ასტროლოგიური მაღაზია

2013 გველის წელი – რა ჩავიცვათ?

რა_ჩავიცვათრა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?
პირველ რიგში დაფიქრდით იმაზე, სად რა პირობებში და როგორ გარემოში აპირებთ წყლისფერი გველის დახვედრას <3

წელს აქტუალურია შავი, ყვითელი, წითელი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ღია ცისფერი, ლურჯი, მომწვანო და წყლისფერი გამჭვირვალე ფერები… სასურველია თქვენი სამოსი მბზინვარებითა და სიბრჭყვიალით გამოირჩეოდეს…

კარგი იქნება თუ წელს მხოლოდ კაბებს კი არა საღამოს კომბინიზონებსაც გადაავლებთ თვალს… გველის წელს კომბინიზონი ძალიან „მოეწონება” 🙂

კარგი იქნება მჭიდრო ელასტიკის ან შარვლის ჩაცმაც რომელსაც მოარგებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ფერად ზედას, მრავალი აქსესუარით.

აქსესუარები ახალი წლის საღამოს ძალიან აქტუალური იქნება… მითუმეტეს თუ აპირებთ რომ ბევრი იცეკვოთ და იმხიარულოთ… შეეცადეთ აირჩიოთ ძვირფასეულობა და ბიჟუტერია, რომელიც ხმას გამოსცემს…

თუ კოსტუმირებულ მასკარადზე მიდიხართ აუცილებლად წინასწარ გაიგეთ რა თემის საღამოს მართავენ რომ შესაბამისი არჩევანი გააკეთოთ. აუცილებლად ჩაიცვით ისე, როგორც თემა მოითხოვს… თუმცა აქტუალური ფერების გამოყენება არც აქ დაგავიწყდეთ…

თუ ახალ წელს სახლში, ოჯახის წევრების წრეში ხვდებით. აქაც აუცილებელია საზეიმო განწყობის შექმნა. არავითარი შალი მხრებზე და ფეხი ჩუსტებში! რაც უფრო იბზინებთ თქვენი ჩაცმულობით მით უფრო ხალისიანი საღამო გელით… და მით უფრო გაგიხარდებათ ერთმანეთის ყურება…

წარმატებულ, ლამაზ და ბედნიერ 2013 წელს გისურვებთ ! <3


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი