Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

თეთრეულის ფერების ფსიქოლოგია

ტრუსიგანსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს თეთრეულის ფერს, მათი მეშვეობით შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ადამიანის სექსუალურ ქმედებებზე.

წითელი ფერი აღაგზნებს ადამიანს, ასხივებს განსაკუთრებულ ენერგიას, ქალი ან კაცი რომელიც ირჩევს ამ ფერს, მხოლოდ სასიყვარულო თამაშს არ ელოდება თქვენგან.

ყვითელი ფერი ეძახის პარტნიორს გულწრფელი და მხურვალე ურთიერთობისათვის, თუმცა ეს ფერი თავისთავად არ არის აღმგზნები, მაგრამ ასეთი ადამიანი ისწრაფვის სრულყოფილი სექსისათვის.

ვარდისფერი და იისფერი ანიშნებს პარტნიორს, რომ მისი შეყვარებული მგრძნობიარე და ტემპერამენტიანია, ამასთან ერთად მორცხვია მორალური ნორმებისა და თვითგანსჯის გამო.

მწვანე ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც პარტნიორი მხოლოდ ერთჯერადად სჭირდებათ.

ლურჯი ფერის მოყვარული მთლიანად პარტნიორზე და მის აქტიურობაზეა დამოკიდებული, ეს ფერი პატრონის უინიციატივობაზე მეტყველებს.

ყავისფერ ფერს უპირატესობას ანიჭებენ სექსუალურად დათრგუნული ადამიანები.

შავი ფერი მიანიშნებს პარტნიორს, რომ მას ეძლევა სრული თავისუფლება, ყოველგვარი შეზღუდვების და საზღვრების გარეშე, ადამიანს, რომელიც ატარებს შავ თეთრეულს უყვარს ექსპერიმენტები და სიამოვნებით პასუხობს პარტნიორის ნებისმიერ სურვილს და ამას აკეთებს არა მხოლოდ იმისთვის რომ სხვა ასიამოვნოს, არამედ თვითონაც მიიღოს დიდი სიამოვნება. მათ უნდათ რომ თანასწორები იყვნენ პარტნიორთან აქტიურობაშიც და პასიურობაშიც.

თეთრ ფერს ატარებს ქალთა უმეტესობა, ეს ნეიტრალური ფერია, ჩვეულებრივ ის ასოცირდება სიწმინდესთან და რაიმე განსაკუთრებულ მინიშნებებს არ იძლევა.

ნაცრისფერი საცვლის მოყვარული აქცენტს აკეთებს პარტნიორის მატერიალურ მდგომარეობაზე.

მაქმანებიანი საცვლების მატარებელი, ფანტაზიორი, რომანტიკოსი და მრავალფეროვნების მოყვარულ ადამიანზე მიანიშნებს, რომელიც შეიძება ცხოვრებაში ხშირად დარჩეს იმედგაცრუებული.

ჭადრაკისებული (კლეჩატი) საცვლები ხიბლავთ თამაშების მოყვარულ ადამიანებს, განსაკუთრებული კლუბებისკენ ლტოლვა აქვთ და სულ ძიებაში არიან.

პიროვნება საცვლების გარეშე ბავშვობაშია ჯერ კიდევ ჩარჩენილი და სიმწიფემდე დიდი გზა აქვს გასავლელი .

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი