Previous Story
მძიმე ჯვარი
Posted On 06 Mar 2013
Comment: 0
ერთ ადამიანი თვლიდა რომ ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა და გადაწყვიტა ღმერთისთვის მიემართა.
მივიდა უფალთან მოუყვა თავისი გასაჭირის შესახებ და სთხოვა
– შეიძლება სხვა ჯვარი ავირჩიო?
ღმერთმა ღიმილით შეხედა კაცს და საცავში შეიყვანა სადაც ჯვრები ინახებოდა და ეუბნება
– აირჩიე ნებისმიერი
ჯვრების ნაირსახეობამ გააოგნა კაცი .
საცავში ყველანაირი ჯვარი იხილა , დიდი თუ პატარა, მძიმე თუ მსუბუქი.დიდხანს იარა და ათვალიერა ,საგულდაგულოდ ეძებდა პატარას და მსუბუქს და ბოლოს ყველაზე პატარა შეარჩია მივიდა უფალთან და ეკითხება :
-შეიძლება ეს ჯვარი ავიღო?
უფალმა უპასუხა: ” შეიძლება, ეს ისედაც შენი ჯვარია რომელსაც აქამდე ატარებდი და მაგრამ მაინც გამძიმებდაო”
მოამზადა ცისია დონდუამ