8 ოქტომბერს მთვარის დაბნელებაა!
ქეთი ვაწაძე
8 ოქტომბერს მთვარის სრული დაბნელებაა (და, ასევე, სავსემთვარეობაც). ეს დაბნელება ხდება ვერძის 15.05 გრადუსზე
ტრადიციულად, დაბნელების წინა და მომდევნო 2-3 დღე რთულად ითვლება, ამიტომ აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
სასურველია გათავისუფლდეთ წარსულის დამამძიმებელი ტვირთისგან, თვითგვემისგან.
ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთასა და სინანულში, იყავით მხნე, მშვიდი – მაშინ ეს დღეები უფრო პოზიტიურად ჩაივლის და ეს დაბნელებაც უამრავ ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაშვებული შეცდომები მომავალში შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ, ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
განსაკუთრებით ამ დღეებში ნუ იქნებით აგრესიული, ჯიუტი, შეუვალი. გამოიჩინეთ გულისხმიერება, იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ.
ამ პერიოდში არაა სასურველი არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, მსხვილი შენაძენების გაკეთება… უმჯობესია დაკავდეთ ყოველდღიური საქმეებით, თუნდაც გენერალური დასუფთავებით
ასევე სიფრთილე გამოიჩინეთ მჭრელ საგნებთან, იარაღთან მიმართებით
მოუფრთხილდით ფსიქიკას, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა თავი ძალიან გაღიზიანებულად იგრძნოს, ბევრს შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია და ა. შ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადების მქონე ახლობლებს, მოხუცებს – აუცილებელია თადარიგის დაჭერა და პროფილაქტიკური მკურნალობა
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ გზებზე, საჭესთან
გააკონტროლეთ თქვენი ემოციები და მოერიდეთ კონფლიქტებს, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია!
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის
წარმატებები თქვენ!
ქეთი ვაწაძე
დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი თქვენი საყვარელი სასწორებისთვის!
მსუბუქი, ჰაეროვანი, ჰარმონიისა და სიმშვიდის მომტანი სიყვარულის მინერალი ვარდისფერი კვარცი სამაჯურში
ვარდისფერი კვარცის სამაჯური ხეში
ვარდისფერი კვარცის სამაჯური ხეში
ახალი ფასი: 20 ლარი, ( 50 ლარის ნაცვლად )