: თუ იგი გაღიავდა – კარგი ამბავი მოხდება, ხოლო თუ გამუქდა – ცუდს უნდა ელოდოთ. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებას და მეგობრული და ნათესაური კავშირების გამყარებას.

ლალი

მათთვის, ვინც ივლისში დაიბადა. ეს არის ძალაუფლების, სიძლიერის და ცეცხლის სიმბოლო. მისი სტიქია – სიყვარულია. წითელი ლალი შეყვარებულების გულებში ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს. ლალი – ლიდერების ქვაა. იგი მათ ანიჭებს ძალას, უშიშარობას, ახალ გამარჯვებებს ჰპირდება და შემოქმედებით იმპულსებს. ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და დაეხმარება მათ კომპლექსებისაგან თავის დაღწევაში. ამას გარდა, ლალი დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.

საფირონი

ეს ქვა თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. იგი “ბრძენების” ქვაა და კეთილშობილების სიმბოლოა, რომელიც კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს. იგი აძლიერებეს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისაკენ. საფირონი ავითარებს მეხსიერებას, აღვიძებს შეცნობის სურვილს და იწვევს შემოქმედებით შთაგონებას. საფირონი თავის მფლობელს დაიცავს ჭორებისა და შიშისაგან, დაიცავს მოგზაურობების დროს. მაგრამ იგი ძლიერ პიროვნებებსა და ალტრუისტებს ეხმარება, ეგოისტებს კი სარგებლობას არ მოუტანს.

ტოპაზი

ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. იგი ცნობილია, როგორც “მძიმეწონიანი” – რადგან ადამიანს გადასცემს სხვებზე ზემოქმედების შესაძლებლობას. მის მფლობელებს შეუძლიათ გარშემომყოფები თავის ნებას დაუქვემდებარონ და შთააგონონ საკუთარი აზრები. ზოგიერთები ტოპაზს შინაგანი გაბრწყინების ქვასაც ეძახიან. იგი ამძაფრებს რეაქციას გარემოს მიმართ, ავითარებს ინტუიციას, ფარდას ხდის საიდუმლოებებს და რაც მთავარია, მფლობელისათვის სიმდიდრე მოაქვს.

ქრიზოლითი

თილისმას წარმოადგენს აგვისტოში დაბადებულთათვის. დაგიცავთ ცეცხლისა და ხანძრისაგან, საშიშროებებისაგან და ღამის კოშმარებისგან. ამ ქვას ნორმალიზებაში მოყავს ნერვული სისტემა, მოგაშორებთ შურის შეგრძნებას, დაგიცავთ სულელური საქციელისაგან და უწმაწური სიტყვებისაგან. დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს მეგობრობას და ოჯახურ ბედნიერებას. არ არის საჭირო ქვა-თილისმების სპეციალური დამუხტვა – საოცარი ძალა მათ ბუნებამ მიანიჭა. მაგრამ ნუ იჩქარებთ მის ტარებას შეძენისთანავე. სამკაული უმჯობესია ერთი კვირით თქვენი ძვირფასეულობის ზარდახშაში ჩადოთ, რადგან სხვაგვარი ამულეტებისაგან განსხვავებით, ქვები მაშინვე ზემოქმედებას არ იწყებენ. იგი უნდა მიეჩვიოს ახალ მფლობელს, ხოლო მფლობელი – მას. ყველაზე მოქმედ, საიმედო და ძლიერ თილისმად ითვლება ის ქვები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მაგრამ სახელდობრ მათ სჭირდებათ მიჩვევისათვის მეტი დრო.

2003 წლიდან დედამიწაზე იისფერი რასა შემოვიდა

ინდიგომ. ცაგარელი

კაცობრიობამ, დღემდე, 5 რასის გზა გაიარა..
ცისფერი რასა – ამ რასის წარმომადგენლები არიან სემიტური ხალხის წინაპრები, ანუ ასირიის, ბაბილონის, შუმერის მცხოვრებლები. მათ მოიტანეს საზოგადოებაში რიცხვთა ნუმეროლოგიის, მათემატიკის, ასტროლოგიის ცოდნა. ცისფერი _ ცოდნის, გაცნობიერებული ქმედების ფერია; ყველა რასამ გარკვეული შეცდომები დაუშვა _ მათი ცდუნება, შეცდომა, ცოდვა იყო ღმერთისა და შავი ძალებისადმი ერთდროული მსახურება.

იმ ქაოსიდან გამოსაყვანად, რაც ცისფერმა რასამ დედამიწის დამართა, საჭირო იყო სხვა ვარსკვლავთა სისტემიდან ახალი რასის შემოყვანა, ამიტომ დედამიწას მოევლინა ყვითელი რასა – ამ რასის წარმომადგენლები იყვნენ აღმოსავლელი ხალხის წინაპრები, რომლებიც დედამიწაზე გედისა და ლირას თანავარსკვლავედიდან მოვიდნენ. მათ თან მოიტანეს ჰარმონიისა და მთლიანობის შენახვის რიტუალები:

მანტიკა, მკითხაობა და ისეთი სხვა მიწიერი კანონები, რომლებიც ჩვენთვის დღესაც ცნობილია და დღევანდელი კოსმიური კანონების ანარეკლს წარმოადგენს. ისინი დადგნენ არჩევანის წინაშე – არ შეუერთდნენ არც ნათელ და არც ბნელ ძალებს, ამიტომ მათი განვითარება შეჩერდა, რის გამოც დაკარგეს კავშირი კოსმიურ კანონებთან.

შავი რასა – დედამიწაზე მოვიდა ყვითელი რასის შემდეგ. იგი დაკავშირებულია დედამიწის ცენტრთან, ლემურიასთან, რომელიც გადმოცემების მიხედვით დღეს ინდოეთის ოკეანის ფსკერზე იმყოფება. იგი მდებარეობდა მადაგასკარისა და შრილანკას კუნძულებს შორის. მათი წინაპრები დედამიწაზე მოვიდნენ ორიონის თანავარსკვლავედიდან. მათი შთამომავლები დღეს შავი რასის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკისა და ინდოეთის სამხრეთში, ასევე წყნარი ოკეანის დასავლეთით.

მათი სულიერი გზა _ სექსუალურ ენერგიებთან, სულებთან, სტიქიებთან მუშაობა, მაგიისა და ტანტრის შემოტანაა, ხოლო ცოდვა – ღმერთზე უარის თქმა და შავი ძალებისადმი მსახურება. შედეგად _ დაირღვა სამყაროს მთლიანობა, გაჩნდა შავი მაგია, კანიბალიზმი.

შავი რასის შემდეგ დედამიწაზე მოვიდა წითელი რასა. იგი უკავშირდება კასიოპეას თანავარსკვლავედს, საიდანაც მოვიდნენ ე. წ. ატლანტები და შექმნეს უზარმაზარი სახელმწიფო – ატლანტიდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე ძევს. მათი შთამომავლები ინდოელები და ძველი ეგვიპტელები არიან. ისინი ცხოვრების გახანგრძლივებას ალქიმიის გზით ცდილობდნენ. მათ თავიდან სინათლე ანუ ნათელი გზა აირჩიეს, შემდეგ კი ბნელეთისაკენ გადაუხვიეს. Aმის შედეგად გაჩნდა რთული დაავადებები, ხელოვნური ადამიანები – ე. წ. ზომბები.

მათ ისწავლეს სხვების დამორჩილება მაგიის გამოყენებით. Dამის სასჯელად დაიღუპნენ არამარტო კონკრეტული ადამიანები, არამედ დაისაჯა მთლიანად ატლანტიდა, საერთოდ `გაქრა~, ოკეანის ფსკერზე ჩაეშვა.

შემდეგ მოვიდა თეთრი რასა – ეს არის რასა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელსაც ჩვენ განვეკუთნებით. თეთრი რასა დედამიწაზე მოვიდა დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან. ეს რასა თავდაპირველად ცხოვრობდა არქტიკის კუნძულზე, რომელიც მაშინ თავისუფალი იყო ყინულისაგან. ამ რასის სულიერი ცხოვრება მთლიანობაში, ნათელი ძალებისკენაა მიმართული.

მათ მოიტანეს სიკეთისა და ბოროტების ცნება, ინფორმაცია დროის შესახებ, მაგრამ ასევე ჰქონდათ ცოდვები, ანუ ღვთიური კანონების დავიწყება, გადამეტებული სიამაყე, ამბიციები, სიჯიუტე, რამაც დააუძლურა ეს რასა და თანდათანობით წაართვა შავ ძალებთან ბრძოლის ძალა.

2003 წლიდან დედამიწაზე იბადებიან იისფერი რასის წარმომადგენლები. ეს არის რასა, რომელმაც გაიარა წინაპრების 5 გზა. ის აერთიანებს იმ ხუთ რასას, რომელიც აქამდე მოვიდა. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ 2003 წლის შემდეგ, უკვე შეესაბამებიან იისფერ რასას და ეს იქნება ყველაზე განვითარებული რასა დედამიწაზე, ვინაიდან მათში ისინი იცავენ წინა 5 რასის სიბრძნეს.

იისფერი _ ღვთიური ფერია, რომელიც კრავს 7 ძირითად ფერს. მომავალში კიდევ ერთი რასა მოვა. იისფერი რასის წარმომადგენლებს ახალი ფუნქცია ეკისრებათ. ისინი გააერთიანებენ იმ დადებითს, რაც წინა რასებს ახასიათებდათ, მაგრამ მათ შეიძლება ნეგატიურიც ჰქონდეთ, ამიტომ ეს საუკუნე ძალიან მნიშვნელოვანია _ რა გზით ივლიან, რა არჩევანს გააკეთებენ, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ანუ, საბოლოო ჯამში, დედამიწა გადარჩება თუ ატლანტიდის ბედს გაიზიარებს _ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება იისფერი რასა. სწორედ ამისდა მიხედვით ღმერთი ან დაგვსჯის, ან კიდევ მოგვცემს საბოლოოდ განთავისუფლების საშუალებას, რომელსაც მე-7 რასა დააგვირგვინებს.

ფაქტობრივად იისფერ რასას აქვს საშუალება, რომ მე-7 რასა აღარ მოიყვანოს. იისფერი მესამე თვალის ფენომენია, ანუ ის წერტილი, საიდანაც ადამიანს ყველაზე მეტად შეუძლია ღმერთთან დაკავშირება; ამიტომ ამ რასამ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი საკუთარ თავს, რომ მისი გზა იყოს არა სხვათა დამორჩილების, არა მაგიის, არა შავი ძალების, არამედ ღვთისკენ, ნათელისკენ მიმავალი გზა.

მალე ყველა დაინახავს, რომ იისფერი რასის წარმომადგენლები ჩვენგან ძალიან განსხვავებულნი არიან თავიანთი გონება-გამჭრიახობით, უნარებით, სულიერებით. უფრო სწრაფად ითვისებენ კოსმიურ ინფორმაციას. მათში დაბადებითაა ჩადებული საოცარი ინტუიცია და ნათელხილვის ნიჭი.

ეს, მართლაც, სუფთა და მაღალი სულიერი განვითარების და ადამიანები არიან, რომელთა მისიაც თეთრი რასის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ბოროტების დამარცხება, სინთლეზე, სიკეთეზე ორიენტირებაა. სწორედ ეს გადაარჩენს სამყაროს!

ჩვენ და ბუნება ერთნი ვართ

ბუნება ჩვენ ირგვლივ სილამაზის, სიყვარულისა და დაუშრეტელი შესაძლებლობების სამყაროა. ბუნებას, ისევე როგორც მთლიანად სამყაროს საკუთარი კანონ-ზომიერება გააჩნია.

გარკვეული კანონების, დაცვა დედამიწის თითოეული მაცხოვრებლისთვის აუცილებელია, რადგან მათი დარღვევის შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგ ავტომატური დამსჯელი მექანიზმი იწყებს მოქმედებას.

კონკრეტულად რა კანონ-ზომიერება აქვს ბუნებას? სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის ნებისმიერ მოქმედებას უარყოფითს ან დადებითს შედეგად მოყვება შესაბამისი უკუ რეაქცია, ანუ, რასაც ვაკეთებთ ის გვიბრუნდება ისეთივე დოზით როგორსაც გავცემთ.

თუ ვაკეთებთ სიკეთეს გვიბრუნდება სიკეთე, თუ ვაკეთებთ ცუდს -გვიბრუნდება ცუდი.

ამიტომ, ადამიანი უნდა ეცადოს რაც შეიძლება მეტი სიკეთე და დადებითი მუხტის მატარებელი საქმე აკეთოს აკეთოს, გაუფრთხილდეს ბუნებას და არ გაანადგუროს. ხელი შეუწყოს მის სრულყოფას და მისგან მიღებული სიკეთე დამსახურებულად მიიღოს.

ყოველთვის, როდესაც თუნდაც ერთი ბეწო ქაღალდის ქუჩაში დაგდებას გაიფიქრებთ მაშინვე გაანალიზეთ ის, რომ ამ „უჩინარი“ ნაგლეჯით ბუნებას და საკუთარ თავს აბინძურებთ. ჩვენ, ადამიანები სამყაროს ისეთივე შვილები ვართ როგორც მცენარეები, ცხოველები და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური სიმდიდრით აღჭურვილნი, უკვე წლებია სამყაროში საკუთარი ჩვენდასაზიანოდ ვმოქმედებთ ჯერ კიდევ არის დრო დაფიქრების, შეჩერების, გადარჩენის…

პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვისთვის მცენარეები რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეს ბევრმა ვიცით, თუმცა შეიძლება არ ვიცოდეთ რომ ამ პროცესში თავად ადამიანსაც სერიოზული როლი აკისრია.

ჩვენი პლანეტა დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა. მასზე სიცოცხლის ჩამოყალიბებას მილიონობით წელი დასჭირდა და ეს ეტაპობრივად მოხდა.

სიცოცხლე პირველად წყალში წარმოიქმნა. იქ, სადაც მზის და კოსმოსის უარყოფითი ენერგიები ვერ აღწევდა და მიკრო ორგანიზმები სწრაფად ვითარდებოდნენ.

ოკეანეებში გაჩენილმა მცენარეებმა გამოყვეს ნივთიერება ატმოსფეროს და ოზონის შრის წარმოსაქმნელად. ეს ხანგრძლივი ქიმიური პროცესი საუკუნეები გაგრძელდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ მცენარეებს ხმელეთზე არსებობის საშუალება.

ოკეანეშივე წარმოიშვა ცხოველური სამყაროც და სიცოცხლემ ოკეანიდან გადაინაცვლა ხმელეთზე. იმ დროინდელი მცენარეები და ცხოველები აღწევდნენ გიგანტურ ზომებს და ბევრად განუვთარებელნი იყვნენ ვიდრე დღეს.

ხმელეთზე მცენარეების აქტიურობამ და ატმოსფეროსთვის საჭირო ნივთიერებების მეტი რაოდენობით გამოყოფამ ხელი შეუწყო ოზონის შრის სრულყოფას, შესაბამისად, მაშინ ბუნება უფრო მეტად იყო დაცული მზისა და კოსმოსის უარყოფითი ენერგიისგან.

სიცოცხლისთვის უფრო მაღალგანვითარებული ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბების საშუალება გაჩნდა. ძველი ატმოსფეროს პირობებს მიჩვეული დინოზავრები თანდათან გადაშენდნენ. ამ პროცესს ხელი ეტაპობრივი გამყინვარების პერიოდებმაც შეუწყო და პოლუსების ცვლამაც შეუწყო… ატმოსფერული ცვლის პროცესი დღესაც მიმდინარეობს და გლობალური დათბობას სახელითაა ცნობილი.

სამყაროში სიცოცხლის განვითარების ეს ურთულესი პროცესი დღეს , ადამიანის გამო, საფრთხის წინაშე დგას.

ბოლო მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობა 7 მილიარდს აღწევს. განვითარებული სამყარო დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტ მცენარებს, ხესა თუ ცხოველს ანადგურებს. ფლორის და ფაუნის სიკეთეს საკუთარი კომფორტისა და ყოველდღიურობის გასამარტივებლად მოვიხმართ ისე, რომ თითქმის არასოდეს ვფიქრდებით – ბუნების რესურსი დაუშრეტავი სულაც არ არის.

თუ არ იქნება საკმარისი მცენარეები ატმოსფეროში ვერ წარმოიქმნება ოზონის შრისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტები, გაქრება ატმოსფერო, გადაშენდებიან ცხოველები და მათ შორის, ჩვენც. დარჩება მხოლოდ წყალი…

მეცნიერები უკვე წლებია ამ საკითხზე მუშაობენ და ყოველდღიურად ეძებენ გამოსავალს „გამოუვალი სიტუაციიდან“ რომელსაც მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, მანქანად ქცეული კაცობრიობა ბრმად და წინდაუხედავად ქმნის.

დედამიწის გადარჩენის საკითხი თითოეული ჩვენგანის ხელშია. პროცესი კი იწყება ყოველი ღიმილიანი დილით, არდაგდებული ქაღალდით, განეიტრალებული ბრაზით, ბოღმის ჩახშობით და სიკეთით. ჩადენილი სიკეთით ერთმანეთის და სამყაროს მიმართ, გაღებული „მსხვერპლით“ ბუნების ხარჯზე და იმის ხსოვნით, რომ ჩვენ, ყველა, ერთმანეთის კანონ-ზომიერი ნაწილი და გაგრძელება ვართ…

სამყარო კანონ-ზომიერია!

მოამზადა: მისტერ მიდგარმა

სასარგებლო ვიტამინები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველამ იცის, რომ ხილი სავსეა ვიტამინებით და ის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ვიტამინები კი გვეხმარება სილამაზის და ჯამრთელობის შენარჩუნებაში. ხილის მიღება ყველა ადამიანისთვისაა აუცილებელი.

გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელშიც მითითებულია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად, რომელი ხილი და ვიტამინებია თქვენთვის ყველაზე სასარგებლო და აუცილებელი ჯამრთელობის გასაუმჯობესებლად.

ვერძი – მართველი – მარსი.
ვიტამინები: A, B1, C
ხილი: ვაშლი, ლიმონი, ფინიკი.

კურო – მმართველი – ვენერა;
ვიტამინები: A, E
ხილი: ალუბალი, მსხალი, საზამთრო.

ტყუპები – მმართველი – მერკური;
ვიტამინები: B, C, E, D.
ხილი: ნებისმიერი.

კირჩხიბი – მმართველი – მთვარე;
ვიტამინები – B2, E, C
ხილი: ყველა სახის ციტრუსი.

ლომი – მმართველი – მზე;
ვიტამინები: C, E
ხილი: შავი ქლიავი, ვაშლი, ლეღვი, ციტრუსები.

ქალწული – მმართველი – მერკური;
ვიტამინები: B ჯგუფის
ხილი: ბანანი, ციტრუსები.

სასწორი – მმართველი – ვენერა;
ვიტამინები: A, E
ხილი: ლეღვი, მარწყვი, ციტრუსები.

ღრიანკალი – მმართველი – მარსი;
ვიტამინები: B, C, E
ხილი: ქლიავი, ლეღვი და ასევე, ყველანაირი ხილი (რაც მეტი – უკეთესი).

მშვილდოსანი – მმართველი – იუპიტერი;
ვიტამინები: C, E
ხილი: ჟოლო, ციტრუსები.

თხის რქა – მმართველი – სატურნი;
ვიტამინები: A, C, E
ხილი: ალუბალი, ქლიავი, მაყვალი, მარწყვი, ციტრუსები.

მერწყული – მმართველი – ურანი
ვიტამინები: B 12, D
ხილი: ციტრუსები, კივი

თევზები – მმართველი – იუპიტერი;
ვიტამინები: E, D, C
ხილი: ვაშლი, ყურძენი.

მოამზადა თიკო ჩხაიძემ

cyperus papyrus დაგიცავთ მოლაყბეთაგან

განუწყვეტლივ ლაპარაკს, როგორც მოსაუბრესთვის, ასევე მსენელისთვისაც ბევრი ზიანისმოტანა შეუძლია. ხმას ჰაერი მოძრაობაში მოჰყავს. თუ ხმა ცარიელია, მოძრაობაც არაფრის მაქნისი იქნება და ატმოსფეროს ენერგიას გამოაცლის. ციპერუს პაპირუსის ასტროლოგიური ნიშანია თევზები.

სახლის გარემო

ამ მცენარის გარეგნობიდან გამომდინარე, უკვე ნათელი ხდება როგორ ზეგავლენას იქონიებს ის სახლზე. ციპარუსს საინტერესო, ძაფისებრი ფოთლები აქვს. სხვა მცენარეების ფოთლების მსგავსად, მათაც ენაწყლიანი მერკური მართავს. მაგრამ ციპარისის ფოთლებში დასახლებული მერკურის ენა, უკლებლივ ყველაფერზე, განუწყვეტლივ მოლაპარაკეს მოგვაგონებს.

ციპარის პაპირუსი კარგია იქონიოთ სახლში, სადაც მოსახლეები და ხშირი სტუმრები გაუჩერებლად საუბრობენ და ლაპარაკი თვითგამოხატვის ძირითადი წყაროა.

სახლში, სადაც უაზრო ლაპარაკის მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ, ენერგეტიკა შეიძლება ძალიან „გადაღლილი“ იყოს, რაც საბოლოოდ მოსახლეების ემოციანალურ და ფიზიკურ გადაღლას იწვევს. სწორედ ამისთვისაა კარგი ციპერუს პაპირუსი, რომელსაც გარემოს, ცარიელი ხმებისგან დაცვა შეუძლია.

ის ახშობს ხმაურს და მოსახლეებსა და ატმოსფეროს გამოფიტვისაგან იცავს.

ფოთლების განმგებელი მერკური, ენის მართვის გარდა, თავისი ბუნებით საკმაოდ ცბიერი და მატყუარაა, პაპირუსის წვრილი ფოთლები მერკურის მეწვრილმანეობას უსვამს ხაზს. ამიტომაც პაპირუსი, ცბიერი ადამიანების აზრობრივი ენერგეტიკის და სიტყვებისაგან ატმოსფეროს საუკეთესოდ იცავს.

ემოციური მდგომარეობა

ფოთლებს არა მხოლოდ ატმოსფეროს განწმენდი თვისება გააჩნია. მათი განმგებელი მერკური, ჩვენი ყოფის მრავალ თემას განაგებს, მათ შორის საწყის განათლებასაც.

რადგან პაპირუსის მრავალრიცხვოვანი ფოთლები ძალიან წვრილია, მცენარე ეხმარება ადამიანს მრავალმხრივი (თუმცა ზედაპირული) განათლების მიღებაში.

შიძლება ითქვას, პაპირუსი ერთგული მეგობარია, მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში რამდენიმე მეცნიერებაზე შეიქმნას წარმოდგენა.

პაპირუსის ქონა კარგია იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ ყოფნის დრო საგნის სიღრმეების შესასწავლად, მაგრამ საქმიანობიდან გამომდინარე მრავალფეროვანი დისციპლინების შესწავლა და ინფორმაციის კურსში ყოფნა უწევს.

პაპირუსი ინფორმაციის სწრაფად მიღებაში ეხმარება.

საინტერესოა, რომ პაპირუსი სხვა ციპერუსების მსგავსად, ნიადაგის მუდმივ დანოტივებას მოითხოვს. მისი ფესვები ყოველთვის წყალში უნდა იყოს. ასეთი გარემოებით მცენარე წლის სტიქიასთან კავშირის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ ამ თვისებაში პაპირუსის ადამიანზე ზეგავლენის სიმბოლოც იმალება. ფესვი მიწის სტიქიასთანაა დაკავშირებული, წყალი კი ემოციების სიმბოლოა. ამიტომაც პაპირუსი ყოველდღიური რუტინისგან გაქცევის მსურველის კარგი დამხმარეა. ციპერუსი მკვეთრად ანვითარებს რეალური, ფიზიკური მოვლენების წინათგრძნობის განცდას.

ჯანმრთელობა

თევზები სისხლის პლაზმას, ლიმფურ და ენდოკრინოლურ სისტემას მართავს. პაპირუსი მის წვრილ ფოთლებში „მაცხოვრებელი“ ზემსუბუქი მერკურის წყალობით, განმწმენდად მოქმდებს თევზების მიერ მართვად სისტემებზე, რაც ორგანიზმის სისუფთავეს განაპირობებს. პაპირუსი იგივე მერკურის დახმარებით ძილსაც ამსუბუქებს და ადამიანს რელაქსაციაში ეხმარება. მცენარის ქონა კარგია საძინებელში მათთვის ვისაც გამოსაძინებლად ათზე მეტი საათი ჭირდება, ხვრენს ან ძილში ლაპარაკობს.

მოამზადა: გივი მატებამ

მზის ენერგიით სავსე Maranta

ღამით მარანტას ფოთოლი ერთგვარ მილად იხვევა და ფეხზე დგება. ასეთ უცნაურ ქცევაში მცენარის ერთ-ერთი თვისება იმალება. უჩვეულო ფორმით, სამფერა მარანტა მცენარეზე მეტად, ულვაშებიან ცხოველს უფრო ჰგავს.

სახლის გარემო

მარანტა მერწყულია. მის ბარხატოვან მწვანე ფოთლებზე ნათლად გამოდის წითელი ფერი, ხოლო მის შუაგულში ყვითელი ლაქებია.

ნებისმიერი მცენარის ფოთოლს მერკური მართავს, ხოლო მარანტას მერკური ცეცხლოვან-წითელ მარსსა და ყვითელ მზესთანაა გაერთიანებული.

მარსი – აქტიურობის პლანეტაა, მზე – დადებითი თვისებების, შემოქმდებისა და ლიდერობის, მერკური კი ხალხს უყრის თავს. მარანტას ქონა კარგია სახლში, სადაც აქტიური, საინტერესო ადამიანები იკრიბებიან და თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

მარანტა თითქოს სივრცეში, ყოველი ადამიანისთვის პირად კორიდორს ქმნის და მათ შეჯახებისაგან იცავს. მარსი და მზე ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან და ჰაერის ნიშნის კუთვნილების მიუხედავად, მარანტასაც ცეცხლოვანი ხასიათი აქვს. ეს მარანტას აგრესიის შთანთქვის შესაძლებლობას აძლევს.

ემოციური მდგომარეობა

ფოთლების მმართველი მერკური მზის უახლოესი პლანეტაა, მაგრამ ღამეს მთვარე მართავს და მარანტას ფოთლები უმოქმედოდ არიან.

ღამით მარანტა ადამიანს ადუნებს, ამიტომაც უძილობით შეპყორობილისთვის კარგია მის სიახლოვეს ყოფნა. სხვა ჭრელფოთლოვანებისაგან განსხავებით, კაშკა სინათლეზე მარანტას ფოთლები ღიავდება, ანუ მზე მარანტაში ახშობს მერკურს.

მზე ასტროლოგიაში ხელოვნებასთან, სიყვარულთან და განცდებთანაა დაკავშირებული, ხოლო მერკური – მოქმედების პლანეტაა. მარანტა, შეიძლება ითქვას, მათთვისაა შექმნილი, ვინც ბევრს მოძრაობს, ყველაფერს ედება, მაგრამ საყვარელ საქმეს ვერ პოულობს.

ის ეხმარება ადამიანს ჩვეულ საქმიანობას დროებით ჩამოშორდეს და გაერკვეს რეალურად რა სურს მას და აღმოაჩინოს სად შეუძლია საკუთარი თავის სრული რეალიზება. ეს თვისება მარანტას განსაკუთრებულად სასარგებლოს ხდის იმედგაცრუებული ადამიანებისთვის.

მზის, მარსისა და მერკურის სამფერა მარანტაში გაერთიანებამ, მცენარეს მერკურიანული საქმიანობების (ურთიერთობა, სწავლა, კომერციული საქამიანობები და ა.შ.) აჩქარების უნარი შესძინა.

მისი დახმარებით ადამიანი უფრო მსუბუქი ხდება ურთიერთობისას, მარტივად აბავს ნაცნობობას, პოულობს საერთო ენას და თავად ურთიერთობის ფაქტი ხდება უფრო სასიამოვნო. რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, ის ადამიანს საქმიდან სწრაფი შემოსავლის მიღების გზების მოძებნაში ეხმარება.

ჯანმრთელობა

მზისა და მარსის ხასიათით გაჟღენთილი მარანტა, ადამიანს ორგანიზმს უთბობს. ის ენერგეტიკულ ველს გაცივებისგან იცავს და შესაბამისად გაცივებასთან დაკავშირებულ ყველა დაავადებას ებრძვის.

მოამზადა გივი მატებამ

მორიელი უდაბნოს კაქტუსები

კაქტუსის სხვადასხვა სახეობა, ატმოსფეროს ჰარმონიას სხვადასხვა ხასიათის ადამიანისაგან იცავს. მაღალი, კოლონისებრი კაქტუსი, გარეგნულად მშვიდი, აუღელვებელი ადამიანის ემოციურ აფეთქებას იწოვს.

სახლის ატმოსფერო

უდაბნოს კაქტუსების ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მასში, როგორც სხვადასხვა ფერის ყვავილოვანი, ასევე სხვადასხვა ფორმის ღეროვანი კაქტუსი შედის, რომლებსაც წყლიანი ლულა და სახეცვლილი ეკლიანი ფოთლები აერთიანებს.

სწორედ ამ ორ საერთო აღწერლობაშია დაფარული ატმოსფეროს გამწმენდი თვისება.

სითხით გაჯერებული ღერო – მკაცრი სატურნისა (ღეროს მმართველი) და ემოციონალური მთვარის სინთეზია. ხოლო ეკლებში ჩასახლებული მარსი, კაქტუსის ფეთქებად ხასიათზეა პასუხისმგებელი.

შედეგად უდაბნოს კაქტუსი, ატმოსფეროში ასეთი იმპულსების გამოვლინებას იწოვს და განსაკუთრებით სასარგებლოა იქ, სადაც მოსახლეებს ან მათ სტუმრებს ხშირად ემართებათ სიბრაზის შეტევები.

მკვეთრი ემოციური გამოვლინებების მოულოდნელ აფეთქებებს ატმოსფეროს სტრუქტურის გამოწვა შეუძლიათ, რასაც აგროვებს კიდეც კაქტუსი და თავის წყლიან სხეულში ახშობს.

სფეროსებრი კაქტუსი ატმოსფეროს ჭარბ წონასთან მიახლოვებული ადამიანის აფეთქებისაგან იცავს, ხოლო მოძრავთა და ლაპარაკის მოყვარულთა ენერგეტიკული დაბინძურების გასაწმენადად – თითისებრი ლულის მქონე კაქტუსია.

ემოციური მდგომარეობა

ყოველი მჩხვლეტავი კაქტუსი ნათლად გამოკვეთილი მორიელია. მორიელის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო თვისება წყენაა, რაც წყლის სტიქიისა და მარსის კავშირითაა განპირობებული.

მარსის გავლენის ქვეშ, მორიელი მარტივად იტაცებს საწყენ სიტყვებს ან გამოხედვასაც კი, წყლიან ფსიქიკაში ინახავს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხარშავს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაბრაზებული ცხოვრება სულაც არაა მარტივი. ამიტომ, თუ თქვენ ამ სახის ჩვევები გახასიათებთ, დარგეთ თქვენს სიახლოვეს ეკლიანი, მჩხვლეტავი კაქტუსი. არც ასეთი ჩვევის მატარებელი მეგობრები დაივიწყოთ.

თითისებრთა კაქტუსები მათთვისაა, ვინც სიტყვაზე უფრო ღიზიანდება. სფერისებრი – არასაურველი გრძნობების გამოვლინებაზე და კოლონისებრი – ქცევაზე.

გულჩათხრობილობა – მორიელის საკმაოდ უარყოფითი თვისებაა, მაგრამ ის მხოლოდ წყენით არ იფარგლება. ის შურისძიებისათვის ხელსაყრელ მომენტსაც ელოდება. ასეთი გარემოებისთვისაა სფეროსებრი კაქტუსი, რომელიც ადამიანებს შურისძიების სურვილს აცლის. თუ მოსაუბრეთა შორის კაქტუსია, ტექსტში საწყენი სიტყვები ნაკლები იქნება.

ორი, ურთიერთგამანადგურებელი სტიქია – წყალი და ცეცხლი, კაკქტუსში ჰარმონიულად ცხოვრობს და ეს მოვლენა, კაქტუსს კიდევ ერთ თვისებას – ტოლერანტობას – უღვივებს.

კაქტუსი გვეხმარება ავიტანოთ ის რაც არ მოგვწონს და სივრცეებს ხსნის გადასააზრებლად. თუ სახლში კაქტუსია, მოსახლეები ერთმანეთის ნაკლოვანებებს უფრო მარტივად მიიღებენ და ერთმანეთს ნაკლებ შენიშვნებსაც მისცემენ.

ჯანმრთელობა

შიგნიდან ნესტიანი და გარედან ეკლიანი კაქტუსი, ორგანიზმის ანთებით პროცესთან დაკავშირებული ტკივილებისაგან იცავს. განსაკუთრებით ეს სასქესო ორგანოებს ეხება, რომლებსაც მორიელი მართავს.

მოამზადა გივი მატებამ

Bonsai – მიგითითებთ სამყაროს გზავნილზე

მცენარის სხეულის შემცირებით, შესაძლებელი მისი სულიერი აზრის განვრცობა. ბონსაი ადამიანს მოვლენის ფარული აზრის ჩაწვდომასა და უხილავი კანონზომიერებების აღმოჩენაში ეხმარება.

სახლის ატმოსფერო

ოთახის ბონსაიდ მრავალი მცენარის გადაქცევაა შესაძლებელი, რომლეთა თვისებებიც ბუნებრივ პირობებში საკმაოდ განსხვავებულია.

ბონსაის გამოყვანის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ყველა ნაირსახეობას საერთო თვისება გააჩნია: მათი მფარველი მშვილდოსნის საწინააღმდეგოდ, რომლისთვისაც უცხოა თვითშეზღუდვა, მცენარეების ეს რიგი ჯუჯისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.

მაგრამ სხეულის ზომის შემცირებით, მებაღე მცენარის სულიერ არსს ავითარებს.

ბონსაის ქონა კარგია სახლში, სადაც მოსახლეები მატერიალურ კმაყოფას ყველაფერზე წინ აყენებენ. ის სახლის ატმოსფეროში მოხვედრილ, მატერიალურ ენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ აზრს, სიტყვასა თუ გრძნობას შთანთქავს და ამით სულიერისათვის ადგილს ათავისუფლებს.

მცანერის ასეთი თვისებები, მას სასარგებლოს ხდის ადგილებში, სადაც რელიგიური რიტუალები ან სულიერ თემებზე სასაუბრო შეხვედრები ტარდება.

ემოციური მდგომარეობა

სახლში ასეთი მცენარის არსებობის მეშვეობით, მოსახლე სამყაროსგან გამოგზავნილი მინიშნებების შემჩნევას იწყებს.

შეიძლება ითქვას, სულიერი ნიშნების მიწიურ სამყოფელში დაფიქსირებით ბონსაი მსოფლმხედველაბას აფართოებს და გარკვეულ წილად, ადამიანს პირადი ცხოვრების მოვლენების განჭვრეტაში ეხმარება.

ასეთი თვისებების გამო, მცენარე, მკაცრად მატერიალურ ყოფაზე ორიენტურებული ადამიანისთვის, უაღრესად სასარგებლოა. იმ შემთხვევაშიც კ,ი თუ ბონსაის გავლენით ადამიანი მატერიაში სულიერის გამოვლინებას ვერ ისწავლის,

ის გრძნობებსა და განცდებს უფრო მეტ დროს დაუთმობს, რაც საბოლოოდ, ინტუიციის განვითარებამდე მიგვიყვანს.

ბონსაი ორ წლოვანი ციკლის მატარებელი მცენარეა. მისი ფესვების შეჭრა ყოველი ციკლის ბოლოს აუცილებელია. ორი წელი – მარსის – პირველი ცეცხლოვანი ნიშნის (ვერძი) მმართველის ციკლია. მშვილდოსანი და ვერძი ნათესავები, ერთი სტიქიის ქვეშ გაწევრიანებული ნიშნები არიან, მაგრამ მშვილდოსნის ცეცხლის ხარისხი გაცილებით მაღალია.

მისი ცეცხლი, სანთლის ალივით წვრილია, ვერძი კი ხანძარს ატარებს. ორ წლოვანი ციკლიც ვერძის ხასიათზე მიანიშნებს. ვნებებისა და განცდების წვას, მშვილდოსნის დახვეწილი ცეცხლი ანეიტრალებს. ამიტომაც, ზემოთ ხსენებულის გარდა, ბონსაი ადამიანს სურვილიებისა თუ ვნებების დაძლევასა და პირველადი იმპულსების კონტროლში ეხმარება.

ჯანმრთელობა

ბონსაი თავისი არსით ადამიანს დაავადებების მიზეზების საკუთარ ხასიათში, ქცევასა თუ სურვილებში აღმოჩენაში ეხმარება. ბონსაი ადამიანს ცვლილებებში ეხმარება, რასაც შედეგად ფიზიკური გამოჯანმრთელება მოსდევს.

მყარი სხეულის მქონე ბონსაი, ადამინის იმუნიტეტსა და ორგანისმს ამყარებს.­­­

მოამზადა გივი მატებამ