ვაშლით სავსე კალათა
ერთ დღეს შეიძინა კაცმა თავისთვის ახალი სახლი დიდი და ლამაზი ,რომელსაც არნახული სილამაზის ბაღი ქონდა.
მეზობლად ძველ უბადრუკ სახლში ცხოვრობდა ბოროტი, შურიანი მოხუცი რომელიც ყოველდღიურად ცდილობდა ახალი მეზობლისთვის ხასიათი გაეფუჭებინა:
ხან ნაგავს დაუყრიდა ჭიშკართან ხან რაიმე სხვა სისაძაგლეს მოიგონებდა.
ერთ დილას გამოდის აივანზე კეთილი კაცი და ხედავს ნარჩენებით , ნაგვით სავსე კალათას.
მშვიდად გაასუფთავა კალათა გააპრიალა და გაავსო ყველაზე საუკეთესო ,მწიფე და წითელ წითელი ვაშლებით თავისი მშვენიერი ბაღიდან და გულღრძო მეზობლისკენ გაეშურა.
კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა ბოროტ კაცს გაუხარდა ,იფიქრა როგორც იქნა გავამწარე მეზობელიო , კარი გააღო მოსალოდნელი ჩხუბის და დავიდარაბის იმედად მაგრამ ამ დროს სტუმარმა ვაშლებით სავსე კალათა მიაწოდა და უთხრა – ” ვინც რითია მდიდარი იმას უნაწილებს სხვასო”
მოამზადა ცისია დონდუამ