თავისუფლება მიჯაჭვულობის ნაცვლად

ენერგეტიკული მიჯაჭვულობაშეყვარებულობის თუ „ამ პერიოდის“ მიღმა ყოფნისას პირადი, ენერგეტიკული თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაპოვარია. თუ მუდმივად ვფიქრობთ, ვდარდობთ ადამიანზე რომელსაც თუნდაც უკვე წლებია აღარ ვხვდებით ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი კავშირი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ის აგრძელებს იმ ენერგიით საზრდოობას, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ყოფნის დროს შეკრული მჭიდრო  კვანძების მეშვეობით, გაუცნობიერებლად ვაწვდით.
და რა ხდება მაშინ თუ გავაცნობიერებთ რომ ასეთი ადამიანი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რამდენიმეა ჩვენს ცხოვრებაში? რომელი ენერგიით ვცხოვრობთ და ვცდილობთ წინ წასვლას თუ ჩვენი ენერგია მუდმივად წარსულის კავშირებში მიედინება?

ენერგეტიკული მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენ და სხვა ადამიანებმაც საკუთარი ენერგიით, უფრო მტკიცედ, ჰარმონიულად განაგრძოთ ცხოვრება და არ იყოთ ვინმეზე დამოკიდებული.

გპატიობ. მადლობა. მიყვარხარ.

პირველ რიგში, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც უკვე აღარ არის თქვენს ცხოვრებაში. უთხარით მას მადლობა იმ გამოცდილებისთვის რაც მოგიტანათ, აუხსენით რომ პატიობთ ყველა ტკივილს რომელიც მოგაყენათ და გაუმხილეთ რომ გიყვართ. გიყვართ და აფასებთ იმ შესაძლებლობას რაც მისი თქვენს ცხოვრებაში გაჩენით და წასვლით მოგცათ სამყარომ.

შეიძლება პირველ ჯერზე, „გპატიობ“ და „მიყვარხარ“ საკმაოდ მძიმე წარმოსათქმელი იყოს და ვერც მადლიერება იგრძნოთ იმ ყველაფრისთვის რაც გაიარეთ, მაგრამ ეს პრაქტიკა დღეში მინიმუმ შვიდჯერ მაინც გაიმეორეთ. იმეორეთ მანამ სანამ ერთხელაც გულში სითბო არ ჩაგეღვრებათ. განსაკუთრებით ძილის წინ ან დღისით, როდესაც მარტო ხართ…

არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სასიყვარულო პარტნიორებს ეხებოდეს ეს ყველაფერი. ანალოგიურად შეგიძლიათ აპატიოთ, მადლობა გადაუხადოთ და სიყვარული გაუგზავნოთ მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და ნებისმიერ სხვა ადამიანს, განსაკუთრებით მტრებს … მათ დასამარცხებლად საუკეთესო იარაღი სწორედ სიმშვიდე, პატიება და სიკეთის სურვილი არის.

წარმოიდგინეთ ნათელი, მწვანე სითბო გულის ჩაკრაში, საიდანაც ენერგია სხივად გამოვა და მივა „ადრესატის“ გულამდე … როგორ მიხვდებით რამდენად „სწორად“ ამუშავებთ ამ რჩევას? თქვენ მიერ წარმოდგენილი ადამიანი წარმოდგენაშივე გაგიღიმებთ ან ჩაგეხუტებათ. შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაშიც პოზიტიურად დაგიკავშირდეთ და   აუცილებალად გამოხატავს კეთილგანწყობას თქვენ მიმართ.

უშუალოდ ენერგეტიკული მიჯაჭვულობისას წარმოქმნილი კვანძების გასანეიტრალებლად კი დაინახეთ ადამიანი თქვენ წინაშე, რომელიც თქვენს ჩაკრებს საკუთარი ენერგეტიკული ცენტრებით, ჭიპლარის მაგვარი მილებით უკავშირდება. ამ მილებში თქვენი ენერგია ახლაც მიედინება. ისევ მადლობა. ბოდიში. მიყვარხარ …

შემდეგ კი იღებთ სანთელს, ანთებთ და ამ წარმოსახვით მილებს, ყველა ჩაკრის გასწვრივ წყვეტთ, ანეიტრალებთ ცეცხლით. თქვენი ნაწილი წარმოსახვით თქვენკენ მოგაქვთ, მის ნაწილს კი მისი სხეულისკენ მიმართავთ.

კი, ძალიან მტკივნეულია იმის წარმოდგენა რომ ადამიანი რომელთანაც საერთო სისხლი და ენერგია გქონდათ ცალკე რჩება და თქვენც ცალკე უნდა დარჩეთ… თუმცა სწორედ ეს მტკივნეული წარმოდგენაც უკვე არის მიჯაჭვულობა სხვაზე ან იმით ტკბობა რომ თქვენ მოგეჯაჭვნენ. რაც ჯანსაღი და წარმატებული, ჰარმონიული ცხოვრებისთვის არასასურველია…

ზოგს იმდენი ტკივილი გვაქვს გადატანილი, იმდენი წარუმატებელი და დაუსრულებლად მძაფრი ურთიერთობა გამოვიარეთ და გამოვცადეთ რომ ხშირად, ყოველი ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა იმაზე წარუმატებელია ვიდრე ყველა გამოვლილი ერთად… შემაწუხებელი ემოციები, გრძნობები, ცრემლი, თითქოს ხმას გვართმევს და უჩინარი მოსასხამის დასაკუთრების ვნებას გვიმძაფრებს, რომლის ქვეშაც აღარც გამოვჩნდებით, ვეღარც ვილაპარაკებთ. დაცულებიც ვიქნებით და დავიცავთ ირგვლივმყოფებსაც საკუთარი არებობისგან …
ადამიანები იმაზე ბევრად მეტს მოვითხოვთ ერთმანეთისგან ვიდრე რეალურად შეგვწევს უნარი რომ გავცეთ, მივცეთ, დავიხარჯოთ ერთმანეთისთვის … იმდენად გამჯდარი გვაქვს ეს მოთხოვნები საკუთარ არსებაში რომ, ხშირად, გვავიწყდება სად არის უხილავი ზღვარი რომლითაც ჩვენ ცალცალკე, თავისუფალ პიროვნებებად გამოვიყოფით.

თავისუფლების შეგრძნება და პიროვნული თავისუფლების გაგებაც გვავიწყდება… და როდესაც საკუთარ მეს, საკუთარი თავის სიყვარულსაც ვივიწყებთ, მაშინ განსაკუთრებით ვიცით სხვისი ეგოისტური სიყვარულით მოგუდვა.  სიყვარულით რომლითაც საკუთარ ეგოს ვიამებთ  რომელსაც „ასე შეუძლია სხვისი სიყვარული და ამდენს გასცემს სხვისთვის“ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი სულაც არ ახსოვს…

26 თებერვალს მზის დაბნელებაა!

მზის დაბნელება
ქეთი ვაწაძე

მზის დაბნელება 26 თებერვალს, თევზების მე-8 გრადუსზე ხდება. დაბნელება იწყება თბილისის დროით 17:15 წუთზე, პიკს აღწევს 18:58 წუთზე, სრულდება 21:35 წ.
დაბნელება საქართველოში არ გამოჩნდება, მისი ხილვა შეეძლებათ მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში.
დაბნელება ხდება თევზების ნიშანში. დაბნელების ასტროგანმსაზღვრელი სპირიტუალობის მმართველი პლანეტა ნეპტუნია.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

დაბნელების თემებია – სულიერება, ქველმოქმედება, ქველმოქმედება და მსახურება
ეს მზის დაბნელება მეტწილად დადებითი ტენდენციებით იქნება გამორჩეული. მას არ ახლავს უკიდურესად უარყოფითი მოვლენები, ისეთები, როგორც 11 თებერვლის მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას ჰქონდა.
როგორც ახალ მთვარეობა, ისე მზის დაბნელება არის ძველი ციკლის დასასრულის და ახლის დაწყების სიმბოლო.
ვინაიდან დაბნელება თევზების ზონაში ხდება და ამასთან, ამჟამად ნეპტუნიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს გადის – ეს იძლევა საშუალებას თამამად კონცენტრირდეთ ოცნებების ასრულებაზე, ეცადოთ მათი განხორციელება და ისეთი მომავლის შექმნა, რომელიც აქამდე ოცნებებშიც კი ვერ წარმოგედგინათ. (ცხადია, იგულისხმება პოზიტიური ხასიათის ოცნებები, რომლებიც არ არიან მიმართულნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების საზიანოდ).
ამ დაბნელების დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგვცემენ გავიმყაროთ სასარგებლო ურთიერთობები და ჩამოვიცილოთ ყველაფერი ძველი, დრომოჭული, ასევე ის ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ხელს გვიშლიან წინსვლაში, განვითარებაში, ან ემოციურად გვაზარალებენ. შეგიძლიათ დაუნანებლად წარსულს ჩააბაროთ ყველა ის მავნე ჩვევა თუ მისწრაფება, რომელიც არ გაძლევთ მიზნების განხორციელების, წინსვლის საშუალებას.
ასტროლოგიური თვალსაზრისით მზისა და მთვარის შეერთება საშუალებას იძლევა წინ წამოვწიოთ საკუთარი გეგმები, მიზნები, ოცნებები, დავგეგმოთ განხორციელების გზები (ამ მიზნისთვის მთვარის პირველი დღეა განსაკუთრებით სასიკეთო) და მთვარის მე-4 დღიდან დავიწყოთ მათი განხორციელება.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ეს დაბნელება განსაკუთრებით გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბადებულები არიან თევზების ზოდიაქოს პირველ დეკადაში (1-დან 10 გრადუსამდე, ანუ 21 თებერვლიდან 3 მარტამდე). მათ მით უფრო მოუწევთ საკუთარი ქცევების, შეხედულებების, მსოფლმხედველობის გადახედვა, ძველი ცუდი ჩვევების დავიწყება და ახალი გეგმების დასახვა, რეალური ნაბიჯების გადადგმა, პასუხისმგებლობების აღება და ბრძოლა.
დაბნელების ტენდენციები აგრეთვე მუტაბელური ჯვრის ნიშნებზე- ქალწულის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებზეც აისახება, რომლებიც პირველ დეკადაში დაიბადნენ (1-10 გრადუსის ჩათვლით), ან იმ ადამიანებზე, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ ამ გრადუსებზე.
ნეპტუნი არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ ფიზიკურ მოცემულობაზე ამაღლება. ნეპტუნი, გარდა ოცნებების, ღრმა სპირიტუალური წიაღსვლებისა და ვენერის უმაღლესი ოქტავისა, საზღვრების გარღვევაცაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პიზიტიურ მხარეებს, არამედ ნეგატიურსაც, რაც გამოიხატება ნარკოტიკებსა და სასმელისადმი მიდრეკილებაში, ილუზიებში, ინტრიგებში, გაურკვევლობებსა და ფსიქიკურ დარღვევებში. 26 თებერვლის დაბნელების ტენდენციები სწორედ ამ ნიუანსებზეც მიანიშნებენ.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარ ფიზიკურ მოცემულობაზე ამაღლებით საზღვრების გარღვევა არა ნეგატიურად, არამედ სულიერი განვითარებით, ჰუმანურობით, მიტევების უნარითა და შემწყნარებლობით (მაგრამ ეს ყოველივე არა სიბრიყვით!). საერთო ჯამში ეს დაბნელება პოზიტიურია და იძლევა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური განახლების საშუალებას.
26 თებერვალს ნეპტუნი უკვადრატებს სატურნს, რაც გულისხმობს იმას, რომ სატურნი როგორც შემზღუდავი პლანეტა შეამცირებს ნეპტუნის უკიდურესობებს.
ამ დღეს და დაბნელების წინა და შემდგომ 3 დღე მოერიდოთ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ნებისმიერ გამაბრუებელ საშუალებას, ეს ცუდად იმოქმედებს როგოროც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. არავის მისცეთ ცრუ დაპირებები, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ქმედებებზე. ნუ ეცდებით ვინმეს გადააბრალოთ საკუთარი უსუსურობა და უუნარობა. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია!

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

მზე ნეპტუნის შეერთება კი ზრდის სენსიტიურობას, ინტუიტიურობასა და ემპათიას. კარგი იქნება, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და გასცეთ მეტი სითბო, სიყვარული, გამოიჩინოთ თანაგრძნობა, გაუგოთ საყვარელ ადამიანებს, დაეხმაროთ ემოციური თვალსაზრისით, მისცეთ იმედი, გაამხნევოთ.
კარგი იქნება თუ შეურთდებით რომელიმე საქველმოქმედო საქმიანობას, გამოიჩენთ გულისხმიერებას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. ხოლო სწორად წარმართული სულიერი პრაქტიკები დაგეხმარებათ ფსიქიკური, მენტალური ენერგიების გაწმენდაში.

კარგია ეს პერიიოდი შემოქმედი, კრეატიული ადამიანებისთვის, თუ ვინმეს აქვს წერის, ხატვის, სიმღერის, ცეკვის და სხვა არტისტული უნარები, შეგიძლიათ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ მათ და განავითაროთ.
ამ დღეს კარი იქნება თუ ბუნებაში გასვლას შეძლებთ. ვინაიდან თევზები მაღალ ხელოვნებასთანაც არის კავშირში, კარგი იქნება გამოფენების მონახულება, რაიმე ამაღელვებელი, რომანტიკული ფილმის ნახვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და სხვ.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
მთვარე ნეპტუნის შეერთება კი უფრო გაზრდის თქვენს ემოციურ სენსიტიურობას. მზე ნეპტუნის, მთვარე ნეპტუნის, მზე მთვარის შეერთება ამ დაბნელებაზე მოგცემთ შესაძლებლობას ღრმად ჩაიხედოთ არა მხოლოდ თქვენს ქვეცნობიერში, არამედ გააცნობიეროთ საკუთარი ეგოს საზღვრები, პრობლემები, სისუსტეები და ძლიერი მხარეები. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოთ, როგორც თქვენი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც.
ნუ მოწყდებით რეალობას, იყავით გამბედავნი, თანამგრძნობნი, კეთიშლობილური ზრახვებით, გაეცით რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული.
დაბნელების დღეებში საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია, სულიერი პრაქტიკები, მაგრამ ნუ დაკავდებით საეჭვო მაგიური ქმედებებით, ვინაიდან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობასა და ბედზე აისახება ცუდად.

დაბნელების დღეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს, აგრესიას.

ტრადიციულად, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

შესაძლოა გამწვავდეს მუცლის ღრუსა და კერძოდ ნაწლავების, ინფექციური დაავადებების, ნერვული სისტემის პრობლემები, ამიტომ ვისაც ისედაც გაქვთ მსგავსი მიდრეკილებები, თადარიგი დაიკავეთ
დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ამ დაბნელების ტენდეცნიები განსაკუთრებით ძლიერი იქნება მომავალ დაბნელებამდე, რომელიც 2017 წლის 7 აგვისტოს მოხდება.

რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, სიყვარული გაუგზავნეთ არამარტო თქვენს ახლობლებს, არამედ მთელ სამყაროს. ილოცეთ სამყაროში მშვიდობისთვის, სიკეთისა და სიყვარულის ზეობისთვის, არ დაგავიწყდეთ, ნეპტუნი სწორედ სამყაროსეული სიყვარულია და ამასვე მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან!

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!
წარმატებები თქვენ! <3

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

თქვენ გჭირდებათ მალაქიტი?

მალაქიტიმალაქიტი ცნობილია, როგორც ძლიერი დამცავი მინერალი, რომლის ტარებაც ხელს უშლის უარყოფით ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლაში, გვათავისუფლებს ძველი სასიყვარულო “ტრამვებისგან” და ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების მოზიდვას როგორც სასიყვარულო, ისე სამეგობრო, თუ კარიერულ სფეროში.

თუ ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ და აქამდე ეს იშვიათად გამოგდიოდათ, მალაქიტი უპრობლემოდ დაგეხმრებათ საზოგადოების თვალის თქვენზე მოპყრობაში. ეს მინერალი კარგია ყველასთვის, ვისაც საზოგადოებაში ტრიალი უწევს, დადის მოლაპარაკებებზე, აგვარებს საქმეებს და წყვეტს საჭირბოროტო საკითხებს საზოგადოების სასარგებლოდ.
მალაქიტს ატარებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ცნობილები და დაფასებულები იყვნენ.

მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

მალაქიტი პატრონს ჩუქნის საჭირო ძალას არა იმდენად მიზნის მისაღწევად, რამდენადაც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეფერხებების ადვილად გადასალახად. მაგალითად: თქვენ მუშაობთ, მუშაობთ და მთელ რესურსს დებთ საქმეში, მაგრამ სასურველი რეზულტატი მაინც არ ჩანს, რადგან თქვენ სავსე ხართ შიშებით, შფოთითა და ეჭვებით – “რომ არ გამოვიდეს?” რაც უკვე დიდი ბარიერი ხდება სასურველი მიზნის მისაღწევად, მალაქიტი სწორედ ამ შიშების, შფოთისა და ეჭვებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება, არა მხოლოდ კარიერულ, სასიყვარულო სფეროშიც. ამყარებს მშვიდობისა და ჰარმონიას ოჯახში სადაც კონფლიქტი და დაძაბული სიტუაციაა.

ეს ტრანსფორმაციის მინერალია. სულიერ დონეზე ადამიანს ეხმარება ძველი წყენების, ბრაზისა და ტრამვების სუბლიმაციაში. მოაქვს ჰარმონია, სიყვარული და თაგრძნობის, გაგების უნარი.

                                   მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებას, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ეხმარება ღვიძლს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. აძლიერებს იმუნურ სისტემას. რეკომენდებულია სახსრებისა და არტერიული წნევის დასაწევად. მენტალურ დონეზე ხელს უწყობს ინფორმაციის ადვილად მიღებასა და გადამუშავებას.

მალაქიტის ტარებისას სასურველია ის ეხებოდეს უშუალოდ კანს, ყელსაბამისა და სამაჯურის სახით.

სახელი მალაქიტი ბერძნული სიტყვა Malache-დან მოდის და მწვანე ბალახს ნიშნავს.

მალაქიტი

მალაქიტის შესახებ ლეგენდები ძველ საბერძნეთში აფროდიტეს – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთს, ეგვიპტეში – ატორს – სექსუალობის, ოცნებისა და სილამაზის ქალღმერთს, ხოლო ევროპაში სიყვარულისა და ომის ქალღმერთ ფრეიას სახელებს უკავშირდება.
ეგვიპტეში მას მხოლოდ მაღალი წრის ხალხი იყენებდა, როგორც ავეჯის, ისე სამკაულისა და ფარაონთა თავსაბურავების შესამკობად. მათ სჯეროდათ, რომ მალაქიტს მოჰქონდა სიბრძნე და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ამ მინერალს აქვს უნარი შეაღწიოს ადამიანის ყველაზე დაფარულ შრეებში და დაანახოს მას რეალური ეგო, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებით, ამის გამო მას “სულის სარკესაც” უწოდებენ.

                                            მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

მალაქიტი
კრისტალოთერაპია:

აქვს ანტი სპაზმური, ანტი დეპრესიული ეფექტი, ხსნის დაძაბულობასა და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ბალიშის ქვეშ დადებული მალაქიტის ქვა ეხმარება მშვიდ ძილში.
ხელს უწყობს სექსუალური, რეპროდუქციული და გინეკოლოგიური დარღვევების მოწესრიგებას. ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციონირებასა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ პათოლოგიებს.
შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ მენსტრუალური ტკივილების მოსახსნელად.
ძველ ეგვიპტეში მალაქიტის მტვერით მკურნალობდნენ თვალებს, ასევე გამოიყენებდნენ როგორც კოსმეტიკურ საშუალებას თვალების შესაღებად.

მოამზადა ია იამ

                                            მინერალის შესაძენად მოგვწერეთ  ლაქშმის გვერდზე >> აქ

ლილიტის ტრანზიტი მშვილდოსანში

მშვილდოსანიქეთი ვაწაძე
2017 წლის 14 თებერვალს ლილიტმა დატოვა მორიელის ნიშანი და გადაინაცვლა ფილოსოფიურ, თავისუფლების მოყვარე ზოდიაქოს ნიშან მშვილდოსანში.როგორ იმოძრავებს მშვილდოსნის ისარი ლილიტის 9 თვიანი ტრანზიტის დროს?

მშვილდოსანი მართავს უცხოეთს, ფილოსოფიას, იდეოლოგიებს, რელიგიებსა და ზოგადად, მსოფმხედველობას. ასევე, მისი მფარველობის ქვეშაა უმაღლესი განათლება, ქვეყანათა შორის ურთიერთობები, მიზნები, იდეალები. დღის წესრიგში სწორედ ეს თემები იქნება.

ჯერ კიდევ 2014 წლიდან სატურნის ტრანზიტმა მშვილდოსანში მოახდინა ამ თემების აქცენტირება, მაგრამ ლილიტი კიდევ უფრო გაამძაფრებს მათ. მშვილდოსანს არ უყვარს არაფერი დაფარული, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზემოთხსენებულ სფეროებში ფარულ ქმედებებთან იყო ან იქნება დაკავშირებული ამ ტრანზიტის მიმდინარეობისას დღის სინათლეზე გამოვა მათ შორის სკანდალებისა და სასამართლო გარჩევების სახითაც, რადგან იურსიპრუდენციაც მშვილდოსნის ზონასთანაა კავშირში.

                     პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

შესაძლოა სამთავრობო დონეზე საჯარო მოხელეებთან, რელიგიურ პირებთან, უცხოეთთან, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში სკანდალების, ხმამაღალი განხეთქილებების მომსწრენიც გავხდეთ. მოიმატებს სწარფვა დამოუკიდებლობისკენ და რევოლუციური იდეებიც უფრო მკვეთრად გაისმება საზოგადოებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლილიტი ტრინს გაუკეთებს ტრანზიტულ ურანს ვერძში და შეურთდება სატურნს მშვილდოსანში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი). ასევე, ამ დროს შესაძლოა მეტად გამძაფრდეს რელიგიური საკითხები და დღის წესრიგში დადგეს რეფორმები რელიგიურ სფეროში,შესაძლოან გაჩნდეს ახალი რელიგიური მოძღვრებები, სექტები.

საერთოდ რელიგიურ – იდეოლოგიურ სფეროში კრიზისის შესახებ წინსწრებით ახალი წლის სტატიაში უკვე მოგახსენეთ, რომ მოსალოდნელია ამ სფეროში გაუგებრობების, პრობლემების ალბათობა, რაც უკვე შეინიშნება კიდეც. ეს ტენდენციია წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

ლილიტი მშვილდოსანში ტრანზიტის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოეთთან და უცხოელებთან ურთიერთობისას, ეცადეთ გაარჩიოთ ერთამნეთისგან რეალური იდეოლოგიები და ცრუ მოძღვრებები. შემთხვევით ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე სექტაში არ ამოყოთ თავი.

ხაზასმით უნდა აღინიშნოს ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები. სამწუხაროდ, ამ პერიოდში (ანუ წლის ბოლომდე) კიდევ უფრო გააქტიურდებიან ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარი იდოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების ჭეშმარიტებაზე სერიოზულ განაცხადებს გააკეთებენ არა მხოლოდ ტერორისტული აქტების სახით, არამედ უკვე პოლიტიკურ დონეზეც.ამიტომ, შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღება მართებთ!

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ტრადიციული კითხვა ,,რა ელით მშვილდოსნებს,, და ლილიტ მშვილდოსნებს?

მეგობრებო, პირველ რიგში, შიშით და დაძაბულობით ნუ შეხვდებით ამ ტრანზიტს! შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა საერთოდაც ვერ იგრძნოს ეს გავლენა. ამჟამად იუპიტერის სასწორში მოძრაობა დაეხმარება ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს მეტი სიმსუბუქით გაუმკლავდნენ ამ ტრანზიტებს .

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
1. თუ თქვენი მსოფმხედველობა მშვილდოსანში სატურნის ტრანზიტიდან მოყოლებული უკვე სეროზულ ძვრებს თუ რყევებს განიცდის, მით უფრო ლილიტი მშვილდოსნის ტრანზიტისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე განსაკუთრებით შორსმიმავალი მიზნების დასახვისას, ახალი მსოფმხედველობის იდეოლოგიის ჩამოყალიბების დროს, რათა იმედგაცრუებისგან დაიცვათ თავი. არ აჩქარდეთ გადაწყვეტილების მიღებისას როგორც სჩვევიათ ხოლმე მზე და ლილიტ მშვილდოსნებს;
2. პირად ურთიერთობებში იყავით დიპლომატიურები, გულისხმიერები, ნუ აყვებით მძაფრ ემოციებს, იმპულსურობას, ამით სერიოზულ ზიანს მიაყენებთ როგორც ახლობლებს, ისე საკუთარ თავს;
3. დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მაგრამ აქაც ფრთხილად იყავით, თავი აარიდეთ ფანატიზმს
4. კონკერტულად ამ პერიოდში ნუ ეცდებით გაითავისუფლოთ თავი ყველაფრისა და ყველასგან თუ ეს გარდუვალი არ არის, რადგან ლილიტი მშვილდოსანი ისედაც უსაზღვრი მიდრეკილებაა საზღვრების დარღვევისა და მაქსიმალური თავისუფლებისკენ, ასეთი თავისუფლება კი ყოველთვის როდია გონივრული, გახსოვდეთ, რომ თავისუფლება გაცნობიერებული პასუხისმგებლობაა;
5. არ ეცადოთ საკუთარი შეხედულებების, იდეებისა და მოსაზრებების სხვებზე ძალით თავს მოხვევას. არავინ ფლობს უდავო ჭეშმარიტებას. განეწყვეთ დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის და პატივი ეცით სხვის მოსაზრებებს;
6. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოეთში და უცხოელებთან ურთიერთობისას
7. დაიცავით კანონები.
8. თავი შეიკავეთ ცდუნებებისა და შეცდომების დაშვებისგან პირად ურთიერთობებში (ეს უფრო ლილიტ მშვილდოსნებისა და მზე მშვილდოსნების, ასევე მშვილდში სტელიუმის პატონების საყურადრებოდ)

საერთოდ, სასურველია იცოდეთ რომელ სახლში გყავთ ლილიტი მშვილდი და იმ სახლის თემებში გაფრთხილდეთ

ახლა რაც შეეხება საქართველოს: რადგან ჩვენი ქვეყნის მუნდანურ რუკაზე ჩვენი ნატალური ლილიტიც მშვილდოსანში იმყოფება, ეს პერიოდი ქვეყნისთვის გამოწვევებით და სხვა და სხვა ხასიათის მოვლენებით იქნება სავსე როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე რელიგიურ-იდეოლოგიური კუთხითაც. ცდუნებებზე აყოლის, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს!

ჩვენს პოლიტიკოსებს მაქსიმალური სიფხიზლე , სიფრთხილე და დიპლომატიურობა მართებთ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იუპიტერი მორიელში გადავა, რა დროსაც იზრდება კონფლიქტების ალბათობა . შემოდგომა, ქართველებისთვის, ისედაც რთულ პერიოდად ითვლება.
.
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის! <3
წარმატებები!

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

11 თებერვალი – მთვარის ნაწილობრივი დაბნელება

მთვარის დაბნელება

2017 წლის 11 თებერვალს თბილისის დროით 02:34 იწყება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რომელიც გასტანს 06:53 წუთამდე. დაბნელების პიკი 04.43 წუთზე იქნება.

დაბნელება ხდება მერწყულისა და ლომის ღერძზე, რომლის გავლენა დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე და ასევე, დაბნელების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში იქნება საგრძნობი.

დაბნელების თემებია – სიყვარული და მეგობრობა, შემოქმედებითი თვითრეალიზება.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ლომის ზოდიაქოში, 23-ე გრადუსზე ხდება. ლომის ზოდიაქო განაგებს, შვილებს, სიყვარულს, გართობას, აზარტს, შემოქმედებას, თვითგამოხატვას. დაბნელებამ შესაძლოა სწორედ ეს თემები გააქტიუროს ჩვენს ცხოვრებაში (გააჩნია პირად რუქაზე ლომის ნიშანში რომელი სახლის კუსპიდი იწყება).
ამ დაბნელებების მმართველად ითვლება მზე. მზე ჩვენი ეგოა, ცნობიერი, ჩვენი ეგოს გამოსახვა/თვითგამოხატვის ყველანაირი მხარე. აღსანიშნავია, რომ დაბნელების ე.წ. წერტილი ჰარმონიულ ასპექტებშია სოციალურ პლანეტებთან სატურნთან და იუპიტერთან, რაც ნიშნავს, რომ სოციალურ დონეზე ამ პლანეტებთან და მერწყულ-ლომის სფეროებთან დაკავშირებული საკითხები დადებითად გადაწყდება, მას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეულწილად ნეგატიური ტენდენციებიც, მაგრამ ისინი არ იქნებიან დამანგრეველი ხასიათის.

                          პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ ე.წ. ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებს – ლომებს და მერწყულებს, შემდგომ კუროებს და მორიელებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ამ ზოდიაქოების მესამე დეკადაში ჰყავთ პლანეტები ანუ მერწყულის, ლომის, კუროს, მორიელის მე-20 გრადუსიდან 30-ე გრადუსამდე.
აუცილებელი იქნება გარკვეული კომპრომისი, საპირისპირო ტენდენციების გონივრული შეთავსება. კარგი დროა მთელს სამყაროს აჩვენოთ თქვენი პიროვნების უნიკალურობა, თავი გამოიჩინოთ ახალ სფეროებში, გამოიწვიოთ სხვათა ინტერესი თქვენი პერსონის მიმართ. მთვარის ენერგიები დაგეხმარებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში, რისთვისაც მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ.

ეს პერიოდი საუკეთესოა საკუთარი თავის გვერდიდან დასანახად. მოსალოდნელია, რომ ურთიერთობები, რომლებიც სიყალბესა და უსამართლობაზეა დაფუძნებული, დასრულდეს. ასევე, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წყვილებს და მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობამ თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მით უფრო, როდესაც რეალურად არაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის, არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანი, ჰარმონიული კავშირის შექმნას.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

დაუშვებელია ეგოიზმის გამოვლენა, მიკერძოება, ამბიციურობა, ამპარტავნება, ანარქიულობა, ქაოსურობა.

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.
ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,– დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით – დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში – დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც დრომოჭმული, გამოუსადეგარი და უფუნქციოა , მათ შორის დაასწულეთ დრომოჭმული და დამამძიმებელი ურთიერთობები, თუ ეს რაღაც მიზეზთა გამო შეუძლებელია, დაიწყეთ საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე მუშაობა, გამოიჩინეთ დიპლომატიისა და შემწყნარებლობის უნარი, დაიწყეთ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან.

                      პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ

ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

                    პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ლომი განაგებს გულის ჩაკრას, ამიტომ გულთან დაკავშირებული ყველა საკითხი აქტუალური იქნება მთვარის მომავალ დაბნელებამდე. ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი
დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ! <3
წარმატებები თქვენ! 🙂
ქეთი ვაწაძე

თქვენ წინაშეა მისტერ სიმდიდრე

თქვენ წინაშეა მისტერ სიმდიდრე, ხვავი, ბარაქა, ნაყოფიერება, პოზიტივი, ოპტიმიზმი, ენერგია, ტრანსფორმაცია და სილაღე ?

კრისტალიზაცია-ტრიგონალური სისტემა
ოჯახი-კვარცი
ფერები-გარდამავალი. ღია, გაუმჭვირვალე ლიმნისფერიდან, მუქ ყავრისფრამდე.
ასტროლოგია-შეესაბამება ლომის ზოდიაქოს.
სტიქია, ელემენტი-ცეცხლი
სახელწოდება-ციტრინი
პასუხობს მესამე ჩაკრას-მანიპურა (მზის წნული)

სახელწოდება-ციტრინი მოდის ფრანგული სიტყვიდან-citron, რაც ნიშნავს ლიმონს. ნატურალური ციტრინის ფერი კი ღიიდან მუქ ლიმნისფერამდე ვარირებს .

ლეგენდის თანახმად, მას მოჰქონდა ნაყოფიერება უშვილო ქალებისთვის, უხვი მოსავალი მიწათმოქმედებისთვის. ციტრინს მიიჩნევდნენ მაგიურ ქვად-სასურველი მამაკაცის დასაპყრობად. (ეს უკანასკნელი წინადადება გააქრობს ციტრინს მაღაზიის თაროებიდან-მთარგმნელის ცხენტავრული კომენტარი ?)

პირადი რუკის მიხედვით მინერალების შესაძენად გადმოდით ბმულზე

16-ე საუკუნემდე ტერმინი ციტრინი გამოიყენებოდა ნებისმიერი ყვითელი მინერალის აღსანიშნავად. მისტერი იმიტომ, რომ მამაკაცური ენერგიის მატარებელია და მასთან ერთად ბალანსისთვის, ამეთვისტოს ტარებაა რეკომენდებული, თუ პირადი რუკის მონაცემები ხელს გვიწყობს.

ეს მზის, სინათლისა და სითბოს მინერალია. ხელს უწყობს მატერიალურ წინსვლას, ფინანსების ზრდას, ახალი საქმეების წამოწყებასა და მათ წარმატებას. დაუსრულებელი საქმეების დასრულებას.
პატრონს აჯილდოვებს სტიმულით, ენერგიითა და ოპტიმიზმით. ციტრინს აქვს უნარი ნებისმიერი ნეგატიური ენერგია გარდაქმნას პოზიტიურად. გვეხმარება პოზიტიურ აზროვნებაში და დადებითად მოქმედებს ნდობის აღდგენის ან მოპოვების საკითხში.

კრისტალოთერაპია

ციტრინი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მწყობრში ჩაყენებას, დადებითად მოქმედებს კუჭზე, ელენთაზე, თირკმელზე, ღვიძლზე. ორგანიზმს ეხმარება ინსულინის გამომუშავებაში.

ამცირებს ტკივილს ყაბზობისა და შეკრულობის დროს. ხელს უწყობს A, C, E ვიტამინების ათვისებას.
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ჰორმონალურ სისტემას, განსაკუთრებოთ მენოპაუზისა და ჩიყვის დროს-ციტრინი შეუცვლელი მინერალია.

კრისტალოთერაპიაში ციტრინს “ნიშნავენ” კანის ალერგიებისა და ქრონიკული დაღლილობის დროს. კატარაქტისა და გლაუკომისას. ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსინებისგან.

ხელს უწყობს მატერიალურ და სულიერი მდგომარეობის ბალანსს, თუმცა…მას შეუძლია კრახიც კი მოიტანოს, თუ ძუნწი, მოხვეჭელი და ხარბი პატრონი ჰყავს ?

დაკვირვებიხართ? როცა ბრაზობთ თითქოს კუჭზე რაღაცამ მუშტი მოგიჭირაო, შეკუმშვის შეგრძნება კუჭის არეში…და უპს…შეიძლება კუჭიც აიშალოს, ნაწლავებმა მიიღეს ბრძანება გარეთ გამოიტანონ ბრაზიანი ფეკალიები იმისთვის, რომ შიგნით ჩამშვიდდეს გაღიზიანებული ენერგო ველი…

ადამიანები, რომლებიც გამუდმებული სტრესის ქვეშ არიან და ცხოვრობენ ნევროზულ გარემოში, იტანჯებიან ხშირად განმეორებადი ტკივილებით კუჭის არეში. ექიმთან ვიზიტის შემდეგ კი ხშირად დასმული დიაგნოზი-სტრესიდან გამომდინარე მუცლის ტკივილია.

სწორედ კუჭის მიდამოებშია განლაგებული მესამე ჩაკრა-მანიპურა, რაც პასუხს აგებს ადამიანის ემოციებზე… სწორედ მისი დისბალანსი იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ არასრულ პათოლოგიებს.

ციტრინი ეხმარება ადამიანს გაღიზიანების, დაღლილობისა და დაძაბულობის მოხსნაში, თუმცა არაა რეკომენდებული ანჩლი, კაპარჩხანა, ბრაზიანი, ცხარე და ფიცხი ხასიათის მქონეთათვის.

მინერალის ტარება შესაძლებელია სამაჯურის, ყელსაბამის, ამულეტის, ბეჭდის სახით, ასევე საფულით ან ბუნებრივ ქსოვილში გამოხვევით.

შესაძლებელია მისი “დასკოჩვა” მესამე ჩაკრის ადგილასაც. (ოღონდ უნდა მოიხსნათ ერთი ორი საათის შემდეგ ? )

შეგიძლიათ ძმრიანი, სოდიანი, მარილიანი, ან ჩვეულებრივი სუფთა წყლით გაწმინდოთ მხოლოდ ერთი წუთის მანძილზე.

ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
დამუხტვისთვის კი მზისა და მთვარის ნათელია რეკომენდებული, ოღონდ არა პირდაპირი სხივები. მეგობრობს ამეთვისტოსთან და მასთან სიახლოვით იმუხტება პოზიტიური ენერგიით. შესანიშნავია მედიტაციისას.

ფენ-შუის მიხედვით ციტრინის დადება სახლის/ოთახის ცენტრშია რეკომენდებული, რათა შეძლოს ყველა მხრიდან ხვავის, ბარაქისა და წარმატების მოზიდვა.

ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
როცა ციტრინი ამოწურავს მის ყველა ენერგო რესურსს, ის კვდება ? ხდება მყიფე და მტვრევადი. შეიძლება დაიმტვრეს კიდეც, რაც ნიშანია, რომ მან ამოწურა მისი რესურსები. თუ ეს მოხდა, რეკომენდებულია მისი ზღვისთვის, ან მდინარისთვის გატანება.

არაა რეკომენდებული ციტრინის სამკაულთან, ან ქვასთან ერთად ძილი, მისი ძლიერი ენერგიიდან გამომდინარე შესაძლებელია დაარღვიოს ძილის რიტმი.

მოკლედ ასე…ვეცადე მოკლედ დამეწერა ის ცხრა ფურცელი რვეულში ნაჯღაბნი, სამასზე მეტი ნასწავლი ახალი სიტყვა…

ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
და ბოლოს – მინერალები ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებიც “ითვისებენ” პატრონის ენერგიას, ანუ-მაჩვენე შენი მინერალი და გეტყვი ვინ ხარ შენო ?

იმეგობრეთ და გიყვარდეთ ? უანგაროდ!

სიყვარულით-თქვენი ანცი ცხენტავრი ?

მოამზადა ცხენტავრმა იამ

სირიუსი – ეზოთერული მნიშვნელობა

სირიუსი
თამარ გეგეშიძე
ვარსკვლავები მხოლოდ ცის ლამაზ მანათობლებს არ წარმოადგენენ. გარდა ასტროფიზიკური მონაცემებისა მათ სხვა დანიშნულებაც გააჩნიათ. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ დიდი ქოფაკის (ლათინურად  Canis Major) თანავარსკვლავედის ვარასკვლავ სირიუს ალფაზე.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნაწილის თანავარსკლვავედია, რომელიც ჩვენთვის ხილულია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. მისი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია სირიუს ალფა, რომლის ვიზუალური მაგნიტუდა შეადგენს -1.46, რაც ასტრონომიულ ენაზე ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ღამის ცაზე. სახელწოდება „სირიუსი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან  Σείριος (Seirios), რაც კაშკაშას, მბრწყინავს ნიშნავს. სირიუსი მზეზე ორჯერ დიდია და 25-ჯერ უფრო კაშკაშა. ძველ ეგვიპტეში მზისა და სირიუსის ერთდროულ ამოსვლას უკავშირდებოდა ნილოსის ადიდება, ხოლო ძველ საბერძნეთში ზაფხულის ამ მოვლენას „ძაღლის დღეებს“ ეძახდნენ.

ძაღლის დღეები

სირიუსი ძველი ეგვპტელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავი იყო, მას უწოდებნენ „სოპდეტს“ (ბერძნულად Σῶθις Sothis) და აღნიშნავდნენ ამ იეროგლიფით

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ძველი ცივილიზაციებისთვის სირიუსი იყო აღფრთოვანებისა და თაყვანისცემის საგანი.  70 დღის მანძილზე, როცა სამხრეთის ცაზე სირიუსი არ ჩანდა, ეგვიპტელები ამ მოვლენას უკავშირებდნენ ისიდასა და ოსირისის ამ სამყაროდან გასვლას (დუატის, ეგვიპტური ქვესკნელის გავლით).  ამ დროს ეგვიპტელები უარს ამბობდნენ გარდაცვლილთა გვამების დაწვაზე. მათ სწამდათ, რომ სირიუსი იყო სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების გასასვლელი კარი, რომელიც 70 დღის მანძილზე დაკეტილად მიიჩნეოდა. ისინი ელოდებოდნენ ამ პერიოდის გავლას, რომ ე.წ. სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების კარი გახსნილიყო. მითოლოგიებში სირიუსი მოიაზრება, როგორც ცის ერთ-ერთი მაყურებელი, რომელიც იცავს ჩვენი გალაქტიკის (ირმის ნახტომის, იგივე რძანი გზის) უკიდურეს საზღვარს და არის ერთგვარი ხიდი სულის განსხეულებისთვის.

ქალდეველებში სირიუსი ცნობილი იყო სახელით „ძაღლი, რომელიც წინ მიუძღვის“, ასურეთში მას უწოდებდნენ „მზის ძაღლს“. თავდაპირველად სირიუსის განსახიერება იყო ქალღმერთი სოპდეტი, რომელიც ნაყოფიერებას, უხვმოსავლიანობას უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი ეგვიპტელებმა ის  დაუკავშირეს ქალღმერთ ისიდას, ოსირისის მეუღლესა და ჰორუსის დედას.

ჰორუსის დედა

დიდ ქოფაკის თანავარსკვლავედის ქვეშ არის არგოს თანავარსკვლავედი. ცის ეს რეგიონი ეზოთერულ ასტროლოგიაში მიიჩნევა ვარსკვლავების მდინარედ, რომელიც უმაღლესი ცნობიერების პორტალად ითვლება. ეზოთერული თვალსაზრისით, სულის მსგავსად, ვარსკვლავებსაც მიეწერება ღვთაებრივი თვისებები. ენერგია, რომელსაც ვარსკვლავები გამოყოფენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა ციურ სხეულებზე, მათ შორის, დედამიწასა და ადამიანებზე, ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთქმედებაშია.

ყოველი სული საჭიროებს სრულყოფას, რათა დაუბრუნდეს თავის პირველსაწყის სინათლეს, რისთვისაც მას მრავალი განსხეულება სჭირდება. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ სული  სრულყოფას არ მიაღწევს. სულს სრულყოფამდე არ შეუძლია გვერდი აუაროს  იმ პორტალს, რომელსაც იცავს სირიუსი. სირიუსი არის გზა, რისი საშუალებითაც სულები მზადდებიან განსხეულებისთვის. მხოლოდ ტრანსცედენცია და სრული გასხივოსნება არის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გვერდი აუარო სირიუსს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

სირიუსი უკავშირდება ფემინურ ენერგიას, ამიტომ მას ძველ ეგვიპტეში ქალღმერთის სახით გამოსახავდნენ, რომელიც იყო ნაყოფიერების, ხვავის, ბარაქის, მოსავლიანობის სიმბოლო და ზოგჯერ ნილოსის ვარსკვლავსაც ეძახდნენ.  სირიუსის ღვთაებრივი ინ ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწის ინ ენერგიისთვის, რომელიც დედამიწას საშუალებას აძლევს უფრო მაღალ ცნობიერებაზე გადავიდეს სირიუსის ენერგეტიკული ვიბრაციების ზემოქმედების შედეგად.

ისიდა და სირიუსი დაკავშირებულნი არიან ალქიმიის წარმოშობასთან. ეზოთერულ ლიტერატურაში სირიუსი და სირიუსელები მიიჩნევიან ალქიმიისა და საკრალური გეომეტრიის ყველაზე ძლიერ სწავლულებად, რომლებმაც კრისტალების და მინერალების დახმარებით უმაღლეს განვითარებას მიაღწიეს. სწორედ ძველი ჰერმეტული ტექსტების მიხედვით ალქიმია ისიდას სახელს უკავშირდება.

ჰერმეს ტრისმეგისტუსის სახელთანაა დაკავშირებული დედამიწაზე ყველანაირი სულიერი, ფიზიკური და მორალური აღორძნების საიდუმლო ცოდნა. როგორც ძველი ტექსტები გვამცნობენ მან ეს ცოდნა ეგვიპტელებს გაანდო. ჰერმესის ზურმუხტის დაფებში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, რომ ოქროს მიღების ალქიმიური საიდუმლო ისიდას ციურმა არსებამ გაანდო. შემდგომ, ეს ცოდნა ისიდამ თავის შვილ ჰორუსს გადასცა, ვისი მეშვეობითაც ცოდნა, შემდგომ, უკვე ეგვიპტელ ქურუმებსა და ალქიმიკოსებში გავრცელდა. ეს საკრალური ცოდნა საგულდაგულოდ იმალებოდა და მხოლოდ ხელდადასმულთ   ჰქონდათ უფლება ამ იდუმალ მისტერიასთან ზიარებისა. საიდუმლო დოქტრინის გასაღები ქალღმერთ ისიდაში არის სიმბოლიზებული. პლუტარქეს გადმოცემით ისიდა ჰერმეს ტრისმეგისტუსის ქალიშვილი იყო, ზოგიერთის ცნობით კი, პრომეთესი.

დიდი ქოფაკი

თეოსოფიაში მიიჩნევა, რომ პლეიადების 7 ვარსკვლავი გალაქტიკური ლოგოსის სპირიტუალური ენერგიის ტრანსმისიას დედამიწისკენ სწორედ სირიუსის გავლით ახდენს.  სირიუსი ასოცირდება გათავისუფლებასთან, ტრანსცედენციასთან და ინკარნირების ნებელობასთან. ძველი ეგვიპტური და ძველი ცივილიზაციების სწავლებების მიხედვით თავისუფლების კონცეფცია, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში არსებობს, სწორედ სირისუსის ენერგიის გავლენითაა, ვინაიდან ის არის სულის გათავისუფლების სიმბოლო.

ყოველ წელს, როდესაც დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი/სირიუსი და ლომის თანავარსვლავედი/რეგულუსი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან (22 ივლისი – 23 აგვისტო), სამყაროში  „ხელმისაწვდომი“ ხდება ის ენერგეტიკული ვიბრაციები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გვაძლევენ სპირიტუალური განვითარების გზაზე. ამ დროს ძალიან სასარგებლოა მედიტაციები, ლოცვები, იოგით დაკავება და სხვა და სხვა სულიერი პრაქტიკები. საინტერესოა ამ მოვლენის ძველ ქართულ ცნობებთან დაკავშირება.

არსებობს მოსაზრება, რომ წარმართული ქართული მითოლოგიური ქალღმერთი ბარბალე, რომელსაც მეორენაირად მზის ქალღმერთსაც უწოდებენ, სწორედ სირიუსთან არის დაკავშირებული. სირიუსი, ასევე, მიიჩნევა  მეორე მზედ, ღამის მზედ, რომელიც კავშირშია უხილავი სამყაროს ხილვასთან. შეიძლება ეს სწორედაც რომ მესამე თვალის სიმბოლოზე მიუთითებდეს.  ბარბალეს კულტი ძველ ქართულ ცნობიერებასა და მითოლოგიაში მზერასთან იყო დაკავშირებული, მზე – რა. როდესაც ვინმეს მხევდელობასთან დაკავშირებული სენი სჭირდა, წმინდა ბარბალეს მიმართავდნენ და მის საკურთხეველთან ორი კაკალი მიჰქონდათ როგორც თვალების სიმბოლო, როგორც მზე და მთვარე.

ჩვენ ვიცით რომ მზე მარჯვენა თვალია, მარცხენა თვალის სიმბოლო კი არის მთვარე, ხოლო მესამე სარკმლის ცნება, რომელიც ქრისტიანულ მისტერიებში ჩნდება, სწორედ მესამე თვალის გახსნასთან და ხილვადობასთან არის დაკავშირებული,  ამიტომ მიიჩნევენ, რომ ბარბალეს კულტი კავშირშია სირიუსთან, როგორც მეორე, ღამის მზესთან, მესამე თვალის გახსნასთან, უხილავის ხილვასთან და ღვთაებრივ სინათლესთან. საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება: „მზის ძველის-ძველი სახელის ნაშთი და კვალი სხვა და სხვა რთულ, ცის სფეროსთან დაკავშირებულ სიტყვებში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ საყურადღებოა ტერმინი „არდადეგი“.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

არდადეგი ჩვეულებრივ ანტიკური „კანიკულების“ მნიშვნელობით იხმარება, ანუ იმ დროის აღსანიშნავად, როდესაც სირიუსი, ანუ ძაღლ-ვარსკვლავი მზესთან ამოდის და ჩადის, ე.ი. 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე; ხოლო საბა ორბელიანის ცნობით „არდადეგი – მზე რა ლომში შევა გასვლამდე“ – ასეთ მდგომარეობას ეწოდებოდა, ანუ მზის ლომის თანავრსკვლავედში დგომას ასახავდა, რაც ასევე ემთხვევა 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე პერიოდს. „არდადეგი“ ორნაწილიანი სიტყვაა, სადაც მეორე ნაწილი „დეგი“ თუ ლომზე დგომის გამომხატველია, მაშინ ამ ტერმინის პირველი ნაწილი „არდ“ უეჭველია მზის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო“.

მზე

ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სირიუსი და მზე უსწორდებიან ერთმანეთს ზაფხულის ცაზე, 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე (მზის ტრანზიტი ლომის თანავარსკლვედში).  შეიძლება თუ არა სიტყვა „არდი“ სწორედ მზის კი არა, სირიუსის სახელწოდება იყო ძველ ქართულ მითოლოგიაში, ამის დაზუსტებით თქმა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ისიდა  ჩვილი ბავშვით ხელში  განასახიერებს სწორედ ახალი სიცოცხლის, იმედის, ხსნის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ კავშირშია სირიუსთან. სწორედ ისიდას შვილი ჰორუსი განასახიერებს ყველა სიძნელის დაძლევას, ნათელხილვის მდგომარეობის მიღწევას, მესამე თვალის გახსნასა და ხსნას.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

 

 

როგორ შევიცნოთ თხის რქა

თხის რქა


ლინდა გუდმანი

„მოხუცი ხართ. მამა უილიამ.“ თქვა ახალგაზრდამ,
„და თქვენი თმაც ძლიერ გათეთრებულა;
და მაინც, განუწყვეტლივ, ყირაზე დგახართ მძიმე მუშაობით –
ფიქრობთ, რომ თქვენს ასაკში ეს სწორია“?

ნებისმიერი რაოდენობის დრო, გარდა ნიავის წამოქროლებისა, შეიძლება დაგჭირდეთ თხის რქის ხასიათის დასაჭერად. ისწავლით როგორ იცნოთ ეს ნიშანი, მაგრამ წინასწარი მომზადება დაგჭირდებათ. შეისწავლეთ ჩუმი ობობა. პირველ რიგში. მას შანსი არ აქვს სწრაფად მფრენი მწერების წინააღმდეგ. თუმცა, ისინი, მის ჭკვიანურად გაბმულ ქსელში ებმებიან და ობობაც იმარჯვებს. გაიხსენეთ, ეზოპეს ნელი კუ, სასაცილოდ რომ მიბობღავდა იმ შეჯიბრში. შანსი არ ჰქონდა სწრაფი, ნათელი კურდღლის წინააღმდეგ. მაგრამ თავქარიანი კურდღელი ყველა მიმართულებით მიდის, მიზანს ივიწყებს და აქაც, კუ იმარჯვებს. დააკვირდით თხას, მთის ფერდობზე რომ ადის. შანსი არ აქვს უფრო ჭკვიანი ადამიანების სტრატეგიის წინააღმდეგ, მას რომ მისდევენ.  თუმცა, მონადირეები უკან რჩებიან, როცა მტკიცე თხა მთელი მონდომებით ძვრება კლდიდან კლდეზე თავის უნიკალური ფორმის ჩლიქებით და თხა იმარჯვებს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ახლა, შეისწავლეთ თხის რქა. სად იპოვნით მას? უბრალოდ, ნებისმიერ ადგილას, სადაც შეუძლია დაწინაურდეს და თავი გაიუმჯობესოს. ნებისმიერ ადგილას, სადაც შეუძლია წინ წავიდეს და წაიწიოს თავისი ჩუმი ამბიციებით. მოსინჯეთ საზოგადოებრივი შეკრება. თხის რქა არაა უზრუნველი მოქეიფე ტიპი, მაგრამ თხა, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, ისეთივე საზოგადოების კიბეზე მცოცავია, როგორც მთის კალთაზე. შეარჩიეთ შერეული ჯგუფი, უმჯობესია მაღალი შემოსავლების მქონეთა დონეზე. შეგიძლიათ საშუალო შემოსავლების ადამიანთა დონეც მოსინჯოთ, მაგრამ რაც უფრო ჩადიხართ მის ქვემოთ, მით უფრო ნაკლებია თხის რქის პოვნის შანსი. სავარაუდოდ, თავზე სანათურის საჩრდილობელი არ ეკეთება, ტეპ დენსს არ იცეკვებს და ყურადღების მიპყრობას არ ეცდება ნებისმიერი გზით; ის უფრო აღფრთოვანებული მაყურებელი იქნება უკანა რიგებში. შესაძლოა პირველად ვერც კი შენიშნოთ, როცა ჩუმად და მშვიდად ადევნებს თვალს ყველა თვალისმომჭრელ, მიმწოლ, მომხიბლავ, აგრესიულ და შესანიშნავ პიროვნებას, თავის გარშემო. მოგეჩვენებათ, რომ ჯგუფში ყველა წევრი უმაღლესი აღჭურვილობით არის მომზადებული შეჯიბრისთვის – ნებისმიერი სახის შეჯიბრისთვის. ბევრი მათგანი იტყუება, ზოგიერთს ეშინია, მაგრამ ისინი, ყველა უმაღლესად დახვეწილები არიან და თხის რქას, თითქოს, შანსი არ აქვს მათ წინააღმდეგ. და მაინც, ის გაიმარჯვებს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

რამდენიმე წლის წინ, ნიუ იორკის ასტროლოგის წიგნების მაღაზიაში შევიარე. მას შემდეგ, რაც დაუდევრად ვაფრქვიე ჩემი სიბრძნის მარგალიტები, მივეცი რჩევა, რომელიც არ უთხოვია, თუ რომელი წიგნები შემოეტანა გასაყიდად და ასტროლოგიურ თეორიებზე ვეკამათე, მივხვდი, რომ ის თხის რქა იყო, ის კი მიხვდა, რომ მე ვერძი ვიყავი. დიდი თვითკმაყოფილებით, მივხვდი მის ასცენდენტს, უფრო ჩქარა ვლაპარაკობდი, უფრო სწარაფად ვმოძრაობდი და ისე ჩანდა, რომ სიტუაციასაც მე ვფლობდი. სანამ წავიდოდი, მომხიბლავად, მშვიდად გამიღიმა და არაჩვეულებრივი უნგრული აქცენტით, სასაცილო რამ მითხრა. „თხის რქა ყოველთვის აჯობებს ვერძს. თხა მოუგებს ყოჩს.“ ეს სიტყვები მსუბუქად ითქვა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული იყო, როცა ამბობდა. ნახე, რამხელა წარმოდგენა აქვს თავზე-მეთქი, ვიფიქრე. არავის შეუძლია, ორმაგ ვერძს აჯობოს-მეთქი. იცით, რა? როდესაც მე ვერ ვშოულობ იმ წიგნებს, რომლებიც მჭირდება და რაც ნოემ თავის კიდობანი ააშენა, იმის მერე აღარ იბეჭდება, თხის რქა ყოველთვის პოულობს მათ. თანდათანობით, იძულებული გავხდი, საკადრისი პატივი მიმეგო მისი აღმატებულობისათვის. ახლა, აი აქ, ვაღიარებ ამ მზის ნიშნის თვისებებს, რომლებიც მშურს, მაგრამ მე არ მაქვს. ხედავთ? თხის რქამ მოიგო.

მორიგი აღიარება. როგორც ვერძი, ვერ ვიტან მითითებებს. ვერც ერთი ვერძი მწერალი ვერ აიტანს, მისი ნაშრომის ჩასწორებას ვიღაც სხვის მიერ. ბოლო დროს, შემომთავაზეს რომ თხის რქა ქალი გადაავლებდა თვალს იმას, რაც დავწერე. გავცოფდი. გარეგნულად დავთანხმდი, მაგრამ ჩუმად გადავწყვიტე, რომ ის ჩემს გონებრივ პროდუქტში, ერთ სიტყვასაც ვერ შეცვლიდა. მხოლოდ თავს მოვაჩვენებდი, რომ ვეთანხმებოდი. ჩუმად, თითქმის მოკრძალებულად მომაწოდა რჩევები და ჩემი სურვილის წინააღმდეგ, ძალზე ცხადად დავინახე, რამდენად ჭკვიანურნი იყო ისინი. რატომ მე თვითონ ვერ მოვიფიქრე იმ ფრაზის შემოკლება და იმ სიტყვის შეცვლა?  მას შემდეგ, რაც უხალისოდ მივყევი მის მითითებებს უკანასკნელ ასომდე, მტკივნეულად აშკარა იყო ნაშრომის გაუმჯობესება. თხის რქამ ისევ მოიგო.

საბოლოოდ, ჩემი აგრესიული ვერძული ტვინით დავასკვენი, რომ მათთან ბრძოლა არ ღირს. შეგიძლიათ, თქვენც იგივე გააკეთოთ. შეიცოდეთ დაჟინებული გამყიდველი, რომელიც თავის უეშმაკო თხის რქა მყიდველს აფასებს და ფიქრობს: „ეს კარგი გამოუცდელი ვინმეა. ბრუკლინის ხიდსაც კი მივყიდდი.“ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

რადგანაც თხა ასე ფრთხილად ერევა ადამიანთა ჯგუფებში, ქვეცნობიერად ინიღბება უკანა რიგებში, ყოველთვის იოლი არაა ამ მზის ნიშნის ფიზიკური მახასიათებლებით ამოცნობა. თხის რქები შეიძლება ჩაფსკვნილი და დაკუნთულები, გამხდრები და ამტანები, ან ფუმფულები და მშვიდები იყვნენ. თუმცა, მათი აღნაგობის მიუხედავად, თხაზე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ იმ წერტილზეა მიჯაჭვული, სადაც დგას, სანამ სხვა ადგილას გადასვლას არ გადაწყვეტს. საერთოდ, სატურნიანელებს სწორი, თხელი, მუქი თმა აქვთ, მუქი, მტკიცე თვალები და შავგვრემნები არიან, ნამზეურის ფერის კანით. ნახავთ ქერა ხვეულთმიან და ლურჯ თვალებიან თხის რქებსაც, მაგრამ კარგად დააკვირდით. ახლა გულწრფელად თქვით, სინამდვილეში, ისე არ გამოიყურებიან, თითქოს მუქი თმით, თვალებითა და კანით უნდა იყვნენო დაბადებულნი? დელიკატური შტრიხია, მაგრამ მართებული. ავიღოთ მარლენ დიტრიხი, მაგალითად. დრეზდენის ფაიფურის ფერის კანი, მწვანე თვალები და ხორბლისფრად მბზინავი თმა. კიდევ შეხედეთ. დააკვირდით მის მშვიდ, ფრთხილ, წინასწარ მოზომილ მოძრაობებს. მოუსმინეთ მის ღრმა, ხორხისმიერ ხმას. მხედველობაში მიიღეთ მისი ლეგენდარული ძლიერი საქმოსნის თავი და მიწიერი ამბიცია. ეს ყველაფერი უფრო მტკიცე, დასაყრდნობი შავგვრემნის გამოსახულების სინონიმები არაა? დახელოვნდით ამ პატარა ხრიკში და თხის რქის გარეგნობა აღარასდროს მოგატყუებთ.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

სატურნიანელ პიროვნებას, ყოველთვის მელანქოლიისა და სერიოზულობის, რაღაც გაურკვეველი აურა აკრავს. ვერც ერთი ვერ ახერხებს მთლიანად გაექცეს სატურნის მკაცრი დისციპლინისა და თვითაღკვეთის გავლენას. ბევრ თხის რქას ძლიერი ტერფები აქვს და პრაქტიკულ ფეხსაცმელს ატარებს. მარჯვე ხელები აქვთ, ხმა, ჩვბეულებრივ, წყნარი და დამამშვიდებელი და შეიძლება შეამჩნიოთ მაამებელი და დამარწმუნებელი სირბილე საუბრისას. თხის რქები, შესაძლოა ბუმბულის საბანივით უწყინრებად გამოიყურებოდნენ და იქცეოდნენ, მაგრამ ლურსმნებიანი ყუთივით არიან. ისინი დაჟინებით, დაუღალავად უტევენ, შეურაცხყოფას, წნეხს, იმედგაცრუებებსა და ვალდებულებას ისევე მშვიდად იტანენ, როგორც თხა ინელებს ჟანგიან თუნუქის ქილებს, მინის ნამსხვრევებსა და მუყაოს. მასსავით, თხის რქებსაც რკინის მუცელი და საშიში რქები აქვთ. სანამ მხიარული, მოცინარი ექსტროვერტები თავიანთ ძალებს აქეთ-იქეთ ფლანგავენ, თხის რქები ერთი ინჩითაც არ გადაიხრებიან არც ერთ მხარეს. ხშირად გავლილი გზის უსაფრთხოებაში დაბადებიდანვე დარწმუნებულები, მტკიცედ მიჰყვებიან აღმართს და არად აგდებენ მაცდურ გადასახვევებს, რომლებიც გზას მოკლეზე ჭრიან და რომლებიც იციან, რომ სავსენი არიან მახეებით.

თხის რქები უზარმაზარ პატივს სცემენ მათ, ვინც მთის მწვერვალზე ასვლა დაასწროთ და ვინც ამ მოგზაურობისას წესებს ემორჩილებოდა. ისინი წარმატებას ეძიებენ; პატივს სცემენ ზემდგომებსა და აფასებენ ტრადიციებს. ბევრი ენერგიული, იმპულსური ადამიანი, მათ სნობისა და შეზღუდულის იარლიყს აკრავს. თხას თავისი კრიტიკოსები შეუძლია აქეთ დაახასიათოს სულსწრაფებად და სულელებად, მაგრამ, ჩვეულებრივ, საკმაოდ ბრძენია, რომ თავს აჰყვეს და ამგვარი თავდაცვით, არასაჭირო მტრები შეიძინოს. სატურნით მართულები ემორჩილებიან. თანხმდებიან. თმობენ. თუ უბრალოდ თავს აჩვენებენ ასე?

თხის რქა აცლის სხვებს მის წინ მიდიოდნენ, მაგრამ ხშირად თვითონ აღწევს პირველი დანიშნულების ადგილამდე, ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ. ფრთხილად ერიდება დაბრკოლებებს, ბასრ ქვებს. სულ ერთია, იგი იშვიათად თუ წაიფორხილებს. მისი თვალები ვარსკვლავებზე არაა მიჯაჭვული. იგი წინ იყურება და მიწაზე მყარად დგას. შური, ვნება, იმპულსები, რისხვა, ქარაფშუტობა, მფლანგველობა, სიზარმაცე, უყურადღებობა – დაბრკოლებების სრულ სიას წარმოადგენს. დაე, სხვები წააწყდნენ და დაეცნენ მათ წინაშე. მაგრამ არა თხის რქა. შესაძლოა, ცოტა ხნით უკანაც მოიხედოს მარცხის გამო სიბრალულით, ან მადლიერებით წარსული რჩევისა და დახმარებისათვის, მაგრამ ისევ მალე განაგრძობს მაღლა მტკიცედ ცოცვას მანამ, სანამ მიზანი არ მიიღწევა.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

არიან საკმაოდ რომანტიკული თხის რქებიც, რომელთაც ესმით მთვარის უცნაური სინათლის და პეპლის ფრთების ბრწყინვალე ფერების. თუმცა, ისინი საკუთარ ემოციებს არ მისცემენ უფლებას ფაქტების დანახვისას დააბრმავონ. არ მისცემენ თუ ტიპური სატურნიანელები არიან. თუ თხის რქა სასიყვარულო ლექსს წერს, წარმოსახვითა და ილუზიით სავსეს, თემა, რასაც ის შეეხება, სოლიდური იქნება და პუნქტუაციაც სათანადოდ დაცული. ზუსტად მოხვდება საჭირო წერტილში და გრძნობებსაც არასდროს მიეცემათ საშუალება კიდეებიდან გადმოხეთქონ. ნუ უგულვებელჰყოფთ მიღებულ ჩვეულებებს, თუ თხის პატივისცემის მოპოვება გინდათ. უფრო მეტად გამბედავებიც კი, და ისინი გამონაკლისები არიან, დააკვირდებიან საზოგადოებაში დაშვებულ, სულ ცოტა, გარეგნული მხარის სახეს მაინც. საზოგადოებრივი სცენები და უხეში, შიშველი, უკონტროლო ვნებები აცბუნებთ მათ.

რიგითი თხის რქა დაივიწყებს ამბიციების დამალვის ტაქტიკას და უარს განაცხადებს მუშაობაზე, თუ საქმის სათავეში არაა. შემდეგ ჯიუტ თხად გადაიქცევა, რომელიც დაჟინებულია კიბის უმაღლესი საფეხურიდან დაიწყოს, იქიდან, რომელიც მიაჩნია, რომ მისი ადგილია. ჩვეულებრივ, ასეთი მიდგომა მოღუშულ, პესიმისტ, ცივ და ეგოისტ ადამიანს წარმოქმნის, რომლის დაკმაყოფილება შეუძლებელია. თუმცა, რამდენიმე მძიმე შეჯახება, ჩვეულებრივ, საკმარისია ხოლმე მის სწორ გზაზე დასაყენებლად.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

ახალგაზრდა თხის რქები, ჩვეულებრივ, უფრო კმაყოფილნი არიან, ვიდრე ხანში შესულები და ამის კარგი მიზეზი არსებობს. სატურნით მართული ახალგაზრდები, წინაპრებსა და უფროსებს თითქმის ისევე სცემენ თაყვანს, როგორც ჩინეთში. ასაკობრივი სიბრძნისა და გამოცდილებისადმი პატივის ცემა ფესვგადგმულია სატურნისეულ ბუნებაში. როცა ისინი ხანში შედიან და „ღირსეული წინაპრები“ და ძველი ხალხი უკვე წასულები არიან, ახალგაზრდა თაობის თავაწყვეტილმა ქმედებებმა, შესაძლოა შეაშინოს და საგონებელში ჩააგდოს კონსერვატორი თხები. დადიან, „ნწ,ნწ!“-ო თავს გადააქნევენ და ძველ, კარგ დღეებზე ბუტბუტებენ ხოლმე. საბედნიეროდ, მიუხედავად ამისა, მათი საკმაოდ დიდი პროცენტი ეჩვევა და წინ უხვდება ხოლმე ამ გამოწვევას. თბილი სანახავია გაჭაღარავებული თხის რქა, რომელიც ახალგაზრდობასთან ერთად მხიარულად დახტის, ცხოვრებაში პირველად რომ სწავლობს ბავშვურ ხალისიანობას, ასე რომ აკლდა მაშინ, როცა სერიოზული ახალგაზრდა იყო. ხანში შესულ თხის რქებს ან ხასიათი უმძიმდებათ და უმჟავდებათ, ან ბედნიერად ერთობიან ჰულაჰუპებით და ბუგალუზე (ლათინო-ამერიკული მელოდია) ცეკვავენ. ზოგიერთი მათგანი, უხერხულ შუალედში გაჩხერილი, შეკავებული აღტაცებით იღიმის, როცა განზე ზის და ფეხს მუსიკის რიტმს აყოლებს, მაგრამ ვერასდროს იკრებს საკმარის გამბედაობას, რათა კარუსელს შემოახტეს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

იშვიათად ნახავთ თხის რქის სწორ, კარგად მოყვანილ ცხვირს სხვების საქმეში გაჩხერილს, ან სატურნისეული ენის ჭარტალს ჭორაობისას. თუ მზის ნიშანთან ერთად, ასევე თევზების ან ტყუპების მავნე გავლენა აქვთ, შესაძლოა ცოტა ყბედობა ახასიათებდეთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, საკუთარი საქმეების მიხედვითაც კმაყოფილად გრძნობენ თავს. ხშირად არ მოგცემენ რჩევას, რომელიც არ გითხოვიათ, მაგრამ როდესაც განზრახ ეძიებთ მათ პრაქტიკულ სიბრძნეს, არ შეყოყმანდებიან მის გადმოცემაზე გამოკვეთილი ობერტონით. ასევე, მოელიან, რომ გაითვალისწინებთ კიდეც. თხის რქას ნასწავლი აქვს მოვალეობასა და პასუხისმგებლობასთან თავის გართმევა და იმედგაცრუებების ატანა. თუ არ შეგიძლიათ მის მაგალითს მიჰყვეთ, დიდ დროს არ დახარჯავს თქვენს სწავლებაზე და მხოლოდ ოდნავ თუ გითანაგრძნობთ.

შესაძლოა წაიკითხოთ, რომ თხის რქები ფულისა ან საზოგადოებრივი მდგომარეობისათვის ქორწინდებიან. ეს გადაჭარბებაა, თუმცა ვიტყვი, რომ ეჭვგარეშეა, თხის რქა იყო ის ადამიანი, რომელმაც აღნიშნა – „ისევე იოლია დირიჟორი შეგიყვარდეს, როგორც მეორე ვილინოსთან გქონდეს მცირეხნიანი რომანი.“ პრაქტიკული თხა იშვიათად გადაეშვება თავით საქმიან ურთიერთობასა თუ ქორწინებაში, თუ პირველისათვის ფინანსურად, ხოლო მეორისათვის – ემოციურად, მზად არაა. ეს ადამიანები უცნაურ რამეებს გააკეთებენ თავის დაზღვევისათვის. მხცოვნობის ასაკი მუდამაა სატურნიანულ გონებაში. ახალგაზრდა თხის რქებსაც კი, ინსტინქტურად ეყვარებათ ბიძია ჯასპერთან ან დეიდა მინერვასთან სტუმრობა. ბოლოს და ბოლოს, მოყვარულ ნათესავებს შესაძლოა რამდენიმე კავშირი ან რაღაც ქონება ჰქონდეთ, გარდა იმ ფაქტისა, რომ სასიამოვნო და ახლობელი ხალხია. ნამდვილად არავის ენდომება, ქონება ანდერძით შინაურ იადონს დარჩეს. თქვენ შესაძლებელია იფიქროთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ცივი და ანგარიშიანია, მაგრამ თხის რქისათვის, მხოლოდ და მხოლოდ, გონივრულს წარმოადგენს. შანსს არასდროს დასჭირდება თხის კარებზე ორჯერ დაკაკუნება. იგი პირველივე კაკუნის ხმას გაიგებს. სინამდვილეში, კარებს ეყუდებოდა, აყურადებდა და ელოდა კიდეც მას.

ბავშვობაში, თხის რქები მიდრეკილები არიან სისუსტისაკენ უფრო მეტად, ვიდრე სხვა პატარები, მაგრამ ორივე – ძალაცა და ავადმყოფობისადმი გამძლეობაც, იზრდება ასაკთან ერთად. ტიპურ თხას მშვიდი, თავდაჭერილი ბუნება, ისეთ გასაოცარ ამტანობასა და გადარჩენის პოტენციალს ანიჭებს, არც თუ ისე უჩვეულო იქნება, საუკუნის ნიშნულსაც თუ გადააბიჯებს. სატურნიანელებს წესით უნდა შეეძლოთ ექიმებისა და საავადმყოფოებისგან თავის დაღწევა, მაგრამ ამას ვერ ახერებენ, რადგან შიში, გაურკვევლობა, წუხილი და დაღვრემილობა მიკრობებზე უფრო მომაკვდინებელია. პრაქტიკული დიეტის არანაირ დოზას, კონსერვატორულ მეთოდებსა და ჯიუტ წინააღმდეგობას არ ძალუძთ პესიმიზმისაგან მომდინარე საფრთხეების დაძლევა. თხის რქებმა, რომელთაც ავადმყოფობის თავიდან აცილება სურთ, ბევრი უნდა ივარჯიშონ სახლის გარეთ და ჩამოყალიბდნენ უფრო მეტად დადებით, გახსნილ პიროვნებებად. სოფლის სუფთა ჰაერი და შემწყნარებლურობის სუფთა ნიავი, სატურნიანულ ჯანმრთელობაზე ჯადოსნურად იმოქმედებს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

ორივე სქესის თითქმის ყველა თხას მგრძნობიარე კანი აქვს. შესაძლოა ჰქონდეთ ნერვებისაგან გამოწვეული გამონაყარი, ალერგიები, დახორკლილი და დამსკდარი კანი, ოფლიანობის ზოგიერთი თავისებურებები, გადიდებული ფორები და აკნე. კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობა, შეუფერებელი საკვებისაგან და მენტალური დაძაბულობაც გავრცელებულია. შესაძლებელია, ასევე ხელისა და ფეხის მოტეხილობები. სუსტი ადგილებია კვირისთავი, სახსრები და ძვლები, ფსიქოსომატური (სოციალური, ფსიქოლოგიური და ქცევითი ჩვევების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე) დამბლა, მძაფრი თავის ტკივილები და თირკმლის ინფექციები, სატურნისეული მელანქოლიის დამატებითი ნაყოფებია.

მათ ან ლამაზი, თეთრი, ძლიერი კბილები ექნებათ ან გამუდმებული პრობლემები და დაუსრულებელი ვიზიტები კბილის ექიმთან, ან ერთი ან მეორე. საერთო ჯამში, თუ ხანგრძლივ ავადმყოფობებს იცილებენ თავიდან, გამოწვეულს ხანგრძლივი დეპრესიებისაგან, თხის რქის შეუპოვრობა სიცოცხლის მიმართ აღსანიშნავია. თუმცა, სულაც არაა აღმაფრთოვანებელი, უკანასკნელი ფოთოლი იყო ხეზე, თუ ართრიტისა და რევმატიზმებისაგან იტანჯები. თხამ მზის სინათლე და სიცილი უნდა ეძიოს წვიმაში, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

ისეთი მორცხვი, საყვარელია, ოდნავ ჯიუტი შეიძლება, მაგრამ ამისათვისაც მორიდებული. ისე უწყინარი ჩანს. რაოდენ უსაფრთხო ადამიანია, რომ ენდო და გაენდო – რა სასიამოვნოდ გიმაგრებს ეგოს. ვინ დასწამებს, ან ეჭვს მიიტანს, რომ ამბიციურია? მთელი ამ ხნის მანძილზე, თხის რქა თქვენს საკუთარ სისუსტეებს, პატივმოყვარეობასა და ეჭვებს იყენებს, რათა თვითონ უფრო გაძლიერდეს. იგი გამოსადეგარი და საბოლოოდ იმდენად აუცილებელი ხდება, რომ სთხოვთ სადავეები თვითონ აიღოს. შემდეგ მოკრძალებულად დაიწყებს მართვას კუთხიდან, ძალაუფლების სიმების თავმდაბლად მოქაჩვას. თხა მალავს თავის ეგოს, რათა მიიღოს ის, რაც მის მეს სინამდვილეში სურს – ნამდვილი წინამძღოლის ადგილი. კეთილმოსურნე, მაგრამ თანდაყოლილი ფრთხილი სიბრძნით, იგი წარსულს უარყოფისგან, ხოლო აწმყოს გაურკვევლობისაგან იცავს, ასე რომ, შეგიძლიათ ხვალინდელი დღე მშვიდად აშენოთ.

მას არ სჭირდება აღლუმს გაუძღვეს ჩასაბერი საკრავების დიდ ჯგუფთან ერთად. იგი აღლუმის ჩატარების ნებართვას გასცემს და მის მარშრუტს სცენის უკანა მხრიდან გეგმავს. ყოველ გაბედულ, სარისკო საქმიანობას სჭირდება ძლიერი, სანდო თხის რქის მიერ მაჩვენებლის დადგენა, როცა რაიმეს არასწორად გაიანგარიშებენ და წაფორხილდებიან. კუპრივით შავის დისციპლინა და ფორმალურობა, ყავისფრის – სოლიდური პრაქტიკულობა, მუქი მწვანის – ღრმა, გულწრფელი ოცნებები – ესაა მისი გამძლე ცისარტყელის შემადგენელი ფერები. ნელა მიდის თავის ჩუმ ტყეში, რბილი ხავსით მოფენილში და სუროზე მიცოცავს, სატურნის რვა დამალულ საგანძურს ეძიებს. ძვირფასი, წითელი ლალებია დამარხული თხის რქის მტირალა ტირიფის ძირში, წმინდა, გლუვი ონიქსის გამძლე და სადა მარადიული სილამაზე. თხის რქის მისწრაფება მყარია და მისი ქვანახშირი გამძლე ცეცხლის ენებად იწვის.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

თხის რქა კაცი

„არ ალოდინო, შვილო! რატომ, როცა მისი დრო, წუთი ათასი ფუნტი ღირს! და მთელი დრო უსაქმოდაც ნუ იყიალებ… უმჯობესია, საერთოდ არაფერი თქვა. ენაში ერთი სიტყვა ათასი ფუნტი ღირს!“

მას გარშემო თვითნაკეთი აგურის კედელი არტყავს. მორცხვია, მაგრამ ძლიერი და მტკიცე. სასიამოვნოა, მაგრამ უკიდურესად ამბიციური. ისე ჩანს, თითქოს ლეგენდარული, ჩუმი, მიწიერი კოვბოივით, თხის რქა კაცს მარტო ყოფნა ურჩევნია. არაფერიც არ ურჩევნია. სულაც არა.

ჩუმად თხის რქას აღფრთოვანება სწყურია. სიამოვნებით გააოცებდა ხალხს მფრინავ ბაგირზე. პირად ოცნებებში, თხა გამოუსწორებელი რომანტიკოსია, მაგრამ სატურნი ბორკავს მის ბუნებას. დისციპლინის მკაცრი პლანეტა მისგან მშვიდ ქცევას, პრაქტიკულ მოქმედებებს და სერიოზულ განზრახვებს მოითხოვს. ეს მისი ჯვარია და ხშირად სატარებლად მძიმეც. ზოგჯერ, თავის იმედგაცრუებას უხეში ქცევით დაფარავს და ზოგჯერაც, მოულოდნელი და შეუსაბამო იუმორით გაგაოცებთ, ხუმრობის ხასიათი ყოველთვის ირონიული იქნება. თუმცა, ეს ხშირად ყველაზე სასაცილო სახეა ხოლმე და თხის რქები საკმაოდ სახალისოებიც შეიძლება იყვნენ, როცა სარკასტულ და მშრალ იუმორს იყენებენ და ხუმრობებს ისვრიან.

მყარი, დასაყრდნობი თხის რქა კაცი გადმოაბრუნეთ შიგნიდან გარეთ და მხიარულ, ნაზ მეოცნებეს აღმოაჩენთ, რომელიც იმ თავისუფალ ქარს ეძებს, თმაში რომ გაუვლის, ქათინაურების ტკბილი სურნელი დამათრობლად ეჩვენება, რომელიც ამაღელვებელი რამეებისკენ ისწრაფვის და თავგადასავალი სწყურია. მხოლოდ რამდენიმე რჩეულს თუ შეუძლია, ამ ეული სულის გათავისუფლება თავისივე საიდუმლო ციხიდან.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

მზის ნიშნები, არაჩვეულებრივად გამოსადეგი შეიძლება იყოს, თუკი მიდრეკილი ხართ, წიგნი მისი ყდის მიხედვით შეაფასოთ. აი, ფიქრობდით, რომ თხის რქა ყმაწვილისგან, სკოლის მასწავლებელი შესანიშნავი დადგებოდა, მაგრამ საყვარელი – საცოდავი. აქვე გადაწყვეტდით, რომ მას ერჩივნებოდა პრეზიდენტი გამხდარიყო, ვიდრე თქვენი. ისეთი კაცის შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე, რომელიც არჩევდა თავისი სახელი სოციალურ რეგისტრში ჩაწერილი ენახა, ვიდრე თქვენს დღიურში. ახლა აღმოაჩინეთ, რომ ისევე თბილი და მეგობრული გული აქვს, როგორც ზამთრის ღამეს დანთებული მყუდრო კოცონია. ვიცი, რომ ეს გამამხნევებელია, მაგრამ ერთი წუთით მაინც მოიცადეთ, ვიდრე მასთან ძალიან მაგრად ჩასახუტებლად გაქანდებით და მოლოდინს შეიქმნით, რომ მთვარეზე გაგაფრენთ. ის მოულოდნელობები, რომლებიც მე აღვწერე, მისი შინაგანი ბუნების ნაწილია. აღფრთოვანებული და მოხიბლული დარჩება, თუ ამოიცნობთ, მაგრამ შინაგანი ბუნება ზუსტად ამას ნიშნავს – შინაგან ბუნებას. დიდი შანსია, რომ უზრუნველი გატაცების იმ მთელ თხელ ოცნებებს, არასდროს მისცემს გაქცევისა და თავისუფლად პარპაშის საშუალებას.  უბრალოდ, იცოდეთ, რომ ისინი მის შინაგანშია. ეს უკვე საკმარისია. ნუ დაელოდებით, როდის დაიწყებს თქვენი თხის რქა ბაიებზე ფეხშიშველა სირბილს. მის ძირითად, სატურნიანელ პიროვნებას ვერ შეცვლით.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

თუმცა, შეგიძლიათ იცინოთ, მის უთავბოლო უაზრო ხუმრობებზე მანამ, ვიდრე საკმარის გამბედაობას არ მოიკრებს, უფრო რთული ხუმრობების მოსაყოლად. შეგიძლიათ მიანიშნოთ, რომ თქვენი აზრით, მისი კონსერვატორული ქცევის მიღმა, დაგროვილი ცეცხლი იმალება, ვიდრე ერთ-ორ ალს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემს. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისი ოცნებები თქვენთვის უფრო ფერადია, რადგანაც არც ერთი ოცნება არაა ისე ნათელი, ვიდრე ის, რომელიც მართლაც ხდება, ასე წააქეზებთ უფრო მეტი მათგანი შეთხზას. ერთ დღესაც, იგი თავისი განსაკუთრებული მთის მწვერვალზე იდგება და თქვენც მის გვერდზე იქნებით, უსაშველოდ ამაყი თქვენი მიზანდასახული თხით და უსაშველოდ გახარებული, რომ მისი პრაქტიკული ოცნებების ირწმუნეთ.

თხის რქები თავს აჩვენებენ, თითქოს ქათინაურების გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება და როდესაც მას იღებენ, მათი ქცევა საკმაოდ დამაჯერებელი საბუთია. რამე სასიამოვნო გითქვამთ თქვენი თხის რქა კაცისთვის და შეგიმჩნევიათ, რომ ისევე უემოციოდ მიიღო, როგორიც თავისივე სახეა? ნუ აჩქარდებით. უბრალოდ იმიტომ, რომ თხა ასეთი ექსპერტია საკუთარი თავის მოტყუებაში, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც უნდა მოტყუვდეთ. სინამდვილეში, უზომოდ სჭირდება ეუბნებოდნენ, რომ ის კარგია, ჭკვიანი, სიმპატიური, სასურველი და საინტერესო, მაგრამ რადგანაც თავის საჭიროებას იშვიათად გახდის შესამჩნევს, ცოტა ორქიდეას იღებს. შედეგად, შესაძლოა ცოტა მოუქნელი იყოს და ზუსტად არ ეცოდინება რა გააკეთოს, როცა ვინმე ღიად გამოხატავს მის მიმართ აღფრთოვანებას, ასე რომ, თავის შეცბუნებას ან ირონიული ხუმრობით ფარავს, ან მისთვის ყურადღების არ მიქცევით, ესაა რეაქცია, რომელიც ხალხს ყინავს და გადააწყვეტინებს აღარასდროს გარისკონ ამ არაფრის გამომხატველი სახის შექება.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქათინაურები ეზიზღება და შესაბამისად კიდევ უფრო ცოტას იღებს. მანკიერი წრეა. შესაძლოა ეს თქვენი ბრალი უფროა, ვიდრე მისი. მომდევნო ჯერზე, როცა თქვენს თხის რქას სიტყვიერ თაიგულს უძღვნით, ყურებზე შეხედეთ. ხედავთ, როგორი ვარდისფერები არიან? ხედავთ იმ მკრთალ ნაპერწკალს მის თვალებში და როგორ ოდნავ უტოკავს ცხვირი? ძალიან ნასიამოვნებია. უბრალოდ იმიტომ, რომ ჯიგის ცეკვას არ იწყებს, ან ბალახში არ კოტრიალობს ლომივით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღრმად გახარებული არაა და რომ ათი ფუტი სიმაღლე არ მოემატა. ისეთივე უნდა დაინახონ, როგორი მაგარი ბიჭიცაა სინამდვილეში. ბუნება და ვარსკვლავები საკუთარი თავის რეკლამისგან შორს აყენებენ. თქვენ უნდა იყოთ მისი პრეს-აგენტი.

 

ეს კაცი ისაა, რასაც მებაღეები გვიან მოყვავილეს უწოდებდნენ. ახალგაზრდობაში ისევე სერიოზულია, როგორც ბუ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად თანდათან ეშვება და თუ ტიპური თხის რქაა, შესაძლოა, საბოლოოდ, ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდული გარეგნობისა და ქცევის კაცადაც დაამთავროს. აი, ეს კარგად დაფიქრებას იმსახურებს. სხვა კაცებთან, წლების მანძილზე უნდა იტანდეთ ჭირვეულ სისულელეებს და შემდეგ სასტიკ სიბერეს ელოდეთ. თხის რქასთან, შესაძლოა თავიდან ცოტა ენთუზიაზმი შეგეკვეცოთ, მაგრამ დაფიქრდით, რას უნდა ელოდოთ წინ! თხის რქა საყვარელი, თქვენი რომანის გაზაფხულზე, თქვენთან ერთად პარიზის სანახავად არ გამოიქცევა, მაგრამ ორმოცი ან ორმოცდაათი წლის შემდეგ, შესაძლოა ტაჯ მაჰალის მთვარის შუქზე სანახავად წაგიყვანოთ მაშინ, როცა სხვა კაცები სახსრების ტკივილზე წუწუნებენ. ცუდი გარიგება არაა. თუ ის ტიპი ხართ, ვისაც ჯერ მდიდრული ცივი, მსუბუქი კერძებით გიყვართ დატენვა და შემდეგ მორჩილად შეექცევით ბოსტნეულს, მაშინ იგი თქვენთვის არაა. თხის რქა კაცთან სასიყვარულო კავშირი, თუ ის ქორწინებით ბოლოვდება, დესერტის ბოლოს მირთმევას ჰგავს, ზუსტად იქ, სადაც მისი ადგილია.

ბუნებრივია, თხის რქის დაბერების შებრუნებულმა პროცესმა შესაძლოა გაფიქრებინოთ, რომ მათი ერთგულების განყოფილებაში რაღაც მახეა. არის. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ცოტა სადარდებელი გექნებათ იმასთან დაკავშირებით, თქვენმა თხამ გზას არ გადაუხვიოს, როცა რომანი ახალი და ცინცხალია. ასევე სიმართლეს შეესაბამება ისიც, რომ რაც ასაკი მოემატება, შეიძლება ცოტათი აიშვას დროის სატარებლად. მაინც, ამის მერეც, ერთგულებაზე დადებულ უფრო უსაფრთხო სანაძლეოს წარმოადგენს, ვიდრე სხვა მზის ნიშნების უმეტესობა, რადგანაც თხის რქა კაცი პრაქტიკულად გუნდრუკს უკმევს ოჯახურ საკურთხეველს. რა პატარ-პატარა გაუფრთხილებლობებიც არ უნდა განიზრახოს, როცა მისი გვიანი ყვავილობის ხანა იწყება, ისინი ვერასდროს დაიკავებენ კერიის ცეცხლის, ბავშვების და თქვენს ადგილს. თითქმის მოწიწებას გრძნობს ოჯახური კავშირების მიმართ. ეს მოიცავს იმ ოჯახსაც, რომელიც თქვენთან შექმნა და საკუთარსაც, რომლისთვისაც ბავშვობიდანვე თავდადებული იყო.

დედამისის შეურაცხყოფა ან მის ძმასთან ცივად მოპყრობა არ გამოვა. მზად იყავით თქვენი შეძენილი ნათესავების სიყვარულისთვის, ეკლიანი კაქტუსივით საყვარლებიც რომ იყვნენ. არა მარტო დაიცავს მათ, არამედ თუ უთანხმოებებს დიდ უსიამოვნებამდე მიიყვანთ, ორი ოჯახის ერთგულებიდან ერთ-ერთის არჩევის დაძაბულობა, პირქუშსა და მოღუშულს გახდის. (თუ რამეა ამქვეყნად ისეთი, რისი გაკეთებაც არ გიღირთ, ეს თხის რქის დაღვრემილობისა და მოღუშულობის გამოწვევაა).

შესაძლოა გადააწყდეთ თხის რქას, რომელიც ღიად არაფრად აგდებს თავის ნათესავებს, ან რომელმაც დაუნანებლად გაწყვიტა ოჯახური კავშირები და უკან არასდროს მოუხედავს, მაგრამ გადაქექეთ მისი დამოუკიდებლობის ზედაპირი და წარსულში ღრმა, ემოციურ ჭრილობას უპოვნით, რომელმაც გამოიწვია მსგავსი არადამახასიათებელი საქციელი. ბევრი თხის რქა კაცი ატარებს დროს სახლში, კარგა ხანს იმ ასაკის მერეც, როცა მათი მეგობრები გარეთ მარტოხელობის სიამოვნებებით ტკბებიან. ასევე, ჩვეულებრივ, კაცების უმეტესობასთან შედარებით, გვიან უყვარდებათ და იშვიათად ქორწინდებიან მანამ, ვიდრე კარიერას არ აიწყობენ.

დადგმული აქვთ თვალი რა წარმომავლობასა და სრულყოფილებაზე, ძალიან ფრთხილად დაათვალიერებენ შემოგარენს. თხა იმ ქალს აირჩევს, რომელიც კარგი დედა იქნება. შემდეგ კარგი მზარეული და დიასახლისი უნდა იყოს. ამის მერე, კარგად უნდა იცვამდეს, რომ მის ბიზნეს-მეკავშირეებსა და მეგობრებზე მოახდინოს შთაბეჭდილება და სასურველია მათზე უკეთესი წარმომავლობა, მანერები, ზრდილობა და ჭკუა ჰქონდეს. ყველაზე ბოლოს, უცბად შეამოწმებს ლამაზია ის თუ არა, ან მის ფიზიკურ მოთხოვნებსა და გრძნობებს თუ შეეფერება. აქედანვე შეგიძლიათ შენიშნოთ, რომ დიდი ამბავი არაა თუ თმა ჩამოშლილი, სუნამოს ფლაკონი ცარიელი და ფეხები კი მთლად ისეთი არ გაქვთ (თუ „გექნებათ“), რომ მოქმედ მის სამყაროს თავი შეაძულოთ. უბრალოდ ამოქექეთ ჩემოდნიდან „ამერიკული რევოლუციის ქალიშვილების“ (ქალთა ორგანიზაცია) ქაღალდები და უჩვენეთ ოჯახის ვეჯვუდის ფაიფურის სერვიზი. დედამისი კვირაში ერთხელ  ლანჩზე დაპატიჟეთ და საშუალება მიეცით შეამჩნიოს, რამდენად პრაქტიკულად უდგებით თქვენს ბიუჯეტს. მომდევნო შეხვედრაზე, თქვენი ოთხი წლის დაც თან წაიყვანეთ. თუ დედის ერთა ხართ, მეზობლის ახლად ფეხადგმული ბავშვი ითხოვეთ. ნაზად და ხშირად მოწმინდეთ პატარა ცხვირი შესაფერისი ქსოვილის ცხვირსახოცით, ისაუბრეთ მერის სამოქალაქო კეთილდღეობის კომისიაში ყოფნის თქვენს სურვილზე, იარეთ მშვიდად, რამდენიმე ფრანგული ფრაზა ჩააგდეთ და აკრუსუნდით, როცა ბავშვს ეტლში დაინახავთ. აუცილებლად ეცით პატივი მამამისს, როგორც უბრძენეს ჯენტლმენს, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრიხართ და სასხვათაშორისოდ ახსენეთ თქვენი ბებიის ან ბაბუის ძმა, რომელიც კარნეგის თავისი იმპერიის აშენებაში დაეხმარა, ან ვინმე ნათესავი, ვინც ჯორჯ ვაშინგტონის მხარეს იბრძოდა ვალეი ფორჯში თოვლიანობისას (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება). თუ სანდომიანიც ხართ, კიდევ უკეთესი. მაგრამ გლამური ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ ავღანურ ცხობილებს, მისი ბიძაშვილი ბესისთვის რომ გამოაცხეთ. თითქმის შემიძლია დაგპირდეთ, რომ არასდროს დაქორწინდება თქვენზე, თუ ინსპექციას მის ოჯახთან არ გაივლით. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ იმდენად იშვიათები არიან, რომ თქვენი მხრიდან პირდაპირ უგუნურება იქნებოდა სანაძლეოს დადება იმაზე, რომ თქვენი თხის რქა ერთ-ერთი მათგანია.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი წინადადებით მოგადგებათ, ან უფრო იმის მერე, რაც თვითონ გთხოვთ ცოლობას, ფეხი დაბლა დადგით. მტკიცედ. აცნობეთ, რომ მისი ხალხი გულით გიყვართ, მაგრამ იგია ის, ვისი საწოლისა და სამზარეულოს გაზიარებაც გადაწყვიტეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი შაბათი ღამის გატარება მოგიწევთ ბიძამისი ჩარლისათვის სადილის მზადებასა ან მისი უმცროსი დის დახმარებაში, მტკივნეული ყმაწვილობის ასაკის სირთულეების გამო.

იქიდან გამომდინარე, რომ თხის რქები ყოველთვის ოდნავ ნერვიულობენ საპირისპირო სქესის გარემოცვაში, ზოგიერთი მათგანი ტლანქად გადაკრავს სიტყვას საჩოთირო ვითარებებზე, ქარაგმული მინიშნებებით იცოდვილებს, ან უხეში და რთული, ან უსულგულო გამოჩნდება. ეს უბრალოდ მისი გზაა ყმაწვილი კაცივით მოიქცეს, ტიპური მეთოდი თავისი შეცბუნებისა და უფრო აგრესიული ხალხის ალისფერი ვნებებისადმი ცნობისმოყვარეობის დასამალად. არასდროს მისცეთ ამას საშუალება გაფიქრებინოთ, რომ მას სურს ბონის როლი ითამაშოთ კლაიდისთვის. მეი ვესტი ან ტექსას გინენი არ ხართ. თქვენ ქალბატონი ხართ და ეს არასდროს დაივიწყოთ. ქურდულად, ინტერესით კი შეიძლება შეავლოს თვალი საღამოს დედოფალს, მაგრამ იგი ნამდვილად არ იქნება ის ქალბატონი, რომელზეც იქორწინებს. ეს შესაძლოა თქვენი შინაბერა დეიდა აბიგაილის მოცემული რჩევასავით კი ჟღერდეს, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ დროსთან შეუსაბამოა, მიდით და ჩაიცვით პატარა ბიკინი, წაისვით მწვანე ტუში, იბანავეთ სუნამოში და სახალხოდ აკოცეთ. საბოლოოდ შეიძლება საკურთხევლამდეც მიხვიდეთ თეთრ ფატაში, მაგრამ არა სატურნიანელ ნეფესთან ერთად.

თქვენი თხის რქა ქმრისთვის კარგი საჩუქარი იქნება ლექსების წიგნი, რაც მეტად რომანტიკული, მით უკეთესი. თუ თავიდანვე არ გაწვრთნით ალერსიანი გამოხატვის ხელოვნებაში, შესაძლოა კარგად მოვლილი ცოლი აღმოჩნდეთ, რომელსაც აღმერთებენ და თბილად აფასებენ, ქმრად სრულყოფილი საყვარლით, მაგრამ ასევე, ემოციურად დამშეულიც. იმ დროისთვის უკვე არანაირი აზრი არ ექნება წუწუნს იმაზე, რომ არასდროს გეუბნებათ მიყვარხარო. იგი უბრალოდ უდანაშაულოდ შემოგხედავთ გულნატკენი ან ზიზღით ჩაიბურდღუნებს (გააჩნია, რამდენად ძლიერი იყო სატურნი მისი დაბადებისას) და მოთმინებით აგიხსნით: „გიჟი ხარ. გარკვევით მახსოვს, გითხარი მიყვარხარ-მეთქი, როცა ნიშნობის ბეჭედი მოგეცი და მაშინაც, პატარა ქელვერტი რომ დაიბადა.“

ფიქრობს, რომ ისედაც უნდა იცოდეთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რადგანაც გარჩენთ და პატივს გდებთ იმით, რომ მისი ბავშვები ატაროთ, მისი იატაკები გავოთ და მისი ჯილდოები აპრიალოთ. თხის რქისთვის ამაღელვებელი, სიტყვიერი გამოტყდომები რომანტიკის შროშანის ზედმეტი შელამაზებაა. შესაძლოა გკითხოთ – „რა გინდა, რიჩარდ ბარტონი?“ ამ დროს თქვენი ჯერია ხმამაღლა უთხრათ – „დიახ“. ამან ცოტა უნდა შეაშინოს. რიჩარდ ბარტონად არ გადაიქცევა, მაგრამ შესაძლოა გაოგნდეს იმის გააზრებით, რომ შესაფერის მომენტებში ნაზად ჩაბუტბუტებული – „საყვარელო“, მის მამაკაცურობას არაფერს ავნებს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

როგორც მამა, იგი იქნება მამა – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ყოველთვის მაგიდის თავში იჯდება და ეს პიკნიკებსაც ეხება. იქნება ეს შხამიანი სუროს, ჭიანჭველების ბუდის ახლოს, თუ ხის ქვეშ მიმოფანტული ქაღალდის ხელსახოცებს შორის – ადგილი სადაც თხის რქა მამიკო ზის, მაგიდის თავია. მოითხოვს პატივის ცემასა და მორჩილებას და რუტინასა და დისციპლინას დაიჟინებს. თუმცა, სამაგიეროს წრფელი თავდადებით გადაიხდის, რისი დამამტკიცებელიც დიდი, ბედნიერი დაბადების დღის წვეულებები და ძალიან მხიარული შობა იქნება. თხის რქა მამებისგან ძალიან ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ სადავეებს მიუშვებენ და ბავშვებს გააფუჭებენ. შეამოწმებს კბილის ექიმთან თუ დადიან და საშინაო დავალებას ასრულებენ თუ არა, რამდენიმე თანმდევი დასჯითაც, როცა ეს საჭიროა. თავისივე მოწესრიგებულობისა და დასაყრდნობობის თვისებას მყარად ჩაუნერგავს. ეს ნამდვილად არ ავნებს ახალგაზრდებს, ხალისი კი შესაძლოა ცოტათი წაართვას. შეახსენეთ, რომ მშობლობა სახალისოც შეიძლება იყოს, გარდა პასუხისმგებლობისა. ჩარლზ დიკენსისნაირ მამიკოდ აღიქვით. ასწავლეთ ბავშვებს, გულუხვად აკოცონ ძილის წინ და ისიც წააქეზეთ ბურთის სათამაშოდ, სათევზაოდ ან საცურაოდ წაიყვანოს ისინი. თუ ცოტა მკაცრია, დაიმახსოვრეთ, რომ ეს გრძელვადიან პერიოდში ბავშვებს არგებთ, ზედმეტი თუ არ მოსდის. როცა შვილიშვილები ახტუნავდებიან მის მუხლებზე, გამაოგნებლად ყველაფრის უფლებას მისცემს. თხის რქა ბაბუები დიდებული ძიძები დგებიან.

ისეთსაც კი ვიცნობ, რომელიც თავისი შთამომავლების მეორე თაობასთან ერთად, უბნის გარშემო, როლიკებით სრიალებს.

თხის რქა კაცს იშვიათად ახასიათებს ნაჩქარევად ქორწინება და თავისუფალ დროზე დარდი. იგი უფრო თავისუფალ დროს ქორწინებასა და აჩქარებაზე დარდისკენაა მიდრეკილი. თხის რქების უმეტესობის ქორწინება მყარია, მაგრამ თუ თხა შეცდომას უშვებს, დაუხანებლად წავა და მისი ცოლი მეორე შანსს ვერ მიიღებს. თხის რქას განქორწინება ეზიზღება, ასე რომ, ის ხშირად არ მოხდება, მაგრამ როცა მოხდება, საბოლოო იქნება. უბდიშოდ რომ ვთქვათ, თუ ყელში ამოუვიდა, ესე იგი ყელში ამოუვიდა.

თქვენმა სატურნიანელმა ქმარმა სასიყვარულო ცხოვრება შესაძლოა განრიგს შეუთავსოს, საყიდლებზე წასვლასთან, მიმოწერასთან, ფულად ოპერაციებთან, მუზეუმებში ან სამხატვრო გალერეებში სიარულსა ან თავისი თოფისა და ჯილდოების კოლექციის გასუფთავებასთან ერთად. შესაძლოა ცივად და არასენტიმენტალურადაც ჩანდეს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პრაქტიკული თხის რქა, სიყვარულის ფიზიკური მხარისადმი, მას მერეც კარგა ხანს იქნება დაინტერესებული, რაც სხვა ქმრები თავიანთი გრძნობების გამოსახატად პოეზიას მიმართავენ. განმარტებული, ეს იმავეს ნიშნავს, რაც დასაწყისშივე ვთქვი. დესერტი ბოლოს. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მეტი დრო ექნება თავისი ალერსის ტექნიკის გასავითარებლად. ეს დაზღვევაზე უკეთესია. და თქვენ, ეგეც გექნებათ თხის რქა ქმრის ხელში – დაზღვევა წვიმიანი დღის, დაზღვევა მარტოობის და დაზღვევა ჭუჭყიანი, მახინჯი სამყაროს დარტყმების წინააღმდეგ. ნებისმიერი გონიერი ქალი აფასებს სატურნის თავდადების ღირებულებას. იგი არ იქნება ცეცხლოვანი საყვარელი, რომელიც აციმციმებული თვალებითა და მგზნებარე, ფერადი სიტყვით გამოსვლებით გეფლირტავებათ. თუმცა, ყველა თქვენი ქალური შიშისგან დაგიცავთ. იგი კერკეტი ბიჭია ნაზი გულით. დაჩეხავს შეშას მყუდრო ცეცხლისთვის, შემდეგ თქვენთან ერთად დაჯდება მის წინ და ნაზად ჩაგკიდებთ ხელს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ჭაღარა თმა, ზედმეტი კილო თუ ნაოჭი შეგემატათ წლების მსვლელობასთან ერთად, მისთვის ყოველთვის იმ გოგონად დარჩებით, რომელმაც ათქმევინა „მე შენ მიყვარხარ“. რომ დაუფიქრდე, რატომაა აუცილებელი იმეოროს და იმეოროს? ერთხელაც საკმარისია, როცა ის ამდენ ხანს გრძელდება.

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

თხის რქა ქალი

ასე რომ, ადგა და გაისეირნა –
ჯერ უფრო გახევებულად,
რადგანაც ეშინოდა, რომ შესაძლოა გვირგვინი დასცურებოდა:
მაგრამ თავი იმ ფიქრით დაიმშვიდა,
რომ არავინ იყო გარშემო, ვინც დაინახავდა,
„და თუ მე მართლა დედოფალი ვარ – თქვა, როცა ისევე დაჯდა,
– მალე საკმაოდ კარგად მოვახერხებ.“

So she got up and walked about-
rather stiffly just at first,
as she was afraid that the crown might come off:
but she comforted herself with the thought
that there was nobody to see her,
“and if I really am a Queen,” she said,
as she sat down again,
“I shall be able to manage it quite well in time.”

თხის რქა ქალი ტიპური არ არსებობს. იგი შესაძლოა მუზეუმის კურატორი იყოს და ბებიების დროინდელ სათვალეს ატარებდეს, ან იყოს მოცეკვავე და გასართობად ბრჭყვიალა ტანგა ეცვას. ნახავთ როგორ უძღვება გარეუბნის „ამერიკის მომავლის მასწავლებლებს“, როგორ ამზადებს ჰამბურგერებს ყავის მაღაზიაში, ან როგორ აწყობს ქალაქში ყველაზე დიდ საქველმოქმედო მეჯლისს. თხის რქა ქალი შეიძლება აფორმებდეს მოდის სვეტს ჟურნალში, მშვიდად იღიმებოდეს პოლიტიკური კანდიდატი ქმრის უკან ან მისტერიულ ხსნარებს ასხამდეს საცდელ მენზურებში. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდეს და რაც არ უნდა ეცვას, მისი მოქმედებებისა და საიდუმლო მიზნების წარმმართველი სატურნი იქნება.

მას შეუძლია საკმარისად ულტრა-ქალური, კეკლუცი და მომხიბლავი იყოს იმისათვის, რომ კაცს თავი გოლიათ დათვ გრიზლიდ აგრძნობინოს, რომელიც მას ცივი, სასტიკი სამყაროსგან დაიცავს. ან შესაძლოა ყინულივით ცივი, ჩუმი და გულგრილი იყოს, განცალკევებით იჯდეს თავის მარმარილოს კვარცხლბეკზე და გამოწვევის წინაშე გაყენებდეთ, რათა საკმარისად ჭკვიანი იყოთ, რომ მისი აღმატებული ხელი დაიმსახუროთ. რომელ პიროვნებასაც არ უნდა ირგებდეს, მისი ქალური ეშმაკობებისა ან პრაქტიკული, საზრიანი ქცევის მიღმა, ყოველთვის ერთი და იგივე მიზანი აქვს – რკინისებური მიზანდასახულობა გამოიჭიროს შესაფერისი კაცი, რომელსაც შეეძლება გახდეს მნიშვნელოვანი პიროვნება, იყოს საამაყო და კარგი მამა მისი შვილებისათვის.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

იმდენი თხის რქა ქალია კარიერისტი, რომ შესაძლოა იფიქროთ სიყვარული და ქორწინება ყოველთვის მეორეხარისხოვანი არჩევანი იქნება მათთვის. სიყვარულს რაც შეეხება, არ ცდებით. ქორწინებას რაც შეეხება – კი. უნდა გაიგოთ, რომ თხის რქის მიზნებია უსაფრთხოება, ძალაუფლება, პატივის ცემა და თანამდებობაა. მნიშვნელობა არ აქვს ამ მოთხოვნილებებს დაფის წინ იკმაყოფილებს, როგორც მასწავლებელი, მაგიდის უკან, როგორც აღმასრულებელი, თუ ამბიციური ქმრის გვერდზე, რომლის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ოჯახის წარმართვა ძალდაუტანებელი მოხდენილობითა და ფრთხილი დაგეგმვით შეეძლება. ასეა თუ ისე, თხის რქა ქალი თავის წილ აღიარებას მოიპოვებს. ზოგიერთი მათგანი მას წიგნების წერით, ლექტორობით, ხატვით ან მუსიკის შექმნით აღწევს. გასაოცარია, ორივე სქესის წარმომადგენელ რამდენ თხის რქას აქვს უჩვეულო ნიჭი ხელოვნებაში. შესაძლოა ეს წონასწორობისა და ჰარმონიის შინაგანი გრძნობისაგან მომდინარეობს, იციან რა რა არის სასიამოვნო და რა სწორი ან მართებული.

ცოტა დელიკატური საკითხია, მაგრამ ის სატურნიანელი ქალებიც კი, რომლებსაც მუს-კომედიის თეატრებში ნახავთ, ან რომლებიც მსოფლიოს უძველესი პროფესიით არიან დაკავებულნი (ამ სფეროში ცოტანი იქნებიან), ბოლოს ყველაზე წარმატებულ კომიკოსსა ან თეატრის მეპატრონეზე იქორწინებენ, პირველ შემთხვევაში, ხოლო მეორეში – თავიანთ ყველაზე მდიდარ კლიენტზე. თხა უნდა ცოცავდეს. საწყისი პოზიცია მაღლა იქნება თუ დაბლა, ხედი, უფრო დამაკმაყოფილებელი, მთის მწვერვალიდან ეჩვენება. თხის რქა ქალში არაფერია მყვირალა. ნამდვილად ვერასდროს ნახავთ ხმამაღლა ან აშკარად მიიწევდეს და ძიძგილაობდეს პირველი ადგილისათვის; შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ საკმარისად მორჩილია იმისთვის, რომ კმაყოფილებით დასჯერდეს უკანა ადგილს შეჯიბრში.

მოიცადეთ. ნახეთ, ვინ დაწინაურდება.

ნუ შეცდებით და ნუ იფიქრებთ, რომ იგი არასდროს შესწირავს კარიერას თავის ქორწინებას. უბრალოდ, მიეცით ამ გოგოს ნახევარი შანსი მაინც, იყოს საზოგადოებრივი წინამძღოლი და კარგად გამართული ოჯახის ქალბატონი და ნახავთ, რამდენად სწრაფად ეკარგება თავისი საქმის ინტერესი (ერთ-ერთი იმ რამეთაგან, რასაც სწრაფად გააკეთებს). თუ მისგან ეს გჭირდებათ, თხის რქა ქალი მოხარული გააგრძელებს მუშაობას, რომ წარმატების მწვერვალზე აცოცებაში დაგეხმაროთ – ზარმაცი არ იქნება. თუმცა, სხვა შემთხვევაში, იგი უფრო ბედნიერია და თქვენი ცოლის ადგილით დატკბება, თუ ეს ადგილი ურიგო არაა და საკმარისად დაზღვეულია ფინანსურად.

ერთ-ერთი ყველაზე ტიპური და სასიამოვნო რამ, რაც ამ ქალს ახასიათებს, ბუნებრივი ზრდილობიანობა და ქცევის მოხდენილობაა. შესაძლოა შეხვდეთ თხის რქა გოგოს, რომელიც სარკინიგზო ლიანდაგების გასწვრივ მდგარ ერთოთახიან ქოხში გაიზარდა, ან რომლის მამაც ცვლებში მუშაობს ქვა-ნახშირის მაღაროში, მაგრამ ვიდრე თვითონ არ გადაწყვეტს თავისი წარმომავლობა გამოააშკარავოს (რასაც, ალბათ, არ იზამს), დარწმუნებული იქნებით, რომ იგი ტრადიციული ოჯახიდანაა და საუკეთესო დამამთავრებელი სკოლის გამოშვებაა. ასეთია თხის რქის საზოგადოებაში მოხდენილი ქცევისა და კონსერვატორული, ტრადიციული ზრდილობის წესების თანდაყოლილი შეგრძნება.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

ნებისმიერმა კაცმა, რომელსაც თხის რქა მდედრთან აქვს ურთიერთობა, ერთი ძირითადი რამ უნდა იცოდეს ამ მზის ნიშნის შესახებ. იგი იმაზე გაწონასწორებული და ემოციურად მყარი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. მისმა ქცევამ შესაძლოა დაგარწმუნოთ, რომ კლდესავით მტკიცეა და არაფერს შეუძლია მისი მშვიდი ზედაპირის აღელვება. სიმართლე ისაა, რომ ხშირად უგუნებობა ახასიათებს. თქვენ იტყვით, ყველა ქალს ახასიათებს ხშირი უგუნებობაო, მაგრამ თხის რქა გოგოს შესაძლოა მართლაც მძიმედ და ხანგრძლივად აწუხებდეს. თუ თავს შეურაცხყოფილად ან დაუფასებლად გრძნობს, მოქუფრული იქნება დღეების, კვირების და თვეების მანძილზეც კი. იგი ამას საზრიანობას ან პრაქტიკულობას ეძახის, მაგრამ სატურნისეული მოღუშულობა, პესიმიზმი და დეპრესია, ამაზე გაცილებით ღრმადაა ფესვგადგმული. ზღუდავთ მომავლის შიში, აწმყოზე წუხილი, სირცხვილის გრძნობა წარსულის გამო, ან ეჭვი, რომ დასცინიან, ან რომ რაღაცისთვის შეუფერებელია. ეს ქალები გამოჯავრებას მსუბუქად ვერ იღებენ. რაც შეიძლება შეამცირეთ იგი. გულწრფელად რომ ვთქვა, შეუძლებელია მათთვის ხუმრობის გაგება, როცა მსხვერპლი თვითონ არიან. არაა აუცილებელი გამუდმებით კომპლიმენტებს აყრიდეთ (მაინც იგრძნობს, თუ არაგულწრფელი იქნება), მაგრამ ნუ ემასხრებით მნიშვნელოვან საკითხებზე და საკმარისად ხშირად შეაქეთ, რათა მიახვედროთ, რომ მისი ჭეშმარიტი ფასი იცით.

მისთვის რთულია რომანტიკულ სიტუაციებში მოეშვას. თხის რქის აუღელვებელი ზედაპირის მიღმა ფიზიკური სურვილები უხვადაა, გაცილებით მეტი, ვიდრე ხალხის უმეტესობას აზრად მოუვა და მათ შემთხვევითობების ხარჯზე არ იკმაყოფილებს. უსაქმოდ ჯდომა და სუნთქვაშეკრულ ჩახუტებებსა და კოცნებზე დროის ხარჯვა, ვიდრე მომავალი ჯერ კიდევ გაურკვევლადაა ჰაერში გამოკიდებული, ნამდვილად არაა მისი საყვარელი გატაცება, თუმცა, როგორც კი გადაწყვეტს, რომ შესაფერისი კაცი ხართ და ფინანსებსაც არაფერი ემუქრება, ან თქვენი ამბიციაც საკმარისია, ისევე თბილი გახდება, როგორც სასიამოვნო პანდა, ალერსიანი და ვნებიანიც კი. თხის რქებს არ სჯერათ ბუნდოვანი ოცნებების, რომლებიც უმიზნოდ დაცურავენ ნისლიან, ლურჯ ცაში. მათ სურთ იცოდნენ, სად მიჰყავს რომანის გემს და რომ ის, უსაფრთხო წყლებში ცურავს. მყარი საძირკველი დაუდეთ თქვენს სახლს, თუ მის ზღურბლზე გადასვლას თხის რქა გოგოსთან ერთად გეგმავთ. დარწმუნდით, რომ საკმარისად უსაფრთხოა და თანხაც ბოლომდეა დაფარული, ან მალე დაიფარება.

სავარაუდოდ წვულებების მოყვარული იქნება, ეტიკეტის უკიდურესად კარგად მცოდნე და ისეთი უჩვეულო წეს-ჩვეულებების დაცვისკენ მიდრეკილი, როგორიცაა ხელსახოცების გრავირებული რგოლი და ვიქტორიანული სავარძლები. ყველაფერი სწორად უნდა იყოს და ტრადიციებს ნებისმიერ ფასად უნდა იცავდნენ. შესაძლოა საყიდლებზე სიარულის დაუძლეველი ჩვევა ჰქონდეს ყველაზე ძვირიან, პირველი ხარისხის მაღაზიებში და მაინც მორიგებას ცდილობდეს. არაფრად დაგიდევს კაბის ფასდაკლებებზე ყიდვას, თუკი ის შესაფერისი მარკისაა.

თხის რქა ქალებს თავის მხრივ ცოცხალი სილამაზე აქვთ. იშვიათად იპოვით ისეთს, რომელიც უჩვეულოდ მიმზიდველი არაა. და მაინც, ეშინიათ და საკუთარ გარეგნობაში ეჭვი ეპარებათ და შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მუდმივი დარწმუნება სჭირდებათ, რომ ლამაზები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა ქალებს უპატიოსნება ნებისმიერი ფორმით ეჯავრებათ, საკუთარ ასაკს რომ ეხება საქმე, ტყუილს არ ერიდებიან. ჩვეულებრივ, ეს გასდით კიდეც, დაბერებასთან დაკავშირებული სატურნისეული უცნაური ოინის წყალობით. ბავშვობაში პატარა ასაკიანი ქალბატონებივით არიან, შემდეგ კი უცბად ახალგაზრდა გოგონებად გადაიქცევიან ხოლმე, როცა ცხოვრების პირველი ნახევარი უკვე გალიეს.


პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

საშინელი შეცდომა იქნებოდა მისი ოჯახის გალანძღვა. კაცი, რომელიც თხის რქა ქალზე ქორწინდება, ქორწინდება მის ნათესავებზეც. აზრი არ აქვს იმის ფიქრს, რომ თქვენი თხა სხვანაირია. არაა. სიდედრზე ხუმრობების რომელიღაც ეტაპზე სიცილს შეწყვეტთ (სანაცვლოდ შეიძლება ტირილი დაიწყოთ). ხშირად სატურნიანელი ქალი თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ფინანსურად, მორალურად ან ორივე მხრივ. შესაძლოა ავადმყოფ მშობელს ისეთი თავდადებით უვლიდეს, რომ ქორწინებაზე საერთოდ უარი თქვას. ხშირად ამგვარ მსხვერპლს სიამოვნებით გაიღებს ოჯახის მიმართ თავისი წრფელი სიყვარულის გამო, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეზიზღება ის, თავისი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ძლიერი გრძნობა გაქცევის საშუალებას არ მისცემს.

თქვენი სიდედრისთვის შესაძლოა ქების შესხმასაც დამორჩილდეთ და იმედი იქონიეთ, რომ იგი მაგარი გოგოა, რომელიც ამად ღირს. არ ეკამათოთ მამამისს პოლიტიკაზე და თუ მისი და-ძმის გაკრიტიკებას აპირებთ, ყურადღება მაიქციეთ, რომ კრიტიკა მართებული იყოს და დაფუძნებული მათი პოტენციალის წრფელ რწმენაზე. ხშირად თხის რქებს ტანჯული და უუნარო ნათესავები აწევთ ხოლმე ტვირთად და ტიპური თხის რქა, არასდროს მისცემს სიყვარულს უფლებას, ამგვარ ვალდებულებებზე უარი ათქმევინოს. ჯობს ახლავე შეადგინოთ ერთი-ორი სასტუმრო ოთახის გეგმა, სტუმრად მოსული ნათესავებისთვის. თუმცა, უკუსარგებელიც ახლავს ამ ყველაფერს. გეყოლებათ ცოლი, რომელიც კეთილი და მზრუნველია თქვენი ოჯახის მიმართაც. თხის რქა გოგო გაგიგებთ, თუ ყოველ კვირას თქვენი მშობლებისთვის გარკვეული თანხა უნდა გადადოთ და ალბათ, თქვენი და-ძმების ამხანაგი იქნება. იგი იმ სახის გოგოა, რომელსაც დედასთან გასაცნობად წაიყვანთ და რომელსაც დედა იმ წუთშივე მოიწონებს. რადგანაც კაცები ასე წინააღმდეგობის მოყვარულები არიან, მსგავსმა მყისიერმა მხარდაჭერამ შესაძლოა დააფრთხოთ. ყოველთვის უფრო სახალისოა, შეზღუდვებს ებრძოლო შენი ზღაპრული ქალბატონისათვის. თუმცა, მხოლოდ ცხვირს წაიმტვრევთ, თქვენი გულისთვის საზიანოდ, რადგანაც დედათქვენი მართალია. თხის რქა გოგოსგან, თუ ის ტიპური სატურნიანელი ქალია, შესანიშნავი ცოლი დადგება. თხის რქა ქალის სახლი  ხშირად ისე ძალდაუტანებლად უნაკლო და კარგად მოწყობილი ჩანს, იფიქრებთ პატარა ფერიები და ელფები იმალებიან კუთხეებში და შუაღამის შემდგომ გამალებით მუშაობენ, რათა ააბზინვარონ, გააპრიალონ, საჭმელი მოამზადონ და დაასუფთავონ. ცდებით.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
უკანასკნელი ადგილი, სადაც მსგავს წარმოსახვით არსებებს შეხვდებით, თხის რქის გარშემოა. სატურნის პრაქტიკულობა და მყარი ფაქტებისადმი რწმენა, ჩვეულებრივ, გამორიცხავს ხოლმე, ნებისმიერი სახის თანაგრძნობას, ჯერ არ ხილული რამეების მიმართ. თხის რქა გოგო ლეპრეკონების არსებობას მაინც არ დაიჯერებდა, პირდაპირ მის ცხვირზეც რომ დასკუპებულიყო ერთ-ერთი მათგანი. თუმცა, სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხელაღებით მეოცნებე ან ოკულტური მისტერიების მიმდევარი არ გახლდეს, რაკი ერთხელ უეჭველი ფაქტები ექნება, შეეძლება ყველაზე ჩვეულებრივ ვითარებებშიც კი რომანტიკა და პოეზია დაინახოს.

მისეული მიწიერი სილამაზეა, რომელიც ტლანქსა და უშნოსაც კი მთელი ძალით მიმზიდველად წარმოაჩენდა. ჩრდილოეთის ქარის ბოშური წყევლა მისთვის უცხო არაა, არც გაზაფხულის თავსხმა წვიმების ვერცხლისფერი სიმღერისა და მარტოსული ტოროლის გალობის მიმართაა ყრუ. დიდებული მუსიკა ღრმად აღელვებს და თითქმის ნებისმიერი ხელოვნების დარგის აღტაცებული ქომაგია. შესაძლოა ჯადოსნობა უნდა ნახოს და შეეხოს, რომ მისი ირწმუნოს. ლეპრეკონი მასთან ალბათ გაცილებით მეტს მიაღწევდა, ზღაპრებში მინიშნებების დატოვებების მაგივრად, პირდაპირ რომ გამოსულიყო და ეთქვა, ოქროთი სავსე ქოთანი სადაა დამალული.

თხის რქების უმეტესობა თავიანთ ფერად აზროვნებას ისტორიისა და წარსულის საგმირო საქმეებისთვის იტოვებს. რადგანაც ტრადიციებს აღმერთებს და თაყვანს სცემს მათ, ვინც წარმატების მოსაპოვებლად დაბრკოლებები დაძლიეს, გეტისბურგის მიმართვაზე (აბრაამ ლინკოლნის მიმართვა ჯარისადმი) უფრო იოლად ერევა გრძნობები, ვიდრე თქვენი ბოლო შეშლილი გეგმით აღფრთოვანდება. სინამდვილეში, იგი ჭეშმარიტი რომანტიკოსია, იმაზე დიდი წარმოსახვით, ვიდრე გონებაგაფანტულები არიან თავიანთი არარეალური ფანტაზიებით. ყოველ იანვარში დაბადებულ გოგონას შთამბეჭდავი პოეზია აქვს სულში, მაგრამ დიდად არ ეპიტნავება სხვენში მცხოვრები დამშეული პოეტები. ჯერ საკვებსა და ქირას მიხედე და მერე სდიე ოცნებებს, რასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, თხის რქის დევიზია. ასევე დარწმუნდი, რომ ოცნება ღირს დევნად. მარცხში ვერაფერს ვერ ხედავს მომაჯადოებელსა და ჯადოსნურს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge

შესაძლებელია, თქვენი თხის რქა ცოლი, საქმეებში უნდა ჩართოთ. საწყალთა და დაუცველთათვის დაუღალავი მუშაკი იქნება, მაგრამ არჩევს, თავისი გულმოწყალება გუნდურ მცდელობებში გამოიჩინოს, ვიდრე ცალკეული პიროვნებების მიმართ. სატურნიანული თანაგრძნობა ჩვეულებრივ მოწესრიგებულია, გაფანტული იშვიათად. ქალი თხის რქები ქალების კლუბების ბუნებრივი წინამძღოლები არიან ხოლმე.

იგი პატარებს ალბათ მომჭირნეობასაც ჩაუნერგავს და ხარისხისადმი პატივისცემასაც. ასწავლის „ბოლომდე ჭამას, ბოლომდე გაცვეთას, ბოლომდე გაკეთებას ან კეთებას ხელსაყრელი პირობების გარეშეც“ (მეორე მსოფლიო ომის სლოგანი). და მაინც, მათ ხორცის საუკეთესო ნაჭრებით გაუმასპინძლდება და საუკეთესო გამოშვების ფეხსაცმელებს უყიდის. მისთვის არაა აუცილებელი ეკონომია იაფფასიანს ნიშნავდეს. ბავშვებს მოსთხოვენ ნათესავებისა და უფროსების მიმართ ზრდილობა გამოიჩინონ და სავარაუდოდ შესანიშნავ მანერებს ასწავლიან. არ იქნებიან განებივრებულები, ან ჯიუტი დაუმორჩილებლობის უფლებას არ მისცემენ. ბავშვის ფსიქოლოგიაზე წიგნი რომ მისცეთ, შესაძლოა იგი ჯერ თავაშვებული შთამომავლობის მისატყეპად გამოიყენოს და წასაკითხად მერე მიუჯდეს. გაუთავებელი კოცნა შესაძლოა არ მოსწონდეს, მაგრამ ცოტა დედა თუა ქალ თხაზე მეტად თავგადადებული. მისი ბავშვები თავაზიანად გამგონეები იქნებიან.

შესაძლოა ცოტა მკაცრი იყოს და არანაირ თანაგრძნობას არ იჩენდეს ზრდასთან თანმდევი ტკივილების მიმართ, მაგრამ მათი მიღწევების აღტაცებული მაყურებელი იქნება. ბავშვს, რომელიც სკოლიდან სახლში მოირბენს ყვირილით: „აბა, თუ მიხვდები, დღეს რა ვისწავლე“, თხის რქა დედა არასდროს დატოვებს უყურადღებოდ, რომელიც არასდროს იქნება ისეთი დაკავებული, რომ თავის პატარებს თავისი ინტერესი და ყურადღება არ დაუთმოს. რაც გარდატეხის ასაკში შევლენ, შესაძლოა რამდენიმე დაბრკოლება წარმოიქმნას, როცა სატურნის კონსერვატიზმი ახალგაზრდების ლიბერალიზმს ეჯახება. ამ საკითხში კი, შეიძლება გარკვეული დახმარება დასჭირდეს, თავისი ბავშვების ენთუზიზმით სავსე ოცნებების გასაგებად. შესაძლოა ძალიან გაუჭირდეს იმის გაგება, რომ ვერ უკარნახებს მათ, ვისთან იმეგობრონ და „მისაღებ“ ხალხს ვერ მიაჯაჭვავს. თუმცა, საკმარისად ჭკვიანია, რომ თავის რქებს მიხედოს და უკან დახიოს, თუკი ხედავს, რომ იმაზე მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს.

პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge

ბევრ თხის რქა ქალს მგრძნობიარე კანი აქვს და ამიტომ ბევრ მაკიაჟს არ ატარებენ. ბევრ მათგანს მასზე ალერგია აქვს. თუმცა, ბუნებამ ისინი ბუნებრივი სილამაზით დააჯილდოვა, რომელსაც შელამაზება ოდნავ თუ ჭირდება და მას იმის მერეც დიდხანს შეინარჩუნებენ, რაც სხვა ქალების ღაწვებიდან დრო ვარდებს გადაშლის. ზოგიერთი მათგანი მიმზიდველი კანით, მკვეთრი ნაკვთებითა და ნათელი თვალებით გაგაოცებთ, ოთხმოცი წლის ან უფრო დიდ ასაკშიც კი.

მოთმინებით დაეხმარეთ თქვენს თხის რქა ქალს დაძლიოს თვითრწმენის ნაკლებობა. იგი არაა წარმოსახვას მოკლებული უბრალოდ იმიტომ, რომ ილუზიები არ უყვარს. მოიზომეთ მისი რამდენიმე პრაქტიკული ოცნება და გასაოცრად მოსახერხებლად მოგეჩვენებათ. სიჯიუტე მისი ერთ-ერთი ნაკლია, მაგრამ წუწუნა და ნერვოზიანი შარიანი არაა. წარმატებისაკენ გიბიძგებთ, მაგრამ მაინც ნაზი და თავდადებული იქნება. გარდა თავისი მოკრძალებული, ხშირად რბილი ხერხებისა, ეცოდინება როგორ გატრიალოთ თავისი ნეკა თითის გარშემო. მისი სიყვარული ღრმად მდიდარია, რაც უფრო მეტად გამძლეა, ვიდრე სხვა ქალების მყიფე, მწველი, მომთხოვნი სიყვარული. ვინ თქვა, რომ ზღაპრების არ სჯერა? მხოლოდ ბრძენ თხის რქა ქალწულს შეეძლო ღრმად ჩაეხედა უცნაური ბაყაყის თვალებში და მიმხვდარიყო, რომ მასში უფლისწული იმალება. და არა მარტო ეს – მასზე თუ დაქორწინდებით, არასდროს შემოგაკლდებათ სუფთა წინდები.

თარგმანი: ნინო მჭედლიძე

პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>

 

 

6 თებერვლამდე გამოსაყენებელი პერიოდია!

დირექტიული პლანეტები8 იანვრიდან 6 თებერვლამდე ყველა პლანეტა ცის კაბადონზე დირექტულ მოძრაობაშია!!!
გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად!

ეს საკმაოდ იშვიათი ასტრონომიული მოვლენაა. ასეთ დროს მზის სისტემის ყველა პლანეტა დირექტულად, ერთი მიმართულებით მოძრაობს (დედამიწიდან დამკვირვებლის პოზიციიდან).

პირადი რუკის შესადგენად  ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge

ეს ბრწყინვალე პერიოდია მრავალი წამოწყებისთვის. კარგი პერიოდია ახალი ბიზნეს – გეგმებისთვის, ახალი საქმეებისთვის, ქორწინებისთვის (მით უფრო, რომ ვენერა, თავის ეკზალტაციის ნიშანში, თევზებში იმოძრავებს) და სხვ.

მოკლედ, ბევრ საკითხში გვექნება კოსმოსის დახმარება. მთავარია, ჩვენი მიზნები აღმშენებლურ საქმეებს, წინსვლას, სიკეთეს უკავშირდებოდეს.

გამოიყენეთ ეს ერთთვიანი პერიოდი სასიკეთოდ! <3

წარმატებები ყველას! <3 <3 <3
ქეთი ვაწაძე

პირადი რუკის შესადგენად  ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge

როგორი იქნება 2017 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

გაითვალისწინეთ: ეს არის მხოლოდ ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი. კონკრეტულად ვის ცხოვრებაში რა ტენდენციებია მოსალოდნელი 2017 წელს, ამის გაგება მხოლოდ ინდივიდუალური, პირადი რუქის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

ვერძი

2017 წელს ვერძი წინა წლებთან შედარებით მეტ სიმსუბუქეს იგრძნობს, მაგრამ წლის პირველ ნახევარში იუპიტერი მის საპირისპირო ნიშანში სასწორში მოძრაობს და საქმიანობის თვალსაზრისით ვერძებს გამოწვევების წელი ექნებათ, პარტნიორულ ურთიერთობებში შედარებით გაუმართლებთ. ამ წელს მათი დევიზი უნდა იყოს: მეტი დიპლომატიურობა, კოლეგიალობა და დაკვირვებულობა

პირადი რუკის შესადგენად  ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge

კურო

2017 წელი კუროსთვის კარგი ტენდენციებით გამორჩეული წელი იქნება. მათ მიეცემათ წინსვლის და განვითარების ბევრი შესაძლებლობა. მაგრამ ვინაიდან კურო სიზარმაცისკენ მიდრეკილი ნიშანია, ამ მხრივ შეიძლება პრობლემები შეექმნას, მამალი შრომისმოყვარეა და მათ შორის კუროსგანაც ითხოვს აქტიურობას, დინამიურობას და შრომისმოყვარეობას.

 

ტყუპები

2017 წელი ტყუპებისთვის გამორჩეულად კარგი შესაძლებლობების წელი იქნება, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი, ვინაიდან სასწორში მოძრავი იუპიტერი ტყუპების მზესთან ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს და ბევრ კარს გაუხსნის საქმიან ასპარეზზე, პირად  ურთიერთობაშიც იგივე ტენდენციაა, უბრალოდ, ვინაიდან სატურნი მშვილდოსანში მოძრაობს, ტყუპებისთვის მეშვიდე სახლში, განსაკუთრებით მოითხოვს ამ ნიშნისგან სერიოზულობას, სიდინჯეს, ერთგულებას დასაფუძვლიანობას პირად ურთიერთობებში.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით კარგი ტენდენციები დაიწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, მანამდე ცოტა მოთმენა მოუწევთ ვინაიდან, 2017 კარდინალური ნიშნებისთვის ცოტა სირთულეებთან, უფრო კირჩხიბებისთვის იქნება დაკავშირებული, სანამ იუპიტერი მორიელში არ გადაინაცვლებს. კირჩხიბებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციონ.

პირადი რუკის შესადგენად  ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge

ლომი

ლომებისთვის როგორც ტყუპებისთვის გამორჩეული წელი იქნება, მათ შეიძლიათ ახალ პროექტებს მოკიდონ ხელი, ახალ ჩანაფიქრებზე იმუშაონ. გამოიჩინონ კეთილგონიერება, შეიძინონ ახალი მეგობრები და სულაც საქმიანი მიმართულებაც შეიცვალონ.  2017 წელს ლომის ზოდიაქოს მთვარის აღმავალი კვანძი ესტუმრება, რაც ახალი ეტაპის დასაწყისად უნდა იქცეს მათ ცხოვრებაში, ეს კი თავად ლომებზეა დამოკიდებული, მთავარია არ იზარმაცონ.

ქალწული

ქალწულისთვის 2017 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება სახლის საქმეები, შეუძლაით სახლში რემონტი წამოიწყონ, ან მშენებლობა, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ დანახარჯებს. 2016 წელი განსაკუთრებულად გამორჩეული წელი იყო ქალწულებისთვის, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარათ ბევრი კარგი სიახლისთვის. ამ წელს კი უნდა გააგრძელონ ჩვეულ რიტმში მუშაობა და განვითარება, ვინიანდან ჯერ ჯერობით ამ ნიშნაში ტრანზიტი აქვს მთვარის აღმავალ კვანძს, რაქუს.

სასწორი

2017 წლის ფავორიტი არის სასწორი, ვინაიდან იუპიტერი წლის პირველ ნახევარში ამ ნიშანში იმოძრავებს. ეს ნიშნავს სასწორებს შეუძლიათ ახალი საქმეების წამოწყება წარმატებით, ახალი იდეების განხორციელება, საინტერესო, შემეცნებითი მოგზაურობის ბევრი შესაძლებლობა მიეცემათ, შეიძლება ახალი სიყვარული იპოვონ, ხოლო ვისაც ნაპოვნი აქვს დატკბეს პარტნიორული ურთიერთობებით და ჰარმონიით.

პირადი რუკის შესადგენად  ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge

მორიელი

2017 წელი მორიელებისთვის თებერვლის შემდეგ უკვე ხელ-ფეხის ახსნის და თავისუფლების წელი იქნება. ისინი იგრძნობენ შვებას, ვინიადან შავი მთვარე ლილიტი 2017 წელს დატოვებს მორიელის ზოდიაქოს. ხოლო წლის მეორე ნახევარში მათ იუპიტერი ესტუმრება, რაც მორიელებისთვის ნიშნავს იღბალს და ახალი გამარჯვებების შესაძლებლობას.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოში 2015 წლიდან სატურნი მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ მშვილდოსნების ზრდის, წვრთნის, სულიერი ზრდასრულობის, განვითარების, გაკვეთილების სწავლის, გამოცდების პერიოდია. მათ ბევრისამუშაო ექნებათ როგორც სამსახურში, ისე საკუთარ თავზე, გარდა ამისა, თებევრლიდან შავი მთვარე ესტუმრება, რაც ნიშნავს, რომ მშვილდოსანი კიდევ უფრო დაკვირვებული, მოზომილი იყოს, გამოიჩინიოს გონიერება, პასუხისმგებლობა, როგორც საქმის, ისე სხვების მიმართ.

 

თხის რქა

თხის რქისთვის 2017 წლის ტენდენციები სავსებით პოზიტიური და დამაკმაყოფილებელია. მამალი შრომისმოყვარეობის, კეთილგონიერების, დისციპლინის სიმბოლოა და დასავლურ ზოდიაქოში თხის რქას შეესაბამება, შეიძლება ითქვას ეს წელი თხის რქისთვის ზედგამოჭრილი წელია. შეუძლიათ თამამად ხელი მოკიდონ ახალ საქმეს, ახალ პროექტებს და საკუთარი მონდომების, დისციპლინის ხარჯზე ისინი დასახულ მიზნებს განახორციელებენ.

 

მერწყული

მერწყულისთვის, როგორც ტყუპებისთვის და სასწორისთვის გამორჩეულად კარგი წელია, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი. ამ წელს მერწყულმა შეიძლება ახალი სიყვარული იპოვოს ან ახალ პროექტებს მოკიდოს ხელი, ეცადოს ახალი საქმიანობა წლის პირველ ნახევარში წამოიწყოს, სანამ იუპიტერი მორიელში გადავა. იუპიტერის ტრანზიტი სასწორში მერწყულს პერსსპექტიულ შესაძლებობებს სთავაზობს.

 

თევზები

თევზებისთვსი 2017 წელი საკუთარ თავში ჩაღრმავების და გადაფასებების წელი იქნება. თევზების წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი, ის რაც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო მისი განვითარებისთის საბოლოოდ მოიშორონ და წინ წავიდნენ. 2017 წელს მათსაბოლოოდ უარი უნდა თქვან სიზარმაცეზე და უმოქმედობაზე, ასეთ შემთხვევაში მათთვის ბევრი კარი გაიხსენება, რაც არა მარტო მათ, არამედ მათ ახლობლებსაც მოუტანს ბედნიერებას.  ვინაიდან მთვარის დაღმავალი კვანძი თევზების ნიშანში მოძრაობს, ეს მათ საშუალებას აძლევს საკუთარ თავში რაც არ მოსწონთ სამუდამოდ მოიშორონ და წინ წავიდნენ.

 

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე

პირადი რუკის შესადგენად  ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge