13-30 აპრილი – საფრთხილო პერიოდია!!!
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია აპრილის თვესა და მასთან დაკავშირებულ რთულ დღეებთან დაკავშირებით
პირველ რიგში, რასაკვირველია დავიწყებ მთავრის დაბნელებიდან და სავსემთვარეობიდან, რომელიც იქნება 15 აპრილს (თბილისის დროით 13:16), ამიტომ, ყურადგება უნდა დაეთმოს 14 -16 აპრილის პერიოდს
მთვარის დაბნელების პერიოდში აუცილებელია ყველაფრის მიმართ გაცნობიერებული მიდგომა, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანები უფრო ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე რაციონალურს, რაც შემდეგ სანანებელი ხდება.
15 აპრილის მთვარის დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კარდინალური ჯვრის წარმომადგენლებისთვის, – ვერძი, სასწორი, თხის რქისა და კირჩხიბებისთვის. ადვილი შესაძლებელია რომ ამ ნიშნის ადამიანებს ჰქონდეთ მომატებული ენერგიულობა, ან სურვილები, აუცილებლად რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში, ამიტომ აუცილებელი იქნება ეს ცვლილებების სურვილი კონსტრუქციული გზით მიმართონ, რაიმე აღმშენებლური საქმიანობისკენ, რათა არასასურველი ექსცესებისგან დაიცვან თავი.
ამ ეტაპისთვის ეს იქნება მცდარი გადაწყვეტილება (თუ მხედველობაში ასევე მივიღებთ რეტროგრადულ, უკანმავალ მარსს), რასაც შეცდომების დაშვებამდე მივყავართ, იმ დროს, როდესაც მოცდა, პასიური, მომლოდინე პოზიცია ბევრად უფრო მომგებიანი იქნება (სუტუაციის შესაბამისად, რასაკვირველია).
ნუ გექნებათ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენა – რასაც სწორედ კირჩხიბში იუპიტერის ეგზალტირებული მდგომარეობა უწყობს ხელს
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ადამიანებს 20 აპრილის მიმართ! (19 – 21 აპრილი) – აქ დგება ე.წ დიდი ჯვრის კონფიგურაცია ცაზე, რაც მართალია უფრო სოციალური მნიშვნელობის იქნება, თუმცა მაინც ჩვენგან ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს
და ბოლოს, 29 აპრილი! – ახლა უკვე მზის დაბნელება (28-30 აპრილის ზონა)
უკვე ბევრმა თქვენგანმა იცის ასეთ კოსმიურად დაძაბულ დღეებში რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. კერძოდ: ნუ დაიწყებთ ნურაფერს ახალს, თუ საშუალება გაქვთ გადადევით თუნდაც მაისის თვისთვის, ასევე, სასურველია გეგმიური ოპერაციების გადადებაც უკეთესი პერიოდისთვის
მთელი ორი კვირის მანძილძე 14-30 აპრილის პერიოდში, სასურველი იქნება მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მათ შორის გზებზე, .მოერიდეთ შორ გზაზე მგზავრობას, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას, დაკავდით მიმდინარე საქმეებით..
ნუ შეხვალთ ღია დაპირისპირებებში და კონფლიქტებში ,..პირიქით , შეეცადეთ განერიდოთ მსგავს სიტუაციებს, არ ჩაერთოთ, არ წამოიწყოთ კონფლიქტები, თავს არ მისცეთ ამის უფლება
განსაკუთრებული ყურადრება ბავშვებს და ხანდაზმულებს!
ასევე თავისა და გულ-სისხლძარვოვანი სისტემის დაავადებულ ადამიანებს – მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, თან იქონიეთ მედიკამენტები
სამაგიეროდ, პერიოდი 16 -30 აპრილი – სასიკეთო იქნება ძველი და მავნე ჩვევების გადასაგდებლად, ორგანიზმის გაწმენდისა და წიდების (შლაკები) გამოსადევნად, დიეტის დასაწყებად
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის
წარმატებები თქვენ
ქეთი ვაწაძე