3 ნოემბერი – მზის დაბნელება
ქეთი ვაწაძე
2013 წლის ბოლო მზის დაბნელება ა.წ. 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16:04 წუთზე დაიწყება (მაქსიმალური ფაზა 16:48 ). დაბნელება ხდება მორიელის ნიშანში. ეს დაბნელება ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს მორიელის, კუროს, ლომისა და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის.
მისი თემებია: სექსი, ფინანსები, ჯანმრთელობა.
ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება 29 ოქტომბრისა და – 7 ნოემბრის შუალედში, არ იქნება შემთხვევითი. ამ დაბნელების დროს აქცენტირებული იქნება სატურნის გავლენა (ვინაიდან სწორედ მორიელის ზონაში ხდება სატურნისა და მზის შეერთება).
სატურნი – დროისა და პასუხისმგებლობის პლანეტაა. სიზარმაცე, დროის ფლანგვა და გადავადებული საქმეები მას არ უყვარს და ვინაიდან მკაცრ, მომთხოვნ პლანეტად ითვლება, მოსალოდნელია, შეგახსენოთ მისთვის ჩაუბარებელი ,,ვალები,, – ანუ შესაძლოა ყველა პრობლემამ, რაც ბოლო თვეების მანძილზე არ დაასრულეთ, სწორედ ამ პერიოდში იჩინოს თავი და მოგიწიოთ ყველაფერ ამასთან გამკლავება, დასრულება, სრულყოფა.
ხოლო მათ, ვინც ძალისხმევას არ იშურებს და თავდაუზოგავად შრომობს – სატურნი ბევრ საინტერესო სიურპრიზს ჰპირდება. ხოლო როდესაც სატურნი ვინმეს ასაჩუქრებს – ეს ნამდვილად ძალიან კარგ ნიშნად უნდა ჩაითვალოს
ეს საკმაოდ ემოციური პერიოდია. იზრდება სექსუალური მოთხოვნილება, მწვავდება ვნებები. შესაძლოა ბევრში გაურკევეველი შიშები, ფობიები გამოიწვიოს, მათ შორის სიკვდილის შიშიც.
აუცილებელია თავშეკავებისა და გონიერების გამოვლენა.
ასევე, ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით – არ ღირს ფინანსური ოპერაციების ჩატარება, მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთება (მით უფრო, რომ ამჟამად რეტროგრადული მერკურის პერიოდია), სჯობს 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები.
ასევე, არ არის რეკომენდებული არანაირი მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, ხელშეკრულებების გაფორმება და სხვ. ეს პერიოდი სასიკეთოა სულიერი ტრანსფორმირებისთვის, განწმენდისთვის – ყოველგვარი უარყოფითისა და დამრთგუნველი გრძნობებისგან სულის გასათავისუფლებლად.
ლოცვა, უანგარო სიკეთე, ადამიანების თანადგომა – ყოველივე ეს დაგეხმარებათ გაიხსნათ და დაამყაროთ ჰარმონიული დამოკიდებულება როგორც საკუთარ თავთან, ასევე მთლიანად, სამყაროსთან.
ეს დაბნელება, მოგვიწოდებს ვაშენოთ ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტი შინაგანი თვისებების ტრანსფორმირების მეშვეობით, სულიერი ზრდით, ცნობიერების გაფართოებით. სწორედ ასეთ ტრანსფორმირებას ელოდება ჩვენგან სამყარო, ამ ეტაპზე სწორედ ეს თვისებებია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენში.
საერთოდ, ახალმთვარეობის ზონა, ისევე როგორც სავსემთვარეობა და მით უფრო მზის ან მთვარის დაბნელება, რთულ პერიოდებად ითვლება, მაგრამ, თუ თადარიგს დავიჭერთ, მარტივად შევძლებთ ამ პერიოდის გავლას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულ – სისხლძარღვოვანი სისტემით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს.. .
შესაძლოა ბავშვებში მოიმატოს ჭირვეულობამ, გაღიზიანებადობამ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან… ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს.. გაეცალეთ კონფლიქტებს.. (რაც ადვილი მოსალოდნელია) თუ თქვენ თვითონ გრძნობთ თავს აგრესიულად – სჯობს მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დღეებში კონტაქტები… უფრო პასიურად, მშვიდად იყავით.. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ! გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და უპრობლემოდ შეძლებთ ამ რთული პერიოდის დაძლევას
სამყარო სავსეა სიყვარულით…
ყველაფერი კარგად იქნება!:))
წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე:)
10 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
didi madloba keti aseti sasargeblo rchevebit rom sul gvamaragebt.tkvenc kovelive siketesgisurvebt .
ყველაფერი კარგად იქნება )
gmadlob!!!
მადლობა, ქეთი, რჩევებისთვის და "ყველაფერი კარგად იქნება" –სთვის.
sascorebs ra gvelis?
xo xo aba ra aba ra -_-
არის ოღონდ აფრიკის კონტინენტზე იქნება შესამჩნევი
ყველაფერი კარგად იქნება! :))
ამაღამ ვარსკვლავების წვიმაა და ვინც სურვილებს ჩაუთქვამს, აუსრულდებაო – http://geonews.ge/category/24/interesting/news/104282/dedamiwa-varskvlavebi.html 🙂
astrologia chemtvis ert-erti usayvarlesi speroa da madloba qetevan saintereso inpormaciistvis