ასტროლოგიური მაღაზია

2013 გველის წელი – რა ვაჩუქოთ?

რა ვაჩუქოთრით შეიძლება გაახაროთ საყვარელი ადამიანები ამ ახალ წელს ^_^ ? არჩევანი დიდია, და ამავე დროს, ძალიან მწირი… არასოდეს იცი ზუსტად როდის ვის რა ესიამოვნება… შევეცადეთ გაგვემარტივებინა თქვენი არჩევანი და ასეთი საინტერესო სტატია მოგიმზადეთ წინასაახალწლოდ:

ვერძი

ვერძი განეკუთვნება ცეცხლის ელემენტს, ასე რომ მათ გაუხარდებათ საჩუქრად ნებისმიერი ნივთი, რომელიც ბრდღვინავს, ელავს, ანათებს. ასევე სანთლები. მათ უყვართ თბილი ფერები წითელი ან ოქროსფერი, შესანიშნავი საჩუქარი იქნება ოქროს საათი (ან ოქროსფერი), ასევე გამჭვირვალე ქვისგან ან უკეთესია ბრილიანტისგან დამზადებული სამაჯური 🙂

 

კურო

კუროებს უყვართ გემრიელობები და ასევე მზარეულობა, სახლში კეთება, ამიტომ შესანიშნავი საჩუქარი იქნება მათთვის ჭურჭელი, ტაფა, ქვაბი, საჭრელი დაფა. ასევე გაუხარდებათ თუ აჩუქებთ დეკორატიულ ვაზას ან სხვა რაიმე სახლის ნივთს, თან გაითვალისწინეთ ისინი ხარისხს აფასებენ 🙂

 

ტყუპები

ეს ჰაერის ნიშანია, უყვართ ბუნება და საკუთარ ბაღში “ბურჭალაობა” :)), საუკეთესო საჩუქარია ბაღის დეკორატიული ნივთები, ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყუპებს წერაც იზიდავს, ამიტომ კალამი რომელიმე კოლეკციიდან ნამდვილად დაამშვენებს მათ საწერ მაგიდას და გულს :))

 

კირჩხიბი

ემოციური წყლის ნიშანი, რომელთაც უყვართ ზღვის ან ოკეანის ნივთები, ნიჟარები, მარჯანი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ნიშნისთვის შესანიშნავი საჩუქარია ცოცხალი თევზი აკვარიუმში. ასევე ისინი არიან კოლექციონერები და აგროვებენ უამრავ რამეს, ძალიან უყვართ თავის მოვლის საშუალებები ლოსიონები, ტანის და ხელის კრემები. ასე რომ არამგონია ამ ნიშნისთვის საჩუქრის ასარჩევად ბევრი ფიქრი მოგიწიოთ .

 

ლომი

ლომს უყვარს ოქროულობა, სამკაულები, სიმდიდრე :)) გაუხარდება თუ მისთვის ჩაიდენთ რაიმე გამაოგნებელ საქციელს, მაგალითად აჩუქებთ ძვირადღირებულ ტანისამოსის მაღაზიას, ან დაუდგამთ ძეგლს :))), ან უბრალოდ საკრედიტო ბარათზე დაუსვამთ იმდენ თანხას, რო მან შეძლოს თავის გაგიჟება.

 

ქალწული

მათ უყვართ პრაქტიკული ნივთები, ან წესრიგის დამყარებაში დამხმარე ნივთები, მაგალითად ფანქრების ჩასაწყობი, რომ გაფანტული აღარ ჰქონდეთ, ბლოკნოტი და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ საკანცელარიო ნივთებზე გიჟდება, ასევე აფასებს წიგნებს. ასე რომ გაიგეთ თუ რომელი წიგნი აკლია მის კოლექციას და თამამად გაეშურეთსაყიდლად, ქალწულს ეს ნამდვილად ესიამოვვნება.

 

სასწორი

სასწორს უყვარს სილამაზე, ყურადღება, დაპატიჟეთ ის რომელიმე მდიდრულ რესტორანში რომანტიული საღამოს გასატარებლად, ძვირადღირებულ შამპანიურის და შავი შოკოლადის თანხლებით.
ასევე უყვარს ხელოვნება, წაიყვანეთ კინოში ან თეატრში, აგრძნობინეთ, რომ იმ კონკრეტულ დღეს თქვენ მის ფეხთ ხართ.

 

მორიელი

სურნელოვანი სანთლები, აბაზანის სანელებლები, სუნამოები. წაიყვანეთ მოლში და მიეცითსაშუალება აირჩიოს უძვირფასესი ტყავის ფეხსაცმელი,შემდეგ სუნამო აარჩევინეთ, დღის ბოლოს საკმაოდ ნასიამოვნებ მორიელთან გექნებათ საქმე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ეს მორიელია :)) არ მისცეთ თავს გათამამების უფლება.

 

თხის რქა

ისინი არიან ამბიციურები, ამიტომ ესიამოვნებათ ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ოფისში სათანადოდ გამოიყენებენ.
არც ძვირადღირებულ სამკაულებზე ამბობენ უარს, განსაკუთრებით ბრილიანტზე. აჩუთეთ მას ყელსაბამი ბრილიანტის თვლით და არა უბრალო ბიჯუტერია.

 

მშვილდოსანი

ამ მხიარული ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ესიამოვნებათ რაიმე ისეთი ნივთი რომელიც მხიარულებას მოგვრის, გააცინებს გაართობს, საუკეთესოა თუ დაუმონტაჯებთ ბავშვობიდან მოყოლებული მის ასაკამდე მეგობრებთან ერთად გატარებულ ბედნიერი წუთების ფოტოებს ან ვიდეოს.

 

მერწყული

აჩუქეთ მათ ვერცხლში ჩასმული ამეთვისტო.არიან ძალიან აზარტულები, ამიტომ თუ წაიყვანთ კაზინოში და მისცემთ საშუალებას ბოლომდე გაილაღოს მადლიერი დაგრჩებიან, ან უბრალოდ აჩუქეთ ბანქო 🙂

 

თევზები

წყლის საკმაოდ მგრძნობიარე ნიშანს უყვარს ლურჯი ან მწვანე ფერის სამოსი ან სამკაული, საუკეთესო საჩუქარი მათთვის იქნება თუ წაიყვანთ სანაპიროზე აყურებინებთ მზის ჩასვლას ან ამოსვლას, მოუწყობთ რომანტიულ საღამოს, ან წაიყვანთ ზამთრის კურორტზე თოვლში, გაატარებთ მასთან საღამოს ბუხრის წინ… :))

მოამზადა თაკო ლომიძემ

ავტორი