ასტროლოგიური მაღაზია

2013 გველის წელი – როგორ მოვრთოთ სახლი; როგორ მოვრთოთ ნაძვი

როგორ მოვრთოთ ნაძვიიქიდან გამომდინარე, რომ წყლისფერი გველი წყალქვეშა სამყაროს ბინადარია, მისი წლის დასახვედრად ბინა შესაბამისად უნდა გავაფორმოთ. მომავალი წელი წყლის სტიქიის წელია. 

წყალი კი სიცოცხლის და სიმდიდრის სიმბოლოა. ამიტომ, სახლის მორთვისას მაქსიმალურად შეეცადეთ გამოიყენოთ ამ წლის ფერთა გამა:  შავი, ლურჯი, თეთრი, მუქი მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი…

შეიძინეთ გველის სპეციალური ფიგურები, მინერალები, თილისმები და მისდიეთ რჩევებს

სახლის მორთვა ენერგეტიკული გაწმენდით დავიწყოთ:

ახალ წელს სახლში ახალი ენერგეტიკით უნდა შეხვდეთ!
შიში, ტკივილი, ბოღმა, ცუდი აზრები, არასასიამოვნო ფიქრები, უარყოფითი სიტყვები თუემოციები,გვინდა-არ გვინდა, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია…

სამყაროში, სადაც არასოდეს არაფერი იკარგება ყველაფერი მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვშია ჩაბმული და როგორც წესი, უარყოფითს უფრო მეტი უარყოფითი დადებითს კი მხოლოდ ნათელი და სასიხარულო მოაქვს ხოლმე…

როგორ მოვიქცეთ, რომ ახალი წლიდან ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მზიანი და ბედნიერი დღეები იყოს?

სხვა და სხვა წყარო ამისთვის სხვა და სხვა რჩევას მოგცემდათ, ჩვენი კი მხოლოდ ერთია: შეეცადეთ ყველა მოვლენაში მხოლოდ დადებითი მოძებნოთ და დახუჭოთ თვალი უარყოფითზე…

ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვები: „არ შემიძლია!“, „ცუდად ვარ!“, „მიჭირს!“, „თავი მომიკვდეს!“, „ვაიმე!“, „არ მომწონს!“, „რას ვგავარ!“, „შენი ჭირი მე!“, „მტკივა!“, „მაწუხებს!“, „არ მიხდება!“, „არ მინდა!“…
შეძლებისდაგვარად, ჩაანაცვლეთ ისინი მათივე ანტონიმებით.

მაგალითად, იმის ნაცვლად რომ თქვათ „არ მიხდება ეს ქუდი!“ თქვით როგორი ქუდი მოგიხდებოდათ.

თუ არ გინდათ უშაქრო ჩაი, თქვით, რომ ჩაის შაქრით დალევდით და ა.შ…

გარდა ამ რჩევებისა, გასწავლით კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რაც ენერგეტიკული სისუფთავის შესანარჩუნებლად, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოგადგებათ:

სხვებისგან, გარემოდან ან საკუთარი განწყობისგან შეძენილი უარყოფითი მუხტი, როგორც წესი, სულ თან დაგვყვება და ჩვენს აურასთან ერთად, იმ საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილსაც აბინძურებს, სადაც მუდმივად გვიწევს ყოფნა…
ამიტომ, ნებისმიერი ბინა თუ ოფისი, პერიოდულად, ენერგეტიკულ გაწმენდას საჭიროებს…


დალაგებული და დასუფთავებული სახლის გაწმენდა განსაკუთრებით დადებით შედეგს მოუტანს თქვენს ოჯახს:

ბინის გასაწმენდად დაგჭირდებათ:
• საეკლესიო სანთლები
• საკმეველი
• ნახშირი
• ნაკურთხი წყალი
• მცირე ზომის ქსოვილი

პირველ რიგში, ყველა ოთახის, აბაზანა-ტუალეტის, ლოჯის, დერეფნისა და შემოსასვლელის ცენტრში დაანთეთ თითო საეკლესიო სანთელი.

აიღეთ ქილის თავსახური ან მსგავსი მეტალის ზედაპირი და დაანთეთ მასზე სანთელი.

აიღეთ ნახშირის ნატეხი, ფრთხილად მოუკიდეთ ცეცხლი, ხელი რომ არ დაგეწვათ და იმავე ზედაპირზე, მიუდეთ სანთელს გვერდით.

იქვე მოიმარაგეთ საკმევლის ნატეხები, რომლებსაც პერიოდულად დაადებთ ნახშირს.

სანთლიანი და საკმევლიანი ზედაპირით ხელში, დადექით თქვენი ბინის შემოსასვლელ კართან, და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუყევით კედელს სხვა ოთახებისკენ. პერიოდულად, ნახშირს დაამატეთ საკმეველი, ისე, რომ არ ჩაქრეს.

განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერეთ კუთხეებზე. შეჩერდით, მაქსიმალურად მთელ სიგრძეზე აატარეთ და ჩამოატარეთ საკმეველი.
კედელის გასწვრივ გაუყევით მთელ ბინას. საბოლოოდ, ისევ საწყის წერტილთან – შემოსასვლელის კართან უნდა მოხვდეთ.

შემდეგ, აიღეთ ნაკურთხი წყლით სავსე ჭურჭელი და მოასხურეთ წყალი ყველა კუთხეში.

ბოლოს, ნაკურთხ წყალში დასველებული ქსოვილით ჩამოწმინდეთ სარკეები, ასე შეძლებთ წაშალოთ უარყოფითი ინფორმაცია თქვენი სახლის „მეხსიერებიდან“.
სასურველია, სახლის გაწმენდის დაწყებამდე, მთავარ ანგელოზ მიქაელს და თქვენს მფარველ ანგელოზს სთხოვოთ დახმარება, წაიკითხოთ 90-ე ფსალმუნი და ილოცოთ როგორც გსურთ…

 

შეეცადეთ გაწმინდოთ სახლი თვეში ერთხელ მაინც და დააკვირდით რამდენად შეიცვლება თქვენი განწყობა, ცხოვრება და გარემო დადებითისკენ…

გადავიდეთ სახლის მორთვაზე:

ვაზაში ჩადეთ ნაძვის ტოტები , რომლებზეც ფერად ბურთებს ჩამოკიდებთ.
აუცილებლად მორთეთ შემოსასვლელი კარიც, სპეციალური მწვანე და ლურჯი დეკორაციით.
ნაძვის ტოტები სამზარეულოს მოსართავადაც გამოგადგებათ.სხვა და სხვა ჭურჭელსა დაკონტეინერს კი რომლებიც ზემოდან გიდგათ ყვითელი ან მწვანე ატლასის ბაფთები მოაბათ.

ინტერიერს მოუხდება მაცივრის მაგინიტები რომლებზეც საახალწლო სიმბოლოები იქნება გამოსახული.

ოთახში, სადაც ახალი წლის დახვედრას აპირებთ დაკიდეთ ფერადი ბუშტები, ცისფერი, ლურჯი, შავი, მწვანე, ოქროს და, ვერცხლისფერი ნაძვის ხის სათამაშოები და სერპანტინები. მათი ნაწილი შეგიძლიათ კედლებზე და ჭერზე დაამაგროთ ან უბრალოდ, ჭაღზე დაკიდოთ.
საახალწლო სუფრაზე სანთლებს მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს.

გველს უყვარს მბჟუტავი სინათლე. გარდა ამისა, სანთლის ცეცხლი დაწვავს და გააქრობს წინა წლის უარყოფით ემოციასა და მოგონებებს. სასურველია შეიძინოთ გრძელი სანთლები , სხვა და სხვა ფორმის და ისინი გამჭვირვალე ჭურჭელში მოათავსოთ. ჭუჭელი შეგიძლიათ შეავსოთ ფერადი ბურთულებით ან მსგავსი ჩასაყრელებით.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით.

ყველამ ვიცით, რომ ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ ალბათ ცოტასთვისარის ცნობილი რომ ამ ჯადოსნური ხის მორთვისას რამდენიმე გასათვალისწინებელი წესი არსებობს, რომელთა დაცვაც უფრო წარმატებულ, ბედნიერ და მშვიდ მომდევნო წელს გიქადით 🙂

თურმე, სახლში ნაძვის ხის მდებარეობაზეა დამოკიდებული ის, თუ რა ფერთა გამა უნდა შეარჩიოთ მის მოსართავად.
ფენ-შუის მიხედვით, ყველაზე მისაღები ადგილი ბინაში სამხრეთ- დასავლეთი მხარე ყოფილა. ამ ნაწილში დადგმულ ხეს, ძირითადად, წითელ- ყვითელ ფერებში რთავენ…

თეთრი ფერებით გაფორმება კარგი იქნება ნაძვის, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთის მხარეს უნდა დადგათ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით გამოიყენით ბრჭყვიალა ბურთები და პატარა ზარები.

თუ ნაძვი ჩრდილოეთის მხარეს მოათავსეთ, სასურველია ცისფერ და თეთრ ფერებში მორთოთ. ამ შემთხვევაში, არ გირჩევთ გასაფორმებლად დეკორატიული სანთლების გამოყენებას.
ოქროსფერში გაფორმება იდეალური იქნება თუ ნაძვის ხეს დადგამთ ჩრდილო-აღმოსავლეთმხარეს.

აქ არ გამოგადგებათ დიდი და ვერცხლისფერი ბურთები.
საუკეთესო იქნება, თუ აღმოსავლეთის მხარეს დადგმულ ნაძვის ხეს მორთავთ ციმციმებით, თევზებით, მონეტებით .

ამ მხარეს წაწვეტებული ფორმის დეკორაცია არ გამოგადგებათ.
კარგი იქნება თუ ნაძვის ხეს მორთავთ გველის ფორმის ფერადი დეკორატიული ლენტებით. წიწვოვანი წვიმებით, და შეასხურებთ წიწვის არომატის ეთერზეთებს რაც ხელოვნურ ნაძვს ბუნებრივის არომატს შესძენს.

ნაძვის ხის ირგვლივ ბლომად მიმოფანტეთ ქაღალდის კუპიურები და ოქროსფერი ხურდა, იყოს ვერცხლისფერიც 🙂

ნაძვს ტოტებზე შეაბით ფერადი ბაფთები და თითოეულ ბაფთას გაანდეთ თქვენი სურვილი რომელიც გსურთ რომ 2013მა წელმა აგისრულოთ.

მოამზადა ეკა ჩიჩუამ 

 

                          საახალწლო ორნამენტები ზოდიაქოს მიხედვით

კარგი იქნება, თუ საახალწლო ორნამენტებს თქვენი ზოდიაქოს მიხედვით შეარჩევთ ^_^

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოა სხვადასხვა ცხოველი. იცით, რომ შეგიძლიათ მორთოთ თქვენი საახალწლო ნაძვის ხე, ისე რომ იგი შეესაბამებოდეს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს? მაგალითად ვერძი იმართება პლანეტა მარსით, შესაბამისად ნაძვის ხე შეიძლება იყოს მორთული წითელი შუშის ბურთებით, ხოლო კუროებს შეუძლიათ ვარდისფერი ორნამენტებით გაწყობილი ბურთულებით მორთონ ნაძვის ხე.
გთავაზობთ, რამოდენიმე იდეას, თუ როგორი ტიპის საშობაო ორნამენტები მოერგება საუკეთესოდ თქვენს ნიშანს.

ვერძი

მას უყვარს ხმაური, სხვა ნიშნებს უნდა ანიშნოს, რომ ის პირველია, ამიტომ პატარა დასარტყამი ინსტუმენტის ორნამენტით დამშვენბული სათამაშო იდეალური იქნება მისთვის. როგორც ვიცით წითელი ფერი ასოცირდება ვერძთან, ასე რომ კარგი იკნება თუ ნაძვის ხეს წითელი ნათურებით გააფორმებთ.

კურო

ხარი არის მიწის ნიშანი და მართავს ვენერა, ამიტომ მათი ნაძვის ხე უნდა იყოს აუცილებლად ბუნებრივი, მაღალი და ლენტებით მორთული, ასევე საახალწლო სანთლები და ტკბილეულიც დაამშვენებდა.
რადგან ვენერა მართავს მას, საუკეთესოა თუ მოვრთავთ ღია ფერის ნათურებით და ასევე ხის და ხელნაკეთი სათამაშოებით.

 

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ხელოვნური ხეები, ნაძვის ხე შეიძლება ქონდეთ ლურჯი, ყვითელი ან თეთრი.კარგი იქნება თუ მორთაენ წითელი ბანტებით და ტკბილეულით.
ამ ნიშანს ასევე უყვარს ფრინველები, ამიტომ ნაძვის ხე მოვრთოთ ფრინველის ფორმის სათამაშოებით და მუსიკალური ორნამენტებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ტყუპები არიან ხელოვნების მოყვარულნი და მათ ნაძვის ხეზე შეიძლება ვიპოვოთ ათასი უცნაური რამ, მთავარია ის მათ გემოვნებას მოერგოს

 

კირჩხიბი

კირცხიბს, როგორც წყლის ნიშანს შეესაბამება ლურჯი ან მწვანე ნაძვის ხე, მინის ან სარკისებური ორნამენებით გაწყობილი.ლურჯი ნათურები და მთვარის ფიგურა ან ვარსკვლავების იღბალის მომტანი იქნება მათთვის.

ლომი

რაც შეეხება ლომებს, მათთვის საუკეთესოა ოქროსფერი ნაძვის ხე, რაც უფრო განიერია ხე მით უკეთესია ლომისთვის. ნაძვის ხის წვერს უნდა ამშვენებდეს დიდი ოქროსფერი ვარსკვლავი ან ანგელოზი. ხის ძირში ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული საჩქკრები უნდა იდოს და ასევე სარკისებური ორნამენტებით უნდა მოირთოს.

ქალწული
მათი ნაძვის ხე უნდა იყოს მაღალი, რაც შეიძლება დახვეწილი, ორნამენტები დამჯდარიფერებისგან, როგორიცაა მუქი ლურჯი, მწვანე , წითელი, მრგვალი ბურთები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ქალწულების ნაძვის ხისათვის.

 

სასწორი

სასწორებს უნდა ქონდეთ მაღალი ლურჯი ნაძვის ხე, ძველებური ორნამენტებით მორთული, ბაფთებითა და ლენტებით გაფორმებული, ნაძვის ხის ძირში საუკეთესო იქნება თუ დადებთ სათამაშო მატარებლს ლიანდაგებზე.

 

მორიელი

მორიელების ნაძვის ხე რაც უფრო ელეგანტურია, მით უკეთესია, გადაწყვეტილი შეიძლება იყოს რამოდენიმე ფერში, უნდა დომინირებდეს დამჯდარი და მუქი ფერები.
კარგი იქნება თუ ხეს მორთავთ ანგელოზებით.

 

მშვილდოსანი

აი მშვილდოსნებს შეუძლიათ ნაძვის ხეზე ჩამოკიდონ რაც გაუხარდებათ, ყველანაირი სათამაშო ნებისმიერი ფერის , მათ უყვართ მოგზაურობა და კარგი იქნება მსგავსი ორნამენტებითაც თუ დაამშვენებენ ხეს.

 

თხის რქა

მათ უყვართ ცხოველები, ამიტომ კარგი იქნება თუ მორთავთ ცხოველების ფიგურებით, ლენტებით და ტკბილეულით, ასევე ფერადი ბანტებით და ხელნაკეთი ორნამენტებით.

 

მერწყული

ეს ნიშანი მოყვარულია სიცოცხლის, სილაღის და უყვარს თავისუფლება, მათი ნაძვის ხე უნდა იყოს ვარდისფერი ან სულაც რაიმე შეუსაბამო ფერი , მთვარის , მზის და ვარკსვლავების ორნამენტებით გაწყობა იღბალს პირდებათ მათ.

 

თევზები

ბოლოს კი თევზები, მათ ნაძვის ხის წვერს უნდა ამშვენებდეს ბეთლემის ვარსკვლავი, მორთული უნდა იყოს ტკბილეულით და ლურჯი, მწვანე სადა ბურთებით. ხელოვნური თოვლიც დაამშვენებდა ხეს და ღია მწვანე და ცისფერი ნათურები, ასევე ხელნაკეთი ხის სახლი ნაძვის ხის ძირში, საუკეთესო გამოსავალია.

მოამზადა თაკო ლომიძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები