29 აპრილი – მზის დაბნელება
მზის დაბნელება ხდება კუროს ნიშანში, 29 აპრილს, თბილისის დროით 10.03 წუთზე.
ამ დაბნელების თემებია: ფინანსები, მატერიალური ფასეულობები.
ამ პერიოდში სასიკეთო იქნება გაარკვიოთ ყველა საკითხი, რომელიც ვალებთან და ვალდებულებებთანაა დაკავშირებული (არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით). თუ ფინანსურ საკითხებში ქრონიკულად პრობლემებს აქვს ადგილი – უნდა გაიაზროთ, კონკრეტულად, რაში მდგომარეობს ამ შეზღუდვების აზრი? რატომ გექნებათ პრობლემები? რას არ/ვერ აკეთებთ სწორად?
ეს დაბნელება სასიკეთო აღმოჩნდება მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის – კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის, ასევე თევზებისა და კირჩხიბისთვისაც. ნუ შეგეშინდებათ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ძველი, დრომოჭმული და ნუ გეშინიათ ცვლილებების, ვინაიდან მათ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო მოვლენების და ახალი ცხოვრების მოტანა შეუძლიათ.
აი ლომების, მერწყულებისა და მორიელის ზოგიერთ წარმომადგენელს – განსაკუთრებული ყურადღება მართებს, ვინაიდან შესაძლოა მათ ისეთი სიტუაციების გადაჭრა მოუწიოთ, რასაც თავს არიდებდნენ დიდი დროის მანძილზე ან უბრალოდ, არ სურდათ მათი მოგვარება.
სხვა ნიშნებისთვის მზის დაბნელებას ნეიტრალური გავლენა ექნება
საერთოდ, მზის დაბნელების პერიოდი სასიკეთოა ყოველგვარი ძველის ჩამოსაშორებლად, მათ შორის მტანჯველი და უსარგებლო ურთიერთობების, კარგია ძველი ტანსაცმლისა და ავეჯის მოსაშორებლად.
მზის დაბნელების შემდეგი კვირა (ანუ 7 მაისამდე) – თავი დაიცავით ცდუნებებისგან, ანგარებიანობისგან, აგრესიისა და ამბიციურობისგან. მაქსიმალურად გამოავლინეთ დიდსულოვნება, ხელგაშლილობა და კეთილგანწყობა, რაც დაგეხმარებათ ბედნიერების მოპოვებაში.
უკვე ბევრმა თქვენგანმა იცის ასეთ კოსმიურად დაძაბულ დღეებში რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. კერძოდ:
ნუ დაიწყებთ ნურაფერს ახალს (განსაკუთრებით 28 -30 აპრილის შუალედში). დაკავდით მიმდინარე საქმეებით..
სასურველი იქნება მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მათ შორის გზებზე, .მოერიდეთ შორ გზაზე მგზავრობას.
ნუ შეხვალთ ღია დაპირისპირებებში და კონფლიქტებში, ..პირიქით, შეეცადეთ განერიდოთ მსგავს სიტუაციებს, არ ჩაერთოთ, არ წამოიწყოთ კონფლიქტები
განსაკუთრებული ყურადრება ბავშვებს და ხანდაზმულებს!
ასევე თავისა და გულ-სისხლძარვოვანი სისტემის დაავადებულ ადამიანებს – მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, თან იქონიეთ მედიკამენტები
ვინაიდან ეს დაბნელება ყველაზე მშვიდობიან და გაწონასწორებულ კუროს ნიშანში ხდება, იმედი ვიქონიოთ, რომ ასევე მშვიდობიანად და კეთილად იქნება ყველაფერი
წარმატებები თქვენ
ქეთი ვაწაძე