Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

21 დეკემბერი – მზის ახალი წელი

ასტრალმშვიდობისა!
რას ნიშნავს მზის ახალი წელი და ასევე 2012-2030 წლის ნახტომი მეოთხე სიმკვრივეში ?

– როგორც ყველასთვის ცნობილია, მთვარე დედამიწის გარშემო მოძრაობს და აქვს თავისი კალენდარი.

პარალელურად დედამიწაც მოძრაობს მზის გარშემო და ერთი სრული წრის შესასრულებლად ერთი წელი სჭირდება. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მზეც, თავის მხრივ, გალაქტიკაში არსებული წერტილის (სხვა მზის) გარშემო მოძრაობს და ამას დაახლოებით 26 ათას წელს ანდომებს.

2012 წლის 21 დეკემბერი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ამ ერთი დიდი ციკლის დასრულების და შემდეგი ციკლის დაწყების პერიოდი, ანუ როგორც მზის ახალი წელი. ამ პროცესს ყოველ ჯერზე ახლავს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის გავლენა ადამიანებზე დამოკიდებულია იმაზე, თუ ცნობიერების რა დონეზე იმყოფება იმ მომენტში კაცობრიობა.

დროის და მოვლენების აჩქარება, რაც გამოწვეულია დედამიწის ვიბრაციის სიხშირის აწევით, 2012 წლის ბოლოსკენ მიაღწევს ჩვენი საზომით მაღალ მაჩვენებელს. მოვლენების აჩქარებას ჩვენ ყოველდღიურობაში ისედაც ვგრძნობთ, ხოლო აღნიშნული თარიღისთვის დაფიქსირებული მაქსიმალური ნიშნული ჩვენს პლანეტაზე შენარჩუნდება შემდგომ პერიოდშიც – საკმაოდ ხანგრძლივი ვადით.

თუ დედამიწაზე მოსახლე ადმიანების მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებს საკუთარი ვიბრაციის ამ დონეზე აწევას, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კაცობრიობამ შეძლო კვანტური ნახტომის გაკეთება. მნიშვნელოვნია, რომ დროის აჩქარებასთან ერთად, რეალობის და ობიექტის მიზიდვის დრო ისედაც მცირდება, ხოლო კულმინაციური, კვანტური ნახტომის პარალელურად, მინიმუმამდე დავა. თუ მესამე სიმკვრივეში რაიმე ობიექტის მოზიდვას დასჭირდებოდა ორი წელი, მეოთხე სიმკვრივის სამყაროში ეს პროცესი შესაძლოა 2 წამში განხორციელდეს. ანუ, ზოგადად ჩვენი ფიქრები და სტერეოტიპები, მეოთხე სიმკვრივეში ბევრად უფრო სწრაფად რეალიზდება, ვიდრე ეს მესამე სიმკვრივეში ხდებოდა. ასევე საგრძნობლად გაძლიერდება ემოციების ზემოქმედება ადამიანზე, როგორც დადებითის ისე უარყოფითის.

მაგნიტური ველის შეცვლა და ღერძის გადაწევა, რა თქმა უნდა, გაზრდის კატაკლიზმების რაოდენობას დედამიწაზე, რომლებიც ისედაც უკვე უამრავია. თუმცა ეს არ არის ქვეყნის დასასრული, ამას უფრო ახლის დასაწყისი შეიძლება დავარქვათ…”
2012 – 2030 წლები იქნება იმის მაპროვოცირებელი პერიოდი, რომ ადამიანმა ბოლოს და ბოლოს მოახერხოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. დღესდღეობით ადამიანების დიდი ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტზე, მათი ცხოვრების სტილი კი მიმართულია იმისკენ, თუ რას მიიღებს თავისთვის გარე სამყაროდან და არა რას გასცემს.

ეს დამოკიდებულება საზოგადოებაში მკაფიოდ იგრძნობა. არადა, უკანასკნელი ფაქტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს, რადგან მეოთხე სიმკვრივეში ერთიანობის განცდა, წამყვანი მდგომარეობაა. გარდა ამისა, მეოთხე სიმკვრივე ადამიანებს თვითრეალიზაციის ბევრად დიდ საშუალებას მისცემს.

შესაბამისად სულებს, რომლებმაც ვერ განავითარეს ინდივიდუალობა და რომლებშიც ჭარბობს ელემენტარული ინსტინქტები, მათ გაუჭირდებათ მაღალი სიმკვრივის სამყაროში ყოფნა. წამყვანი ძალა იქნება სიყვარული, როგორც მდგომარეობა. ეს არის ის ძალა, რომელზეც დაფუძნებულია ყველაფრის არსებობის სტრუქტურა. მისი აუცილებლობა მატულობს სულის განვითარებასთან ერთად.

დაბოლოს, 2012 წელი, მიუხედავად გახშირებული კატასტროფებისა და ეკოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისა, არის განვითარების და წინსვლის არაჩვეულებრივი შანსი. შანსი, რომელსაც, იმედია, სწორად გამოვიყენებთ.

მოამზადა ლალეტა მონადირიშვილმა

ავტორი

დატოვეთ კომენტარი