ზრდასრულ ადამიანებს არ სწყინთ…


ისინი
ამბობენ: „კარგი, კარგი, შენი არჩევანია…  ჩემთვის ნორმალურია“… და ჩუმდებიან…
ამბობენ: „მე მკიდია, მოიქეცი შენ როგორც გინდა!“
ამბობენ: „მე თუ მეწყინება ამით რას შევცვლი?“
ამბობენ: „ კარგი, წავალ მაშინ მე ჩემს საქმეზე“…

აან
დაუფიქრებლად, მწარედ გახსენებენ ყველა შეცდომას,
გეუბნებიან რომ სახე გაგიხდა და თვალებს ქაჩავ უძილობისგან
ძალით იწყებენ მცდელობებს „გაგიგონ რამე“
მანიპულირებენ…
უფრო ხმამაღლა რეცხავენ ჭურჭელს ანდაც ჩაქუჩით იყენებენ კლავიატურას.

ხდება ხოლმე ისეც რომ
ხდებიან ცივები და ფორმალურები
იფარგლებიან საქმიანი დიალოგებით
პოულობენ სამაგიეროს გადახდის წერტილს
გტვირთავენ დანაშაულის გრძნობით
ითმენენ, ითმენენ, ითმენენ … მერე კი მიდიან…
ნახულობენ მეგობრებს რომლებიც მათსავით ფიქრობენ შენზე
გიმტკიცებენ რომ ხარ ვალდებული შენ მათ წინაშე…
უბრალოდ მიდიან და გადადიან სულ სხვა ტალღაზე
ივიწყებენ  შეხვედრებს, თხოვნებს…
გყიდულობენ რაღაც საჩუქარს
და ავიწყდებათ რომ მოგიტანონ…
თავს გაჩვენებენ უსასრულოდ დაკავებულად…

და ასე…
ანადგურებენ გრძნობებს და იწყებენ ბევრ-ბევრ ლაპარაკს
ხდებიან ხაზგასმულად თავაზიანნი
გეკითხებიან – ხომ არ გეწყინა
ცდილობენ შეინარჩუნონ სახე
რომ ეტირებათ, იკავებენ სუთქვას და რცხვენიათ ცრემლის
ფეხს უჩქარებენ ოთახიდან ყოველ გასვლაზე
ჩუმდებიან და დაძაბულად იღიმებიან
ცივდებიან და ავადმყოფობენ
ვეღარ გამჩნევენ
აღარ გელაპარაკებიან
არ გპასუხობენ ტელეფონზე
და თან ამბობენ: „არა, მე არ მწყენია“…

რა სევდიანია ეს ყველაფერი …
ან რა საჭიროა…
თარგმანი ა. დათეშიძის მიხედვით.

თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს…

სიყვარული
თუ გაგიმართლებს – დარჩები მარტო, სრულიად მარტო…
არავინ იქნება გვერდით და მოგიწევს დასაყრდენის ძებნა მიწაზე, ან საკუთარ თავში.
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს –
ცხოვრება დარტყმას მოგაყენებს რომ გაგტეხოს და დაგიხსნას თხილის გულივით…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს –
შენ გეტკინება, და ეს ტკივილი გაიძულებს მოკვდე ადგილზე,
შემდეგ  კი – აღდგე რომ საკუთარ თავში კვლავ დაიბადო …

თუ გაგიმართლებს – იტირებ.  ვერაფერს შეცვლი ეს ცრემლები რომ შეიკავო.
სწორედ ტირილი მოგცემს თავისუფლებას, და დაგანახებს ცხოვრებას ნამდვილს.
თუ გაგიმართლებს – ვერ დაფარავ უსუსურობას ვერავის თვალში,
და მაშინ ნახავ, ვინ იქნება შენთან დამრჩენი, ან შორს ვინ წავა…
თუ გაგიმართლებს – არ გექნება პასუხები… არც ერთ კითხვაზე…
თვითონ მოგიწევს, დასახსნელის გამოგონება…
თუ გაგიმართლებს – ადამიანები, იდეები, მასწავლებლები,
კეთილი ჯადოქრებიც გაგაწბილებენ… თუ გადაიტან –
ეს გაწბილება დაგანახებს სამყაროს რეალურ სახეს…

თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს – არავინ გეყოლება რჩევის მომცემი.
ერთიც არავინ… კომპასის ძებნა ისევ საკუთარ თავში მოგიწევს…
თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს – აუტანლობას იგრძნობ.
აუტანელი იქნება იმდენად, რომ თავად არჩევ გადარჩენას ან მოდუნებას,
სამყაროსთვის ნების დართვას რომ გიქნას რამე …
თუ გაგიმართლებს – დაკარგავ კიდეც, მოტყუვდები, გიღალატებენ, გაგსრესენ თითქმის…
სწორედ ეს „თითქმის“ დაგიტოვებს სიბრძნის ნაოჭებს
და გაგაყოლებს სასიცოცხლო გამოცდილებას.

თუ გაგიმართლებს – აღარ გექნება ფული… და შენ უშუალოდ მოგიწევს ურთიერთობა მათთან,
ვისაც მანამდე, ერთი გადახდით მოისყიდიდი.
თუ გაგიმართლებს – ფული ბევრიც გექნება, სასოწარკვეთის სიღრმე რომ ნახო
იმ ილუზიის გაქრობის შემდეგ, რომ ბედნიერება  ქონებაშია.
თუ გაგიმართლებს – ვინმე შენიანი შეგაქცევს ზურგს და მიხვდები რა ფასი აქვს ურთიერთობას…

თუ გაგიმართლებს – შენ შეძლებ ამ ყველაფრის მშვიდად გაძლებას,
საკუთარი თავის გარდასახვის ხერხსაც მიაგნებ…
გამოცდი შინაგან ალქიმიას რომელიც ტკივილისგან – სილამაზეს,
ბრაზისგან – შეგუებას, შიშისგან – ხსნას,
სიხარულისგან კი შთამაგონებელ მაგალითს ტოვებს…
დანაშაულის გრძნობას და სირცხვილს წმენდს სულიდან
როგორც მეეზოვე გვის ძველ ნარჩენებს…

თუ გაგიმართლებს და ეს მოხდება სწორ დროს….

თარგმანი ა. დათეშიძის მიხედვით