10 მაისი – მზის დაბნელება

მზის დაბნელებაქეთი ვაწაძე

2013 წლის პირველი მზის დაბნელება ა.წ. 10 მაისს, გრინვიჩის დროით 00:26 წუთზე მოხდება (მაქსიმალური ფაზა).
მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის აკვატორიიდან.

ეს დაბნელება თავისებურ აქცენტებს დასვამს, მისი თემაა – ფინანსები

დაბნელება ხდება კუროს ნიშანში (19° 21`).

საერთოდ, მთვარეს კუროში ყველაზე ,,სარფიანი,, პოზიცია უკავია, ეგზალტირებულია, ანუ მაქსიმალურად ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის დაბნელების პერიოდში გაიზრდება მგრძნობელობა, სენსიტიურობა, კომფორტის, დაცულობის, სიმშვიდის მოთხოვნილება, ჰარმონიული ურთიერთკავშირებისკენ სწრაფვა.

ვინაიდან ეს დაბნელება ხდება კუროს ნიშანში, პირველ რიგში ის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვინც 8-12 მაისის შუალედში არიან დაბადებულნი, ასევე ნოემბრის 8-12 რიცხვში დაბადებულთათვის).

ამ პერიოდში დაბადებულები და სხვებიც, თუ ზედმიწევნით სიფრთხილეს, წინდახედულობას გამოიჩენენ და სარისკო მოქმედებებს მოერიდებიან – ეს მოვლენა შესაძლოა ძალზე პოზიტიურადაც კი აისახოს მათ ცხოვრებაზე (მით უფრო იმ სფეროებში, სადაც ხდება დაბნელება ადამიანის ნათალურ რუქაში).

ვინაიდან კურო ასტროლოგიაში ფინანსებს განაგებს – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იქნება სავალდებულო სწორედ ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში – ნუ აიღებთ 7-15 მაისის შუალედში სესხს, კრედიტებს, ფინანსურ ვალდებულებებს, სჯობს 15 მაისის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები. ასევე, არ არის რეკომენდებული არანაირი მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, ხელშეკრულებების გაფორმება და სხვ.
სასიკეთო იქნება ვალის დაბრუნება, ძველი ვალებისგან გათავისუფლება, – ეს შეუმჩნეველი არ დარჩება სამყაროს მხრიდან . და საერთოდ, მას შესაძლოა აინტერესებდეს ასევე – ზედმეტად დიდი ადგილი ხომ არ უკავია ფულს თქვენს ცხოვრებაში? შეგიძლიათ იყოთ უანგარო, ალტრუისტი?

კურო – ღრიანკლის ოპოზიცია, რაც ამ დაბნელებისთვისაა დამახასიათებელი, მოგვიწოდებს ვაშენოთ ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტი შინაგანი თვისებების ტრანსფორმირების მეშვეობით, სულიერი ზრდით, ცნობიერების გაფართოებით.

სწორედ ასეთ ტრანსფორმირებას ელოდება ჩვენგან სამყარო, ამ ეტაპზე სწორედ ეს თვისებებია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენში.

საერთოდ, ახალმთვარეობის ზონა, ისევე როგორც სავსემთვარეობა და მით უფრო დაბნელება, რთულ პერიოდებად ითვლება, მაგრამ, თუ თადარიგს დავიჭერთ, მარტივად შევძლებთ ამ პერიოდის გავლას

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ისევ და ისევ გულ – სისხლძარღვოვანი სისტემით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს..
შეეცადეთ ამ დღეებს არ დაემთხვას დაგეგმილი ოპერაციები (განსაკუთრებით 9-11 მაისი)

სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან… ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს..
გაეცალეთ კონფლიქტებს.. (რაც ადვილი მოსალოდნელია)
თუ თქვენ თვითონ გრძნობთ თავს აგრესიულად – სჯობს მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დღეებში კონტაქტები… უფრო პასიურად, მშვიდად იყავით.. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ!

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და უპრობლემოდ შეძლებთ ამ რთული პერიოდის დაძლევას

სამყარო სავსეა სიყვარულით…

ყველაფერი კარგად იქნება!:))

წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე:)

ასტროლოგია და … კულინარია

კულინარიაქეთი ვაწაძე

შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ცოტათი უცნაურად ჟღერდეს ამ ორი სიტყვის შეთავსება. ბევრს ხომ საერთოდ ,,ეს ყველაფერი~ სისულელე და საღ აზრს მოკლებული ჰგონია.
იმისთვის, რომ გავარკვიოთ, მართლაც რა კავშირია ამ სიტყვებს შორის, გთავაზობთ მოკლე ასტრო-მიმოხილვას.

მაშ, ასე:

ვარსკვლავები ზემოქმედებენ არამარტო ჩვენს ხასიათზე, ტემპერამენტსა და ჯანმრთელობაზე, არამედ კვებით პრიორიტეტებზეც. თითოეულ ნიშანს თავისი გასტრონომიული ჩვევები, სისუსტეები და კულინარიული მიდრეკილებები აქვს. ასტროლოგიის თანახმად თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად უხდება ის საკვები, რომელიც ასე თუ ისე ასახავს მის ხასიათს. მას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. სასიკეთო იქნება მოკლედ განვიხილოთ ეს შესაბამისობა:

პროდუქტებისა და ოთხი სტიქიის შესაბამისობა

ადამიანების ფსიქოტიპი სტიქიების მიხედვით

ცეცხლი – იმპულსურები, გამორჩეულები, აქტიურები
მიწა – მშვიდები, პასუხისმგებლიანები, მგრძნობიარენი
ჰაერი – მსუბუქები, კომუნიკაბელურები
წყალი – რბილები, მოქნილები, ნაზები

 

გემოვნება:

ცეცხლი – გამოკვეთილი, ცხარე, მარილიანი, მჟავე
მიწა – ტკბილი, მწარე
ჰაერი – მსუბუქი, სხვადასხვა გემოს ნაზავი
წყალი – ნაზი, მრავალფეროვანი

საკვები:

ცეცხლი – ცხელი, ცხარე
მიწა – მყარი, უფრო შესქელებული
ჰაერი – მსუბუქი, თბილი
წყალი – თხევადი, ცივი

აი, ასეთი განსხვავებული გემოვნება შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სტიქიის წარმომადგენლებს. თუ ცეცხლს ცხარე და ცხელი საკვები უყვარს და შეესაბამება, წყალს – უფრო თხევადი.

მაგრამ, ხშირად, ადამიანი არ წარმოადგენს რაფინირებულად მხოლოდ ერთ სტიქიას!

მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ვიღაც ვერძია, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, შესაძლოა მასში თევზების, წყლის სტიქიის დიდი გავლენაა, თუ მის პირად ჰოროსკოპში მნიშვნელოვანი პლანეტები სწორედ თევზების ზონაშია მოქცეული, სხვასთან – შესაძლოა მიწის სტიქიის გავლენა უფრო იყოს გამოკვეთილი და სხვ. და რომელი სტიქია ჭარბობს ადამიანში, ეს მხოლოდ პირადი რუქის შედგენის შედეგად ხდება ცნობილი.

ყოველთვიურად შემოგთავაზებთ იმ ზოდიაქოს ნიშნის კვებასა და დიეტასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელ ზოდიაქოს ნიშანსაც გადის მზე.

იმედი მაქვს, რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ მეტი სარგებელი მიიღოთ კვების პროცესისგან, ვინაიდან როგორც ცნობილია ნებისმიერ საგანს, მათ შორის საკვებს, გარკვეული ენერგეტიკა გააჩნია და საკვები – მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს ერთგვარი ენერგეტიკაა, რომელსაც შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა თითოეულ ჩვენგანზე. ამიტომ, გაითვალისწინეთ ასტრო – რჩევები, რათა საკვებიდან მიიღოთ არა მარტო სიამოვნება, არამედ – სარგებელიც.

წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე

და… კვლავ მთვარის დაბნელება

imagesქეთი ვაწაძე

შაბათს, 25 მაისს, გრინვიჩის დროით 4:09:57 (მაქსიმალური ფაზა) ცის კაბადონზე მოხდება ნაწილობრივი მთვარის დაბნელება. დაბნელება ხდება მშვილდოსანი –ტყუპების ღერძზე (მშვილდოსნის 4 გრადუსში).

ამ დაბნელების თემა დაკავშირებულია ინფორმაციასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, კონტაქტებთან, დოკუმენტებთან.

დაბნელების ტენდენციებია: მოსალოდნელია გარდასახვა განათლების სფეროში, ემიგრანტებთან და ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. დაბნელება ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისთვის.

ამავდროულად, შესაძლოა პრობლემები შეიქმნას გადაზიდვებთან, ტრანსპორტთან, ინფორმაციასთან, დოკუმენტებთან დაკავშირებულ სფეროებში (შესაძლოა ბევრი ფარული ინფორმაციის, დოკუმენტაციის გამოაშკარავება)

ასტროლოგიური თვალსაზრისით 25 მაისის მთვარის დაბნელება ხელს უწყობს ყველანაირი დრომოჭმულის ჩამოცილების, განახლების, გამოცოცხლების პროცესს.

სიახლეების დრო მოვიდა!

გულს ნუ დაიწყვეტთ, თუ წარსულში რაღაც არ გამოგივიდათ, ეტყობა არ იყო ეს თქვენი ბედი. ამჟამად აუცილებელია ახლის ძიება, რომელიც ძველს ჩაანაცვლებს. უნდა შეეცადოთ მონახოთ ახალი შესაძლებლობები, მეთოდები. ეს შესაძლოა ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს – საქმიანობა, შეხედულებები, დამოკიდებულებები ადამიანებისა და მთლიანად, სამყაროს მიმართ და სხვ.

დაბნელება განსაკუთრბულად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც დაბადებულია 24-26 მაისისა და, ასევე 25-27 ნოემბრის შუალედში

23 – 27 მაისის პერიოდში არ არის სასურველი გამგზავრება, ხელშეკრულებების დადება, სარეკლამო საქმიანობა, მოლაპარაკებების გამართვა.

მთვარის დაბნელების პერიოდში, რომელიც პროეცირდება მშვილდოსნის ნიშანზე (ცეცხლის ნიშანი), განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს ცეცხლთან მიმართებაშიც.

არ დაგავიწყდეთ სიფრთხილის და წინდახედულების გამოჩენა, ემოციების მართვა, ჯანმრთელობისადმი ყურადღება და…ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის

წარმატებები თქვენ!:)
ქეთი ვაწაძე

მთვარე მეშვიდე სახლში

მთვარე მეცხრე სახლშიასეთ ადამიანებს ანომალიურად იზიდავთ ბრძოლები–ჩხუბი, კონფლიქტი, კამათი, დაპირისპირება.

მთვარის დაზიანების შემთხვევაში, თავს იჩენს შემდეგი ტენდენცია– ადამიანის ქვეცნობიერის ერთი მხარე, ერთი პოზიცია, რომელიც მთლიანად იმორჩილებს და წარმართავს ინდივიდის აზროვნებას, მის ქმედებებს, ცხოვრებისეულ აღქმას, რაც გამოიხატება შემდეგი სახის მიდგომაში: მტერს სურს, რომ ყველაფერი წამართვას, მთლიანად გამანადგუროს. პიროვნება ბავშვობიდანვე საკუთარი თავის გააფთრებულ დაცვასა და მუდმივ ბრძოლაშია, არა მხოლოდ სიცოცხლისა და გადარჩენისათვის, არამედ, თუნდაც ელემენტალური სურვილისა და პურის პატარა ნაგლეჯისათვის.

სამყაროს ამგვარი აღქმა მთლიანად ძაბავს და იმორჩილებს პიროვნებას, კეტავს მას, გულჩათხრობილს და ეჭვიანს ხდის. უჭირთ ადამიანების ნდობა და შინაგანად გახსნა მათთან ურთიერთობისას, რაც იწვევს გარკვეულ სირთულეებს, კონფლიქტსა და გაუგებრობებს. განსაკუთრებით დაძაბულია ურთიერთობა– დედებთან, ცოლებთან და ქალიშვილებთან. ქალის ჰოროსკოპში ასეთი მდებარეობა მიუთითებს დაძაბულ ოჯახურ მდგომარეობაზე, ცოლ–ქმრულ უთანხმოებაზე, კერძოდ კი, ცივ და პრობლემურ დამოკიდებულებაზე ქმართან და შვილებთან.

ასეთი ინივიდების ყველაზე საშიში და რეალური მტერი საკუთარი ეგოა, მათი ქვეცნობიერი, შინაგანი მოთხოვნილებებისა და თავდაცვის პროგრამა, რომელიც მუდმივად მოითხოვს დაბალანსებას, გაწონასწორებას, საკუთარი ეგოიზმის შემცირებას და საკუთარ სურვილებს შორის ზღვარის პოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნებას უყალიბდება შემდეგი სახის დამოკიდებულება: სამყარო ვალდებულია, რომ გამანებივროს და მასიამოვნოს, ხოლო ვინც ამას არ აკეთებს, ის ჩემი მტერია.

პარტნიორთან, როგორც წესი, რბილი და მზრუნველია, ავლენს რა დედობრივ სიყვარულს ან პირიქით, ეძებს მას პარტნიორში, თამაშობს რა მის წინაშე უცოდველი და უსუსური ბავშვის როლს, რომელსაც მოვლა და მფარველობა სჭირდება.

ისინი ხშირად პოპულარულობით სარგებლობენ საზოგადოებაში. ხშირად ემოციურად არიან დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ახასიათებს ყოყმანი და ჭირვეულობა. ხშირია ადრეული, მაგრამ უიღბლო ქორწინება. შესაძლოა, მიიზიდონ მეტად მგრძნობიარე და მყიფე, ცვალებადი ბუნების ადამაინები. პარტნიორში ხშირად ეძებენ მშობლის სახეს. მათ უყვარდებათ მრავალფეროვანი, ცვალებადი, ტრანსფორმირებადი, პრობლემატური და მწუხარებით სავსე ადამიანები.

საქმიანი და ასევე, (განსაკუთრებით) სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად დროებითი, მერყევი და ცვალებადია. თავს იჩენს, მოგზაურობებისა და გადაადგილებებისადმი მიდრეკილება. ასეთ ინდივიდებს ახასიათებთ შეჯიბრებითობა, (შესაძლოა, სწორედ კონკურენციის ნიადაგზე შექმნან ოჯახი). ოჯახური ურთიერთობა ხასიათდება უდნობლობითა და ხშირი ღალატით. არსებობს გათხოვილ (ან დაქორწინებულ) ადამიანთან კავშირის დამყარების ალბათობა.

ესაა სამართლიანობის და პარტნიორული ურთიერთობების, თანამშრომლობისა და მტრების აღმნიშვნელი სახლი, ამიტომ სწორედ ეს საკითხები მოითხოვს ინდივიდისგან დაკვირვებას, სიფრთხილეს, ობიექტურობასა და ზომიერებას, წონასწორობასა და დაბალანსებას.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

პლუტონის ასპექტები პლანეტებთან

პლუტონიპლუტონი ექსტრემალია – ყველაფერი ან არაფერი, უმაღლესი ან უმდაბლესი და არავითარი საშუალო.

მზესთან ასპექტებისას ძალასა და სიმძაფრეს გვაძლევს. ნეგატიური ასპექტები ( შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია) ნიშნავს, რომ სხვებს მძაფრი რეაქციები ექნებათ თქვენზე. პირველივე ნახვისას შუეყვარდებით ან შეგიძულებენ და ვერ ახსნიან რატომ. გაქვთ განკურნების უდიდესი ძალა. თქვენგან შესანიშნავი ფსიქოთერაპევტი, ექიმი, დეტექტივი დადგებოდა. ვერავინ შეედრება პლუტონს საიდუმლოებების ამოხსნაში.

 

პლუტონი მთვარის ასპექტებისას: მოულოდნელი, ექსტრემალური ხასიათის ცვალებადობაა. ნეგატიური ასპექტების მქონე ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ სხვა ქალებთან, რომლებსაც შეუძლიათ უღალატონ წლების ,,მეგობრობის” შემდეგ. ეს არ ნიშნავს რომ ყველა ქალი ასე მოგექცევათ, მაგრამ იმაზე მეტ ღალატს იღებთ, ვიდრე ყვებით, ბევრად მეტს. დედა ნებისყოფიანი და სერიოზული ტიპაჟია, ვისი მოტყუებაც ადვილი არ არის. უფრო მეტიც, ქალების ჰოროსკოპში დედა ეჭვიანობისკენ არის მიდრეკილი და ამის მიხედვით მოქმედებს.

მერკურისთან ასპექტებისას კომუნიკაციის მართვის ძლიერი უნარებია. წარმატებები აქვთ ვაჭრობაში, ხდებიან კარგი ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები. მის სიტყვებს თანაბარი ძალით შეუძლიათ განკურნონ და მოკლან ადამიანი. თუკი ასეთი ადამიანი ტექსტებს წერს მუსიკისთვის, ეს სიმღერები ჰიტებად იქცევა, თუნდაც სიკვდილის შემდეგ. მაგალითად, ჯონ ლენონს მერკური პლუტონის კვადრატი ჰქონდა, დაძაბული ასპექტებით მთვარესთან. მთვარე ემოციებს და გრძნობებს უმატებს ამ ყველაფერს. მისი სიტყვები თქვენს ტვინში აღწევს და აზრების შეცვლაც კი შეუძლიათ.

ვენერასთან დაძაბული ასპექტებისას ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილებაა (ისევე, როგორს სატურნთან და ურანთან ვენერას ასპექტები). ეს ადამიანები ნახევრად შეყვარებულები არასოდეს არიან. ისინი ან ბოლომდე უძღვნიან თავს საყვარელ ადამიანს ან საერთოდ არაფერს გრძნობენ. ისევ ყველაფერი ან არაფერი, უმაღლესი ან უმდაბლესი გრძნობები. ბევრ მეძავს აქვს ეს ასპექტი რუკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ამ მაჩვენებლის მქონე ადამიანი ვაჭრობს სექსით. ეს ნიშნავს, რომ ისინი პლუტონს გაყვნენ და ვენერა უარყვეს. პლუტონს უნდა, რომ ძლიერი იყო და გმართოს. სძულს სისუსტეები. ვენერა კი ჩვენი რბილი გრძნობების გამოხატულებაა, სიამოვნებისა და ბედნიერების განცდის უნარი. თუკი ბოლომდე გაყვები პლუტონს, ყოველთვის დომინანტობის სურვილი გექნება, ასევე, ყველაფრის გაკონტროლების დაუძლეველი სურვილი,

შესაძლოა რაიმე სისაძაგლეებიც კი გაუკეთო საყვარელ ადამიანს, როგორც კი ისინი შეეცდებიან ბედნიერი გაგხადონ, იმიტომ, რომ ბედნიერება ადვილად მოწყვლადია, როგორც გამოგიცდია. თუკი ამ გზას აირჩევთ აუცილებლად უბედური იქნებით. ერთადერთი გამოსავალი – სიღრმეში ჩამალული ემოციების ვულკანის ამოფრქვევისგან თავის შეკავებაა, საზოგადოდ მიღებული სოციალური თუ ესთეტიკური სტანდარტებით დაკმაყოფილება. უნდა ისწავლოთ სილამაზით, სიმშვიდით ტკბობა და ჰარმონიისკენ ისწრაფვოდეთ.

პლუტონი მარსის დაძაბული ასპექტების მქონე ადამიანები ნახევრად არასოდეს იბრძვიან. ეს დაახლოებით მორიელი მარსის ხასიათს გვაძლევს. ცეცხლსაშიშია!. ნებისმიერ ბრძოლაში მათი დევიზია: გამარჯვება ნებისმიერ ფასად!. წარმატებას მიაღწევენ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც დაკავშირებული იქნება განადგურებასთან და ნგრევასთან. ტემპერამენტი – ვულკანი! მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ თავისივე აშენებული და ახლის შენება დაიწყონ. ჰარმონიული ასპექტებისას კი ეს ძალაა! დიდი ძალა წნეხის გარეშე.

პლუტონის იუპიტერთან კავშირი იდეებს მარტივად ვერ იღებს. ძლიერი ტენდენციაა სრულებით შეცვალოს პრინციპები რომლითაც აღიზარდა.

სატურნთან ასპექტები ძალიან მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ეს ნიშნავს, რომ სამეზობლოს ყველა ბავშვს შეუძლია იცელქოს შენ გარდა!. შენ აუცილებლად წაგასწრებენ და დაგსჯიან!.

პლუტონი ურანის ასპექტები დიდი სოციალური ძვრების დროს ჩნდება ხოლმე. (მაგალითად ოცდაათიანი წლების დიდი დეპრესია, დიქტატორთა აღზევება, ექსტრიმიზმი…) შოკისმომგვრელი ტრანსფორმაცია. რევოლუციები. ძირეული გარდაქმნები. ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პლუტონი ურანს განსხვავებულად კეთების ძალას აძლევს. პლუტონს განადგურება სურს, ურანი კიდევ პროცესებს აჩქარებს. ამ ორი პლანეტის კომბინაცია არაპროგნოზირებადი და საშიშია, თუმცა პოზიტიურ გამოვლენაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მოაქვს და ცვლილებებთან კარგი ადაპტაციის უნარი, განსაკუთრებით მზესთან, მთვარესთან ან მერკურთან თუ აქვს რომელიმე მათგანს დამატებით ასპექტები.

პლუტონი ნეპტუნის ასპექტები: ცხოველი ფანტაზიის უნარია, განსაკუთრებით თუკი რომელიმე მათგანს მთვარესთანაც აქვს ასპექტი.

ასცედენტთან მის შეერთება გაძლევთ ძალას წარბების ერთი მოჭმუხვნით დააფრთხოთ ნებისმიერი თავდამსხმელი. ტრინი და სექსტილიც ძალაა, მაგრამ ბევრად უფრო რბილი. ის უფრო ადვილად კონტროლირებადია, ვიდრე კვადრატი. დაძაბული ასპექტებისას აუცილებლად უნდა ისწავლოთ ზომიერება. ნებისმიერი სახის ურთიერთობა ძალაუფლებისთვის ბრძოლად შეიძლება იქცეს. უნდა ერიდოთ თერმონუკლეარული იარაღების გამოყენებას უმნიშვნელო საომარი მოქმედებების დროს.

პლუტონის ზენიტთან ასპექტები (როგორც ჰარმონიული ასევე დაძაბული) გვაძლევს მიდრეკილებას სიკვდილთან და ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პროფესიებისადმი. ყველაფერი მედიცინიდან და ფსიქოთერაპიიდან დაწყებული, შენობების დემონტაჟზე მომუშავე კომპანიებით დამთავრებული. ასეთ ადამიანს სპეკულიანტობაც (პლუტონი სხვის ფულებს მართავს) მშვენივრად გამოუვა. მისაღებია პროფესიები, რომელიც მოითხოვს დიდ ენერგიას, პლუტონს სურს დიდი ბოსი იყოს!

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

მთვარე მერწყულში

მთვარე მეცხრე სახლშიმთვარის ამ განლაგების ადამიანები გარშემომყოფებისგან მაქსიმალურ თავისუფლებას მოითხოვენ. არიან მეგობრულები და იდეალისტები. მუდმივად მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს, თუმცა ამავე დროს საკუთარ პიროვნულ თავისუფლებას ნებისმიერ ფასად იცავენ. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეზღუდვების გარეშე იცხოვრონ და ეშინიათ პირადი, ემოციური მიჯაჭვულობის.

მთვარე მერწყულში – ადამიანებს ახასიათებთ; ჰუმანურობა, ორიგინალურობა, ახლის შეცნობის წყურვილი, დიდი ფანტაზია, ალტრუიზმი, გულახდილობა, კონტაქტურობა, მეოცნებეობა, ქვეცნობიერი ლტოლვა ყველაფერი ახლისა და უჩვეულოსი.

ეს ადამიანები მეგობრობას სიყვარულზე მაღლა აყენებენ და სიყვარულშიც მთავარი მათთვის მეგობრული ურთიერთობებია და შემდეგ დანარჩენი. ხშირად მეგობრები უფრო ახლოს არიან მათთან ვიდრე ოჯახის წევრები, რადგანაც ოჯახური კავშირები, ტრადიციები და ვალდებულებები ნაკლებად მიმზიდველია მათთვის.

ისინი ვერ ეგუებიან ეჭვიან და ბრძანებლობისაკენ მიდრეკილ ადამიანებს და ოჯახის წევრებისგან მოითხოვენ სრულ თავისუფლებას.

მთვარის ამ განლაგების ადამიანებს იზიდავთ მომავალი, რადგანაც მათი რეფორმატორული გონებისთვის არსებული რეალობა მოსაწყენი და უინტერსოა. მათ არ აინტერესებთ ყოველდღური ამბები, არამედ შორეული გალაქტიკები და სხვა სამყაროები იზიდავთ. ამიტომაც, მთვარის ეს განლაგება კარგია მეცნიერებისთვის და ფილოსოფოსებისთვის.

ისინი საცხოვრებელ ადგილს ირცევენ მაღალ სართულებზე, მიიწევენ მაქსიმალურად ზევით ღრუბლებში და სახლშიც მაქსიმალურად ნაკლები ავეჯი და მეტი სივრცე აქვთ. მათი სახლი არის მეგობრული შეკრებების და კოლექტიური ღონისძიებების ადგილი. უყვართ ბევრი ლაპარაკი და ინფორმაციის მიღება- გავრცელება.

ურყოფით ასპექტში კი მთვარე მერწყულში – ავლენს: პასიურობას, ინერტულობას, არამდგრადობას, სულიერ შფოთვას, სიზარმაცეს, ექსცენტრიულობას, არანორმალურ ქცევას, იდეალიზმს, გადაწყვეტილების მიღების არქონას, დილეტანტიზმს, თავისუფლებისადმი არანორმალურ ლტოლვას, უპასუხისმგებლობას და ეგოცენტრიზმი.

ამ განლაგების ადამიანებს ხშირად აწუხებთ ნერვიული სისტემის დაავადებები, მხედველობის პრობლემები, გულის წასვლები და ისტერიულობა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ანემია, საერთო სისუსტე, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ანთებითი დაავადებები და ასევე დაბალი გემოგლობინი.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

მზის შეერთება მარსთან

მზერთულია ამ ხალხის მიმართ გულგრილი დარჩე. უჩვეულო წარმოსადეგობა აქვთ. ძლიერი დრაივი. ბრწყინვალე აურა, რაღაც ვაჟკაცური ჰაერი ტრიალებს მათ გარშემო, ასხივებენ ნდობას, საიმედოობას, თუნდაც რეალურად ასე არც იყოს, თუნდაც მაღლი აქტივობის და ენერგიული ხალხი არ იყვნენ,

ეს ადამიანები აუცილებლად კონფრონტაციულები იქნებიან. მიზნისკენ პირდაპირ მიდიან, უბოდიშოდ აკეთებენ იმას, რაც სურთ, მათ მართლა შეუძლიათ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაზე წასვლა და სიტუაციის მართვა.

ისინი აიძულებენ მოვლენებს ისე განვითარდნენ, როგორც მათ სურთ. მათ მოუთმენლებიც შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ არა ნერვულ ნიადაგზე, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ელოდონ მშვიდად, როდის მოხდება რამე. მათ რაღაც სურთ და სურთ დაუყოვნებლივ. პიონერები საკუთარი თავის, იმპულსების გამოხატვის გარეშე ვერ ძლებენ და თუ ვერ ახერხებენ ამას, თუკი მჯდომარე ცხოვრებას მიეცემიან და გატკეპნილი გზებით ივლიან, – პრობლემები ეწყებათ. სტრესის დროს მათთვის აუცილებელია უვნებელი ფიზიკური აქტივობით დაკავება.

ამ ადამიანების უზარმაზარ ტემპერამენტს, უჩვეულო ჯანმრთელობას, მოჭარბებულ ენერგიას გამოსავალი სჭირდება, რეკომენდირებულია სპორტი, სამხედრო საქმე და ყველა ის სფერო, რომელიც რისკთან, ძალასა და საფრთხესთან არის კავშირში.
ისინი აზარტულები არიან, გამარჯვება მოსწონთ. სპორტსა თუ თამაშებში საზარელი მეტოქეები არიან, მაგრამ სპორტი სადაც სტრატეგიაა საჭირო მათი არც ისე ძლიერი მხარეა, უბრალოდ იმიტომ, რადგან მიდრეკილნი არიან მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებას. თუ ეს ადამიანები ამ კუთხით არ იყენებენ თავიანთ ენერგიას, მაშინ საშინელ ოპონენტებად იქცევიან და თუ საერთოდ ვერ ნახა ამ ენერგიამ მიმართულება, მაშინ ჩხუბისთავები ხდებიან, კონფლიქტებს დაეძებენ, ქარის წისქვილებს ებრძვიან, ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ და სულ ფათერაკებში ეხვევიან.

თუმცა სწორი მიმართულების პოვნის შემთხვევაშიც ძლიერი და უშიშარი ადამიანები არიან, არასოდეს უფრთხიან კონფლიქტს და თუ ამ ზედაპირს მოაშორებთ აღმოაჩენთ არც ისე საიმედო ხალხს, რომლებიც ყველა ძალას იყენებენ, რათა საკუთარ თავს დაუმტკიცონ რაღაც.
ამ უზარმაზარ ენერგიას სუბლიმაცია და რეჟიმი სჭირდება.

რადგან აქ ორი მამრობითი სქესის პლანეტის შეერთება გვაქვს, ამ ასპექტით დაბადებული ხალხი განსაკუთრებით მამაკაცურად ამჟღავნებენ თავს მიუხედავად სქესისა. სიყვარულში მონადირეობა უყვართ, უნდათ თავად აირჩიონ და თავად დასდევდნენ პარტნიორს.

გიჟდებიან მოპოვების პროცესზე და თუ გინდათ, რომ ყურებით დაიჭიროთ, მუდმივად დაბრკოლებები უნდა შეუქმნათ, მათ მუდმივად უნდა ეშინოდეთ თქვენი დაკარგვის. ეს მათთვის პრობლემა კი არა, გამოწვევაა.

ცნობილი ადამიანები : ბილი ბობ ტორნტონი (ლომში), მეტ დილონი, ბენ აფლეკი, კამერონ დიაზი, სალვადორ დალი, მარკ ტვენი …

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

თუ მოგეწონათ სტატია – დააშეარეთ!

მთვარე თევზებში

მთვარე მეცხრე სახლშიმთვარის ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ძლიერი ინტუიციით, დაფარულისა და იდუმალის შეცნობის უნარით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და ღრმა განცდებით.

ხშირად ისინი გარშემომყოფებისგან საკუთარი იდუმალი სამყაროს დაფარვას ცდილობენ. არიან სენტიმენტალურები, მუსიკალურები, მგრძნობიარენი, კეთილშობილნი, მზრუნველები, ყურადღებიანები,
სულიერნი, რომანტიულები, მორცხვნი, მორიდებულები, მოგზაურობის და სიმყუდროვის მოყვარულები და ასევე რელიგიურები და იდუმალებისადმი მიდრეკილნი.

ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან კარგად ავლენენ შემდეგ პროფეიებში თავს: ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა, მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება.

მათ საოცრად მსუბუქი და მგრძნობიარე გული აქვთ. დიდ სიმპატიებს ავლენენ ადამიანების მიმართ და თითქმის ტელეპატიურად გრძნობენ ადამიანის შინაგან ბუნებას. ისინი ვერ ეგუებიან, როდესაც ადამიანი ან თუნდაც ცხოველი იტანჯება მათ თვალწინ. ისინი ეხმარებიან ყველას, ვინც გასაჭირშია და ხშირად მათ კეთილშობილურ ბუნებას ადამიანები ბოროტად იყენებენ.

მთვარია ამ განლაგების ადამიანებს პოეტური სული აქვთ. ასევე უყვართ და ღრმად აღიქვამენ მუსიკას. მათი გრძნობები ხშირად ბუნდოვანია და უჭირთ საკუთარი ემოციების და ცხოვრების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ზუსტად გადმოცემა. ისინი სიყვარულში ძალიან რომანტიულები არიან და ხშირად გრძნობენ შეყვარებულად თავს.

უარყოფით ასპექტებში ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ალკოჰოლიზმისკენ და ნარკომანიისკენ მიდრეკილება. მათში ხშირად ვლინდება, პასიურობა, არააკურატულობა, ტრყუილები, ზედმეტი მეოცნებეობა, ალკოჰოლიზმი, საკუთარი თავის მოტყუების ტენდენციები, მსხვერპლად შეწირვა, ილუზიები და რეალობისგან გაქცევა.

მთვარე თევზებში- ადამიანების ძირითადი სუსტი წერტილია ფეხები, ყველა დაავადებები იწყება სწორედ ფეხებიდან. ასევე აღენიშნებათ ფსიქიკური დაავადებებიც. სისხლის მოწამვლის ალბათობა მაღალია და ნებისმიერი ანთებითი პროცესი შეიძლება გართულდეს. ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი წამლები არ არის რეკომენდირებული და მათ ნაცვლად უფრო ეფექტური შეიძლება ფიტოთერაპია იყოს.

მოამზადა თამო აქუბარდიამ

რეტროგრადული მერკური ანუ 1 ნაბიჯით უკან

მერკურიხანდან დგება მომენტები, როდესაც სიახლეებზე ფიქრს თავს ვანებებთ და წარსულის ანალიზს ვიწყებთ, ვუბრუნდებით ძველ სიტუაციებს, დავიწყებულ პრობლემებს და ადამიანებს; საკითხების გადაფასების შემდეგ კი მათ მიმართ დამოკიდებულებას სრულიად ვცვლით. სწორედ ამ ტენდენციას გვთავაზობს მერკურის რეტროგრადულობა (უკუსვლა) 26 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით.

მერკური, როგორც კომუნიკაციის, აზროვნების, საუბრის, მოსმენის და ლოგიკის პლანეტა, სწორედ ამ უნარების გამოყენებასა და გამოხატვაზე მოახდენს გავლენას.

 

ცალკეული ადამიანისთვის რა სფეროს შეეხება მერკურის უკუსვლა, ეს უკვე მის პირად ნათალურ რუქაში  ტრანზიტული მერკურის, ტყუპების და ქალწულის მდებარეობაზეა მოკიდებული; გასათვალისწინებელია ასევე მისი ასპექტები.

 

მერკური ამ პერიოდში ითხოვს გარკვეულ საკითხებზე ხელახლა დაფიქრებას, გადაფასებას, დამოკიდებულების შეცვლას, გარდაქმნას, გადაკეთებას, რეკონსტრუქციას. რთულია ახალი საქმის დაწყება.

 

ყოველდღიურობაში მერკურის უკუსვლას ის ადამიანები იგრძნობენ მეტად, ვინც მუშაობს გაყიდვებში,  გამომცემლობაში, PR-ში, სარეკლამო ბიზნესში, ავიაციაში, საკურიერო ან სატრანსპორტო სააგენტოში, მედიაში (რადიო, ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი). გართულებულია ინფორმაციის მიღება-გაცემა და ახალი კონტაქტების დამყარება. სამაგიეროდ, კარგია ძველი კონტაქტების აღდგენა (მაგალითად, სეილსმენებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ძველ კლიენტებთან ურთიერთობა, ვიდრე ახლებთან).

 

ვინაიდან უკუსვლა ხდება კირჩხიბის ნიშანში, რეკომენდირებულია მოვაგვაროთ ძველი ოჯახური პრობლემები, ჩავუღმავდეთ საკუთარ თავს და ვისწავლოთ შინაგანი ხმის მოსმენა. ამ პერიოდში ძალიან სასარგებლო და შედეგიანია ფსიქოთერაპია, მედიტაცია, რომელიც  წარსულიდან საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს:

  1. წარმატებულია საშინაო საქმეების შესრულებისთვის, კვლევების ჩასატარებლად, სტრატეგიის განახლებისთვის, პროექტების გადახედვისთვის, კულისებს მიღმა წერის და მუშაობისთვის;
  2. კარგია ძველ მეგობრებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან კონტაქტის აღდგენა;
  3. შესაძლოა ძველი მასალების  და ინფორმაციის მოძიება;
  4. რეკომენდირებულია ძველ, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ან არასათანადოდ შესრულებულ საკითხებზე ხელახლა დაფიქრება, ახლებურად გაკეთება,  გადახედვა, შეკეთება და ა.შ.;
  5. შეინარჩუნეთ იუმორი. შესაძლოა აღმოაჩინოთ ძველი დაკარგული ნივთები, თუმცა ამავე პერიოდში დაკარგოთ კიდევაც ისინი (მაგალითად საფულე, გასაღები, დოკუმენტები და ა.შ);
  6. მგზავრობისას აუცილებლად გადით ჩვეულებრივზე ადრე და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს (განსაკუთრებით ფრენის დროს);

 

რა არ უნდა გავაკეთოთ?

  1. ნუ დაქორწინდებით. ამ პერიოდში გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი შესაძლოა მალევე განქორწინებით დასრულდეს;
  2. ნუ დაიწყებთ ახალ სამსახურს. მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმიდთ შემოთავაზებას თუ მასზე დიდი ხანია ოცნებობთ და ცდილობთ იქ მოხვედრას. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია მოიცადოთ მერკურის დირექტიულობამდე;
  3. ნუ დაიწყებთ ახალ ბიზნესს, ნუ გაუშვებთ ახალ პროდუქტს და ვებ-გვერდს. შესაძლოა, მნიშვნელოვანმა დეტალებმა, რომელსაც ახლა ვერ შენიშნავთ, მომავალში სერიოზული პრობლემები შექმნას;
  4. ნუ შეიძენთ ახალ ავტომობილს ან კომპიუტერს. შესაძლოა ინანოთ დანახარჯი;
  5. არ გააფორმოთ ახალი ბიზნეს პარტნიორობა. ვინაიდან, უკუმოძრავი მერკური მართავს მატყუარებს, ქურდებს, ყაჩაღებს. უმჯობესია მოიცადოთ და დააკვირდეთ ადამიანებს;
  6. ნუ მიიღებთ გულის სატკენად პარტნიორის, ახლო მეგობრის უტაქტო და დაუფიქრებელ სიტყვებს.  უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან და დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. მოითმინეთ 21 ივლისამდე.

 

2013 წელს მერკურის კიდევ ერთი უკუსვლა 21 ოქტომბერის და 10 ნოემბრის შუალედში მორიელის ნიშანში გველის.

 

სტატია მოამზადა დავით ნიბლაძემ

სატურნი პირველ სახლში

სატურნი მეორე სახლშიხალხისგან, რომელსაც სატურნი აქვს პირველ სახლში, ყოველთვის მოდის შეგრძნება ფსიქიკური სიმძიმისა, ან როგორც ხალხში იტყივან „ მიწიერი სიმძიმე”. ეს ადამიანები არიან თავშეკავებულნი, ჩაკეტილნი, განდეგილები, კონსერვატორულები, არ შეუძლიათ არაფრის მიღება მსუბუქად და ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებასა და პრობლემებს. მათი ფხიზელი გონება და განსჯის უნარი უარყოფს ზედმეტ ფუფუნებასა და ბრწყინვალებას, ზედმეტ გარეგნულ ეფექტებს. ეს მათთვის არ არის რაიმეში შეზღუდვა, ყველანაირი ზედმეტისა და არასაჭიროს უარყოფა მათი არსებობის შემადგენელი ნაწილია.

 ბევრ მათგანს აქვს სულიერი სიღრმე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები ცნობენ მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებს და ისწრაფვიან მათკენ ადრეული ბავშვობიდან. დაგროვების პროცესი მიდის სასოწარკვეთილებამდე მისული შეუპოვრობით და ამ სფეროში ამჟღავნებენ ისინი უდიდეს შრომისმოყვარეობასა და მიზანსწრაფულობას.  თუმცა ისინი ამ თვისებებს  ამჟღავნებენ ყველა სფეროში. მიზანი ამ ადამიანებს აქვთ ერთი – სტაბილური, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრება და სიბერე. უმეტეს მათგანს აშინებს სიღარიბე, ცხოვრების სიმუხთლე ყველანაირ ვარიაციაში.

ხალხი სატურნით პირველ სახლში ვითარდებიან ნელა, თითქოს აგროვებენ ძალას, მაგრამ ფლობენ რა ძალიან დიდ მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას, ისინი თანმიმდევრულად და დარწმუნებით მაღლდებან სოციალურ კიბეზე. ყველა საქმეს ეკიდებიან სეროზულად და მანამ, სანამ დაიწყებენ მას, ყველაფერს კარგად დაგეგმავენ და გაიაზრებენ.

ხანდახან ხდება ისეც, რომ უმართლებთ, თუმცა ძირითადად ყველაფერს თავისით აღწევენ. მათი წარმატება არის შედეგი არა მხოლოდ ცხოვრებისეული სიბრძნის, ჭკუის, სიფრთხილისა თუ სიძუნწის, ასევე შეუპოვრობის, მდგრადობის, თვითდისციპლინის, თვითკონტროლის, საკუთარი თავის ფლობის, თანდაყოლილი გამჭრიახობის, ეშმაკობისა და მიღწეულით არ დაკმაყოფილების.

მათ აქვთ გამოკვეთილი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობა. მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, ამიტომ არასდროს ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ, ზუსტად ეს თვისება ეხმარებათ მათ აარჩიონ თავითვის საჭირო პროფესია.

მაგრამ მიუხედავად თავისი დამსახურებებისა, ისინი მაინც პესიმისტები არიან. დეპრესია მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან ამით უკვე დაბადებიდან. მათ პერიოდულად ეუფლებათ მელანქოლიის, აპათიის, განურჩევლობისა და ენერგიისგან სრული გამოცლის პერიოდები.  ასეთ დროს ისინი იკეტებიან საკუთარ თავში და ეძებენ განმარტოებას. ეს მდებარეობა შეიძლება შემსუბუქდეს დადებითი ასპექტებით იუპიტერთან ან ვენერასთან.

სატურნი ამ სახლში შეიძლება მიუთითებდეს ბავშვობაში ან ახალგაზრდა წლებში მამასთან განშორებას. ეს არ ნიშნავს მამის სიკვდილს, ეს უფრო მამის სახლიდან წასვლაა, ეს შეიძლება იყოს როგორც მშობლების დაშორება, ასევე მამის დაპატიმრება ან სხვა მიზეზი.

პირველი ორი მესამედი ცხოვრებსა გადის აქტიურობაში, ინტენსიურ მუშაობაში, საზრუნავებში. ეს არის გამოცდილების დაგროვება, საკუთარი ძალების გაშლა, თვითგამორკვევა და თვითგანმტკიცება. ბოლო მესამედი ეს არის გამოყენება დაგროვებული გამმოცდილებისა და უზრუნველყოფილი სიბერე. თუკი სატურნი დაზიანებული არ არის, ეს შეიძლება მიუთითებდეს ხანგრძლივ და ნაყოფიერ ცხოვრებას.

პირველი სახლის სატურნის მფლობელები ჯანმრთელობით  ვერ დაიკვეხნიან, განსაკუთრებით მაშინ თუკი პლანეტა წყლის ნიშანშია. ხშირად ეს მდებარეობა მუთითებს ადრეულ ასაკში უბედური შემთხვევების, კატასტროფების, დაცემებისა და დაზიანების შესაძლებლობაზე. ასევე ეს მიუთითებს სხვადასხვანაირ წინააღმდეგობებზე, ფინანსურ სირთულეებზე მოწიფულ ასაკში.

დაზიანების შემთხვევაში–ეგოცენტრული, ხარბი, ცუდი მატერიალური მდგომარეობა, არაკონტაქტურობა, ცოტა მეგობრები. ძლიერ დაზიანების შემთხვევაში ხანმოკლე სიცოცხლე ან მუდმივი გრიპები, თავის ტკივილები, შეიძლება მიუთიტებდეს კრიზისზე სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

სატურნის ცუდი ასპექტაცია ცუდად მოქმედებს ყველაფერზე რაც ეხება პროფესიებს და სამსახურს, შეიძლება მიუთიტებდეს სამუშაოს ან თანამდებობის დაკარგვას.

უარყოფითი ასპექტები მარსთან ვერძის, კირჩხიბის, თხის რქის და თევზების ჰოროსკოპში ჰქონდათ ბევრ დიქტატორებს, ტირანებს და დესპოტებს.

 

ვერძის ნიშანში

საშუალო სიმაღლე, ტანი სუსტი, დიდი ძვლოვანი სისტემა. თმები წითური. პატარა თვალები.

ხასიათი საკმაოდ ემოციური. სწრაფად ღიზიანდებიან, ადვილად იღგზნებიან. თავისებურება, სითამამე, ძალიან დიდი თავდაჯერება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, საღი გონება, გამომგონებლური უნარი, აგრესიულობა. დიდი პატივმოყვარეობა და ძალაუფლების სიყვარული, ორგანიზატორული ნიჭი, მართვის უნარი, შრომის მოყვარეობა, შრომის დიდი უნარი. კარგი დიპლომატიური უნარები, შეუძლიათ საკუთარი თავი წარმოაჩინონ უკეთესი მხრიდან, და ძალიან კარგად მალავენ ხასიათის უარყოფით შტრიხებს. სიცოცხლის საფრთხე სატურნის ან მარსის წლებში. შესაძლებელია ქორწინება ქვრივთან. შესაძლებელია მატერიალური ქონების დაკარგვა 30–35 წლებში

 

კუროს ნიშანში

სიმაღლე – დაბალი.  ტანზე შესაძლებელია ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი. თმები მუქი ან წაბლისფერი. თვალები პატარა. კანი მუქი ან მონაცრისფრო.

გამძლეობა, სიმტკიცე, პედანტიზმი, პრაგმატულობა, პრაქტიკულობა, საფუძვლიანობა, და ასევე შენელებული  ხასიათი და ხანდახან მოუხერხებლობაც კი. პრინციპულობა, კონსერვატორულობა, ორთოდოქსალურობა, ფუნდამენტური ხასიათი, თუმცა ცდილობენ საქმეები გადაწყვიტონ დიპლომატიური გზით. განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ 9, 11, 14, 25 და 32 წლებში. არსებობს საშიშროება გაცივების თუ ინფექციური დაავადებების. არც თუ იშვიათად ამორალური ცხოვრების წესი, ძალადობრივი ქმედებებისკენ აქციებისკენ მიდრეკილება.

 

ტყუპების ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. სახე პატარა, ოვალური ან წაგრძელებული. თმები წაბლისფერი.  კრიტიკულ სიტუაციაში ეფექტურად მოქცევის უნარი, მახვილგონიერება, ეშმაკობა, გაორება, ნებისმიერ სიტუაციაზე თუ ადამიანზე მორგების უნარი. გამომგონებლობის ნიჭი, რაციონალიზაციის უნარი, კარგი კონცეტრაცია, მეცნიერებებისკენ მიდრეკილება. შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები სხვებს მოახვიონ თავზე. გონება მართავს გრძნობებს.

 

კირჩხიბის ნიშანში

სიმაღლე – საშუალო. ფიგურა – თხელი. თმები მუქი ან წაბლისფერი. თვალები მონაცრისფრო–მწვანე ან ყავისფერი. შესაძლებელია ფიზიკური ნაკლი ან ფსიქიკური პრობლემები.

ჯიუტები, თავისებურები, ჭირვეულები, კონსერვატორები. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ოჯახურ ტრადიციებს. ერთის მხრივ–შრომისმოყვარეობა და მცდელობები, მეორეს მხრივ კი – არ ჰყოფნის შრომის უნარი, გამძლეობა, ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს. ხშირად არის მომეტებული მიდრეკილება სიამოვნებების მიმართ, ხანდახან შესაძლებელია ამორალური ცხოვრების წესი. შესაძლებელია უბედური შემთხვევა, ძირითადად დაკავშირებული წყალთან.

 

ლომის ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. ტანი სუსტი, მაგარი. ფართე მხრები და მკერდი. თავი მრგვალი. მუქი ან წაბლისფერი თმები. მონაცრისფრო მწვანე ან ნათელი თვალები.

ხასიათი ტემპერამენტიანი, პატივმოყვარე და ძალაუფლებისკენ მიდრეკილი, ამბიციური, განსჯის კარგი უნარით, სტრატეგიული ჭკუა, მიმწოლი ენერგია მაგრამ მოუთმენლობა. ამ ადამიანებს არ უყვართ როცა ხვდებათ წინააღმდეგობები და გარე პირთა ჩარევები, არ უსმენენ უცხო ადამიანთა რჩევებს.

 

 

ქალწულის ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. ფიგურა მოხდენილი. სახე ოვალური, გაფითრებული ან მუქი ფერის. თმები წაბლისფერი. თვალები მომწვანო ნაცრისფერი ან მუქი.

ხასიათი პატივმოყვარე, მებრძოლი, ძალაუფლების მოყვარული. გონება მუდამ მართავს გრძნობებს. კეთილგონიერება, სიბრძნე, ძლიერი გამჭრიახობა, კონცეტრაციის უნარი, ცნობისმოყვარეობა. დიდი სულიერი ძალა, მაღალი ინტელექტი, მიდრეკილება სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობების მიმართ. ხელოვნების, განსაკუთრებით ლიტერატურის და პოეზიის სიყვარული.

ინტერესი ყველაფერი საიდუმლო და გამოურკვეველი. ამაღლებული იდეალისტური მისწრაფებები, სხვადასხვა უცნაურობები.

 

სასწორის ნიშანში

მაღალი, ფიგურა მოხდენილი, გრაციოზული, ლამაზი. სახე ლამაზი ნაკვთებით. მაღალი შუბლი, შესამჩნევი ცხვირი. ღია ან მოოქროსფერო თმები. ლურჯი თვალები.

მიზანსწრაფულობა, დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება, დამოუკიდებლობა, თვითდისციპლინა და თვითკონტროლი. ინტელექტუალური შესაძლებლობები, სამეცნიერო საქმიანობები. პროფესია დაკავშირებული იურისპრუდენციასთან, მედიცინასთან ან ხელოვნებასთან. ყველა ცხოვრებისეული და კულტურული ფასეულობები გამოიკვეთება მხოლოდ ინდივიდუალურ გემოვნების მიხედვით, საკუთარი აღქმით.

 

მორიელის ნიშანში

სიმაღლე არც თუ ისე მაღალი. ფიგურა სრული. თავი დიდი, სახის ლამაზი ნაკვთები. კისერი მოკლე და სქელი. ფართე მხრები და მკერდი. ხშირია არწივისებური ცხვირი. თვალები დიდი და გამომხატველი, გამჭრიახი მწველი მზერა.

ძლიერი ნება, რომელიც წინააღმდეგობებთან ერთად იზრდება, ძლიერი ცხოველური ინსტინქტი, ენერგია, შთაგონებისა და დარწმუნების ძალა. ფილოსოფიური გონება, გამჭრიახი. მიდრეკილება საიდუმლოებებისადმი. წარმატებები მეცნიერებასა და ხელოვნებაში. აუცილებელია იყოს ყურადღებიანი, როცა სატურნი უარყოფით ასპექტებს ქმნის მარსთან.

 

მშვილდოსნის ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. ფიგურა პროპორციული. ლამაზი გარეგნობა. სახე ოვალური, ლამაზი. თვალები ან მომწვანო მონაცრისფრო ან ლურჯი. თმები ნაცრისფერი ან ღია ფერის.

ფილოსოფიური ტვინი, ღრმა რელიგიური გრძნობები. მგრძნობიარეობა, შთაბეჭდილებების ქვეშ ადვილად ექცევა, თანაგრძნობის გაწევის დიდი უნარი, კეთილშობილება, დიდსულოვნება. სიყვარული მოგზაურობების და მივლინებების მიმართ. წარმატება მეცნიერებაში, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან და იმ სფეროებთან სადაც საჭიროა ორგანიზატორული ნიჭი, შეუძლია მართვა, ინტუიცია, გამჭრიახობა და შორსმხედველობა.

 

თხის რქის ნიშანში

დაბალი სიმაღლის, ფიგურა სუსტი. სახე წაგრძელებული, მონაცრისფრო ან მუქი ფერის. თმა მუქი თითქის შავი ფერის. თვალები თაფლისფერი.

ხასიათში გამოვლენილია ჭეშმარიტი სატურნისეული თვისებები: შეუპოვრობა, დაჟინებულობა, გამძლეობა, მოთმინება, საკუთარი თავის ფლობა, მიზანსწრაფულობა, თავდაჯერებულობა. ამბიციები კარგად ეთანხმებიან დიპლომატიურ უნარებს. შრომის მოყვარეობა და შრომისუნარიანობა დამოკიდებულია ჯანმრთელობაზე. შეიძლება ქონდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

მერწყულის ნიშანში

ტანი მაღალი, კარგად აწყობილი სხეული. დიდი თავი, სახე ლამაზი ნაკვთებით. მუქი ან შავი თმები. ნაცრისფერი ან მომწვანო თვალები.

ხასიათი თავაზიანი, სალმიანი, მეგობრული, კეთილისმსურველი, მზრუნველი. სხარტი, გამჭრიახი ჭკუის მქონე, გამომგონებლის ნიჭი, აქვს ორიგინალური აზრები და იდეები. შრომისმოყვარე, შრომისუნარიანი. მიდრეკილება მეცნიერებისკენ, ტექნიკისკენ, ხელოვნებისკენ. წარმატება სახელმწიფო სამსახურში ან პოლიტიკურ სივრცეში. ეს ერთგული მეგობარი და თანამოაზრეა. ღრმა მოაზროვნე და ჰუმანისტი.

თევზის ნიშანში

სიმაღლე დაბალი. თავის ზომა დიდი, სახე ოვალური, მუქი ან ფერმკრთალი. თმა მუქი წაბლისფერი თმები ან მუქი. თვალები ნაცრისფერი ან მომწვანო, ან ყავისფერი.

მგრძნობიარე ნატურა, ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ, ეძებს მშვიდობას, ჰარმონიასა და თანხმობას. დიდი სულიერი ძალა, თანამგრძნობი. ხშირად ფენომენალური უნარები, წინასწარმეტყველების ნიჭი. მიდრეკილება სხვადასხვა საიდუმლოებებისადმი. ოკულტური მეცნიერებებით დაკავება, ხალხური მედიცინისადმი, მკურნალობასთან.  ექიმის ან ფსიქოთერაპევტის პროფესია. შეიძლება ხშირად ჰქონდეს გრიპის ან ინფექციური დაავადებები, ფეხების ავადმყოფობა, ფსიქიკის გაღიზიანება.

სატურნის შეერთებები

მზესთან – რთული ბავშვობა, ბრძოლა არსებობისთვის, განშორება ერთ-ერთ მშობელთან;

მთვარესთან–ცუდი ურთიერთობა ქალებთან, განქორწინება, კომპანიონებთან დაშორება

მერკურთან– საღი აზროვნება, ლოგიკური მსჯელობის უნარი, წარმატებული საქმიანობები, განსაკუთრებით სამეცნიერო

ვენერასთან–ხშირად მწერლობის ან პოეზიის ნიჭი, პრობლემები სიყვარულსა და ქორწინებაში.

მარსთან–შესაძლებელია უბედური შემთხვევები  (თუ სხვა მაჩვენებლებიც არის რუქაში)

იუპიტერთან–დიდი ცხოვრებისეული სიბრძნე, შრომითი და შემოქმედებითი წარმატებები, მატერიალური წარმატებები, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული პლანეტების ასპექტაციაზე სხვა პლანეტებთან და სახლებთან.

ურანთან–საბედისწერო დარტყმები ცხოვრებისგან და ბედის შემობრუნებები, ცუდია ჯანმრთელობისთვის

ნეპტუნთან–შესაძლებელია სხვადასხვა ანომალიები, ფსიქონერვოზი, ძალადობრივი ან  მიზეზობრივი იზოლაცია;

პლუტონთან–უბედური შემთხვევის საშიშროება, კატასტროფა ან ძალადობრივი სიკვდილი (თუ სხვა მაჩვენებლებიც ამაზე მიუთითებენ)

სატურნის დადებითი ასპექტები

მზესთან – პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სიყვარული, მიზანსწრაფულობა

მთვარესთან–გონების აქტიურობა, კეთილგონიერება, სერიოზულობა, ორგანიზატორული ნიჭი

მერკურისთან–შრომისმოყვარეობა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკული გონება რომელიც დაკავშირებულია ინტელექტთან.

ვენერასთან–გულწრფელობა, მოკრძალებულობა, სიბრძნე, თავშეკავების უნარი, ხელოვნების სიყვარული, განსაკუთრებით პოეზიის და მუსიკისადმი

მარსთან–აქტიურობა, სულის სიმტკიცე, სითამამე, შემოქმედებითი სული

იუპიტერთან–კარგი ჯანმრთელობა, სტაბილური ფინანსური მდგომარეობა

ურანთან–ბრწყინვალე გონება, სულის სიძლიერე, გამჭრიახობა

ნეპტუნთან–შთაგონება, ინტერესი ოკულტურ მეცნიერებებთან

პლუტონთან–პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სიყვარული, შეუპოვრობა, გამჭრიახობა და შეუპოვრობა.

სატურნის უარყოფითი ასპექტები

მზესთან–ასუსტებს ჯანმრთელობას, განშორება მამასთან ახალგაზრდა ასაკში ან ნაადრევი სიკვდილი (განსაკუთრებული რუქის დროს, მხოლოდ სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში)

მთვარესთან– არ ჯერა საკუთარი თავის, მორიდებულია, ინტერესი აქვს საიდუმლოებებთან, განშორება დედასთან ან ფსიქიკური გადახრა

მერკურისთან– აქვს სარკაზმი, უხასიათოა, გაბოროტებული, შეიძლება ჰქონდეს ნერვული დაავადებები ან ფსიქიური გადახრები

ვენერასთან–უწესობა, ცხოვრების ამორალური წესისკენ მიდრეკილება

მარსთან–მომეტებული ძალაუფლების სიყვარული და აგრესიულობა, მიდრეკილება ძალადობისკენ, შესაძლებელია დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, უბედური შემთხვევები, ტრავმები ან რაიმე ფიზიკური დეფექტი

იუპიტერთან–შინაგანი წინააღმდეგობები, ხასიათის არასტაბილურობა, სულიერი მდგომარეობების გამუდმებული ცვლილებები

ურანთან–ფანატიზმი, კაპრიზები, უცნაურობები, ისტერიული ხასიათი, სიჯიუტე, ქალებთან შეიძლება მიუთითებდეს რთულ მშობიარობაზე.

ნეპტუნთან–ამორალური ცხოვრების წესი

პლუტონთან–მომეტებული ძალაუფლების სიყვარული, აგრესიულობა, მიდრეკილება ძალადობისკენ.

 ს. ვრონსკი

მოამზადა მერო -მერომ