16 აპრილს ახალმთვარეობაა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში!

 
მაქსიმალური ყურადღება გვმართებს ყველას, ვინაიდან მზეც და მთვარეც, ერთდროულად, საკმაოდ აგრესიულ, იმპლულსურ, ცეცხლის ნიშანში, ვერძში იქნება უახლოესი 2,5 დღე, ხოლო ახალმთვარეობა, 16 ში, გამთენიისას იქნება
 
ამასთან, გვაქვს ასევე მზე ურანის შეერთებაცა, რაც მოულოდნელობების, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის მაჩვენებელია..
 
ახალმთვარეობის დღეებში ბევრი ადამიანი გრძნობს შინაგან დისკომფორტს, მღელვარებას, მეტად კონფლიქტური და გაღიზიანებულია, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ იქნებთ იმპულსური…მოუხმეთ დიპლომატიას…თავი შეიკავეთ საქმეების გარჩევისგან, კონფლიქტური სიტუაციებისგან
 
ყურადღება გამოიჩინეთ თავის ზონის მიმართ, აკონტროლეთ წნევა
სიფრთხილე ასევე გზებზე გადაადგილების დროს!
 
ახალი საქმეები სჯობს 20 აპრილიდან დაიწყოთ, მით უფრო რომ 15 აპრილს მერკური, რეტროგრადული მოძრაობიდან კვლავ დირექტულ მოძრაობაში გადადის, რაც ვაჭრობის, ხელშეკრულებების გაფორმების, მოლაპარაკებების წარმოებისთვის სასურველი პოზიციაა.
 
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერიც მშვიდობიანად ჩაივლის! <3
 
წარმატებები თქვენ! <3
ქეთი ვაწაძე

რეტროგრადული იუპიტერი მორიელში

იუპიტერი
2018 წლის 8 მარტიდან 10 ივლისამდე მორიელის 23-ე გრადუსიდან იუპიტერი ხდება რეტროგრადული (,,უკანმავალი,,).

8 მარტიდან იუპიტერის რეტროგრადულობა სამყაროში, დედამიწაზე დეტოქსიკაციური ენერგიის შემოსვლას გულისხმობს, რაც ნიშნავს უსარგებლო, ხელისშემშლელი ტოქსიკური მოვლენებისგან, საგნებისგან, ადამიანებისგან, სიტუაციებისგან გათავისუფლებას. ყველაფერი, რაც წამლავს და ზღუდავს თქვენს მსოფმხედველობრივ განვითარებას, რაც, ამავდროულად, თქვენს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება, უნდა მოიშოროთ. (უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად თქვენს ნატალურ რუკაში იუპიტერის ტრანზიტის ნახვაა საჭირო).

ზოგადად, რეტროგრადული იუპიტერი გულისხმობს ფილოსოფიური, სულიერი, მსოფმხედველობრივ ინტროსპექციას საკუთარ თავში ადამიანი საკუთარ შინაგან სამყაროსკენაა შებრუნებული და მთავარი კითხვებზე პასუხებს თავის თავში ეძებს. როგორც ნებისმიერი რეტრო პლანეტა, იუპიტერიც, ასახიერებს იმ ენერგიას, რომელიც შიგნით, საკუთარი თავისკენაა მიმართული, ამიტომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რეტრო იუპიტერი გვიბიძგებს ვიხელმძღვანელოთ არა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ნორმებით, არამედ ჩვენი შინაგანით, საკუთარი პრინციპებითა და სიბრძნით, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებით შევიძინეთ.

იუპიტერი მორიელში რეტრომოძრაობისას ყურადღებას გაამახვილებს ფინანსებზე, ვინაიდან მორიელი დაკავშირებულია დიდძალ ფინანსებთან და ჩვენც, ამ პერიოდში, ჩვენი ფინანსური გეგმების გადაფასებასა და მიზანშეწონილობის ანალიზსს უნდა ჩავუღრმავდეთ.

რეტროგრადული იუპიტერს შეფერხება მოაქვს ნებისმიერ სფეროსა და საქმიანობაში, რომელიც სოციალურ სტატუსთანაა დაკავშირებული. რთულდება სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა, ასევე უცხოელებთან, უცხოურ ფირმებთან, იმპორტ-ექსპორტთან ასე თუ ისე დაკავშირებული საკითხებიც.

ვისაც რუკაზე იუპიტერი დირექტიული ჰყავს, სასურველი არაა ახალი საქმიანობის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, ახლი იდეების რეალიზება, ახალი ბიზნეს პარტნიორების ძიება.

ამ ადამიანებმა უმჯობესია დრო დაუთმონ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოძველებული ღირებულებების გადაფასებას, ახლის შემეცნებას, იდეების, მოსაზრებების კარგად გადამუშავებას, დახვეწას. უმჯობესია დაელოდონ იმ პერიოდს, როდესაც იუპუტერი რეტროგრადულიდან კვლავ დირექტულ მოძრაობაში გადავა.

ასევე, სასურველი არ არის მოგზაურობა, ქორწინება, ნებისმიერი ახალი საზოგადოებრივი აქტივობების წამოწყება.

ამასთანავე, მორიელი მისტიკური ნიშანია. ამ პერიოდში გამოიღვიძებს ინტერესი საიდუმლო კვლევების მიმართ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება ოკულტური, სულიერი ძიებებითა და პრაქტიკით.

ეს პერიოდი კარგია სპირიტუალური, ფილოსოფიური, შემეცნებითი საქმიანობებისთვის.
ვინაიდან იუპიტერი სულიერების პლანეტაა ამ პერიოდში არაა სასურველი ისეთი საქმიანობის დაწყება, რომელიც მხოლოდ მატერიალურ მიზნებს ემსახურება. პირიქით…ამ დროს კარგია საქმიანობა, რომელიც ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, კულტურულ პროექტებს ეხება.

რეტროგრადული იუპიტერი მორიელში ასევე წინ წამოწევს ფილოსოფიურ და სულიერ თემებს. კარგი პერიოდია ფილოსოფიის შესასწავლად. ასევე, კარგია იმ სოციალური და ბიზნეს პროექტების განახლებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იუპიტერის თემატიკასთან : უმაღლესი განათლება, იურიდიული საკითხები, ქველმოქმედება, საერთაშორისო კავშირები, რელიგია, ფილოსოფია.

ამ დროს კარგია დავასრულოთ ადრე დაწყებული და შეწყვეტილი განათლება

ხელახლა დავიწყოთ შეწყვეტილი უცხოენების სწავლა

გავემგზავროთ იმ ქვეყნების მოსანახულებლად, სადაც სხვა და სხვა მიზეების გამო გადავდეთ გამგზავრება

აღვადგინოთ მეგობრული ან დაუმთავრებელი სასიყვარულო კავშირები

კარგი პერიოდია წამოვწიოთ სულიერ-ფილოსოფიური საკითხები, გამოვყოთ ცხვრებისეული პრიორიტეტები.

პერიოდი სასიკეთოა საკუთრებაზე უფლებების აღსადგენად, ან მსხვილი უძრავი ქონების კვლავ გადასაყიდად

დადებთ გამოვლენაში შესაძლოა მოგეცეთ ყოფილ კავშირებში გაუგებრობებისა და პრობლემების გადაჭრის ახალი შესაძლებლობები. უარყოფით გამოვლენაში – შესაძლოა ურთიერთობებში დაბრუნდეს ის პრობლემები, რაც თავის დროზე არ მოაგვარეთ.

იუპიტერის რეტროგრადულობის დროს ყურადღება მიაქციეთ შინაგანი ზრდის პროცესებს შესაძლოა საკუთარ თავსა და სხვებში აღმოაჩინოთ სიყალბე, იქნებ ღირდეს გადახედვა და თქვენთვის არაბუნებრივი, ხელოვნური როლების შესრულებაზე უარის თქმა?

მაგრამ რეტროგრადული იუპიტერის მქონეებს ძალიან გაუმართლათ!

ნახეთ თქვენს რუქაში, შემთხვევით რეტროგრადული იუპიტერი ხომ არ გყავთ? (იუპიტერს გვერდით პატარა R ასო უნდა ეწეროს)

მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ნებისმიერი რამ, რასაც ხელს მოკიდებთ წარმატებას მოგიტანთ. ახლა რეტროგრადული იუპიტერის მქონე ადამიანების საზოგადოებრივი აქტიურობის დროა!

წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და ამ 5 თვიანი პერიოდის სასიკეთოდ გამოყენება!
ქეთი ვაწაძე

სატურნის ტრანზიტი თხის რქაში

სატურნი თხის რქაში
ქეთი ვაწაძე

სატურნი 2017 წლის 20 დეკემბრიდან უკვე თხის რქის ნიშანშია. ბოლოს, ის თხის რქაში 1988-1991 წლებში იმყოფებოდა. 29-30 წლის შემდეგ სატურნი ისევ თავის მმართველობის ნიშანს დაუბრუნდა, სადც 2020 წლის 22 მარტამდე დარჩება.

როგორც იცით სატურნი თხის რქის მმართველი პლანეტაა, რომელიც ყველაზე ძლიერად სწორედ თხის რქის ნიშანში, თავის დომიცილში ვლინდება. მის შესახებ ბევრი ცნობებია, როგორც მითოლოგიაში, ასევე ასტრონომიაში ჯერ კიდევ ბაბილონელებიდან მოყოლებული.

სატურნი, ეს იგივეა, რაც კრონოსი – ბერძნულად, ძველ ქართულად – ზუალი, ღმერთების მშობელი მამა და დროის გამგებელი, რომელიც შეზღუდვებს და კანონებს აწესებს. მას მეორენაირდ კარმულ მოსამართლესაც ეძახიან. ის განეკუთვნება ე.წ. ,,ბოროტ,, პლანეტათა რიგს, რაც გულისხმობს მის პირქუშ, მკაცრ და დამსჯელ ბუნებას, რომელიც ვერ ეგუება მცირე გადაცდენასაც კი.

სატურნი ეზოთერულად მეშვიდე განზომილების პლანეტად ითვლება. მზის სისტემაში გამორჩეულად ლამაზია. ის ერთადერთია, რომელსაც ე.წ. რგოლი აქვს და თანამგზავრ კასინის დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სატურნი საკმაოდ ფერადი პლანეტაა. მას 62 მთვარე აქვს, აქედან ყველაზე დიდი – ტიტანია. ასტრონომთა დაკვირვებით სატრუნის რგოლზე ახალი მთავრე ყალიბდება, რიგით 63-ე, რომელსაც მოფერებით პეგი დაარქვეს. სატურნი გაზის გიგანტია და სიდიდით მზის სისტემის მეორე პლანეტაა იუპიტერის შემდეგ. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია – ♄. სატურნის ატმოსფეროს

შემადგენლობა:
~96%წყალბადი
~3%ჰელიუმი
~0,4%მეთანი
~0,01%ამიაკი
~0,01%წყალბადისდეიტერიუმი
– 0,000 7 % ეთანი

სატურნი მართავს საჯარო სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, პოლიტიკას, საზოგადობრივ საჯარო საქმიანობას, მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიდ კორპორაციებს, არქიტეტქტურას, მშენებლობას, უფროსი ასაკის ადამიანებს (69 წლის ზემოთ), მამას; ასევე ძვლოვან სისტემას, კანს; ბუნებაში მთებს, კლდეებს და ყველაზე მაღალ ხეებს.

რაზე გააკეთებს სატურნი აქცენტს სამი წლის მანძილზე?

სატურნის თხის რქაში ტრანზიტის დროს ცვლილებები მოსალოდნელია ყველა სატურნისეული გავლენის სფეროში. შესაძლოა ვიხილოთ ხმაურიანი გადადგომები, სამთავრობო ცვლილებები, შესაძლოა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ხელისფლება სრულიად შეიცვალოს, განსაკუთრებით ის ხელისუფლებები, რომლებიც სტაგნაციას განიცდიან, ან კორუფციაში არიან გახვეულები. შეიძლება სულაც ზოგიერთი დიდ კორპორაცია გაკოტრდეს, ან ახალი კორპორაციები წარმოიქმნას, უუნარობა და კორპორატიული მაქინაციები ძალიან გააღიზიანებს სატურნ თხის რქას. ლილიტი თხის რქამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზებული დანაშაულებები ბიზნესში, ან ფინანსური მაქინაციები, სადაც საუბარია დიდ თანხებზე, ამიტომ ფრთხილად იყავით, რათა რაიმე ტიპის აფიორაში არ გაეხვეთ.

ვინაიდან თითქმის 1 წელი იუპიტერი იმოძრავებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში სატურნი თხის რქასთან დადებით ასპექტებს შექმნის, ამიტომ ამ ორი სოციალური პლანეტის ურთიერთქმედება უფრო შედარებით შერბილებულ ფორმებში გამოჩნდება, მაგრამ 9 თვის მანძილზე ლილიტის ტრანზიტი თხის რქაში გაამწავვებს სატურნიანულ თემებს სწორედ თხის რქით მართულ სფეროებში.

2018 წლის მაისიდან ურანი გადადის კუროს ნიშანში, რომელიც ფინანსებს მართავს და ცხადია, სატურნის ტრანზიტთან ერთად თხის რქაში და იუპიტერის მორიელში, უფრო აქცენტირებული გახდება ფინანსების თემა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალსიწინებს ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სენსიტიურ საკითხს და თავიდან აირიდებს ლარის დევალვაციას. ურანი არაპროგნოზირებადი პლანეტაა და არ არის გამორიცხული,რომ ზოგიერთი ბიზნესი სწრაფად გაკოტრდეს ან ზოგჯერ პირიქითაც, გამდიდრდეს კიდეც, იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო ბიუჯეტზე, ამიტომ ეკონომიური და გონივრული მიდგომა ფინანსებთან აუცილებელია პირობაა მთელი 3 წლის მანძილზე.

2017 – 2020 წლები ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველა ადამიანი სატურნისეულად უნდა მიუდგეს ცხოვრებას, საქმეებს და მყარი საფუძველი ჩაუყაროს მომავალ 3 წელს. ამ პერიოდში ძალიან სასარგებლოა:
• სახელმწიფო, საჯარო სექტორში რეორგანიზაციების გატარება და უკეთესი, უფრო ეფქტური, ქმედითი სტრუქტურების ჩამოყალიბება;
• ნებისმიერი კარიერული ზრდა, წინსვლა (მხოლოდ კეთილსინდისიერი გზით) და ადეკვატური ამბიციების საფუძველზე;
• სახლის ყიდვა ან აშენება;
• სტომატოლოგიური, კანთან ან ხერხემალთან დაკავშირებული გამაჯანსაღებელი პროცედურები, მკურნალობა;
• იოგა, ან ასკეზის სხვა ფორმები;
• სხვა სატურნიანული საქმიანობა.

მაგრამ გაითვალისიწნეთ, სანამ ლილიტი თხის რქის ნიშანშია (07.08.2018-მდე), ყოველი შემთხვევისთვის, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ სფეროებში შეცდომების თავიდან ასარიდებლად.

ვის შეეხება ეს ტანზიტი?

სატურნის გადასვლას თხის რქის ზოდიაქოში თავის თავზე შეიგრძნობს ყველა თხის რქა, აქცენტირებული თხის რქის ნიშნიანი და სატურნი თხის რქა ინდივიდები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი პერიოდი, ე.წ. სატურნის მობრუნება ექნებათ.

რა თქმა უნდა, ამ მოვლენას, პირველ რიგში, ყველაზე მძაფრად იგრძნობს თვითონ თხის რქა, მით უფრო ისინი, ვინც ჯერ არ არიან 30 წლის. (ზოგადად, თხის რქისთვის ყველაზე რთული პერიოდი 30 წლამდეა, 30-დან 41,5 – მდე – ბევრად მსუბუქი, აი 41,5 – დან კი მათი ცხოვრება ბევრად ლაღდება, მსუბუქდება, სწორედ სატურნისთვის კარგად ჩაბარებული გამოცდების და მიღებული ფრიადების ხარჯზე).

დააკვირდით, რომელ სახლში გექნებათ სატურნის ტრანზიტი, რადგან სწორედ იმ სფეროში დაიწყებს ის რეორგანიზაციას, მოწესრიგებას და დალაგებას. იმ სახლის სფეროებში ან სტაბილურობას მოგცემთ, ან რაც ზედმეტია, იმას მოგაშორებთ, შეიძლება შეგღზუდოთ კიდეც გარკვეული თვალსაზრისით.

ვისაც რუკაზე დაზიანებული სატურნი ყავს, ის შეეცდება იმის წაღებას, რაც ზედმეტია და რაც ადამიანს განვითარებაში უშლის ხელს.

ვისაც პირადი, სოციალური ან უმაღლესი პლანეტები ჰყავთ თხის რქაში, სატურნი აქცენტს გააკეთებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც პასუხს აგებენ ეს პლანეტები.

თხის რქების გარდა სატურნის შეზღუდვას რაღაც დოზით იგრძნობენ ასევე ვერძები, სასწორები და კირჩხიბები, ანუ კარდინალური ნიშნები, რადგან სატურნი მათ პლანეტებთან დრო და დრო დაძაბულ ასპექტებს გააკეთებს. კარდინალური ნიშნებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ზედმეტი ხმაურის გარეშე მუხლჩაუხრელი შრომა, გეგმების დაზუსტება, შედგენა, ზედმეტი ხარჯების გამორიცხვა, ენერგიის დაზოგვა.

პატივი ეცით თქვენს და სხვის დროს (!), დაიცავით რეჟიმი და არ იწუწუნოთ, სატურნს ყველაზე მეტად არ უყვარს მოწუწუნე ადამიანები.

გაითვალისწინეთ, თუ თხის რქები, სატურნი თხის რქები, დომინანტი, აქცენტირებული თხის რქები, ვერძები, კირჩხიბები და სასწორები გადაწყვეტთ ფლანგოთ თქვენი ენერგია, დრო, მხოლოდ გართობასა და უმოქმედებაზე ხარჯოთ, სატურნი აუცილებლად მოგთხოვთ დისციპლინას, საკუთარ თავზე მუშაობას და რათა თავი დავიცვათ მისი მრისხანებისგან, სჯობს ჩვენ თვითონვე დაუწესოთ საკუთარ თავს გარკვეული შეზღუდვები, გავამკაცროთ დისციპლინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მაინც ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ბევრად მტკინვეულად, ამიტომ, სჯობს ჩვენ – თვი – თონ!

ამავდროულად, მინდა შეგახსენოთ, რომ სატურნი საკმაოდ სამართლიანია, და ხშირად დასაჩუქრებაც შეუძლია, ოღონდ სატურნის საჩუქრები დამსახურებისამებრ მოდის. 
რაც შეეხება კუროს, ქალწულს, მორიელს და თევზებს სატურნი ამ ნიშნებში არსებულ პლანეტებს დადებით ასპექტებს გაუკეთებს და მათთვის სატურნის მარწუხები დიდად საგრძნობი არ იქნება, პიქითით, შესაძლოა ძალზე პოზიტიურიც კი აღმოჩნდეს მათი ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნიშნები ყველაფერს უშრომელად მიიღებენ. სატურნის ტრანზიტები დიდი გამოწვევაა, ის ითხოვს დისციპლინას, შრომას და თავდადებას.

ცეცხლის ნიშნებიდან მშვილდოსნები იგრძნობენ სრულ თავისუფლებას, მაგრამ კარგი იქნებოდა არ დაევიწყებინათ წინა წლებში საუტურნისგან მიღებული გაკვეთილები, რადგან მომავალში სწორედ ეს გაკვეთილები წაადგებათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სატურნი თევზებში ტრანზიტის დროს ეს პლანეტა მათ მზეს დაუკვადრატებს.

ლომებისთვის თხის რქა მეექვსე სახლია და ტრანზიტული სატურნი მათ მეექვსე სახლს გადის, რაც გულისხმობს, რომ ისინი ქალწულური პედანტიზმით უნდა მიუდგნენ საკუთარ ჯანმრთელობას და საქმიანობას. გართობა, ფუქსავატოაბში დახარჯული ფუჭი დრო მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ ამ სფეროებისადმი.

მერწყულებს და ტყუპებს მოუწევთ მკაცრად გაწერონ საკუთარი გეგმები და გრაფიკები, ამრეზით არ უყურონ რუტინულ საქმე. თუ ისინი სატურნის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ (განსაკუთრებით ტყუპები) მაღალი, სტაბილური ფინანსური შემოსავლები ელით, შესაძლოა ეს იყოს ახალი ბიზნესი, ან რაიმე სამეცნიერო პროექტი. ამასთან, მერწყულები, ბრწყინვალედ მომზადებულები დახვდებიან სატურნის ტრანზიტს 2020 წლიდან.

რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დავხვდეთ სატურნის თხის რქაში ტრანზიტს:

– დაისახეთ მიზნები და გაწერეთ კონკრეტული გეგმა.
– გაამკაცრეთ დისციპლინა, დღის რეჟიმი
– გამოიმუშავეთ პუნქტუალობა
– აღიჭურვეთ მოთმინებით, გააძლიერეთ ამტანიანობა
– ჩაატარეთ გენერალური წმენდა საკუთარ სახლში და მაქსიმალურად მოიშორეთ ზედმეტი ნივთები;
– შესანიშნავ შედეგს გამოიღებს ორგანიზმის გაწმენდა და გარკევული ასკეტური მიდგომები კვების მიმართ;
– ეცადეთ დღეში 1-2 საათი მაინც საკუთარ თავთან მარტო გაატაროთ;
– დაიწყეთ ვარჯიში, იოგა, იზრუნეთ ძვლოვანი სისტემის, ხერხემლის გაჯანსაღებაზე;

გაითვალისწინეთ სატურნის ძირითადი პრინციპები:
– შრომისმოყვარეობა
– კეთილსიდისისერება
– პროფესიონალიზმი
– დროის გონივრული ხარჯვა
– საქმიანი და სერიოზული მიდგომა
– იერარქიული პრინციპების დაცვა
– სახელმწიფოებრივი აზროვნება
– წესრიგი
– თადარიგის დაჭერა
– სხეულის და სულის მოთხოვნილებების ჯანსაღი ბალანსი

უარი თქვით ქაოსზე, ფუქსავატობაზე და ნებისმერი სახის აფიორაზე. ურთიერთობებს მიუდექით საფუძვლიანად და სერიოზულად, ნუ იჩქარებთ, არ ეცადოთ წარსულის დაბრუნება, უარი უთხარით ყველა წარსულ ურთიერთობას, ძველ, მავნე ჩვევებს, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში.

კი…სატურნი ბარიერებს, წინაღობებს, სირთულეებს უქმნის ზოგჯერ ადამიანს, მაგრამ მას აინტერესებს რამდენად უმკლავდება ადამიანი მათ. რამდენად უძლებს, რამდენად შეუძლია სწორედ ამ სფეროებში მცირედით დაკმაყოფილება, უძლებს, იტანს, ჯიუტად წინ მიდის თუ მოწუწუნე მსხვერპლის როლს ირგებს? და თუ ადამიანი ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ნებდება, მაშინ ისევ სატურნისგან ღებულობს იმდენ სიკეთეს, რასაც ზოგჯერ გამარჯვების პლანეტა, იუპიტერიც, კი ვერ დაიკვეხნის.

სატურნისეული გაკვეთილების და მოთხოვნების გათვალისწინებისას, სატურნი, ადმაიანებს ასაჩუქრებს სტაბილური წარმატებით, მატერიალური კეთილდღეობითა და სულიერი სიმშვიდით. ..ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა!

თხის რქებო…ნუ შეგეშინდებათ ამ ტრანზიტის! თხის რქა ისედაც მიჩვეულია ამ პლანეტის ვიბრაციებს. მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს სატურნისეული მოთხოვნების შესრულება, ის უკვე გამოიბრძმედა წლების მანძილზე და ბევრი თხის რქისთვის ეს პირიქით, შესაძლოა ძალიანაც კარგი, წარმატების მომტანი პერიოდიც შეიძლება აღმოჩნდეს! სატურნი არ დაუკარგავს მათ წლებით ნაგროვებ გამოცდილებას, მოთმენის უნარსა და თხის რქისეული პრინციპების დაცვას!

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, იყავით მომთმენნი, პოზიტიურად უყურეთ ყველაფერს და ყველაფერიც კარგად იქნება! 
წარმატებები თქვენ! <3 <3 <3
ქეთი ვაწაძე

2018 ყვითელი ძაღლის წელია!

ძაღლის წელი
ქეთი ვაწაძე

ჩინური კალენდრის მიხედვით 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, რომელიც ზუსტად 2018 წლის 16 თებერვალს დადგება და 2019 წლის 4 თებერვლამდე გარგძელდება. ამიტომ გაითვალისწინეთ და 1 იანვარს მამლის წელი არ დაივიწყოთ 🙂

სტიქია – მიწა (აქედანაა სწორედ წლის მთავარი ფერი, ყვითელი, რომელიც ჩინურ ასტროლოგიაში მიწის სტიქიას განასახიერებს). მიწის სტიქია ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლოა, ამიტომ ეს წელი მოითხოვს ჩვენგან სტაბილურობას, რეალიზმს, შრომისმოყვარეობის, პრაქტიკულობას, მაქსიმალური კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.

ფერები – ამ წლის ფერებია ყველა ის ფერი, რომელიც მიწის სტიქიას უკავშირდება – თავისთავად ყვითელი, ხაკი, მდოგვისფერი, ნარინჯისფერი და ყველა მათი ტონალობები, ასევე ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, ოქროსფერი.

ეს არის ჩინური ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი და დასავლურ ჰოროსკოპში შეესაბამება მეტერთმეტე ზოდიაქოს, მერწყულს.

ძაღლის შესაფერისი პარტნიორებია: ცხენი, ვეფხვი, ვირთხა და მაიმუნი

ძაღლის დადებითი თვისებებია: ერთგულება, თავგანწირვა, სინდისიერება შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, მიზანდასახულობა, გულწრფელობა.

უარყოფითი მხარეები: ინერტულობა, უენერგიულობა, გაუბედაობა, ყოყმანი, წარმოსახვის სიმცირე.

ძაღლის წლებია: 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030…

ძაღლის წელი

ძაღლის ზოგადი დახასიათება

ძაღლი ჩინურ და იაპინურ ჰოროსკოპში განასახიერებს მეგობრობას, უპირობო ერთგულებას, ფხიზელ გონებას, საკუთარი გარემოს დაცვას, მეგობრების და ახლობლების პატივისცემას, სიმართლის სიყვარულს, ფინანსების გონივრულ გამოყენებას, ამიტომ როდესაც ძაღლის წელი მთელი თავისი სრულყოფილებით დადგება, 2018 წლის 16 თებერვლიდან თქვენი მცდელობა თვალი აარიდოთ სიმართლეს, უშედეგო იქნება, მოგიწევთ მოვლენების უფრო ობიექტურად დანახვა, შეფასება და იმის აღიარება, რომ მამლის წელში ზედმეტი ეგოიზმი, სიმკაცრე გამოვავლინეთ იქ, სადაც ამის აუცილებლობა სულაც არ იყო.

ძაღლი მეგობრული ნიშანია და ამიტომ მოგვიწევს ყველაფრის გადაწყვეტა არა ეგოისტურად, არამედ კომპრომისებით და სხვებისადმი ლოიალობის გამოჩენით. მას არ უყვარს უსამართლო ადამიანები, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ სამართლიანები, ობიექტურები, წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ დანაკარგები, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ისე სასიყვარულო ფრონტზე, მაგრამ ეს ნუ გიბიძგებთ სიყალბისკენ, ყალბი მეგობრობისა და ნიღბების ცვლისკენ.

ძაღლს უყვარს უბრალოება, ის ალალია, მიმდობი, ვერ იტანს ვერანაირ თამაშს, ცბიერებას, ტყუილს, საკმარისია ერთხელ მაინც სცადოთ სხვებისთვის თვალის ახვევა ან ეგოისტური მიზნების მისაღწევად რაიმე სახის მაქინაცია, თუნდაც უმნიშვნელო, ეს ძაღლის წელში უპასუხოდ არ ჩაივლის.

2018 წელს მნიშვნელოვანია ურთიერთობები, მეგობრების შეძენა. აუცილებელია ჩვენშიც გამოვავლინოთ მეგობრობს უნარები, თვისებები. ამ წელს სასურველია ყველას მიმართ ვიყოთ კეთილგანწყობილნი და გულახდილნი. კონკურენტებთან ურთიერთობებშიც კი არ უნდა ვითვალთმაქცოთ, ან გადაუხვიოთ წესებს.

ძაღლს უყვარს კომფორტი და იღწვის სახელის განთქმისკენ. ნებისმიერი საქმის მიმართ სასურველი იქნება შემოქმედებითი და ახლებური მიდგომა.

დასავლურ ასტროლოგიაში ძაღლი მერწყულს შეესაბამება, მერწყული კი განასახირებს უმაღლეს გონებას, მეგობრობას და უნივერსალური ჭეშმარიტების ძიებას, ამიტომ ძაღლის წელში ყველას მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. ადამიანები, რომლებიც დაკავებულები იქნებიან სულიერი ძიებებით, თვითგანვითარებითა და მეცნიერული ცოდნის შეძენით, აგრეთვე უმაღლესი საფეხურის სპირიტუალური შემეცნებით, მათთვის ძაღლის წელი ძალიან ნაყოფიერი იქნება.

ეს საუკეთესო წელია ინტელექტუალური პროფესიების ადამიანებისთვის, ახალი პროექტებისა და წამოწყებებისთვის. ძაღლს კარგი ყნოსვა აქვს და კარგად გრძნობს სად არის წარმატება და ეხმარება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის, წარმატების მიღწევის სჯერა.

კეთილსინდისიერ შრომასთან ერთად თავს უფლება უნდა მივცეთ დავისვენოთ, გავერთოთ, ვიმოგზაუროთ. 2018 წელს ბევრ ჩვენგანს მიეცემა მგზაურობებისა და სანაცნობო წრის გაფართოების შესაძლებლობა.

ძაღლის წელი

ყვითელი ძაღლის წლის ზოგადი ტენდენციები
მიწის ენერგია მოიტანს შედარებით მეტ სტაბილურობას, სიმშვიდეს, ჰარმონიას.

უკვე გაზაფხულისთვის ძაღლი მოიკრებს ძალას და დაიწყებს წესრიგის დამყარებას იმპულსური მამლის შემდეგ და თავსაც გამოავლენს.

ვინაიდან წლევანდელი წლის ფერი ყვითელია, ფინანსური თვალსაზრისით ურიგო წელი არ უნდა იყოს (ფენ-შუის მიხედვით ყვითელი, ოქროსფერი წარმატების ფერია). შესაძლოა, ამ წელმა ოქროს საბადოებთან არ მიგვიყვანოს, მაგრამ მათ, ვინც შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული იქნება, დაწინაურება, წინსვლა და სხვა და სხვა სახის სიკეთის მიღების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ. ამასთან, ყვითელი მზის ენერგიებთან ასოცირდება, რომელიც პოზიტივითა და სიმხნევით, კარგი ხასიათითა და ოპტიმიზმით გვავსებს.

2018 წელში გაბედულად წამოიწყეთ ნებისმიერი საქმე და არ დაიშუროთ ძალისხმევა მიზნის მისაღწევად.
მიწის სტიქია კანონებთან და ტრადიციებთანაა კავშირში, ამიტომ ამ წელს კარგი იქნება თქვენი პრინციპების გატარება.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს არ უყვარს ცვლილებები, ის მაინც შეეცდება, იზრუნოს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, მთავარია, გვწამდეს, რომ ეს მოხდება და ძაღლის წელიც ხელს შეგვიწყობს ამ ოცნების ასრულებაში.

ძაღლის წელი

2018 წელი სოციალური თვალსაზრისით

2017 წლის 20 დეკემბრიდან სატურნი, სოციალური პლანეტა, თხის რქის ნიშანშია. 9 თვის მანძილზე აქვე იქნება ე.წ. ლილიტი, შავი მთვარე.

რადგან თხის რქის სფეროებია: პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, სახელმწიფო მართვა,– სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი ყველაზე მეტი შეცდომის დაშვება. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, დაფიქრებული, მოზომილი ნაბიჯების გადადგმა. სატურნი ასევე განაგებს დიდ კორპორაციებს, დიდ გარიგებებს, საჯარო პოლიტიკას, მშენებლობასა და არქიტექტურას, ამიტომ ამ სფეროში ნებისმიერი თაღლითური კორუფციული საქმიანობა გამოვლენილი და დასჯადი იქნება, ვინაიდან როგორც ავღნიშნე, ძაღლს არ უყვარს უსამართლობა და სამართლიანობის აღდგენას შეეცდება.

ეს ტრანზიტი განსაკუთრებით შეეხებათ ჩინოვნიკებს, კარიერისტებს, ხელმძღვანელ პირებს…

ლილიტის თხის რქაში ტრანზიტის დროს ის პირები, ვინც კარიერა არაკეთილსინდისიერი გზით გაიკეთა, შესაძლოა რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ (ეს მოვლენა ყველაზე მეტად, სწორედ ადამიანების კარიერაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იასახება).

შესაძლოა ბიუროკრატიზმმა იმძლავროს. მოსალოდნელია უფროსობასთან უთანხმოებები, კონფლიქტები. მმართველები და ხელმძღვანელი პირები უფრო მეტ სისასტიკეს, ზოგჯერ კი დესპოტიზმსაც კი გამოავლენენ, ამიტომ იყავთ ამისთვის მზად. ამასთან, უფროსი ასაკის ადამიანებთან, მამასთან მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა.
სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონებს, მით უფრო თანამდებობების პირებს მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე მართებთ შეცდომების დაშვებისა და ცდუნებებში ჩავარდნის კუთხით.

მოკლედ, თხის რქის ნიშანში ლილიტის მშვიდობიანი ტრანზიტისთვის აუცილებელია კარიერა-სამსახურის სფეროში წინდახედულება, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, სამართლიანობა.

გარდა ამისა, 2018 წლის მაისში ხდება ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი მოვლენა – ურანი ტოვებს ვერძის ზოდიაქოს და გადადის ფინანსების, საბანკო ოპერაციების მართვის ნიშანში კუროში, შესაბამისად, ფინანსების საკითხში უნდა ველოდოთ არაპროგნოზირებად მოვლენებს. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დროს გამოვიყენოთ პრინციპი: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.

რაც შეეხება ვალუტის კურსის ვარდნას, მით უფრო წლის პირველ ნახევარში, ამის ალბათობა ნაკლებია და არამარტო საქართველოში.

მოსალოდნელია ლარის კურსის დევალვაცია თუ სამთავრობო დონეზე სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. არსებობს რიგი ფინანსური ორგანიზაციების გაკოტრების საფრთხე. თუ მამლის წელი იძლეოდა ფინანსური თვალსაზირისით თავისუფალი ქმედებების საშუალებას, ძაღლის წელში სამთავრობო და ბიზნეს სფეროებში ადამიანებს მოუწევთ ფინანსებში კეთილსინდისიერებისა და გონიერების გამოვლენა. ვინაიდან ძაღლის წელში, როგორც წესი, ფინანსები ძალიან სენსიტიური თემაა.

ყვითელი ძაღლის წელს თან ერთვის იუპიტერის მორიელში ტრანზიტი, შესაბამისად, მოგვიწევს ჩავუღრმავდეთ საკუთარ სულიერ სამყაროს, ხასიათს და აუცილებლად განვიცადოთ ტრანსფორმაცია.

ყველა წელს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები, მთავარია აქცენტი გავაკეთოთ პოზიტივზე და უარყოფითზე კი კონტროლი არ დავკარგოთ.
ვეცადოთ საკუთარ თავში წინ წამოვწიოთ ძაღლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები: ერთგულება, წინდახედულობა სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.

საერთო ჯამში, ბევრად მშვიდი და სტაბილური წელია მოსალოდნელი ფანფარონ ცეცხლოვან მამალთან შედარებით.

ძაღლის წელი

ჯანმრთელობა

ძაღლის წელიწადი განსაკუთრებული დაავადებებით არ გამოირჩევა, თუმცა, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინაიდან მთავარი ,,დამსჯელი,, პლანეტა, სატურნი, თხის რქის ნიშანში გადაბრძანდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ძვლოვან სისტემაზე, კბილებსა და კანზე. მით უფრო, თუ ხერხემლის, მუხლების, კბილების პრობლემები გაწუხებთ, სწორედ უახლოესი 2,5 წლის მანძილზე გესაჭიროებათ მეტი სიფხიზლე. ყურადღება მართებთ ასევე მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტსა და თირკმელში ქვების წარმოქმნისკენ აქვთ მიდრეკილება.

გამოიჩინეთ თვითდისციპლინა, ისწავლეთ დროის სწორი განაწილება და მოდუნება, ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, ბუნებაში, მეტი იმოძრავეთ.

ძაღლის წელი

სიყვარული

სასიყვარულო სფეროში ბევრი საოცარი გარდასახვაა მოსალოდნელი – 2018 წელი სავსე იქნება ახალი ნაცნობობით, პაემნებით, შეხვედრებით. ამ წელს მრავალი სასიყვარულო რომანის მომსწრენი გავხდებით, მთავარია, ადამიანებს გულით სურდეთ თავიანთ მეორე ნახევართან შეხვედრა. წესით, 2018 წელს, ბევრი ადამიანი დაწყვილდება. თუ წყვილები ძაღლის წელში გადაწყვეტენ დაქორწინებას, მათი კავშირი უფრო მეგობრული და ხანგრძლივი აღმოჩნდება, ხოლო ძაღლის წელში დაბადებული პატარები – მხიარული ბუნებისა და კარგი ჯანმრთელობის მქონენი იქნებიან. რაც ეხება უკვე დაქორწინებულ წყვილებს, მათთვისაც ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ამ წელს.

გაამყარეთ სასიყვარულო ურთიერთობები, ყურადღება გამოიჩინეთ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ძაღლს უყვარს სასიყვარულო კავშირები და ის წყალობს შეყვარებულებს, მაგრამ მათ, ვინც მხოლოდ გართობას და არასერიოზულ კავშირებს დაეძებს, ვინც ღალატობს და თამაშობს, ერთგული ძაღლის რისხვა არ ასცდება – მათ ძაღლი მარტოობას ჰპირდება. ძაღლი კონსერვატორია, პატივს სცემს ოჯახს და არ პატიობს მსგავს გადაცდომებს.

ძაღლის წელი აუცილებლად დაარღვევს არამყარ ნიადაგზე შექმნილ მეგობრულ კავშირებსაც. ის პატივს არ სცემს ნებისმიერი სახის თვალთმაქცობას, ფარსს, ამიტომ ნუ იქნებით თვალთმაქცი, ნუ ეცდებით ინტრიგების ხლართვას, ნუ მოიმსახურებთ ადამიანებს საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის, იყავით ლოიალურები, კეთილგანწყობილნი, მეგობრული, მხიარული და ალალი, ისეთი როგორც თავად ძაღლია და ისიც გულუხვად დაგასაჩუქრებთ თავისი საჩუქრებით.

ძაღლის წელი

ვისთვის იქნება 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?

ზოგადად, 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, პრაქტიკული, ეკონომიური და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, ვისთვისაც უცხო არაა გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება.

ეს განსაკუთრებით კარგი წელია თავად ძაღლის წელში დაბადებულთათვის. მათთან ახალი შესაძლებლობების, წინსვლის დრო მოვიდა და ამიტომ, ყველამ, ვინც ძაღლის წელშია დაბადებული აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ცხოვრების ახალი, უკეთესი ეტაპის დასაწყებად.!

აღმოსავლური ჰოროსკოპიდან ამ წლის უდავო ფავორიტები ასევე იქნებიან: ვირთხა, მაიმუნი, ვეფხვი და ცხენი
ძაღლი საკმაოდ ლმობიერია და წესით, განსაკუთრებულად ცუდი წელი არცერთი ნიშნისთვის არაა მოსალოდნელი.

რაც ეხება დასავლურ ნიშნებს, წლის რჩეული რასაკვირველია მორიელია! ვინაიდან, გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი, სწორედ მორიელის ნიშანშია და იდგება 2018 წლის 9 ნოემბრამდე. გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი წამოწყებებისთვის!

სასიკეთო წელია ეს ასევე წყლის სხვა წარმომადგენლებისთვის – კირჩხიბისა და თევზებისთვის, ასევე მიწის ნიშნებისთვის, თუმცა აქვე მინდა თხის რქები გავაფრთხილო – ვინაიდან ლილიტი, ანუ ე.წ. შავი მთვარე, შეცდომების დაშვების, ცდუნების მაჩვენებელი თითქმის 9 თვე, ანუ 7 აგვისტომდე თხის რქის ნიშანში იქნება, მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ცდუნებებთან, შეცდომების დაშვებასთან დაკავშირებით.
ასევე, მაქსიმალური ყურდარღება მართებთ მათ, ვისაც ე.წ. ლილიტის და სატურნის მობრუნება აქვს. თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნი 2020 წლის 16 დეკემრის ჩათვლით იდგება მისსავე მმართველობის ნიშანში, თხის რქაში, რაც ზოგიერთი ახალგაზრდა თხის რქისა და აქცენტირებული თხის რქის გავლენიანებისთვის შესაძლოა ცოტათი რთული აღმოჩნდეს, თუმცა, თუ თქვენ ითვალისწინებთ და ასრულებთ სატურნისეულ მოთხოვნებს – დისციპლინა, შეუპოვრობა, მუხლჩაუხრელი შრომა, პუნქტუალობა, მიზანსწრაფულობა და ამასთან, თუ იჩენთ მოთმინებას, სწავლობთ სატურნისეული მოთხოვნილებების შესაბამისად ცხოვრებას, სწორედ სატურნისგან იქნებით დაჯილდოვებული. დიახ, სატურნი ბუზღუნა და მკაცრი ,,ბიძიაა,, მაგრამ სამართლიანი და არასდროს დაგიკარგავთ გაწეულ ძალისხმევას.

რაც ეხება ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებს, შესაძლოა მათთანაც ბევრი საინტერესო და სასიკეთო მოვლენა მოხდეს, მით უფრო თუ მათი პირადი პლანეტები სწორედ წყლის, ან მიწის ნიშნებშია განთავსებული. გამოვყოფდი მშვილდოსანს, რომელთანაც დასრულდა 2,5 წლიანი გამოცდების და დაბრკოლებების პერიოდი და ასევე, ლომს, რომელსაც ახალი ეტაპის წელი აქვს აღმავალი კვანძის ლომში ტრანზიტის გამო, რაც ბევრ ახალ შესაძლებლობებს აძლევს ამ ნიშანს.

და მაინც, ეს პროგნოზები ინდივიდუალურია და ვის როგორი წელი ექნება, ამაზე პასუხის მიღება მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის შედგენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ძაღლის წელი
როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის?

იმისთვის, რათა მთელი წლის მანძილზე არ მოგვაკლდეს 2018 წლის მთავარი სტუმრის, ძაღლის კეთილგანწყობა, აუცილებელია სწორად შევხვდეთ მას, ასე ვთქვათ მისი გული მოვიგოთ.
გაითვალისწინეთ საახალწო რეკომენდაციები:

როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სტიქია მიწაა, მისი ფერია ყვითელი, ამიტომ სახლში ყველაფერი შესაბამის ფერებში და შესაბამისი დეკორის გამოყენებით უნდა მოვრთოთ. შეეცადეთ ბევრი ყვითელი, ოქროსფერი ელემენტი გამოიყენოთ გაფორმებაში.

თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, აუცილებლად დაამატეთ მას ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტი, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

კარგი იქნება თუ ნაძვის ხეზე წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, რამდენიც შეგიძლიათ იმდენი იყოს (დოვლათი დაგვეკვებოს 😉

ასევე, თუ ოჯახის შექმნა გსურთ, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე წამოიცვით ის მარჯვენა ხელის არათითზე.

ხოლო ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ – ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტზე ახალშობილის გამოსახულება, ან ანგელოზის ფიგურა. მთავარია, გააზრებულად, გულდასმით, რწმენით აკეთებდეთ ამას.

ოთახებში გამოაწყვეთ ამ წლის სიმბოლოს, ძაღლის ფიგურები იქნება ეს ნაჭრის, შუშის თუ ხის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მას ჰქონდეს მომღიმარი სახე. კარგია, თუ ყვითელი, ბეჟი ან ოქროსფერი იქნება.

სასურველია, ფიგურა განათავსოთ, ან ჩამოკიდოთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელიწლის მანძილზე არ ჩამოხსნათ.

ძაღლის წელი

როგორ და სად შევხვდეთ ძაღლის წელს?

ძაღლი მხიარული, მეგობრულია, უყვარს ადამიანები, გახსნილი ურთიერთობები, უყვარს სახლი და ოჯახის წევრები და ამიტომ, უმჯობესია, რომ უშუალოდ ახალ წელს, ანუ 12 საათზე შევხვდეთ ძაღლის წელს სახლში, მეგობრებისა და ახლობლების, მხიარულ და ხალისიან გარემოცვაში და აი შემდეგ კი, ცოტახნით, შეგვიძლია გარეთ გასვლა, ,,გაწანწალება,,, ახლობლებთან სტუმრობა, ან უბრალოდ გასეირნება.

შეეცადეთ არ შეხვდეთ ახალ წელს მარტო ან მოწყენილად. აუცილებლად მონახეთ სადმე მხიარული თავყრილობა და შეუერთდით მას! თუნდაც ქუჩაში, მთავარ ნაძვის ხესთან!
მთავარი ხომ სწორედ განწყობა და ის პოზიტიური იმპულსია, რასაც ახალი წლის ღამეს ვუშვებთ სამყაროში და ამიტომ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, მეტი დადებითი ემოცია გაუშვით კოსმოსში.

ძაღლის წელი

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?

ძაღლს არ უყვარს ზედმეტი სიკაშკაშე, ექსტრავაგანტობა, გამოირჩევა პრაქტიკულობითა და დახვეწილი გემოვნებით, ამიტომ ამ წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკულობა, დახვეწილობა, როგორც ჩაცმაში, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში.

იმისთვის, რათა თავი მოვაწონოთ მას, სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და მათი ტონალობები. არ არის აუცილებელი თავიდან ბოლომდე ამ ფერებში იყოს გადაწყვეტილი საახალწლო სამოსი, ამ ფერების პატარა დეტალების შეტანაც უკვე საკმარისი იქნება.

ძაღლის წელი

საახალწლო სუფრა

სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ მაგიდაზე გადააფარეთ ყვითელი ან მხიარული ფერის რაიმე სუფრა, დააწყეთ ასეთივე ხელსახოცები. სასურველია ყვავილებით სავსე ლარნაკი, ხის, განსაკუთრებით კი ატმის ტოტები.

აუცილებლად მოამზადეთ შანდალი ყვითელი, ოქროსფერი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით.

კარგი იქნებ,ა ასევე თუ სუფრზე იდება ძაღლის გამოსახულების ფიგურა და ასევე, მამლისაც, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია 16 თებერვლამდე.

გავრცელებულია აზრი, რომ ძაღლს ძვალი უყვარსო. კი, შესაძლოა, მაგრამ არ აძლევენ ხორცს, თორემ ალბათ არ იქნებოდა უარზე ;) ამიტომ სასურველია საახალწლო სუფრაზე მეტ წილად ხორცეული გვქონდეს – ძვლიანი ხორცი საუკეთესო იქნებოდა, ასევე სალათები და სხვა ხორცპროდუქტები (მამლის ,,პატივსაცემად,, რომელიც ჯერ კიდევ წლის მბრძანებელი იქნება ახალი წილის ღამეს, უშუალოდ ახალი წლის დადგომის მომენტში მაინც არაა სასურველი ქათმის და ზოგადად ფრინველის ხორცის სადღესასწაულო სუფრაზე რომ იყოს, მოგვიანებით, კიდევ შეიძლება).

არ დაგავიწყდეთ სუფრაზე ჩვენი ცუგასთვის წყლიანი თასის დადებაც

რაც მეტი მრავალფეროვნება, სიუხვე იქნება სუფრაზე, მით მეტად ხვავიანი წელი გვექნება.

თუ ამის საშუალება არ არის, გაგახსენებთ ადრნდელ რეკომენდაციებს: სასურველია სუფრაზე თუნდაც მანდარინით სავსე ლარნაკი გვედოს, რაც ჩინეთში დოვლათის სიმბოლოდ მიიჩნევა. ესეც საკმარისი იქნება, რომ მომავალი წელი ბარაქიანი გვქონდეს (ჩინეთში არსებობს მანდარინების გაცვლის საინტერესო ტრადიცია: სტუმრებმა უნდა აჩუქონ მასპინძლებს ორი მანდარინი და მათგან ასევე ორი მანდარინი მიიღონ საჩუქრად. ჩინურად სიტყვათა შეთანხმება ,,წყვილი მანდარინი,, ჟღერადობით ჰგავს სიტყვა ,,ოქროს,,, ამიტომ ის ვინც სხვას ჩუქნის ორ მანდარინს, სიმბოლურად უსურვებს სიმდიდრესა დაკეთილდღეობას).

ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, თუ ახალი წლის ღამეს მაგიდაზე დავდებთ პატარა წითელ ტომსიკას, სადაც კენტი რაოდენობის ფულის მონეტა იქნება მოთავსებული – მაშინ მომავალი წელი უხვი და დოვლათიანი იქნება.

როდესაც საახალწლო სუფრას მიუსხდებით, კარგი იქნება, თუ რაიმე სახის კუპიურა მაინც გედებათ ჯიბეში, რათა ცარიელი ჯიბეების ნაცვლად დოვლათი ,,გადავიტანოთ,, შემდეგ წელში.

ასევე, წინასწარ მოამზადეთ და ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, მიზნები, სურვილები ვადების მითითებით და ესეც დადეთ თქვენს საახალწლო სუფრაზე იმ რწმენით, რომ თქვენი სურვილები ყოველ მიზეზ გარეშე ახდება! (კარგი იქნება თუ ეს ნუსხა ძალიან ბევრი პუნქტისგან არ იქნება შემდგარი და იქნება კონკრეტული და რეალური).

სასურველია ახალი წლის დადგომისთანავე გადაავლოთ თვალი თქვენს ჩამონათვალს, ანუ ,,გაააქტიუროთ,, და კიდევ ერთხელ დამუხტოთ თქვენი პოზიტიური ენერგიით, ერთგვარად გზა დაულოცოთ ახალ წელიწადში (ახალი წლის ღამის შემდეგ ეს ფურცელი საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ და დაივიწყოთ კიდეც შემდეგ წლამდე).

გულუხვად გაუმასპინძლდით წლის მთავარ სტუმარს და რაც მთავარია, გქონდეთ უკეთესი მომავლის რწმენა!

იმისთვის, რომ 2018 წელმა ბედნიერება, სიყვარული და კეთილდღეობა მოიტანოს უნდა დავიმახსოვროთ მთავარი პრინციპი – ყოველგვარ წვრლმანზე უაზროდ არ ვყეფთ, არ ვიკბინებით, არ ვიღრინებით, არამედ ნებისმიერი საკითხს მოთმინებით, დიპლომატიურად და კეთილსინდისიერად ვაგვარებთ 

დაე, ყველას კარზე მოეფხაჭუნებინოს ჩვენ წილ ,,ბროლიას,,! 🙂

ყოველშემთხვევისთვის, ვიცოდეთ მაინც ტექსტი და როგორც გვთხოვენ, ზეპირად და გამოთქმით წარმოვთქვათ…სათანადოდ მომზადებულები დავხვდეთ))

,,ვინც არ უნდა იყო მანდ,
ღარიბი თუ მაშვრალი,
მდიდარი თუ მათხოვარი,
მტერი თუ მოყვარე,
მეზობელი თუ ნათესავი,
სიხარულით გიღებ კარს,
შენი ბედი დამებედოს! ,,:)

კართან ცოცხის მოსმა არ დაგვავიწყდეს და დაველოდოთ ,,კაფენტებს,,! 🙂

მშვიდობისა და სიხარულის, ხვავისა და ბარაქის, ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თქვენთვის!

სიკეთე გქონოდეთ ! <3 <3 <3
ქეთი ვაწაძე

7 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა !

მთვარის დაბნელება
ქეთი ვაწაძე

7 აგვისტოს (გრინვიჩის დროით 17:22 UTC) მერწყულის ზოდიაქოს მე-15 გრადუსზე მთვარის დაბნელებაა. დაბნელების პიკი გრინვიჩის დროით 18:20 UTC წუთზე ხდება. დაბნელება სრულდება 19:18 UTC – ზე.

ამ მოვლენის დანახვა საქართველოშიც შესაძლებელია.
აგვისტოს მთვარის დაბნელება იწყებს ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 21 აგვისტოს მზის ტოტალური დაბნელებით დასრულდება.

დაბნელებას განსაკუთრებული გავლენა ექნება აგვისტოს თვეზე და ასევე, შემდგომ 6-8 თვეზე

დაბნელება ხდება მერწყულისა და ლომის ღერძზე, რომლის გავლენა დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე და ასევე, დაბნელების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში იქნება საგრძნობი.

პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ მეილზე piradihoroskopi@astrologia.ge

ვინაიდან დაბნელება ხდება ფიქსირებულ ნიშნებში (ლომი – მერწყული), ის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ყველა ფიქსირებულ ნიშანზე: კუროზე, ლომზე, მორიელსა და მერწყულზე, ან ვისაც მზე, ასცედენტი, ზენიტი (MC), მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი ჰყავს ამ ნიშნებში 10 დან 22 გრადუსის ჩათვლით.

რადგან მთვარე მერწყულში იმყოფება, ეს დაბნელება მიგვანიშნებს აუცილებელ ცვლილებებზე და სიახლეებზე იმ სახლის სფეროში, სადაც გყავთ მერწყულის ნიშანი.

ზოგადად ფიქსირებულ ნიშნებს ძალიან უჭირთ სიახლეების მიღება და უფრო მეტიც, საკუთარი შეხედულებების და მსოფმხედველობის შეცვლა. ახლა კი სწორედ ამის დროა და სამყარო გიბიძგებთ კუროებს, ლომებს, მორიელებს (განსაკუთრებით ამ სამ ნიშანს), შეცვალოთ დამოკიდებულებები, შეხედულებები, ცხოვრების ნირიც კი საკუთარი თავის განვითარებისა და სრულყოფისთვის.

იყავით გახსნილი და ღია ცვლილებების მიმართ. არ თქვათ უარი ახალ ცოდნაზე, ახალი სფეროს ათვისებაზე, ახალ აღმოჩენებზე, კვლევებზე, ცვლილებები კი პირველ რიგში საკუთარი თავიდან იწყება. ძველი აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, ის ვინც იწყებს ცვლილებეს გარედან მიზანს ვერ აღწევს. ამიტომ, ნუ ეცდებით გარემოს შეცვლას. შეცვალეთ საკუთარი თავი და გარემოც შესაბამისად შეიცვლება.

ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ მთვარის დაბნელება მიზეზ-შედეგორბივ კავშირებს აჩვენებს. სამყარო გეხმარებათ ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და აგრეთვე, დაუსრულებელი საქმეების დასრულებაში.

მზე მთვარის ოპოზიცია ლომსა და მერწყულში გვიჩვენებს პერსონალურ და კოლექტიურ ეგოს შორის კონფლიქტს. შესაძლოა საკუთარი გზით სიარული მოინდომოთ და უარი თქვათ კოლექტიურ საქმიანობაზე ან პირიქით, ჩაერთოთ კოლექტიურ საქმიანობაში და ამ კუთხით საერთოდ ახალი საქმე წამოიწყოთ.

პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ მეილზე piradihoroskopi@astrologia.ge

მერწყულის ენერგია დაკავშირებულია კოლექტივთან, მეგობრებთან, ახალ ცოდნასთან, ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან, ლომის ენერგია დაკავშირებულია შემოქმედებასთან, თვითგამოხატვასთან, სიყვარულთან, პერსონალურ ეგოსთან.

ამიტომ საჭიროა ამ ორი ენერგიის დაბალანსება და სიკეთისთვის, განვითარებისთვის გამოყენება.
მთვარის ენერგიები დაგეხმარებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში, რისთვისაც მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ.

მზისა და მთვარის დადებითი ასპექტები სასწორში ტრანზიტულ იუპიტერთან და მშვილდოსანში ტრანზიტულ სატურნთან მეტწილად პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს პერსონალურ დონეზე, თუმცა გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ფინანსური ოპერაციების თვალსაზრისით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ბიუჯეტს და რაციონალურად ხარჯეთ. ყურადღება მართებთ ასევე ადამიანებს, რომლებსაც საფონდო ბირჟებთან, ფასიან ქაღალდებთან აქვთ საქმე

ამ დაბნელების ენერგია გვაიძულებს საკუთარ თავს გვერდიდან შევხედოთ და გავითვალისწინოთ ახლობელი ადამიანების აზრი და რჩევები.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ეს ის დროა, როცა უარი უნდა თქვათ იმ ჩვევებზე, რომლებიც ხელს გვიშლიან განვითარებაში, შესაფერისი დროა რათა დაემშვიდობოთ ურთიერთობებს, რომელიც გამუხრუჭებთ, ხელს გიშლით ბედნიერებასა და მიზნების მიღწევაში.

მოსალოდნელია, რომ ურთიერთობები, მეგობრობა, რომლებიც სიყალბესა და უსამართლობაზეა დაფუძნებული, დასრულდეს. ასევე, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წყვილებს და მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობამ თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მით უფრო, როდესაც რეალურად არაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის, არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანი, ჰარმონიული კავშირის შექმნას.

პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ მეილზე piradihoroskopi@astrologia.ge

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ფიქსირებულ ნიშნებს, მეტწილად მორიელს და კუროს, – არ აყვეთ ემოციებს და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, ლომებს და მერწყულებს კი მოუწევთ ეგოცენტრული ამბიციების დათმობა და ექსცენტრული გამოსვლებისგან, ყურადღების ცენრში ზედმეტად მოხვედრისა და განდიდების მანიისგან თავშეკავება.
დაუშვებელია ეგოიზმის გამოვლენა, მიკერძოება, ამბიციურობა, ამპარტავნება, ანარქიულობა, ქაოსურობა.

ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,– დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით – დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში – დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც დრომოჭმული, გამოუსადეგარი და უფუნქციოა, დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან.

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ

ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ მეილზე piradihoroskopi@astrologia.ge

მთვარის დაბნელების დროს ბევრი ადამიანია გაღიზიანებული, ვერ აკონტროლებს ემოციებს, ამიტომ მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.
ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს!

მერწყული განაგებს წვივებს, სისხლძარღვებს, სისხლს, ამიტომ ამ ზონებთან დაკავშირებული ყველა დაავადება აქტუალური იქნება მთვარის მომავალ დაბნელებამდე. ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ზოგადად…დაბნელებების დერეფანში – 5-24 აგვისტოს პერიოდში მეტი ყურადღება და წინდახედულობის გამოჩენაა აუცილებელი თითოეული ნიშნისთვის!

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

ბევრისთვის პირიქით…დაბნელების პერიოდმა შესაძლოა საგრძნობი სასიკეთო ცვლილებებიც კი მოიტანოს! (მით უფრო მათთან, ვისთანაც ეს დაბნელება აისახება რუქაში)

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!
წარმატებები თქვენ! <3 <3 <3

პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ მეილზე piradihoroskopi@astrologia.ge

დღეს ვარდისფერი სავსემთვარეობაა!

ვარდისფერი სავსემთვარეობა

ქეთი ვაწაძე
1 აპრილი ე.წ. ვარდისფერი სავსემთვარეობაა!

ეს მეტაფორა გამოიყენება გაზაფხულის ყვავილის ველური ფლოქსის შეფერილობის გამო. ეს ყვავილი აპრილში ხარობს. ვინაიდან გაზაფხული ახალი სიცოცხლის, ახალი სუნთქვის და ბუნების გამოღვიძების დროა, ამიტომ ვარდისფერი სავსემთვარეობა უკავშირდება სიახლეს, სიხარულს, მოძრაობას, სიცოცხლეს, მშვენიერებას, გამოღვიძებას. თუმცა ამავე დროს 5 პლანეტა რეტროგრადულ ფაზაშია და ამიტომ ცოტა განსხვავებულ ვითარებაში დაიწყო აპრილი.

ვენერა 15 აპრილამდე იქნება რეტროგრადული, იუპიტერი 9 ივნისამდე და მერკური 2 მაისამდე, სატურნი 26 აგვისტომდე, ამ ჯგუფს პლუტონის რეტროგრადულობაც ემატება.

სავსემთვარეობა სასწორის ზოდიაქოში ხდება, ეს კი ნიშნავს, რომ მომავალ სავსემთვარეობამდე ჩვენი მამოძრავაბელი დაბალანსებული ემოციები, რაციონალობა, ჰარმონიულობა და დიპლომატიურობა უნდა იყოს, წინა პლანზე წამოიწევს ყველა პარტნიორული ურთიერთობები.

ამ პერიოდში არ გირჩევთ ურთიერთობებში დაძაბულობის გაღრმავებას, კამათის წამოწყებას, ახალი ურთიერთობების დაწყებას, არამედ საჭიროა უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავება, გაჰარმონიულება, არსებულ პრობლემებზე მუშაობა. არასაჭირო ურთიერთობები კი ისედაც ჩამოგშორდებათ ვენერას რეტროგრადულობის ფაზის დასრულებისთანავე.

სასწორის სწრაფვა ჰარმონიისა და მშვიდობისკენ თავის შტრიხებს შემოიტანს ამ პერიოდში. ადამიანები მეტად დაინტერესდებიან სასწორის სფეროებით. სასწორის ზოდიაქო ეს არის გონიერი გული, რომელიც ეძებს ყველანაირ ურთიერთობაში ბალანსს.

ძველი ეგვპიტელების რწმენით, სწორედ გული იყო გონიერების სამყოფელი ადგილი და არა ტვინი და ეს გული იდგა ადამიანის ყველა ორგანოზე მაღლა.

ეგვიპტუირ სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნის მიხედვით ანუბისი გარდაცვალების შემდეგ სასწორზე დებდა ბუმბულს და ადმაიანის გულს, თუ გული ბუმბულზე უფრო მსუბუქი იყო, ეს ნიშნავდა, რომ ადამიანმა სუფთა გონებითა და სულით იცხოვრა. ამ შემთხვევაში გარდაცვლილს შეეძლო თავისუფლად შესულიყო მიღმა სამყაროში, ხოლო თუ გული უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა ვიდრე ბუმბული ანუბისი ნიანგების შესაჭმელად მიაგდებდა გარდაცვლილს.

სავსემთვარეობისას მთვარე და იუპიტერი შეერთებაში იქნებიან, რაც ნიშანავს რომ სასწორის პრინციპები კიევ უფრო გაძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში, თუ თავად არ ვეძებთ ჰარმონიასა და მშვიდობას, მაშინ ქაოსის და გაურკვევლობის მორევში აღმოვჩნდებით, სატურნის რეტროგრადულობა ყველა დაუსრულებელი საქმის ბოლომდე მიყვანას, დალაგება -მოწესრიგებას ითხოვს. ორივე სოციალური პლანეტა – იუპიტერი და სატურნი რეტროგრადულ მოძრაობაში დაულაგებელი სოციალური სფეროების დალაგებას, ხარჯების სწორად განაწილებას, დროის მართვას და საქმეების პირნათლად დასრულებას მოითხოვენ.

აპრილის 5 დან აპრილის 25 მდე არის პერიოდი, როცა სამყარო თითოეული ჩვენგანისგან ითხოვს ყველფრის თავის ადგილზე დალაგებას. სატურნი, როგორც ინსპექტორი და მთავარი შემმოწმებელი თავისი რეტროგრადული მოძრაობის დროს მიგვითითებს სად გვაქვს რეალური პრობლემები და სწორედ იმ ნაწილში გვაიძულებს ყველაფრის გამოსწორებას.

რეტროგრადული ვენერა და რეტროგრადული იუპიტერი ალბათ ბევრის შემოსავლებზე ცუდად აისახა, რა თქმა უნდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ ამ პერიოდის ბიუჯეტის გარღვევამ იქნებ დაგაფიქროთ იმ საკითხზე, როგორ ანაწილებთ საკუთარ შემოსავლებს?

როგორც ვიცით მშვილდოსანი მართავს რელიგიას, გლობალურ პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს. რეტროგრადული სატურნი მშვილდოსანში ადამიანებისგან, ასევე სახელმწიფო მმართველებისგან მოითხოვს მართვის საქმეების გადახედვას, სახელმწიფოში არსებული ძირეული პრობლემების აღმოფხვრას, რეტროგრადული იუპიტერი სასწორში კი მშვიდობას, კულტურულ თუ პოლიტიკური სარბიელზე ბალანსის შენარჩუნება/აღდგენას.

რეტროგრადული სატურნი გარკვეულწილად შეაჩერებს დესტრუქციულ ტენდენციებს საერთაშორისო ასპარეზზე და ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროებზე, რელიგიურ თავისუფლებაზე და შესაბამის მშვილდოსნურ-სასწორულ სფეროებზე

გისურვებთ მშვიდობიან პერიოდს <3

ზრდასრულ ადამიანებს არ სწყინთ…


ისინი
ამბობენ: „კარგი, კარგი, შენი არჩევანია…  ჩემთვის ნორმალურია“… და ჩუმდებიან…
ამბობენ: „მე მკიდია, მოიქეცი შენ როგორც გინდა!“
ამბობენ: „მე თუ მეწყინება ამით რას შევცვლი?“
ამბობენ: „ კარგი, წავალ მაშინ მე ჩემს საქმეზე“…

აან
დაუფიქრებლად, მწარედ გახსენებენ ყველა შეცდომას,
გეუბნებიან რომ სახე გაგიხდა და თვალებს ქაჩავ უძილობისგან
ძალით იწყებენ მცდელობებს „გაგიგონ რამე“
მანიპულირებენ…
უფრო ხმამაღლა რეცხავენ ჭურჭელს ანდაც ჩაქუჩით იყენებენ კლავიატურას.

ხდება ხოლმე ისეც რომ
ხდებიან ცივები და ფორმალურები
იფარგლებიან საქმიანი დიალოგებით
პოულობენ სამაგიეროს გადახდის წერტილს
გტვირთავენ დანაშაულის გრძნობით
ითმენენ, ითმენენ, ითმენენ … მერე კი მიდიან…
ნახულობენ მეგობრებს რომლებიც მათსავით ფიქრობენ შენზე
გიმტკიცებენ რომ ხარ ვალდებული შენ მათ წინაშე…
უბრალოდ მიდიან და გადადიან სულ სხვა ტალღაზე
ივიწყებენ  შეხვედრებს, თხოვნებს…
გყიდულობენ რაღაც საჩუქარს
და ავიწყდებათ რომ მოგიტანონ…
თავს გაჩვენებენ უსასრულოდ დაკავებულად…

და ასე…
ანადგურებენ გრძნობებს და იწყებენ ბევრ-ბევრ ლაპარაკს
ხდებიან ხაზგასმულად თავაზიანნი
გეკითხებიან – ხომ არ გეწყინა
ცდილობენ შეინარჩუნონ სახე
რომ ეტირებათ, იკავებენ სუთქვას და რცხვენიათ ცრემლის
ფეხს უჩქარებენ ოთახიდან ყოველ გასვლაზე
ჩუმდებიან და დაძაბულად იღიმებიან
ცივდებიან და ავადმყოფობენ
ვეღარ გამჩნევენ
აღარ გელაპარაკებიან
არ გპასუხობენ ტელეფონზე
და თან ამბობენ: „არა, მე არ მწყენია“…

რა სევდიანია ეს ყველაფერი …
ან რა საჭიროა…
თარგმანი ა. დათეშიძის მიხედვით.

თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს…

სიყვარული
თუ გაგიმართლებს – დარჩები მარტო, სრულიად მარტო…
არავინ იქნება გვერდით და მოგიწევს დასაყრდენის ძებნა მიწაზე, ან საკუთარ თავში.
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს –
ცხოვრება დარტყმას მოგაყენებს რომ გაგტეხოს და დაგიხსნას თხილის გულივით…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს –
შენ გეტკინება, და ეს ტკივილი გაიძულებს მოკვდე ადგილზე,
შემდეგ  კი – აღდგე რომ საკუთარ თავში კვლავ დაიბადო …

თუ გაგიმართლებს – იტირებ.  ვერაფერს შეცვლი ეს ცრემლები რომ შეიკავო.
სწორედ ტირილი მოგცემს თავისუფლებას, და დაგანახებს ცხოვრებას ნამდვილს.
თუ გაგიმართლებს – ვერ დაფარავ უსუსურობას ვერავის თვალში,
და მაშინ ნახავ, ვინ იქნება შენთან დამრჩენი, ან შორს ვინ წავა…
თუ გაგიმართლებს – არ გექნება პასუხები… არც ერთ კითხვაზე…
თვითონ მოგიწევს, დასახსნელის გამოგონება…
თუ გაგიმართლებს – ადამიანები, იდეები, მასწავლებლები,
კეთილი ჯადოქრებიც გაგაწბილებენ… თუ გადაიტან –
ეს გაწბილება დაგანახებს სამყაროს რეალურ სახეს…

თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს – არავინ გეყოლება რჩევის მომცემი.
ერთიც არავინ… კომპასის ძებნა ისევ საკუთარ თავში მოგიწევს…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს – აუტანლობას იგრძნობ.
აუტანელი იქნება იმდენად, რომ თავად არჩევ გადარჩენას ან მოდუნებას,
სამყაროსთვის ნების დართვას რომ გიქნას რამე …
თუ გაგიმართლებს – დაკარგავ კიდეც, მოტყუვდები, გიღალატებენ, გაგსრესენ თითქმის…
სწორედ ეს „თითქმის“ დაგიტოვებს სიბრძნის ნაოჭებს
და გაგაყოლებს სასიცოცხლო გამოცდილებას.

თუ გაგიმართლებს – აღარ გექნება ფული… და შენ უშუალოდ მოგიწევს ურთიერთობა მათთან,
ვისაც მანამდე, ერთი გადახდით მოისყიდიდი.
თუ გაგიმართლებს – ფული ბევრიც გექნება, სასოწარკვეთის სიღრმე რომ ნახო
იმ ილუზიის გაქრობის შემდეგ, რომ ბედნიერება  ქონებაშია.
თუ გაგიმართლებს – ვინმე შენიანი შეგაქცევს ზურგს და მიხვდები რა ფასი აქვს ურთიერთობას…

თუ გაგიმართლებს – შენ შეძლებ ამ ყველაფრის მშვიდად გაძლებას,
საკუთარი თავის გარდასახვის ხერხსაც მიაგნებ…
გამოცდი შინაგან ალქიმიას რომელიც ტკივილისგან – სილამაზეს,
ბრაზისგან – შეგუებას, შიშისგან – ხსნას,
სიხარულისგან კი შთამაგონებელ მაგალითს ტოვებს…
დანაშაულის გრძნობას და სირცხვილს წმენდს სულიდან
როგორც მეეზოვე გვის ძველ ნარჩენებს…

თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს….

თარგმანი ა. დათეშიძის მიხედვით

სიყვარულის ცხრა საიდუმლო

სიყვარული

პირველი საიდუმლო – ფიქრის ძალა:
სიყვარული იწყება ფიქრით,  ჩვენ ვხდებით ისეთები რაზეც ვფიქრობთ, სავსე სიყვარული ქმნის სავსე ცხოვრებას და სავსე ურთიერთობას!

მეორე საიდუმლო – დაფასების ძალა:
იმისთვის რომ ვინმე გვიყვარდეს, თავიდანვე ვისწავლოთ მისი დაფასება. უპირველეს ყოვლისა კი დავაფასოთ საკუთარი თავი!

მესამე საიდუმლო – ნდობის ძალა:
თუ გვინდა სიყვარულის მიღება, უნდა ვაჩუქოთ ეს გრძნობა მას ვინც ძვირფასია. რაც მეტ სიყვარულს გავცემთ, მით მეტი დაგვიბრუნდება! გიყვარდეს ნიშნავს, გასცე შენი ნაწილი საფასურის გარეშე, დროა ვისწავლოთ სიკეთის კეთება უბრალოდ ისე, უანგაროდ. საიდუმლო სიყვარულის ფორმულა გულისხმობს უნარს დავფიქრდეთ იმაზე თუ რისი მიცემა შეგვიძლია საყვარელი ადამიანისთვის, ნაცვლად იმისა რომ გვადარდებდეს მხოლოდ ის რას მივიღებთ მისგან.

მეოთხე საიდუმლო – მეგობრობის ძალა:
თუ გვინდა ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული, თავიდან ნამდვილი მეგობრის პოვნაა  საჭირო. სიყვარული არა ერთმანეთის ყურებას, არამედ ერთი მიმართულებით ყურებას ნიშნავს …

მეხუთე საიდუმლო – შეხების ძალა:
ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოვლენაა სიყვარულში, რომელიც ანგრევს ბარიერებს და ამყარებს ურთიერთობას. შეხებას შეუძლია განკურნოს სული და გული, როცა იხუტებ მუხტავ ენერგიით და ხსნი გულს!

მეექვსე საიდუმლო – თავისუფლების მიცემის ძალა:
როდესაც გვუყვარს, ღირს ვცადოთ და მივცეთ მას თავისუფლება. გავუშვათ… მისი დაბრუნებით მარტივად მივხვდებით რომ ჩვენი ადამიანი ჩვენგან არ წავა… თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ადამიანისთვის და მესაკუთრეობას ჭეშმარიტ სიყვარულთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მეშვიდე საიდუმლო – საუბრის ძალა:
როდესაც ვსწავლობთ ღიად საუბარს – ცხოვრება იცვლება. გვიყვარდეს ნიშნავს ღიად და თავისუფლად შეგვეძლოს საუბარი მასთან ვინც ძვირფასია. თუმცა, სჯობს მხოლოდ საუბარს არ დავჯერდეთ და უფრო ხშირად, საკუთარი საქციელით ვაჩვენოთ ადამიანს რამდენად მნიშნელოვანი და ბედნიერებისმომტანია ჩვენთვის ეს ერთად ყოფნა.

მერვე საიდუმლო – ერთგულების და ნდობის ძალა:
სიყვარულში ერთგულება და ნდობა ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარ ეგოზე მაღლა დადგომა და ადამიანისთვის თავისუფლების მიცემა ხშირად, საუკეთესო გზაა იმისთვის რომ ვაჩვენოთ რამდენად გვიყვარს, ვენდობით მის გადაწყვეტილებებს და გვჯერა ერთგულების, რომელიც აუცილებლად ორმხრივია.

მეცხრე საიდუმლო – ვნების ძალა:
ვნება ინარჩუნებს ცეცხლოვან ენერგიას სიყვარულში და არ აძლევს გრძნობას განელების საშუალებას. არასოდეს შეეგუოთ ერთფეროვნებას და შეეცადეთ თვეში რამდენჯერმე, აუცილებლად განაახლოთ გარემო, სადაც სიყვარულს ეძლევით. საყვარელ ადამიანთან  ღირს ყველაზე ფარული სურვილების გამჟღავნება და განხორციელებაც…

მოამზადა ნინი სალუქვაძემ

ვიღებთ იმას რისი მოლოდინიც გვაქვს

ვადიმ ზელანდი

ვადიმ ზელანდი

გონებას შეუძლია ააგოს ახალი სახლი ძველი კუბებისგან, მაგრამ შექმნას ცალსახად ახალი, ანალოგის არ მქონე რამ – არ შეუძლია. ინოვაციური აღმოჩენები მეცნიერებაში არ კეთდება ლოგიკური აზროვნების შედეგად, არამედ, როგორც უეცარი შთაგონება. იგივეა გენიალური გამოგონებების შემთხვევაშიც: კარგი მუსიკა იქმნება არა ნოტების შერჩევით, არამედ თვითონ მოდის. ხელოვნების შედევრები არ არის პროფესიონალური ტექნიკური შესრულების შედეგი, არამედ შთაგონების პირმშოა.

 

გონებას ყველაფერი რომ ესმოდეს, რისი თქმაც სულს სურს მისთვის, კაცობრიობას ექნებოდა ინფორმაციული ველის პირდაპირი წვდომა. რთული წარმოსადგენია რა სიმაღლეებს მიაღწევდა ჩვენი ცივილიზაცია ასეთ შემთხვევაში. მაგრამ, გონებას არა მხოლოდ არ შეუძლია სულის მოსმენა, არც კი უნდა რომ შეეძლოს. ადამიანის გონება მუდმივად დაკავებულია გარეგანი სამყაროს ობიექტებით, ან შინაგანი განცდებითა და ფიქრით. შინაგანი მონოლოგი თითქმის არასოდეს წყდება და გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. გონება არ უსმენს სულის სუსტ იმპულსებს და ერთპიროვნულად ამტკიცებს თავისას.

 

სული, გონებისგან განსხვავებით არ სარგებლობს განმარტებებით. ის არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს, მხოლოდ გრძნობს ან უბრალოდ იცის. მას შემდეგ, რაც გონებამ დაიწყო აზროვნება აბსტრაქტული კატეგორიებით, კავშირი სულსა და გონებას შორის თანდათან ატროფირდა. გარდა ამისა, გონება მუდმივად დაკავებულია მისთვის საინტერესო თემებით. ის თვლის, რომ ყველაფრის განმარტება შეიძლება გონივრული მსჯელობის ფარგლებში და მუდმივად ინარჩუნებს კონტროლს საკუთარ ინფორმაციაზე. სულისგან მოდის მხოლოდ ბუნდოვანი სიგნალები, რომელთა განსაზღვრაც გონებას ყოველთვის არ შეუძლია მისი კატეგორიების მეშვეობით. სულის გრძნობები და ცოდნა ინთქმება გონების ფიქრების ხმაურში.

 

გონება ფიქრობს დადგენილი აღნიშვნების მეშვეობით: სიმბოლოები, სიტყვები, გაგებები, სქემები, წესები. ცალსახად ახალი ცოდნისთვის ყოველთვის ძალიან რთულია მნიშვნელობის შერჩევა. როდესაც არარეალიზებული სექტორიდან მიღებულ ინფორმაციას არ აქვს გონივრული აღნიშვნა გონება მას აღიქვამს როგორც გაუგებარ ცოდნას. თუ გამოსდის ამ ცოდნისთვის ახალი აღნიშვნის შემოტანა ან მისი ახსნა ძველი აღნიშვნებით, მაშინ კეთდება აღმოჩენა.
როდესაც გონების კონტროლი სუსტდება, ცნობიერებაში აღწევს ინტუიტიური გრძნობები და ცოდნა, რაც ვლინდება ბუნდოვან წინათგრძნობაში, რომელსაც ასევე შინაგან ხმასაც უწოდებენ. გონება გაერთო და ამ მომენტში თქვენ შეიგრძენით სულის გრძნობები ან ცოდნა. სწორედ ეს არის ,,დილის ვარსკვლავების შრიალი,, – ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების გარეშე, ხმა ხმაურის გარეშე. თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ ბუნდოვნად. კი არ გესმით, არამედ გრძნობთ, ინტუიტიურად.

გონება მუდმივად დაკავებულია აზრების გენერირებით. სულის ხმას ახშობს ეს აზრების მანქანა, ამიტომ არის ინტუიტიური ცოდნა რთულად მისაწვდომი. რომ შევაჩეროთ აზრთა მსვლელობა და უბრალოდ შევიგრძნოთ სიცარიელე, შეიძლება გავიგონოთ დილის ვარსკვლავების შრიალი – შინაგანი ხმა სიტყვების გარეშე. სულს შეუძლია იპოვოს ბევრი შეკითხვის პასუხი, თუ მოვუსმენთ მის ხმას.

 

სულმა ძალიან ხშირად იცის, რა ელოდება და სუსტი ხმით ცდილობს შეატყობინოს ამის შესახებ გონებას. გონებას მისი ხმა თითქმის არ ესმის, ან არ ანიჭებს მნიშვნელობას ბუნდოვან წინათგრძნობას. გონება მოცულია ქანქარებით, მეტისმეტად დაკავებულია პრობლემების გადაჭრით და დარწმუნებულია საკუთარი ქმედებების სისწორეში. გონება იღებს თვითნებურ გადაწყვეტილებებს, ლოგიკურ მსჯელობასა და საღ აზრზე დაყრდნობით. სული, გონებისგან განსხვავებით, არ ფიქრობს და არ განსჯის – იგი გრძნობს და იცის, ამიტომაც არ ცდება. რა ხშირად ახსენდებათ ადამიანებს: „მე ხომ ვიცოდი, რომ აქედან არაფერი კარგი არ გამოვიდოდა!“.

 

სულს აქვს ორი საკმაოდ ძლიერი გრძნობა: სულიერი კომფორტი და დისკომფორტი. გონებას აქვს განმარტება ამ გრძნობებისთვის: „მე კარგად ვარ“ და „მე ცუდად ვარ“, „მე დარწმუნებული ვარ“ და „მე ვღელავ“, „მე მომწონს“ და „მე არ მომწონს“. სულს აქვს ინფორმაციული ველის წვდომა. სული, რაღაცნაირად, ხედავს იმას, რაც გველის, ჯერ არ განხორციელებულ, მაგრამ მოსალოდნელ სექტორში. თუ იგი მიმართულია ჯერ არგანხორციელებულ სექტორისადმი, მან იცის, რა ელოდება იქ: სასიამოვნო თუ არასასიამოვნო. სულის ამ გრძნობას გონება აღიქვამს როგორც სულიერი კომფორტის ან დისკომფორტის ბუნდოვან შეგრძნებად.

ვადიმ ზელანდი

ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ვისწავლოთ როგორ გავიგოთ რას ეუბნება სული გონებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აუცილებელია მივუთითოთ ჩვენს „ზედამხედველს“, რომ მიაქციოს ყურადღება სულის კომფორტის მდგომარებას. აი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. უბრძანეთ გონებას გაჩუმდეს ერთი წამით და კითხეთ საკუთარ თავს, კარგად ხართ თუ ცუდად. ახლა გადაიხარეთ გადაწყვეტილების მეორე ვარიანტისკენ და ხელახლა კითხეთ თქვენ თავს, კარგად ხართ თუ არა. თუ მოახერხეთ და მიიღეთ ცალსახა პასუხი, „კი, მე კარგად ვარ“, ან „არა, მე ცუდად ვარ“, მაშინ თქვენ გაიგონეთ ,,ვარსკვლავების დილის შრიალი,,.
ადამიანის შეუძლია დანებდეს და მოწყალება ითხოვოს საკუთარი ბედისთვის, მიმართოს რა საკუთარი თხოვნებით ან ,,ქანქარებს,,, ან რომელიმე უმაღლეს ძალას. ,,ქანქარები,, აიძულებენ მთხოვნელებს, რომ იმუშავონ და ადამიანი მთელი ცხოვრება წელში მოხრილი იღებს მოკრძალებულ საარსებო წყაროს. მთხოვნელი გულუბრყვილოდ მიმართავს უმაღლეს ძალებს, მაგრამ მათ მთხოვნელთან არაფერი ესაქმებათ. ადამიანს ასევე შეუძლია მოირგოს „ნაწყენის“ როლი, ანუ გამოთქვას უკმაყოფილება და ითხოვდეს იმას, რაც თითქოსდა ეკუთვნის. „ნაწყენი“ ქმნის პოტენციურ უკმაყოფილებას, საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართავს ძალების ბალანსს და იფუჭებს საკუთარ ბედს.
 

„მებრძოლი“, რომელიც ირჩევს ბრძოლას, უფრო მომგებიან პოზიციაშია, მაგრამ მისი ცხოვრება რთულია და ბევრ ენერგიას ართმევს მას. რა უფრო მეტად იბრძვის ადამიანი, მით უფრო მეტად ეხვევა აბლაბუდას ქსელში. მას ეჩვენება, რომ ის იბრძვის მისი ბედისთვის, სინამდვილეში კი უსაგნოდ ხარჯავს ენერგიას. ხანდახან ადამიანი იმარჯვებს, მაგრამ რის ფასად? გამარჯვება საჯარო ხდება და კიდევ ერთხელ რწმუნდება ყველა, რომ დაფნის გვირგვინი მარტივად არავის ეძლევა. ასე იქმნება და ძლიერდება საზოგადოებრივი აზრი: რაღაცას რომ მიაღწიო ცხოვრებაში, ძალიან უნდა ეცადო ან თავდაუზოგავად იბრძოლო.

 

„მთხოვნელი“ და „ნაწყენი“ უმწეოდ მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. „მებრძოლი“ კი პირიქით, ცდილობს ებრძოლოს ამ დინებას. ამ როლიდან ნებისმიერის შესრულებისას, ადამიანი ძალიან არაეფექტურად მოქმედებს. ტრანსერფინგი გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გზას: ნუ ითხოვ და ნუ მოითხოვ, უბრალოდ მიდი და აიღე. ქანქარებისგან თავდასაღწევად აუცილებელია შინაგანი და გარეგანი სერიოზულობისგან გათავისუფლება. თუ თქვენ ეს გამოგივიდათ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები თავისით გაქრება. აი მაშინ თქვენ შეძლებთ არც ითხოვოთ და არც მოითხოვოთ, არც იბრძოლოთ, არამედ უბრალოდ მიხვიდეთ და დაეუფლოთ იმას, რაც გსურთ.

 

გონებასჰგონია, რომ საღად აზროვნებს, სინამდვილეში კი ბრმად მიდის ქანქარისაკენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ არ ეწინააღმდეგებით დინებას და არ შეგაქვთ დინებაში დამატებითი წინააღმდეგობები, მაგრამ არც დინებას არ მიჰყვებით, ქაღალდის ნავის მსგავსად. თქვენ მიზანმიმართულად მოძრაობთ დინებასთან შეთანხმებულად, ამჩნევთ თანმხვედრ მეჩხერ ადგილებს, სირთულეებს, საშიშ მონაკვეთებს და მხოლოდ დინჯი მოძრაობებით ინარჩუნებთ არჩეულ მიმართულებას. საჭე თქვენს ხელთაა.

 

გარეგანი სერიოზულობა აიძულებს გონებას ეძებოს რთული გამოსავალი მარტივი პრობლემებისგან. შინაგანი სერიოზულობა არწმუნებს გონებას, რომ ის საღად აზროვნებს და იღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. გონების მტკიცე გადაწყვეტილებები – უმრავლეს შემთხვევაში ეს არის წყალზე ხელის უაზრო ტყაპუნი. პრობლემათა უმრავლესობა, განსაკუთრებით მცირე პრობლემები, თავისით გვარდება, ხელს თუ არ შეუშლით ვარიანტების ნაკადს. ის უკვე თავის თავში მოიცავს ყველა პრობლემის მოგვარებას. ვარიანტების ნაკადი – ეს დიდებული საჩუქარია გონებისთვის, რომლითაც იგი თითქმის არ სარგებლობს.
ვარიანტების ნაკადი მიყვება მინიმალური წინააღმდეგობის გზას. ოპტიმალურობა უკვე ჩადებულია ინფორმაციული ველის სტრუქტურაში. ბუნება არ ფლანგავს ენერგიას. გონება, რომელიც  მოცული აქვს ქანქარას, მუდმივად ვარდება დინებიდან, ეძებს მარტივი პრობლემების რთულ გადაწყვეტას. ყველაფერი გაცილებით მარტივად კეთდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. მიეცით თავი ამ სიმარტივეს. ჩანჩქერთან თქვენ გონებას მიყავხართ და არა ვარიანტების ნაკადს.

 

ნებისმიერპრობლემაშიარისდაშიფრულიმისიგადაჭრისგზა. პირველი გზა – იმოძრაო მინიმალური ისე, რომ მინიმალური წინააღმდეგობა გაწიო. ადამიანები, როგორც წესი, ეძებენ რთულ გამოსავალს, რადგანაც პრობლემებს დაბრკოლებებად აღიქვამენ და დაბრკოლებები, როგორც ცნობილია, ძალისხმევის დაძაბვით ილახება.  აუცილებელია გამოვიმუშაოთ ჩვევა, ავირჩიოთ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი ვარიანტი. უნდა ეცადოთ, ყველაფერი გააკეთოთ ისე, როგორც ეს კეთდება ყველაზე მარტივი და მსუბუქი მეთოდით.
როდესაც თქვენ შეხვალთ წონასწორობაში გარესამყაროსთან, უბრალოდ მიყევით დინებას. თქვენ თვითონ დაინახავთ ბევრ ნიშანს, რომლებიც თქვენ წაგიძღვებიან. „გაუშვით“ სიტუაცია, გახდით დამკვირვებელი და არა მონაწილე. ყოველ ჯერზე, როცა გჭირდებათ რაღაც გამოსავალი იპოვოთ, ჰკითხეთ თქვენს თავს: რომელია გადაწყვეტილების პოვნის ყველაზე მარტივი გზა? და აირჩიეთ ძებნის ყველაზე მარტივი გზა.
ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც ან რაღაც ცდილობს თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს ან გზა დაგიბრკოლოთ, ნუ იჩქარებთ აქტიური წინააღმდეგობის გაწევას ან თავის არიდებას. შეეცადეთ საკუთარი თავი დროებით სარგებლობაში ჩააბაროთ და დააკვირდეთ, რა მოხდება შემდეგ. ყოველთვის, როგორც კი რაღაცის გაკეთება გჭირდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შეიძლება ეს გავაკეთო ყველაზე მარტივად? მიეცით საქმეს უფლება, გაკეთდეს ყველაზე მარტივად. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გთავაზობენ ან საკუთარ შეხედულებების სისწორეში გარწმუნებენ, ნუ იჩქარებთ მათ უარყოფას და შეკამათებას. შეიძლება თქვენი გონება ვერ ხედავს საკუთარ სარგებელს და ვერ ხედავს ალტერნატივას.

 

გაააქტიურეთ „ზედამხედველი“. ჯერ დააკვირდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ. ჩადით მაყურებელთა დარბაზში, ნუ იჩქარებთ კონტროლის დაწესებას და მიეცით თამაშს საშუალება განვითარდეს დამოუკიდებლად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. არ არის წყალზე ხელის ტყაპუნი საჭირო. ნუ შეუშლით თქვენს ცხოვრებას ხელს იმოძრაოს დინების მიმართულებით და თქვენ დაინახავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ ყველაფერი.

 

გავლენა აქვს არა ნიშნებს, არამედ თქვენ დამოკიდებულებას ამ ნიშნებისადმი. ადამიანი იღებს იმას, რისი მოლოდინიც აქვს. მან თვითონ დაუშვა მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა თავის სცენარში. ზუსტად ამიტომ გაიზარდა ნიშნის გამართლების ალბათობა. თუ თქვენ ნიშნების გჯერათ, ისინი მიიღებენ მონაწილეობას თქვენი ცხოვრების ფორმირებაში. თუ არ გჯერათ, მაგრამ ეჭვი გეპარებათ, ნიშნების გავლენა სუსტი იქნება, მაგრამ მაინც იქნება. თუ არ გჯერათ და არც ყურადღებას აქცევთ, მათ არანაირი გავლენა არ ექნებათ თქვენს ცხოვრებაზე.

 

როდესაცვარიანტებისნაკადიიცვლება, შეიძლება გაჩნდეს თანმდევი ნიშნები. ნიშანი ჩვეულებრივი მოვლენისგან იმითი განსხვავდება, რომ, ის მუდმივად იძლევა სიგნალს ცხოვრების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ. ჩნდება განცდა, რომ რაღაც ისე არ არის. ნიშნებს მითითებების ფუნქცია აქვთ, ისინი გვეუბნებიან: რაღაც შეიცვალა, რაღაც ხდება. მოვლენა, რომელიც ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე ხდება, როგორც წესი, არ გვიჩენს განცდას რომ ფრთხილად ვიყოთ, რადგან რაღაც ხდება.
ვადიმ ზელანდი
ნიშნების ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტირება ძალიან რთულია. იმაშიც კი არ შეიძლება იყო დარწმუნებული, რომ მოვლენა, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო, ნიშანია.  შეიძლება მხოლოდ გავითვალისწინოთ, რომ სამყაროს უნდა რაღაც შეგვატყობინოს. მაგალითად, გამომივა თუ არა, მოვასწრებ თუ არა, შევძლებ თუ არა, კარგია თუ ცუდი, სახიფათოა თუ არა. აუცილებელია ნიშნის ინტერპრეტაციის დაკავშირება პასუხის მინიშნებასთან, მაგალითად „დადებითი“ ან „უარყოფითი“. დიდ სიზუსტეზე იმედების დამყარება არ ღირს.

 

ნიშნებისა და მინიშნებების ინტერპრეტირება ამაოა, მეტისმეტად არასანდო და გაუგებარია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს არის ნიშნების გათვალისწინება, სიფრთხილის გაძლიერება და უფრო ფრთხილად ყოფნა. არ ღირს ნიშნებზე დიდად ნერვიულობა და დიდი მნიშვნელობის მინიჭება მათთვის. მაგრამ, თუ უკვე მიაქციეთ ყურადღება, არ ღირს მისი უგულებელყოფა. შეიძლება მას გამაფრთხილებელი ფუნქცია აქვს, რომ ფრთხილად უნდა იყოთ, ან შეცვალოთ თქვენი ქცევა, ან დროულად გაჩერდეთ, ან აირჩიოთ სხვა მიმართულება.

 

მაგალითად, მე მეჩქარება, მაგრამ გზას  მოხუცი ქალი მიღობავს, ხელჯოხით და მე არ შემიძლია გვერდი ავუარო მას. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ნიშანი? ალბათ იმას, რომ დავაგვიანებ. ან ჩემი ავტობუსი, რომელიც, როგორც წესი, ნელა დადის, დღეს ელვის სისწრაფით მიქრის. ესეიგი სადღაც რაღაც შემეშალა და უფრო ყურადღებით უნდა ვიღო. ან არაფრით არ გამომდის ჩანაფიქრის შესრულება, სულ რაღაც წინააღმდეგობები მხვდება, საქმე რთულად მიდის. იქნებ ჩიხში შემყვანი გზა ავირჩიე და სინამდვილეში საერთოდაც არ მინდა იქ მოხვედრა?

 

ნიშნებსშეუძლიათდროულადგამოგაფხიზლონდაგაგაგებინონ, რომთქვენმოქმედებთ დესტრუქციულად და აზიანებთ საკუთარ თავს. უწყინარი ნიშნების ინტერპრეტირებაც კი, როგორც გაფრთხილება, არ იქნება ზედმეტი. სიფრთხილე და გაცნობიერებული, ფხიზელი შეხედულება მომდინარე მოვლენებზე, არასოდეს არ იქნება ხელისშემშლელი. მთავარია, სიფრთხილე არ გადაიზარდოს ნერვიულობაში და შფოთვაში. აუცილებელია იზრუნოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ.

ყველაზე აშკარა და ზუსტი გზამკვლევი ნიშანი არის ადამიანების ფრაზები, რომლებსაც ისინი შემთხვევით ამბობენ, სპონტანურად და გაუაზრებლად. თუ ცდილობენ, რომ მიზანმიმართულად მოგახვიონ თავს საკუთარი მოსაზრება, შეგიძლიათ საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება. მაგრამ, სერიოზულად მოეკიდეთ სპონტანურად ნასროლ ფრაზებს, რომლებიც შეიძლება იყოს რეკომენდაცია რამე გააკეთოთ ან როგორღაც მოიქცეთ.

მაგალითად, თქვენ უბრალოდ გითხრეს: „აიღე კაშნე, გაცივდები“. სავარაუდოდ, თუ არ დაუჯერებთ, შემდეგ ინანებთ. ან, მაგალითად, თქვენ შეწუხებული ხართ რაღაც პრობლემით და ვიღაც სხვათა შორის გეუბნებათ უმნიშვნელო რჩევას. ნუ იჩქარებთ მის უგულებელყოფას და დაუფიქრდით. ან, ვთქვათ, თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ სისწორეში და ვიღაც, სხვათა შორის, მისდაუნებურად, გაჩვენებთ, რომ ეს ასე არ არის. ნუ გაჯიუტდებით და დაფიქრდით, წყალს ხომ არ უტყაპუნებთ ხელს.
სულიერი დისკომფორტი – ესეც ძალიან აშკარა ნიშანია. აი, მაგალითად, თქვენთვის აუცილებელია რაღაც გადაწყვეტილების მიღება. გაჩერდით და მოუსმინეთ ,,დილის ვარსკვლავების შრიალს,,. თუ თქვენმა გონებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ,,დილის ვარსკვლავების შრიალი,, გვიან გაგახსენდათ, შეეცადეთ გაიხსენოთ რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილებას იღებდით. ამ გრძნობების დახასიათება შეიძლება როგორც „მე კარგად ვარ“ და „მე ცუდად ვარ“. თუ გადაწყვეტილება უხალისოდ, იძულებით მიიღეთ, ესეიგი ცალსახად „ცუდად ვარ“ არის. ასეთ შემთხვევაში თამამად შეცვალეთ გადაწყვეტილება, თუ ეს შესაძლებელია.

 

გონება მუდამ ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი სიმართლე. აი, თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე – კი ან არა.  სული ფაქიზად გეწინააღმდეგებათ და გეუბნებათ: „არა“. გონება აცნობიერებს, რომ სული „არას“ ამბობს, მაგრამ თავს იკატუნებს, თითქოს არ ესმის და დამაჯერებლად ამბობს თავის „კის“, „საღ აზრზე“ დაყრდნობით. მარტივი და საიმედო ალგორითმი სულიერი „არას“ გამოსავლენად: თუ თქვენ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება და დაყოლიება რომ თქვათ „კი“, ესეიგი სული ამბობს „არას“. დაიმახსოვრეთ, როცა თქვენი სული ამბობს „კის“, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება.

 

აუცილებელია მუდმივად აკვირდებოდეთ, რა ნიშნებს გაძლევთ სამყარო. მაგრამ ყველაფერში ნიშნებს არ უნდა ხედავდეთ. ნიშნები უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ და გახსოვდეთ, რომ ისინი შეიძლება იყოს გზამკვლევი. როგორც კი დაივიწყებთ ამას, თქვენ უმალ ჩავარდებით ქანქარას წრედში და შეიძლება გარემოებათა მსხვერპლად იქცეთ. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დააკვირდეთ სურვილებს და საქციელებს, რომლებსაც ძირფესვიანად შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება.

 

ვარიანტების ნაკადი ათავისუფლებს გონებას ორი აუტანელი ტვირთისგან: პრობლემების რაციონალურად გადაჭრის აუცილებლობისგან და სიტუაციის მუდმივად კონტროლის აუცილებლობისგან. გონება ნებისმიერ შემთხვევაში უშვებს შეცდომებს, მაგრამ ეს შეცდომები გაცილებით ნაკლები იქნება, თუ იგი შეამცირებს მის ძალისხმევას და, შესაძლებლობების ფარგლებში, მისცემს პრობლემებს საშუალებას გადაიჭრას მისი აქტიური ჩარევის გარეშე. ამას ქვია სიტუაციის „გაშვება“. საჭიროა გავლენის მოდუნება, კონტროლის შემცირება, დინებისთვის ხელის არ შეშლა, სამყაროსთვის მეტი თავისუფლების მინიჭება.

 

გონების უბედურება იმაშია, რომ, იგი მიდრეკილია დაბრკოლებებად აღიქვას მოვლენები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მის სცენარში. გონება ყველაფერს წინასწარ გეგმავს, აკეთებს გამოთვლებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება, იწყებს აქტიურ ბრძოლას,  რომ მოვლენები საკუთარ სცენარს დაუბრუნოს.  შედეგად, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.  გონებას არ შეუძლია მოვლენათა იდეალურად დაგეგმვა. აი სწორედ აქ უნდა მიანიჭოთ მეტი თავისუფლება დინებას. დინება არ არის დაინტერესებული თქვენი ცხოვრების დანგრევით. ეს არ არის მიზანშეწონილი.
მიზანშეწონილობა, გონების თვალთახედვიდან, გულისხმობს იმას, რომ ყველაფრი მიდის წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით. ცხოვრება ხშირად უკეთებს ადამიანებს საჩუქარს, რომელსაც ისინი უხალისოდ იღებენ, რადგან ეს მათ გეგმებში არ შედიოდა. გონებას არ აქვს სურვილი მიიღოს გადახვევები მისი სცენარიდან. სწორედ ეს არ აძლევს მას საშუალებას ისარგებლოს პრობლემების გადაჭრის  გზებით, რომლები უკვე არსებობს ვარიანტების ნაკადში. გონების მანიაკალური მიდრეკილება ყველაფრის კონტროლისადმი აქცევს ცხოვრებას დინებასთან მუდმივ ბრძოლად.

 

გონება ისწრაფვის მართოს არა საკუთარი მოძრაობა დინებაში, არამედ უშუალოდ დინება. ნებისმიერი ცდომილება აღიქმება როგორც წარუმატებლობა ან პრობლემა. პრობლემას კი მოგვარება სჭირდება, რის მიღწევასაც გონება ცდილობს დიდი მონდომებით, რაც იწვევს ახალ პრობლემებს. ასე წარმოქმნის გონება უამრავ დაბრკოლებას საკუთარ გზაზე. ხშირად ძალიან სასურველია კონტროლის მოდუნება და გაუთვალისწინებელი მოვლენების დაშვება საკუთარ სცენარში.

 

გააქტიურეთ „ზედამხედველი“ და დააკვირდით, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, როგორ ცდილობს თქვენ გონება მართოს დინება. თქვენ რაღაცას გთავაზობენ, მაგრამ თქვენ უარს ამბობთ, ცდილობენ რომ რაღაც შეგატყობინონ, მაგრამ თქვენ თავიდან იცილებთ გაგებას, ვიღაც სასარგებლო აზრს გამოთქვამს, მაგრამ თქვენ კამათს იწყებთ, თქვენ გამოსავალს გთავაზობენ, მაგრამ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ. თქვენ ერთს ელოდებით, მეორეს იღებთ და უკმაყოფილებას გამოთქვამთ ამის გამო. ვიღაც გაბრკოლებთ და ეს ძალიან გაბრაზებთ. რაღაც თქვენი სცენარის საწინააღმდეგოდ მიდის და თქვენ პირდაპირ შეტევაზე გადადიხართ, რომ მიმართოთ დინება თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

 

როდესაც თქვენ უკან მიიხედავთ, გაოცდებით, რომ თქვენი კონტროლი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იყო მიმართული. სხვების წინადადებები არ იყო აზრს მოკლებული. არ ღირდა კამათი. თქვენი ჩარევა ზედმეტი იყო. სულაც არ იყო დაბრკოლება ის, რასაც დაბრკოლებად განიხილავდით. პრობლემები თქვენი ჩარევის გარეშეც გვარდება. ის, რაც თქვენი გეგმის მიხედვით არ მოხდა, სულაც არ არის ცუდი. შემთხვევით ნასროლ ფრაზებს მართლა აქვთ ძალა. თქვენი სულიერი დისკომფორტი გაფრთხილებაა თქვენთვის. სწორედ ეს არის ის დიდებული საჩუქარი, რომელსაც დინება უკეთეს გონებას.

 

შეეცადეთ მოადუნოთ კონტროლი და მიეცით დინებას მეტი თავისუფლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა დაეთანხმოთ და ყველაფერი მიიღოთ. უბრალოდ, შეცვალეთ მიდგომა: გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე. ეცადეთ უფრო მეტად დააკვირდეთ, ვიდრე აკონტროლოთ. ნუ იჩქარებთ უარყოფას, თავის არიდებას, კამათს, ჩარევას, მართვას, კრიტიკას. მიეცით სიტუაციას შანსი დალაგდეს თქვენი ჩარევის გარეშე.

ვადიმ ზელანდი

დინების მიმართულებით მოძრაობაში ,,ქანქარები,, გვიშლიან ხელს. ისინი ყოველ ნაბიჯზე უწყობენ ადამიანებს პროვოკაციას, აიძულებენ ხელი ატყაპუნონ წყალზე. ენერგია, რომელსაც ადამიანი ხარჯავს დინების მიმართულებასთან ბრძოლაში ემსახურება ზედმეტი პოტენციალის შექმნას და ,,ქანქარებს,,. ერთადერთი, რის კონტროლზეც ღირს ყურადღების მიქცევა არის შინაგანი და გარეგანი სერიოზულობის კონტროლი. გახსოვდეთ, სწორედ სერიოზულობა უშლის გონებას მოადუნოს სიტუაციის კონტროლი.

 

სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება ბევრ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე დაჟინებით ცდილობდე შენსას მიაღწიო. სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ ბავშობიდან უყალიბებს ადამიანს ჩვევას დაამტკიცოს საკუთარი მნიშვნელოვნება. აქედან მოდის ყველა ურთიერთობისთვის მავნე სურვილი, ნებისმიერ ფასადდაამტკიცო საკუთარი სიმართლე. თუ ამით თქვენი ინტერესები ძალიან არ ზარალდება, თამამად მიუშვით სიტუაცია თვითდინებაზე და სხვებს დაუტოვეთ უფლება ატყაპუნონ ხელი წყალზე.

 

გადაჭარბებული მონდომება სამსახურში ისეთივე მავნებელია, როგორც დაუდევრობა. თქვენ მაღალ მოთხოვნებს უყენებთ თქვენ თავს და თვლით, რომ ვალდებული ხართ ასი პროცენტით დადებითად აჩვენოთ საკუთარი თავი. ეს სწორია, მაგრამ საქმეს მეტისმეტად გულმოდგინედ თუ მოეკიდებით, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებთ დაძაბულობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამოცანა რთულია. საუკეთესო შემთხვევაში თქვენი შრომა არაეფექტური იქნება, უარეს შემთხვევაში კი ნერვული აშლილობა დაგემართებათ. თქვენ შეიძლება მცდარ დასკვნამდეც მიხვიდეთ, რომ არ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ საქმეს.
შესაძლებელია სხვა ვარიანტიც. თქვენ გააჩაღეთ აქტიური საქმიანობა და ამით დაარღვიეთ დადგენილი წესრიგი. თქვენ გეჩვენებათ, რომ სამსახურში ბევრი რამ შეგიძლიათ მიიყვანოთ სრულყოფილებამდე და აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. მაგრამ, თუ თქვენი ახალი იდეები არღვევს თქვენი თანამშრომლების ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არაფერს კარგს არ ელოდოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ინიციატივა ისჯება.
უკმაყოფილების გამოხატვა და დადანაშაულება შეიძლება მხოლოდ იმის, რაც თქვენ უშუალოდ გიშლით ხელს და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ კრიტიკას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს რამე. არასოდეს გააკრიტიკოთ ის, რაც უკვე მოხდა და ვეღარ შეიცვლება. სხვა დანარჩენში, დინების მიმართულების სვლის პრინციპი არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად, არამედ იმ მნიშვნელობით, რომ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე უნდა გადავიტანოთ. უფრო მეტად დააკვირდით და ნუ იჩქარებთ გაკონტროლებას. ზომიერების გრძნობა თავისით მოვა თქვენთან.
გვერდიდან დამკვირვებელს ყოველთვის მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე უშუალო მონაწილეს. კონტროლზე უარის თქმით თქვენ უფრო მეტ კონტროლს მოიპოვებთ. როდესაც თქვენ ვარიანტების ნაკადის მიმართულებით მოძრაობთ, სამყარო მოდის თქვენთან შეხვედრაზე.

თარგმანი: ქეთი ჯიბლაძე