ასტროლოგიური მაღაზია

2013 გველის წელი – რა მოვამზადოთ?

სუფრარა დავახვედროთ წყლისფერ გველის წელს მაგიდაზე?
საინტერესო და ოდნავ დამაბნეველი კითხვაა: )) რა თქმა უნდა, სუფრას გველის ხორცი არ უნდა გავაკაროთ, ეს გაფრთხილება ქართველებისთვის ისედაც ნაკლებად აქტუალურია … მაგრამ რა? რას ჭამს? რა უყვარს გველს? რითი გავახარებთ და დავიმსახურებთ მის კეთილგანწყობას სამყაროში შემოსვლისთანავე?

შეეცადეთ სუფრა და ნებისმიერი კერძი მორთოთ მრავალფეროვნად და ამ წლისთვის დამახასიათებელ ფერებში – გამოიყენეთ მწვანე, ცისფერი, შავი, გამჭვირვალე, თეთრი…

კერძებისთვის თევზეულობა და რძის პროდუქტები მოიმარაგეთ <3 ასევე კურდღელი, ქათამი, კვერცხი, თავად რძე  და ცოცხალი ხილი…

დანარჩენი უკვე თქვენი ფანტაზიის ამბავია 🙂

კარგი იქნება თუ გექნებათ დელიკატესების ასორტიმენტი, რადგან ძვირფას გველს ძალიან უყვარს მსგავსი გემრიელობები…

გველი იღებს მხოლოდ ახალ, ნატურალურ საკვებს. ამიტომ მოამზადეთ ნებისმიერი კერძი  31ში, და არა წინა დღეს …

გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა კურდღლის ხორცის, კვერცხის და თევზის მომზადებული სამი ცენტრალური კერძი საახალწლო სუფრისთვის რომელლითაც დარწმუნებულები  ვართ, უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებთ თქვენს ძირითად სტუმარს – წყლისფერ გველს <3

 

კურდღელი არაჟანში
• ერთი კურდღელი
• 3-4 სუფრის კოვზი ცხიმი
• ერთი ჭიქა არაჟანი
• ორი სუფრის კოვზი ფქვილი
• ორი სტაფილო
• ორი თავი ხახვი
• ორი ბულგარული წიწაკა
• ოხრახუში
• 1.5 ჭიქა ძმარი 3%
• შავი წიწაკა

მომზადების წესი:
გამოშიგნული, გაწმენდილი და გარეცხილი კურდღელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებათ და დავასხათ ძმარი 4-6 სუფრის კოვზი. სტაფილო, ხახვი, ბულგარული წიწაკა და ოხრახუში დავჭრათ და სანელებლებთან ერთად ავურიოთ, გამზადებულ მასასთან, კალამონთან ერთად.
ეს ყველაფერი დავდოთ დიდ ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავუმატოთ 1.5 ჭიქა წყალი. ტაფა შევდგათ ღუმელში და მოვამზადოთ 50 წუთი 200 გრადუსზე.

მალევე მოვასხათ კურდღელს წვენი. ნახევრდ გამზადებული კურდღელი ამოვიღოთ ღუმელიდან, ჩავდოთ ქვაბში და დავუმატოთ ერთი ჭიქა წყალი.
შემდეგ ტაფაზე დავასხათ ერთი ჭიქა ცხელი წყალი. ავადუღოთ მოხალული ფქვილი, გავაზავოთ ერთ ჭიქა ბულიონში ან ერთ ჭიქა წყალში, დავუმატოთ არაჟანი და მოვთუშოთ. კურდღელს მოვასხათ გამზადებული სოუზი და მოვრთოდ მწვანილით.

 

გამოყვანილი ორაგული 


• მარილი- 3სუფრის კოვზი
• შაქარი-1სუფრის კოვზი
• არაყი ან კონიაკი იმდენი, რომ გამოვიდეს მარილის და შაქრის ფაფა.

ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთში ავურიოთ და წინასწარ გარეცხილი, მომზადებული ორაგულის ფილეს ნაჭრები ჩავაწყოთ მზა სითხეში. შემდეგ გადავახვიოთ ქსოვილში და შევდოთ მაცივარში 12 სთ.
ამ ყველაფრის შემდეგ , შეგვიძლია ზედმეტი მარილი გადავრეცხოთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და გამოვიყენოთ ბუტერბროდებზე დასაწყობად ან მოვამზადოთ სალათი მწვანე ხახვით, ლიმონით, სოკოთი და ზეითუნის ზეთით.

ჩვეულებრივი ქაშაყი შეგიძლიათ აურიოთ ე. წ. „ოლივიეში” ან ჩადოთ ბოსტნეულის ტორტის ფენებს შორის. ზემოად ნებისმიერი სალათის გაფორმებისას შეეცადეთ ხაზი გაუსვათ 2013 წლის ატრიბუტიკას, ფერებს და ხასიათს…

„ფოლგაში” ან გრილზე შემწვარი თევზი შეიძლება მაგიდაზე ბოსტნეულით და ფერადი ხილით გაფორმებული მივიტანოთ.

 

კვერცხის ბუდეები “შპროტით”

• 10 ც. კვერცხი
• 1 დიდი შეკვრა “შპროტი”
• მარილი, შავი პილპილი

მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ და გაჭერით შუაში. ამოაცალეთ გული და მოათავსეთ ცალკე ჯამში. გულებს შეურიეთ შპროტი თავისი ზეთით და ჩანგლით დასრისეთ ან ბლენდერით დაამუშავეთ.

მზა მასას დაამატეთ პილპილი, მარილი გემოვნებით და კოვზის მეშვეობით ჩადეთ გაჭრილი კვერცხების გულებში.

გამოგივათ ლამაზი ბუდეები, რომლებიც შეგიძლიათ მორთოთ გველის წლის თემატიკის მქონე ბოსტნეულის ან ხილის “აქსესუარებით”

 

რაც შეეხება სასმელს:

აქ განსაკუთრებული განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
აუცილებლად დადგით მაგიდაზე გემრიელი მტკნარი წყალი. ჩვეულებრივ, წყლის სტიქიის
სიძლიერე ხომ სწორედ წყალში იბადება.

შეეცადეთ მოარიდოთ მაგიდას მძაფრარომატიანი სასმელი. ისეთი, როგორიც არის მაგალითად, არაყი ან ლუდი. მოიმარაგეთ ხარისხიანი ღვინო, კონიაკი, საუკეთესო შამპანური… მრავალფეროვანი ხილის წვენები…

 

გემრიელ და ბედნიერ ახალ 2013 წელს გისურვებთ, წყლისფერი გველის კეთილგანწყობას და ულევ სიხარულს, მთელი წლის განმავლობაში <3

 

P.S. გველს არ უყვარს როდესაც საჭმელი თავდება, ამიტომ მოიმარაგეთ ყველაფერი საკმარისზე მეტი და ისიამოვნეთ:)

მოამზადეს მარიამ მამნიაშვილმა და ანი ჟვანიამ 

ავტორი

დატოვეთ კომენტარი