28 სექტემბრის მთვარის დაბნელება
რომელ ურთიერთობებზე მოგვიწევს უარის თქმა?
28 სექტმბერს გველოდება მთვარის სრული დაბნელება (გრინვიჩის დროით 1:07 წუთზე, რომელიც გასტანს 4:27 წუთამდე), რომელიც მნიშვნელობანია იმით, რომ ის უწევს ბოლო ასწლეულის მანძილზე არსებული დაბნელებების დერეფნის ყველაზე გრძელ პერიოდს, ასევე ემთხვევა ე.წ. ,,სუპერმთვარეს~~, მოვლენას, როდესაც მთვარე მაქსიმალურად ახლოს მოდის დედამიწასთან და ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სხვა დროს. ამ დაბნელებით სრულდება 2014-2015 წლების დაბნელებების რიგი სერია (წინა დაბნელებები მოხდა 2014 წლის 15.04; 8.10 და ასევე ა.წ. 4 აპრილს).
დაბნელება ხდება ვერძისა და სასწორის ღერძზე, რომლის გავლენა დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე და ასევე, დაბნელების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში იქნება საგრძნობი.
ამ დაბნელების თემაა სამართლიანობა და ურთიერთობები (ურთიერთობებში იგულისხმება ნებისმიერი, მათ შორის საქმიანი ურთიერთობა და პარტნიორები).
ასტროლოგიაში სასწორი ითვლება ნიშნად, რომელიც მშვიდობის, ჰარმონიის, სამართლიანობისა და დიპლომატიისკენ მიილტვის, ხოლო ვერძი – იმპულსური, ცეცხლოვანი და აგრესიულია, რაც დაბნელების პერიოდში კონფლიქტური სიტუაციების შექმნის მიზეზი შეიძლება გახდეს. დაბნელების გაუკონტროლენული ნეგატიური გავლენა შესაბამისად აისახება ადამიანის ქმედებებზე.
რადგან ე.წ. ,,სისხლიანი მთვარე,, ამჟღავნებს ადამიანის ყველაზე მანკიერ მხარეებს შესაძლებელია წარმოიშვას უამრავი საკონფლიქტო და უსიამოვნო სიტუაცია, რამაც შესაძლოა ავტორიტეტეტის დაკარგვამდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი სასამართლომდეც კი მიიყვანოს ადამიანი, ამიტომ, შეეცადეთ მაქსიამლურად შეიკავოთ თავი კონფლიქტურ სიტუაციებში, გამოიჩინოთ ტაქტი, მოთმინება, სამართლიანობა ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
ეს პერიოდი საუკეთესოა საკუთარი თავის გვერდიდან დასანახად. მოსალოდნელია, რომ ურთიერთობები, რომლებიც სიყალბესა და უსამართლობაზეა დაფუძნებული, დასრულდეს. ასევე, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წყვილებს, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობამ თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მით უფრო, როდესაც რეალურად არაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის, არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანი, ჰარმონიული კავშირის შექმნას.
დაუშვებელია ეგოიზმის გამოვლენა, მიკერძოება, სუბიექტურობა. გამოიჩინეთ მოქნილობა , დიპლომატია, ლოიალურობა. ნუ იქნებით უხეში და პირდაპირი, მით უფრო, რომ ამჟამად, კომუნიკაციის პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია (ანუ უკანმავალი), რაც ისედაც ართულებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას, აძნელებს ურთიერთ გაგებისა და მოლაპარაკების უნარს. (ამავე მიზეზით 10 ოქტომბრამდე არანაირი მნიშვნელოვანი გარიგება და ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკება არაა სასურველი. თუ ეს გარდაუვალია, ხელმოწერამდე მაქსიმალურად კარგად გადაამოწმეთ საბუთები, დოკუმენტები, დარწმუნდით, რომ თვენი სათქმელი ადრესატამდე სწორად მივიდა და თქვენც სწორად გაიგეთ ყველაფერი. არ ენდოთ მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებებს. არ ენდოთ ჭორებს. გააკონტროლეთ თქვენი საუბარი. ასევე, ნუ წამოიწყებთ სამართლებრივ დავას, ნუ იყიდით ახალ ტექნიკას. არის მოპარვის, გაქურდვის, ნივთების დაკარგვისა და გაფუჭების მაღალი ალბათობა, ასევე არ ღირს სამსახურის შეცვლა, მით უმეტეს თუ სფერო თქვენთვის ახალია და ნაკლებ ნაცნობი.). ამ მიზეზის გავლენით, ანუ სანამ მერკური ე.წ. “უკუმოძრაობაშია,, შესაძლოა თავი ძველმა პარტნიორებმა ან წარსულში დარჩენილმა მოუგვარებელმა პრობლემებმა შეგვახსენონ თავი, მით უფრო რომ დაბნელება სასწორში, ანუ პარტნიორების ნიშანში ხდება. თუმცა, ეს კარგი დროა ურთიერთობის განახლების, შერიგების, ძველი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. გამოიყენეთ შანსი თუ თვლით, რომ ურთიერთობა არ დასრულებულა და ღირს ძველი კავშირის აღდგენა).
დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.
ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,– დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით – დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.
დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.
ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში – დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც დრომოჭმული, გამოუსადეგარი და უფუნქციოა , მათ შორის დაასწულეთ დრომოჭმული და დამამძიმებელი ურთიერთობები, თუ ეს რაღაც მიზეზთა გამო შეუძლებელია, დაიწყეთ საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე მუშაობა, გამოიჩინეთ დიპლომატიისა და შემწყნარებლობის უნარი, დაიწყეთ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან.
ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში
მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ
ყურადღება მართებთ შარდის გამომყოფი და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემით, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დააავადებებმა კვლავ იჩინონ თავი
ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.
დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.
ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე, ანუ 25-30 სექტემბერი)
მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.
დაბნელებას ყველაზე მეტად იგრძნობენ კარდინალური ჯვრის ნიშნები – სასწორი, ვერძი, თხის რქა და კირჩხიბი და ასევე, ადამიანები, რომელთა რუქებშიც დაბნელების წერტილი მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნის მათ პერსონალურ პლანეტებთან.
გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!
წარმატებები თქვენ! heart emoticon
ქეთი ვაწაძე