საახალწლო სუფრა

gქეთი ვაწაძე
სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ მაგიდაზე გადააფარეთ  წითელი ან მხიარული ფერის რაიმე სუფრა, დააწყეთ ასეთივე ხელსახოცები.

აუცილებლად  მოამზადეთ შანდალი წითელი, ოქროსფერი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით

იქიდან გამომდინარე, რომ მამალი მარცვლოვან და მცენარეულ საკვებს მიირთმევს, სასურველია საახალწლო სუფრაზე მეტ წილად ვეგეტარიანული საკვები იდოს, მაგალითად სხვა და სხვა სახის სალათები, ნიგვზიანი საჭმელი, აუცილებლად მწვანილი. სასურველია გვქონდეს ნატურალური წვენები.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

მამალს უყვარს მარცვლეული, ამიტომ არ დაიშუროთ მისთვის საკენკის, – ხორბლით სავსე ჯამის დადგმა. ასევე, აუცილებელია წყლის ჯამის დადებაც.

რაც ეხება ფრინველის ხორცს, ძნელად მოიპოვება საქართველოში ოჯახი, სადაც საახალწლოდ  საცივი ან შემწვარი ქათამი არ ექნება მომზადებული. ვინაიდან ეს ჩვენი ტრადიციაა ბუნებრივია, ჩვენ უნდა მივსდიოთ ჩვენს ტრადიციებს, თუმცა მაინც, სასურველია თუ ფრინველის ხორცი არ იდება 12 საათზე სადღესასწაულო სუფრაზე…
tr

რაც მეტი მრავალფეროვნება, სიუხვე იქნება სუფრაზე, მით მეტად ხვავიანი წელი გვექნება. თუ ამის საშუალება არ არის, არ დაგავიწყდეთ სუფრაზე თუნდაც მანდარინით სავსე ლარნაკის დადება, რაც ჩინეთში დოვლათის სიმბოლოდ მიიჩნევა. ესეც საკმარისი იქნება. (ჩინეთში არსებობს მანდარინების გაცვლის საინტერესო ტრადიცია: სტუმრებმა უნდა აჩუქონ მასპინძლებს ორი მანდარინი და მათგან ასევე ორი მანდარინი მიიღონ საჩუქრად. ჩინურად სიტყვათა შეთანხმება ,,წყვილი მანდარინი,, ჟღერადობით ჰგავს სიტყვა ,,ოქროს,,, ამიტომ ის ვინც სხვას ჩუქნის ორ მანდარინს, სიმბოლურად უსურვებს სიმდიდრესა და კეთილდღეობას).

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ასევე, ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით თუ ახალი წლის ღამეს მაგიდაზე დავდებთ პატარა წითელ ტომსიკას, სადაც კენტი რაოდენობის ფულის მონეტა იქნება მოთავსებული – მაშინ მომავალი წელი უხვი და დოვლათიანი იქნება. ასევე,  საახალწლო სუფრასთან როდესაც ისხდებით, კარგი იქნება თუ რაიმე სახის კუპიურა მაინც გედებათ ჯიბეში.

არ დაგავიწყდეთ ძველი წლის გაცილება. მადლობა გადაუხადეთ მას ყველაფრისთვის, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც რაც ამ წელს მოხდა.

როგორც კი ახალი წელი დაიწყება (ანუ პირველ წუთზე) ..აუცილებლად ჩაუთქვით სანუკვარი სურვილი, და შემდგომ, არათუ ვინმეს მოუყვეთ, საერთოდ დაივიწყეთ კიდეც!  (უბრალოდ თავში ნუ ატრიალებთ და გამუდმებით ნუ გაიხსენებთ).

rew

ასევე, წინასწარ მოამზადეთ და ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, მიზნები, სურვილები ვადების მითითებით და ესეც დადეთ თქვენს საახალწლო სუფრაზე (კარგი იქნება თუ ეს ნუსხა ძალიან ბევრი პუნქტისგან არ იქნება შემდგარი და იქნება კონკრეტული და რეალური).  სასურველია ახალი წლის დადგომისთანავე გადაავლოთ თვალი თქვენს ჩამონათვალს რწმენით, რომ ახალ წელში ეს ყველაფერი რეალურად ახდება!  (ახალი წლის ღამის შემდეგ ეს ფურცელი საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ და დაივიწყოთ კიდეც შემდეგ წლამდე).

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

გულუხვად გაუმასპინძლდით წლის მთავარ სტუმარს და რაც მთავარია, გქონდეთ  უკეთესი მომავლის რწმენა!

გისურვებთ, ახალი წლის განწყობა მთელი წელი თან გდევდეთ! გაბედნიერებდეთ! სტიმულსა და რწმენას გმატებდეთ!

მშვიდობისა და სიხარულის, ხვავისა და ბარაქის, ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თქვენთვის!

სიკეთე  გქონოდეთ ! <3 <3 <3

მრავალჟამიერ! <3 <3 <3

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?

მამლის წელი

მამალს უყვარს ექსტრავაგანტობა და პეწი.

იმისთვის რომ თავი მოვაწონოთ მას სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – წითელი, ფორთოხლისფერი, ნარინჯისფერი, შეიძლება ყვითელი, ოქროსფერი, შინდისფერი და სხვ.

ამ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება მკაფიო ფერები.. მოდელებში ექსტრავაგანტულობა, ეფექტურობა. (მთავარია, ტანისამოსი არ უნდა იყოს კატისებრთა ოჯახის ცხოველების პრინტით).

მამლის წელი

შეგიძლიათ თავი შეიმკოთ ძვირფასეულობით, გაიკეთეთ უჩვეულო ვარცხნილობა, გამოიყენეთ მბზინავი თმის სამაგრები და ბიჟუტერია, ოქროულობა, მოკლედ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ბრწყინავდეთ.

მისასალმებელია მკაფიო მაკიაჟი და როგორც არასდროს აქტუალური და თემატურია ,,პეროები,,J)

შეიმკეთ თავსაბურავი ან სამოსი ბუმბულის დეკორატიული სამშვენისებით

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

როგორ და სად შევხვდეთ მამლის წელს?

მამლის წელი
ქეთი ვაწაძე

მამალს უყვარს  ახლობლების და მეგობრების გარემოცვა, სადაც შეუძლია გაიბრწყინოს და თავი გამოიჩინოს, ამიტომ კარგი იქნება ახალ წელს შეხვდეთ სახლში ან სხვა გარემოში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

თუმცა ეს თავყრილობა არ უნდა იყოს ძალიან მასშტაბური, მამალს არ უყვარს ქაოსი, ხმაური და აურზაური, რამდენადაც უყვარს ახლობლების და მეგობრების წრე, იმდენად აღიზიანებს ღრეობა და ქაოსი.  დღესასწაული უნდა იყოს გემოვნებიანი, ესთეტური და დახვეწილი.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცეცხლოვან მამალს რთული ხასიათი აქვს, ამიტომ თავი შეიკავეთ ისეთი თავყრილობისგან, სადაც შეიძლება ვერ გაექცეთ კონფლიქტებს ზედმეტი თრობის გამო. ეცადეთ ჰარმონიული გარემო და ახლობელი ადამიანების გარემოცვა შეარჩიოთ.

მამალი არაა ჭირვეული, მაგრამ ვერ აიტანს მოწყენილობასა და უღიმღამობას. თავისი ღირსეულობის, ლოიალურობისა და ერთგულების გარდა ის მრავალი არტისტული ნიჭითაა დაჯილდოვებული და ყველაში შემოქმედებით უნარებს ეძებს.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ამიტომ, რომ მოვიგოთ ახალი წლის სიმბოლოს გული ახალი წლის დადგომისთანავე შეეცადეთ დაანახოთ მას თქვენი საუკეთესო მხარეები და შემოქმედებითი უნარები, ნუ იქნებით  მორიდებული, ნუ იდგებით განზე, გაიზიარეთ საერთო მხიარულება, იხალისეთ, გამოიჩინეთ თავი  და მიიღეთ დაუვიწყარი ემოციები.

სწორედ ამას ელოდება ახალი წლის მბრძანებელი ჩვენგან, ვინაიდან თვითონაც არ უყვარს ერთ ადგილას ყოფნა – ენერგიული და ეფექტური ყოველთვის ცდილობს დაწინაურებას, პირველობას, თავის გამოჩენას.

შემოსძახეთ ერთი ძლიერი და ხმამაღალი ,,ყიყლიყო!!!” – ასეთი მისალმება ნამდვილად მოეწონებოდა ჩვენს ექსცენტრულ სტუმარს და თქვენც მხიარულ განწყობას შეგიქმნით .

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

როგორ მოვრთოთ სახლი 2017 წლისთვის

მამლის წელიქეთი ვაწაძე

2017 წლის მთავარი სტუმრის, მამლის კეთილგანწყობა რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს, აუცილებელია სწორად შევხვდეთ მას, ასე ვთქვათ მისი გული მოვიგოთ. ხომ ამბობენ, ,,როგორც შეხვდები ახალ წელს, ისევე იქნები მთელი წლის მანძილზეო”

შეგახსენებთ, რომ 2017  წლის სტიქია ცეცხლია, ამიტომ სახლში ყველაფერი უნდა ანათებდეს, ბრწყინავდეს, ბზინავდეს – დაანთეთ ბევრი ლამაზ-ლამაზი სურნელოვანი სანთელი (თუმცა გახსოვდეთ, რომ ცეცხლთან უყურადღებობა არ შეიძლება, ასე რომ, უყურადრებოდ ნუ დატოვებთ სანთლებს და საერთოდაც, 2017 წელს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ცეცხლის სტიქიის მიმართ).

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

სასურველია სპეციალური სადღესასწაულო სანათებით ნაძვის ხის განათებაც.

თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, – მორთეთ ის ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტით, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა

შეეცადეთ ბევრი წითელი ელემენტი გამოიყენოთ დეკორში.. მთავარია, მდიდრული, სადღესასწაულო განწყობის შექმნა

კარგი იქნება თუ ნაძვის ხეზე წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, რამდენიც შეგიძლიათ იმდენი იყოს (დოვლათი დაგვეკვებოს 😉

ასევე, თუ ოჯახის შექმნა გსურთ, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე წამოიცვით ის მარჯვენა ხელის არათითზე.

ხოლო ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ – ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტზე ახალშობილის გამოსახულება, ან ანგელოზის ფიგურა.

ოთახებში გამოაწყვეთ ამ წლის სიმბოლოს, მამლის ფიგურები – იქნება ეს ნაჭრის, შუშის თუ ხის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მას ჰქონდეს მომღიმარი სახე. კარგია, თუ წითელი, ყვითელი ან ალისფერი იქნება.

სასურველია, ფიგურა განათავსოთ, ან ჩამოკიდოთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელი წლის მანძილზე არ ჩამოხსნათ.

რამდენჯერაც შეხედავთ მას, იმდენჯერ უნდა გაგახსენდეთ, რომ ეს – თქვენი წელია!

 პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ვისთვის იქნება 2017 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?

მამლის წელიწადი ქეთი ვაწაძე

2017 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება ამბიციური, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, ვისთვისაც უცხო არაა პატიოსნება, გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება.

კარგი პერიოდია ახალი გეგმებისთვის, ახალი წამოწყებისთვის.

ეს განსაკუთრებით კარგი წელია მამლის წელში დაბადებულთათვის.

აღმოსავლური ჰოროსკოპიდან ამ წლის უდავო ფავორიტები ასევე იქნებიან: დრაკონი, ხარი და გველი.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

მამალი შეძლებს დაასრულოს ყველა დაწყებული საქმე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს. მთავარია გამოიჩინოს შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და არ გადაუხვიოს თავის პრინციპებს. ამ წელს მას საშუალება მიეცემა თავის გამოჩენის, გაბრწყინების და  საზოგადოებისთვის იმის დამტკიცების, რომ ის ძლიერი, ნიჭიერიდა ანგარიშგასაწევი პიროვნებაა.

გველი შეძლებს საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებას, მთავარია არ გაეხვიოს ინტრიგებში და იყოს რისკიანი. სასიყვარულო ფრონტზე ბევრი ხანმოკლე თავგადასავალი ელის. თუ გველი დაოჯახებულია, უნდა ეცადოს, თავი შეიკავოს რომანებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოქნილობა აღარ უშველის და გამოიჭერენ. ცეცხლოვანი მამალი მას ეჭვის თვალით უყურებს და გამოცდებს მოუწყობს ურთიერთობებში.

ხარისთვის როგორც ყოველთვის საქმეებით დატვირთული, მაგრამ ბევრად იღბლიანი წელი იქნება. მას თამამად შეუძლია ხელი ახალ საქმეს ან პროფესიას მოკიდოს, სულაც დაწყებული საქმეები დაასრულოს წარმატებით. სასიყვარულო ფრონტზე კონსერვატორი და დინჯი ხარი ცვლილებებს მოინდომებს. სჯობს არავის მოუსმინოს,  ენდოს საკუთარ ინტუიციას.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

მამალს მოსწონს დრაკონის სიკაშკაშე და გულწრფელობა, ამიტომ ეს წელი დრაკონისთვისაც წარმატებული და შედეგიანი წელი იქნება. დისციპლინის, დიპლომატიურობის გამოვლენის შემთხვევაში მამალი დრაკონს მნიშვნელოვანი შედეგების მიღების და წინ წაწევის საშუალებას მისცემს. ეს წელი, სასიყვარულო ურთიერთობის მხრივ დრაკონისთვის ჰარმონიითა და სიამოვნებით იქნება სავსე.

სხვა ნიშნებისთვის მეტ- ნაკლებად კარგი წელია. 2017 შედარებით მკაცრი წელი იქნება კატისთვის. კატას მართებს მეტი გულწრფელობა, ნაკლებად უნდა ელოდოს სხვებისგან დახმარებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა  მიაქციოს ჯანმრთელობას.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

რაც ეხება დასავლურ ნიშნებს წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარგი იქნება ჰაერის ნიშნებისთვის – ტყუპების, მერწყულისა და სასწორისთვის. ცეცხლის ნიშნები: ლომი და ვერძი, – იგრძნობენ მეტ თავისუფლებას, გარდა მშვილდოსანისა, სადაც 2017 წლის ბოლომდე სატურნი იმოძრავებს. შემოდგომიდან კი წყლის (კირჩხიბი, მორიელი თევზები) და მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) ნიშნებისთვის დადგება კარგი პერიოდი.

ეს არის ზოგადი პროგნოზები და ბუნებრივია შეუძლებელია, ზედმიწევნითი სიზუსტით ახდეს. კონკრეტულად ვის ცხოვრებაში რა ტენდენციებია მოსალოდნელი 2017 წელს, ამის გაგება მხოლოდ ინდივიდუალური, პირადი რუქის მეშვეობითაა შესაძლებელი.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

სიყვარული მამლის წელიწადში

ქეთი ვაწაძე

კაშკაშა, ესთეტი მამალი გულწრფელი სიყვარულით ხასიათდება (თუ თავისი იპოვა), თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არ გამოირჩეოდეს ერთგულებით.  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამალი მეოჯახე არაა, უბრალოდ, ის ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნია, ან თავს მხოლოდ კარიერას უძღვნის.

ზოგადად ოჯახის შექმნა მამლის წელში რეკომენდირებული არ არის, აჯობებს  წელი დაუთმოთ ურთიერთობის გამყარებას, გამოიჩინეთ თქვენი რჩეულისადმი ყურადღება, სითბო, გაატარეთ მასთან ერთად ბევრი საინტერესო, რომანტიკული, ლამაზი დღე.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ ერთგული, მიხვედრილი და კონსტრუქციული გზით მოაგვაროთ ყველა სახის გაუგებრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპულსურობა, ახალი ურთიერთობების ან თუნდაც მსუბუქი ფლირტის დაშვება გვერდზე ძვირად დაგიჯდებათ და მნიშვნელოვან ურთიერთობებს ადვილად დაკარგავთ.

ცეცხლოვანი მამალი განსაკუთრებულად მკაცრი და მომთხოვნია პირად ურთიერთობებში, ხშირად გადამეტებულად ეგოცენტრული, ამიტომ ამ წელს ადამიანებმა გულდასმით უნდა მოუსმინონ ერთმანეთს და დიალოგის გზით გადაჭრან სასიყვარულო, საოჯახო,  თუ ფინანსური პრობლემები.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ამ წელს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოჯახურ სკანდალებს, გაითვალისწინეთ ცეცხლის ენერგია, მამლის აგრესიულობა და მაქსიმალურად ეცადეთ ჰარმონიული, ემოციურად გაწონასწორებული და მშვიდი იყოთ. ხალხური სიბრძნე ამბობს: ,,ვინც მოითმენს, ის მოიგებსო,, – სწორედ ეს გამოთქმა მიიღეთ რეკომენდაციად ცეცხლოვანი მამლის წელში.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

როგორ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე 2017 წელს

მამლის წელი

ქეთი ვაწაძე
2017 წელს ბევრი შრომა მოგვიწევს, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ ამ წელს ორჯერ მაინც შეძლოთ გარემოს შეცვლა, მოგზაურობა, დასვენება, ან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე, ბუნებაში,  ვინაიდან მოვლენებით და საქმეებით დატვირთული წელი იქნება და დიდი სასიცოცხლო ენერგია გვჭირდება.

ბევრ ადამიანთან შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თეძოს ზონის პრობლემებმა. მეტი ყურადღება სჭირდება ელენთას, კუჭქვეშა ჯირკვალს.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

წლის მანძილზე შეზღუდეთ ბევრი ცხიმეულის და ხორცის პროდუქტის მიღება,  ივარჯიშეთ, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემას. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად და ნაკლებად მარტოობაში.

იყავით აქტიური, მაგრამ არა აგრესიული (აგრესია მიტ უფრო ანგრევს ღვიძლს, რომელიც ამ წელს ისედაც სუსტ ადგილად ითვლება). ზედმეტად ნუ გადაიღლებით, ეს ცუდად აისახება ნერვულ სისტემაზე.  გამოიჩინეთ დისციპლინა, ისწავლეთ დროის სწორი განაწილება და მოდუნება, ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, ბუნებაში.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

როგორი იქნება 2017 წელი?

მამლის წელი

ქეთი ვაწაძე

ზოგადი ტენდენციები

ეს მოვლენებით დატვირთული წელი იქნება. ცეცხლის ენერგია მოიტანს ცვლილებებს, მოულოდნელობებს,  განსაკუთრებით საზოგადოებრივ, სოციალურ საკითხებში, ვინაიდან მამალი დაკავშირებულია გამბედაობასთან და რისკთან, ხოლო ცეცხლი აქტიურ ქმედებასთან, გარდაქმნასთან და ცვლილებებთან.  2017 წელი ნამდვილად იქნება დინამიური, აქტიური, ცვლილებებით გამორჩეული. ცეცხლის ნეგატიური გამოვლინება უკიდურესი აგრესიაა, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით მოზომილები, კონსტრუქციულები, დიპლომატიურები უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი წარმატებულად და სასიკეთოდ განვითარდეს ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ფრონტზე.

2017  არ იქნება მარტივი წელი მთელი პლანეტისთვის.  მოსალოდნელია სხვა და სხვა სახის კონფლიქტები და გაუგებრობები სახელმწიფოებს და ხალხებს შორის.  გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლოვანი მამლის წელი გამოირჩევა ზედმეტი ენერგიულობით და სიფიცხით, ამიტომ  სიფრთხილე გვმართებს, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

2017 წლის მფრაველი პლანეტა იქნება იუპიტერი, რომელიც 2017 წლის ოქტომბრამდე სასწორის ზოდიაქოში იმოძრავებს.  ამ წელს  აუცილებელი იქნება გამოვიჩინოთ ხასიათის სიმტკიცე, სიძლიერე, პრინციპულობა, შესაძლოა მოგვიწიოს ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ სასწორი იუპიტერი ითხოვს ჰარმონიულ ურთიერთობებს,  კონფლიქტების დიალოგის გზით მოგვარებას. მნიშნელოვანი იქნება კანონებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

ვინაიდან მთავარი დამსჯელი და დამაბრკოლებელი პლანეტა, სატურნი, კვლავ მშვილდოსნის ნიშანში დგას უკვე 1,5 წელია (მშვილდოსანი – კანონი, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია და სხვ.), საზოგადოებაში მოსალოდნელია, გაღვივდეს პოლიტიკისა და იდეოლოგიის, რელიგიის სფეროსადმი კიდევ უფრო მეტი ინტერესი, კრიტიკული დამოკიდებულება, დღის წესრიგში დადგება ზოგიერთი კანონისა თუ იურიდიული დოკუმენტის შეცვლის ან გადახედვის აუცილებლობა.

ასევე, 2017 წლის თებერვალში ე.წ. ლილიტიც (მაცდუნებელი) ასევე გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში (რაც მშვილდოსნებისგან განსაკუთრებულ ყურადღეაბას და სიფრთხილეს ითხოვს). თემები, რომელიც იმართება ამ ნიშნით განსაკუთრებით აქცენტირებული იქნება, ეს ის სფეროებია, როგორებიცაა იურისპრუდენცია, სახელმწიფო მმართველობის სისტემები, საერთაშორისო, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, იდეოლოგიური, რელიგიური საკითხები. შეიძლება გაჩნდეს ცრუ პოლიტიკურ იდეოლოგიური ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან ქაოსის შემოტანას, შეიძლება გაძლიერდნენ ტერორისტული დაჯგუფებები, ან ფანატიკოსები გააქტიურდნენ. მშვილდოსანს ასევე მართავს რეტრო ნეპტუნი (ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვა), ამიტომ ამ მხრივ დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო, რათა ცრუ, ილუზორული შეხედულებების, იდეოლოგიის ან ანარქიის მსხვერპლი არ გახდეს ინდივიდი ან რომელიმე საზოგადოება/საზოგადოებრივი დაჯგუფება.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

2017 წლის 26 თებერვლის მზის დაბნელება გავლენას მოახდენს ცხოვრებისეული მიმართულებების ცვლილებებზე. ზოგიერთი ზოდიაქოს წარმომადგენელი (განსაკუთრებით, მუტაბელური ნიშნები – ტყუპები, მშვილდოსანი, ქალწული და თევზები) რადიკალურად შეიცვლიან ცხოვრებისეულ გეზს. კარდინალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია სასიკეთო და პროგრესული გზით, ამიტომ აქცენტი  პოზიტიურზე გააკეთეთ.

2017 წლის  21 აგვისტოს  მზის დაბნელება ასევე დიდ გავლენას მოახდენს ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე (კურო, მორიელი, ლომი, მერწყული). მათთან შესაძლოა ცვლილებები ცხოვრების სხვა და სხვა მიმართულებით. აგვისტოს დაბნელების გავლენა პროცესებზე, ადამიანებსა და დედამიწაზე უფრო მასშტაბური იქნება.

2017 წელს მთვარის დაბნელებებიც არანაკლები მნიშვნელობისაა. 11 თებერვალს იქნება მთვარის სრული დაბნელება, ხოლო 7 აგვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ 2017 წლის მმართველია იუპიტერი, რომელიც ეგზალტირებულია მთვარით მართულ ნიშანში, კირჩხიბში, ამიტომ მთვარით მართული სფეროები ასევე ხაზგასმულად მნიშვნელოვანი იქნება მთელი წლის მანძილზე. შესაძლოა სავსემთვარეობის დროს ადგილი ჰქოდნეს ოჯახურ კონფლიქტებს (ვინაიდან ცეცხლოვანი მამლის წელი ატარებს მარსიანულ ენერგიას, რომელიც კონფლიქტშია მთვარესთან). ამიტომ, გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით მშვიდი და გაწონასწორებულნი, ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, იყავით მომართული ჰარმონიაზე და სიმშვიდეზე.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

2017 წელს არ უნდა დაგვავიწყდეს მერკურის რეტროგრადული ფაზაც, რომელიც  9 აპრილიდან 3 მაისამდე გასტანს.  ვინაიდან ამ წლის მმართველი, იუპიტერია, რომელიც  მერკურისთან კონფლიქტშია, შესაძლოა მერკურის რეტრო ფაზის დროს  კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება მოხდეს.

ეს დრო არ არის კარგი ქორწინებისთვის, საქმიანი კონტრაქტებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის, ამიტომ 9 აპრილიდან 3 მაისამდე თავი შეიკავეთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პერიოდი 12 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გამორჩეული იქნება პარადოქსალურობით, მაგრამ არა მაინც და მაინც ნეგატიურობი ხასიათის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად გააკონტროლეთ ემოციები და აგრესიულობა. ჩაუღრმავდით საკუთრ ნაკლოვანებებს, გაანალიზეთ და მოიშორეთ ისინი.

3 დან 22 დეკემბრამდე პერიოდი კი უფრო ნეიტრალური ხასიათის იქნება.

ეს რაც ეხებოდა მერკურის რეტროგრადულ ფაზებს. შეგახსენებთ, რომ მერკურის რეტროგრადულ ფაზაში თავი უნდა შევიკავოთ მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებებისგან, ასევე სიფრთხილე გვმართებს იურიდულ დოკუმენტაციასთანაც. არ უნდა წამოვიწყოთ ახალი საქმეები. ეს დრო უნდა დავუთმოთ ძველის დასრულებას, თვითჩაღრმავებას, თვითშემეცნების პროცესს.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი კარგი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გრანდიოზული გეგმები კი უფრო ნელი ტემპით დაიწყებენ განვითარებას.  არ დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლოვანი მამლის წელი მარსიანულ და იუპიტერიანულ ენერგიას ატარებს, ამიტომ უნდა ვიყოთ გამბედავი, რისკიანი, მაგრამ ვინაიდან იუპიტერი მოძრაობს სასწორის ზოდიაქოში, ეს ყველაფერი ჰარმონიული, დიალოგის გზით უნდა განვახორციელოთ და მოვუსმინოთ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებს. შევიტანოთ მეტი სიყვარული, ჰარმონია, რომანტიულობა და ესთეტიზმი ურთიერთობაში.

მამალი ვერ იტანს ინტრიგებს, მახეებს, ფინანსურ მაქინაციებს და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ კარიერულ წარმატებას, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით, დისციპლინით და ერთგულებით გამოირჩევა.

ის ფიცხია, მაგრამ იმპულსური არ არის და გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ იღებს. ამიტომ ამ წელს რეკომენდირებული არაა ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, გარდა ამისა, რადგან წლის პირველ ნახევარში იუპიტერი სასწორში იქნება და სასარგებლო იქნება სწორედ სასწორისეული თვისებების გამომუშავება როგორც პირად ურთიერთობაში, ისე საქმიანობაში, რაც თავისთავად ხელს არ უშლის რისკიანობს და ახლის დაწყებასაც, უბრალოდ ნებისმიერი პრობლემა დიპლომატიურად, კომპრომისებით უნდა მოვაგვაროთ და არავითარ შემთხვევაში – აგრესიით.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამალი ბუნებით კონსერვატორია და  პატივს სცემს  უკვე გაკვალულ გზებს. არ უყვარს ექსპერიმენტები. ამიტომ ამ წელს ეცადეთ დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე.

მამალი ბუნებით ესთეტია. ამიტომ 2017 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნების დარგებს, გამოფენებს, თეატრს, მოდას, ყველა არტისტულ გამოვლინებას.

პატივმოყვარეა, ამიტომ ამ წელს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჯილდოებს, კარიერულ დაწინაურებას.

რაც შეეხება საფინანსო სფეროს  და მათ შორის ვალუტის კურსის ვარდნას, მით უფრო წლის პირველ ნახევარში ამის ალბათობა ნაკლებია და არამარტო საქართველოში.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ყველა წელს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი ტენდენციები, მთავარია აქცენტი გავაკეთოთ პოზიტივზე.

ვეცადოთ საკუთარ თავში წინ წამოვწიოთ მამლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები: სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.

საერთო ჯამში კარგი წელია ამბიციური გეგმებისა და მაღალი მწვერვალების დაპყრობისთვის, ოღონდ კეთილსინდისიერი გზით.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

ახალი, მამლის წელი მოდის !

მამლის წელი

ქეთი ვაწაძე

2017 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით წითელი ცეცხლოვანი მამლის წელს განეკუთვნება.

რა შეიძლება ვთქვათ კონკრეტულად  ცეცხლოვანი მამლის ხასიათზე?

ცეცხლოვან მამალს უყვარს უფროსობა, გამოირჩევა ფიცხი ხასიათით და თავის აზრს, დაუფარავად, ყველას სახეში ახლის. ეს თვისება ხელს უშლის წარმატებისა და კარიერის გზაზე, მას უჭირს იმის გაცნობიერება, რომ თუ რეალური წარმატების მიღწევა სურს, ექსცენტრულობა და აგრესიისკენ მიდრეკილება უნდა მოთოკოს. ეს მისი აქილევსის ქუსლია.

სტიქია – ცეცხლი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შინაგანი ენერგია, მოძრაობა, სიცოცხლისმოყვარეობა, შთაგონება, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გარდაქმნების მოთხოვნილება, მოულოდნელობა და სიკაშკაშე. ცეცხლი ძლიერი სტიქიას წარმოადგენს და თუ მასთან ურთიერთობისას წინდახედულებასა და სიფრთხილეს გამოვიჩენთ, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის.

ფერები – ამ წლის ფერებია ყველა ის ფერი, რომელიც ცეცხლს უკავშირდება – წითელი, ალისფერი, ნარინჯისფერი და ყველა მათი ტონალობები, ასევე ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, ოქროსფერი. მამალს უყვარს სიკაშკაშე,  საზოგადოებაში თავის გამოჩენა, გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და ფერთა შეხამების უნარით, ამიტომ ამ წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ესთეტურობა, დახვეწილობა, როგორც ჩაცმაში, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში.

ქვები – ცეცხლოვანი მამალი უპირატესობას ანიჭებს მბზინავ, თვალში მოსახვედრ  საშუალო ზომის ქვებს. ამ წელს  წარმატებას მოიტანს ქვები და მინერალები, რომელსაც კაშკაშა ანარეკლი აქვთ. საუკეთესო ვარიანტი იქნება ქვების ტარება გულსაკიდის, საყურის და  საკიდის (,,ბრელოკი,,) სახით. კატის თვალი, ხარის თვალი, ზურმუხტი, ძოწი  – ეს ქვები 2017 წელს სიყვარულში წარმატების მომტანია.

ეს არის ჩინური ზოდიაქოს მეათე ნიშანი და დასავლურ ჰოროსკოპში შეესაბამება მეათე ზოდიაქოს, თხის რქის ნიშანს.

 პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

მამლის შესაფერისი პარტნიორებია: გველი, ხარი და დრაკონი. სამივე ჯეროვნად აფასებს მამლის კაცთმოყვარეობას, გულუხვობას,  პატიოსნებას და ნაკლებად ღიზიანდება მისი ექსცენტრულობის გამოვლენისას.

მამალის დადებითი თვისებებია: სულის სიმტკიცე, სიმამაცე, რაინდული ბუნება, პრინციპულობა, ორგანიზატორული ნიჭი, პროფესიული ალღო, რისკიანობა, შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, მიზანდასახულობა, გულწრფელობა, ესთეტიზმი, შინაგანი წესიერება.

უარყოფითი მხარეები: ექსცენტრულობა, ეგოცენტრულობა, აგრესიულობა, გადაჭარბებული სიჯიუტე, სიფიცხე, ბაქიობა. ხშირად მეტისმეტად კონსერვატორი და მკაცრია. მოიკოჭლებს დიპლომატიაში.

მამლის წელი ჩინური კალენდრის მიხედვით  2017 წლის 28 იანვარს შემოდის.

მამლის წლებია: 1945, 1957, 1969, 1981, 2005, 2017, 2029.

მამლის ზოგადი დახასიათება

აღმოსავლურ ზოდიაქოში მამალი  ნიჭიერ,  არასტანდარტულ, კაშკაშა, დახვეწილ და კომუნიკაბელურ ნატურად მოიაზრება. მოსწონს, როცა ყურადღებას აქცევენ, უყვარს კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები.

საზოგადოებაში ყოველთვის გამოირჩევა ინდივიდუალობით,  ყველასთვის თვალში საცემი და დასამახსოვრებელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი  ნიშან-თვისებებით. ეს შეიძლება იყოს მისი დახვეწილი გარეგნობა, გამორჩეული ინტელექტი და თანდაყოლილი არისტოკრატიზმი, ან სულაც, გამორჩეული ჩაცმის სტილი, ხასიათის ექსცენტრულობა, სიფიცხე, ლიდერობის სურვილი და საუბრის გამომსახველობითი მანერა.

 პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

მებრძოლი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ამბიციური, ასევე გამოირჩევა გულწრფელობითა და პირდაპირობით.  ის ერთგული და საიმედო მეგობარია.

საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში მამალი წარმატებით სარგებლობს, მომხიბლავია, არასდროს განიცდის თაყვანისმცემელთა ნაკლებობას, თუმცა ძალიან უჭირს პარტნიორის შერჩევა, განსაკუთრებით  ახალგაზრდობაში. ამ თვისების გამო, შეიძლება ითქვას, ერთგულებით არ გამოირჩევა. მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა, შინაგანად ბევრს ორჭოფობს სიყვარულში, რაც საპირისპირო სქესის გულის ტკენის საბაბი ხდება. დაკვირვებულია პირად ურთიერთობებში და ადვილად არ ებმება სიყვარულის მახეში, მაგრამ თუ არჩევანი გააკეთა და შეუყვარდა, თავისი სიყვარულის ერთგული რჩება. და მაინც, მამალი შესანიშნავი მეოჯახეა, ის ღირსეულად და ამაყად იცავს თავის ქათმებს და ურჩევნია მყარი ურთიერთობა კარიერის აწყობის შედეგ დაიწყოს, რაც მას მეტ თავდაჯერებას მატებს მას.

მამლის ცხოვრებაში არის აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები ცხოვრების სამივე ფაზაში, თუმცა თანდაყოლილი შინაგანი სიძლიერის წყალობით მას შეუძლია ნებისმიერი მარცხის შემდეგ ისევ მტკიცედ დადგეს ფეხზე. საბოლოო ჯამში, მამალი, როგორც კარიერაში, ისე სიყვარულში, საკმაოდ წარმატებულ ნიშნად ითვლება.

მას შეიძლება გაუმართლოს ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში, ნებისმიერ საქმიანობაში, რასაც ხელს მოკიდებს. უნარი აქვს გამოჩენილი და სახელგანთქმული გახდეს. როგორც ჩინელები ამბობენ, მამლის მტერი მხოლოდ სიზარმაცე და ზედმეტი პირდაპირობაა, რის გამოც პოლიტიკური კარიერის აწყობა უჭირს, თუმცა ამ უკანასკნელს მის ექსცენტრულ ბუნებას მიაწერენ და აგრესიაში არ უთვლიან.

სინამდვილეში მამალი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა და შეუძლია აგრესიულიც იყოს, განსაკუთრებით ცეცხლოვანი მამალი. ეს ნიშანი ასევე დამკვირვებლური ხასიათით, მაღალი ერუდიციითა და გონებამახვილობით გამოირჩევა. თუ ვინმე მოინდომებს მამლის უთანასწორო ბრძოლაში გამოწვევას ან ზურგიდან მოვლას, არაფერი გამოუვა, რადგან ყველა წვრილმანს ამჩნევს. ის აუცილებლად ღია ბრძოლაში გამოიწვევს მეტოქეს და დაამარცხებს კიდეც. ღირსეულად იბრძვის და ცდილობს  თავისი სიმართლის ბოლომდე გატანას.

მამლის ზოდიაქო გამოჩენილი სარდლების, სამხედრო პირების ნიშნადაც მოიაზრება და სწორედ აქ,  უშიშარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებში ვლინდება მისთვის დამახასიათებელი რაინდობა. მას ბოლომდე შეუძლია ბრძოლა საკუთარი პრინციპების დასაცავად და სიკვდილსაც კი ღიმილიანი სახით ხვდება. ის ჯეროვნად აფასებს როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ისე მოსალოდნელ საფრთხეებს, თუმცა რისკის მიუხედავად, მაინც უკან არ იხევს. ერთ წამს მშვიდი და დინჯი, მეორე წამს თავგანწირვით უშიშრად იწყებს ბრძოლას.

ეს ნიშანი მახვილი გონების, გამჭრიახობის და პიროვნული მომხიბლველობის წყალობით ახერხებს საჭირო კონტაქტების დამყარებას, რაც ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში, მნიშნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაში, მთავარია არ გაზარმაცდეს და ცხოვრების ბეც ფილოსოფიას არ მიყვეს, თორემ მოხეტიალე, არაპრაქტიკულ მოაზროვნედ ყალიბდება, რომელიც ამაოდ ცდილობს ყველგან საკუთარი წესრიგის დამყარებას.

მას არ უყვარს არაფერი დაფარული, ამიტომ ძალიან მომთხოვნია გულწრფელობის თვალსაზრისით.  იმისთვის, რომ მამალი მუდამ თავდაჯერებული იყოს თავის თავში, მას სტიმულისთვის  კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები სჭირდება, ოღონდ თავისი გულუბრყვილო ბუნების გამო სიფრთხილის გამოჩენაა მუდამ საჭირო პირფერი ადამიანების მახეში რომ არ გაებას. მამალმა ზომიერება უნდა დაიცვას, რათა ბაქიაობაში არ გადავარდეს.

 პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

 

გმირო, ნუ გეში…

 ბელა-ახმადულინა***
მოხერხებულად აარიდე შენს თავს სირცხვილი,
მორიდებულო შენ ჩემო გმირო.
მაინც რა დიდხანს მომიწია როლის თამაში
პარტნიორზე დაუყრდნობელად!

დაწყევლილი დახმარებისთვის
ერთხელაც არ მოვსულვარ შენთან
და კულისებში,
ჩრდილებშორის შეუმჩნევლად ასე გადარჩი…

მე კი სირცხვილით, ბოდვებთან ერთად,
მარტო წარვდექი ამ ვერაგი ხალხის წინაშე –
საუბედუროდ, ყველას საცქერად
ისევ მარტოსულ როლს ვასრულებდი.

შენკი, ნაწილო,
როგორ ხარობდი!
არ მპატიობდი დანაკარგის ხელშესახებ უსირცხვილობას,
უვნებელ ღიმილს.

და ხარბ ჯოგებად ესწრაფვოდი
ნაღველს ჩემსას დასანაყრებლად.
მარტო ვარ, მარტო – ჩამოყრილი ახლა მე მხრებით
სირცხვილი მბურავს.

თუმც უგუნურნი რას ნახავენ
ნამდვილ გმირს ბრბოში.
შენ მე არ გაგცემ, დარდს ნუ გაივლებ,
გმირო, ნუ გეში…

ჩვენს საერთო როლს – ჩემს როლად ვტოვებ
და ისიც ვიცი რომ განვიცადე სასტიკი მარცხი.
ამ ჩვენს ტკივილსაც – მხოლოდ საკუთარ ტკივილს დავარქმევ
მაგრამ რამხელაა ეს ტკივილი, როგორ მტკივა…
შენ რომ იცოდე…

ბელა ახმადულინა